საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2017 წლის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებებზე

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.04.2018
ავტორი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი
#5438/9-1
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-16
ბიუროს ნომერი 147

📜 ტექსტი

ანგარიში
სარჩევი კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და შედეგები.......................................................... 1 1. ელექტროენერგეტიკული სექტორი ...................................................................................................... 6 1.1. ელექტროენერგეტიკული ბაზარი ..................................................................................................... 6 1.1.1. მარეგულირებელი ჩარჩოების განვითარება ............................................................................ 6 1.1.2 ბაზრის არსებული სტრუქტურა და სუბიექტები ..................................................................... 9 1.1.3 ბაზრის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბების წინაპირობები და საფუძვლები ............... 11 1.1.4 ფუნქციონალური, სამართლებრივი და ქონებრივი დაყოფის მონიტორინგი.................. 13 1.1.5 ბაზრის ძირითადი მახასიათებლები ........................................................................................ 15 1.2 ლიცენზირება ....................................................................................................................................... 27 1.2.1 სალიცენზიო განაცხადები და ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში .............................. 27 1.2.2. ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის ტექნიკური რეგულირების შედეგები ................................................................................................................................................. 28 1.3. ფასწარმოქმნა და სატარიფო რეგულირება ................................................................................... 38 1.3.1. სამართლებრივ-მეთოდოლოგიური საფუძვლები ................................................................ 38 1.3.2. სატარიფო რეგულირება და სექტორში მოქმედი ტარიფები............................................... 41 1.3.3. ტარიფების შედარებითი ანალიზი .......................................................................................... 42 1.3.4. საინვესტიციო პროექტების შესრულების ანალიზი ............................................................. 43 1.4. განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტიანობა ........................................................................... 45 1.4.1. განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის საკანონმდებლო ბაზა საქართველოში ....................................................................................................................................... 46 1.4.2. ნეტო–აღრიცხვის რეგულაციის დანერგვის შედეგები ......................................................... 47 2. ბუნებრივი გაზის სექტორი ...................................................................................................................... 49 2.1. ბუნებრივი გაზის ბაზარი ................................................................................................................. 50 2.1.1. მარეგულირებელი ჩარჩოები .................................................................................................... 50 2.1.2. ბაზრის სტრუქტურა და სუბიექტები ...................................................................................... 51 2.1.3. ფუნქციონალური, სამართლებრივი და ქონებრივი დაყოფა .............................................. 52 2.1.4. ბაზრის ძირითადი მახასიათებლები ....................................................................................... 53 2.2. ლიცენზირება ...................................................................................................................................... 61 2.2.1 სალიცენზიო განაცხადები და ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში .............................. 63 2.2.2 ტექნიკური რეგულირების შედეგები ....................................................................................... 65 2.3. ფასწარმოქმნა და სატარიფო რეგულირება.................................................................................... 67 2.3.1. სამართლებრივ-მეთოდოლოგიური საფუძვლები ................................................................ 67 2.3.2. სატარიფო რეგულირება და სექტორში მოქმედი ტარიფები............................................... 67 2.3.3. ტარიფების შედარებითი ანალიზი .......................................................................................... 73 2.3.4. საინვესტიციო პროექტების შესრულების ანალიზი ............................................................. 74 3. წყალმომარაგების სექტორი ...................................................................................................................... 78 3.1. მარეგულირებელი ჩარჩოები ........................................................................................................... 78 3.2. სექტორის ზოგადი მიმოხილვა ....................................................................................................... 79 3.2.1. ლიცენზირება ............................................................................................................................... 79 3.2.2. ლიცენზიატების მომსახურების დაფარვის არეალი ............................................................. 80 3.2.3. წყალმომარაგების უწყვეტობა და გამრიცხველიანება .......................................................... 80 3.2.4. წყალმომარაგების სისტემების გამართულობა და საიმედოობა ......................................... 83 3.3. სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის ინდექსი ............................................................................. 84 3.4. ფასწარმოქმნა და სატარიფო რეგულირება ................................................................................... 86 3.4.1. სამართლებრივ-მეთოდოლოგიური საფუძვლები ................................................................ 86 3.4.2. სატარიფო რეგულირება და სექტორში მოქმედი ტარიფები............................................... 87 3.4.3. ტარიფების შედარებითი ანალიზი .......................................................................................... 87 3.4.4. საინვესტიციო პროექტების შესრულების ანალიზი ............................................................. 88 4. მეთოდოლოგიური საქმიანობა ............................................................................................................... 90 4.1. რეგულირების სისტემური განვითარება ....................................................................................... 90 4.2. მისტიკური მომხმარებლის პროექტი ............................................................................................. 92 4.3. კომისიის განმარტებები და თანამშრომლობა სხვა საჯარო დაწესებულებებთან ................. 93 5. მომსახურების კომერციული ხარისხი................................................................................................... 95 6. სადავო საკითხების გადაწყვეტა ............................................................................................................ 102 6.1. სადავო საკითხების გადაწყვეტის მარეგულირებელი ჩარჩოები ............................................ 102 6.2. ელექტროენერგეტიკის სექტორი................................................................................................... 102 6.3. ბუნებრივი გაზის სექტორი ............................................................................................................ 103 6.4. წყალმომარაგების სექტორი ............................................................................................................ 104 7. საერთაშორისო ურთიერთობები ........................................................................................................... 105 7.1. ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანება ........................................................................ 105 7.2. დამკვირვებლის სტატუსი ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოში ............... 105 7.3. პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები ....................................................................... 106 7.4. ურთიერთობა სხვა ქვეყნების ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ორგანოებთან............................................................................................................................................ 106 7.5. განხორციელებული და მიმდინარე საერთაშორისო პროექტები ............................................ 107 8. საზოგადოებასთან ურთიერთობა ......................................................................................................... 109 9. მმართველობითი ფუნქციები................................................................................................................. 112 9.1. ბიუჯეტი და მისი შესრულების ძირითადი პარამეტრები ...................................................... 112 9.2. საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ...................................................................................... 114 9.3. ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება .............................................................. 116 9.3.1. ადამიანური რესურსების მართვა .......................................................................................... 116 9.3.2. საქმისწარმოება .......................................................................................................................... 118 9.3.3. ინფორმაციის საჯაროობა ........................................................................................................ 119 9.3.4. კომისიის საჯარო სხდომები და საოქმო წარმოება ............................................................. 119 10. დანართები ................................................................................................................................... 121 დანართი №1 - ლიცენზიატთა სია ელექტროენერგეტიკის სექტორში...................................... 121 დანართი №2 - მომხმარებელთა რაოდენობა 2010-2017 წლებში ელექტროენერგეტიკაში .... 122 დანართი №3 - ელექტროგადამცემი ხაზების სიგრძე (კმ) ........................................................... 122 დანართი №4 - სისტემის პიკური დატვირთვა 2007-2017 წლებში ............................................. 123 დანართი №5 - ელექტროენერგიის დანაკარგები გამანაწილებელი კომპანიების ქსელში 2017 წელს ................................................................................................................................................ 123 დანართი №6 - გამრიცხველიანება ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებში 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ...................................................................................................... 123 დანართი №7 - საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის რუკა 2017 წელს ....... 124 დანართი №8 - ელექტროენერგეტიკული სექტორის სუბიექტები საკუთრების ფორმის მიხედვით ....................................................................................................................................... 124 დანართი №9 - ელექტროენერგიის მოხმარებისა და მშპ-ის რეალური ზრდა 2004-2017 წლებში* ........................................................................................................................................... 124 დანართი №10 - ელექტროენერგიის ჯამური და ერთ სულ მოსახლეზე მოხმარება საქართველოს რეგიონების მიხედვით........................................................................................ 125 დანართი №11 - ქსელის წესების მოთხოვნების შესრულების გეგმა-გრაფიკი ელექტროსადგურების მიხედვით ............................................................................................... 125 დანართი №12- ელექტროენერგეტიკულ სექტორში მოქმედი ტარიფები ............................... 127 დანართი №13- ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები .............. 130 დანართი№ 14 - ერთ სულ მოსახლეზე სასმელი წყლის მოხმარება ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოში (ლიტრი/სული/დღე-ღამე) ............................................................ 131 დანართი №15 - დამატებითი ღირებულების გადასახადი ევროკავშირის წევრი ქვეყნებსა და საქართველოში (%) .............................................................................................................................. 131 დანართი №16 - შემოუსავლიანი წყლის პროცენტული მაჩვენებელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მასშტაბით (%) ................................................................................................................... 132 დანართი №17 - სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის ინდექსი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მასშტაბით (%) ................................................................................................................... 132 დანართი №18 - წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ტარიფები ........................................... 133 კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და შედეგები 2017 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში აღინიშნა შემდეგი ძირითადი მოვლენები და ტენდენციები: ელექტროენერგეტიკა  ელექტროენერგიის შიდა მოხმარება წინა წელთან შედარებით გაიზარდა 7.7%-ით, ხოლო 2015 წელთან შედარებით – 14.4%-ით;  საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, 2007-2017 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საშუალოდ 4.4%-ით იზრდება;  ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) წინა წელთან შედარებით 0.4%-ით შემცირდა, თუმცა 2015 წელთან შედარებით 6.8%-ით გაიზარდა;  2007-2017 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) საშუალოდ იზრდება 3.5%-ით;  ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით – 7.1%-ით, ხოლო 2015 წელთან შედარებით 14.7%-ით არის გაზრდილი;  პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით – 17.8%-ით, ხოლო 2015 წელთან შედარებით 16.8%-ით გაიზარდა;  აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით – 3.9%-ით, ხოლო 2015 წელთან შედარებით 11.4%-ით არის გაზრდილი;  ელექტროენერგიის იმპორტი საანგარიშო წელს წინა წელთან შედარებით – სამჯერ, ხოლო 2015 წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა. საანგარიშო წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 2.2ჯერ გადააჭარბა ექსპორტს;  ელექტროენერგიის ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელზე – 22.7%-ით, ხოლო 2015 წლის მაჩვენებელზე 3.9%-ით მეტია;  საანგარიშო წელს განხორციელდა 253.99 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი, 205.09 მლნ.კვტ.სთ – აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით, 6.67 მლნ.კვტ.სთ – რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით, ხოლო 42.24 მლნ.კვტ.სთ – რუსეთიდან სომხეთის მიმართულებებით;  საანგარიშო წელს ელექტროენერგიის ფაქტობრივმა დანაკარგებმა ელექტროსისტემაში შეადგინა 7.05%, მათ შორის გადამცემ ქსელში – 1.97%, რაც გასული წლის იმავე მონაცემთან შედარებით 3%-ით ნაკლებია, ხოლო გამანაწილებელ ქსელში – 5.09%, რაც გასული წლის იმავე მონაცემზე 5.55%-ით მეტია;  ელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ შეადგინა 4,112.27 მგვტ (ჰიდრო – 3,165.17 მგვტ, თბო – 926.4 მგვტ, ქარი – 20.7 მგვტ), რაც 6.3%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს;  ელექტროენერგიის განაწილების (მიწოდების) ბაზარი მაღალკონცენტრირებულია (HHI2017=5,106.77), სადაც სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საბაზრო წილი არის 62.34%, სს „თელასის“ – 34.82%, ხოლო სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის – 2.84%;  საბაზრო წილები ელექტროენერგიის სამი უმსხვილესი მწარმოებლისთვის გადანაწილდა შემდეგნაირად: შპს „ენგურჰესი“ – 31.52%, შპს „ვარციხეჰესი“ – 9.93% და შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგური“ – 7.28%. ელექტროენერგიის წარმოების სეგმენტის ჰერფინდალჰირშმანის ინდექსმა შეადგინა HHI2017 =1,512.2;  სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ დაიყო ორ რეგულირებად საწარმოდ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიად“ (ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა) და სს „ენერგო-პრო გენერაციად“ (ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა); 1  სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ შეიძინა სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ აქტივები. კომისიამ მოახდინა სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიის გაუქმება და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიის მოდიფიცირება და ამჟამად იგი ემსახურება ქვეყნის ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლების 64.6%-ს;  საანგარიშო წელს პირველად კომისიამ განიხილა და ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად შეითანხმა სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 5-წლიანი განვითარების გეგმები, რომლებიც განხორციელდა პირველად კომისიის მიერ, „ქსელის წესების“ მოთხოვნების შესაბამისად.  სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციაზე“, შპს „აჭარ ენერჯი 2007“-სა (ხელვაჩაური ჰესი 1) და შპს „აჭარისწყალ ჯორჯიაზე“ (შეახევი ჰესი) გაიცა ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიები;  საანგარიშო წელს ექსპლოატაციაში შევიდა ელექტროენერგიის წარმოების საშუალებები ჯამური დადგმული სიმძლავრით 233.75 მგვტ (მათ შორის 3 მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური);  საანგარიშო წელს ნეტო-აღრიცხვის რეგულაციაში მოექცა 28 ახალი მიკროელექტროსადგური, ჯამური სიმძლავრით 0.2783 მგვტ;  „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ლიცენზიატი საწარმოებისათვის ტარიფები განისაზღვრება რეგულირების სამწლიანი პერიოდისათვის;  „ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის საფუძველზეც კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის №34 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგები“. აღნიშნული ნორმატივები აისახა საქსელო კომპანიების 2018-2020 წლების სამწლიან ტარიფებში;  მომზადდა დასკვნები და რეკომენდაციები 2018-2028 წლების გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაზე;  კომისიამ შეისწავლა და შეითანხმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების, სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმები, რომლებიც კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცდა;  დამტკიცდა ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების, სს „თელასისა“ და სს „ენერგოპრო ჯორჯიას“, მომხმარებლებისათვის სამომხმარებლო ტარიფები 2018-2020 წლებისათვის;  დამტკიცდა ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 10 ლიცენზიატისთვის, ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი 3 ლიცენზიატისთვის და ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფი 2 ლიცენზიატისთვის; ასევე 4 გარანტირებული სიმძლავრის წყაროს გარანტირებული სიმძლავრის საფასურები და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები;  2017 წელს გაიცა 3 და გაუქმდა ელექტროენერგიის წარმოების 1 ლიცენზია. შევიდა ცლილებები განაწილების ერთ ლიცენზიაში და გაუქმდა ელექტროენერგიის განაწილების ერთი ლიცენზია;  ელექტროენერგიის მიღების ინდექსით, მსოფლიო ბანკის „Doing Business 2018“-ის ანგარიშის შესაბამისად, საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა და 30-ე ადგილს იკავებს; 2 ბუნებრივი გაზი             ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნა 2017 წელს წინა წელთან შედარებით 3.6%-ით გაიზარდა, რაც მეტწილად გამოწვეული იყო საყოფაცხოვრებო სექტორში გაზრდილი მოთხოვნით; 2017 წელს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთდა 101,527 ახალი მომხმარებელი და მომხმარებელთა რაოდენობამ 2017 წლის ბოლოს 1,157,127 შეადგინა; 2017 წელს საქართველოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბუნებრივი გაზის მოწოდება (იმპორტი) განახორციელა სამმა მიმწოდებელმა. ვაჭრობის ამ დონეზე ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი საქართველოში ბუნებრივი გაზის მომწოდებელთა შორის არის 4,730, რაც მაღალკონცენტრირებულ ბაზარზე მიუთითებს; 2017 წელს საბითუმო დონეზე ბუნებრივი გაზის გაყიდვა განახორციელა 9 მიმწოდებელმა, რომელთა წილი ბაზარზე 58%-ს შეადგენს; 2017 წელს ერთი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მოხმარებულმა ბუნებრივმა გაზმა საშუალოდ 827 კუბ.მ შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 0.12%-ით აღემატება 2016 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს; ზამთრის თვეებში საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარებული ბუნებრივი გაზის 95% სწორედ იმ მომხმარებლების (მთლიანი მომხმარებლების რაოდენობის 55%-მდე) მიერ მოიხმარება, რომლებიც სარგებლობენ ბუნებრივ გაზზე მომუშავე გამათბობლებით; საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა განსხვავებულია რეგიონების მიხედვით. საშუალოდ, ერთი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ყველაზე მეტ გაზს თბილისში, სამცხე ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში მოიხმარს; გაზიფიცირებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც მოსახლეობას ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების 400-ლარიანი პაკეტით სარგებლობა შეუძლია, დაემატა 123 დასახლებული პუნქტი და 2017 წლის ბოლოსთვის უკვე 873 დასახლებულ პუნქტში იყო მიერთების საფასურით სარგებლობის საშუალება; 2017 წელს გაუქმდა ერთი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია, ხოლო 3 განაწილების ლიცენზიაში შევიდა ცვლილება; ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე პირველად დადგინდა ტარიფები გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა და სამი უმსხვილესი გამანაწილებელი კომპანიისათვის, სს „ყაზტრანსგაზისთვის“, სს „საქორგაზისა“ და სს „სოკარ ჯორჯიასთვის“; შემცირებულია ტრანსპორტირების სისტემის დღიური პიკური დატვირთვა 3,6%-ით და 2017 წლის მონაცემებით შეადგინა 13,300 მ³/დღეში, ხოლო საათურ ჭრილში შემცირდა 0,3 %-ით და შეადგინა 665 მ³/საათში; საქართველოში ბუნებრივი გაზის თბოუნარიანობა არ ჩამოუვარდება ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს; წყალმომარაგება  დამტკიცდა „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს N21 დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს წყალმომარაგების სექტორში რეგულირების სამწლიანი პერიოდის შემოღებას წამახალისებელი პრინციპების გათვალისწინებით; 3  კომისიამ შეითანხმა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყლისა“ და შპს „მცხეთის წყლის“ მიერ წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მიზნით წარმოდგენილი სატარიფო განაცხადებით გათვალისწინებული 2017-2020 წლების საინვესტიციო გეგმები, რომელიც მიმართულია არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ახლის მოწყობისათვის, რაც საგრძნობლად გაზრდის მომსახურების ტექნიკურ ხარისხს. აღნიშნული კომპანიების მიერ განსახორციელებელმა საინვესტიციო ოდენობამ ჯამში შეადგინა 184,971,909.21 ლარი;  კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის N45 დადგენილებით დამტკიცდა „სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“, რომლის საფუძველზეც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს „რუსთავის წყალსა“ და შპს „მცხეთის წყალს“ დაუდგინდა სასმელი წყლის დანაკარგების ოდენობები;  კომისიის 2017 წლის 21 ივლისის N21 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“, რომლის მიხედვითაც ახლებურად ჩამოყალიბდა რიგი დებულებები. კერძოდ, შეიცვალა დავალიანების გადაუხდელობის გამო წყალმომარაგების შეწყვეტის ვადები, საფუძვლები და პირობები; შემოღებულ იქნა მომხმარებლის განცხადებაზე პასუხის გაცემის ახალი ვადა; შემუშავდა სასმელი წყლის ქვითრის შედგენისა და მომხმარებელზე გაგზავნის განსხვავებული ფორმები და სხვა;  გასულ წელთან შედარებით საყოფაცხოვრებო მრიცხველიანი აბონენტების რაოდენობა გაიზარდა 11.8%-ით;  ავარიების რაოდენობა ყოველ 1 კმ გამანაწილებელ ქსელზე შემცირდა დაახლოებით 52.5 %-ით; სხვა  კომისიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მხარეებს შორის სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლა;  კომისიასა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია მხარეებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობაზე ზრუნვა და კონკურენციის პოლიტიკის გამჭვირვალობის დაცვა და გაძლიერება;  დასრულდა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის ტექნიკური დახმარების გაწევის შესახებ“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტი, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა რეკომენდაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქსელის დანაკარგები, კომერციული ხარისხის სტანდარტები, ხარისხის გასაუმჯობესებელი ზომები, გადაცემისა და განაწილების საქმიანობების ლიცენზირება ბუნებრივი გაზის სექტორში, ინვესტიციების შეფასება და სხვა;  დასრულდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი „დანახარჯების მარეგულირებელ აუდიტსა და ბაზრის მონიტორინგში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ“;  დასრულდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ“, რომელიც მოიცავდა წყალმომარაგების სექტორში 4         სატარიფო მეთოდოლოგიასთან, რეგულირებადი საწარმოებისთვის ტექნიკური სტანდარტების შემუშავებასა და წყლის მიწოდების კომპანიების ფუნქციურ განცალკევებასთან დაკავშირებულ საკითხებს; კომისიამ თბილისში უმასპინძლა ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) გენერალურ ასამბლეას, თავმჯდომარეთა და კომიტეტების შეხვედრებს; დაფუძნდა წყლის მარეგულირებელთა ევროპული ქსელი (WAREG), რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს; კომისიამ თბილისში უმასპინძლა წყლის მარეგულირებლების ევროპული ქსელის (WAREG) შეხვედრებს; კომისიამ მოიპოვა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) დამკვირვებლის სტატუსი; კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით კომისიაში დაიწყო ტექნიკური დახმარების პროექტი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ქსელის წესების შემუშავებასთან დაკავშირებით; კომისიასა და ბულგარეთის ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელ კომისიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმება; ქ. ათენში გამართულ ენერგეტიკული თანამეგობრობის შეხვედრაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი, 2 წლის ვადით არჩეულ იქნა ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭოს პრეზიდენტად; 2017 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრდა კომისიის 99 ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, მათ შორის 98 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ერთი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულიდან 2017 წელს დასრულდა 53 საქმე, საიდანაც: - 42 შემთხვევაში გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა კომისიის სასარგებლოდ; - 6 შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის შედეგად სარჩელი განუხილველი დარჩა; - კომისიას ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა 5 საქმე; - პირველი ინსტანციის სასამართლოს 5 გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. 5 1. ელექტროენერგეტიკული სექტორი ელექტროენერგია საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი ენერგიის წყაროა. მისი წილი ენერგიის საბოლოო მოხმარებაში 2016 წელს შეადგენდა 20.8%-ს, ხოლო 2015 წელს – 20.4%1ს. 2016 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 901.7 ათასი ტონა ნავთობის ეკვივალენტი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით – 5.9%-ით, ხოლო 2015 წელთან შედარებით 7.2%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ როგორც 2016 წელს, ისე 2015 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების 80%-მდე მოიხმარს შემდეგი სამი სექტორი: მრეწველობა, კერძო და სახელმწიფო მომსახურება და შინამეურნეობები. 1.1. ელექტროენერგეტიკული ბაზარი2 საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის არსებული მოდელი შეიძლება განისაზღვროს, როგორც პირდაპირი კონტრაქტების ბაზარი, სადაც ბაზრის მონაწილეები ვალდებულებების შესრულებას ახორციელებენ ყოველთვიური ანგარიშსწორების საფუძველზე. პირდაპირი კონტრაქტების ბაზართან ერთად ფუნქციონირებს საბალანსო ბაზარი, რაც ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილეებს საშუალებას აძლევს იყიდონ/გაყიდონ დამატებით მოთხოვნილი/გამომუშავებული ელექტროენერგია და დააბალანსონ პირდაპირ კონტრაქტებით აღებული ვალდებულებები. ამასთან, ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე ფუნქციონირებს გარანტირებული სიმძლავრის ბაზარი, რომელიც ეხმარება გადაცემის სისტემის ოპერატორს უზრუნველყოს სისტემის მდგრადობა და საიმედოობა. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზარი პირობითად შეიძლება დაიყოს საბითუმო და საცალო ბაზრებად. საბითუმო ბაზრის სუბიექტები არიან ელექტროენერგიის მწარმოებლები, პირდაპირი მომხმარებლები, ექსპორტიორები, იმპორტიორები და განაწილების ლიცენზიატები (მიწოდების ნაწილში), ასევე მომსახურების მიმწოდებლები – გადამცემი სისტემის ოპერატორი, ბაზრის ოპერატორი, გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატები (გატარების – საქსელო მომსახურების ნაწილში). საცალო ბაზრებზე მომსახურების გამწევი ძირითადი სუბიექტები არიან ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები (როგორც საქსელო მომსახურების, ასევე მიწოდების ნაწილში). საცალო ბაზარზე ელექტროენერგიის მიწოდების განხორციელება აგრეთვე შეუძლიათ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს. რაც შეხება საბოლოო მოხმარების სეგმენტს, საცალო მოხმარება წარმოდგენილია საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებით, მათ შორის, საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები. 1.1.1. მარეგულირებელი ჩარჩოების განვითარება საანგარიშო წელს მნიშვნელოვანად განახლდა და დაიხვეწა ელექტროენერგეტიკული სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესს და მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას, კერძოდ, ცვლილებები შევიდა როგორც პირველად, ისე მეორად კანონმდებლობაში: 1 2016 და 2015 წლების საქართველოს აგრეგირებული ენერგეტიკული ბალანსები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2017 წლის საქართველოს აგრეგირებული ენერგეტიკული ბალანსი გამოქვეყნდება 2018 წლის ბოლოს. 2 ამ თავში გამოყენებული მონაცემები წარმოადგენს წინასწარ მონაცემებს და შესაძლოა შეიცვალოს რეგულირებადი საწარმოების მიერ წარმოდგენილი აუდირებული მონაცემების მოწოდების შედეგად. 6 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი) შესული ცვლილებების შედეგად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაეკისრა ვალდებულება, შეიმუშაოს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, უზრუნველყოს მათი განხორციელება, ნორმატიულ–სამართლებრივი ბაზის შექმნა და მიღება. გადაცემის სისტემის ოპერატორს დაევალა გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დანაკარგების შესავსებად საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა; ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნისა და დერეგულირების მიზნებიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის პირდაპირ მოხმარებლად განისაზღვრა პირი, რომელიც მიერთებულია 35 კვ ან უფრო მაღალი ძაბვის ქსელზე. აღნიშნული ცვლილება ძალაში უნდა შევიდეს 2018 წლის 1 მაისიდან; მომხმარებელთა ნაწილის დერეგულირებასთან ერთად ასევე დერეგულირებულ იქნა 40 მგვტ-მდე საპროექტო სიმძლავრის ელექტროსადგურები. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2018 წლის 1 იანვრიდან; 2. საკანონმდებლო აქტებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (შემდგომში – ბაზრის წესები) შევიდა შემდეგი მნიშვნელოვანი ცვლილებები: შეიცვალა გადაცემის მომსახურების ანაზღაურების წესი და 2018 წლის პირველი იანვრიდან იგი განხორციელდება მიწოდების პუნქტებში მოხმარებული (აღრიცხული) ელექტროენერგიის მთელ მოცულობაზე; დაზუსტდა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებიდან ესკოს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორების წესი და 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე პერიოდზე განისაზღვრა იმ ჰიდროელექტროსადგურის ზედა ზღვრით, რომელსაც კომისიამ დაუდგინა ყველაზე მაღალი ტარიფი; 3. მნიშვნელოვნად შეივსო და დაიხვეწა „ელექტროენერგიის ქსელის წესების“ (შემდგომში – ქსელის წესები) რამდენიმე საკითხი: დაზუსტდა ქარის ელექტროსადგურებისათვის აღრიცხვის წესების ზოგიერთი მოთხოვნა, აგრეთვე გენერაციის ობიექტების კატეგორიები ძაბვისა და სიხშირის რეგულირებისა და ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის შესაძლებლობებთან და რეგულირების ზღვრებთან დაკავშირებით; დაიხვეწა ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების გრძელვადიანი და მოკლევადიანი გამორთვების დაგეგმვის მოთხოვნები და პროცედურები, დამატებითი/სასისტემო მომსახურების განმარტებები და მიზნები. რაც შეეხება ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის განვითარების კუთხით მოთხოვნებს, განაწილების ლიცენზიატებს მიეცათ გონივრული ვადები და პირობები ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის ელექტრონული რუკების მომზადების, აღრიცხვის მოწესრიგებისა და SCADA-ს ელემენტების განთავსებისათვის; 4. განახლდა „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ და დაემატა წამახალისებელი მექანიზმები სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოებისათვის. ელექტროენერგიის წარმოების (ჰიდროელექტროსადგურები), დისპეტჩერიზაციის, გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატებს შესაბამის ტარიფებს კომისია დაუდგენს 3-წლიან რეგულირების პერიოდზე, ხოლო რეგულირების პერიოდის მიმდინარეობისას ტარიფების კორექტირება განხორციელდება მხოლოდ პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში; კომისია შეითანხმებს და შემდგომ სატარიფო გაანგარიშებაში გაითვალისწინებს ელექტროენერგიის წარმოების (ჰიდროელექტროსადგურები), დისპეტჩერიზაციის, გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატების საინვესტიციო 3წლიან გეგმებს, რომელსაც კომისია მიიჩნევს დასაბუთებულად და გონივრულად; დადგინდა კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) ახალი განაკვეთი და რეგულირებადი აქტივების ბაზაზე ამონაგების ნორმა განისაზღვრა 16.40%-ის ოდენობით, 7 ნაცვლად 13.54%-სა; განახლდა სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთის/ამორტიზაციის ნორმები. „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში“ შესული ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, კომისიამ 2018-2020 წლებისათვის დაადგინა ტარიფები რეგულირებადი საწარმოებისათვის. რაც შეეხება გარანტირებული სიმძლავრის საფასურის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიას, აღნიშნული კვლავ ითვალისწინებს ტარიფების ყოველწლიურად დადგენას; 5. „ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესში“ შესული ცვლილებებიდან გამომდინარე, დაზუსტდა ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგებისა და საკუთარი მოხმარების განმარტებები, ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშებისა და დადგენის პროცედურები, ასევე ნორმატიული დანაკარგების შესახებ მონაცემების კომისიაში წარმოდგენის წესები და პროცედურები; 6. საანგარიშო წელს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ასახულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეავსო და დახვეწა დადგენილების სხვადასხვა ნორმა, კერძოდ, დაზუსტდა ელექტროენერგიის მომხმარებლის განცხადებაზე ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების მიერ რეაგირების წესი და ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების დანართ №4-ში მოცემული საფასურების ცხრილი. გამარტივდა ახალი მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების პროცედურები და განისაზღვრა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ელექტროდანადგარების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმების უფლებამოსილება განაწილების ლიცენზიატებისათვის. მომხმარებელთა ინფორმირების დონის ამაღლებისათვის მნიშვნელოვნად დაიხვეწა ელექტროენერგიის დავალიანების გადაუხდელობის გამო მომხმარებელთა გათიშვააღდგენის პერიოდები და შესაბამისი ინფორმირება, მათ შორის ელექტროენერგიის გეგმური და არაგეგმური წყვეტების, ასევე მათი აღმოფხვრის შესახებ მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი და ვადები. დაზუსტდა მომხმარებლის ან განმცხადებლისათვის მისაწოდებელი ინფორმაციის შინაარსი და მიწოდების წესი; 7. ცვლილებები შევიდა აგრეთვე „მომსახურების კომერციული ხარისხის წესებში“ კონტროლის განხორციელების პროცედურებისა და საკომპენსაციო თანხების ნაწილში. დაზუსტდა დანართი №1-ით განსაზღვრული ფინანსური მექანიზმები მომსახურების კომერციული ხარისხის საერთო სტანდარტის შეუსრულებლობის შემთხვევაში და დანართი №2-ით განსაზღვრული კომპენსაცია მომსახურების კომერციულის ხარისხის გარანტირებული სტანდარტის შეუსრულებლობის შემთხვევაში. ზემოაღნიშნული ცვლილებები და ზოგადად განვითარების ტენდენცია გარკვეულწილად ხელს უწყობს ელექტროენერგეტიკული სექტორის სტრუქტურისა და მარეგულირებელი ჩარჩოების ჰარმონიზაციას მესამე ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნებთან. ის ასევე ხელს უწყობს მეზობელ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის განვითარებას, თუმცა ძალზე მკრთალად ასახავს იმ ძირითად დებულებებს, რაც აუცილებელია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისა და კონკურენციის განვითარებისათვის. 8 1.1.2 ბაზრის არსებული სტრუქტურა და სუბიექტები საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურა საანგარიშო 2017 წელს უცვლელი დარჩა და წინა წლებში საქართველოს ენერგეტიკულ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით მოცემულია ნახაზზე 1.1. ნახაზი 1.1. ელექტროენერგეტიკული ბაზრის არსებული სტრუქტურა საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობა უმეტესად ხდება პირდაპირი კონტრაქტების საშუალებით. ელექტროენერგიის გაყიდვა ხორციელდება ელექტროენერგის მწარმოებლების, იმპორტიორის, ხოლო შესყიდვა – ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების (მიწოდების ნაწილში), პირდაპირი მომხმარებლების, ექსპორტიორების, ელექტროენერგიის მწარმოებლების (სასადგურე დანახარჯებისათვის) და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის (ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში) მიერ. საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობისათვის საჭიროა სუბიექტი დარეგისტრირდეს ესკო-ში კვალიფიციურ საწარმოდ. რეგულირების მიზნებიდან გამომდინარე ელექტროენერგიის მწარმოებლები სხვადასხვა კატეგორიად იყოფიან. ესენია: ა) მარეგულირებელი ელექტროსადგურები, რომლებსაც კომისია უდგენს ფიქსირებულ ტარიფებს; ბ) ნაწილობრივ დერეგულირებული ელექტროსადგურები, რომლებსაც კომისია უდგენს ზღვრულ (ზედა ზღვარი) ტარიფებს; გ) დერეგულირებული ელექტროსადგურები, რომლებიც აშენებულია 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ და ბაზარზე საქმიანობენ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის გარეშე; დ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროები (თბოელექტროსადგურები), რომლებსაც კომისია უდგენს გარანტირებული სიმძლავრის საფასურსა და ელექტროენერგიის წარმოების ზღვრულ (ზედა ზღვარი) ტარიფს. იმ ელექტროსადგურებზე, რომელთა საპროექტო სიმძლავრე აღემატება 13 მგვტ-ს, კომისია გასცემს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიას, ხოლო 13 მგვტ-მდე საპროექტო სიმძლავრის ელექტროსადგურები (მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები) გათავისუფლებულია ლიცენზირების პროცედურებისაგან. რაც შეეხება გარანტირებული 9 სიმძლავრის წყაროებს, მათ ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა გარანტირებული სიმძლავრისა და მათ მიერ გარანტირებული სიმძლავრით სისტემის უზრუნველყოფის პერიოდის მიხედვით ინდივიდუალურად და ისინი გამოიყენება ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტს, ეს საქმიანობები დერეგულირებულია და არ საჭიროებს ლიცენზირებას. ელექტროენერგიის ექსპორტის საქმიანობა ხორციელდება თავისუფალი (ტარიფის გარეშე) ფასით, ხოლო ელექტროენერგიის იმპორტის – კომისიის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფის ფორმულით. ესკო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ნაწილში უფლებამოსილია იყიდოს ან/და გაყიდოს ელექტროენერგია პირდაპირი ხელშეკრულებებით ან საბალანსო ელექტროენერგიის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით, კვალიფიციური საწარმოების მოთხოვნათა დაკმაყოფილების (დაბალანსების) მიზნით. ესკო ასევე ორგანიზებას უწევს გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობას, ახდენს საწარმოების ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციას, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანასა და რეგისტრაციის გაუქმებას. ბაზრის ოპერატორი ფლობს და ექსპლუატაციას უწევს კაას (კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებულ სისტემა) სისტემას, რომელიც ახდენს ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ერთიანი ბაზის ფორმირებას და აღრიცხვის მონაცემებს ავტომატურად იღებს ესკაა (ელექტროენერგიისა და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის სისტემა) სისტემებიდან. მისი დანიშნულებაა მონაცემების მიღება, შემოწმება, შეგროვება, დაჯგუფება და დაჯამება ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობის ანგარიშსწორებისათვის. რაც შეეხება პირდაპირ მომხმარებლებს, ისინი ელექტროენერგიას მოიხმარენ საკუთარი საჭიროებისათვის, ბაზრის წესებით განსაზღვრული მინიმალური რაოდენობის შესაბამისად. 2017 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული მინიმალური რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 1 კვტ.სთ ელექტროენერგიას. შესაბამისად, 2017 წლის 1 იანვრიდან პრაქტიკულად ყველა მომხმარებელი უფლებამოსილია დარეგისტრირდეს საბითუმო ბაზარზე კვალიფიციურ მომხმარებლად და შეისყიდოს ელექტროენერგია უშუალოდ გენერაციის ობიექტებისა და იმპორტიორებისაგან პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიას შეისყიდიან მათი მომსახურების არეალში არსებული საცალო მომხმარებლების მოხმარების დასაფარად. საბითუმო ბაზარზე საქსელო და სისტემურ მომსახურებას ახორციელებენ გადაცემის სისტემის ოპერატორი (გსო), გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატები. გსო-ს (დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი) ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს გადაცემის ლიცენზიატებთან გადამცემი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვის უფლებამოსილების მისთვის გადაცემის შესახებ. გსო სისტემას ძირითადად მართავს SCADA-ს (საზედამხედველო კონტროლისა და მონაცემთა შეგროვების სისტემა) გამოყენებით და, იმავდროულად, იყენებს ზედა დონის ელექტროენერგიისა და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებულ სისტემას (ზედა დონის ესკაა სისტემა). განაწილების ლიცენზიატები საქსელო, მათ შორის გატარების მომსახურებას ახორციელებენ როგორც მათი, ასევე მესამე პირების საკუთრებაში არსებული ქსელების გამოყენებით. განაწილების ლიცენზიატები ქსელურ მომსახურებას უწევენ: იმ საცალო მომხმარებლებს, რომლებიც ელექტროენერგიას ყიდულობენ პირდაპირი ხელშეკრულებით მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისაგან, გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულ პირდაპირ მომხმარებლებსა და ე.წ. „განაწილებულ გენერაციას“ – გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულ ელექტროსადგურებს. 10 ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე ელექტროენერგიის გაყიდვას ახორციელებენ განაწილების ლიცენზიატები კომისიის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფებით. ისინი ასევე უზრუნველყოფენ საცალო მომხმარებლების საქსელო და სასისტემო მომსახურებას. მოქმედი კანონმდებლობით ელექტროენერგიის გაყიდვა საცალო მომხმარებლებზე შეუძლიათ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, თუმცა მათი მონაწილეობა საცალო ბაზარზე დაბალია, ვინაიდან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს შესაძლებლობა აქვთ წარმოებული ელექტროენერგია საბითუმო ბაზარზე გაყიდონ სამომხმარებლო ტარიფებში გათვალისწინებული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ფასზე უფრო მაღალ ფასად, რაც, ბუნებრივია, არც მათ და არც მომხმარებლებს არ აძლევს სტიმულს ივაჭრონ პირდაპირი ხელშეკრულებებით. რაც შეეხება საცალო მომხმარებლებს, ისინი ბაზარზე წარმოდგენილი არიან საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებით. 2016 წლიდან აღნიშნულ კატეგორიებს აგრეთვე დაემატა საცალო მომხმარებელი, რომელიც ფლობს განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროსიმძლავრის (100 კვტ-მდე) ელექტროსადგურს. 1.1.3 ბაზრის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბების წინაპირობები და საფუძვლები 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ ელექტროენერგეტიკული სექტორის კანონმდებლობას შესაბამისობაში მოიყვანდა ევროკავშირისა და ენერგეტიკული თანამეგობრობის დირექტივებისა და რეგულაციების მოთხოვნებთან. აღნიშნული მოთხოვნები საქართველოს მიერ უნდა შესრულდეს ენერგეტიკული თანამეგობრობის დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან მიერთების ოქმის ფარგლებში შეთანხმებულ ვადებში და ამავე ოქმში ასახული პირობების (მათ შორის, საგამონაკლისო პირობების) გათვალისწინებით. 2017 წლის 24 აპრილს საქართველოს პარლამენტმა ენერგეტიკული თანამეგობრობის დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ 2016 წლის 14 ოქტომბერს ხელმოწერილი ოქმის რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნული ოქმის საფუძველზე საქართველო მიუერთდა ენერგეტიკული თანამეგობრობის დამფუძნებელ ხელშეკრულებას და მისი რატიფიცირების შესაბამისად გახდა ენერგეტიკული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი. ოქმის საფუძველზე ასევე განისაზღვრა საქართველოს მიერ ენერგეტიკული თანამეგობრობის კანონმდებლობის (acquis communautaire) იმპლემენტაციის ვადები. საქართველოს გაწევრიანება ენერგეტიკულ თანამეგობრობაში წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, შექმნას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ენერგეტიკული სექტორი, აამაღლოს კონკურენცია ბაზარზე და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების დონე, გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო და ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებასა და ენერგოეფექტიანობას. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბების საფუძველსა და წინაპირობას წარმოადგენს არა მარტო ქვეყნის მიერ ევროკავშირისა და ენერგეტიკული თანამეგობრობის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება, არამედ იმ ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრა, რომლითაც ხასიათდება ბაზრის არსებული სტრუქტურა. საქართველოში მოქმედი ენერგეტიკული კანონმდებლობით, გადამცემი სისტემის ოპერატორის გამიჯვნა და მისი ფუნქცია-მოვალეობები არ არის სრულ შესაბამისობაში 2009/72/EC დირექტივის მოთხოვნებთან, აგრეთვე არ ხდება გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირება კომისიის მიერ. რაც შეეხება განაწილების სისტემის ოპერატორებს, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები სრულად ვერ პასუხობენ 2009/72/EC დირექტივის მოთხოვნებს, ვინაიდან ისინი კვლავ ახორციელებენ ელექტროენერგიის 11 მიწოდებისა და განაწილების საქმიანობებს. შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისა და კონკურენციის დონის ამაღლებისათვის მნიშვნელოვანია განხორციელდეს მონოპოლიური (გადაცემა-დისპეტჩერირება, განაწილება) და კონკურენტული (გენერაცია, მიწოდება) საქმიანობების ერთმანეთისგან გამოყოფა (Unbundling). ევროპული კანონმდებლობის გათვალისწინებით, ნომინირებული ბაზრის ოპერატორის უფლებამოსილებები, მათ შორის, საბითუმო ბაზრის ვაჭრობის ოპერირება და ანგარიშსწორება, არ არის შესაბამისობაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის (ესკო) უფლებამოსილებებთან. ესკო ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობის ოპერირებასთან ერთად წარმოადგენს ელექტროენერგიის მიმწოდებელს, მათ შორის იმპორტ-ექსპორტის ნაწილში. ამიტომ ბაზრის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისას საჭიროა გაიმიჯნოს ესკოს ფუნქციები. მნიშვნელოვანია, ასევე, ელექტროენერგეტიკულ საბითუმო ბაზარზე ფასწარმოქმნის მექანიზმებში ევროპული გამოცდილების დანერგვა ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული გამოწვევების გათვალისწინებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ლიბერალური და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე, გაზრდის მის ლიკვიდურობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე არსებული ფასწარმოქმნის მექანიზმები უზრუნველყოფენ ბაზრის მონაწილეებს შორის ვალდებულებების შესრულებასა და ანგარიშსწორებას ყოველთვიურად. თუმცა, აღნიშნული არ განსაზღვრავს ელექტროენერგიის ღირებულებას მოთხოვნის ცვალებადობის გათვალისწინებით და როგორც საბითუმო ბაზრის ოპერირება-ანგარიშსწორების, ისე ბაზრის მონაწილეებს შორის ვალდებულებების შესრულებას დროის უფრო მცირე ინეტრვალებში (დღე, საათი). გასათვალისწინებელია, რომ ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობაში გენერაციის სხვადასხვა ობიექტი რეგულირების არათანაბარ პირობებშია (რეგულირებული სადგურები, ნაწილობრივ დერეგულირებული სადგურები, სრულად დერეგულირებული სადგურები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები). უმნიშვნელოვანეს გამოწვევას ამ კუთხით წარმოადგენს ე.წ. მემორანდუმების პრაქტიკა, რომელიც არათანაბარ პირობებში აყენებს ელექტროენერგიის წარმოების ბაზრის მონაწილეებს. არსებული ბაზრის სტრუქტურის ერთ-ერთ ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს საცალო ბაზრის გახსნის არასაკმარისი დონე და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობა. დღესდღეობით არ არსებობს კვალიფიციური მომხმარებლის, ბოლო იმედის მიმწოდებლისა (რომელიც მომხმარებელს დროებით უზრუნველყოფს ელექტროენერგიით, სანამ მომხმარებელი თავად არ შეარჩევს ახალ მიმწოდებელს) და თავისუფალი მიმწოდებლის ინსტიტუტები, რის გამოც ვერ ხორციელდება მომხმარებლის უფლების – აირჩიოს მიმწოდებელი, რეალიზება. 2009/72/EC დირექტივის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში არ არის საჯარო მომსახურების ვალდებულებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების არსებული საკანონმდებლო ბაზა, რაც აუცილებელია მომხმარებლებისათვის შესაბამისი ხარისხისა და უწყვეტი ენერგიის მიწოდების უზრუნველყოფისათვის, ასევე მოწყვლადი მომხმარებლებისა და დაცული მომხმარებლების უფლებების დაცვისათვის; აღსანიშნავია, რომ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებები არ არის სრულ შესაბამისობაში 2009/72/EC დირექტივის მოთხოვნებთან. შესაბამისდ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებები და კომპეტენცია, მათ შორის, საბითუმო ბაზრისა და ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის რეგულირების მხრით. 12 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონის მხედველობაში მიღებით, საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ჩამოყალიბებისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები:  მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილი იქნეს საყოფაცხოვრებო და მცირე კომერციული მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი რეგულირებადი ტარიფები;  უზრუნველყოფილ იქნეს სამომხმარებლო ბაზრის პერმანენტული გახსნა და გენერაცია-მიწოდების სეგმენტში ლიბერალურ-კონკურენტული გარემოს განვითარება;  გაიზარდოს სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობა;  რაციონალურად და ეფექტიანად იქნეს გამოყენებული ქვეყნის ენერგორესურსები;  საკანონმდებლო ბაზა და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმები ჰარმონიზებულ იქნეს ევროპის პარლამენტისა და საბჭოს მესამე ენერგეტიკულ პაკეტთან, ასევე მეზობელი ქვეყნების კანონმდებლობასთან, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში სუფთა ენერგიის რეგიონალური პლატფორმის ჩამოყალიბებას და ევროპის ერთიან ენერგეტიკულ ბაზარში ინტეგრაციას. საანგარიშო წელს კომისია და კომისიის აპარატი აქტიურად იყვნენ ჩართული ახალი საკანონმდებლო აქტების დამუშავების პროცესში, რომლის პირველ ეტაპზეც ხდება ლიბერალური/კონკურენტული ბაზრის კონცეფციის ჩამოყალიბება, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის კანონის პროექტის მომზადება და შესაბამისი მეორადი კანონმდებლობის განვითარება. 1.1.4 ფუნქციონალური, სამართლებრივი და ქონებრივი დაყოფის მონიტორინგი ელექტროენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის დაყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან ქსელის ოპერატორის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მესამე მხარის ქსელზე დაშვება მთავარი წინაპირობაა ბაზარზე კონკურენციის უზრუნველსაყოფად. ის ასევე მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის დონის ამაღლებისა და ბაზრის მონაწილეებისათვის თანაბარი და არადისკრიმინაციული პირობების შესაქმნელად. საქმიანობის დაყოფა სავალდებულოა როგორც ევროკავშირის, ისე ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოებისათვის. დაყოფის წესები და პროცედურები მოცემულია ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009/72/EC დირექტივაში „ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ“ (შემდგომში – 2009/72/EC დირექტივა). 2009/72/EC დირექტივის ერთ-ერთი საბაზისო მოთხოვნაა საქმიანობის დაყოფა (სრული დაყოფა, საკუთრების დაყოფის ჩათვლით). 2009/72/EC დირექტივის თანახმად, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი შეიძლება იყოს პირი, ვინც ფლობს გადამცემ ქსელს, ამუშავებს მას, პასუხისმგებელია მის გრძელვადიან განვითარებაზე და, რაც მთავარია, სრულად არის გამოყოფილი კონკურენტული (ელექტროენერგიის წარმოება და მიწოდება) საქმიანობისაგან. 2009/72/EC დირექტივა გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის დაყოფის განხორციელების სამ შესაძლო გზას ითვალისწინებს, კერძოდ: 1. საკუთრების დაყოფა (OU); 2. დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი (ISO); 3. დამოუკიდებელი გადაცემის ოპერატორი (ITO). აღნიშნული მოდელებიდან საკუთრების დაყოფის (OU) მოდელში გადაცემის საქმიანობა და გადაცემის აქტივები არის საერთო მფლობელობისა და კონტროლის ქვეშ, თუმცა ეს საქმიანობა მთლიანად არის გამიჯნული წარმოებისა და მიწოდების საქმიანობისგან. დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის (ISO) მოდელის შემთხვევაში გადაცემის აქტივების მფლობელობა (და 13 ინვესტირება) გამოყოფილია სისტემის ოპერატორისგან. რეალურად ეს ეხება ინვესტიციასაც. დამოუკიდებელი გადაცემის ოპერატორის (ITO) მოდელში სისტემის ოპერირება და აქტივები რჩება ვერტიკალურად ინტეგრირებულ კომპანიაში3, თუმცა მოქმედებს ძალიან რთული მექანიზმი, თუ როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მიწოდებისა და წარმოების საქმიანობის ეფექტური გამოყოფა გადაცემის საქმიანობისგან. ძალიან რთულია ამ მოდელში ეფექტური დაყოფის მიღწევა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოსთვის ეს არის ყველაზე ნაკლებად მისაღები ვარიანტი ზემოხსენებულ ალტერნატივებს შორის. საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში გადაცემის ლიცენზიას სამი კომპანია ფლობს: სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე), სს ,,საქრუსენერგო“ და შპს ,,ენერგოტრანსი“. სსე ერთდროულად ახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიის მფლობელის, გადაცემის ლიცენზიის მფლობელისა და აღრიცხვის ოპერატორის ფუნქციებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დღესდღეობით არის, ერთი მხრივ, შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ და, მეორე მხრივ, სს „საქრუსენერგოს“ 50%-იანი წილის მფლობელი. სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელსაც გააჩნია დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზია, იმყოფება სს „საპარტნიორო ფონდის“ 100%-იანი მფლობელობის ქვეშ. სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ფლობს ასევე სხვა გადაცემის ლიცენზიატის, შპს „ენერგოტრანსის“, 100%-იან წილს. სს ,,საპარტნიორო ფონდი“ არის ელექტროენერგიის ყველაზე დიდი საბითუმო მიმწოდებლის, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“, 100%-იანი წილის მფლობელი. სს „საპარტნიორო ფონდი“ ასევე ფლობს 49% წილს შპს „გარდაბნის თბოსადგურში“, რომელმაც 2015 წელს დაიწყო ოპერირება; დარჩენილი 51% წილის მფლობელია სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია”. თავად ამ კორპორაციის 100%-იანი წილის მფლობელია ასევე სს „საპარტნიორო ფონდი“. სს „საქრუსენერგოს“ თანაბარწილობრივი აქციონერები არიან: საქართველოს სახელმწიფო, წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით და სს „ფედერალური საქსელო კომპანია“ – რუსეთის გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა (იხ. ნახაზი 1.2). გადამცემი სისტემის ოპერატორისგან განსხვავებით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დაყოფის წესი არ მოითხოვს საკუთრებით გამოყოფას. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის საკმარისია სამართლებრივი და ფუნქციური გამოყოფა, თუმცა, თუ განაწილების სისტემის ოპერატორი საქმიანობას ახორციელებს 100,000-მდე აბონენტისათვის ან/და მცირე იზოლირებულ არეალში, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია არ განხორციელდეს განაწილების საქმიანობის წარმოების ან/და მიწოდების საქმიანობისგან გამოყოფა. საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში განაწილების ლიცენზიას ორი კომპანია ფლობს: სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ და სს ,,თელასი“. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხური კომპანია „ენერგო-პრო ეი–ეს“-ის შვილობილი კომპანია. უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის ბოლომდე სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ფლობდა ელექტროენერგიის განაწილებისა და წარმოების ლიცენზიებს, თუმცა 2016 წლის დეკემბერში მან მოახდინა ამ ორი საქმიანობის ერთმანეთისგან სამართლებრივი გამოყოფა. შედეგად, დაარსდა სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, რომლის საკუთრებაში გადავიდა 11 ელექტროსადგური (იხ. დანართი №1), ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დარჩა განაწილების აქტივები. სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ წარმოებისა და განაწილების საქმიანობის სამართლებრივი გამოყოფის დასრულების შემდეგ კომისიაში შემოიტანა განაცხადი შესაბამისი საქმიანობებისთვის ცალკე ლიცენზიების აღების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სს 3 ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანია - საწარმო ან საწარმოთა ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის გადაცემის ან განაწილების საქმიანობას და ელექტროენერგიის წარმოების ან მიწოდების საქმიანობას ერთდროულად. 14 „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ წარმოების საქმიანობის სამართლებრივი გამოყოფა წინგადადგმული ნაბიჯია, მასზე გაცემულია გადაცემის წინასწარი ლიცენზია, რაც მომავალში, განაწილების ქსელის ოპერატორის საქმიანობის გამოყოფის შესახებ ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის პრინციპების გათვალისწინებით, ასევე დაექვემდებარება გამოყოფას. რაც შეეხება სს „თელასს“, მისი 75.108% წილის მფლობელია სს „სილქ როუდ ჰოლდინგი“ (რუსული კომპანია „ინტერ რაო“), ხოლო 24.5295%-ს ფლობს სს „საპარტნიორო ფონდი“. სს „სილქ როუდ ჰოლდინგი“ (რუსული კომპანია „ინტერ რაო“) ასევე ფლობს სს ჰიდროელექტროსადგურებს – სს „ხრამი-1“-სა და სს „ხრამი-2“-ს. 2017 წლის მდგომარეობით სს „თელასისა“ (სამართლებრივად) და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (სამართლებრივად) ქსელური საქმიანობა მთლიანად არის გამოყოფილი ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობისგან, თუმცა განაწილების საქმიანობა ჯერჯერობით გამოყოფილი არაა მიწოდების საქმიანობისგან, ვინაიდან არ არსებობს სათანადო საკანონმდებლო საფუძველი. * გათვალისწინებულია საპარტნიორო ფონდის 24.529% და სს „თელასის“ აქციონერების 0.363% ნახაზი 1.2. საქმიანობის დაყოფა და საკუთრების მდგომარეობა საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში 1.1.5 ბაზრის ძირითადი მახასიათებლები 2017 წელს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითადი მახასიათებლები (მიწოდებისა და მოხმარების მაჩვენებლები) მოცემულია ნახაზზე 1.3. საანგარიშო წელს ელექტროენერგეტიკულ ბალანსში ხაზგასასმელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი:  ქარის ელექტროსადგურის გამომუშავებამ (სალტეზე გაცემამ) 87.69 მლნ კვტ.სთ შეადგინა;  განხორციელდა ტრანზიტი 253.33 მლნ კვტ.სთ-ის ოდენობით;  2017 წლის ელექტროენერგიის იმპორტის რაოდენობა გასული წლის იმავე მაჩვენებელს სამჯერ აღემატება;  კვლავ იზრდება აფხაზეთის მოხმარება. 2017 წელს ამ მაჩვენებელმა შეადგინა 2,001.8 მლნ.კვტ.სთ, რაც მთლიანი მოხმარების 15.3%-ია, ხოლო მომხმარებელზე მიწოდებული ელექტროენერგიის – 16.9%. აფხაზეთის მოხმარება იფარება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული 15 ელექტროენერგიით, რაც ნიშნავს საქართველოსათვის მცირდება. ნახაზი 1.3. ელექტროენერგეტიკული ბალანსი4 ნახაზი 1.4. ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) და მოხმარება იმას, რომ ეს რესურსი დანარჩენი ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) წინა წელთან შედარებით მცირედით შემცირდა (0.4%), თუმცა 2015 წელთან შედარებით 6.8%-ით გაიზარდა. წინა წელთან შედარებით წარმოების შემცირება გამოწვეულია საანგარიშო წელს ენგურჰესის 2 კვირით გაჩერებით და ზოგადად ნაკლები წყალმოდინებით. მიუხედავად ამისა, 2007-2017 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქარ– თველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 3.5%-ით იზრდება, რაც მიმდინარე წლებში ექსპლუატაციაში შესული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით არის განპირობებული. ელექტროენერგიის წარმოების შემცირებასთან შედარებით მნიშვნე– ლოვანი ზრდა დაფიქსირდა მოხმარებაში. 2017 წელს საქართველოში ელექტრო– ენერგიის მოხმარება წინა წელთან შედარებით 7.7%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2015 წელთან შედარებით – 14.4%ით. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება, 2007-2017 წლებში, ყოველწლიურად საშუალოდ 4.4%-ით იზრდებოდა (იხ. ნახაზი 1.4). ელექტროენერგიის წარმოების სტრუქტურაში თბოდა ჰიდროელექტრო– სადგურებიდან გამომუშავებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიის წილების ზრდა ჯამურად წარმოებულ ელექტროენერგიაში მეტნაკლებად სტაბილურ ტენდენციას ინარჩუნებს. თბოელექტროსადგურებიდან წარმოებულმა ელექტროენერგიამ 2016-2017 წლებში ჯამურად წარმოებული ელექტროენერგიის 18.8% შეადგინა. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებულ ელექტროენერგიას, 2017 წელს მისმა წილმა ჯამურად წარმოებულ ელექტროენერგიაში 80.4% შეადგინა, ხოლო 2016 წელს – 81.1%, 2016 წლის ბოლოს ექსპლუატაციაში შესული ახალი ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილმა კი 0.8% შეადგინა (იხ. ნახაზი 1.5). აღსანიშნავია, რომ საანგარიშო წელს ექსპლუატაციაში შევიდა 2 საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, შუახევი ჰესი (დადგმული სიმძლავრე – 178.72 მგვტ) და ხელვაჩაური ჰესი (დადგმული სიმძლავრე – 47.48 მგვტ) და 3 მცირე ელექტროსადგური – ღორეშა ჰესი (დადმული სიმძლავრე – 0.125 მგვტ), 4 ნახაზზე მოცემული სიდიდეები მოცემულია მლნ.კვტ.სთ-ებში, ხოლო პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარებაში ასევე გათვალისწინებულია ელექტროსადგურების საკუთარი მოხმარება გაჩერებულ რეჟიმში. 16 კინტრიშა ჰესი (დადგმული სიმძლავრე – 5.5 მგვტ) და ნაბეღლავი ჰესი (დადმული სიმძლავრე – 1.9 მგვტ). ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიის წილები მათი რეგულირების ტიპების მიხედვით მოცემულია ნახაზზე 1.6. ნახაზი 1.5. ელექტროსადგურების მიერ სალტეზე გაცემული ელექტროენერგიის სტრუქტურა 2017 წელს მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილმა ჰიდროელექტროსადგურების ჯამურად გამომუშავებულ ელექტრო– ენერგიაში შეადგინა 46.5%, ნაწილობრივ დერეგულირებული ჰიდროელექტროსადგურების წილმა – 37.9%, ხოლო დერეგულირებული ჰიდროელექტროსადგურების წილმა – 15.6%, რომელშიც 13 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიის წილია 58.4%, ხოლო მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების – 41.6%. 2017 წელს მომხმარებლებზე მიწოდებული ელექტროენერგიის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილით ნახაზი 1.6. ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის (71%) კვლავ ელექტროენერგიის გამომუშავების სტრუქტურა გამანაწილებელი კომპანიებია წარმოდ– გენილი. პირდაპირი მომხმარებლების წილმა – 12%, ხოლო აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგის წილმა 16.9% შეადგინა. ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით – 7.1%-ით, ხოლო 2015 წელთან შედარებით 14.7%-ით ნახაზი 1.7. ელექტროენერგიის შიდა მოხმარების სტრუქტურა არის გაზრდილი. რაც შეეხება პირდა– პირი მომხმარებლების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას, წინა წელთან შედარებით – 17.8%-ით, ხოლო 2015 წელთან შედარებით 16.8%-ით გაიზარდა. აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა წინა წელთან შედარებით – 3.9%-ით, ხოლო 2015 წელთან შედარებით 11.4%-ით არის გაზრდილი (იხ. ნახაზი 1.7). 2017 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 2.2-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს (იხ. ნახაზი 1.8). საანგარიშო წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 1,497.2 მლნ.კვტ.სთ შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე – სამჯერ, ხოლო 2015 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. რაც შეეხება ექსპორტს, 2017 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ იქნა 685.7 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 22.7%-ით მეტია. იმპორტის მკვეთრი ზრდა გამოწვეულია ნაკლები წყალმოდინებით და თებერვალში ენგურჰესის ორკვირიანი გაჩერებით. გარდა ამისა, პირველი ოთხი თვის განმავლობაში შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად და შემცირებული 17 ჰიდროგენერაციით წარმოქმნილი დეფიციტის შესავსებად მოხდა თბოგენერაციის ჩანაცვლება იმპორტით, მისი კონკურენტული ფასიდან გამომდინარე. რაც შეეხება საანგარიშო წელს ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტს ქვეყნების მიხედვით, მოცემულია ნახაზებზე 1.9 და 1.10. ელექტროენერგიის იმპორტის 61% აზერბაიჯანიდან განხორციელდა, 30% – რუსეთიდან, ხოლო 9% – სომხეთიდან. 2017 წელს იმპორტი თურქეთიდან არ განხორციელებულა. ელექტროენერგიის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი (42%) ნახაზი 1.8. ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი განხორციელდა თურქეთში, რუსეთში – 38%, ხოლო სომხეთში – 20%. საანგარიშო წელს აზერბაიჯანის მიმართულებით განხორციელდა ექსპორტის უმნიშვნელო რაოდენობა (1.72 მლნ.კვტ.სთ). აღსანიშნავია, რომ იმპორტის მნიშვნელოვანი რაოდენობა წინა წლებში (2016 წელს 77% და 2015 წელს 73%) რუსეთიდან ხორციელ– დებოდა, ხოლო აზერბაიჯანიდან – მთლიანი იმპორტის 17-22%-მდე. რაც ნახაზი 1.9. ელექტროენერგიის იმპორტი ქვეყნების მიხედვით შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, როგორც საანგარიშო წელს, ისე წინა წლებში, უმეტესი ნაწილი ხორციელდება თურქეთის მიმარ– თულებით, თუმცა, წინა წლებთან შედარებით საანგარიშო წელს ექსპორტის წილი თურქეთის მიმართულებით მცირედით შემცი– რებულია, მაგრამ გაზრდილია რუსეთის მიმართულებით. ელექტროენერგეტიკის სექტორში ნახაზი 1.10. ელექტროენერგიის ექსპორტი ქვეყნების მიხედვით ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითადი მახასიათებელია ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტობა. მისი უზრუნველყოფა შესაძლებელია ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებით, საკუთარი რესურსების მაქსიმალურად გამოყენების გზით. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოკლევადიან პერიოდში იმპორტისა და გრძელვადიან პერიოდში თბოგენერაციის ჩანაცვლებას. ელექტროენერგიის წარმოება-მოხმარების დინამიკა 2017 წლის თვეების მიხედვით მოცემულია ნახაზზე 1.11. როგორც ნახაზიდან ჩანს, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება ჰიდრო- და თბოგენერაციის სიმძლავრეებით. შესაბამისად, საჭიროა ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. რაც შეეხება გაზაფხულის მეორე ნახევარსა და ზაფხულის პერიოდს, 18 ჭარბი წყლის რესურსები საშუალებას იძლევა, რომ ელექტროენერგიაზე დაკმაყოფილდეს და ნარჩენი ელექტროენერგია გატანილ იქნეს ექსპორტზე. მოთხოვნა ნახაზ 1.11-დან ჩანს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება და მოხმარება ხასიათდება სეზონურობით. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ზამთრის პერიოდში უფრო მაღალია, ვიდრე ზაფხულის პერიოდში, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდება სეზო– ნურობის საპირისპირო ტენდენციით ხასიათდება. შესაბამისად, ელექტრონახაზი 1.11. ელექტროენერგიის წარმოება-მოხმარება თვეების ენერგიის მოხმარების მხრივ მიხედვით საქართველო ზამთრის პიკის ქვეყანაა, თუმცა, როგორც ნახაზ 1.125-ზეა ნაჩვენები, აღნიშნული სიტუაცია 2026 წლიდან, სავარაუდოდ, შეიცვლება და საქართველო ზაფხულის პიკის ქვეყანა გახდება. აღნიშნულის გათვა– ლისწინებით, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ელექტრო– ენერგიის იმპორტის წილის შემცირება, გამომდინარე იქედან, ნახაზი 1.12. მოხმარება ზაფხულისა და ზამთრის პერიოდებში რომ ელექტროენერგიის პიკური მოთხოვნა ზაფხულის პერიოდში გადმოინაცვლებს, როდესაც არსებული ადგილობრივი რესურსების გამოყენებით შესაძლებელი იქნება მისი დაკმა– ყოფილება. მეორე მხრივ, გენერაციის ახალი ობიექტების ქვეყნის ენერგოსისტემაში გაშვებით შესაძლებელი იქნება ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იმპორტირებული ელექტროენერგიის წილის შემცირება. ელექტროენერგიის მოხმარებამიწოდების 2017 წლის ბალანსის შედეგების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს გენერაციის ახალი სიმძლავრეების მშენებლობას ადგილობრივი ენერგორესურსების გამოყენებით. შესაბამისად, ჰიდრო– რესურსებთან ერთად მაქსიმალურად ათვისებული უნდა იქნეს სხვა ადგილობრივი ნახშირწყალბადოვანი ნახაზი 1.13. გენერაციის სიმძლავრეების სტრუქტურა და განახლებადი რესურსები, მათ შორის, პირველ რიგში – ქარისა და მზის ენერგორესურსები. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოს ჯამური გენერაციის სიმძლავრე 2016 წელთან 5 საქართველოში ელექტროენერგიის ზაფხულისა და ზამთრის პერიოდების მოხმარების პროგნოზირებისათვის გამოყენებულია (Compound annual Growth Rate – CAGR), რომელიც ზამთრის პერიოდისათვის არის 3.2%, ხოლო ზაფხულის პერიოდისთვის - 4.5% 2006-2017 წლების მონაცემებზე დაყრდნობით. ზაფხულის პერიოდად განსაზღვრულია აპრილ-სექტემბერი, ხოლო ზამთრის პერიოდად – ოქტომბერ-მარტი. 19 შედარებით 6.3%-ით გაიზარდა და 4,112.59 მგვტ შეადგინა (მათ შორის მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე წინა წელთან შედარებით გაიზარდა 4.9%-ით, ხოლო დიდი და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების – 8.6%-ით). გენერაციის სიმძლავრეები ელექტროსადგურების ტიპების მიხედვით ნაჩვენებია ნახაზ 1.13-ზე. 1.1.5.1 საცალო ბაზარი საქართველოში ელექტროენერგიის საცალო ბაზარი მაღალკონცენტრირებულია (HHI = 5,100.74), სადაც ყველაზე დიდი საბაზრო წილი (62.34%) გააჩნია სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“. კონკრეტულ ბაზარზე კონკურენციის დონის შესაფასებლად გამოიყენება ჰერფინდალჰირშმანის ინდექსი (HHI). იგი გამოითვლება, როგორც ბაზარზე არსებული მონაწილეების საბაზრო წილების (%) კვადრატების ჯამი. HHI ინდექსს შესაძლებელია გააჩნდეს მნიშვნელობა 0-დან 10,000-მდე შუალედში, სადაც 0 ნიშნავს ბაზრის დაბალ კონცენტრაციას (სრულყოფილი კონკურენცია), ხოლო 10,000 – სრულყოფილ მონოპოლიას. ევროკომისიის განმარტებით, თუ HHI აღემატება 1,000-ს, მაშინ ბაზარი არის კონცენტრირებული, ხოლო თუ ინდექსის მნიშვნელობა მეტია 2,000-ზე, მაშინ ბაზარი მაღალკონცენტრირებულია. ნახაზზე 1.14 მოცემულია ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა 2017 წლის თვეების მიხედვით. ნახაზიდან ჩანს, რომ სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მაქსი– მალური მოხმარებები იანვარდეკემბერსა და ივლის-აგვისტოში ნახაზი 1.14. ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების დაფიქსირდა. ამასთან, სს „ენერგომოხმარება პრო ჯორჯიას“ მომსახურების არეალში კახეთის რეგიონის დამატებით სექტემბერ-დეკემბერში მისი მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა. აღნიშნული ტენდენცია განპირობებულია საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების სეზონურობით, სადაც მნიშვნე– ლოვან როლს თამაშობს საყოფაც– ხოვრებო მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ზამთრისა და ზაფხულის ნახაზი 1.15. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოხმარება მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით პერიოდებში. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არეალში საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მოხმარებამ საანგარიშო წელს მთლიანი მოხმარების 28.7% შეადგინა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მოხმარებამ – 71.3%. საანგარიშო წელს 2016 წელთან შედარებით სს „ენერგოპრო ჯორჯიას“ განაწილების არეალში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა 14.1%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2015 წელთან შედარებით – 20.6%-ით. აღნიშნული გამოწვეულია ქსელზე ახალი კომერციული ობიექტების მიერთებებით. საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია კი წინა წელთან 20 შედარებით გაიზარდა 4.9%-ით, ხოლო 2015 წელთან შედარებით – 2.9%-ით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ შესყიდვამ ზეგავლენა იქონია სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მთლიანი მოხმარების ზრდაზე (იხ. ნახაზი 1.15). რაც შეეხება სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ საცალო მომხმა– რებლებზე განაწილებული ელექტრო– ენერგიის რაოდენობას ძაბვის საფეხურების მიხედვით, ჯამურად განაწილებული ელექტროენერგიის თითქმის ნახევარი (46.7%) მოიხმარეს 0.4 კვ ძაბვის ქსელზე მიერთებულმა მომხმარებლებმა, 34% – 110-35 კვ ქსელზე მიერთებულმა მომხმა– რებლებმა, ხოლო 19.3% – 6-10 კვ ქსელზე მიერთებულმა მომხმა– რებლებმა (იხ. ნახაზი 1.16). ნახაზი 1.16. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოხმარება ძაბვის აღნიშნული განპირობებულია სს საფეხურების მიხედვით „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელზე საანგარიშო წელს განხორციელე– ბული ახალი მიერთებებით, კერძოდ, საანგარიშო წელს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელზე მიერთდა 113.57 მგვტ ახალი მომხმარებლების სიმძლავრე, საიდანაც 28.15 მგვტ (24.8%) სიმძლავრის მიერთება განხორციელდა 0.4 კვ ძაბვის ქსელზე, 0.92 მგვტ-ის (0.8%) – 6-10 კვ ძაბვის ქსელზე, ხოლო 84.50 მგვტ-ის (74.4%) – 110-35 კვ ძაბვის ქსელზე. 2017 წელს სს „თელასის“ ნახაზი 1.17. სს „თელასის“ მოხმარება მომხმარებელთა კატეგორიების მოხმარების 64.1% – არასაყოფაც– მიხედვით ხოვრებო, ხოლო 35.9% საყოფაც– ხოვრებო მომხმარებლებზე მოდის. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებ– ლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7.6%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2015 წელთან შედარებით – 38.4%-ით, რაც გამოწვეულია მსხვილი კომერ– ციული ობიექტის ამოქმედებით. საანგარიშო წელს სს „თელასის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერ- ნახაზი 1.18. სს „თელასის“ მოხმარება ძაბვის საფეხურების მიხედვით გიის ოდენობა წინა წელთან შედარებით – 1.9%-ით, ხოლო 2015 წელთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა (იხ. ნახაზი 1.17). 21 სს „თელასის“ ქსელშიც 0.4 კვ ძაბვის ქსელზე მიერთებულ მომხმარებლებზე განაწილებულ ელექტროენერგიას მნიშვნელოვანი წილი (65.6%) უჭირავს ჯამურად განაწილებულ ელექტროენერგიაში. 6-10 კვ ქსელზე მიერთებული მომხმარებლების წილმა 21.9% შეადგინა, ხოლო 110-35 კვ ქსელზე მიერთებული მომხმარებლების წილმა – 12.5%. სს „თელასის“ მიერ ძაბვის საფეხურების მიხედვით ჯამურად განაწილებული ელექტროენერგიის სტრუქტურის ასევე მთავარი განმსაზღვრელია 2017 წელს ქსელზე განხორციელებული ახალი მიერთებები. 2017 წელს სს „თელასის“ ქსელზე მიერთდა 81.6 მგვტ ახალი მომხმარებლების სიმძლავრე, საიდანაც 65.122 მგვტ (79.8%) სიმძლავრის მიერთება განხორციელდა 0.4 კვ ძაბვის ქსელზე, ხოლო 16.47 მგვტ-ის (20.2%) 6-10 კვ ძაბვის ქსელზე. 110-35 კვ ძაბვის ქსელზე საანგარიშო წელს ახალი მომხმარებლების მიერთება არ მომხდარა. 1.1.5.2 საბითუმო ბაზარი საანგარიშო წელს საბითუმო ბაზარზე რეგისტრირებული იყო ელექტროენერგიის 82 მწარმოებელი, მათ შორის, 5 თბოელექტროსადგური6, 2 მარეგულირებელი7, 15 ნაწილობრივ დერეგულირებული8, 6 დერეგულირებული9 (ჰიდრო) და 54 მცირე სიმძლავრის10 (დერეგულირებული) ელექტროსადგური. 2017 წელს საბაზრო წილები ელექტროენერგიის სამი უმსხვილესი მწარმოებლისათვის გადანაწილდა შემდეგნაირად: შპს „ენგურჰესისთვის“ – 31.5%; შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის“ – 9.9% და შპს „ვარციხეჰესისთვის“ – 7.3%. ამავე კომპანიებისათვის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა შეადგინა HHI2017=1,512.211. შესაბამისად, გენერაცის სეგმენტი შეიძლება შევაფასოთ, როგორც კონცენტრირებული ბაზარი. აღნიშნული მაჩვენებლები წლების მიხედვით მოცემულია ცხრილში 1.1. დასახელება/წელი შპს „ენგურჰესი“ შპს „მტკვარი ენერგეტიკა“ შპს „ვარციხეჰესი“ 2013 36% 8.8% 8.4 2014 32.5% 11.3% 8.6% 2015 31.04% 10.89% 7.21 შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგური“ HHI 1,440 1,260 1,133.6 2016 31% 2017 31.5% 8.1% 9.9% 9.8% 7.3% 1,222.8 1,512.2 ცხრილი 1.1. სამი უმსხვილესი მწარმოებლის საბაზრო წილები და HHI საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობა ხორციელდება პირდაპირი ხელშეკრულებით და საბალანსო ბაზარზე, რომელსაც ოპერირებას უწევს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო), კომისიის მიერ დამტკიცებული საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით. 6 თბოელექტროსადგურები: გარდაბნის მე-9 ენერგობლოკი, აირტურბინა, თბილსრესის მე-3 და მე-4 ბლოკები, გარდაბნის თბოელექტროსადგური, ტყიბულის თბოელექტროსადგური. 7 მარეგულირებელი ელექტროსადგურები: ენგურჰესი, ვარდნილჰესი. 8 ნაწილობრივ დერეგულირებული ელექტროსადგურები: ხადორჰესი, ჟინვალჰესი, ხრამი 1, ხრამი 2, ვარციხეჰესი, ძევრულჰესი, რიონჰესი, გუმათჰესი, ლაჯანურჰესი, შაორჰესი, ორთაჭალჰესი, აწჰესი, ჩითახევჰესი, საცხენჰესი და ზაჰესი. 9 დერეგულირებული (13 მგვტ-ზე მეტი საპროექტო სიმძლავრის) ელექტროსადგურები ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიით: ლარსიჰესი, ფარავანჰესი, დარიალი ჰესი, ხელვაჩაურიჰესი 1, შუახევიჰესი, ქართლის ქარის ელექტროსადგური. 10 მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები (13 მგვტ-ზე ნაკლები საპროექტო სიმძლავრის ელექტროსადგურები) ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გარეშე: ჯამში 54 ელექტროსადგური. 11 2017 წლის HHI ინდექსის დათვლისას გათვალისწინებულია კომპანიების მიერ სხვადასხვა ელექტროსადგურის ფლობა. 22 2017 წელს პირდაპირი ხელშეკრულებებით გაყიდულმა ელექტროენერგიამ შეადგინა 10,224.6 მლნ.კვტ.სთ, ხოლო საბალანსო ბაზარზე გაყიდულმა ელექტროენერგიამ – 2,588.3 მლნ.კვტ.სთ. შესაბამისად, პირდაპირი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიით ვაჭრობის წილმა შეადგინა ქსელში ჯამურად მიწოდებული ელექტროენერგიის 79.9%, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიის წილმა – 20.1%. რაც შეეხება აღნიშნულ მახასიათებლებს თვეების მიხედვით, ნაჩვენებია ნახაზზე 1.19. ნახაზი 1.19. ელექტროენერგიით ვაჭრობა საბალანსო ბაზარზე და პირდაპირი ხელშეკრულებებით როგორც 1.19 ნახაზიდან ჩანს, ქსელში ჯამურად მიწოდებულ და მოხმარებულ ელექტროენერგიაში საბალანსო ელექტროენერგიის წილი გაცილებით მაღალია ზამთრის, ვიდრე ზაფხულის პერიოდში (მაისი-ივლისი), სადაც უმეტესად ელექტროენერგიის მიწოდებამოხმარება პირდაპირი ხელშეკრულებებით ბალანსდება. რაც შეეხება საბითუმო ბაზარზე პირდაპირი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიის მიმწოდებლების სტრუქტურას თვეების მიხედვით, მოცემულია ნახაზზე 1.20. ნახაზი 1.20. პირდაპირი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიის მიმწოდებლების სტრუქტურა პირდაპირი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიის შემსყიდველების თვეების მიხედვით მოცემულია ნახაზზე 1.21. სტრუქტურა 23 ნახაზი 1.21. პირდაპირი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიის შემსყიდველების სტრუქტურა ბაზრის ოპერატორის მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის სტრუქტურა თვეების მიხედვით მოცემულია ნახაზზე 1.22. ნახაზი 1.22. ბაზრის ოპერატორის მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის სტრუქტურა 2017 წელს ბაზრის ოპერატორის მიერ შესყიდულ საბალანსო ელექტროენერგიაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს იმპორტირებულ ელექტროენერგიას. რაც შეეხება ჰესებიდან წარმოებულ ელექტროენერგიას, ბაზრის ოპერატორი მას საბალანსო ბაზრისთვის მთელი წლის განმავლობაში შეისყიდის, ხოლო მაის-ივნისში ჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგია თითქმის მთლიანად აკმაყოფილებს საბალანსო ბაზარს. 24 ნახაზი 1.23. ბაზრის ოპერატორის მიერ გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის სტრუქტურა ბაზრის ოპერატორისგან საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდიან ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები და პირდაპირი მომხმარებლები. ძირითადად ბაზრის ოპერატორის მიერ გასაყიდი საბალანსო ელექტრო– ენერგიის ფასი ფორმირდება ყოველ– თვიურად, მის მიერ სხვადასხვა კატეგორიის გენერაციის ობიექტებისა და იმპორტიორებისაგან შესყიდული ელექტროენერგიის ფასების საშუალო შეწონილის პრინციპით. საანგარიშო წელს, წინა წელთან შედარებით, გასაყიდი საბალანსო ელექტრო– ენერგიის ფასი საშუალოდ 14.8%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ნახაზი 1.24. ბაზრის ოპერატორის მიერ გასაყიდი საბალანსო გამოწვეულია ზაფხულის პერიოდში ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი ბაზრის ოპერატორის მიერ შესყიდულ საბალანსო ელექტროენერგიაში გარან– ტირებული შესყიდვის ხელშეკ– რულების მქონე ელექტროსადგურების წილის გაზრდით, ხოლო ზამთრის პერიოდში – იმპორტის წილის გაზრდით. რაც შეეხება საანგარიშო წელს დერეგულირებული ელექტროსად– გურების მიერ ბაზრის ოპერატორზე გაყიდული საბალანსო ელექტრო– ენერგიის ფასს, იგი 2016 წელთან შედარებით – საშუალოდ 4%-ით, ხოლო 2015 წელთან შედარებით 28%-ით ნახაზი 1.25. დერეგულირებული ელექტროსადგურების მიერ საბალანსო ბაზარზე გაყიდული ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა. 25 1.1.5.3 ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა რეგულირდება კანონისა და ბაზრის წესების საფუძველზე. საანგარიშო წელს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე რეგისტრირებული იყო 17 იმპორტიორი და 31 ექსპორტიორი-სუბიექტი, თუმცა აქედან აქტიური მხოლოდ 1 იმპორტიორი და 13 ექსპორტიორი იყო. ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ხაზების გამტარუნარიანობები საშუალებას იძლევა მეზობელ ქვეყნებთან გატანილ იქნეს ექსპორტზე ჭარბი ელექტროენერგია. 2017 წლის ბოლოსთვის საქართველოში არსებული წმინდა ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობამ ჯამურად შეადგინა 2,550 მგვტ (იხ. ნახაზი 1.26). ამასთანავე, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით დაგეგმილია, რომ საქართველოს ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობა 2020 წლისათვის გაიზრდება 4,500 მგვტ-მდე, რაც თითქმის ორჯერ მეტია საანგარიშო წელთან შედარებით. ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელება შესაძლებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყოველწლიური ბალანსის შესაბამის თვეებში დადგენილი რაოდენობების ფარგლებში, ხოლო ავარიული სიტუაციის მოქმედების პერიოდში – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში გათვალისწინების გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსისტემის ნორმალურ რეჟიმში ოპერირების დროს საიმპორტო ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობას ან/და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით დადგენილ რაოდენობას, უპირატესობა ენიჭება ელექტროენერგიის იმ იმპორტს, რომლის ფასიც ყველაზე დაბალია. იმპორტის ანალოგიურად, ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელებაც შესაძლებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყოველწლიური ბალანსის შესაბამის თვეებში დადგენილი რაოდენო– ბების ფარგლებში, ხოლო ავარიული სიტუაციის მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელება შესაძლებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში გათვალისწინების გარეშე. ელექტროენერგიის ექსპორტი ნახაზი 1.26. საქართველოს ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობები ხორციელდება „ბაზრის წესების“ 2017 და 2020 წლებისათვის (მგვტ.) განსაზღვრული ნორმებისა და „სისტემათაშორისო ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობისა და შიდა შემზღუდავი რესურსის განაწილება/გადანაწილების სპეციალური აუქციონის წესების“ შესაბამისად. ექსპორტიორთა და მათ მიერ საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის განსაზღვრის ძირითად ინსტრუმენტებს წარმოადგენს საექსპორტოდ ნებადართული რაოდენობისა და სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობის განსაზღვრა და სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ხაზის გამტარუნარიანობის განაწილება. აღნიშნული პროცედურების შესაბამისად, ყოველი წლის პირველ აგვისტომდე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და თურქეთის მხარე თანხმდებიან ახალციხე26 ბორჩხას გადამცემი ხაზის მომავალი წლის გამტარუნარიანობის მოცულობებზე, თვეების მიხედვით. შესაბამისად, 2017 წელს ახალ გადამცემ ხაზზე გამტარუნარიანობის გადანაწილება აუქციონით და აუქციონის გარეშე მოცემულია ქვემოთ (იხ. ნახაზი 1.27). აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განაწილებული გამტარუნარიანობისა, მაქსიმა– ლურად არ ხდება ახალციხებორჩხას გადამცემი ხაზის დატვირთვა და ამ ხაზით ელექტროენერგიის ექსპორტი. მთელი წლის განმავლობაში, თვეების მიხედვით, აღნიშ– ნული ელექტროგადამცემი ნახაზი 1.27. განაწილებული და გასანაწილებელი გამტარუნარიანობები ხაზის გამტარუნარიანობა 700 ახალციხე-ბორჩხას ელექტროგადამცემ ხაზზე12 მგვტ-ია, გარდა მაისი-ივნისისა. მიუხედავად ამისა, ფაქტობრივ და შესაძლო გამტარუნარია– ნობებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა (იხ. ნახაზი 1.28). ნახაზი 1.28. ახალციხე-ბორჩხას გადამცემი ხაზის გამოყენების დინამიკა 1.2 ლიცენზირება 1.2.1 სალიცენზიო განაცხადები და ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში 2017 წლის 31 მდგომარეობით ფუნქციონირებდა 26 ლიცენზიატი (იხ. დანართი №1), მათ შორის: დეკემბრის * სს „ენერგო-პრო ჯორჯიაზე“ გაცემულია გადაცემის წინასწარი ლიცენზია 12 ნახაზზე 1.27 ATC (Available Transmission Capacity) წარმოადგენს გადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის ხელმისაწვდომ მოცულობას, ხოლო AAC (Already Allocated Capacity) - უკვე განაწილებულ მოცულობას. ATC გამოითვლება შემდეგნაირად: ATC=NTC-ALC, სადაც NTC (Net Transfer Capacity) არის გადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის წმინდა მოცულობა. 27 საანგარიშო წელს კომისიის მიერ ლიცენზირებასთან დაკავშირებით მომზადდა 6 გადაწყვეტილება, კერძოდ:  კომისიის 2017 წლის 20 იანვრის №4/8 გადაწყვეტილებით სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ სახელზე გაიცა ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია №088, სერია 11 (სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ რეორგანიზაციის შედეგად სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამოეყო ერთი იურიდიული პირი – სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“);  კომისიის 2017 წლის 20 იანვრის № 4/9 გადაწყვეტილებით გაუქმდა კომისიის 2007 წლის 18 მაისის № 9/2 გადაწყვეტილებით სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელზე გაცემული ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია № 075 (სერია 11);  კომისიის 2017 წლის 20 მარტის № 20/1 გადაწყვეტილებით შპს „აჭარ ენერჯი-2007“ის სახელზე გაიცა ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია № 089 (სერიით 11), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს მიმდებარედ განთავსებულ 47.48 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურ „ხელვაჩაური ჰესი 1”-ზე;  კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს № 65/1 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება კომისიის 2007 წლის 18 მაისის №9/3 გადაწყვეტილებით სს „ენერგო-პრო ჯორჯიაზე“ გაცემულ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიაში (№057, სერიით 14) და დამტკიცდა ელექტროენერგიის განაწილების „ტექნიკური მონაცემები“ („დანართი № 1“) და სალიცენზიო პირობები („დანართი № 2”);  კომისიის 2017 წლის 11 სექტემბრის №68/1 გადაწყვეტილებით შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სახელზე გაიცა ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია №090 (სერიით 11), შუახევის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ განთავსებულ 178.7 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურ „შუახევი ჰესზე“. 1.2.2. ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის ტექნიკური რეგულირების შედეგები 1.2.2.1. სასისტემო მომსახურებების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა გადამცემი სისტემის ოპერატორის ერთ-ერთ ძირითად და უმნიშვნელოვანეს ფუნქციას წარმოადგენს გადამცემ ქსელთან წვდომისა და მისი უსაფრთხო, სანდო და ეფექტიანი ოპერირების უზრუნველყოფა. შესაბამისად, სასისტემო მომსახურებების განვითარების მიზანს წარმოადგენს საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის, მდგრადობის, ელექტროენერგიის ხარისხისა და ენერგოდამოუკიდებლობის დონის ამაღლება მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში, აგრეთვე ენერგოსისტემის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ტელეკომუნიკაციის არსებული პოტენციალის ათვისება ელექტროსადგურებთან ინფორმაციის გასაცვლელად და განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრირების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. აღნიშნულის მისაღწევად იგი ვალდებულია განახორციელოს ყველა სახის სასისტემო მომსახურება. ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის უზრუნველყოფის მიზნით გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს ელექტროენერგიის წარმოების რეზერვის სათანადო დონე. კომისიის მიერ დამტკიცებული ქსელის წესებით განისაზღვრა სისტემური მომსახურების სახეები და მათი უზრუნველყოფის ტექნიკური მოთხოვნები, თუმცა აღსანიშნავია, რომ სისტემური მომსახურების ბაზრის დანერგვა და მისი ფინანსურ-კომერციული და 28 ორგანიზაციული მხარე საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარებასთან ერთად უნდა მოხდეს. სასისტემო მომსახურებების შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება უფლებამოსილებების გამიჯვნა სასისტემო მომსახურების მართვის, შესრულების, აღრიცხვისა და ანგარიშსწორების მხრივ გადამცემი სისტემის ოპერატორს, სისტემის მონაწილეებსა და ბაზრის ოპერატორს შორის. სასისტემო მომსახურების განვითარების მხრივ მნიშვნელოვანი იყო 2017 წელი. ქსელის წესებით დადგენილი სასისტემო მომსახურების სახეებისა და მათი ტექნიკური პარამეტრების შესრულების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად კომისიამ იმსჯელა მათი შესრულების გადავადების შესახებ გარკვეული პერიოდით, ტექნიკურად შესასრულებელი სამუშაოების სირთულისა და შესაბამისი ფინანსური რესურსების გათვალისწინებით. აღნიშნული საკითხები აღწერილია ქსელის წესების შესრულების შესახებ ქვეთავში. ამ მიზნით კომისიამ დაუკვეთა საექსპერტო მომსახურება სსიპ „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს“, რომელმაც მოამზადა დასკვნა შპს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ საკუთრებაში არსებული „ლაჯანურჰესისა“ და „გუმათჰესი 2“-ის სიხშირისა და ძაბვის ავტომატური რეგულირების სისტემების არსებული მდგომარეობისა და მათი რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ. საექსპერტო დასკვნის შედეგები აისახა კომისიის გადაწყვეტილებაში სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ საკუთრებაში არსებულ ჰესებზე ქსელის წესების მოთხოვნების შესრულების გადავადების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია №11 დანართში. 1.2.2.2. გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის განვითარების რეგულირება ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა, რომლის განვითარებაც გადამწყვეტია მომხმარებელთა უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების უზრუნველყოფისა და ქვეყნის ეკონომიკური და, პირველ რიგში, ელექტროენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანად რეალიზაციისათვის. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორი ყოველწლიურად, გადაცემის ლიცენზიატ(ებ)თან შეთანხმებით, შეიმუშავებს/განაახლებს საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის პროექტს მომდევნო 10 კალენდარული წლისთვის (შემდგომში – ათწლიანი გეგმა). კომისია ათწლიანი გეგმის პროექტის მიღებიდან 1 თვის ვადაში განიხილავს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წარუდგენს თავის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს გეგმის პროექტის შესახებ. სამინისტრო, საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, არა უგვიანეს შესაბამისი წლის დასრულებისა, უზრუნველყოფს საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის დამტკიცებას. გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის დამტკიცება (როგორც სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტისა) შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მისი მარეგულირებელი ნორმების განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც ჰარმონიზებულია მეზობელი ქვეყნების გადამცემი ქსელის ტექნიკურ ნორმებთან, ასევე ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტისა და ენერგეტიკული თანამეგობრობის მოთხოვნებთან. 2017 წელს გადაცემის სისტემის ოპერატორის (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა) მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2018-2028 წლების გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა. კომისიამ მაღალი შეფასება მისცა დოკუმენტის შესადგენად ჩატარებულ სამუშაოებს როგორც მოცულობის, ისე ჩატარებული კვლევებისა და ანალიზის ხარისხობრივი მაჩვენებლების თვალსაზრისით. ამასთან, კომისიამ სამინისტროს წარუდგინა 29 თავისი შენიშვნები და რეკომენდაციები ათწლიან გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ძირითადად შეეხებოდა ელექტროენერგიის მოთხოვნის გრძელვადიანი პროგნოზირების განსაზღვრის წესს, მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარების გეგმების მოძველებულ ანალიზს, ქარის ენერგიის ინტეგრაციის საკითხის ზედმეტად პესიმისტურ დასკვნებს, განაწილების ლიცენზიატებთან არასაკმარის კომუნიკაციას კვების ცენტრების იდენტიფიკაციისა და მათ შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით, პროექტების ხარჯ-სარგებლიანობისა და ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებს. საანგარიშო წელს, კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიაში აგრეთვე წარმოდგენილ იქნა გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის (2017-2027 წლები) მიხედვით დამუშავებული გადაცემის სისტემის ოპერატორისა და გადაცემის ლიცენზიატების სამწლიანი საინვესტიციო გეგმები. კომისიამ თავისი გადაწყვეტილებებით არ შეითანხმა შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ (კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის №94/1 გადაწყვეტილება) და სს „საქრუსენერგოს“ (კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის №94/2 გადაწყვეტილება) მიერ 20172019 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციები, ვინაიდან წარმოდგენილი ინვესტიციები არ იყო შესაბამისობაში 2017-2027 წლების ათწლიან გეგმასთან. კომისიამ ჩათვალა, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წარმოდგენილი 2017-2019 წლების სამწლიანი საინვესტიციო გეგმა არაადეკვატური იყო რეალურად განსახორციელებელ პროექტებთან მიმართებაში. კომისიამ თავისი გადაწყვეტილებით არ შეითანხმა სს „საქრუსენერგოს“ (კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის №94/2 გადაწყვეტილება) 2017-2019 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციები იმ მიზეზით, რომ სს „საქრუსენერგოს“ საპროგნოზო გათვლებით დაგეგმილი სცენარის მიხედვით პროექტების სრულად და ზუსტ ვადებში განხორციელების ალბათობა დაბალი იყო და ვერ წარმოადგინა დოკუმენტურად დადასტურებული დასაბუთება, რომ პროექტის თანახმად მშენებარე ელექტროგადამცემი ხაზის სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მონაკვეთის მშენებლობა ნამდვილად განხორციელდებოდა და დასრულდებოდა შეთანხმებულ ვადებში. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული გადაცემის ორივე კომპანიის 2017-2019 წლების სამწლიანი ინვესტიციები არ იქნა შეთანხმებული, მათ განემარტათ, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განახორციელონ დაგეგმილი ინვესტიციები, ხოლო მათი დასაბუთებულობა და გონივრულობა შეფასდება სატარიფო განაცხადების განხილვისას, კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ქსელის წესების მოთხოვნების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატებმა კომისიაში წარმოადგინეს განაწილების ქსელის ხუთწლიანი განვითარების გეგმები. შესაბამისად, კომისიამ 2017 წლის 8 დეკემბრის №93/1 გადაწყვეტილებით – სს „თელასის“, ხოლო 2017 წლის 8 დეკემბრის №93/2 გადაწყვეტილებით სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განვითარების ხუთწლიანი გეგმები შეითანხმა. აღნიშნულ გეგმები შემუშავებული და შედგენილია ქსელის წესების მოთხოვნების შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის, სხვა სტრატეგიული გეგმებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირების ეკონომიკურობის გათვალისწინებით. გეგმები ეფუძნება გამანაწილებელი ქსელის დატვირთვების საპროგნოზო დინამიკას და ითვალისწინებს შესაბამის ღონისძიებებს ქსელით მოსარგებლეებისათვის ხარისხიანი და საიმედო ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, გეგმებში წარმოდგენილია ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების ქსელით ელექტრომომარაგების, უსაფრთხოების ნორმებისა და საიმედოობის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები და მათი განხორციელების მიზანშეწონილობა 2018-2022 წლებისათვის. 30 გამანაწილებელი ქსელის ხუთწლიან განვითარების გეგმებში ყურადღება ასევე გამახვილებულია არსებული ქსელების რეაბილიტაციაზე, გარემოს დაცვით საკითხებსა და ქსელების დიგიტალიზაციაზე. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განვითარების გეგმაში მნიშვნელოვანი პროექტებია:       რუსთავის, ვანის, ქარელის, ჭიათურის, სამტრედიის, წყალტუბოს, საჩხერის სარეზერვო კვების მშენებლობა; ბათუმში არსებული ქვესადგურების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია; ქვესადგურების, „ქობულეთისა“ და „ბორჯომი-2“-ის, რეაბილიტაციარეკონსტრუქცია; კახეთის რეგიონის გამრიცხველიანება და გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია; საჰაერო და საკაბელო ხაზების რეაბილიტაცია; SCADA-ს სისტემების დანერგვა. სს „თელასის“ განვითარების გეგმაში მნიშვნელოვანი პროექტებია:       ახალი ქვესადგურის მშენებლობა ჩუღურეთის რაიონში; ქვესადგურების, „საბურთალო-1“-ის, „საბურთალო-3“-ის, „დიღომი-1“-ის, „მახათას“, „ბაგების“, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია; ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტების სრული რეაბილიტაცია, ასევე ძალოვანი ტრანსფორმატორების განახლება; საჰაერო და საკაბელო ხაზების რეაბილიტაცია; სარეზერვო კაბელების მონტაჟი; სარდაფებიდან კაბელების ამოტანა. 1.2.2.3. ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფა გამანაწილებელ ქსელში ელექტრომომარაგების საიმედოობის (უწყვეტობა) ხარისხის კონტროლი წარმოებს კომისიის 2009 წლის 4 ივნისის №9 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებელთა მონიტორინგის ინსტრუქციის“ (შემდგომში – ინსტრუქცია) შესაბამისად. აღნიშნული ინსტრუქცია ადგენს ერთიან წესსა და მოთხოვნებს ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტრომომარაგების საიმედოობის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაცია, ამ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენა და კომისიის მიერ წარდგენილ მონაცემთა გაანალიზება და შემოწმება. აღნიშნული ინფორმაციის მონიტორინგი ასევე ხდება კომისიის ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით, კომისიის 2016 წლის 25 ივლისის №13 დადგენილებით დამტკიცებული „მომსახურების კომერციული ხარისხის წესების“ შესაბამისად. საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ინსტრუქცია ითვალისწინებს ელექტრომომარაგების საიმედოობის (უწყვეტობის) განსაზღვრის შემდეგ ინდექსებს:  ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების გამორთვების საშუალო ხანგრძლივობა SAIDI წუთი/მომხ.  ერთ მომხმარებელზე გამორთვების საშუალო სიხშირე - SAIFI გამორთ/მომხ. კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებით კომპანიებს ევალებათ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლების შენარჩუნება და დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში – მისი გაუმჯობესება. ზემოაღნიშნული დებულება ასევე 31 ასახულია კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესებში“, რითაც იქმნება ერთიანი მექანიზმი, რათა საიმედოობის წლიური მაჩვენებლების გაუარესების შემთხვევაში, კომისიამ გამოიყენოს შესაბამისი სანქციები. ცხრილში №2 მოცემულია მონაცემები ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების მიერ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებლების შესახებ ბოლო 3 წლის განმავლობაში: კომპანია/წელი 2015 SAIDI SAIFI 2016 SAIDI SAIFI 2017 SAIDI SAIFI „თელასი“ 323.83 331 750 2,476 314.2 305 669 2,203 182.858 213.979 329.199 1,103 5.897 2.72 7.05 22.96 5.44 3.4 7.55 24.9 ქალაქი დაბა სოფელი ცხრილი 1.2. განაწილების ლიცენზიატების SAIDI/ SAIFI-ის მაჩვენებლები 2015-2017 წლებში „ენერგო-პრო ჯორჯია“ 3.966 2.604 4.007 13.423 როგორც კომპანიების მიერ წარმოდგენილი მონაცემებიდან ირკვევა, 2016 წელთან შედარებით 2017 წელს:  სს „თელასის“ SAIDI-ის მაჩვენებელი გაუმჯობესდა 42 %-ით, ხოლო SAIFI – 27 %-ით;  სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქალაქის SAIDI-ის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია 30 %ით, დაბის – 51%-ით, ხოლო სოფლის – 50%-ით; სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ SAIFI-ის ქალაქის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია 23%-ით, დაბის – 47%-ით, ხოლო სოფლის – 46%-ით; 1.2.2.4. ელექტროენერგიის ხარისხის უზრუნველყოფა კომისიის მიერ დამტკიცებული ქსელის წესები განსაზღვრავს ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრებს და ადგენს ამ პარამეტრების დასაშვებ ზღვრებს როგორც გადამცემი, ისე გამანაწილებელი ქსელისათვის. ქსელის წესების მე-2 თავით დადგენილია გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრები, რომელიც უნდა დააკმაყოფილონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა, გადაცემის ლიცენზიატებმა და გადამცემ ქსელზე მიერთებულმა მოსარგებლეებმა. აღნიშნული მოთხოვნები გავლენას ახდენენ აგრეთვე ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიის ხარისხის გაუმჯობესებაზე. გადამცემ ქსელში დადგენილია სიხშირის შემდეგი პარამეტრები:  სიხშირის ზღვრები (პარალელურ და იზოლირებულ რეჟიმებში);  ძაბვის ზღვრები (ნორმალურ და ავარიულ რეჟიმებში);  ჰარმონიკული დამახინჯება;  ძაბვის რხევა და ციმციმი;  ძაბვის ასიმეტრია;  სიმძლავრის კოეფიციენტი. გადამცემ ქსელში სიხშირის მაქსიმალური და მინიმალური ყოველთვიური სიდიდეები ნაჩვენებია ნახაზზე 1.29. როგორც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წარმოდგენილი მონაცემებიდან ირკვევა, სიხშირის გადახრები დასაშვებ ზღვრებში შენარჩუნებულიყო წლის განმავლობაში. 32 გადამცემ ქსელში ძაბვის მაქსიმალური და მინიმალური სიდიდეები (თვეების მიხედვით) 500 კვ და 220 კვ ძაბვის სისტემაში წარმოდგენილია ნახაზებზე 1.30 და 1.31. როგორც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წარმოდგენილი მონაცემე– ბიდან ირკვევა, რომ ძაბვის გადახრა 500 კვ ძაბვის ქსელში შენარჩუნებულია დასაშვებ ზღვრებში (±5%), თუმცა შეიმჩნევა მაის-ივნისში მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვრებთან მიახ– ნახაზი 1.29. სიხშირის დიაპაზონები ლოებული სიდიდეები. რაც შეეხება 220 კვ ძაბვის ქსელს, აღინიშნება მაქსიმალური ზღვრის უმნიშვნელო დარღვევის შედეგები იანვარში, მაისში, ივლისსა და დეკემბერში, ხოლო დანარჩენ თვეებში ადგილი აქვს მაქსიმალურ ზღვარზე მუშაობას. გარდა ქსელური კომპანიებიდან მიღებული მონაცემებისა, ელექტროენერ– გეტიკულ სისტემაში ელექტრო– ნახაზი 1.30. ძაბვის ცვალებადობის დიაპაზონები 500 კვ ძაბვის ქსელში ენერგიის ხარისხის გამოკვლევა ხორციელდება კომისიის ინიციატივით ან/და კომისიაში შემოსული საჩივრებიდან გამომ– დინარე. საანგარიშო წლის 4 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით პერიოდში ელექტროენერგის ხარისხის გაზომვა განხორციელდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ ქვესადგურ „რუსთავი 220“-ში (იხ. ნახაზი 1.32 და 1.33), ვინაიდან აღნიშნულ კვანძში მიერთებულია ნახაზი 1.31. ძაბვის ცვალებადობის დიაპაზონები 220 კვ ძაბვის მეტალურგიული საამქროები, ქსელში რომლებიც ელექტროენერგიის ხარისხის დამახინჯების ერთადერთი წყაროა. შესაბამისად, კომისიამ გასცა რეკომენდაცია შემოწმდეს ყველა ის კვანძი და ქვესადგური, სადაც მიერთებულია მსგავსი ტიპის საწარმოები, ვინაიდან ელექტროენერგეტიკული ქსელის ყველა მონაწილისათვის სავალდებულოა ქსელის წესების მოთხოვნების შესრულება. 33 ნახაზი 1.32. სიხშირის დიაპაზონები ქვესადგურ „რუსთავი 220“-ის კვანძში ნახაზი 1.33. ჯამური ჰარმონიკული დამახინჯება ფაზების მიხედვით ქვესადგურ „რუსთავი 220“-ის კვანძში ელექტროენერგიის ხარისხის რეგულირება და კონტროლი ხორციელდება განაწილების ქსელის დონეზეც. ქსელის წესებით დადგინდა გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს განაწილების ლიცენზიატმა და გამანაწილებელ ქსელთან მიერთებულმა ყველა მოსარგებლემ. გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლს დიდი მნიშვნელობა გააჩნია მომხმარებლების მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით. არსებობს სხვადასხვა მოწინავე პრაქტიკა გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლისათვის. ფართოდაა გავრცელებული სპეციალური ჩამწერი მოწყობილობების სტაციონალურად ან მონაცვლეობითი განთავსება გამანაწილებელ ქსელში შემთხვევით შერჩეულ ან ყველაზე პრობლემატურ კვანძებში. ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, ქსელის წესების მოთხოვნების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატებს დაევალათ განათავსონ ჩამწერი მოწყობილობები გამანაწილებელი ქსელის სხვადასხვა წერტილში, რომელთა ადგილმდებარეობაც თანხმდება კომისიასთან განაწილების ქსელის განვითარების 5-წლიანი გეგმის ფარგლებში. ზემოაღნიშნული ღონისძიებები გააუმჯობესებს გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლს და არსებულ მდგომარეობას. 34 1.2.3.4. გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში მართვისა და აღრიცხვის სისტემების მოწესრიგება კომისიის მიერ დამტკიცებული ქსელის წესების 45-ე, 92-ე და 104-ე მუხლები არეგულირებს განაწილების ქსელში SCADA-ს, ელექტრონული რუკებისა და თანამედროვე მოთხოვნების აღრიცხვიანობის განვითარების საკითხებს, თუმცა აღნიშნულის განვითარება საჭიროებს დიდ ძალისხმევას, დროსა და ფინანსურ რესურსს. 2017 წლის ბოლოს „ქსელის წესებში“ შეტანილი ცვლილებით კომისიამ დაავალდებულა კომპანიები, 2018 წლის დასაწყისისთვის წარმოადგინონ SCADA-ს, ელექტრონული რუკებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების (ქსელის წესების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის) დროში გაწერილი გეგმა-გრაფიკები შესათანხმებლად. გეგმა-გრაფიკები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შესასრულებელი სამუშაოსა და საჭირო ინვესტიციების მოცულობის შესახებ. აღნიშნული გეგმაგრაფიკები დამტკიცების შემთხევაში უნდა აისახოს განაწილების ქსელის ხუთწლიანი განვითარებისა და საინვესტიციო გეგმებში. 1.2.3.5 დანაკარგები გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის დანაკარგების რეგულირება გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში კომისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, ვინაიდან ტარიფების დადგენისას ქსელური კომპანიების მიერ მოთხოვნილი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ქსელში სხვადასხვა ობიექტური, ფიზიკური თუ ტექნიკური მიზეზით დაკარგული ენერგიის შესასყიდ ხარჯებზე მოდის, რის გამოც ხდება დანაკარგების ნორმირება მარეგულირებელი ორგანოს მიერ. დანაკარგების ნორმირება და რეგულირება ენერგოეფექტიანობის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა გარემოზე ნეგატიური ზემოქმედებისა და ემისიების შემცირების მხრივ. საქსელო კომპანიების საანგარიშო წლის ფაქტიური დანაკარგების შედარება წინა წლის მაჩვენებელთან ობიექტურ წარმოდგენას გვიქმნის კომპანიების საქმიანობის ეფექტიანობასა და ქსელის დაგეგმვაგანვითარების ტენდენციებზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის №17 დადგენილებამ „საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ენერგოსისტემის გაჯანსაღების, მიწოდების უსაფრთხოების ამაღლების, დანაკარგების შემცირებისა და ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარება-მოდერნიზაციის პროცესში, კერძოდ, თუ 2001 წელს გადამცემ და გამანაწილებელი ქსელში ჯამური დანაკარგები ქსელში მიღებული ენერგიის 18.53%-ს, ხოლო 2006 წელს 13.2%-ს შეადგენდა, 2017 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 7.05%-ს არ აღემატება. 2017 წელს კომისიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების რეგულირების შემდგომი განვითარების მიმართულებით. დაიხვეწა საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა და მისი მეთოდოლოგიური საფუძვლები. კანონში შესული ცვლილების თანახმად 2018 წლის 1 იანვრიდან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის დანაკარგების დაფარვის მიზნით შეისყიდის საბალანსო ენერგიას. ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რესტრუქტურიზაციისა და ლიბერალიზაციის პროცესებისა და კომისიის შეცვლილი რეგულაციების გათვალისწინებით, დაზუსტდა და მნიშვნელოვნად დაიხვეწა კომისიის 2014 წლის №15 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ აქტივების შესყიდვიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულ წესში აისახა განაწილების ლიცენზიატების საქსელო აქტივების გაერთიანების შემთხვევაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების პრინციპები. კომისიის 2006 წლის №17 დადგენილების მიღებიდან დღემდე საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა: ჩატარდა 35 ელექტროსადგურებისა და გადაცემა-განაწილების ქსელების უმეტესი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ექსპლოატაციაში შევიდა დიდი, საშუალო და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, მიღება-მიწოდების წერტილებში მოწესრიგდა აღრიცხვის სისტემების უმეტესი ნაწილი, შეიცვალა ქსელის ტოპოლოგია და დატვირთვის რეჟიმები. შესაბამისად, კომისიის აპარატის მიერ 2017 წელს სრულად გადაანგარიშდა კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის №34 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროსისტემის ელექტრულ ქსელებში ნორმატიული დანაკარგები, რომელიც დამტკიცდა აღნიშნული დადგენილებით ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2006 წლის №17 დადგენილება. კომისიის 2017 წლის №34 დადგენილების თანახმად, გადამცემ ქსელში (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატების ქსელებში) ელექტროენერგიის ჯამური ნორმატიული დანაკარგი განისაზღვრა ქსელში სრული მიღების 2.06%-ის ოდენობით. ასევე პირობითად განისაზღვრა გადაცემის თითოეული ლიცენზიატის წილობრივი მონაწილეობა ჯამურ ნორმატიულ დანაკარგში, კერძოდ: სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ – 1.28%, სს „საქრუსენერგო“ – 0.39% და შპს „ენერგოტრანსი“ – 0.39%. საანგარიშო წელს გადამცემ ქსელში დადგენილი ნორმატიული დანაკარგი მოქმედებს 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე, 2018-2020 წლების სატარიფო რეგულირების პერიოდზე. აღსანიშნავია, რომ 2018 წლამდე გადამცემ ქსელში ნორმატიული დანაკარგის სიდიდე შეადგენდა 4.41%-ს. რაც შეეხება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელებში ნორმატიული დანაკარგის ოდენობას, ზემოაღნიშნული დადგენილებით განისაზღვრა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების მიხედვით, ასევე 2018-2020 წლების სატარიფო რეგულირების პერიოდზე. შესაბამისად, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯამური ნორმატიული დანაკარგი 2018 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით განისაზღვრა მის გამანაწილებელ ქსელში მიღებული ელექტროენერგიის 9%-ის, ხოლო 2018 წლის 1 მაისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე და აგრეთვე 2019-2020 წლებში 9.9%-ის ოდენობით. მეორე მხრივ, კომისიის 2017 წლის №34 დადგენილებით, სს „თელასის“ ჯამური ნორმატიული დანაკარგი 2018 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით განისაზღვრა მის გამანაწილებელ ქსელში მიღებული ელექტროენერგიის 5.27%-ის, ხოლო 2018 წლის 1 მაისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე და აგრეთვე 2019-2020 წლებში – 5.88%-ის ოდენობით. 2018 წლის განმავლობაში სხვადასხვა ნორმატიული დანაკარგის განსაზღვრა განაწილების ლიცენზიატებისათვის განპირობებული იყო კანონში შესული ცვლილებით. ხსენებული ცვლილებით 2018 წლის 1 მაისიდან გათვალისწინებულია 35 კვ ან უფრო მაღალი ძაბვის ქსელზე მიერთებული მომხმარებლების საბითუმო ბაზარზე სავალდებულო გასვლა, რაც განაპირობებს შესაბამის განაწილების ქსელებში ნორმატიული დანაკარგების მაჩვენებლის ცვლილებას. საანგარიშო წელს ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივმა ჯამურმა დანაკარგმა შეადგინა 7.05%, ქსელში ჯამურად მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობასთან მიმართებაში (გადამცემ ქსელში – 1.97%, განაწილების ქსელში – 5.09%). აღნიშნული მაჩვენებელი 0.16%-ით ნაკლებია წინა 2016 წლის მაჩვენებელზე (კერძოდ, გადაცემაში დანაკარგი შემცირდა 3%-ით, ხოლო განაწილებაში გაიზარდა 1.2%-ით) და 6.1%-ით ნაკლებია წინა ხუთი წლის (2012-2016) საშუალო მაჩვენებელზე. ნახაზზე 1.34 მოცემულია გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების დანაკარგების დინამიკა 2012-2017 წლებში. ნახაზიდან ჩანს, რომ გადამცემ ქსელში დანაკარგების სიდიდე ხასიათდება მცირეოდენი ცვალებადობით, რაც ძირითადად გამოწვეულია სისტემის ტოპოლოგიისა და რეჟიმების მნიშვნელოვანი ცვლილებებით ზემაღალი ძაბვების ტრაქტში. აღნიშნული აისახა გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმებში და მიზნად ისახავს სისტემაში განახლებადი ენერგიების ფართო ინტეგრაციას, სისტემის სატრანზიტო ფუნქციის 36 შემდგომ განვითარებას, სისტემური საიმედოობისა და ელექტროენერგიის ხარისხის შესაბამისი მაჩვენებლების უზრუნველყოფას. ნახაზ 1.34-დან ნათლად ჩანს, რომ დანაკარგები გამანაწილებელ ქსელში ბოლო წლების განმა– ვლობაში მნიშვნელოვანი შემცირე– ბის ტენდენციით ხასიათდება. ეს მაჩვენებლები კომპანიების მიხედ– ვით სხვადასხვა დინამიკით ხასიათდება, რაც დამატებითი ანალიზის საფუძველს იძლევა, უშუალოდ გამანაწილებელი კომპა– ნახაზი 1.34. ელექტროენერგეტიკული სისტემის ჯამური ფაქტობრივი ნიების სპეციფიკიდან გამომდინარე. დანაკარგები მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო წელს გამანაწილებელ ქსელში ფაქტიური დანაკარგები მცირედით არის გაზრდილი, აღნიშნული მაჩვენებლის გაუმჯობესების მოლოდინის კუთხით მნიშვნელოვან ფაქტორად უნდა ჩაითვალოს საანგარიშო წელს სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ (რომელსაც ფაქტობრივი დანაკარგების ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა. მაგალითად 2016 წელს – 19.66%) ნახაზი 1.35. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და სს „კახეთის აქტივების გასხვისება სს „ენერგო- ენერგოდისტრიბუციის“ ქსელში დანაკარგების დინამიკა მათ გაერთიანებამდე და გაერთიანების შემდეგ პრო ჯორჯიაზე“. აღსანიშნავია, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნორმატიული დანაკარგი 2014 წლამდე შეადგენდა 14.61%-ს, 2014-2016 წლებში – 7.5%-ს, 2017 წელს – 8.26%-ს, 2018 წლის 1 მაისამდე – 9.0%-ს, ხოლო 2018 წლის 1 მაისიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე – 9.9%-ს. 2018-2020 წლებში ნორმატივის ზრდა გამოწვეულია ობიექტური ფაქტობრივი გარემოებებით, მათ შორის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების არეალში კახეთის რეგიონის დამატებით, ქსელის ტოპოლოგიისა და დატვირთვების მატებით, აგრეთვე გადაცემის ქსელზე მიერთებული 110-35 კვ კომპანიის აბონენტების პირდაპირი მომხმარებლების სტატუსში გადასვლით. სს „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ქსელში ფაქტობრივი დანაკარგების დინამიკა მათ გაერთიანებამდე და გაერთიანების შემდეგ, წლების მიხედვით, მოცემულია ნახაზზე 1.35. სს „თელასისთვის“, 2016 წლამდე ნორმატიული დანაკარგი შეადგენდა 12.4%-ს, ხოლო 2016-2017 წლებში – 5.34%-ს, 2018 წლის 1 მაისამდე – 5.27%-ს, ხოლო 2018 წლის 1 მაისიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე – 5.88%-ს. 2018 წლის 1 მაისიდან ნორმატიული დანაკარგის ზრდა ასევე გამოიწვია კომპანიის გადაცემის ქსელზე მიერთებული 110-35 კვ აბონენტების პირდაპირი მომხმარებლების სტატუსში გადასვლამ. რაც შეეხება ფაქტობრივი დანაკარგების ცვლილებას, იგი ხასიათდება კლების ტენდენციით და მეტყველებს კომპანიის საქმიანობისა და გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე. 37 სს „თელასის“ ქსელში ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგების დინამიკა 2009-2017 წლებში მოცემულია ნახაზზე 1.36. 2012-2017 წლებში კომპანიის ქსელში ფაქტობრივი დანაკარგები ხასიათდებოდა გარკვეული ფლუქტუაციებით, საერთო კლების ტენდენციით ნორმატივთან მიმართებაში, კერძოდ, 2015 წელს გაიზარდა 2.81%-ით, ხოლო 2016 ნახაზი 1.36. სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების წელს შემცირდა 1.31%-ით, რაც დინამიკა მიმდინარე სატარიფო პერიოდის ფარგლებში კორექტირებას არ ექვემდებარება. ფაქტობრივი დანაკარგების შემცირება ნორმატივთან შედარებით საანგარიშო 2016 წელს მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო კომპანიის 110-35 კვ ქსელზე მძლავრი მომხმარებლის მიერთებით. 1.3. ფასწარმოქმნა და სატარიფო რეგულირება 1.3.1. სამართლებრივ-მეთოდოლოგიური საფუძვლები კომისიის მიერ ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოებისთვის (შედგომში – საწარმო) ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს კანონი და ამავე კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის მიერ შემუშავებული და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიები. სატარიფო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშებისას გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული „წამახალისებელი“ (ზღვრული შემოსავლების რეგულირება) და „დანახარჯები პლუს“ რეგულირების პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფენ საწარმოს ფუნქციონირების სტაბილურობასა და ეფექტიანობის ზრდის სტიმულირებას, გაწეული მიზანშეწონილი დანახარჯების ანაზღაურებასა და საწარმოო კაპიტალზე სამართლიანი, გონივრული მოგების მიღებას. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშებების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიამ 2017 წლის 17 თებერვლის №12/1 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. სამუშაო შეხვედრების ფორმატში აქტიურად მიმდინარეობდა სატარიფო მეთოდოლოგიების განხილვა ლიცენზიატ საწარმოებთან. შედეგად, კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №20 დადგენილებით ჩამოყალიბდა „ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დადგენილების დანართი №1), „ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი №2), „გარანტირებული სიმძლავრის საფასურის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი №3) და „სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის ნორმები“ (დანართი №4), რითაც განახლდა და განისაზღვრა რეგულირებადი აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის ის ნორმები, რომელთა გამოყენებაც მოხდება 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ შექმნილ ან/და შეძენილ 38 აქტივებთან დაკავშირებით. კერძოდ, განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ელექტროენერგიის წარმოების (ჰიდროგენერაცია), დისპეტჩერიზაციის, გადაცემისა და განაწილების ტარიფები დადგინდა 3წლიან რეგულირების პერიოდზე და მისი კორექტირება რეგულირების პერიოდის მიმდინარეობისას განხორციელდება მხოლოდ სატარიფო მეთოდოლოგიით განსაზღვრულ გამონაკლის (დაზუსტებული კორექტირების ოდენობის 10% ან უფრო მეტი გადახრა ტარიფით მისაღები შემოსავლიდან) შემთხვევებში. ამასთან, სატარიფო მეთოდოლოგიების ახალი რედაქციის მიხედვით, კომისია შეითანხმებს და შემდგომ სატარიფო გაანგარიშებაში გაითვალისწინებს ელექტროენერგიის წარმოების (ჰიდროგენერაცია), დისპეტჩერიზაციის, გადაცემის და განაწილების ლიცენზიატების საინვესტიციო გეგმას ანუ რეგულირების პერიოდში განსახორციელებელ იმ ინვესტიციებს, რომელსაც კომისია მიიჩნევს დასაბუთებულად და გონივრულად. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ შეთანხმებული კონკრეტული სატარიფო წლის საინვესტიციო გეგმის ღირებულების ცვლილება აღემატება 10%-ს, საწარმო ვალდებულია ამგვარი ცვლილება შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისია, თავის მხრივ, უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს და ტარიფში არ ასახოს ის ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციები, რომლებიც არ იქნა შეთანხმებული და გონივრულად მიჩნეული. ტარიფში შესაძლებელია აისახოს საწარმოს კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების ის ნაწილი, რომელიც არ წარმოადგენს საბაზისო წლის ფაქტობრივ დანახარჯს, თუმცა მიზანშეწონილად იქნება მიჩნეული კომისიის მიერ და განისაზღვრება საპროგნოზო მაჩვენებლებზე დაყრდნობით. ასეთი კონტროლირებადი დანახარჯები დაექვემდებარება კორექტირებას დაგეგმილ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) ძირითადი შემადგენელი კომპონენტების განახლებული (2016 წლის) მონაცემების გაანალიზების საფუძველზე განისაზღვრა ახალი განაკვეთი მომდევნო რეგულირების პერიოდზე (2018-2020). კომისია ადგენს კაპიტალის საშუალო შეწონილ ღირებულებას გადასახადებამდე (მოგების გადასახადი) და, შესაბამისად, რეგულირებადი აქტივების ბაზაზე ამონაგების ნორმა განისაზღვრა 16,40%-ის ოდენობით (გადასახადებამდე). ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები, მსგავსად განაწილების ტარიფებისა, უკვე გაიანგარიშება წამახალისებელი რეგულირების პრინციპით. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატისთვის გადაცემის საქმიანობაზე განისაზღვრა ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების ერთიანი ტარიფი ყველა ძაბვის საფეხურისთვის (500 კვ, 400 კვ და 220-110-35-10-6 კვ) და არა ცალკეული ძაბვის საფეხურის მიხედვით. სატარიფო მეთოდოლოგიის გათვალისწინებით გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოებისათვის საჭირო სათბობის (ბუნებრივი აირი, მაზუთი, ქვანახშირი) შესყიდვის დაგეგმილი ფასის, უცხოური ვალუტის კურსთან მიმართებაში ლარის კურსისა და სათბობის ხვედრითი ხარჯის მაჩვენებლის არსებითი ცვლილების შემთხვევაში კომისია უზრუნველყოფს აღნიშნული ფაქტორით გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის კორექტირებას თბოელექტროსადგურებისთვის, იმავე სატარიფო წლის განმავლობაში ერთხელ, ვინაიდან აღნიშნული ტარიფები მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმპორტირებული ბუნებრივი გაზის ფასზე აშშ დოლარში. მსგავსი სატარიფო რეგულაცია კომისიის მიერ განხორციელდა 2015 წელს, ეროვნული ვალუტის მკვეთრ დევალვაციასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული მარეგულირებელი მიდგომების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოების სტაბილური ფუნქციონირებას და ხელს უწყობს ელექტროენერგიის მიწოდების მდგრადობასა და სტაბილურობას, საწარმოთა შესაბამისი 39 მომართვების საფუძველზე 2017 წელს კომისიამ განახორციელა თბოელექტროსადგურებისთვის [შპს „მტკვარი ენერჯი“ – თბილსრესის მე-9 ბლოკი, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ – თბილსრესის მე-3 და მე-4 ბლოკები, შპს „ჯიფაუერი“ – გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური და შპს „გარდაბნის თბოსადგური“ – კომბინირებული ციკლის აირტურბინული ელექტროსადგური] დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირება (მოქმედების პერიოდი 01.09.2017 – 31.12.2017). ამჯერად კორექტირების გამომწვევ მიზეზს წარმოადგენდა ეროვნული ვალუტის არა დევალვაცია, არამედ პირიქით – ეროვნული ვალუტის კურსის უცხოურ ვალუტასთან (აშშ) მიმართებაში, დაგეგმილთან (დადგენილი ტარიფით გათვალისწინებული) შედარებით არსებითად გამყარება. 2017 წლის დასაწყისში სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ კომისიას შეატყობინა სალიცენზიო საქმიანობების მიხედვით მისი სამართლებრივი დაყოფის (რეორგანიზაცია) შესახებ, რის შედეგადაც სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამოეყო ახალი იურიდიული პირი – სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, რომელიც აქციონერთა 2016 წლის 15 დეკემბრის საერთო კრების გადაწყვეტილებით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უძრავ–მოძრავი ქონების ელქტროენერგიის წარმოების საქმიანობის ნაწილის გადაცემისთანავე ან/და შესაბამისი ლიცენზიის ამოქმედებისთანავე ხდება სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სრული უფლებამონაცვლე ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობის ნაწილში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ“ კომისიას მიმართეს სალიცენზიო დოკუმენტებთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილებასა და აგრეთვე ტარიფებთან დაკავშირებით კომისიის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების განხორცილების მოთხოვნით. შედეგად, კომისიის 2017 წლის 20 იანვრის №4/8 გადაწყვეტილებით სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციაზე“ გაიცა ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია. №4/9 გადაწყვეტილებით გაუქმდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიაზე“ გაცემული ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2007 წლის 18 მაისის №9/2 გადაწყვეტილება, ხოლო აღნიშნულმა გადაწყვეტილებებმა ადეკვატური ასახვა ჰპოვა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში. შესაბამისად, კომისიის 2017 წლის 17 თებერვლის №3 დადგენილებით სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციაზე“ ტარიფები გავრცელდა იმავე განაკვეთებით, რაც განსაზღვრული იყო სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჰიდროელექტროსადგურებისთვის 2017 წლის კალენდარულ პერიოდზე. გარდა ზემოთ მოყვანილი მეთოდოლოგიური ცვლილებებისა, უნდა აღინიშნოს იმ საკონონმდებლო ცვლილებების შესახებაც, რომლებმაც მნიშვნელოვანი ასახვა ჰპოვეს ქსელური ტარიფების გაანგარიშებაში, კერძოდ, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორცილებული ცვლილების მიხედვით, ელექტროენერგიის სასისტემო დანაკარგების დაფარვის მიზნით, ელექტროენერგიის შესყიდვას განახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ანუ მისი ტარიფის გაანგარიშებისას გაითვალისწინება დანაკარგის ღირებულებაც. აღნიშნული ცვლილების ამოქმედება განისაზღვრა 2018 წლის 1 მაისიდან, რის შედეგადაც კომისიის მიერ დისპეტჩერიზაციის ტარიფები დადგინდა ცალცალკე, 2018 წლის იანვარ-აპრილისა და შემდგომ სატარიფო რეგულირების დანარჩენ პერიოდზე; ხოლო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგეტიკული (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების ანაზღაურება განისაზღვრა მიწოდების პუნქტებში მოხმარებული (აღრიცხული) ყოველი კილოვატსაათი ელექტროენერგიის მთელ მოცულობაზე ანუ ანგარიშსწორების მიზნებისათვის გადაცემული ელექტროენერგია დისპეტჩერირებული ელექტროენერგიის ტოლია. 40 1.3.2. სატარიფო რეგულირება და სექტორში მოქმედი ტარიფები კომისიის მიერ დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიებისა და რეგულაციების მიხედვით კომისია ჰიდროელექტროსადგურებისთვის ტარიფებს ადგენს რეგულირების პერიოდზე, კონკრეტული საწარმოსთვის ინდივიდუალურად და მოქმედებს სამი წლის ვადით, ხოლო თბოლექტროსადგურებისთვის – ყოველწლიურად, ერთი წლის ვადით. 2017 წელი ტარიფების გაანგარიშების მორიგ წელს წარმოადგენდა. ამ მიზნით კომისიამ ელექტროენერგეტიკის სექტორის რიგ რეგულირებად საწარმოებს დაუდგინა ტარიფები. აღნიშნული პროცესი მოიცავდა როგორც ელექტროენერგიის განაწილების 2, ელექტროენერგიის წარმოების 13 (ჰიდრო – 9 და თბო – 4), ასევე გადაცემის – 3 და დისპეტჩერიზაციის ერთი ლიცენზიატისთვის შესაბამისი ტარიფების დადგენას. უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო წელს, ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის ფარგლებში პირველად დადგინდა სს „გეს საქრუსენერგოს“ ელექტროენერგიის გადაცემისა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებული ჟინვალჰესის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები, ხოლო „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის კომისიის №33 დადგენილების საფუძველზე დაკორექტირდა სს „ხრამჰესი-1“-ისა და სს „ხრამჰესი-2“-ისთვის 2011 წელს დადგენილი ელექტროენერგის წარმოების გრძელვადიანი ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფები. შედეგად, კომისიის 2017 წლის 31 ოქტომბრის №30 და №31 დადგენილებებით დამტკიცდა სს „ხრამჰესი-1“-ისა და „ხრამჰესი-2“-ის ელექტროენერგის წარმოების ახალი (კორექტირებული) გრძელვადიანი ზღვრული ტარიფები; 2017 წლის 19 დეკემბრის №35, №36, №37, №38, №39, №40, 25 დეკემბრის №44 და 27 დეკემბრის №50 დადგენილებებით – შესაბამისად, შპს „ვარდნილჰესების კასკადისა“ და შპს „ენგურჰესის“ ჰიდროელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების ფიქსირებული ტარიფები, შპს „ჯიფაუერის“ (აირტურბინა), შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ (კომბინირებული ციკლის აირტურბინა), შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისა“ (თბილსრესის მე-3 და მე-4 ბლოკები) და შპს „მტკვარი ენერჯის“ (თბილსრესის მე-9 ბლოკი) თბოელექტროსადგურების გარანტირებული სიმძლავრის საფასურები და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფები, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციისა“ (ლაჯანურჰესი, გუმათჰესების კასკადი, ძევრულჰესი, რიონჰესი, შაორჰესი) და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (ჟინვალჰესი) ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფები; 2017 წლის 19 დეკემბრის №41 და №42, ხოლო 25 დეკემბრის №43 დადგენილებებით კი – სს გეს „საქრუსენერგოს“, სს „ენერგოტრანსის“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადაცემისა და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დისპეტჩერიზაციის ფიქსირებული ტარიფები და საბოლოოდ, 27 დეკემბრის №48 და №49 დადგენილებებით – სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილება/გატარებისა და მოხმარების ტარიფები. მოქმედი ტარიფების შესახებ ინფორმაცია ასახულია დანართში №12. 41 1.3.3. ტარიფების შედარებითი ანალიზი ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფები 2017 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით. ქვეყანა წყარო უკრაინა აზერბაიჯანი*** რუსეთი საქართველო (ენერგოპრო ჯორჯია)* საქართველო (თელასი)** სერბეთი სომხეთი მაკედონია ალბანეთი ბულგარეთი მოლდოვა თურქეთი ლიტვა უნგრეთი ხორვატია რუმინეთი ესტონეთი სლოვაკეთი ჩეხეთი პოლონეთი ლატვია ევროსტატი TC ERRA გადასახადების გარეშე (თეთრი/კვტ.სთ) 10.187 11.420 11.719 2.019 2.056 2.139 გადასახადების ჩათვლით (თეთრი/კვტ.სთ) 12.206 13.476 13.858 სემეკი 15.736 2.832 18.568 სემეკი 16.324 2.938 19.262 ევროსტატი ERRA ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი 15.777 20.257 21.585 21.834 24.722 30.344 26.244 24.318 27.517 31.400 27.052 28.760 25.840 36.524 34.195 32.393 4.845 4.052 3.882 4.379 4.938 0.000 6.305 10.342 7.423 5.746 10.156 8.727 18.728 8.137 11.057 16.864 20.623 24.308 25.468 26.213 29.660 30.344 32.549 34.661 34.940 37.145 37.207 37.487 44.568 44.661 45.252 49.258 გადასახადები (თეთრი/კვტ.სთ) შენიშვნები: * - ცხრილში მოცემულია სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" საყოფაცხოვრებო ტარიფების საშუალო შეწონილი მაჩვენებელი ** - ცხრილში მოცემულია სს "თელასის" საყოფაცხოვრებო ტარიფების საშუალო შეწონილი მაჩვენებელი *** - ცხრილში მოცემულია აზერბაიჯანში მოქმედი საყოფაცხოვრებო ტარიფების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებელი განმარტებები: TC - აზერბაიჯანის მარეგულირებელი ორგანო - ტარიფების საბჭო ERRA - ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაცია ცხრილი 1.3. ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფები ქვეყნების მიხედვით 2017 წლის მეორე კვრატლის მდგომარეობით როგორც წარმოდგენილი მონაცემებიდან ჩანს, საქართველოზე დაბალი ტარიფები მხოლოდ ენერგეტიკული რესურსებით მდიდარ ქვეყნებს გააჩნიათ. 42 ნახაზი 1.36. ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფები ქვეყნების მიხედვით 2017 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით 1.3.4. საინვესტიციო პროექტების შესრულების ანალიზი კომისიის მიერ 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებით დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიებით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, საწარმოებისთვის დადგენილ ტარიფში გათვალისწინებული უნდა იქნეს განხორციელებული ან/და განსახორციელებელი ინვესტიციები. აღნიშნულ კონტექსტში სატარიფო განაცხადების განხილვისას კომისიის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც შესრულებული, ასევე მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ანალიზსა და მონიტორინგს. სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე ტარიფების გაანგარიშებისას კომისია საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასახავს ტარიფის გაანგარიშების წელს და სატარიფო წელს დაგეგმილ ინვესტიციებს ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, რომელიც ტარიფის დადგენამდე ან კორექტირებამდე წინასწარ უნდა შეთანხმდეს კომისიასთან. საწარმო ვალდებულია დაასაბუთოს განსახორციელებელი ინვესტიციების აუცილებლობა და მისი განხორციელების შედეგად მისაღები ეფექტი და სარგებელი. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო განხორციელებული ინვესტიციების შედეგად ვერ მიაღწევს დაგეგმილ სამიზნე მაჩვენებელს (მათ შორის, მომსახურების სტანდარტებთან დაკავშირებით), კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების მექანიზმები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საწარმო მიაღწევს დაგეგმილ სამიზნე მაჩვენებელზე უკეთეს მაჩვენებლებს, შესაძლებელია კომისიის მხრიდან გამოყენებულ იქნეს საწარმოთა წახალისების მექანიზმები. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან, კომისიის მიერ ინდივიდუალური ნორმატიულ-ადმინისტრაციული სამარ–თლებრივი აქტით შეთანხმებულ საინვესტიციო პროექტებზე განახორციელონ დეტალური ანგარიშგება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესახებ, თითოეულ პროექტზე ცალ-ცალკე, ხოლო მოწოდებული პროექტებიდან კომისიის მიერ მითითებულ სამშენებლო (სამონტაჟო) – სარეაბილიტაციო სახის 43 საინვესტიციო პროექტებზე გონივრულ ვადაში დამატებით უზრუნველყონ საექსპერტო დასკვნების წარმოდგენა ფაქტობრივად შესრულებული სამუ– შაოების შესახებ. აღნიშნულის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდება წინასწარ შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმებთან ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შესაბამისობა და შემდგომში დაკორექტირდება ლიცენ– ზიატი საწარმოსთვის დადგენილი ელექტროენერგიის განაწილების, გატა– ნახაზი 1.38. ელექტროენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი და რებისა და მოხმარების ტარიფები (ასეთის ფაქტიურად განხორციელებული ინვესტიციები საჭიროების შემთხვევაში). ელექტროენერგეტიკული სექტორის თითოეული ლიცენზიატის მიერ განხორციელებული მიზანმიმართული ინვესტიციის შედეგად საბოლოო ჯამში მიღწეულ უნდა იქნეს გენერაციის ობიექტებისა და ელექტრული ქსელის საიმედოობის, უსაფრთხოებისა და ელექტროენერგიის სათანადო ხარისხის მაჩვენებლების გაუმჯობესება. 2017 წელს ელექტროენერგეტიკულ სექტორში სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული ელექტროენერგიის წარმოების13, გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატების მიერ ფაქტობრივად განხორციელებულმა ინვესტიციამ ჯამში ნახაზი 1.39. განხორციელებული ინვესტიციები შეადგინა 290,253,836 ლარი, რომლის საქმიანობების მიხედვით (ათასი ლარი) მაჩვენებლებიც თითოეული საქმიანობისა და დაფინანსების წყაროს მიხედვით წარმოდგენილია ნახაზებზე 1.39 და 1.40. ელექტროენერგიის გამანაწილე– ბელი საწარმოების მიზანია მათ სალიცენზიო არეალში ელექტრომომა– რაგების ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ელექტროქსელის შემდგომი განვითარე– ბისთვის, რისთვისაც ყოველწლიურად ახორციელებენ ინვესტიციებს. ელექტროენერგიის გამანაწილე– საწარმოების მიზანია მათ ნახაზი 1.40. განხორციელებული ინვესტიციები დაფინანსების ბელი წყაროების მიხედვით (ათასი ლარი) სალიცენზიო არეალში ელექტრომომარა– 13 გათვალისწინებულია მხოლოდ სატარიფო რეგილირებას დაქვემდებარებული ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატები 44 გების ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის, რისთვისაც ყოველწლიურად ახორციელებენ ინვესტიციებს. 2017 წელს სს „თელასის“ მიერ საწარმოო და არასაწარმოო სფეროში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა 36,539 ათას ლარს შეადგენს. აქედან 10,697 ათასი ლარი ტექნიკური გადაიარაღების, რეკონსტრუქციისა (35-110 კვ. და 6-10 კვ ქვესადგურები, 110-35 კვ-იანი საჰაერო გადამცემი ხაზები, 0.4-10 კვ საკაბელო მეურნეობა) და კაპიტალური რემონტების (ძალოვანი ტრანსფორმატორები, ქვესადგურების ელექტრული ნაწილი და ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია) პროექტების განხორცილებას მოხმარდა, 17,772 ათასი ლარი ახალი აბონენტების მიერთების და ქსელის გაფართოების პროექტებზე დაიხარჯა, რომლის ფარგლებშიც 2017 წლისათვის მოხდა 25,227 აბონენტის მიერთება. განხორციელდა სპეციალური ავტოტრანსპორტის, ინსტრუმენტებისა და მოწყობილო– ბების, ორგტექნიკისა და პროგრამული უზრუნველ– ყოფის შეძენა, რამაც ჯამში შეადგინა 4,828 ათასი ლარი. გარდა ამისა, 2017 წელს სს „თელასმა“ ახალი 35/6 კვ ორტრანსფორმატორიანი ქვესადგურის მშენებლობა წამოიწყო, რომელიც ე.წ. „თეც“-ის მოძველებულ ქვესადგურს ჩაანაცვლებს. ახალი ქვესადგური ჩუღურეთის რაიონისა და მთაწმინდის რაიონის ნაწილის 25 ათასამდე აბონენტის საიმედო ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. ანალოგიური მიმართულებებით განახო– ნახაზი 1.41. განაწილების ლიცენზიატების მიერ რციელა ასევე ინვესტიციები სს „ენერგო-პრო ჯორ– განხორციელებული ინვესტიციები (ათასი ლარი) ჯიამაც“, რამაც ჯამში 2017 წლისთვის 82,318 ათასი ლარი შეადგინა. მათ შორის: 35-110 კვ ძაბვის ელექტრული ქსელის რეკონტრუქცია და ტექნიკურ გადაიარაღებაზე დაიხარჯა 11,247 ათასი ლარი, 6-10 კვ ძაბვის ქსელზე – 15,280 ათასი ლარი, ხოლო 0.4 კვ ძაბვის ქსელზე – 4,710 ათასი ლარი. 2017 წელს კომპანიამ დაასრულა ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი, რომელსაც თან სდევდა 0.4 კვ ქსელის რეაბილიტაციაც. ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი მოეწყო 24,552 მომხმარებელს, რაზეც დაიხარჯა 13,651 ათასი ლარი. ახალი მომხმარებლის ელექტროგამანაწილებელ ქსელზე მიერთების ფარგლებში ფაქტობრივმა დანახარჯმა შეადგინა 12,230 ათასი ლარი და შედეგად დარეგისტრირდა 11,217 ახალი აბონენტი. 6,497 ათასი ლარი დაიხარჯა სხვადასხვა მოწყობილობის, ტექნიკური საშუალებისა და არამატერიალური აქტივის შესაძენად. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საწარმომ 18,703 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა კახეთის ენერგოდისტრიბუციის ქსელისა და მასთან დაკავშირებული აქტივების შეძენის მიმართულებით. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების, სს „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და სს „თელასის“, მიერ 2017 წელს განხორციელებული ინვესტიციები წარმოდგენილია 1.41. ნახაზზე. 1.4. განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტიანობა საქართველოში არსებული ელექტროენერგეტიკული რესურსების ეფექტიანად გამოყენების, ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და მდგრადობის ამაღლების და ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით ელექტროენერგეტიკული სექტორის სამომავლო განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება წყლისა და სხვა ტიპის განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისების პოლიტიკა და, შესაბამისად, არსებული საკანონმდებლო ბაზის განახლება და დაახლოება ევროკავშირის ენერგეტიკულ დირექტივებთან. 45 საქართველო განახლებადი ენერგიის წყაროებით მდიდარი ქვეყანაა, საიდანაც დიდი ენერგეტიკული პოტენციალი წყლის რესურსებზე მოდის. წყლის რესურსების წილის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში, თუმცა დღესდღეობით წყლის რესურსების ტექნიკური პოტენციალის მხოლოდ 18-20% არის ათვისებული. მეორე მხრივ, ქარის ენერგიის პოტენციალის ათვისება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორის სეზონურობიდან გამომდინარე, ზამთრის პერიოდის იმ თვეებში, როცა საქართველოს წყლის რესურსების პოტენციალი ეცემა. არსებული კვლევების საფუძველზე საქართველოში ქარის რესურსების ჯამური სავარაუდო პოტენციალი 1,450 მეგავატია, ხოლო მათი საშუალო წლიური გამომუშავება – 4,160 მლნ.კვტ.სთ14. ასევე აღსანიშნავია საქართველოში არსებული მზის ენერგიისა და გეოთერმული რესურსების პოტენციალიც, თუმცა მათი სავარაუდო პოტენციალის დადგენა დამატებით კვლევებს საჭიროებს. 1.4.1. განახლებადი საქართველოში ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის საკანონმდებლო ბაზა ქვეყანაში განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის დარგის მხარდამჭერ ერთერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 24 ივნისს დამტკიცებული დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი. განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობის მიზნით 2016 წელს კანონში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც განისაზღვრა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსი (საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო) და მისი მაქსიმალური სიმძლავრე, აგრეთვე საცალო მომხმარებლის საკუთრებაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ განაწილების ქსელში ელექტროენერგიის მიწოდების პრინციპები. აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე იმავე წელს კომისიამ მეორად კანონმდებლობაში, კერძოდ, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ასახა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსი, მისი გამანაწილებელ ქსელთან მიერთების, მიერთების უზრუნველყოფის ვადების, საფასურისა (დღგ-ის ჩათვლით) და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელთან აღრიცხვაანგარიშსწორების წესები. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ზოგადი საკანონმდებლო ბაზა განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის მიმართულებით გადახედვას საჭიროებს – არ არსებობს სპეციალური კანონი ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ, ასევე საჭიროა განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავება. აღნიშნული ასევე წარმოადგენს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანების ერთი-ერთ მთავარ მოთხოვნას, რაც გულისხმობს, რომ საქართველომ უნდა მოახდინოს დირექტივების, 2009/28/EC - განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ და 2012/27/EC - ენერგოეფექტიანობის შესახებ, ჰარმონიზაცია ენერგეტიკულ კანონმდებლობაში. მნიშვნელოვანია როგორც ზოგადად ენერგოსტატისტიკის, ისე განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის შესახებ დეტალური სტატისტიკის წარმოება, რაც ენერგეტიკული გაერთიანების ერთ-ერთი მოთხოვნაა. გარდა ამისა, საჭიროა მოხდეს ქვეყნის განახლებადი ენერგიის რესურსების როგორც ტექნიკური, ისე ეკონომიკური პოტენციალის შეფასება და შესწავლა, რათა უფრო ეფექტიანად და მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე მოხდეს მათი ათვისება. აღსანიშნავია, რომ 14 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 46 საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით და დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით უკვე შემუშავებულია საქართველოს ენერგოეფექტიანობის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი. ასევე 2017 წელს დაიწყო საქართველოს განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობა განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონების მოსამზადებლად. 1.4.2. ნეტო–აღრიცხვის რეგულაციის დანერგვის შედეგები ნახაზი 1.42. „ნეტო აღრიცხვის“ საილუსტრაციო სქემა მომხმარებლის მიერ საკუთარი მოხმარების დაკმაყოფილება და მიკროსიმძლავრის განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა წამახალისებელი პოლიტიკით არის მხარდაჭერილი. მომხმარებლის საკუთრებაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების ერთ-ერთ ტრადიციულ და ფართოდ გავრცელებულ პოლიტიკას წარმოადგენს ე.წ. ნეტო აღრიცხვა (Net-Metering), რომელიც პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც. 2017 წლის ბოლოსათვის „ნეტო აღრიცხვით“ სარგებლობს სს „თელასის” 12 აბონენტი, ჯამური სიმძლავრით – 142 კვტ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ 16 აბონენტი, ჯამური სიმძლავრით – 136.3 კვტ. ნეტო-აღრიცხვის პროგრამა მომხმარებელს აძლევს საკუთარი ენერგომოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებას, ხოლო ჭარბად წარმოებული ენერგია გაიცემა ქსელში და ხდება შესაბამისი ანგარიშსწორება. ნახაზზე 1.42 მოცემულია ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩართული საცალო მომხმარებლის გამარტივებული საილუსტრაციო სქემა. ნეტო-აღრიცხვის პროექტში ჩართულ ერთ-ერთ ბოლო აბონენტს წარმოადგენს კავშირი „ენერგოეფექტურობის ცენტრი“. ნახაზზე 1.43 მოცემულია „ენერგო–ეფექტურობის ცენტრის“ მიერ მიღებული სარგებელი ნეტო-აღრიცხვის პროექტში ჩართვის შემდეგ. როგორც ნახაზზე ჩანს, მთლიანი სარგებელი 4 თვის მანძილზე შეადგენს 102.73 ლარს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აბონენტის მიერ დამონტაჟებულ მზის პანელებს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ჯერ არ უმუშავია, რომლის შემდეგაც მოსალოდნელი ელექტროენერგიის გამომუშავების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება. ნახაზზე 1.44 ნაჩვენებია აბონენტის მიერ შექმნილი ეკოლოგიური სარგებელი, რომელიც შეესაბამება ჰაერში გაფრქვეული ნახშირორჟანგის 274.98 კგ-ით შემცირებას და ეკვივალენტურია 7 ხის გადარჩენისა და ავტომობილის მიერ 1,833 კმ-ის გავლის დროს გამოფრქვეული მხუთავი აირისა. ნახაზზე 1.45. ნაჩვენებია ელექტროსადგურის მიერ თვის გამომუშავება დღეების მიხედვით, ნახაზზე 1.46 კი დღიური გამომუშავება და მოხმარება. აღნიშნულ დღეს გამომუშავებული ელექტროენერგიის 100% იქნა მოხმარებული აბონენტის მიერ. ნახაზი 1.44 აბონენტი „ენერგოეფექტურობის ცენტრი“ 47 ნახაზი 1.45. აბონენტი „ენერგოეფექტურობის ცენტრის“ იანვრის გამომუშავება დღეების მიხედვით ნახაზი 1.46. აბონენტი „ენერგოეფექტურობის ცენტრის“ 7 თებერვლის ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება 48 2. ბუნებრივი გაზის სექტორი ბუნებრივი გაზი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი ენერგიის წყაროდ რჩება, რომლის მეშვეობით კმაყოფილდება საქართველოში ენერგიის საბოლოო მოხმარების 31%15. ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნა 2017 წელს წინა წელთან შედარებით 3.6%-ით გაიზარდა, რაც მეტწილად გამოწვეული იყო საყოფაცხოვრებო სექტორში გაზრდილი მოთხოვნით. ბუნებრივი გაზის ბაზრის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ნახაზზე №2.1. საყოფაცხოვრებო სექტორში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის ზრდა გამოწვეულია მიმდინარე გაზიფიცირებების კვალობაზე. 2017 წელს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთდა 101,527 ახალი მომხმარებელი და მომხმარებელთა რაოდენობამ 2017 წლის ბოლოს 1,157,127 შეადგინა. ნახაზი 2.1. ტრანსპორტირებული და მოხმარებული ბუნებრივი გაზი16 15 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2016 წლის ენერგეტიკული ბალანსი. 16 ამ თავში გამოყენებული მონაცემები წარმოადგენს წინასწარ მონაცემებს და შესაძლოა შეიცვალოს რეგულირებადი საწარმოების მიერ წარმოდგენილი აუდირებული მონაცემების მოწოდების შედეგად. 49 2.1. ბუნებრივი გაზის ბაზარი საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარი წარმოადგენს პირდაპირი კონტრაქტების ბაზარს. მიმწოდებლებს, აგრეთვე მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ფორმდება როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი კონტრაქტები. ბუნებრივი გაზის ბაზარზე 2017 წელსაც დომინირებული პოზიცია ეჭირათ სოკარის შვილობილ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბაზარზე. ისინი იმპორტირებული და საბითუმო დონეზე შესყიდული ბუნებრივი გაზით ამარაგებენ არა მარტო მიმწოდებლებს, არამედ საბოლოო მომხმარებლებსაც. 2.1.1. მარეგულირებელი ჩარჩოები 2017 წელს განახლდა ბუნებრივი გაზის სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო, კერძოდ, საანგარიშო წელს ცვლილებები შევიდა როგორც პირველად, ასევე მეორად კანონმდებლობაში: 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი) შესული ცვლილებების შედეგად, მე-2 მუხლში ჩამოყალიბებულ ტერმინთა განმარტებებში ახლებურად ჩამოყალიბდა „ბუნებრივი გაზის პირდაპირი მომხმარებელი“ და იგი განიმარტა, როგორც „პირი, რომელიც მიერთებულია ტრანსპორტირების სისტემასთან და ისე იღებს ბუნებრივ გაზს, მოიხმარს მას მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და განაწილების ლიცენზიატი არ არის“. აღნიშნული განმარტების შედეგად უფრო ნათელი გახდა, თუ რას წარმოადგენს ბუნებრივი გაზის პირდაპირი მომხმარებელი, კერძოდ, მანამდე არსებული განმარტებისგან განსხვავებით, დაკონკრეტდა, რომ პირდაპირი მომხმარებელი აუცილებლად მიერთებული უნდა იყოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან და ბუნებრივ გაზს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის უნდა მოიხმარდეს; 2. ცვლილებების შედეგად კანონში შევიდა ტერმინი „ბუნებრივი გაზის ქსელის წესები“ და იგი განიმარტა, როგორც „კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ტრანსპორტირების სისტემისა და გამანაწილებელი ქსელის მართვის და ამ ქსელით სარგებლობის (მათ შორის, მიერთების) პროცედურებს, პირობებსა და პრინციპებს (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული საკითხებისა) და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს“. კანონში 2017 წლის 30 ივნისს შესული ცვლილების თანახმად, კომისიამ 2018 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს „ბუნებრივი გაზის ქსელის წესების“ დამტკიცება; 3. ელექტროენეგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის მიერ მიღებულ იქნა 2017 წლის 28 მარტის №4 დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი. კომისიის 2017 წლის 28 მარტის №4 დადგენილებით დამტკიცდა „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი”. (აქ ინფორმაცია მეორდება) აღნიშნული წესი ადგენს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატისათვის ბუნებრივი გაზის დანაკარგების ნორმატიული ოდენობის გაანგარიშების პრინციპებსა და წესს. ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი წარმოადგენს ბუნებრივი გაზის დანაკარგის 50 დასაშვებ ოდენობას, რომელიც წარმოიშობა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისას. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის კომპენსაციისთვის გაწეული ხარჯი ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით. წესის თანახმად, ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის ოდენობა განისაზღვრება ტრანსპორტირების ტარიფების გაანგარიშების წლის წინა 3 წლის ფაქტობრივი დანაკარგების საშუალო (საშუალო არითმეტიკული) ოდენობით. კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების მეთოდოლოგიების შესაბამისად, „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2017 წლის 24 მაისის №8 დადგენილებით დადგინდა ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის ოდენობები ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების იმ ლიცენზიატებისთვის, რომელთათვისაც ტარიფები დადგინდა 2017 წელს. რაც შეეხება 2017 წელს „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ განხორციელებულ ცვლილებებს, აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ცვლილებები შევიდა ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედ მიწოდებისა და მოხმარების წესებში. შესაბამისად, მათზე ინფორმაცია მოცემულია წინამდებარე ანგარიშის მე-4 თავში. 2.1.2. ბაზრის სტრუქტურა და სუბიექტები 2017 წელს ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებითი სტრუქტურული ცვლილება არ მომხდარა (იხილეთ ნახაზი №2.2). მიუხედავად ამისა, ბუნებრივი გაზის ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ პროტოკოლის შესაბამისად. განსახორციელებელი ცვლილებებიდან გამოსაყოფია:  კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება, სადაც როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ექნებათ საშუალება ბუნებრივი გაზი შეიძინონ მიმწოდებლისგან, რომელსაც თავად შეარჩევენ; ნახაზი 2.2. ბუნებრივი გაზის ბაზრის სტრუქტურა 51    ტრანსპორტირების ლიცენზიატის განმხოლოება და მისი როლის ზრდა; მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის საფასური უნდა დაერიცხოთ არა კუბურ მეტრებში, არამედ მოხმარებული ენერგიის მიხედვით; იზრდება კომისიის როლი ბაზრის მონიტორინგის მიმართულებით, რაც მას აძლევს საშუალებას სრულყოფილად განახორციელოს მისი მოვალეობა კონკურენტული ბაზრის ფუნქციონირებისათვის. 2.1.3. ფუნქციონალური, სამართლებრივი და ქონებრივი დაყოფა საცალო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ორი ძირითადი მიმწოდებელია შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი გაზის განაწილება და მიწოდება განხილულია როგორც სხვადასხვა საქმიანობა, განაწილების ლიცენზიატებს არ ეკრძალებათ მიწოდების საქმიანობის განხორციელება და, შესაბამისად, ლიცენზიატები ასევე წარმოადგენენ ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებს ძირითადად მათი ბუნებრივი გაზის განაწილების სამოქმედო არეალში. გამონაკლისია შპს „ინტერ გაზი“, სს „ამბროლაურგაზი“, სს „გაზტრანს სერვისი“ და შპს „გაზმშენი“, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ არიან ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატები, არ ახორციელებენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას. განაწილების ლიცენზიატებიდან მხოლოდ 3 ექვემდებარება სავალდებულო დაყოფას ევროპის პარლამენტის 2009/73/EC დირექტივის მიხედვით (მხოლოდ შპს „ყაზტრანსგაზთბილისი“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ და სს „საქორგგაზი“ ახორციელებენ ბუნებრივი გაზის განაწილებას 100,000-ზე მეტი მომხმარებლისთვის). სხვის გამანაწილებელ ქსელში მიმწოდებლის საქმიანობის განხილვისას უნდა გამოვყოთ საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების საკითხი. 26 განაწილების ლიცენზიატიდან 21 ამავდროულად წარმოადგენს ერთადერთ მიმწოდებელს მის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის. 5 განაწილების ლიცენზიატის შემთხვევაში თითოეულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულ საყოფაცხოვრებო მომხმარებელს ბუნებრივ გაზს აწვდის მხოლოდ ერთი მიმწოდებელი თითოეულ არეალში. საყოფაცხოვრებო მომხმარებლების შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ ლიცენზიატის არეალში შესვლის გადაწყვეტილება გამოწვეულია ფინანსური, ტექნიკური და სხვა მიზეზებით და არა ბაზარზე არსებული კონკურენციით. დიდი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების შემთხვევაში მიმწოდებლებს უფრო მეტად აქვთ სხვადასხვა გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების სურვილი, რაც აისახება გამანაწილებელ ქსელებში სხვადასხვა მიმწოდებლის არსებობით. შედეგად, 5 განაწილების ლიცენზიატის არეალში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს აწვდის ერთზე მეტი მიმწოდებელი. ასევე არ არის განსაზღვრული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის (შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“) სამართლებრივი სტატუსი 2009/73/EC დირექტივის შესაბამისად17. დღესდღეობით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემას და გარდა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა, იგი ახორციელებს 17 2009/73/EC დირექტივის თანახმად, ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორის გამიჯვნის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ქონებრივი დაყოფა, როგორ უმთავრესი მიზანი და დამატებითი ორი ვარიანტი: დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი და დამოუკიდებელი გადაცემის ოპერატორი. 52 ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას, არ არის დამოუკიდებელი საქმიანობაში (ფუნქციურად სრულად არ არის გამოყოფილი სისტემის მესაკუთრისგან. ამავდროულად, როგორც ლიცენზიატის, ისე ქსელის მესაკუთრის მართვაში მონაწილეობს ერთი პირი). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ სერტიფიცირება, რაც მოთხოვნილია 2009/73/EC დირექტივით, შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ფუნქციური და მმართველობითი გაყოფის შემდეგ. 2.1.4. ბაზრის ძირითადი მახასიათებლები იქიდან გამომდინარე, რომ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატები ასევე ახორციელებენ მიწოდების საქმიანობას, მოცემულ ქვეთავში განხილულია ბუნებრივი გაზის მიწოდებასა და ფასწარმოქმნასთან დაკავშირებული საკითხები. საბითუმო ბაზარზე არსებული მიმწოდებლები ბუნებრივ გაზს აწვდიან საცალო მიმწოდებლებს, ხოლო, თავის მხრივ, საცალო მიმწოდებლები – საბოლოო მომხმარებლებს. ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარზე მონაწილე კომპანიები გარკვეულ შემთხვევაში ასევე ეწევიან საცალო მიწოდებასაც. ამ თავის მიზნებისათვის, საბითუმო მიმწოდებელი არის ისეთი მიმწოდებელი, რომელმაც გაყიდული ბუნებრივი გაზის თუნდაც მცირე ნაწილი მიაწოდა სხვა მიმწოდებელს. ბუნებრივი გაზის ბალანსი მოცემულია ნახაზზე 2.3. ნახაზი 2.3. ბუნებრივი გაზის ბალანსი 53 2.1.4.1 საბითუმო ბაზარი საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის უმთავრეს მომწოდებლად კვლავ აზერბაიჯანი რჩება, საიდანაც ქვეყანა იღებს მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივ გაზს. 2017 წელს საქართველო კვლავ რჩება რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის სატრანზიტო ქვეყნად. შესაბამისად, საქართველომ მიიღო ბუნებრივი გაზი რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტის საფასურად. დამატებით, ასევე ტრანზიტის საფასურად, საქართველოში შემოვიდა ბუნებრივი გაზი სამხრეთკავკასიური გაზსადენიდან. უმნიშვნელო დონეზე რჩება ადგილობრივი მოპოვება. 2017 წელს საქართველოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბუნებრივი გაზის მოწოდება (იმპორტი) განახორციელა სამმა მიმწოდებელმა. ამავდროულად სამმა მიმწოდებელმა (ერთერთი ასევე წარმოადგენს იმპორტიორს) უზრუნველყო ბაზარზე ადგილობრივად მოპოვებული ბუნებრივი გაზის მიწოდება. ვაჭრობის ამ დონეზე კონკურენციის დონის შესაფასებლად გამოყენებულია ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI). HHI საქართველოში ბუნებრივი გაზის მომწოდებელთა შორის არის 4,730, რაც მაღალკონცენტრირებულ ბაზარზე მიუთითებს. მსგავსი მდგომარეობა განსაკუთრებით დამახასიათებელია განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნებისათვის, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებით, სადაც ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის მაჩვენებელი 10,000-ს აღწევს, საქართველოს გაზის იმპორტის ბაზარი მკვეთრი მონოპოლიური სტრუქტურით არ ხასიათდება. 2017 წელს საქართველოში მიღებული ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ცხრილში №2.1. მოცულობა (მლნ. კუბ.მ) წილი მთლიან მოცულობაში (%) აზერბაიჯანი 1 199.75 51.2% რუსეთი 134.59 5.7% დამატებითი და ოფციური 821.08 35.1% იმპორტი 179.96 7.7% 7.82 0.3% 2 343.20 100% ბუნებრივი გაზის მიღების პუნქტი სამხრეთკავკასიური გაზსადენი ადგილობრივი მოპოვება სულ ცხრილი 1.1. საქართველოში გაზის მიღების წყაროები 2017 წელს საბითუმო დონეზე ბუნებრივი გაზის გაყიდვა განახორციელა 9 მიმწოდებელმა, რომელთა წილი ბაზარზე 58%-ს შეადგენს. 2.1.4.2. საცალო ბაზარი ბუნებრივი გაზის მოხმარება ხორციელდება საცალო (გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული) და პირდაპირი (ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებული) მომხმარებლების მიერ. პირდაპირ მომხმარებლებზე მიწოდებული ბუნებრივი გაზის დაახლოებით ნახევარს მოიხმარს თბოელექტროსადგურები. უდიდეს მომხმარებლებს წარმოადგენს ასევე ავტოგაზგასამართი სადგურები. მათზე მოდის საცალო მომხმარებლების მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილი. 2017 წელს მთლიან მოხმარებაში მცირედით გაიზარდა საცალო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის წილი (იხ. ნახაზი №2.4), რაც 54 უმთავრესად აიხსნება საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ გაზრდილი ბუნებრივი გაზის მოხმარებით. ნახაზი 2.4. ბუნებრივი გაზის მოხმარება საცალო და პირდაპირი მომხმარებლების მიხედვით (%) ნახაზი 2.5. ბუნებრივი გაზის მოხმარება 2017 წლის თვეების მიხედვით (მლნ კუბ.მ) წინა წლების მსგავსად, 2017 წელსაც საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარება მკვეთრად გამოხატული სეზონურობით ხასიათდებოდა. სეზონურობის უმთავრესი მიზეზი არის თბოელექტროსადგურების, საყოფაცხოვრებო სექტორისა და მცირე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების (რომლებიც ბუნებრივ გაზს ძირითადად მოიხმარენ გათბობის მიზნით) მიერ ზამთრის სეზონზე ბუნებრივი გაზის გაზრდილი მოხმარება. ნახაზზე №2.5 ნაჩვენებია საქართველოს მოთხოვნა ბუნებრივ გაზზე 2017 წლის თვეების მიხედვით. წინა წლის მსგავსად, 2017 წელსაც ზამთრის სეზონზე (ოქტომბერი-მარტი) მოდის მთლიანი მოთხოვნის 72%. არსებული მოხმარების სტრუქტურის, ბაზრის არსებული სტრუქტურისა და იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს საქართველოში კონკურენტული ბუნებრივი გაზის ბაზრის ჩამოყალიბებას, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, 2017 წელს აქტიურ ფაზაში შევიდა ბუნებრივი გაზის საცავის მშენებლობის საკითხი. ბუნებრივი გაზის საცავის მშენებლობის დაწყება 2018 წლის პირველ ნახევარში, ხოლო დასრულება - 2021 წელს იგეგმება. წინასწარი შეფასებით საცავში 300 მლნ კუმ.მ-მდე ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწისქვეშა ბუნებრივი გაზის საცავის მშენებლობისთვის გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის პროცედურა. წინა წლების მსგავსად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების ზრდა რჩება ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის ზრდის უმთავრეს ფაქტორად. როგორც ნახაზ №2.7-დან ჩანს, საყოფაცხოვრებო სეგმენტი არის ერთადერთი, სადაც მუდმივად იზრდება ბუნებრივი გაზის მოხმარება. საყოფაცხოვრებო სექტორში ბუნებრივი გაზის ზრდის მიზეზი არის როგორც ახალი მომხმარებლების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება, ასევე არსებული მომხმარებლების მიერ მოხმარების ზრდა (იხილეთ ნახაზი №2.6). მიუხედავად მოხმარების ზრდისა ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა მისი მოხმარების სტრუქტურა (ბოლო წლების განმავლობაში მოხმარების სტრუქტურის მცირედი ცვლილება ძირითადად გამოწვეულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის ზრდით (იხილეთ ნახაზი №2.7). 55 ნახაზი 2.6. ბუნებრივი გაზის მოხმარება მომხმარებელთა ჯგუფების მიხედვით (მლნ. კუბ.მ) ნახაზი 2.7. ბუნებრივი გაზის მოხმარების სტრუქტურა (%) 2017 წელს ერთი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მოხმარებულმა ბუნებრივმა გაზმა საშუალოდ 827 კუბ.მ შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 0.12%-ით აღემატება 2016 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს. ერთი მომხმარებლის მიერ მოხმარება ზრდადი ტენდენციით ხასიათდება (იხილეთ ნახაზი №2.8), რისი მიზეზიც შეიძლება იყოს მისი გამოყენების ზრდა საცხოვრისის გათბობის მიზნებისათვის და ცენტრალური გათბობის სისტემაზე გადასვლით. საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა განსხვავებულია რეგიონების მიხედვით. ნახაზზე მოცემულია საშუალოდ ერთი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა რეგიონების მიხედვით. საშუალოდ, ერთი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ყველაზე მეტ გაზს თბილისში, სამცხეჯავახეთსა და მცხეთამთიანეთში მოიხმარს. ზოგადად, ამ მაჩვენებლის სიდიდე დამოკიდებულია რეგიონში ქალაქის მომხმარებელთა რაოდენობაზე. ნახაზი 2.8. ერთი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საშუალო ოდენობა (მ3)18 56 ნახაზი 2.9. ერთი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა რეგიონების მიხედვით ინდივიდუალური აბონენტების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის მუდმივი ზრდა მიუთითებს საყოფაცხოვრებო სექტორში ბუნებრივი გაზის როლის ზრდაზე. იმ პირობებში, როდესაც შეშა ქვეყანაში სულ უფრო ძნელად მოსაპოვებელი ხდება და, შესაბამისად, იზრდება მისი ფასი, ბუნებრივი გაზი არის ყველაზე ხელმისაწვდომი (როგორც ფინანსურად, ასევე ენერგიაზე წვდომის კუთხით) ენერგიის წყარო საქართველოს სოფლების მასობრივი გაზიფიცირების პირობებში. გარდა ამისა, საყოფაცხოვრებო სექტორში ბუნებრივი გაზის მოხმარების ცვლილება დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, გამოყენებულ გაზის მომხმარებელ დანადგარებსა და მათ სწორ ექსპლუატაციაზე და ა.შ. წინა წლების მსგავსად 2017 წელიც გამოირჩეოდა ახალი მომხმარებლების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ინტენსივობით. სულ 2017 წელს გამანაწილებელ ქსელზე მიერთდა 101,527 ახალი მომხმარებელი, რომელთაგან 94,596 იყო საყოფაცხოვრებო. შედეგად, 2017 წლის ბოლოს ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლების რაოდენობამ 1,157,127 შეადგინა, რომელთაგან 1,116,217 არის საყოფაცხოვრებო (იხილეთ ნახაზი №2.10.ა). ახალი მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა (95%) წარმოდგენს შპს „ყაზტრანსგაზთბილისის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ აბონენტებს. მიუხედავად იმისა, რომ საცალო მომხმარებლების უმეტესობა კონცენტრირებულია ქ. თბილისის გარეთ, საპირისპირო მდგომარეობაა ბუნებრივი გაზის მოხმარების კუთხით. როგორც №2.10.ა და №2.10.ბ ნახაზებზე ჩანს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში დედაქალაქში ინდივიდუალური მომხმარებლები უფრო მეტ ბუნებრივ გაზს მოიხმარენ, ვიდრე მის გარეთ. საქართველოს სტატის¬ტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წელს განხორ¬ციელებული შინამეურნეობების სექტორში ენერგორესურსების მოხმარების სტატისტიკური კვლევა იძლევა შესაძლებლობას, რომ განისაზღვროს შინამეურნეობებში ენერგო18 2017 წლისათვის საშუალო მოხმარება დათვლილია აბონენტების საშუალო რაოდენობის მიხედვით, ხოლო 2014-2016 წლებისთვის - წლის ბოლოს არსებული მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით. 57 ნახაზი 2.10.ა ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელთა რაოდენობა ნახაზი 2.10.ბ ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელთა მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება (მლნ. კუბ.მ) ნახაზი 2.11. შინამეურნეობების განაწილება გათბობისა და საკვების მოსამზადებლად გამოყენებული ბუნებრივი გაზის მიხედვით (%)19 19 რესურსების მოხმარების სტრუქტურა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბუნებრივ გაზზე მომუშავე გათბობის ინდივიდუალურ ცენტრალურ სისტემას იყენებს შინამეურნეობების 10.5%. აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ქალაქში 17.1%, ხოლო სოფელში 1.6%-ის ფარგლებშია. შინამეურნეობების 88.3% იყენებს გათბობის ისეთ ინდივიდუალურ საშუალებებს, როგორიცაა ელექტრო ან გაზის გამათბობელი, შეშის ღუმელი, ბუხარი და ა.შ., ხოლო შინამეურნეობების 1.2% გათბობის გარეშეა. სხვადასხვა მიზნით ბუნებრივი გაზის გამოყენების გავრცელების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ნახაზზე №2.11. ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზანი განსაზღვრავს მისი მოხმარების განაწილებას მომხმარებელთა მიხედვით. ნახაზზე №2.12 მოცემულია ბუნებრივი გაზის სხვადასხვა კატეგორიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა რაოდენობა სამი განაწილების ლიცენზიატისათვის (შპს „ყაზტრანსგაზთბილისი“, სს „საქორგგაზი“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“). როგორც ნახაზიდან ჩანს, ზაფხულის თვეებში მომხმარებლები მნიშვნელოვნად ამცირებენ ბუნებრივი გაზის მოხმარებას, ხოლო ზამთარში მათი ნაწილი მკვეთრად ზრდის მოხმარებას, წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შინამეურნეობებში ენერგორესურსების მოხმარება, 2017 წ. 58 ვინაიდან ბუნებრივ გაზს იყენებს გათბობის მიზნით. ის მომხმარებლები, რომლებიც ბუნებრივ გაზს მოიხმარენ გათბობის მიზნით, კონცენტრირებული არიან პირველ ორ კატეგორიაში (80 კუბ.მ და მეტი მოხმარება). ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ზამთრის თვეებში საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარებული ბუნებრივი გაზის 95% სწორედ იმ მომხმარებლების (მთლიანი მომხმარებლების რაოდენობის 55%-მდე) მიერ მოიხმარება, რომლებიც სარგებლობენ ბუნებრივ გაზზე მომუშავე გამათბობლებით. ნახაზი 2.12. ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობა (%) კატეგორიების მიხედვით ნახაზი 2.13. ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა (%) კატეგორიების მიხედვით როგორც აღინიშნა, საყოფაცხოვრებო და მცირე არასაყოფაცხოვრებო (სადაც ბუნებრივი გაზი ძირითადად გამოიყენება მხოლოდ შენობის გათბობის მიზნით) მომხმარებლების სეგმენტში ბუნებრივი გაზის მოხმარება მკვეთრად გამოხატული სეზონურობით ხასიათდება. ზამთარსა და ზაფხულში ბუნებრივი გაზის მოხმარებაში განსხვავება მჭიდრო კავშირშია კლიმატურ პირობებთან. საქართველოში ზამთრის პერიოდში (რომელიც გრძელდება თითქმის 6 თვე, ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით) ენერგიის მოხმარების მაქსიმალური მნიშვნელობები 59 დაკავშირებულია ტემპერატურის ვარდნასთან, ხოლო გარდამავალ პერიოდში ენერგიის მოხმარების დონე საკმაოდ სტაბილური ხდება მანამ, სანამ ჰაერის ტემპერატურა ზრდას დაიწყებს. გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურის ნებისმიერი ზრდა ენერგიის მოხმარების შემცირებაში ვლინდება. ბუნებრივი გაზის მოხმარებასა და ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურას შორის ურთიერთდამოკიდებულების შესწავლისათვის გამოყენებულ იქნა კლიმატის შესახებ სტატისტიკური მონაცემი - გრადუს დღე (Degree Day), რომელიც ზომავს დღის საშუალო გარე ტემპერატურასა და საბაზისო ტემპერატურას შორის სხვაობას. საბაზისო ტემპერატურა წარმოადგენს შენობის ბალანსის წერტილს, ანუ გარემოს მინიმალურ ტემპერატურას, რომლის პირობებშიც შენობის გათბობის საჭიროება არ არსებობს. თუ დღის საშუალო ტემპერატურა საბაზისოზე დაბალია, ასეთი დღე მიჩნეულია გათბობის გრადუს დღედ. გათბობის გრადუს დღე, როგორც ცივი ამინდების სიმკაცრისა და ხანგრძლივობის საზომი, დამოკიდებულია გარეთ არსებულ ატმოსფერულ ტემპერატურაზე. ბუნებრივი გაზის ყოველდღიურ მოხმარებასა და საშუალო ტემპერატურას შორის ურთიერთკავშირი ნაჩვენებია ნახაზზე №2.14. აქ კარგად ჩანს, რომ 15ᵒС-ზე მეტი ტემპერატურის პირობებში ბუნებრივი გაზის მოხმარება სტაბილურია და წარმოადგენს საბაზისო მოხმარებას, რომელიც თითქმის არაა დამოკიდებული ამინდზე. ამ დროს ბუნებრივი გაზი გამოიყენება მხოლოდ საკვების მოსამზადებლად და წყლის გასაცხელებლად. როდესაც ტემპერატურა ჩამოსცდება 15ᵒС-ს, მომხმარებლები იწყებენ ბუნებრივი გაზის გამოყენებას გათბობის მიზნით, რაც მკვეთრად აისახება ბუნებრივ გაზზე მოთხოვნაზე. შესაბამისად, 15ᵒС წარმოადგენს საბაზისო ტემპერატურას, საიდანაც უკვე გათბობის ჩართვა ხდება აუცილებელი. გათბობის გრადუს დღე არის მაჩვენებელი, რომელიც წარმოადგენს იმ გრადუსების რაოდენობას, რამდენითაც დღიური ტემპერატურის საზომი მაჩვენებელი (საშუალო, მაქსიმუმი ან მინიმუმი) ჩამორჩება საბაზისო ტემპერატურას. ნახაზზე №2.15 მოცემულია გათბობის გრადუს დღეები წლების მიხედვით, საიდანაც ჩანს, რომ გათბობის გრადუს დღეები შემცირების ტენდენციით ხასიათდება. გამონაკლისს 2016 წელი წარმოადგენს. გათბობის გრადუს დღეების მიხედვით ყველაზე თბილი წელი იყო 2017 წელი. ნახაზი 2.14. ბუნებრივი გაზის მოხმარებისა და ტემპერატურის დამოკიდებულება 60 გათბობის გრადუს დღე გამოყენებულია ენერგიაზე მოთხოვნის მონიტორინგის მიზნითაც, რაც გულისხმობს სივრცის გათბობისათვის საჭირო ენერგიაზე მოთხოვნის ნორმალიზებას ისე, რომ ნორმალიზებული მაჩვენებლების ერთმანეთთან შედარება იქნეს შესაძლებელი, როგორიცაა 2016 და 2017 წლების დეკემბრის თვის მოხმარებების შედარება არსებული ზამთრის სიმკაცრის გათვალისწინებით. გასული წლისა და მიმდინარე წლის მოხმარებების შესადარებლად ამინდით ნორმალიზებული მოხმარებები გამოიყენება. მიმდინარე მოხმარებისა და ამინდით ნორმალიზებული მოხმარების შედარებით დანაზოგის/ნამეტის დათვლის შესაძლებლობაც გვაქვს. ნახაზი 2.15. გათბობის გრადუს დღეები საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარებასა და გათბობის გრადუს დღეებს შორის კავშირის გამოკვლევით დადგინდა, რომ 1 გრადუსით ტემპერატურის შემცირებას, გარდა საბაზისო მოხმარებისა, შეესაბამება ბუნებრივი გაზის მოხმარების საშუალოდ 13%-ით ზრდა. ასევე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბუნებრივ გაზზე მოხმარებაში ცვლილების 86% ტემპერატურული ცვლილებით არის განპირობებული. შედეგად, სივრცის გათბობა არის მთავარი კომპონენტი ენერგიაზე მოთხოვნაში. 2.2. ლიცენზირება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა 2017 წლის მონაცემებით ტრანსპორტირების სისტემის სიგრძე ჯამში შეადგენს 1967 კმ-ს და მოიცავს 380 ერთეულ გაზგამანაწილებელ სადგურს. ტრანსპორტირების სისტემის შესახებ დეტალური მონაცემები მოცემულია ნახაზზე №2.16. 61 ნახაზი 2.16. საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სიგრძე სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით შემცირებულია ტრანსპორტირების სისტემის დღიური პიკური დატვირთვა 3,6%-ით და 2017 წლის მონაცემებით შეადგინა 13,300 მ³/დღეში, ხოლო საათურ ჭრილში შემცირდა 0,3 %-ით და შეადგინა 665 მ³/საათში. ბოლო წელთან შედარებით გაზრდილია ტრანსპორტირების სისტემაში ბუნებრივი გაზის დანაკარგი (იხილეთ ნახაზი №2.17). დანაკარგის მატება მეტწილად განპირობებულია სამხრეთკავკასიური მილსადენიდან ტრანსპორტირების სისტემაში შემოდინებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის მეთოდიკის მოწესრიგებით (განხორციელდა 15°C ნახაზი 2.17. საქართველოს ბუნებრივი გაზის სტანდარტული პირობების ბუნებრივი ტრანსპორტირების სისტემაში დანაკარგის ოდენობა გაზის გადაანგარიშება 20°C სტანდარტული პირობების ბუნებრივ გაზად), ვიდრე ქსელის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესებით. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ათწლიანი გეგმის მომზადება არაა გათვალისწინებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, იგი მზადდება საქართველოს ტრანსპორტირების სისტემის მესაკუთრე სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ. გეგმა მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარების კონცეპტუალურ საკითხებს. 2017 წელს შემუშავებულ გეგმაში განხილულია ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივები, მისი მდგომარეობის შესწავლისა და ჰიდრავლიკური მოდელირების შედეგების გათვალისწინებით, 2018-2019 წლებისათვის. გეგმაში წარმოდგენილია ქვეყნის სატრანზიტო და ქვეყნის ერთიანი გაზმომარაგების სისტემის შემადგენელი მაგისტრალური მილსადენებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობის მშენებლობისა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საინვესტიციო პროექტების დახასიათება და ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრები, განხილულია ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სტრატეგიული პროექტები (მიწისქვეშა გაზსაცავი, ტრანსსასაზღვრო ინტერკონეკტორები, 62 შემკრავები ქვეყნის რეგიონებში რგოლური მიწოდების უზრუნველყოფისათვის და ა.შ.) და სხვა შესასრულებელი სამუშაოები. აღნიშნული გეგმის ფარგლებში 2017 წლის მანძილზე სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დაასრულა „წითელი ხიდი - გარდაბნის“ 18 კმ, 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის, „თელავი - ახმეტის“ 29 კმ, 200 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენისა და მდინარე ყუროზე საჰაერო გადასასვლელის მშენებლობა. 2018-2027 წლების გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულია მოკლე საშუალო და გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტების განხორციელება:  მოკლევადიანი გეგმა მოიცავს ჯამში დაახლოებით 227 კმ სიგრძის მილსადენისა მშენებლობას, ყველაზე მსხვილი გაზგამანაწილებელი სადგურის რეაბილიტაციას და გაზსადენების მონიტორინგისა და მართვის (SCADA) სისტემის მოწყობას. ინვესტიციის ჯამური ოდენობა 190.5 მლნ ლარს შეადგენს;  საშუალოვადიანი გეგმა მოიცავს 25 კმ ახალი გაზსადენის მშენებლობას, ჯამური საინვესტიციო ღირებულებით – 36.1 მლნ ლარი;  გრძელვადიანი გეგმა მოიცავს ახალი 70 კმ მილსადენის მშენებლობის და AGRI (Azerbaijan Georgia Romania Interconnector) პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში ახალი 370 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობას. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ოპერირებდა 26 განაწილების ლიცენზიატი. მათ შორის სამი მსხვილი ლიცენზიატია (შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, სს „საქორგგაზი“). აღნიშნულმა სამმა მსხვილმა განაწილების ლიცენზიატმა წინა წლის მსგავსად 2017 წელსაც გაანაწილა მთლიანი განაწილებული გაზის 90% (იხ. ნახაზი 2.18). 2017 წელს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში დაიკარგა 62.6 მლნ. კუბ.მ გაზი. წინა წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის დანაკარგები თითქმის განახევრებულია, რაც გამოწვეულია ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების აღრიცხვის სისტემის მოწესრიგებით. წინა წლების მსგავსად, დანაკარგების უდიდესი ნაწილი (91%) ზემოაღნიშნული სამი ლიცენზიატის ქსელში ნახაზი 2.18. განაწილების ლიცენზიატების წილი ჯამურად განაწილებულ ბუნებრივ გაზში (მილიონი დაიკარგა. კუბ.მ; %) 2.2.1 სალიცენზიო განაცხადები და ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების გაცემას, მასში ცვლილების შეტანასა და გაუქმებას, ასევე სალიცენზიო პირობების განსაზღვრასა და მათი შესრულების კონტროლს ახორციელებს კომისია. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს 63 კანონის მიხედვით, ბუნებრივი გაზის სექტორში კომისია გასცემს ბუნებრივი გაზის განაწილებისა და ტრანსპორტირების ლიცენზიას. ლიცენზია გაიცემა უვადოდ. საქართველოს ბუნებრივი გაზის სექტორში 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფუნქციონირებს 27 ლიცენზიატი, მათ შორის 1 – ტრანსპორტირებისა და 26 – განაწილების. 2017 წელს კომისიაში განხილულ იქნა ერთი განაცხადი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემის თაობაზე. კომისიამ განიხილა ლიცენზიის მაძიებლის, შპს „ვიპ-სერვისის“, განაცხადი, რომელიც ითხოვდა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემას დაბა ბაკურიანში, მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში. ვინაიდან დაბა ბაკურიანში არსებული მომხმარებლები უკვე მიერთებული არიან სხვა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე, კომისიამ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად. 2017 წელს გაუქმდა 1 ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია (შპს „წალკაგაზი“). მის გაუქმებას საფუძვლად დაედო იმ გამანაწილებელ ქსელზე საკუთრების/მფლობელობის უფლების დაკარგვა, რომელზედაც გაცემული იყო შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია. საანგარიშო პერიოდში მოდიფიცირდა 3 განაწილების ლიცენზია. მათგან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ სამოქმედო არეალები გაფართოვდა, ხოლო შპს „ბორჩალო+“-ს შეეცვალა სახელი, იურიდიული მისამართი და დირექტორი, ხოლო ორგანიზაცია დარეგისტრირდა, როგორც შპს „გაზტრანს სერვისი“. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის 2017 წლის 19 აპრილის N30/26 გადაწყვეტილებით გაიცა ლიცენზია შპს „გაზტრანს სერვისზე“. 2017 წელს „გაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 3 ნოემბრის №43/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „გაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალს“ კომისიის 2017 წლის 8 თებერვლის №8/23, 5 მაისის №35/63, 22 სექტემბრის №72/23, 27 ნოემბრის №89/10 გადაწყვეტილებებით დაემატა 132 დასახლებული პუნქტი და საანგარიშო პერიოდის ბოლოდან ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური გავრცელდა 873 დასახლებულ პუნქტზე. გაზიფიცირებული დასახლებების სრული ჩამონათვალი განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე. 2017 წელს კვლავ გრძელდებოდა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების გამსხვილების პროცესი. შესაბამისად, მცირდებოდა განაწილების ლიცენზიატების რაოდენობა. ნახაზზე №2.19 მოცემულია ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების რაოდენობა წლების მიხედვით. სავარაუდოა, რომ ლიცენზიატების გამსხვილების პროცესი გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. ნახაზი 2.19. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების რაოდენობის დინამიკა 64 2.2.2 ტექნიკური რეგულირების შედეგები კომისია ახორციელებს რეგულირებული საწარმოების საქმიანობის კონტროლს. 2017 წელს სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის 5,000 ლარით დაჯარიმდა შპს „დი-ვი-ეს“, რომელიც საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის საფასურს არიცხავდა კომისიის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის ზედა ზღვარზე მაღალი ტარიფით. განაწილების ლიცენზიატს დაევალა ზედმეტად დარიცხული თანხის მომხმარებლებისთვის დაბრუნება. 2017 წელს კომისიამ განიხილა შპს „ტაბასა“ და მომხმარებლებს შორის არსებული დავა, რომელიც ეხებოდა მრიცხველის შეცვლის საფასურის მომხმარებლებისთვის დარიცხვის საკითხს. კომისიამ განაწილების ლიცენზიატი გააფრთხილა და განუსაზღვრა ვადა ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებისათვის და მომხმარებლებისათვის უსაფუძვლოდ დარიცხული და მათ მიერ გადახდილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხის დასაბრუნებლად. კომისიის აპარატის მიერ დადგინდა, რომ სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ მის მომხმარებლებთან ანგარიშსწორებას ახორციელებდა ბუნებრივი გაზის ქვითრით, რომელიც არ შეესაბამებოდა კომისიის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. კომისიამ მისცა განმარტება სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისათვის წარსადგენი ქვითრის ფორმისა და მასში აღსანიშნავი ინფორმაციის თაობაზე და განუსაზღვრა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. 2017 წელს კომისიამ დააჯარიმა 3 მიმწოდებელი, რომლებიც ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას ახორციელებდნენ კომისიაში შესაბამისი ანგარიშგების წარმოდგენის გარეშე. ჯარიმის ოდენობამ თითოეულ შემთხვევაში შეადგინა 5,000 ლარი. საქართველოში ბუნებრივი გაზის მიწოდება ხორციელდება სხვადასხვა წყაროდან, როგორიცაა ადგილობრივი წარმოება და იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან. შესაბამისად, ბუნებრივი გაზის ტექნიკური პარამეტრები განსხვავებულია. დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ბუნებრივი გაზის ხარისხი განსაზღვრულია სახელმწიფოთაშორისი სტანდარტით ГОСТ 5542-87, რომლის თანახმადაც ბუნებრივი გაზის მინიმალური დასაშვები თბოუნარიანობა შეადგენს 7,600 კკალ/მ3-ს სტანდარტულ პირობებში (200C და 1 ბარი წნევის პირობებში). საქართველოში იმპორტირებული გაზის მინიმალური და მაქსიმალური კალორიულობა მოცემულია ცხრილ 2.2-ში, ხოლო 2017 წელს იმპორტირებული გაზის ფაქტობრივი საშუალო კალორიულობა თვეების მიხედვით მოცემულია ნახაზზე 2.22. 2015 2017 2016 მინ. მაქს. მინ. მაქს. მინ. მაქს აზერბაიჯანიდან იმპორტირებული გაზი 8,379 8,565 8,428 8,500 8,200 8,500 სამხრეთკავკასიური მილსადენიდან მიღებული გაზი 8,364 8,407 8,412 8,431 8,000 8,400 სომხეთში ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზი 8,112 8,777 8,133 8,732 7,900 8,200 ცხრილი 2.2. საქართველოში მოწოდებული ბუნებრივი გაზის მინიმალური და მაქსიმალური თბოუნარიანობა (კკალ/მ³) 65 როგორც 2.2 ცხრილიდან ჩანს, საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში წლის განმავლობაში მიღებული ბუნებრივი გაზის მაქსიმალური და მინიმალური კალორიულობის დღიურ მაჩვენებლებს შორის განსხვავება არის 7%. განსხვავება მინიმალურია, თუ დავაკვირდებით საშუალო თვიურ მაჩვენებლებს ნახაზზე №2.20. ნახაზი 2.20. საქართველოში მიღებული ბუნებრივი გაზის საშუალო თბოუნარიანობა თვეების მიხედვით (კკალ.მ3) მთლიანი (Gross) მინ. მაქს. თბოუნარიანობა ბელგია 7,490 8,441 ხორვატია 7,825 9,705 ჩეხეთის რესპუბლიკა 7,155 8,982 საფრანგეთი 8,145 9,743 უნგრეთი 6,546 9,575 იტალია 7,391 9,575 ლატვია 7,375 9,294 ლიტვა 7,916 პოლონეთი 8,038 9,743 პორტუგალია 10,070 სლოვენია 8,145 8,175 ესპანეთი 7,787 9,705 საქართველო 7,900 8,500 ცხრილი 2.3. ბუნებრივი გაზის თბოუნარიანობა (კკალ.მ3) საქართველოსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (200 С და 1 ბარი წნევის პირობისთვის, წმინდა/ქვედა [NET] თბოუნარიანობა) ევროპის ქვეყნებში ბუნებრივი გაზის როგორც ოდენობის აღრიცხვა, ისე მისი თბოუნარიანობის გაზომვა სხვა პირობებში ხდება, რის გამოც საქართველოში არსებული და ევროპული ბუნებრივი გაზის გადაცემის (ტრანსპორტირების) სისტემის ოპერატორების მიერ გამოქვეყნებულია მონაცემების შედარება არასწორ შედეგამდე მიგვიყვანს. ცხრილში №2.3 შედარებულია ბუნებრივი გაზის თბოუნარიანობის მონაცემები საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში. როგორც ცხრილიდან ჩანს, საქართველოში ბუნებრივი გაზის თბოუნარიანობა არ ჩამოუვარდება ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს. 66 2.3. ფასწარმოქმნა და სატარიფო რეგულირება 2.3.1. სამართლებრივ-მეთოდოლოგიური საფუძვლები ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატებისთვის კომისიის მიერ შესაბამისი ტარიფების დადგენის საფუძველს წარმოადგენს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი და ამავე კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“. ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების გაანგარიშებისას გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული „დანახარჯები პლუს“ რეგულირების პრინციპი. 2017 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით ცვლილებები განხორციელდა სატარიფო მეთოდოლოგიაში, რომელიც ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის გაანგარიშების ახალი წესის განსაზღვრას, ასევე რეგულირებადი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საბრუნავი კაპიტალის საპროცენტო ხარჯის ასახვას ლიცენზიატი საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზაში და სხვა ცვლილებებს. ამასთან, კომისიის 2017 წლის 20 იანვრის №4/7 გადაწყვეტილებით დამტკიცდა „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის გაანგარიშების მიზნით წარმოსადგენი სატარიფო განაცხადის ფორმა“. 2.3.2. სატარიფო რეგულირება და სექტორში მოქმედი ტარიფები ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების საქმიანობა წარმოადგენს ბუნებრივ მონოპოლიებს და სრულად ექვემდებარება კომისიის სატარიფო რეგულირებას. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის მიწოდებას, „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებით მიწოდების საქმიანობის დერეგულირება მოხდა გარკვეული კატეგორიის მომხმრებლებისათვის. აღნიშნულ ბრძანებაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 14 აგვისტოს №52 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმად, „ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირებისთვის (მოსახლეობა-საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე იმ ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების მიერ, რომელთაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 1 ივლისის შემდგომ პერიოდში დაუდგინდათ ფიზიკური პირებისთვის (მოსახლეობა-საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) ბუნებრივი გაზის მიწოდების სამომხმარებლო ტარიფი“. 2017 წელს კომისიის მიერ, ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე, განხორციელდა ტრანსპორტირების ლიცენზიატ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ახალი ტარიფის დადგენა. აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფები დაუდგინდა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატებს: შპს „ყაზტრანსგაზ თბილისს“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“, სს „საქორგგაზსა“ და შპს „არზუ-გაზს“. შესაბამისად, ხსენებული განაწილების ლიცენზიატების არეალში ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებზე კომისიის მიერ ტარიფების დადგენის შემდგომ აღარ ვრცელდება დერეგულირების შესახებ ბრძანება. 67 2.3.2.1 ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფების დადგენის მოთხოვნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ 2017 წლის 28 თებერვლის #1/05-448 და 17 მარტის #1/05-617 წერილებით კომისიაში წარმოდგენილ იქნა სატარიფო განაცხადი თანდართული მასალებით. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი, რომლის ცვლილების მოთხოვნითაც იქნა სატარიფო განაცხადი წარმოდგენილი, მოქმედებდა 2001 წლიდან. მაღალი წნევის მაგისტრალურ გაზსადენებს, რომელთა ძირითადი ნაწილიც სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საკუთრებაშია, საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ოპერირებას უწევს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობას და ბუნებრივი გაზის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკაში. ამასთან, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიის გავლით ბუნებრივი გაზის ტრანზიტის საქმიანობა კომისიის რეგულირების სფეროს არ განეკუთვნება. აქედან გამომდინარე, კომპანიის ბალანსზე არსებული აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება და, შესაბამისად, რეგულირებადი დანახარჯების ბაზა გადანაწილდა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის საქმიანობებზე, რათა ტრანსპორტირების ტარიფში ასახულიყო მხოლოდ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული დანახარჯები. შედეგად, კომისიის 2017 წლის 17 ივლისის №12 დადგენილებით შევიდა ცვლილება „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაუდგინდა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ახალი ტარიფი – 1.884 თეთრი/მ3-ზე დღგ-ის გარეშე, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე. 2.3.2.2. ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფები კომისიის მიერ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ყაზტრანსგაზთბილისისა“ და შპს „არზუ-გაზის“ სატარიფო განაცხადების საფუძველზე, 2017 წელს გაანგარიშდა და დადგინდა ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების შესაბამისი ტარიფები. შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ „საქართველოს რეგიონების ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფისა და შესაბამის დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 დეკემბრის №888 განკარგულების საფუძველზე 2008 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა „უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის, რომლის თანახმადაც შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რეგიონალური გაზგამანაწილებელი კომპანიების აქციები გარკვეული პირობებით, რომელშიც 2014 წლის 8 დეკემბერს შეტანილი ცვლილებისა და დამატების თანახმად, შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ დაეკისრა ვალდებულება 250 000 პოტენციური მომხმარებლის გაზიფიცირების მიზნით 2017 წლის ბოლომდე უზრუნველეყო 250,000,000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება. ამასთან, საინვესტიციო დანახარჯების ნაწილის –150,000,000 აშშ დოლარის 68 გათვალისწინება ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფის გაანგარიშებისას უნდა მოხდეს არა უადრეს 2020 წლიდან. შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ასევე ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას. შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ბუნებრივი გაზის განაწილების არეალში ზემოაღნიშნული ვალდებულებით განხორციელებული ინვესტიციების, აგრეთვე სხვა მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიებისაგან ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების შესყიდვისა და სალიცენზიო არელების გაფართოების საფუძველზე, 2017 წლის მდგომარეობით, სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში მოქმედებდა 41 ინდივიდუალური ტარიფი. ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მოთხოვნით შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ 2017 წლის 20 და 27 თებერვლის წერილებით კომისიაში წარმოდგენილ იქნა სატარიფო განაცხადი. „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კომისია საწარმოს რეგულირებადი აქტივების ღირებულების განსაზღვრის მიზნით იყენებს ისტორიული ღირებულებით შეფასების მეთოდს, ხოლო იმ აქტივებისათვის, რომელთა ისტორიული ღირებულების დადგენა შეუძლებელია, კომისია იყენებს აღდგენითი ღირებულებით შეფასების მეთოდს. შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ რეგულირებადი აქტივების ბაზის სატარიფო მეთოდოლოგიასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №2023 განკარგულების საფუძველზე, 2015 წლის 26 თებერვალს გაფორმდა №36/15 ხელშეკრულება კომისიასა და აუდიტორულ კომპანია შპს „BDO-ს“ შორის, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ რეგულირებადი აქტივების ბაზაში ჩართული აქტივებისა და მათი ღირებულებების ერთიანი პროცედურებით და მეთოდით დადგენასთან დაკავშირებული აუდიტორული მომსახურების შესყიდვის მიზნით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „BDO-მ“ მოახდინა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ რეგულირებადი აქტივების ნაწილზე ისტორიული ღირებულების დოკუმენტური დადასტურება, ხოლო აქტივების იმ ნაწილის, რომელთა ისტორიული ღირებულების დადგენა ვერ განხორციელდა, ცვეთადი აღდგენითი ღირებულებით შეფასება მოხდა 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში იდენტიფიცირდა აგრეთვე 2014 წლის ჩათვლით მესამე მხარის დაფინანსებით მიღებული სახსრები და შექმნილი აქტივები, რათა ტარიფში არ მომხდარიყო იმ დანახარჯების ასახვა, რომელიც არ გაუწევია ლიცენზიატ საწარმოს. სატარიფო განაცხადის ფარგლებში შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა აგრეთვე შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ 2015 და 2016 წლებში განხორციელებული ინვესტიციები და ამავე პერიოდში მესამე მხარის დაფინანსებით შექმნილი აქტივების ღირებულება. ამასთან, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, რეგულირებადი აქტივების ბაზიდან ამოღებულ იქნა აქტივები საწყისი ღირებულებით 150 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი 256,602,805 ლარი (შესაბამისი ინვესტიციების განხორციელებისას არსებული გაცვლითი კურსებით), რომლებიც ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული ტარიფში. შესაბამისად, განისაზღვრა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ რეგულირებადი აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. კომისიის აპარატის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ 2015 წლის ფაქტობრივი საოპერაციო დანახარჯებისა და შემოსავლების დეტალური აუდიტი. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასი შეადგენდა 1000მ3-ზე 105 აშშ დოლარს დღგ-ის გარეშე, ხოლო ქსელში ბუნებრივი გაზის დანაკარგების შესავსებად შესასყიდი ფასი – 185 აშშ დოლარს 1000მ3-ზე დღგ-ის გარეშე. ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსი გათვალისწინებულ იქნა „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 69 საქართველოს კანონში გამოყენებული გაცვლითი კურსის ოდენობით – 1 აშშ დოლარი = 2.50 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სატარიფო განაცხადით წარმოდგენილი საწარმოს ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლების შესწავლა-ანალიზის საფუძველზე კომისიის მიერ განისაზღვრა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ რეგულირებადი დანახარჯების ბაზა, რომელიც მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგიით გათვალისწინებული რეგულირების პრინციპების შესაბამისად, გადანაწილდა მიწოდების და განაწილების საქმიანობებზე. არნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ განისაზღვრა ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფი – 26.75 თეთრი/მ3, განაწილება-გატარების ტარიფი – 19.62 თეთრი/მ3 და მოხმარების ტარიფი – 48.254 თეთრი/მ3 დღგ-ის გარეშე, რომელიც დამტკიცდა კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №14 დადგენილებით და მოქმედებს 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. სს „საქორგგაზი“ კომისიის 2013 წლის 18 დეკემბრის №34/2 გადაწყვეტილებით ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გაიცა სს ,,საქორგგაზზე“, რომელიც დაფუძნდა ყოფილი გაზგამანაწილებელი ლიცენზიატების, სს ,,გორიგაზის“, სს ,,ბოლნისიგაზის“, სს ,,ქუთაისგაზის“, შპს ,,სამტრედიაგაზის“, შპს ,,ბორჯომიგაზის“, სს თეთრიწყაროგაზის“, სს ,,რუსთავგაზის“, შპს ,,ვანიგაზის“, სს ,,კასპიგაზისა“ და შპს ,,თერჯოლის ბუნებრივი აირის“, შერწყმის ბაზაზე. ამასთან, აღნიშნულ კომპანიებზე გაუქმდა განაწილების ლიცენზიები, ხოლო „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 9 იანვრის N2 დადგენილებით სს „საქორგგაზზე“, როგორც სამართალმემკვიდრეზე, გავრცელდა აღნიშნული ყოფილი განაწილების ლიცენზიატებისთვის დადგენილი ტარიფები. ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მოთხოვნით სს „საქორგგაზის“ მიერ 2017 წლის 20 და 27 თებერვლის წერილებით კომისიაში წარმოდგენილ იქნა სატარიფო განაცხადი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომისიასა და აუდიტორულ კომპანია შპს „BDO-ს“ შორის გაფორმებული 2015 წლის 26 თებერვალის №36/15 ხელშეკრულების საფუძველზე, აუდიტორულმა კომპანიამ მოახდინა სს „საქორგგაზის“ რეგულირებადი აქტივების იმ ნაწილის, რომელთა ისტორიული ღირებულების დადგენა ვერ განხორციელდა, ცვეთადი აღდგენითი ღირებულებით შეფასება 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში იდენტიფიცირდა აგრეთვე 2014 წლის ჩათვლით მესამე მხარის დაფინანსებით მიღებული სახსრები და შექმნილი აქტივები, რათა ტარიფში არ მომხდარიყო იმ დანახარჯების ასახვა, რომელიც არ გაუწევია ლიცენზიატ საწარმოს. სატარიფო განაცხადის ფარგლებში შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა აგრეთვე სს „საქორგგაზის“ მიერ 2015 და 2016 წლებში განხორციელებული ინვესტიციები და ამავე პერიოდში მესამე მხარის დაფინანსებით შექმნილი აქტივების ღირებულება. შესაბამისად, განისაზღვრა სს „საქორგგაზის“ რეგულირებადი აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. განხორციელდა საწარმოს 2015 წლის ფაქტობრივი დანახარჯებისა და შემოსავლების დეტალური აუდიტი. ამასთან, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად, 3 საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასი 1000მ -ზე შეადგენდა 105 აშშ დოლარს დღგ-ის გარეშე, ქსელში გაზის დანაკარგების შესავსებად შესასყიდი ფასი კი – 185 აშშ დოლარს 1000მ3-ზე დღგ-ის გარეშე (გაცვლითი კურსი – 1 აშშ დოლარი = 2.50 ლარი). 70 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის მიერ განისაზღვრა სს „საქორგგაზის“ რეგულირებადი დანახარჯების ბაზა, რომელიც მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგიით გათვალისწინებული რეგულირების პრინციპების შესაბამისად გადანაწილდა მიწოდების და განაწილების საქმიანობებზე. შესაბამისად, სს „საქორგგაზისთვის“ განისაზღვრა ბუნებრივი გაზის ტარიფები: მიწოდების – 26.75 თეთრი/მ3, განაწილება-გატარების – 19.68 თეთრი/მ3 და მოხმარების ტარიფი – 48.314 თეთრი/მ3 დღგ-ის გარეშე, რომელიც დამტკიცდა კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №15 დადგენილებით და ძალაშია 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ სს „თბილგაზის“ გაკოტრების მმართველსა და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ შორის 2006 წლის 18 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონება გადაეცა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“, რის საფუძველზეც კომისიის 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისზე“ გაიცა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია. კომპანია ასევე ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებას მის განაწილების არეალში არსებულ საცალო მომხმარებლებზე. კომისიის 2009 წლის 16 მარტის N3/1 გადაწყვეტილებით, თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ დაინიშნა სპეციალური მმართველი. შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ 2017 წლის 23 თებერვლის წერილით კომისიაში წარმოდგენილ იქნა სატარიფო განაცხადი ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მოთხოვნით. შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ტარიფები მოქმედებდა 2007 წლიდან. კომისიის მიერ განხორციელდა დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ შედგენილი ანგარიშების/დასკვნების ანალიზი 2006 წლიდან 2015 წლის ჩათვლით პერიოდზე, ჩატარდა საწარმოს 2015 წლის ფაქტობრივი შემოსავლებისა და დანახარჯების დეტალური აუდიტი და მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგიით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით განისაზღვრა საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზის წმინდა საბალანსო ღირებულება. აღნიშნულის შედეგად განისაზღვრა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სატარიფო წლის რეგულირებადი დანახარჯების ბაზა, რომელიც მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგიით გათვალისწინებული რეგულირების პრინციპების შესაბამისად გადანაწილდა ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობებზე. ამასთან, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასი შეადგენდა 1000მ3-ზე 105 აშშ დოლარს დღგ-ის გარეშე, ხოლო ქსელში დანაკარგების შესავსებად - 185 აშშ დოლარს 1000მ3-ზე დღგ-ის გარეშე (გაცვლითი კურსი - 1 აშშ დოლარი = 2.50 ლარი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის“ განისაზღვრა ბუნებრივი გაზის ტარიფები: მიწოდების – 26.75 თეთრი/მ3, განაწილება-გატარების – 10.479 თეთრი/მ3 და მოხმარების ტარიფი – 39.113 თეთრი/მ3 დღგ-ის გარეშე, რომელიც დამტკიცდა კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №13 დადგენილებით და მოქმედებს 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. 71 შპს „არზუ-გაზი“ შპს „არზუ გაზისა“ და გარდაბნის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „არზუ გაზს“ 10-წლიანი ვადით იჯარით აღებული ჰქონდა სოფელ ვახტანგისში არსებული გაზსადენი, რის საფუძველზეც კომისიის მიერ 2006 წლის 31 მაისს (გადაწყვეტილება N14/3) გაიცა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია, ხოლო ტარიფები დადგინდა კომისიის 2007 წლის 16 აპრილის N6 დადგენილებით. კომპანია ასევე ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას მის განაწილების არეალში არსებულ საცალო მომხმარებლებზე. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ შპს „არზუ გაზს“ 10 წლის ვადით იჯარით კვლავ გადაეცა სოფელ ვახტანგისში მდებარე გაზსადენი მილი (11,619.77 მ.) და 2017 წლის 4 მაისს გაუფორმდა პირობებიანი იჯარის ხელშეკრულება, რომლის წლიური საიჯარო გადასახადი შეადგენს 16,357 ლარს, ნაცვლად წინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 200 ლარისა. შპს „არზუ გაზის“ მიერ 2017 წლის 06 ივლისის №12 წერილით კომისიაში წარმოდგენილ იქნა სატარიფო განაცხადი ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მოთხოვნით. კომისიის მიერ ჩატარდა კომპანიის 2015 წლის ფაქტობრივი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური აუდიტი, რის შედეგადაც განისაზღვრა შპს „არზუ გაზის“ მომდევნო სატარიფო წლისთვის რეგულირებადი დანახარჯების ბაზა, რომელიც მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგიით გათვალისწინებული რეგულირების პრინციპების შესაბამისად, გადანაწილდა მიწოდებისა და განაწილების საქმიანობებზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის შესყიდვის ფასი შეადგენდა 1000მ3-ზე 105 აშშ დოლარს დღგ-ის გარეშე, ქსელში დანაკარგების შესავსებად კი – 185 აშშ დოლარს 1000მ3-ზე დღგის გარეშე (გაცვლითი კურსი – 1 აშშ დოლარი = 2.50 ლარი), შპს „არზუ გაზისთვის“ განისაზღვრა ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფი – 26.75 თეთრი/მ3, განაწილება-გატარების ტარიფი – 18.33 თეთრი/მ3 და მოხმარების ტარიფი – 46.964 თეთრი/მ3, რომელიც დამტკიცდა კომისიის 2017 წლის 31 ოქტომბრის №29 დადგენილებით. ტარიფები ძალაშია დადგენილების გამოქვეყნებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. ზემოაღნიშნული ლიცენზიატების არეალში დადგენილი საბოლოო სამომხმარებლო ტარიფები ცალკეული კომპონენტებით ნაჩვენებია ნახაზზე 2.21. ნახაზი 2.21. ბუნებრივი გაზის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის (თეთრი /კუბ.მ) 72 2.3.3. ტარიფების შედარებითი ანალიზი ცხრილში 2.4 და ნახაზზე 2.22 წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები 2017 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით. წყარო აზერბაიჯანი რუსეთი საქართველო (ყაზტრანსგაზი) საქართველო (საქორგგაზი) საქართველო (სოკარ ჯორჯია გაზი) უკრაინა სომხეთი თურქეთი მოლდოვა რუმინეთი სერბეთი ბულგარეთი უნგრეთი ხორვატია ლიტვა ლატვია პოლონეთი ესტონეთი სლოვაკეთი მაკედონია ჩეხეთი TC ERRA სემეკი სემეკი სემეკი ევროსტატი ERRA ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი ევროსტატი გადასახადების გარეშე (თეთრი/მ3) გადასახადები (თეთრი/მ3) გადასახადების ჩათვლით (თეთრი/მ3) 19.033 23.149 39.113 3.4 4.2 7.0 22.460 27.316 46.153 48.254 8.7 56.940 48.314 8.7 57.011 66.332 71.625 73.206 97.951 57.052 100.013 94.514 95.202 98.638 103.794 101.732 116.166 111.355 120.634 140.225 156.034 13.1 14.3 15.5 7.9 51.6 10.3 18.9 25.8 24.7 21.7 28.2 27.2 32.7 24.1 25.4 33.0 79.392 85.945 88.671 105.856 108.605 110.324 113.417 120.978 123.384 125.446 129.914 143.318 144.005 144.693 165.658 189.028 განმარტებები: TC - აზერბაიჯანის მარეგულირებელი ორგანო - ტარიფების საბჭო. ERRA - ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაცია. შენიშვნები: გაანგარიშებისას გამოყენებულია 2018 წლის 17 იანვრის მდგომარეობით არსებული გაცვლითი კურსები: 1 ევრო = 3.106 ლარი 1 აზერბაიჯანული მანათი = 1.497 ლარი გაანგარიშებისას გამოყენებული გაზის თბური შემცველობის მაჩვენებლები 1 მ3 = 11.06 კვტსთ 1 მ3 = 0.04 გჯ ცხრილი 2.4. ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფების შედარება (თეთრი/კუბ.მ) 73 ნახაზი 2.22. ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფების შედარება (თეთრი/კუბ.მ) 2.3.4. საინვესტიციო პროექტების შესრულების ანალიზი ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი ხუთი უმსხვილესი კომპანიის მიერ, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლისთვის დაგეგმილი იყო ინვესტიცია 225,329,511 ლარის ოდენობით, ხოლო ფაქტობრივად შესრულდა 224,462,310 ლარის ოდენობით (ნახაზი 2.23). მათ შორის, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მაგისტრალური გაზსადენების 225 330 224 462 მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით ინვესტიციები განხორციელდა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ, ხოლო ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაციისა დაგეგმილი ფაქტიური და სალიცენზიო საქმიანობის ნახაზი 2.23. ინვესტიცია ბუნებრივი გაზის სექტორში (1000 ლარი) განხორციელების მიზნით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა შპს 74 ტრანსპორტირება 51 031 23% განაწილება 173 431 77% „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ მიერ. აღნიშნული ლიცენზიატების მიერ საანგარიშო წლისთვის ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციები საქმიანობის მიხედვით წარმოდგენილია ნახაზზე 2.24. ნახაზი 2.24 ინვესტიცია ბუნებრივი გაზის სექტორში (1000 ლარი) 2.3.4.1. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ტრანსპორტირების მაღალი წნევის მაგისტრალურ გაზსადენებზე 2017 წელს დაგეგმილი საინვესტიციო თანხა შეადგენდა 52,295,645 ლარს, ხოლო ფაქტობრივად განხორციელდა 51,031,009 ლარის ინვესტიცია, საიდანაც 98,1% (50,061,578 ლარი) დაფინანსდა შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, ხოლო 1,9% (969,431 ლარი) – შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ სახსრებით. აღნიშნული ინვესტიციებით ძირითადად განხორციელდა მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა-რეაბილიტაცია (33,339.57ათასი ლარი), კერძოდ: 1. 2017 წელს დაიწყო ქობულეთის (აჭარა) განშტოება 500 მმ-იანი 45 კმ სიგრძის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარებული წინასწარი კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქობულეთის განშტოების 60 კმ მონაკვეთის ეტაპობრივი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შესახებ ახალი მარშრუტის გამოყენებით. პროექტისთვის საჭირო მასალები (686.62 ათასი ლარი) შეძენილი და მოწოდებულია 2016 წელს, ხოლო 45 კმ სიგრძის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა დაიწყო 2017 წელს და განხორციელდა 6,112.84 ათასი ლარის ინვესტიცია. მშენებლობის მთლიანი ღირებულება შეადგენს 10,483.80 ათას ლარს, ხოლო პროექტის დასრულების თარიღია 2018 წელი. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გურიის რეგიონისა და აჭარის გაზმომარაგების სისტემის ფუნქციონირების საიმედოობას და ჩამოაყალიბებს პირობებს გაზის გარანტირებული მიწოდებისთვის, მათ შორის ზამთრის პიკური და ზაფხულის საკურორტო პერიოდის დატვირთვების დროს, აშენდება არსებულის ალტერნატიული და მნიშვნელოვნად დაცული მილსადენის ახალი მაგისტრალი; 2. 2017 წელს დამთავრდა კახეთის განშტოება 300 მმ დიამეტრის 29 კმ სიგრძის მაგისტრალური გაზსადენის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც დაიწყო 2016 წელს. მშენებლობის მთლიანი ღერებულება შეადგენს 7,058.22 ათას ლარს, საიდანაც 5,636.35 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა 2017 წელს; 3. 2017 წელს დასრულდა წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი) - გარდაბნის 700 მმ დიამეტრის 18 კმ სიგრძის მაგისტრალური გაზსადენის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც დაიწყო 2016 წელს. პროექტის რეალიზაციით დასრულდა აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი 75 დამოუკიდებელი ხაზის რეაბილიტაციის სამუშაოთა კომპლექსი და შეიქმნა შესაძლებლობა აზერბაიჯანიდან მიღებულ იქნეს და შეუფერხებლად მიეწოდოს ნებისმიერ მსხვილ მომხმარებელს 6 მლნ.მ3/დღ და მეტი ბუნებრივი გაზი. პროექტის მთლიანი ღირებულება შედგენს 12,887.11 ათას ლარს, საიდანაც 10,142.73 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა 2017 წელს; 4. 2017 წელს დასრულდა ჩრ. კავკასია-ამიერკავკასიის 1200 მმ მაგისტრალური გაზსადენის მდინარე ყუროზე საჰაერო (ბაგირული) გადასასვლელის 0.27 კმ მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც დაიწყო 2016 წელს. არსებული ავარიული მიწისქვეშა გადასასვლელი შეიცვალა ახალი, მაღალი საიმედოობის საჰაერო ბაგირული გადასასვლელით, რაც უზრუნველყოფს სატრანზიტო გაზსადენის ფუნქციონირების საიმედოობას. პროექტის ღირებულებამ შეადგინა 3,027.49 ათასი ლარი, საიდანაც 2017 წელს განხორციელდა 2,544.47 ათასი ლარის ინვესტიცია. საანგარიშო წელს განხორციელდა ლოკალური სარეაბილიტაციო სამუშაოები, მასალების შესყიდვა, აღრიცხვის საშუალებების მოწყობა, მოხდა ძირითადი საშუალებების შეძენა ოფისისთვის, ასევე სპეცტექნიკის, ხელსაწყოებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა. 2.3.4.2 ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა 2017 წლისთვის ბუნებრივი გაზის განაწილების სექტორში დაგეგმილი ინვესტიციის მოცულობა შეადგენდა 173,034,000 ლარს. მათ შორის, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ – 139,062,000 ლარს, სს „საქორგგაზის“ – 18,602,000 ლარს, ხოლო შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის - 15,370,000 ლარს. ფაქტობრივად განხორციელდა 173,431,000 ლარის ინვესტიცია, მათ შორის 160,772,386 ლარი – საკუთარი სახსრებით, ხოლო 12,660,424 ლარი – მესამე პირების (მომხმარებლების) დაფინანსებით. განაწილების სექტორში 2017 წელს ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების მოცულობაში მნიშვნელოვანი წილი – 83.16% ანუ 144,228,510 ლარი მოდის შპს „სოკარ ჯორჯია გაზზე“, რომელმაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რეგიონული გაზგამანაწილებელი კომპანიების აქციების ნასყიდობის 2008 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში საანგარიშო წელს ააშენა და ექსპლუატაციაში შეიყვანა 3,857 კმ გაზგამანაწილებელი ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს 76,000 ახალი პოტენციური აბონენტის გაზიფიცირებას. ამავე წელს კომპანიის მიერ შესყიდულ იქნა გაზსადენები, რაზედაც გადახდილ იქნა 14,637,000 ლარი. სს „საქორგგაზის“ მიერ 2017 წელს განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა სულ 19,203,000 ლარი, მათ შორის, საკუთარი სახსრებით – 17,222,207 ლარი, ხოლო მესამე პირების დაფინანსებით – 1,980,793 ლარი. შესაბამისად, კომპანიის მიერ საანგარიშო წელს სხვადასხვა რეგიონში აშენდა 106.686 კმ სიგრძის ახალი გაზსადენები. განხორციელდა არსებული ქსელების რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გამანაწილებელ ქსელზე მიერთდნენ ახალი აბონენტები. 76 რაც შეეხება შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“, მიუხედავად იმისა, რომ იმყოფება სპეციალური მმართველობის რეჟიმში, კომპანია სალიცენზიო საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით განაგრძობს ინვესტიციების განხორციელებას. 2017 წელს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ დაგეგმილი ინვესტიციების მოცულობა შეადგენდა 15,370,000 ლარს, ხოლო ფაქტობრივად განხორციელდა 10,001,300 ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები (საკუთარი სახსრებით - 3,059,900 ლარი, ხოლო მესამე პირების დაფინანსებით - 6,941,400 ლარი). ინვესტირება განხორციელდა ისეთი მიმართულებით, როგორიცაა გაზსადენების მშენებლობა და რეაბილიტაცია, მანქანა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, საოფისე ინვენტარისა და არამატერიალური აქტივების შეძენა, ახალი მომხმარებლების გაზიფიცირება, მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიებიდან მრიცხველების გარეთ გამოტანა და სხვა. აღნიშნულის შედეგად შემცირდა ქსელში ბუნებრივი გაზის დანაკარგი 8,33%-მდე (ნორმატიული (9.04%), აღდგა 2015 წლის ივნისში განვითარებული შპს "ყაზტრანსგაზი სს სტიქიური მოვლენების შედეგად 10 001 "საქორგგაზი" დაზიანებული წყნეთის გზატკეცილზე 6% 19 203 გამავალი ცენტრალური გაზსადენი, 11% განახლებული ავტოპარკით უზრუნველყოფილია ავარიების დროული აღმოფხვრისა და ლიკვიდაციის ეფექტურობა, სპეციალური პროგრამის საშუალებით შესაძლებელი გახდა მრიცხველების შპს "სოკარ გათიშვა/აღდგენის შესახებ ჯორჯია გაზი" ინფორმაციის ასახვა ბილინგის 144 227 მონაცემთა ბაზაში და ამ გზით სამუშაო 83% პროცესის ოპტიმიზება. გამანაწილებელ ქსელში განხორციელებული ინვესტიციები ნახაზი 2.25. ინვესტიციები ბუნებრივი გაზის განაწილების კომპანიების მიხედვით მოცემულია სექტორში კომპანიების მიხედვით (1000 ლარი) ნახაზზე №2.25. 77 3. წყალმომარაგების სექტორი 3.1. მარეგულირებელი ჩარჩოები 2007 წლის 20 ნოემბერს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე წყალმომარაგების საქმიანობა კომისიის რეგულირების არეალში მოექცა. ამავე კანონის საფუძველზე, წყალმომარაგების დარგის რეგულირების მიზნით, კომისის მიერ შემუშავდა რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. წყალმომარაგების სექტორის რეგულირება ხორციელდება შემდეგი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე:  საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“;  კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები;“  კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებით დამტკიცებული ,,წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“.  კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესები“;  კომისიის 2016 წლის 25 ივლისის №13 დადგენილებით დამტკიცებული ,,მომსახურების კომერციული ხარისხის წესები“. განხორციელებული ცვლილებები 2017 წლის განმავლობაში წყალმომარაგების სფეროს მარეგულირებელ ზოგიერთ ნორმატიულ აქტში კომისიის მიერ შეტანილ იქნა გარკვეული ცვლილებები და იმავდროულად შემუშავდა ახალი ნორმატიული აქტები, კერძოდ: კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის №45 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“:     ადგენს წყალმომარაგების მოქმედი ლიცენზიატებისთვის წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშების პრინციპებსა და წესს; განსაზღვრავს დასაშვები დანახარჯის იმ კატეგორიებს, რისგანაც უნდა შედგებოდეს სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგი; ითვალისწინებს სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯების შემცირების ვალდებულებას, რომლის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წამახალისებელი რეგულირების პრინციპები; კონკრეტულ შემთხვევაში ითვალისწინებს ნორმატიული დანაკარგების დადგენილი მაჩვენებლების გადაანგარიშების წესსა და პირობებს. 78 3.2. სექტორის ზოგადი მიმოხილვა 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს წყალმომარაგების 9 ლიცენზიატი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3,718,000 ადამიანს. მოსახლეობის 55.5%ის (2,064,998 ადამიანი) სასმელი წყლით წყალმომარაგებას უზრუნველყოფსწყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიები, ხოლო 44.5%-ის (1,653,201 ადამიანი) წყალმომარაგებით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ვალდებულებას წარმოადგენს (იხ. ცხრილი 3.1). ლიცენზიატის დასახელება შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შპს "რუსთავის წყალი" შპს "მცხეთის წყალი" შპს "სგწკ“ შპს "ბათუმის წყალი" შპს "ქობულეთის წყალი" შპს "საჩხერის წყალკანალი" შპს "მარნეულის სოფწყალი" შპს "სოგური" ჯამი საკუთრების ფორმა კერძო კერძო კერძო სახელმწიფო მუნიციპალური მუნიციპალური მუნიციპალური მუნიციპალური კერძო - მომხმარებელთა რაოდენობა (აბონენტი) საყოფაცხოვრებო არასაყოფაცხოვრებო 470,444 29,158 50,536 2,627 2,805 258 309,025 18,612 66,036 9,401 5,577 720 5,542 477 7,911 67 90 14 917,966 61,334 ცხრილი 3.1 ძირითადი მონაცემები ლიცენზიატების მიხედვით წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ლიცენზიატებიდან 5 წარმოადგენს სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ საწარმოს, ხოლო 4 – კერძო საკუთრებაში არსებული საწარმოს. 3.1 ცხრილში წარმოდგენილია ინფორმაცია ლიცენზიატების წილის მფლობელი სუბიექტების შესახებ. 3.2.1. ლიცენზირება კომისიას 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჯამში გაცემული ჰქონდა 16 წყალმომარაგების ლიცენზია. დღეის მდგომარეობით მხოლოდ 9 ლიცენზიატი ეწევა წყალმომარაგების საქმიანობას, 7 ლიცენზიატს კი გაუუქმდა ლიცენზია (იხ. ცხრილი N 3.1). კომპანიის დასახელება შპს „მცხეთის სოფწყალი“ სს „სანატორიუმი ლიკანი“ შპს „ქედის წყალკანალი“ შპს „ქობულეთის სოფწყალი“ შპს „ხულოს წყალკანალი“ შპს „ხელვაჩაურის წყალი“ შპს „შუახევის წყალკანალი“ ლიცენზიის გაცემა თარიღი ლიც. ნომერი 16 / 05 / 2014 24 / 10 / 2011 01 / 05 / 2012 12 / 8 / 2011 01 / 05 / 2012 01 / 05 / 2012 01 / 05 / 2012 №16, სერია 3 №002, სერია 3 №011, სერია 3 №004, სერია 3 №004, სერია 3 №009, სერია 3 №013, სერია 3 ცხრილი 3.2 გაუქმებული წყალმომარაგების ლიცენზიები ლიცენზიის გაუქმება თარიღი გად. ნომერი 13 / 08 / 2016 15 / 12 / 2015 15 / 12 / 2015 16 / 10 / 2015 16 / 10 / 2015 25 / 9 / 2015 6 / 10 / 2015 48 / 33 58 / 4 58 / 3 53 / 6 53 / 5 53 / 7 51 / 2 79 წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლებს წარმოადგენდა როგორც ლიცენზიის მფლობელის პირადი მოთხოვნა, ასევე ლიცენზიატების მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა. ზემოაღნიშნულმა კომპანიებმა ფუნქციონირება გააგრძელეს, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფმა კომპანიებმა. 3.2.2. ლიცენზიატების მომსახურების დაფარვის არეალი ლიცენზიატი კომპანიების მიერ საქმიანობის განხორციელების არეალები ტერიტორიული ერთეულების მიხედვით წარმოდგენილია ნახაზზე №3.1. როგორც ნახაზიდან ჩანს, ამ მიმართულებით ყველაზე დაბალი მაჩვენებლით (≈20%) გამოირჩევა გურიის რეგიონი, სადაც ოპერირებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებლით – ქ. თბილისი, ნახაზი 3.1 ლიცენზიატთა დაფარვის არეალი ტერიტორიული სადაც ოპერირებს შპს „ჯორჯიან ერთეულების მიხედვით (%) უოთერ ენდ ფაუერი“ (≈95%). რაც შეეხება ქალაქებს, ყველაზე დიდი დაფარვის არეალი აქვს შპს „რუსთავის წყალს“ (ქ. რუსთავი, 98%). 3.2.3. წყალმომარაგების უწყვეტობა და გამრიცხველიანება ინფორმაცია ლიცენზიატების გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით მოცემულია ნახაზზე N3.2. როგორც ნახაზიდან ჩანს, შპს ,,სოგურს“და შპს ,,ქობულეთის წყალს“ არ ჰყავს გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლები. სხვა დანარჩენ ლიცენზიატებს შორის ყველაზე დაბალი გამრიცხველიანების მაჩვენებელი აქვს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (≈24%), ყველაზე მაღალი კი – შპს „საჩხერის წყალკანალს“(≈99%). უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ შპს ნახაზი 3.2 გამრიცხველიანების დონე ლიცენზიატების მიხედვით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (%) 80 კომისიაში წარმოდგენილი აქვს 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმები, რომელიც სხვა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად ითვალისწინებს მოცემული დროის მონაკვეთში დაახლოებით 50,000 ერთეული აღრიცხვის კვანძის მოწყობას, რაც, თავის მხრივ, დაახლოებით 11%-ით გაზრდის მისი გამრიცხველიანების მაჩვენებელს. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წყალმომარაგების უწყვეტობის მაჩვე- ნახაზი 3.3 წყალმომარაგების გრაფიკი ლიცენზიატების მიხედვით ნებლები ლიცენზიატების (სთ) მიხედვით ასახულია ცხრილში N3.3. როგორც დიაგრამიდან ჩანს, 24-საათიანი წყალმომარაგების კუთხით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს შპს „მარნეულის სოფწყალს“, ხოლო ყველაზე მაღალი – შპს „საჩხერის წყალს“. საერთო ჯამში 24საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს 6 ლიცენზიატი, ხოლო 3 ლიცენზიატის შემთხვევაში სასმელი წყლის მიწოდება ხორციელდება გრაფიკით. ამ კუთხით ცალკე გამოვყოფთ შპს „საქართველოს ნახაზი 3.4 წყალმომარაგების გრაფიკი ტერიტორიული გაერთიანებული წყალმო- ერთეულების მიხედვით (სთ) მარაგების კომპანიას“. მისი მისი მომსახურების არეალებში წყალმომარაგების საშუალო გრაფიკი შეადგენს 15.80 საათს (იხ. ნახაზი N 3.4). ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სასმელი წყლის მიწოდების კუთხით ფიქსირდება კახეთის რეგიონში (საშუალოდ 12.7 სთ.), ხოლო ყველაზე მაღალი – რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში (საშუალოდ 24 სთ). აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში ისეთი მომხმარებლები, რომლებსაც შედარებით ნაკლები პერიოდულობით მიეწოდებათ სასმელი წყალი, უფრო მეტ წყალს მოიხმარენ, ვიდრე 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნვეყოფილი მომხმარებლები (იხ. ნახაზი N 3.5). მაგ: იმერეთის რეგიონში წყალმომარაგების საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 13.6 საათს, ხოლო წყლის ხარჯი დღე-ღამის განმავლობაში ერთ სულზე შეადგენს 155 ლიტრს, მაშინ, როდესაც გურიის რეგიონში საშუალო წყალმომარაგების მაჩვენებელი შეადგენს 20 საათს, ხოლო სასმელი წყლის მოხმარება დღე-ღამის განმავლობაში ერთ სულზე 151 ლიტრია; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში, სადაც 24-საათიანი წყალმომარაგებაა, დღე-ღამის განმავლობაში ერთ სულზე სასმელი წყლის მოხმარება შეადგენს 101 ლიტრს. შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სასმელი წყლის ხშირი წყვეტები და წყალმომარაგების გრაფიკი აიძულებს მომხმარებლებს, მიმართონ სხვადასხვა ზომას, მათ შორის, 81 შექმნან სასმელი წყლის მარაგები, რაც ზრდის სასმელი წყლის მოხმარების მაჩვენებელს. აღნიშნულ ეფექტს უფრო მეტად ამძაფრებს გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ფაქტორი (იხ. ნახაზი № 3.6). როგორც ნახაზზე ჩანს, ყველაზე დაბალი წყალმომარაგების გრაფიკის მქონე რეგიონებში გამრიცხველია– ნების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საშუალოდ 50 %-ს გამრიცხველიანებულ მომხმარებლებთან მიმართებაში. კომისია ინტენსიურად მუშაობს კომპანიასთან, რათა 24-საათიან წყალმომარა– გებასთან დაკავშირებულ სხვა მიმართულებებთან ერთად სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები გამრიცხველიანების კუთხითაც. ინფორმაცია სასმელი წყლის 1 სულ გამრიცხველიანებულ მომხმარებელზე სასმელი წყლის მოხმარების შესახებ მოცემულია ნახაზზე №3.7. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ლიცენზიატებს, შპს „ქობულეთის წყალსა“ და შპს „სოგურს“, არ ჰყავთ საყოფაცხოვრებო გამრიცხველიანებული მომხმარებლები. შესაბამისად, მათ შესახებ ინფორმაცია არ არის ასახული. სხვა ლიცენზიატებიდან ყველაზე დაბალი მოხმარება აქვს შპს „მარნეულის სოფწყალს“ (81 ლიტრი სულზე დღე-ღამის განმავლობაში), ხოლო ყველაზე მაღალი მოხმარებით გამოირჩევა შპს ნახაზი 3.5 წყალმომარაგების გრაფიკსა და მოსახლეობის ერთ სულზე სასმელი წყლის მოხმარების დამოკიდებულება, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით (კომპანია შპს სგწკ) ნახაზი 3.6 წყალმომარაგების გრაფიკსა და გამრიცხველიანების დონის დამოკიდებულება, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით (კომპანია შპს სგწკ) 82 ნახაზი 3.7. მოსახლეობის ერთ სულზე სასმელი წყლის მოხმარება, ლიცენზიატების მიხედვით (ლიტრი/სული/დღე-ღამე) ,,მცხეთის წყალი“ (467 ლიტრი სულზე დღე-ღამის განმავლობაში). ქვეყნის მასშტაბით სასმელი წყლის მოხმარება (გამრიცხველიანებული სექტორი) საშუალოდ ერთ სულზე დღე-ღამის განმავლობაში შეადგენს 169 ლიტრს (იხ. შედარება ევროკავშირის ქვეყნებთან, დანართი N14). 3.2.4. წყალმომარაგების სისტემების გამართულობა და საიმედოობა წყალმომარაგების სისტემების გამართულობისა და საიმედოობის კუთხით ლიცენზიატი საწარმოების შეფასებისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ორი ძირითადი მაჩვენებელი. აქედან პირველი არის მილსადენების დაზიანების სიხშირე (ავარია/წელიწადში /100კმ. ქსელზე) და დანაკარგების სიდიდე (შემოუსავლიანი წყლის მოცულობა), რომელიც ნახაზი 3.8. სასმელი წყლის მილების დაზიანების სიხშირე (ავარიები) წარმოადგენს სხვაობას ლიცენზიატების მიხედვით (ავარია/100 კმ ქსელზე/წელი) მოპოვებულ წყალსა და რეალიზებულ წყალს შორის. მილსადენების დაზიანების სიხშირესთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოდგენილია ნახაზზე №3.8. წლის განმავლობაში ავარიების ყველაზე მაღალი რიცხვი ფიქსირდება კომპანიებში: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ (220 ერთეული ავარია ყოველ 100 კილომეტრზე) და შპს „რუსთავის წყალში“ (294 ერთეული ავარია ყოველ 100 კმ.ქსელზე). აღნიშნული ნახაზი 3.9. წყალმომარაგების სისტემაზე მომხმარებელთა დაერთების მონაცემები 2016 წლის სიმჭიდროვე ლიცენზიატების მიხედვით (მომხმარებელი/ქსელი კმ) მონაცემებთან მიმართებაში გაუმჯობესდა, კერძოდ, ,,შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შემთხვევაში ავარიების რაოდენობა შემცირდა 10%-ით, ხოლო შპს „რუსთავის წყლის“ შემთხვევაში – 28%-ით. გარდა ავარიების სიხშირისა, სისტემების გამართულობისა და საიმედოობის კუთხით ასევე მნიშვნელოვანია საშუალოდ ყოველ 1 კმ ქსელზე მიერთებულ აბონენტებთან დაკავშირებული ინფორმაცია (იხ. ნახაზი N3.9). ამ მიმართულებით როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო აბონენტების მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გააჩნია შპს „ბათუმის წყალს“ (საყოფაცხოვრებო - 329.3 და არასაყოფაცხოვრებო - 46.9). სასმელი წყლის 83 მოცულობებსა და მათ შორის შემოუსავლიანი წყლის მოცულობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ნახაზზე N3.10. ყველაზე მაღალი პროცენტული დამოკიდებულება მოპოვებულ წყალსა და შემოუსავლიან წყალს შორის ფიქსირდება კომპანიების, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა“ და შპს „ქობულეთის წყლის“, შემთხვევაში, რომელიც სამივე კომპანიისთვის საშუალოდ შეადგენს 79%-ს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შემოუსავლიანი წყლის მოცულობა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს ყველა ტიპის დანაკარგსა და მოხმარებას (გარდა მომხმარებლებზე ლეგალურად რეალიზებული წყლისა), მისი ძირითადი გამომწვევი მიზეზებია ამორტიზებული სისტემებიდან სასმელი წყლის დანაკარგები, უმრიცხველო მოხმარებით გამოწვეული უყაირათო დანახარჯი და საკუთარი მიზნებისთვის სასმელი წყლის მოხმარება. წარმოდგენილი ინფორმაციიდან ნათლად ჩანს, რომ კომპანიები, რომელთაც ნახაზი 3.10. რელიზებული და შემოუსავლიანი სასმელი წყლის შემოუსავლიანი წყლის პროცენტული დამოკიდებულება ლიცენზიატების მიხედვით (%) პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აქვთ, ამავდროულად გამოირჩევიან ყველაზე დაბალი გამრიცხველიანებით. ნახაზზე N3.10 ლიცენზიატების ჭრილში წარმოდგენილია ჯამური ინფორმაცია რეალიზებულ და შემოუსავლიანი წყლის მოცულობებთან დაკავშირებით. ინფორმაციის მიხედვით, წლის განმავლობაში საწარმოების მიერ მომხმარებლებისათვის სასმელი წყლის მიწოდების მიზნით მოპოვებულ იქნა 938 ნახაზი 3.11. რელიზებული და შემოუსავლიანი სასმელი წყლის მლნ. კუბური მეტრი წყალი. პროცენტული დამოკიდებულება ლიცენზიატების მიხედვით ჯამურად (კუბ.მ) 3.3. სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის ინდექსი 84 სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის ინდექსით ფასდება წყალმომარაგების არსებული ტარიფების დონისა და მოსახლეობის საშუალო შემოსავლის დამოკიდებულება, რომელიც გამოითვლება ერთი მომხმარებლის (აბონენტი/ოჯახი) მიერ წლის განმავლობაში წყალმომარაგების მომსახურებაზე გადახდილი საფასურისა და საშუალო წლიური შემოსავლის გათვალისწინებით. ნახაზზე N3.12 წარმოდგენილია ინფორმაცია ლიცენზიატი საწარმოების მიხედვით წლის განმავლობაში საყოფაცხოვრებო (მრიცხველიანი და უმრიცხველო) მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების მომსახურების გაწევაზე საშუალოდ დარიცხული თანხები. ნახაზ №3.12-ზე აღნიშნულ მონაცემთა განსხვავება არ არის დამოკიდებული მხოლოდ ტარიფის სიდიდეზე. აღნიშნულზე ზეგავლენას ახდენს ასევე მომხმა- ნახაზი 3.12. წყალმომარაგების მომსახურებაზე საშუალოდ ერთი რებელთა მიერ სასმელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა წლიურად, წყლის განსხვავებული ოდე- ლიცენზიატთა მიხედვით (ლარი) ნობით მოხმარება (იხ. ნახაზი №3.7). სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის საშუალო შემოსავალი საანგარიშო წლისათვის ერთ შინამეურნეობაზე შეადგენს 1,042.20 ლარს თვეში, ხოლო რაც შეეხება წყალმომარაგების გადასახადს ერთ საყოფაცხოვრებო მომხმარებელზე, იგი შეადგენს ნახაზი 3.13. წყალმომარაგების მომსახურების ხელმისაწვდომობის საშუალოდ 62.9 ლარს (იხ. ინდექსი ლიცენზიატების მიხედვით ნახაზი №3.13). ევროკავშირის წევრი ქვეყნების მასშტაბით სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის ინდექსი საშუალოდ შეადგენს 0.84 %-ს (დეტალური ინფორმაცია მოცემულია დანართში N17). ხაზგასასმელია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში წყალმომარაგების საქმიანობაზე დამატებული ღირებულების გადასახადი (შემდგომში - დღგ) გაცილებით ნაკლებია ამ უკანასკნელის სტანდარტულ მაჩვენებელზე. უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში წყალმომარაგების საქმიანობა განთავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისაგან (მაგ: დიდი ბრიტანეთი და მალტა), ხოლო ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც დღგ-ს სტანდარტული გადასახადი საშუალოდ შეადგენს 21.5 %-ს, წყალმომარაგების საქმიანობა იბეგრება საშუალოდ 14.0%-ით (იხ. დანართი №15). 85 3.4. ფასწარმოქმნა და სატარიფო რეგულირება 3.4.1. სამართლებრივ-მეთოდოლოგიური საფუძვლები „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 საფუძველზე, კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებით დამტკიცდა წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგია და მასთან სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის ნორმები. შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს №18 დადგენილებით დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგია. მსგავსად ელექტროენერგიის ახალი სატარიფო მეთოდოლოგიებისა, ამ შემთხვევაშიც განისაზღვრა საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული რეგულირების საუკეთესო მიდგომები, რომელიც ითვალისწინებს საოპერაციო დანახარჯების ოპტიმიზაციის მიზნით წამახალისებელ რეგულაციებს, იყენებს სამომხმარებლო ფასებით იდექსირების მექანიზმებს და სტიმულებს აჩენს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. მეთოდოლოგია მიზნად ისახავს მომხმარებელთა დაცვას მონოპოლიური ფასებისაგან და ასევე უზრუნველყოფს ინვესტორების ინტერესების დაცვას, რამეთუ თანაბარ პირობებში სტაბილური ფუნქციონირების, გაწეული გონივრული დანახარჯების ანაზღაურებისა და სამართლიანი მოგების მიღების შესაძლებლობას აძლევს სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებულ ყველა საწარმოს. მეთოდოლოგია მაქსიმალურად გამჭვირვალეა და მასში ნათლად არის გაწერილი ყველა რეგულაცია, რაც შესაძლებლობას აძლევს როგორც მომხმარებლებს, ასევე სექტორში მოქმედ და პოტენციურ ინვესტორებს, დარწმუნდნენ ტარიფების გაანგარიშების სამართლიანობაში. რეგულირებადი საწარმოების მისაღები შემოსავლების სწორი და საიმედო პროგნოზირებისთვის, რამაც უნდა უზრუნველყოს ჯანსაღი საინვესტიციო გარემო, ძალზედ მნიშვნელოვანია ტარიფების დადგენა არა ყოველწლიურად, არამედ რეგულირების გრძელვადიან პერიოდზე, რაც ხელ უწყობს ფასების სტაბილურობას. ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე ტარიფები დგინდება 3 წლით და, შესაბამისად, განისაზღვრება საპროგნოზო მონაცემების ტარიფში გათვალისწინების შესაძლებლობაც, მათ შორის კაპიტალური დანახარჯები (წლიური ცვეთა და ამონაგები რეგულირებად აქტივებზე) თითოეული სატარიფო წლისთვის იმ ინვესტიციებზე, რომლებიც დადგენილი წესის მიხედვით (საინვესტიციო გეგმები) შეთანხმებული უნდა იყოს კომისიის გადაწყვეტილებით და უნდა განხორციელდეს შესაბამის სატარიფო წელს. შეთანხმებული საინვესტიციო გეგმების შესრულება კომისიის მხრიდან მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება – სატარიფო მეთოდოლოგია ითვალისწინებს ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების შესაბამისად ტარიფების კორექტირებას მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდისათვის. სატარიფო მეთოდოლოგიაში პირველად იქნა გამოყენებული კორექტირების მექანიზმები, რაც მიზნად ისახავს საწარმოების მიერ ტარიფით მისაღები აუცილებელი შემოსავლების გაანგარიშებას მაქსიმალური სიზუტით და, შესაბამისად, მომხმარებლების მიერ გადახდილ ტარიფში მხოლოდ იმ დანახარჯების ასახვას, რომლებიც უზრუნველყოფს საწარმოების მხრიდან მომხმარებლებისათვის უსაფრთხო, საიმედო და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას. 2018 წლიდან შექმნილ ან/და შეძენილ აქტივებთან დაკავშირებით კომისია იყენებს ცვეთის დამტკიცებულ ნორმებს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ყველა ინვესტორს, 86 აღნიშნული თარიღის შემდეგ ინვესტირებული კაპიტალი ცვეთა/ამორტიზაციის კომპონენტით ამოიღოს ცვეთის ნორმებით განსაზღვრულ ვადებში, ხოლო 2018 წლის 1 იანვრამდე ექსპლუატაციაში შესული აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის ნორმების კორექტირება არ განხორციელდება და ინვესტორი აღნიშნული ინვესტიციების ამოღებას უზრუნველყოფს მის მიერ განსაზღვრულ ვადებში. სატარიფო მეთოდოლოგია უზრუნველყოფს საწარმოსათვის რეგულირებადი აქტივების ბაზაზე ამონაგების ნორმის განსაზღვრას კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) მეთოდით, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ინვესტირებულ საკუთარ კაპიტალზე სამართლიანი მოგების მიღებისა და მოზიდული კაპიტალის ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას. ძირითად და აგრეთვე სექტორულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, საბაზისო 2016 წლის მონაცემების გაანალიზების საფუძველზე, კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი მომდევნო რეგულირების პერიოდზე (2018-2020) განისაზღვრა 15,99%-ის ოდენობით (მოგების გადასახადამდე). ახალი სატარიფო მეთოდოლოგიით გათვალისწინებულია საწარმოს მიერ სატარიფო განაცხადის კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით წარმოდგენა, რომელიც კომისიის მიერ დამტკიცებულია 2016 წლის 13 ივლისის №48/41 გადაწყვეტილებით და მასში აისახება ინფორმაცია საწარმოს როგორც საბაზისო წლის ფაქტობრივი ფინანსური და ტექნიკური მონაცემების, ასევე სატარიფო რეგულირების პერიოდში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმების შესახებ. 3.4.2. სატარიფო რეგულირება და სექტორში მოქმედი ტარიფები მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგიით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, 2017 წელს განხორციელდა ლიცენზიატი საწარმოების, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყლისა“ და შპს „რუსთავის წყლის“ მორიგი სატარიფო რეგულირება და, შედეგად, ზემოაღნიშნულ საწარმოებთან მიმართებაში განხორციელებული სატარიფო გაანგარიშებების ფარგლებში კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის №51, №52 და №53 დადგენილებებით შეტანილ იქნა ცვლილებები „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს „რუსთავის წყალსა“ და შპს „მცხეთის წყალს“ დაუმტკიცდა წყალმომარაგების ზღვრული ტარიფების ახალი განაკვეთები, 2018 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედების პერიოდზე (იხ. დანართი №18). 3.4.3. ტარიფების შედარებითი ანალიზი ნახაზზე 3.14 წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო ტარიფები 2017 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით. 87 30 25 20 15 10 5 გადასახადის გარეშე ტარიფი დანია ნორვეგია ფინეთი ბელგია შვეიცარია ჰოლანდია ავსტრია საფრანგეთი დიდი ბრიტანეთი მალტა ჩეხეთი უნგრეთი კვიპაროსი შვედეთი სლოვაკია პოლონეთი სლოვენია ესპანეთი პორტუგალია იტალია რუმინეთი საბერძნეთი ბულგარეთი ალბანეთი თბილისი* 0 გადასახადი ნახაზი 3.14. სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო ტარიფები 2017 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით (ლარი/კუბ.მ) 3.4.4. საინვესტიციო პროექტების შესრულების ანალიზი წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიების მიერ თითოეული მომხმარებლისთვის 24საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგების მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, არსებულის რეაბილიტაციისა და აგრეთვე ახალი ქსელის მშენებლობისა თუ აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანების კუთხით, წყალმომარაგების ორი მსხვილი ლიცენზიატი საწარმოს – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისს“ (რომელიც ოპერირებს ქალაქ თბილისში) და ნახაზი 3.15. 2017 წლისთვის დაგეგმილი და ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციები* (ათასი ლარი) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (რომელიც ოპერირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და თბილისის გარდა საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე) მიერ 2017 წელს ფაქტობრივად განხორციელებულმა ინვესტიციამ ჯამში შეადგინა 206,567,281 ლარი . აღნიშნული ინფორმაცია ლიცენზიატებისა და დაფინანსების წყაროს მითითებით წარმოდგენილია 3.16 და 3.17 ნახაზებზე. 88 68 018 33% შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" 138 549 67% ნახაზი 3.16. ლიცენზიატების მიერ განხორციელებული ინვესტიციები (ათასი ლარი) 2 029 1% 36 941 18% საკუთარი სახსრებით სესხით 167 597 81% მესამე მხარის დაფინანსებით ნახაზი 3.17. განხორციელებული ინვესტიციები დაფინანსების წყაროს მიხედვით (ათასი ლარი) 89 4. მეთოდოლოგიური საქმიანობა 4.1. რეგულირების სისტემური განვითარება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესების კუთხით კომისიის მიერ გატარდა შემდეგი სისტემური რეფორმები: 1. კომისიის 2017 წლის 21 ივლისის №16; №17 და №18 დადგენილებებით ცვლილებები შევიდა კომისიის მიერ სამივე სექტორში დამტკიცებულ „მიწოდებისა და მოხმარების წესებში“. ცვლილებების მიზანი იყო „მიწოდებისა და მოხმარების წესების“ კომისიის 2016 წლის 25 ივლისის №13 დადგენილებით დამტკიცებულ „მომსახურების კომერციული ხარისხის წესებთან“ შესაბამისობა და პროცესების გამარტივება. შედეგად, მომხმარებლებისთვის საწარმოების მოქმედებები უფრო პროგნოზირებადი გახდა; 2. კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ 2017 წლის 19 აპრილის №6 დადგენილებით შესული ცვლილების თანახმად, დაზუსტდა განაწილების ლიცენზიატისა და მიერთების მსურველის ვალდებულებები და პასუხისმგებლობების სფეროები, განისაზღვრა კომპანიის ვალდებულება, რომ მომხმარებელს წინასწარ, 1-5 დღით ადრე აცნობოს მომარაგების დაწყების ზუსტი თარიღი, ხოლო მომარაგების დაწყებისას დაუყოვნებლივ გაუგზავნოს შეტყობინება. დეტალურად გაიწერა პროცედურა მომხმარებლის ძაბვის საფეხურების მიხედვით, კერძოდ, როგორ უნდა მოიქცეს კომპანია, თუ 220 ვ მომხმარებელი არ არის თანახმა მომარაგების დაწყებაზე, არ იმყოფება ადგილზე ან ვერ ხერხდება გამანაწილებელ ქსელზე მისი შიდა ქსელის დაერთება. შედეგად გამარტივდა და უფრო ნათელი გახდა ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურები. ამასთან, საწარმოები მომარაგების დაწყების შესახებ გაგზავნილ შეტყობინებას არეგისტრირებენ ელექტრონული ჟურნალის სავალდებულო ველში, რამაც მიერთების პროცესი უფრო პროგნოზირებადი და გამჭვირვალე გახადა. აქვე აღსანიშნავია საერთაშორისო აღიარება, რომელიც მოჰყვა კომისიის მიერ საწარმოებთან კონსულტაციით გატარებულ რეფორმებს და ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების დეტალურ ინფორმირებას, კერძოდ, საანგარიშო წელს მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ რეიტინგის ელექტროენერგიის მიღების ინდექსით საქართველო დაწინაურდა 9 ადგილით, რადგან „ბიზნესის კეთების“ ბოლო (2018 წლის) მოხსენებაში აისახა შესაბამისი მონაცემები (შემცირდა პროცედურები და მიერთების საფასური) :  ახალი მიერთების გამარტივებული პროცედურა, რაც ბიზნესის კეთების გუნდმა აღიარა 3 კონტაქტის პროცედურად (ახალი მიერთების პროცედურით საქართველო გაუტოლდა მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, შვედეთი, გერმანია);  ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემცირებული საფასური 15 254 ლარი, დღგ-ს გარეშე (ბიზნესის კეთების ანგარიშის მიხედვით, საფასური შეადგენდა 29600 ლარს). ბიზნესის კეთების გუნდმა ასევე დადებითად შეაფასა კომისიის მიერ საწარმოების მომსახურების რეალურ დროში მონიტორინგის მექანიზმი (ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით შემდეგ პროცესებზე დაკვირვება: მომხმარებლების განცხადებებისა და 90 მომარაგების წყვეტების რეგისტრაცია, მათზე რეაგირება და გარანტირებული სტანდარტის დარღვევისას მომხმარებლებისთვის კომპენსაციების დარიცხვა, აგრეთვე მიერთების საფასურის განახევრება). 3. კომისიაში დაინერგა „საწარმოების რეგულირებადი საქმიანობის სისტემური მონიტორინგის წესი“ – ISO 9001-ის წრიული მმართველობის პრინციპების გათვალისწინებით. ამ წესის შესაბამისად, კომისიის აპარატის მიერ სისტემატურად (ყოველთვიურად, ყოველკვარტალურად და ყოველწლიურად) ანალიზდება „ერთიანი ანგარიშგების“, ელექტრონული ჟურნალების, კომისიის გადაწყვეტილებებისა და მისტიკური მომხმარებლის პროექტის მონაცემები. კომისიის დეპარტამენტები ვალდებული არიან ამ ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოავლინონ გარემოებები, რომლებიც აფერხებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების განვითარებას და კომისიას წარუდგინონ წინადადებები მათი მოგვარების გზების შესახებ. 4. შემუშავდა და კომისიის ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა განაცხადების 80-ზე მეტი ტიპური ფორმა სამივე სექტორში:  მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ქსელზე მიერთება (მათ შორის ახალი ობიექტის მშენებლობის, უძრავი ქონების გაყოფის ან/და სხვა შემთხვევებში), შესაძლებლობა მიეცათ ისარგებლონ კომისიის მიერ შემუშავებული ტიპური ფორმებით;  ფორმები სრულად შეიცავს ყველა იმ აუცილებელ ინფორმაციას, რაც განმცხადებელმა უნდა მიაწოდოს მომსახურე საწარმოს მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სპეციალური კანონმდებლობის თავისებურებების გათვალისწინებით;  განაცხადის ტიპური ფორმები განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე, სათაურით „განცხადების ტიპური ფორმები მომხმარებელთათვის“ და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის;  ტიპური ფორმები სარეკომენდაციოა (გარდა კომისიის მიერ გადაწყვეტილებით დამტკიცებული ფორმებისა), თუმცა მომხმარებელს აძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას მისი უფლებების შესახებ: თითოეულ ფორმაში საინფორმაციო ველში მითითებულია, რომ კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს მომხმარებლის მიერ შეტანილი ტიპური განაცხადის ფორმა, გასცეს განაცხადის რეგისტრაციის ნომერი და მომხმარებელს გაუგზავნოს ტექსტური შეტყობინება განაცხადის რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის მითითებით. 5. დაინერგა ელექტრონული შეტყობინების სერვისი, რომელიც ინტერაქტიული ხასიათისაა და მიღებულ შეტყობინებაზე შესაბამისი კოდის დაბრუნების შემთხვევაში განმეორებით გამოიგზავნება ბოლო შეტყობინება ან ქვითარი. ამავე მეთოდით შესაძლებელია ასევე შეცვალოს საკონტაქტო მონაცემები. მომსახურე კომპანიები ვალდებული გახდნენ გაუგზავნონ მომხმარებელს ინფორმაცია, რაც პროგნოზირებადს გახდის მათ მომსახურებას და დაგეგმილ მოქმედებებს, კერძოდ, კომპანიები ვალდებული გახდნენ მიაწოდონ მომხმარებლებს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა:  ქვითარზე დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადის შეხსენება;  განაცხადის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;  განაცხადზე საპასუხო წერილის გაგზავნა ან რეაგირება; 91  ელექტროენერგიით (ბუნებრივი გაზით, სასმელი წყლით) მომარაგების გეგმური წყვეტის დრო და ხანგრძლივობა;  ელექტროენერგიით (ბუნებრივი გაზით, სასმელი წყლით) მომარაგების არაგეგმური წყვეტის (გათიშვის) შემთხვევაში, როდესაც აღდგენის სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას), გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო და ა.შ. გარდა ამისა, ყველა მსხვილ გამანაწილებელ კომპანიაში დაინერგა ინტერაქტიული შეტყობინების სერვისი, რომლის თანახმად, განმცხადებელს უფლება აქვს საკითხის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს: ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა – განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „111“ სიმბოლოს გაგზავნით, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით; ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა – განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „222“ სიმბოლოსა და ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნით, ასევე წერილობითი ფორმით; გ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება – ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით. შენიშვნა: მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა დააგზავნეს სერვისის კოდები, აღნიშნულ კოდებზე ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება, რაზედაც მიმდინარეობს მუშაობა. 4.2. მისტიკური მომხმარებლის პროექტი მისტიკური მომხმარებლის პროექტის მიზანია კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგი, საწარმოების მიერ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომსახურების პროცესის დასახვეწი მხარეების იდენტიფიცირება. პროექტი ითვალისწინებს ორ ეტაპს (შემოწმება და გამოვლენილი დარღვევების გადამოწმება). პროექტი განხორციელდა სს „თელასის“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (შემდგომში – კომპანია) მიერ მომხმარებელზე გაწეულ მომსახურების პროცესზე დაკვირვებით. წარმოდგენილია შემოწმების ეტაპის პირველი შუალედური ანგარიში, რომელშიც მოცემულია პროექტის ფარგლებში გამოვლენილი სისტემური ხასიათის დარღვევები. კომპანიებს ეცნობათ გასული წლის პერიოდში გამოვლენილი დარღვევების თაობაზე, აღნიშნული დარღვევების გამოსასწორებლად მიეცათ რეკომენდაციები და განესაზღვრათ ვადები. შემოწმების ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების გამოსწორება გადამოწმდება მეორე ეტაპზე. პროექტის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ის, რომ მის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევები უზრუნველყოფილია შესაბამისი მტკიცებულებებით და კომისია შეძლებს როგორც ფაქტობრივი სურათის დანახვას საცალო მომხმარებლების მომსახურების სფეროში, ასევე ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებას. პროექტს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების დარგებში ანალოგი არ მოეძებნება. სამომავლოდ მას ექნება სისტემატური ხასიათი და მოიცავს საქართველოს რეგიონებსაც, ამ სექტორებში მოქმედი საწარმოების მომსახურების მუდმივი გაუმჯობესებისათვის. 92 4.3. კომისიის განმარტებები და თანამშრომლობა სხვა საჯარო დაწესებულებებთან 1. კომისია სისტემატიურად აძლევს რეგულირებად საწარმოებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს განმარტებებს მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში მოცემულ საკითხებზე:  კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის №69/3 გადაწყვეტილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო შპს „ტრანსსერვისის“ განცხადებაზე სს “თელასის” მიმართ, თუმცა საკითხის შესწავლისას კომისიამ გამოავლინა კომპანიაში სისტემური ხარვეზები მომხმარებლებთან ხელშეკრულების გაფორმებისას, რის გამოც კომპანია დაჯარიმდა და განემარტა შესაბამისი მარეგულირებელი ნორმები. საკითხი ეხებოდა სს „თელასის“ მიერ როგორც შპს „ტრანსსერვისთან“, ასევე 714 სხვა (კომერციულ) მომხმარებელთან გაფორმებულ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებებს, რომელთა ზოგიერთი მუხლი არ შეესაბამებოდა და ეწინააღმდეგებოდა კომისიის მიერ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ დადგენილ პირობებსა და მოთხოვნებს, ადგენდა ელექტროენერგიის მომხმარებლისთვის წესებისგან განსხვავებულ პირობებს, რითაც საგრძნობლად აუარესებდა მის მდგომარეობას, ასევე უგულებელყოფდა კომისიის პირდაპირ მითითებებსა და მოთხოვნებს.  გაზმომარაგებისათვის მომხმარებლის შიდა ქსელის მზადყოფნის დადგენის შესახებ კომისიამ მიიღო 2017 წლის 21 სექტემბრის №71/6 და 2017 წლის 19 ოქტომბრის №78/4 გადაწყვეტილებები, რომლითაც განისაზღვრა განაწილების ლიცენზიატის მიერ ახალი მომხმარებლის ობიექტის გაზმომარაგების დაწყებისათვის მომხმარებლის შიდა ქსელის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სრულყოფილი ჩამონათვალი. ვინაიდან აღნიშნული საკითხის სრულფასოვანი გადაწყვეტისათვის საკმარისი არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება, კომისიაში მომზადდა „ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის პროექტი, რომელიც ემსახურება მომხმარებელთა შიდა ქსელის არასწორი ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილებასა და რისკების შემცირებას. პროექტი პირდაპირ განსაზღვრავს მომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე განაწილების ლიცენზიატის მოქმედების წესებსა და პროცედურებს, რაც ასევე გაამარტივებს და გამჭვირვალეს გახდის უსაფრთხოების საკითხებზე განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას;  გასული წლის განმავლობაში კომისიამ განიხილა ახალი მომხმარებლის მიერთების ვადის გაზრდის თაობაზე განაწილების ლიცენზიატების არაერთი განცხადება. კომისიის მიერ ჩამოყალიბდა მყარი პრაქტიკა, რომლის თანახმად, ახალი მიერთების ვადა იზრდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა მიერთების ხელისშემშლელი საგამონაკლისო და გარდაუვალი გარემოება, რის გამოც ლიცენზიატი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ახერხებს მიერთების დროულ დასრულებას. კომისიის რეგულირების პრაქტიკაში ასეთ გარემოებად, როგორც წესი, მიიჩნევა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობაზე ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობის დროული გაუცემლობა, ნებართვის მაძიებლის დროული მიმართვის მიუხედავად. აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კომუნალური ქსელების 93 მშენებლობის თავისებურებებს. სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობით მომზადდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს I კლასის კომუნალური ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის შეთანხმებას „ერთი სარკმლის პრინციპის“ დაცვით. პროექტის მიღების შემთხვევაში საგრძნობლად შემცირდება გეგმური და არაგეგმური სამუშაოების ვადები და ხარჯები, რაც დადებითად აისახება ახალი მიერთებისა და მომარაგების საიმედოობის სტანდარტებზე. 2. აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროებთან განახლებადი ენერგიის წყაროების წახალისების მიზნით. საქართველოს მთავრობამ სრულად დაუჭირა მხარი პრობლემების გადაჭრას ყველა იმ მიმართულებით, რაც რეგულირების პროცესში გამოვლინდა:  ნეტო აღრიცხვის წესი სრულად იქნა გათვალისწინებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში. ბრძანების თანახმად, დღგ-თი იბეგრება ელექტროენერგიის ის ოდენობა, რომლის საფასურსაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებელი უხდის განაწილების ლიცენზიატს, მხარეთა შორის თვის განმავლობაში გადადინებული ელექტროენერგიის გაქვითვის გათვალისწინებით, ყოველთვიური საანგარიშსწორებო ქვითრის შესაბამისად;  მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მეშვეობით მიღებული შემოსავალი გათავისუფლდა საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან (ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციებისთვის);  მეწარმეთა შესახებ კანონში პირდაპირ განისაზღვრა, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა არ არის სამეწარმეო საქმიანობა. 94 5. მომსახურების კომერციული ხარისხი მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა 2017 წელი. საანგარიშო პერიოდში სრულად ამოქმედდა და დაიტვირთა მომსახურების კომერციული ხარისხის ელექტრონული მონიტორინგის სისტემა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს კომისიის 2016 წლის 25 ივლისის №13 დადგენილებით დამტკიცებული „მომსახურების კომერციული ხარისხის წესებით“ განსაზღვრული მიზნების შესრულებას რეგულირებადი საწარმოების ეფექტური მონიტორინგის საშუალებით. აღნიშნული სისტემის დახმარებით შესაძლებელი გახდა დაწესებული სტანდარტების შესრულების ანალიზი რეალურ დროში, პრობლემური საკითხების გამოკვეთა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა დროულად მიუღებელი მომსახურების კომპენსაციის უზრუნველყოფის გზით. კომისიის მიერ დამტკიცებული „მომსახურების კომერციული ხარისხის წესები“ ვრცელდება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებზე და ადგენს ერთიან მოთხოვნებსა და სტანდარტებს. მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტები წარმოადგენს კომისიის მიერ დადგენილი მომსახურების კომერციული ხარისხის მაჩვენებლებს, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მინიმალურ დონეს და რომლის უზრუნველყოფა საწარმოს ვალდებულებაა. მომსახურების კომერციული ხარისხის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის საშუალებით ხორციელდება დადგენილებით გათვალისწინებული შემდეგი საერთო და გარანტირებული სტანდარტების მონიტორინგი:  საერთო სტანდარტი: 1. მომხმარებელთა ინფორმირება გეგმური წყვეტის თარიღისა და ხანგრძლივობის თაობაზე - სტანდარტის შესასრულებლად გამორთვების საერთო რაოდენობიდან 90% უნდა იყოს დროულად ინფორმირებული. 2. არაგეგმური წყვეტის გამო გამორთული მომხმარებლისთვის მომარაგების აღდგენა სტანდარტის შესასრულებლად გამორთვების საერთო რაოდენობიდან 80% უნდა იყოს დროულად აღდგენილი. 3. ქოლცენტრის ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე.  გარანტირებული სტანდარტი: 1. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა: შესრულების ვადა დავალიანების 16:00 სთ-მდე სრულად დაფარვისას გადახდიდან 5 სთ, 16:00 სთ-ის შემდეგ დაფარვისას - შემდეგი დღის 12:00 სთ-მდე (მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში შემდეგი დღის 14:00 სთ). 2. მომხმარებელთა წერილობით მიმართვებზე დასაბუთებული წერილობითი პასუხის გაცემა ან/და რეაგირება - შესრულების ვადა 10 სამუშაო დღე. 3. მომხმარებელთა მიმართვის საფუძველზე აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება - შესრულების ვადა 10 სამუშაო დღე. 4. აბონენტად დარეგისტრირება და მოთხოვნილი პირობებით მომარაგების უზრუნველყოფა - შესრულების ვადა 5 სამუშაო დღე. 5. ახალი მომხმარებლის მიერთება - შესრულების ვადა განისაზღვრება მომხმარებლის მიერ არჩეული პაკეტის მიხედვით 95 6. მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება - შესრულების ვადა 5 სამუშაო დღე აღსანიშნავია, რომ მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა ინოვაციური ინსტრუმენტია, რომელიც არსებითად განსხვავდება მანამდე არსებული პრაქტიკისა და მსოფლიოში გავრცელებული მეთოდებისაგან, კერძოდ, ნაცვლად კომპანიებისაგან მიღებული დამუშავებული სტატისტიკისა, კომისიას მყისიერი წვდომა აქვს კომპანიაში დაფიქსირებულ მომხმარებელთა ყველა წერილობით განაცხადზე, რაც კომისიაში ქმნის პირველადი მონაცემების ბაზას და წარმოადგენს ეფექტური მონიტორინგის ქმედით მექანიზმს. მონიტორინგის სისტემა შედგება ელექტრონული ჟურნალებისგან, სადაც ინფორმაციის შეყვანა ხდება დაუყოვნებლივ, როგორც კი წარმოიშობა „მომსახურების კომერციული ხარისხის წესებით“ განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვალდებულება. ელექტრონული ჟურნალების მონაცემთა ბაზა (სერვერი) ინახება კომისიაში. ცხადია, რომ ამგვარი მიდგომა გულისხმობს დიდი მოცულობის ინფორმაციის კომისიაში ფლობას და აუცილებელი ხდება მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის ეფექტური სისტემატიზაცია. სწორედ ამ მიზნით 2017 წლის ნოემბერში კომისიაში ჩამოყალიბდა მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სამსახური, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების, წყალმომარაგების ლიცენზიატების, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების ან/და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების მიერ საცალო მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლს, ხარვეზების გამოვლენას, მომსახურების კომერციული ხარისხის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავებასა და მონიტორინგის სისტემების განვითარებას. ქვემოთ წარმოდგენილია 2017 წელს მომსახურების კომერციული ხარისხის ელექტრონული მონიტორინგის სისტემაში დაფიქსირებული ჩანაწერების საფუძველზე შემუშავებული სტატისტიკური მონაცემები სტანდარტების მიხედვით. ნახაზი 5.1. მომხმარებელთა ინფორმირება გეგმური წყვეტის თარიღისა და ხანგრძლივობის თაობაზე 96 ნახაზი 5.2. არაგეგმური წყვეტის გამო გამორთული მომხმარებლისთვის მომარაგების აღდგენა ნახაზი 5.3. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა ნახაზი 5.4. მომხმარებელთა წერილობით მიმართვებზე დასაბუთებული წერილობითი პასუხის გაცემა ან/და რეაგირება 97 ნახაზი 5.5. მომხმარებელთა მიმართვის საფუძველზე აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება ნახაზი 5.6. აბონენტად დარეგისტრირება ნახაზი 5.7. ახალი მომხმარებლის მიერთება 98 ნახაზი 5.8. მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება გარანტირებული სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურების შიდა მიზეზებით შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისთვის გაუწეველი მომსახურებისთვის განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა:  ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების სტანდარტის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობისთვის კომპენსაცია განისაზღვრება შემდეგნაირად: კომისიის მიერ დადგენილი პაკეტით განსაზღვრული ქსელზე (სისტემაზე) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის პირველივე გადაცდენაზე ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასური მცირდება 50%-ით; იმავე ვადის ხელმეორედ გასვლის შემთხვევაში, თუ ისევ არ იქნება დასრულებული ქსელზე (სისტემაზე) მიერთების სამუშაოები, მიერთების საფასური ნულდება; ამასთანავე, ელექტროენერგეტიკის სექტორში ქსელზე (სისტემაზე) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის მესამედ და მეტჯერ გადაცდენის შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია, ყოველ გადაცდენაზე კომპენსაციის სახით გადაუხადოს მიერთების მსურველს მიერთების საფასურის 50%.  სხვა გარანტირებული სტანდარტების დარღვევისთვის კომპენსაცია ერთჯერადია და შეადგენს: საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 5 ლარს, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 10 ლარს. გარანტირებული სტანდარტით გათვალისწინებული კომპენსაცია მომხმარებელს უნდა დაერიცხოს მის სააბონენტო ბარათზე, კრედიტის სახით, შემდგომი ანგარიშსწორებისთვის. ამასთან, კომპენსაცია უნდა აისახოს მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე, მომსახურების გარანტირებული სტანდარტის დარღვევიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. 99 ნახაზი 5.9. 2017 წელს დარიცხული კომპენსაციები გარანტირებულ სტანდარტებზე ჯამურად სექტორების მიხედვით 2017 წელს გარანტირებული სტანდარტების დარღვევის გამო გამანაწილებელმა კომპანიებმა მომხმარებლებს კომპენსაციის სახით გადაუხადეს 1 281 330 ლარი. აქედან, 1 193 925 ლარი გადახდილია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების სტანდარტის დარღვევის გამო, ხოლო დანარჩენი გარანტირებული სტანდარტების დარღვევისთვის – 87 405 ლარი, რომელიც შემდეგნაირად ნაწილდება: ნახაზი 5.10. 2017 წელს დარიცხული კომპენსაციები სტანდარტების მიხედვით 100 ცხრილში მოცემულია 2017 წელს გარანტირებული სტანდარტების განსაზღვრულ ვადებში შეუსრულებლობისთვის თითოეულ კომპანიაზე დარიცხული კომპენსაციის ოდენობა: საწარმოს დასახელება სს "თელასი" სს "ენერგო-პრო ჯორჯია" ყაზტრანსგაზ თბილისი შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი" სს ,,საქორგგაზი” შპს „ესჯიგაზ კომპანი“ შპს „მამედი“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შპს "რუსთავის წყალი" შპს “ბათუმის წყალი” შპს "მცხეთის წყალი" შპს "ქობულეთის წყალი" ცხრილი 5.1. კომპანიებზე დარიცხული კომპენსაციები დარიცხული კომპენსაცია (ლარი) 55,080 68,475 8,435 511,375 74,050 5 10 615 555,245 7,515 500 15 10 აქვე აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე ელექტრონული ჟურნალის ყველა ჩანაწერის მუდმივი მონიტორინგის შედეგად ვლინდებოდა მთელი რიგი დარღვევები: არასწორი სტანდარტის მინიჭება ჩანაწერისთვის; არასწორ კატეგორიაში ჩანაწერის გატარება; არასათანადო დოკუმენტაციის ატვირთვა; ჩანაწერის არასწორად დასრულება, მასში ვადების ან სხვა ინფორმაციის არასწორად მითითებით; კომპანიაში შემოსული განაცხადების ელექტრონულ ჟურნალში არგატარება და სხვა. აღნიშნულ დარღვევებზე საწარმოებთან მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა, გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, დარღვევების განმეორების შემთხვევაში მათ ეგზავნებოდათ როგორც მოკლე ტექსტური, ასევე წერილობითი შეტყობინება დარღვევის ფაქტის დაფიქსირების თაობაზე, მისი გამოსწორების მოთხოვნით. საწარმოს მიერ კომისიის გაფრთხილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში (ასეთი მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა) საკითხი საჯარო სხდომაზე განსახილველად წარედგინება კომისიას. საჯარო სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ სალიცენზიო პირობის მრავალჯერადად დარღვევის გამო დაჯარიმდა ერთი კომპანია, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“. 101 6. სადავო საკითხების გადაწყვეტა 6.1. სადავო საკითხების გადაწყვეტის მარეგულირებელი ჩარჩოები „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. აღნიშნული კომპეტენციები განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“, კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით“, კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ და სხვა სამართლებრივი აქტებით. კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოებს, ასევე ამ საწარმოებსა და მომხმარებლებს შორის სადავო საკითხების გადაწყვეტის სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით კომისიამ 2017 წლის 29 დეკემბრის N54 დადგენილებით დაამტკიცა სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები. სადავო საკითხების გადაწყვეტისას კომისია დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას. იგი სადავო საკითხს წყვეტს მიუკერძოებლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა კომისიის უმნიშვნელოვანეს ფუნქციად რჩება. კომისიის სხდომაზე სადავო საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის ფორმით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, რაც შესაძლებლობას აძლევს მოდავე მხარეებს, მაქსიმალურად სრულყოფილად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგინონ მტკიცებულებები, დააყენონ შუამდგომლობები და ა.შ. სადავო საკითხების განხილვის აღნიშნული წესი ხელს უწყობს კომისიას, საქმის მასალების სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად მიიღოს ობიექტური, კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. კომისია სადავო საკითხის განხილვის შედეგად იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს - გადაწყვეტილებას. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული კომისიის ფუნქცია არ გამორიცხავს მის უფლებას, დაიცვას ასევე კომპანიის ინტერესები დავის განხილვისას კომპანიის მხრიდან არგუმენტებული, მტკიცებულებებით გამყარებული და კანონმდებლობის შესაბამისი პოზიციის წარმოდგენის შემთხვევაში. 6.2. ელექტროენერგეტიკის სექტორი ელექტროენერგეტიკულ სექტორში მომხმარებელსა და კომპანიას შორის ურთიერთობა საგნობრივად წესრიგდება კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით“. საანგარიშო პერიოდში დავების დიდი ნაწილი გამოწვეული იყო კომპანიის მხრიდან ხანდაზმული დავალიანების გადახდის მოთხოვნით. დავის მიზეზი არაერთხელ გახდა კომპანიის მხრიდან წესების მოთხოვნების არასწორად შესრულება ან შეუსრულებლობა, კერძოდ: 102 ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანებისას თანხის არასწორი დარიცხვა; დაკვირვებისა და დარიცხვის პერიოდის არასწორად განსაზღვრა; დარიცხვის განხორციელება მაშინ, როცა არ მომხდარა მრიცხველის შესაბამის აკრედიტებულ ორგანოში შემოწმება და ა.შ. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანია დავების ის ნაწილი, რომელიც ეხება თვითნებურ ჩართვებს, ასევე ტარიფის არასწორი საფეხურით დარიცხვას. საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკულ სექტორში სადავო საკითხებთან დაკავშირებით უშუალოდ კომისიის აპარატის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოვიდა 1900 განცხადება/საჩივარი, მათ შორის: ა) სს „თელასის“ მიმართ – 1284; ბ) სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართ – 599; გ) სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიმართ – 17. კომისიამ სადავო საკითხების განხილვის შედეგად მიიღო 521 გადაწყვეტილება. სრულად დაკმაყოფილდა 482 განცხადება/საჩივარი, ნაწილობრივ – 22, ხოლო არ დაკმაყოფილდა 17. ელექტროენერგეტიკულ სექტორში მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხებმა შეადგინა 1,369,960.18 ლარი. 6.3. ბუნებრივი გაზის სექტორი ბუნებრივი გაზის სექტორში მომხმარებელსა და კომპანიას შორის ურთიერთობა საგნობრივად წესრიგდება კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“. დავების ძირითადი მიზეზია კომპანიის მხრიდან წესების მოთხოვნების არასწორად შესრულება ან შეუსრულებლობა, კერძოდ: არასწორად შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ აქტი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა მაშინ, როცა ეს, წესების შესაბამისად, დაუშვებელია; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის არასრულყოფილი განხილვა კომპანიაში; მრიცხველის ღირებულების გადახდის ვალდებულების მომხმარებელზე არასწორად დაკისრება; დარიცხვის წესებით დადგენილი საფუძვლების არასწორად გამოყენება. მომხმარებლის საჩივრებს იწვევს ასევე აღრიცხვის კვანძთან ან უშუალოდ აღრიცხვასთან დაკავშირებული შემთხვევების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არასწორი კვალიფიკაცია. საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი გაზის სექტორში სადავო საკითხებთან დაკავშირებით უშუალოდ კომისიის აპარატის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოვიდა 2862 განცხადება/საჩივარი, მათ შორის: ა) შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიმართ – 673; ბ) შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიმართ – 1949; გ) სს „საქორგგაზის“ მიმართ – 109; დ) შპს ,,ტაბას” მიმართ – 86 ე) შპს „ყამარ გაზის“ მიმართ – 1; ვ) სს ,,ენერგოკავშირის“ მიმართ – 6; ზ) შპს „ეს ჯი გაზ-კომპანის“ მიმართ – 2; თ) შპს „ვარკეთილაირის“ მიმართ – 20; ი) შპს „ყამარი მ“-ის მიმართ – 6; კ) შპს „მამედ“-ის მიმართ – 1; ლ) სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენ“-ის მიმართ – 1; მ) შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიმართ – 7. 103 კომისიამ სადავო საკითხების განხილვის შედეგად მიიღო 1903 გადაწყვეტილება. სრულად დაკმაყოფილდა 1687 განცხადება/საჩივარი, ნაწილობრივ – 196, არ დაკმაყოფილდა 168, ხოლო მორიგებით დასრულდა 3 საჩივრის განხილვა. ბუნებრივი გაზის სექტორში მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხამ შეადგინა 4,451,756.62 ლარი. 6.4. წყალმომარაგების სექტორი წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელსა და კომპანიას შორის ურთიერთობა საგნობრივად წესრიგდება კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“. დავების ძირითადი მიზეზია კომპანიის მხრიდან წესების მოთხოვნების არასწორად შესრულება ან შეუსრულებლობა, კერძოდ: კომპანიის მხრიდან ხანდაზმული დავალიანების გადახდის მოთხოვნა; მომხმარებლისთვის აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტებით თანხების არასწორად დარიცხვა. დავის მიზეზი ასევე იყო საყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებელზე არასაყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლისთვის დადგენილი ტარიფით დარიცხვა, ასევე სულადობრივი დარიცხვები. საჩივრების შემოტანის მიზეზი ასევე იყო დარიცხვა იმ პერიოდზე, როცა მომხმარებელი არ ცხოვრობდა შესაბამის მისამართზე. საანგარიშო პერიოდში სასმელი წყლისა და წყალარინების სექტორში სადავო საკითხებთან დაკავშირებით უშუალოდ კომისიის აპარატის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოვიდა 2420 განცხადება/საჩივარი, მათ შორის: ა) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ – 1,548; ბ) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიმართ – 171; გ) შპს „მცხეთის წყლის“ მიმართ – 178; დ) შპს „რუსთავის წყლის“ მიმართ – 498; ე) შპს „ბათუმის წყლის“ მიმართ – 25. კომისიამ სადავო საკითხების განხილვის შედეგად მიიღო 231 გადაწყვეტილება. სრულად დაკმაყოფილდა 117 განცხადება/საჩივარი, ნაწილობრივ – 67, ხოლო არ დაკმაყოფილდა 47. წყალმომარაგების სექტორში მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხებმა შეადგინა 1,314,876.65 ლარი. სულ საანგარიშო პერიოდში კომისიამ შემოსული სადავო საკითხების განხილვის შედეგად მიიღო 2,655 გადაწყვეტილება. ჩამოწერილი თანხების საერთო ოდენობამ შეადგინა 7.14 მლნ ლარი. დავების განხილვის პრაქტიკის გათვალისწინებით კომისიაში მიმდინარეობს ზემოაღნიშნული სამივე სექტორის მარეგულირებელი მიწოდებისა და მოხმარების წესების სრულყოფა, რაც მკვეთრად შეამცირებს საჩივრების რაოდენობას. 104 7. საერთაშორისო ურთიერთობები 7.1. ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანება 2017 წელი კომისიისათვის არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის გამოწვევით გამოირჩეოდა. ამავე წლის 21 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community) დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების ოქმის რატიფიცირება, რომლის შედეგადაც საქართველო გახდა ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი სახელმწიფო. საქართველოს, როგორც დამფუძნებელ ხელშეკრულების მხარეს, ეკისრება ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების შესრულება და ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება. აღნიშნული მიმართულებით კომისიაში მუშაობა უკვე დაწყებულია. 2017 წლის 21 დეკემბერს ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) პრეზიდენტად 2 წლის ვადით არჩეულ იქნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი. ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭო არის დამოუკიდებელი რეგიონული ორგანო ენერგეტიკულ თანამეგობრობაში და წარმოადგენს საკოორდინაციო პლატფორმას ელექტროენერგეტიკისა და გაზის ბაზრების შესახებ ცოდნის გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის შემუშავებისათვის. ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭო საქმიანობას ახორციელებს 3 ძირითადი მიმართულებით, რაც მოიცავს ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გამართული დისკუსიის პროცესში მარეგულირებელთა კოორდინირებული პოზიციის წარდგენას, არსებული მარეგულირებელი წესების ჰარმონიზებასა და მარეგულირებელთა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. უნდა აღინიშნოს, რომ კომისია ენერგეტიკულ თანამეგობრობასთან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს. 7.2. დამკვირვებლის სტატუსი ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოში 2017 წლის 1 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (კომისია) ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა. CEER წარმოადგენს ევროპის მარეგულირებელთა პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ევროპის 34 ენერგეტიკის მარეგულირებელ დამოუკიდებელ ორგანიზაციას. აღნიშნული სტატუსის მოპოვება კომისიას დაეხმარება საკუთარი საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში. CEER-ის წევრები არიან ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, ლუქსემბურგის, მალტის, ჰოლანდიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვაკეთის, ესპანეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი კომისიები, ხოლო საქართველოსთან ერთად დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ ბოსნია-ჰერცოგოვინას, მაკედონიის, კოსოვოს, მოლდოვას, მონტენეგროსა და შვეიცარიის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიები. დამკვირვებლის სტატუსი კომისიას ანიჭებს CEER-ის გენერალურ ასამბლეასა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში მონაწილეობის უფლებამოსილებას. 105 7.3. პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები კომისიის საქმიანობის განხორციელებისას საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2017 წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება გაიმართა. ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ორგანიზებითა და დაფინანსებით თბილისში 22-23 მაისს ჩატარდა ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის გენერალური ასამბლეა, თავმჯდომარეთა შეხვედრა, ლიცენზირებისა და კონკურენციის კომიტეტისა და ტარიფებისა და ფასწარმოქმნის კომიტეტის შეხვედრები. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებმა, რომლებმაც იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაცია და მარეგულირებელი ორგანოს როლი; ბაზრების განვითარება; სატარიფო რეგულირება, ლიცენზირება, კონკურენციის გაზრდა და სხვ. 2017 წლის განმავლობაში კომისიის თანამშრომლები აქტიურად უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას პარტნიორ ორგანიზაციებს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში. კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის შესახებ. კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) ორგანიზებით კომისიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ უკრაინასა და რუანდაში საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის სატარიფო რეგულირების შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით. 2017 წლის 20-21 ივნისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ორგანიზებით წყლის მარეგულირებლების ევროპული ქსელის (WAREG) გენერალური ასამბლეა და სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს იტალიის, ბელგიის, პორტუგალიის, მოლდოვას, მალტის, მაკედონიის, ლატვიის, ირლანდიის, უნგრეთის, შოტლანდიის, რუმინეთისა და ბულგარეთის მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენლებმა. ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს წყალმომარაგების კომპანიების მონიტორინგისა და რეგულირების პრინციპები, ასევე იმსჯელეს კომპანიების მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების მარეგულირებელ კომისიასთან შეთანხმების მექანიზმებზე. უნდა აღინიშნოს, რომ WAREG 2017 წლის 5 დეკემბერს იურიდიულ პირად დაფუძნდა, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს. აღნიშნული ორგანიზაციის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებს შორის გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკისა და ინფორმაციის გაზიარება. 7.4. ურთიერთობა სხვა ქვეყნების ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ორგანოებთან 29 ნოემბერს ბულგარეთში (ქ. სოფიაში) გაიმართა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის, მაია მელიქიძის, შეხვედრა ბულგარეთის ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებთან. აღნიშნული 106 შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას ენერგეტიკული სექტორის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, 30 ნოემბერს კი შედგა შეხვედრა ბულგარეთის პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის წარმომადგენლებთან. 7.5. განხორციელებული და მიმდინარე საერთაშორისო პროექტები 2017 წელს კომისიაში არაერთი საერთაშორისო პროექტი განხორციელდა. რამდენიმე პროექტი ამავე წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება. უნდა აღინიშნოს ენერგეტიკული სამიტი, რომელიც „მმართველობა განვითარებისათვის“ პროექტისა (G4G) და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქეთისა და ამერიკის ელჩები, ევროპის კავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოების, დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი კერძო და საჯარო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ენერგეტიკული თანამეგობრობის ფარგლებში ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესახებ. 2017 წელს განხორციელდა “კომისიის საკონსულტაციო მხარდაჭერის შესახებ” ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებული პროექტი. აღნიშნულ პროექტს კომპანია DNV.GL – Kema Consulting Gmbh. ახორციელებდა. ტექნიკური დავალება მოიცავდა დანაკარგების გაანგარიშებას ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორში, მომსახურების ხარისხის რეგულირებას ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორში, ლიცენზირებას ბუნებრივი გაზის სექტორში, ინვესტიციების შეფასებას, ბუნებრივი გაზის სექტორში საქმიანობების დაყოფას, ანგარიშების დაყოფასა და ანგარიშთა ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო გეგმის იმპლემენტაციას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით განხორციელდა პროექტი ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელთან დაკავშირებით. ამ პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომისიაში. სამინისტროსა და კომისიის წარმომადგენლებმა ექსპერტებს მიაწოდეს ინფორმაცია არსებული ბაზრის, ძირითადი პრობლემებისა და სამომავლო ხედვების შესახებ. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მომზადდა პირველადი და საბოლოო ანგარიშები. განხორციელდა ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) პროექტი საქართველოს ახალი ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელის იმპლემენტაციის შესახებ. შეხვედრებზე წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: საქართველოს ვალდებულებები „ენერგეტიკული თანამეგობრობის დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ ოქმის“ მიხედვით; მესამე ენერგეტიკული პაკეტის მიმოხილვა; ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების დაყოფა; გადამცემი სისტემის ოპერატორების სერტიფიცირება; გადამცემი სისტემის ოპერატორების უფლებები და მოვალეობები; გადამცემი სისტემის ოპერატორების შესაბამისობის მონიტორინგი; ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის რეგულირების რეჟიმები და მარეგულირებლის როლი ენერგეტიკის შესახებ კანონპროექტის მიხედვით. 2017 წლის 24-25 ივლისს განხორციელდა ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) პროექტი ენერგეტიკის სექტორში მომხმარებლის ინფორმირებულობის შესახებ. მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა წარადგინეს პრეზენტაციები სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვის, მისი შინაარსისა და იმპლემენტაციის შესახებ. 107 დასრულდა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი (EU Twinning Project) „ბაზრის მონიტორინგსა და მარეგულირებელ აუდიტში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ“. პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგები, შეხვედრები და სასწავლო ვიზიტები. აღნიშნულმა საშუალება მისცა კომისიას, დაეხვეწა და გაეუმჯობესებინა რეგულირების პროცესი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ“. პროექტი ითვალისწინებდა წყლის სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის ფინანსური მენეჯმენტის წესების, ტარიფებისა და ქსელში დანაკარგების გაანგარიშების მეთოდოლოგიების, მომსახურების სტანდარტებისა და შესრულების ძირითადი მაჩვენებლების შემუშავებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო სასწავლო ვიზიტები იტალიაში, საფრანგეთსა და შოტლანდიაში. სასწავლო ვიზიტების ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს კომისიის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია წყალმომარაგების სფეროში არსებული გამოწვევებისა და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ. მიმდინარეობს პროექტი ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. პროექტი ეხება მონაცემთა შეგროვებას, გადამოწმებას, დამუშავებასა და ქსელში განახლებადი ენერგიების იმპლემენტაციას. ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონპროექტის შემუშავების მიზნით, რომლის მომზადება დაგეგმილია 2018 წლის ივნისისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი ორგანოების ეროვნული ასოციაციის (NARUC) ორგანიზებით რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს, ესენია: ტექნიკური დახმარება ნეტო აღრიცხვის შესახებ; ტექნიკური დახმარება გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის შესახებ; ტექნიკური დახმარება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ქსელის წესების შესახებ; ინიციატივა კიბერუსაფრთხოების შესახებ შავი ზღვის ენერგეტიკის მარეგულირებლებისათვის; რეგიონული საბალანსო ბაზრის ინტეგრირების პროექტი. 108 8. საზოგადოებასთან ურთიერთობა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მომხმარებლებისათვის მათი უფლებების შესახებ ინფორმირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო კომისიისათვის 2017 წელი. კომისიის მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო აქტივობების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებისათვის ყველა იმ ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც კომისიის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა. აღნიშნული შეეხებოდა როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგულაციებს, ასევე სატარიფო საკითხებსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ სხვადასხვა სიახლეს. კომისიამ 2017 წელი მომხმარებელთა უფლებების დაცვის წლად გამოაცხადა და განხორციელებული აქტივობებიც მიმართული იყო მომხმარებელთა მაქსიმალური ინფორმირებისაკენ მათი უფლებების შესახებ. კომისიამ კიდევ უფრო გაამარტივა და გამჭვირვალე გახადა მოქალაქეებთან კომუნიკაცია. სხვადასხვა პროექტთან ერთად, რომელთა მიზანიც იყო საზოგადოების ინფორმირება, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა როგორც სოციალური ქსელის, ასევე კომისიის ქოლცენტრის (ცხელი ხაზი – 16 216) საშუალებით მოქალაქეებისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი სიახლეების მიწოდებაზე. მომზადდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსდა სოციალური კლიპი ქოლცენტრის შესახებ, რომელმაც ხელი შეუწყო მის პოპულარიზაციას და განსაკუთრებით, რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას. მნიშვნელოვანია, რომ ქოლცენტრში დარეკვა უფასოა ნებისმიერი სატელეფონო ოპერატორიდან, რაც მოქალაქეებისათვის კიდევ უფრო ამარტივებს კომისიაში კონსულტაციების გავლის პროცესს. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების მხრიდან სულ უფრო მზარდია სოციალური მედიის გამოყენება, კომისიის საკომუნიკაციო მიზნების და ამოცანების უზრუნველყოფის ერთერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს სოციალური მედიის აქტივობის ზრდა. მნიშვნელოვანია კომისიის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციების თემატური მრავალფეროვნების უზრუნველყოფა. ამასთანავე, სოციალური მედიის პლატფორმა გასცდა საინფორმაციო მხარეს და კომისიის შემთხვევაში შეიძინა მომხმარებელთა ინფორმირების და კონსულტაციის გაწევის ფუნქცია. კომისიის მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით 2017 წელს მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა, რომ პრეტენზიები და საჩივრები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიმართ, ძირითადად, მომსახურების ხარისხს შეეხება. იგივე მიმართულება იკვეთება კომისიის ქოლცენტრში შემოსული ზარების მიხედვითაც, კერძოდ, 2017 წლის განმავლობაში ქოლცენტრში სულ 9499 ზარი დაფიქსირდა. აქედან 5623 ზარი უკავშირდებოდა სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდებას, ავარიულ გათიშვებს, გათიშვებთან დაკავშირებით მოქალაქეთა დაგვიანებულ ინფორმირებას, კომპანიასთან კომუნიკაციის პრობლემას, კომპანიის მიერ დაგვიანებულ აღდგენით სამუშაოებს. კომპანიების მიერ განხორციელებულ უსაფუძვლო დარიცხვებთან დაკავშირებით, კომისიაში ქოლ ცენტრის საშუალებით 2255 ზარი დაფიქსირდა. ამ მიმართულებით მოქალაქეთა ზარები შეეხებოდა კომპანიების მიერ ანათვალის აღების პერიოდში ცდომილებით განხორციელებულ დარიცხვებსა და ხანდაზმულ დავალიანებებს. 1621 ზარი შეეხებოდა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადებსა და პროცედურებს. 109 ქვემოთ მოყვანილია დიაგრამები ზარების სექტორული ჩაშლით და სექტორებში დაფიქსირებული პრობლემების მიხედვით: 13% 9% 60% 18% ელექტრო გაზი წყალი სხვადასხვა ნახაზი 8.1. ქოლცენტრში შემოსული ზარები სექტორების მიხედვით სულ 2 390 ზარი სულ 4 858 ზარი სულ 2 251 ზარი 25.3% 10.4% 10.2% 6.6% 43.3% 31.8% 45.5% 61.6% ელექტროენერგია გაზი ინფორმაციის მიღება უსაფუძვლო დარიცხვები 64.3% წყალმომარაგება მომსახურების ხარისხი ნახაზი 8.2. ქოლცენტრში შემოსული ზარები პრობლემების მიხედვით სანგარიშო წლის განმავლობაში საზოგადოებისათვის აქტუალური იყო სატარიფო საკითხები. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა სრულად უზრუნველყო კომისიაში მიმდინარე სატარიფო განხილვებზე დაინტერესებული პირების ინფორმირება, მათ 110 შორის, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ამომწურავი ინფორმაციების რეალური დროის რეჟიმში მიწოდება. მედიაკომუნიკაცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კომისიის საქმიანობაში და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მედიის მაქსიმალურ ჩართულობას და მის ინფორმირებას ყველა აქტუალურ საკითხზე. კომისიაში შექმნილია „მედია კლუბი“, რომლის ფარგლებშიც ხდება შეხვედრების ორგანიზება და მსჯელობა აქტუალურ საკითხებზე კომისიის თავმჯდომარესთან, წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად. სატარიფო საკითხების დეტალური ანალიზისთვის, „მედია კლუბის“ ფარგლებში ორგანიზებულ მედია ტურში მონაწილე ჟურნალისტებისთვის, კომისიის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს ტარიფების სიმულაციური მოდელი. მოდელი გულისხმობდა პირობითი ტარიფების დათვლას ჟურნალისტების მიერ. მედია ტურში მონაწილეთა მიერ აღნიშნული პრაქტიკა დადებითად შეფასდა, რადგანაც სიმულაციური მოდელი იძლეოდა საშუალებას, მონაწილეებს დაეთვალათ ტარიფში შემავალი ყველა კომპონენტი და განესაზღვრათ მათი ზემოქმედების შესაძლებლობა საბოლოო ტარიფზე. 2017 წლის განმავლობაში მედიაში ყველაზე აქტუალურ თემას სატარიფო საკითხები წარმოადგენდა. მედია მონიტორინგის კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ გაშუქების ტენდენცია ძირითადად ხასიათდებოდა ნეიტრალური შეფასებებით. სატელევიზიო და რადიო გადაცემების ყველაზე ხშირი სტუმარი იყო კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა. კომისიის საქმიანობის შესახებ მედია სიახლეების რაოდენობრივი მაჩვენებლები 2017 წელს: ნახაზი 8.3. მედია მონიტორინგის შედეგები კომისია აგრძელებს თანამშრომლობას რადიო „კომერსანტთან“. გადაცემა „პროფესიონალების“ წამყვანია კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ბერიძე. წლის განმავლობაში გადაცემაში სტუმრებმა იმსჯელეს კომისიის 2017 წლის აქტივობებზე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ სხვადასხვა სიახლეზე, სატარიფო საკითხებზე, მომსახურების ხარისხსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. 111 9. მმართველობითი ფუნქციები 9.1. ბიუჯეტი და მისი შესრულების ძირითადი პარამეტრები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ბიუჯეტის ფორმირების შემოსავლის ძირითადი წყაროა „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასური, რომელსაც იხდიან რეგულირებად საქმიანობას დაქვემდებარებული კომპანიები. კომისიის 2017 წლის ბიუჯეტის საკასო შემოსავალმა სულ შეადგინა 12,378,508.87 ლარი, მათ შორის: ელექტროენერგეტიკის სექტორიდან - 4,059,069.61 ლარი, გაზის სექტორიდან 5,279,165.95 ლარი, წყლის სექტორიდან - 342,436.74 ლარი და სხვადასხვა შემოსავლები – 2,697,836.57 ლარი. № 1 2 3 4 5 წყარო ელექტროენერგეტიკის სექტორი ბუნებრივი გაზის სექტორი წყალმომარაგების სექტორი სხვადასხვა შემოსავლები I კვარტალი II კვარტალი III კვარტალი IV კვარტალი 1,263,212.89 1,414,704.45 1,335,496.36 45,655.91 4,059,069.61 2,087,648.11 936,880.43 1,463,993.09 790,644.32 5,279,165.95 137,032.36 102,001.19 101,903.19 1,500.00 342,436.74 558,793.05 621,497.30 739,275.65 778,270.57 2,697,836.57 ჯამი სულ 2017 12,378,508.37 ცხრილი 9.1. კომისიის 2017 წლის ბიუჯეტის შემოსავლები (ლარი) ნახაზზე 9.1 წარმოდგენილია 2014-2017 წლის შემოსავლების დინამიკა. მიუხედავად იმისა, რომ განვლილ პერიოდში „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის №24 დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლითაც რეგულირების საფასურის კოეფიციენტი შემცირდა 0.005-დან 0.002-მდე, შემოსავლების დინამიკა 2016 წელს წინა წლებთან მიმართებაში მზარდია. 8 000 000 6 000 000 4 000 000 2 000 000 0 2014 ელექტროენერგეიკა 2015 2016 ბუნებრივი გაზი წყალმომარაგება 2017 სხვა ნახაზი 9.1. კომისიის მიერ 2014-2017 წლებში შემოსავლების დინამიკა (ლარი) 112 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გათვლილია იმ ხარჯების დასაფინანსებლად, რომელიც აუცილებელია კომისიის ფუნქციონირებისთვის. 2017 წლის ბიუჯეტის საკასო ხარჯი შეადგენს სულ 9,371,175.65 ლარს, რაც დაგეგმილი 30,991,447.51 ლარის 30,24%-ია. შესრულების დაბალი პროცენტი განაპირობა „ძირითადი საშუალებების შეძენის“ მუხლით გათვალისწინებული კომისიის ოფისისათვის შენობის შეძენა/რეკონსტრუქციის ხარჯების გაუწევლობამ. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა გადაიდო 2018 წლისათვის. მუხლობრივად ხარჯები კლასიფიცირებულია 11 ძირითად პუნქტად და, შესაბამისად, თითოეული მათგანის ხარჯი წარმოდგენილია თანდართულ ცხრილში. № ხარჯების დეტალური აღწერა 2017 წლის გეგმა 2017 წლის შესრულების საკასო მონაცემები შესრულების % 20,643,517.51 75,816.63 0.4% 1 ძირითადი საშუალებების შეძენა 2 არამატერიალური აქტივების შეძენა 24,950.00 9,753.00 39.1% 3 საქონელი 276,300.00 174,867.98 63.3% 4 მომსახურება 2,532,250.00 1,986,265.46 78.4% 5 დაზღვევა 27,000.0 14,231.4 52.7% 6 საწევრო გადასახდელი 31,750.0 29,661.4 93.4% 7 ხელფასები 4,812,600.0 4,569,665.0 95.0% 8 მატერიალური სტიმულირების და 2,306,800.0 დახმარების ერთიანი ფონდი 2,249,054.0 97.5% 9 ზეგანაკვეთური ნამუშევარი 50,000.00 საათების ანაზღაურების ფონდი 0.0 0.0% 266,280.0 247,504.87 92.9% 20,000.0 14,355.9 71.8% 10 მივლინება 11 გასული დაფარვა წლის დავალიანების ცხრილი 9.2. კომისიის ხარჯი 2017 წელს და მისი შესრულება (ლარი) ნახაზზე 9.2 წარმოდგენილია 2014-2017 წლის კომისიის ხარჯების დინამიკა. 2017 წლის ხარჯი 2016 წელთან შედარებით მომატებულია 5.94%-ით. აღნიშნული მატება ძირითადად გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით: 2017 წელს ამოქმედდა მისტიკური მომხმარებლის პროგრამა, რამაც გამოიწვია 140,000.00 ლარის დამატებითი თანხების მობილიზების აუცილებლობა, 2017 წელს კომისია გაწევრიანდა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოში (CEER), რომლის საწევრო გადასახადიც შეადგენს 5,600.00 ლარს, ეს თანხა ბიუჯეტით არ იყო წინასწარ გაწერილი და სხვ. კომისიამ მნიშვნელოვნად გაააქტიურა თანამშრომლობა 113 საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძოდ, წყლის საერთაშორისო ასოციაციასთან (IWA), ლიტვის ენერგეტიკისა და ფასების კონტროლის ეროვნულ კომისიასთან (NCC), პორტუგალიის წყლისა და წყალარინების მომსახურების მარეგულირებელ ორგანოსთან (ERSAR), ენერგეტიკის მარეგულირებელ რეგიონულ ასოციაციასთან (ERRA), ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER) და მონაწილეობდა მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებსა და სემინარებში, რამაც გამოიწვია 2017 წლის მივლინების ხარჯების ზრდა 266,280.00 ლარამდე, ნაცვლად 2016 წელს გათვალისწინებული 186,010.00 ლარისა. აგრეთვე მნიშვნელოვნად მოიმატა სამეურნეო და სხვა ხარჯებმა. 10 000 000 8 095 197 8 000 000 8 814 061 9 371 156 6 890 486 6 000 000 4 000 000 2 000 000 0 2014 წელი 2015 წელი 2016 წელი 2017 წელი ნახაზი 9.2. კომისიის მიერ 2014-2017 წლებში ხარჯების დინამიკა (ლარი) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასკვნა დანართის სახით ერთვის წინამდებარე წლიურ ანგარიშს. აუდიტის დასკვნის მიხედვით, კომისიის ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, სამართლიანად ასახავს კომისიის ფინანსურ მდგომარეობას 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აგრეთვე მისი საქმიანობის ფინანსურ შედეგებსა და ფულადი სახსრების მოძრაობას აღნიშნული თარიღით დასრულებული წლისთვის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. 9.2. საქონლისა და მომსახურების შესყიდვა კომისია საქონლისა და მომსახურების შესყიდვას ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. შესყიდვები 2017 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა არსებული შესყიდვების გეგმის შესაბამისად. შესყიდვების წლიური გეგმით გათვალისწინებული თანხა შეადგენდა 1.6 მლნ ლარს. ნახაზზე 9.3 ასახულია ინფორმაცია კომისიის შესყიდვების წლიური გეგმით გათვალისწინებული თანხების შესახებ 2014-2017 წლებისათვის. 114 ნახაზი 9.3. კომისიის შესყიდვების წლიური გეგმა (ლარი) 3.6% 12% 6% 4.1% 6.4% 11.6% 6.4% 8.9% 84.4% 89.5% 2014 2015 გამარტივებული შესყიდვა 84.7% 2016 82.4% 2017 ელექტრონული ტენდერი კონსოლიდირებული ტენდერი ნახაზი 9.4. 2014-2017 წლებში ხელშეკრულებების რაოდენობა შესყიდვის საშუალებების მიხედვით ნახაზი 9.5. 2017 წლის ხელშეკრულების ჯამური თანხა და ფაქტობრივი ხარჯი თვეების მიხედვით (ლარი) 115 9.3. ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება 9.3.1. ადამიანური რესურსების მართვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: 1. მრჩეველთა საბჭო; 2. ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი; 3. ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი; 4. წყალმომარაგების დეპარტამენტი; 5. ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი; 6. იურიდიული დეპარტამენტი; 7. მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი; 8. მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი; 9. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; 10. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; 11. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი; 12. შესყიდვების, ქონების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი; 13. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი; 14. კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი; 15. კომისიის თავმჯდომარისა და წევრების აპარატი; 16. მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის სამსახური. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 19 სექტემბრის №532 ბრძანების თანახმად, კომისიაში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც სტრუქტურულ ერთეულებს დაემატა მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის სამსახური და „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის №2/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 17 ოქტომბრის N77/5 გადაწყვეტილებით განისაზღვრა კომისიის ახალი საშტატო სტრუქტურა. შესაბამისად, კომისიის აპარატი, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, განისაზღვრა 113 საშტატო ერთეულით. კომისიაში 2017 წელს არსებული 5 ვაკანტური თანამდებობა შეივსო კონკურსების საფუძველზე, რომლებიც ჩატარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებისა და „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის №23 დადგენილების შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომისიის აპარატში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასაქმებულთა რიცხვმა შეადგინა 99. კომისიას გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა აქვს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს კომპეტენციის ფარგლებში. 116 საანგარიშო პერიოდში კომისიის მიერ მოთხოვნილი, დამუშავებული და შენახული იქნა პერსონალური მონაცემები შემდეგი ფუნქციების განხორციელებისას:  თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენისას;  სტაჟიორთა და პრაქტიკანტთა პირადი საქმეების შედგენისას;  ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა დოკუმენტაციის დამუშავებისას;  კომისიაში მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ განცხადებებში მითითებული პერსონალური მონაცემების დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ელექტრონული ფორმით შენახვისას. პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის შენახვა კომისიაში წარმოებს როგორც ელექტრონულად, ასევე მატერიალური ფორმით. ორივე შემთხვევაში ინფორმაციის შენახვის კანონმდებლობით დადგენილი წესი დაცულია. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შემუშავდა მონაცემთა დამუშავების პრინციპები და შენახვის წესები. განისაზღვრა მონაცემთა დამმუშავებლის უფლებები და მოვალეობები. ფაილურ სისტემაში განთავსებულია ფაილური სისტემის კატალოგები, სადაც აღირიცხა შემდეგი ინფორმაცია: ფაილური სისტემის სახელწოდება; მონაცემთა დამმუშავებლის დასახელება და მისამართი, მონაცემთა შენახვის ან/და დამუშავების ადგილი; მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი; მონაცემთა სუბიექტის კატეგორია; მონაცემთა კატეგორია ფაილურ სისტემაში; მონაცემთა დამუშავების მიზანი; მონაცემთა შენახვის ვადა; ფაილურ სისტემაში განთავსებულ მონაცემთა მიმღები და მათი კატეგორიები; მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისათვის დადგენილი პროცედურის ზოგადი აღწერილობა. დღეისათვის ფაილურ სისტემაში გადაგზავნილია ხუთი კატალოგი: კომისიის შენობაში ვიდეოთვალთვალის, აპარატის თანამშრომელთა შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის, კომისიაში საქმისწარმოების, საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობისა და ცხელი ხაზის შესახებ. ერთი კატალოგი, რომელიც ეხება თანამშრომელთა პირად საქმეებს, დამუშავების პროცესშია. კომისიაში საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობის გზით განხორციელდა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, კომისიაში არსებული სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის მიხედვით. სტაჟირება ასევე განხორციელდა კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის N623 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის“ თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შეთანხმების საფუძველზე (კომისიისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლობიდან გამომდინარე, განხორციელდა სტაჟირება და კომისიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლობიდან გამომდინარე – სასწავლო პრაქტიკა). მომზადდა ადამიანური რესურსების მართვის პროგრამული პაკეტი. კომისიის პორტალზე განთავსდა კომისიის დეპარტამენტების, აპარატის თანამშრომლებისა და კომისიის თავმჯდომარის ბრძანებების აღრიცხვისა და მართვის მოდულები, რაც ემსახურება ელექტრონული სტრატეგიის შემუშავება/დანერგვის გზით ადამიანური რესურსების მართვის ფუნქციის გაძლიერებასა და განვითარებას. აპარატის „სტრუქტურული ერთეულების დეტალური სამუშაო აღწერებისა და შეფასების სისტემების ფორმირების“, ასევე ფუნქციური ანალიზის განხორციელების მიზნით, კომისიასა და 117 საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფს“ შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, 2017 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში კომპანიამ მოამზადა კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო აღწერები და შეფასების ფორმები. 2017 წელს მუდმივად ხორციელდებოდა კომისიის თანამშრომელთა პროფესიული განათლების დონის ამაღლების ღონისძიებები. კერძოდ, აპარატის თანამშრომლებმა გაიარეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგები ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის, ადმინისტრაციული წარმოების, საქმისწარმოების, სამართლებრივი წერის საკითხებზე. 9.3.2. საქმისწარმოება კომისიაში საქმისწარმოება ხორციელდება „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების შესაბამისად. კომისიაში იწარმოება კომისიის უწყებრივი რეესტრები (მათ შორის, მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის რეესტრი). 2017 წელს კომისიაში სულ შემოვიდა 16807 განცხადება/წერილი. კომისიის პორტალზე განთავსდა კომისიაში განხილული დავების, კომისიის საჯარო სხდომების, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების აღრიცხვისა და მართვის მოდულები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კომისიაში საქმისწარმოების ერთიანი სისტემის წარმატებულ ფუნქციონირებას. კომისიაში შემოსული და კომისიის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სამართლებრივი, ეკონომიკური, სალიცენზიო და სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტები შედის კომისიის საარქივო ფონდში. საარქივო საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი. კომისია საუწყებო არქივის ორგანიზების პროცესში ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 6 მარტის №118 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატისა და კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმეთა ნაერთი ნომენკლატურით“. კომისია თანამშრომლობს სახელმწიფო ეროვნულ არქივთან. კომისიასა და სახელმწიფო ეროვნულ არქივს შორის 2016 წლის 28 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2017 წელს განხორციელდა კომისიის უწყებრივ არქივში დაცული 2009-2013 წლების საარქივო დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავება. შეიქმნა კომისიის უწყებრივი არქივის მართვის მოდული, ელექტრონული არქივი. კომისიაში შემოსული და გაგზავნილი საიდუმლო დოკუმენტაციის საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს, რომელშიც საანგარიშგებო პერიოდში შეტანილ იქნა 6 ახალი ჩანაწერი და ამოღებული – 3 ჩანაწერი, ხოლო 8 არსებულ ჩანაწერში შევიდა ცვლილება, რაც გამოწვეული იყო ამავე პერიოდში ლიცენზიების გაცემით, გაუქმებით და ცვლილების შეტანით. შეიქმნა ლიცენზიების მართვის ელექტრონული პროგრამა, რომელიც მოიცავს ინფორმაციებს 1998 წლიდან დღემდე. კომისიის წარდგინებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემები შეიტანება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში 118 და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 9.3.3. ინფორმაციის საჯაროობა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 28 მარტის №7 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის შესაბამისად, კომისია უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (კომისიის ვებგვერდი – www.gnerc.org). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 49-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კომისიის მიერ მომზადდა და კომისიის 2017 წლის 7 დეკემბრის №92/40 გადაწყვეტილებით დამტკიცდა საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში, რომელმაც მოიცვა 2017 წელს კომისიაში ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ამავე კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობის ანალიზი. ხსენებული დოკუმენტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 49-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პარლამენტს და გამოქვეყნდა სს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. 2017 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა სულ 72 წერილობითი მოთხოვნა, აქედან სრულად დაკმაყოფილდა 63, ნაწილობრივ – 7, ხოლო 2 (ორი) განცხადება პასუხის გაცემის მიზნით კომისიის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტს კანონით დადგენილ ვადებში წარმოებაში ერიცხებოდა. ნაწილობრივ დაკმაყოფილება გამოწვეული იყო მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში არარსებობით, კონფიდენციალურობით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობით. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი აწარმოებდა საჯარო ინფორმაციის გაცემის ან განმარტების მოთხოვნის თაობაზე როგორც კომისიის ელექტრონული ფოსტით (publicinfo@gnerc.org), ასევე კანცელარიით შემოსული წერილების რეესტრს. კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gnerc.org) ქვეყნდება წლიური ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. 9.3.4. კომისიის საჯარო სხდომები და საოქმო წარმოება 2017 წელს კომისიამ გამართა 116 სხდომა, რომლებზეც მიღებულ იქნა 54 დადგენილება და 2998 გადაწყვეტილება. კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები და გადაწყვეტილებები ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.gnerc.org. კომისია ასრულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნებს კომისიის სხდომათა საჯაროობის თაობაზე, კერძოდ, კომისიის სხდომები საჯაროა 119 და მათზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხდომა ან მისი ნაწილი დახურულია. საანგარიშო პერიოდში კომისიას გადაწყვეტილება სხდომის ნაწილის დახურვის თაობაზე არ მიუღია. ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე, აგრეთვე მოქალაქეებსა და კომისიის რეგულირებად სფეროში არსებულ კომპანიებს შორის, ან თავად ამ კომპანიებს შორის არსებულ დავებზე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ეწყობა საჯარო განხილვები. ცნობები საჯარო სხდომების ჩატარების შესახებ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. 2017 წელს წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ მიღებულია 22 გადაწყვეტილება, მათ შორის: 7 – სრულად კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე, 14 – ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და 1 – კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის შესახებ. 120 10. დანართები დანართი №1 - ლიცენზიატთა სია ელექტროენერგეტიკის სექტორში საქმიანობის სფერო/წლები ელექტროენერგიის წარმოება ელექტროენერგიის განაწილება ელექტროენერგიის გადაცემა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაცია სულ 2010 12 3 2 1 18 2011 12 3 2 1 18 2012 12 3 2 1 18 2013 13 3 3 1 20 2014 14 3 3 1 21 2015 15 3 3* 1 22 2016 18 3 3* 1 25 2017 20 2* 3** 1 26 * 2017 წელის 1 სექტემბრიდან სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ სალიცენზიო არეალში ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობას ახორციელებს სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ** დამატებით სს „ენერგო-პრო ჯორჯიაზე“ გაცემულია გადაცემის წინასწარი ლიცენზია წარმოება    სს „ხრამჰესი 1”  შპს „ვარდნილჰესების კასკადი”   შპს „ენგურჰესი”  სს „ხრამჰესი 2” შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფუერი” (ჟინვალჰესი) შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია” (ხადორჰესი)      შპს „მტკვარი ენერჯი” სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია” – რიონჰესი – ლაჯანურჰესი – ძევრულჰესი – აწჰესი – გუმათჰესების კასკადი – შაორჰესი – საცხენჰესი – ჩითახევჰესი – ორთაჭალჰესი  შპს „ენერგია” (ლარსი ჰესი) შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” (თბილსრესი)   შპს „გარდაბნის თბოსადგური“ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“   შპს „საქართველო-ურბან ენერჯი“ (ფარავანჰესი) შპს „აჭარ ენერჯი - 2007“ (ხელვაჩაური ჰესი)  შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ (შუახევი ჰესი)   შპს „ვარციხე-2005” სს „ზაჰესი” შპს „ჯიფაუერი” შპს „საქნახშირი“ შპს „დარიალ ენერჯი“ დისპეტჩერიზაცია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” გადაცემა  სს „საქრუსენერგო“  შპს „ენერგოტრანსი”  სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”  სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ (წინასწარი ლიცენზია) განაწილება  სს „თელასი“  სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ 121 დანართი №2 - ელექტროენერგის მომხმარებელთა რაოდენობა 2010-2017 წლებში მომხმარებელთა კლასიფიკაცია/წლები საცალო მომხმარებელი მათ შორის: საყოფაცხოვრებო არასაყოფაცხოვრებო პირდაპირი მომხმარებელი სულ 2017 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 1,474,527 1,522,259 1,581,896 1,623,110 1,664,802 1,653,549 1,688,903 1,753,615 1,401,821 1,446,887 1,499,971 1,529,187 1,566,277 1,556,003 1,562,485 1,641,904 72,706 75,372 81,925 93,923 98,525 97,546 126,418 111,711 10 9 7 7 5 4 4 2 1,474,537 1,522,268 1,581,903 1,623,117 1,664,807 1,653,553 1,688,907 1,753,617 დანართი №3 - ელექტროგადამცემი ხაზების სიგრძე (კმ) ძაბვის დონეები/წლები 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 871 871 871 1,181 1,181 1138.7 1149.7 1149.7 0 0 0 32.6 32.6 32.2 32.2 32.2 21.1 21.1 21.1 21.1 21.1 21.1 21.1 21.1 1,635.3 1,410.3 1,410.3 1,666.25 1,783.85 1,611.5 1,608.8 1,625.09 884.8 2,889.5 900.7 2,889.5 921.7 2,889.5 738.3 2,881.5 738.3 2,877.8 940.4 913.6 915.45 2,142 2,122 2,032 გადაცემა განაწილება 537 2,678.7 574 2,675.45 574 2,683.63 526.43 2,684.77 526.43 2,684.77 509.2 2,259.2 552.61 2,318 567.7 2,328.1 მათ შორის: საჰაერო 2,624.9 2,624.9 2,631.6 2,627.9 2,627.9 2,198.7 2,251.7 2,251.5 53.8 50.55 52.03 56.87 56.87 60.5 66.3 76.595 17,714.8 14,015.6 14,144 14,351.3 14,351.3 15,027.4 16,092.49 16,331.83 მათ შორის: საჰაერო 15,051.9 12,178.6 12,304 12,453 12,453 12,968.9 13,983.84 13,795.07 საკაბელო 2,662.9 1,837 1,840 1,898.3 1,898.3 2,058.5 2,108.65 2,536.764 განაწილება 41,058.4 39,509 39,800 39,468.8 39,468.8 მათ შორის: საჰაერო 37,623.3 37,435 37,590 36,255.9 36,255.9 39,205.8 36,780.9 38,072.9 35,162.6 38,381.78 35,596.15 საკაბელო 3,435.1 2,074 2,210 3,212.9 3,212.9 2,424.9 2,910,3 3,235.63 გადაცემა 6,156.4 3,777.1 3,798.1 4,165.68 4,283.28 4,253.1 4,278.01 4,325.94 განაწილება 64,341.4 59,089.7 59,517.1 59,386.37 59,382.67 58,634.4 58,605.39 59,523.71 55,300.1 6,151.8 52,238.5 3,961.6 52,525.6 4,102 51,336.8 5,168.07 51,336.8 5,168.07 51,948.5 53,520.14 53,674.72 4,543.9 5,085.25 5,848.99 500 კვ გადაცემა 400 კვ გადაცემა 330 კვ გადაცემა 220 კვ გადაცემა 110 კვ გადაცემა განაწილება 35 კვ საკაბელო 6-10 კვ განაწილება 0.4 კვ სულ მათ შორის: საჰაერო საკაბელო 122 დანართი №4 - სისტემის პიკური დატვირთვა 2007-2017 წლებში დანართი №5 - ელექტროენერგიის დანაკარგები გამანაწილებელი კომპანიების ქსელში 2017 წელს გამანაწილებელი კომპანიები დანაკარგები ნორმატიული (%) ფაქტობრივი (%) ფაქტობრივი (მლნ.კვტ.სთ) სს „თელასი“ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ 5.34% 5.12% 161.18 მლნ.კვტ.სთ 8.26% 8.96% 492.2 მლნ.კვტ.სთ დანართი №6 - გამრიცხველიანება ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებში 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აბონენტების რაოდენობა 2017 წელს № კომპანიები სულ ინდ. მრიცხველის მქონე აბონენტები ინდ. მრიცხველის არმქონე აბონენტები 1 კვტ-ზე ნაკლები მოხმარების აბონენტები20 1 სს „თელასი“ 564,026 555,449 0 8,577 2 სს „ენერგო-პრო21 ჯორჯია“ 1,189,589 1,184,885 4,65422 50 20 1 კვტ-მდე სიმძლავრის მომხმარებლები, რომლებიც ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძს არ საჭიროებენ. 21 სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებში გათვალისწინებულია კახეთის რეგიონის აბონენტების რაოდენობაც 22 სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების რაოდენობა, რომლებიც კომუნალური მრიცხველებით იღებენ ელექტროენერგიას 123 დანართი №7 - საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის რუკა 2017 წელს წყარო: სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ დანართი №8 - ელექტროენერგეტიკული სექტორის სუბიექტები საკუთრების ფორმის მიხედვით წარმოების ლიცენზიატები გადაცემის ლიცენზიატები განაწილების ლიცენზიატები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი კერძო საკუთრება 18 0 1 0 სახელმწიფო კუთვნილებაში 2 3 0 1 ორივე 0 0 1 0 დანართი №9 - ელექტროენერგიის მოხმარებისა და მშპ-ის რეალური ზრდა 2004-2017 წლებში* 124 * 2017 წლის მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებელში გათვალისწინებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის პირველი სამი კვარტლის საშუალო მაჩვენებელი. დანართი №10 - ელექტროენერგიის ჯამური და ერთ სულ მოსახლეზე მოხმარება საქართველოს რეგიონების მიხედვით დანართი №11 – ქსელის წესების მოთხოვნების შესრულების გეგმა-გრაფიკი ელექტროსადგურების მიხედვით სიმძლავრე (მგვტ) კომისიის მიერ გადავადების პერიოდი (თარიღი) გენერატორი-1 12.7 2017 წლის 1 იანვარი გენერატორი-2 11 2018 წლის 1 ოქტომბერი გენერატორი-3 12 2017 წლის 1 იანვარი გენერატორი-4 11 2017 წლის 1 იანვარი ჰიდროაგრეგატი-1 7.6 2019 წლის 1 იანვარი ჰიდროაგრეგატი-2 7.6 2019 წლის 1 იანვარი ჰიდროაგრეგატი-3 7.6 2019 წლის 1 იანვარი დასახელება 1 1.1 1.2 1.3 1.4 ენერგო-პრო ჯორჯია გუმათი-1 გუმათი-2 რიონჰესი გენერატორი-1 12 2020 წლის 1 იანვარი გენერატორი-2 12 2018 წლის 1 ოქტომბერი გენერატორი-3 12 2020 წლის 1 ოქტომბერი გენერატორი-4 ლაჯანური 15 2017 წლის 1 იანვარი გენერატორი-1 39.14 2017 წლის 1 იანვარი გენერატორი-2 37.28 2018 წლის 1 ოქტომბერი გენერატორი-3 37.28 2020 წლის 1 სექტემბერი 125 1.5 შაორჰესი გენერატორი-1 10.56 2020 წლის 1 იანვარი გენერატორი-2 10.56 2020 წლის 1 იანვარი გენერატორი-3 9.6 2020 წლის 1 იანვარი გენერატორი-4 9.6 2020 წლის 1 იანვარი 1.6 ძევრულჰესი 20 20 20 20 2020 წლის 1 იანვარი 2018 წლის 1 სექტემბერი 2020 წლის 1 იანვარი 2020 წლის 1 იანვარი 1.7 გენერატორი-1 გენერატორი-2 გენერატორი-3 გენერატორი-4 ჩითახევი გენერატორი-1 7 2020 წლის 1 აპრილი გენერატორი-2 გენერატორი-3 ორთაჭალა 7 7 2021 წლის 1 ოქტომბერი 2017 წლის 1 სექტემბერი გენერატორი-1 6 2020 წლის 1 აპრილი გენერატორი-2 6 2021 წლის 1 ოქტომბერი გენერატორი-3 6 2018 წლის 1 სექტემბერი 1.8 1.9 1.10 1.11 სიონი გენერატორი-1 4.5 2020 წლის 1 იანვარი გენერატორი-2 4.5 2022 წლის 1 ოქტომბერი გენერატორი-1 7 2022 წლის აპრილი გენერატორი-2 7 2024 წლის 1 აპრილი 3.875 2017 წლის 1 იანვარი გენერატორი-1 10.4 2017 წლის 1 იანვარი გენერატორი-2 8 2024 წლის 1 იანვარი გენერატორი-1 3.2 2020 წლის 1 სექტემბერი გენერატორი-2 3.2 2022 წლის 1 ოქტომბერი გენერატორი-3 3.2 2023 წლის 1 ოქტომბერი გენერატორი-4 3.2 2025 წლის 1 ოქტომბერი გენერატორი-5 12 2026 წლის 1 ნოემბერი გენერატორი-6 12 2023 წლის 1 სექტემბერი გენერატორი-1 3 2019 წლის 1 სექტემბერი გენერატორი-2 3 2021 წლის 1 სექტემბერი საცხენისი მარტყოფი გენერატორი-1 1.12 1.13 1.14 აწჰესი ზაჰესი ჩხოროწყუ 126 დანართი №12- ელექტროენერგეტიკულ სექტორში მოქმედი ტარიფები წარმოების ტარიფები (თეთრი / კვტ.სთ) შპს "ენგურჰესი" ენგურჰესი 1.496 20182020 1.818 შპს "ვარდნილჰესების კასკადი" ვარდნილჰესების კასკადი 2.880 4.002 1.122 შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ჟინვალჰესი 1.830 2.177 0.347 ლაჯანურჰესი 1.593 1.679 0.086 გუმათჰესების კასკადი 2.004 2.209 0.205 ძევრულჰესი 2.616 1.986 (0.630) რიონჰესი 3.301 4.060 0.759 შაორჰესი 1.933 2.747 0.814 თბილსრესის მე-9 ბლოკი 11.358 11.512 0.154 10.963 11.511 0.548 10.963 11.511 0.548 10.537 9.431 (1.106) 8.056 8.012 (0.044) თბო ელექტრო სადგურები ჰიდრო ელექტრო სადგურები საწარმო წარმოების ობიექტი სს "ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია" შპს "მტკვარი ენერჯი" შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" შპს "ჯიფაუერი" შპს "გარდაბნის თბოსადგური" 2017 თბილსრესის მე-3 ბლოკი თბილსრესის მე-4 ბლოკი აირტურბინული ელექტროსადგური კომბინირებული ციკლის აირტურბინა სხვაობა 0.322 თბოელექტროსადგურების გარანტირებული სიმძლავრის საფასური (ლარი/დღე) საწარმო შპს "მტკვარი ენერჯი" შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" შპს "ჯიფაუერი" შპს "გარდაბნის თბოსადგური" წარმოების ობიექტი თბილსრესის მე-9 ბლოკი 2017 66,264 2018-2020 59,630 სხვაობა (6,634) 17,513 18,637 1,124 18,340 20,357 2,017 42,256 44,874 2,618 343,884 385,893 42,009 თბილსრესის მე-3 ბლოკი თბილსრესის მე-4 ბლოკი აირტურბინული ელექტროსადგური კომბინირებული ციკლის აირტურბინა გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები (თეთრი / კვტ.სთ) საწარმო სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" სს გეს "საქრუსენერგო" შპს "ენერგოტრანსი" საქმიანობა დისპეტჩერიზაცია გადაცემა გადაცემა გადაცემა, 500 კვ 2017 0.082 0.872 0.180 0.387 2018-2020 0.412 1.323 0.278 0.380 სხვაობა 0.330 0.451 0.098 (0.007) 127 გადაცემა, 400 კვ 0.496 (0.116) 128 129 დანართი №13- ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები (31.12.2017 წლის მდგომარეობით) № განაწილების ლიცენზიატების დასახელება მოხმარების ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დღგის გარეშე (თეთრი/მ3) 1 2 3 1 შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“: 39.113 2 შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 48.254 3 სს „საქორგგაზი“ 48.314 4 სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ 44.915 5 შპს „გაზმშენი“ 35.161 6 სს „ენერგოკავშირი“ - საშუალო წნევით მომხმარებლები 34.576 - დაბალი წნევით მომხმარებლები 42.797 7 სპს „გოგოჭური“ 8 - საშუალო წნევით მომხმარებლები შპს „არზუ-გაზი“ 35.712 46.964 9 სს „ამბროლაურგაზი“ 44.915 10 სს „საჩხერეგაზი“ 11 - საშუალო წნევით მომხმარებლები - დაბალი წნევით მომხმარებლები შპს „გამა“ 31.836 37.287 35.610 12 შპს „ყამარი მ“ 43.220 13 შპს „ვარკეთილაირი“ 42.797 14 შპს „ვაკე“ 41.310 15 შპს „დიდი დიღომი“ 43.136 16 შპს „ტაბა“ 43.025 17 შპს „ენერგია +“ 40.848 18 შპს „დი-ვი-ეს“ 19 - საშუალო წნევით მომხმარებლები 34.873 - დაბალი წნევით მომხმარებლები 41.102 შპს „გასკო +“ - საშუალო წნევით მომხმარებლები 34.661 20 21 - დაბალი წნევით მომხმარებლები შპს „აკრიანი 2006“ შპს „ჩირაღდანი XXI საუკუნე“ 45.170 43.220 42.330 22 შპს “ჩირაღდანი“ 45.763 23 შპს „ესჯიგაზ-კომპანი“ 45.085 24 შპს „გაზტრანს სერვისი“ 25 შპს „ინტერგაზი“ 26 შპს „მამედი“ 40.678 დერეგულირებული 44.068 130 დანართი № 14 - ერთ სულ მოსახლეზე სასმელი წყლის მოხმარება ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოში (ლიტრი/სული/დღე-ღამე) დანართი №15 - დამატებითი ღირებულების გადასახადი ევროკავშირის წევრი ქვეყნებსა და საქართველოში (%) 131 დანართი №16 - შემოუსავლიანი წყლის პროცენტული მაჩვენებელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მასშტაბით (%) დანართი №17 - სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის ინდექსი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მასშტაბით (%) 132 დანართი №18 - წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ტარიფები 3.729 4.000 3.500 3.000 2.500 2.000 1.500 1.000 0.500 - წყალმომარაგების ტარიფი, არასაყოფაცხოვრებო, გამრიცხველიანებული (ლარი/კუბ.მ) 0.909 3.088 0.094 3.007 0.358 2.820 2.994 2.649 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთავის წყალი მცხეთის წყალი წყალარინება სასმელი წყლის მიწოდება წყალმომარაგების ტარიფი, საყოფაცხოვრებო, გამრიცხველიანებული (ლარი/კუბ.მ) 0.400 0.350 0.300 0.250 0.343 0.279 0.023 0.279 0.028 0.067 წყალარინება სასმელი წყლის მიწოდება 0.200 0.320 0.150 0.100 0.251 0.212 0.050 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთავის წყალი მცხეთის წყალი წყალმომარაგების ტარიფი, საყოფაცხოვრებო, გაუმრიცხველიანებელი (ლარი/სული/თვე) 3.500 3.000 3.298 3.295 0.334 0.788 წყალარინება სასმელი წყლის მიწოდება 2.500 1.933 2.000 0.130 1.500 1.000 2.961 2.510 1.803 0.500 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთავის წყალი მცხეთის წყალი 133