„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პროფესიული განათლების შესახებ“
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 21-ე მუხლი, II მოსმენა საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) ეროვნული სასწავლო გეგმა – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა
საფეხურისათვის სასწავლო მიზნებსა და მისაღწევ შედეგებს (უნარ-ჩვევებს, ცოდნასა და
ღირებულებებს) სწავლების შინაარსს, ასევე საგნების საათობრივ განაწილებას, სასწავლო
გარემოს ორგანიზების პირობებს, სასწავლო პროცესის კონცეპტუალურ პრინციპებსა და
ადმინისტრაციულ საკითხებს;“;
2. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ეროვნული სასწავლო გეგმით აღწერილია იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის)
ჩამონათვალი, რომელთაც პირი უნდა ფლობდეს ყოველ საგანში თუ საგნობრივ ჯგუფში
კლასის ან საფეხურის დამთავრებისას. ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს აგრეთვე
მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე
მოსწავლეთათვის.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5.
ეროვნული
სასწავლო
გეგმის
შესრულება
სავალდებულოა
ყველა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის და იმ საშუალო პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამის
განმახორციელებელი
საგანმანათლებლო
დაწესებულებისთვის, რომელშიც ინტეგრირებულია
ზოგადი განათლების საშუალო
საფეხურის სწავლის შედეგები.“;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7.
ეროვნული
სასწავლო
გეგმით
შესაძლებელია
გათვალისწინებულ
იქნეს
მოდიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმა ან/და ეროვნული სასწავლო გეგმის
მოდიფიცირების შესაძლებლობა:
ა) ამ კანონის 311 მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
ტიპების მიხედვით;
ბ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების საშუალო პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამაზე, ინტეგრირების მიზნით.“;
3. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს:
ა) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, სკოლის გამოსაშვები გამოცდების
დაძლევას, რის საფუძველზეც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი;
ბ) იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევას, რომელშიც
ინტეგრირებულია
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები,
აღნიშნულის დადასტურებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დადგენილი წესით, რის საფუძველზეც გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების
1
დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი
განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან.“;
ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
,,12. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს, სკოლის
გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს, ასევე საშუალო პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო
საფეხურის სწავლის შედეგები) ფარგლებში პროფესიული განათლების სტუდენტის მიერ
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესს
ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“;
4. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) ,,ვ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ3) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან
გათანაბრებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის
დამადასტურებელი დიპლომის მისაღებად ამტკიცებს:
ვ3.ა) სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამებს;
ვ3.ბ) საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) ფარგლებში ზოგადი
განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების შეფასების ფორმასა და
პროგრამას;“;
ბ) ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი)
ამტკიცებს
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ავტორიზაციისა
და
ზოგადსაგანმანათლებლო
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებებსა და საფასურებს;“;
გ) ,,ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1“ ქვეპუნქტი:
,,ი1) ამტკიცებს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და
ადმინისტრირების წესსა და პირობებს;“;
დ) ,,ტ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ტ3) ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს, ასევე
საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) ფარგლებში პროფესიული
განათლების სტუდენტის მიერ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის
შედეგების დადასტურების წესს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული წესებით დაადგინოს საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;“;
5. 283 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება. ზოგადი
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის
მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ
თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი
მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის
არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრის
2
უფლებამოსილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციაში გატარება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
ვ) უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელისა და
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის
რეგისტრაციაში გატარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დადგენილი წესით;“;
6. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) ამ კანონითა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით
დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ
თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი
მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის
არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრის
უფლებამოსილებასა და უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ მონაცემებს
სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მონაცემთა
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებში რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას;“;
7. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო“
ქვეპუნქტი:
,,ო) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის
დაგეგმვის სისტემის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;“.
8. XI თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XI1 თავი:
თავი XI1. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
მუხლი 521. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
1. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აისახება ინფორმაცია
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების,
პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების
მქონე/ჩარიცხული პირების პერსონალური მონაცემების შესახებ, მათ შორის, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, მონაცემები ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ და ასევე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
2. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მონაცემების შეგროვებას,
შენახვას, დამუშავებას, ანალიზსა და ადმინისტრირებას სამინისტროს მიერ, „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, დადგენილი
წესით, უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი
უფლებამოსილია იმავე პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით,
მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის
იურიდიულ პირებში არსებული პერსონალური მონაცემები.
მუხლი 522. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები და ზოგადი
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების სისწორის პრეზუმფცია
3
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ
ვადებში შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემაში.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადი განათლების
მართვის
საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის დროულად შეუტანლობა შეიძლება გახდეს ზოგადი
განათლების
მართვის
საინფორმაციო
სისტემის
მონაცემებზე
დაყრდნობით
განსახორციელებელი შესაბამისი მოქმედების შეჩერების ან მოქმედების განხორციელებაზე
უარის თქმის საფუძველი.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა
და ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ შესაბამის ინფორმაციას
შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში მიიღება ზოგადი განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემები.
4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაძლებელია
დადგინდეს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი
ინფორმაციის დადასტურების ფორმები.
მუხლი 523. პასუხისმგებლობა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში
შეტანილი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე
ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განთავსებული ინფორმაციის
სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის ასახვის ვალდებულების მქონე
სუბიექტი.“;
მუხლი 2. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი წარმოადგენს ზოგადი განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა წყაროს და ამ კანონის ამოქმედებამდე
საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეესტრში არსებული ინფორმაცია ჩაითვალოს ზოგადი
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ ინფორმაციად.
მუხლი 3. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში, სამინისტროს მიერ
განსაზღვრულმა
საჯარო
სამართლის
იურიდიულმა
პირებმა
უზრუნველყონ
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაცული ინფორმაციის ზოგადი
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვისთვის საჭირო ღონისძიებების
განხორციელება.
მუხლი 4. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესი ინარჩუნებს
სამართლებრივ ძალას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და
ადმინისტრირების წესისა და პირობების ამოქმედებამდე და ამ კანონის მე-3 მუხლით
გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე.
მუხლი 5. ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პერიოდში საგანმანათლებლო
დაწესებულებების რეესტრის წარმოება ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულებების
რეესტრის წარმოების წესის შესაბამისად და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის
საფუძველზე განხორციელებული მოქმედებები ითვლება საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
მუხლი 6. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის შესაბამისად კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების გამოცემა და გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ
კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 7. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის ინიცირებით, რომელიც პროფესიულ განათლებასთან
მიმართებაში
ახალი
სახელმწიფო
პოლიტიკისა
და
რეფორმის
სტრატეგიის
განხორციელებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნის ითვალისწინებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისობაში მოყვანა „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან, რომელიც პროფესიული განათლების მიღების პარალელურად ზოგადი
განათლების დაუფლების შესაძლებლობის შექმნას ითვალისწინებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, განათლების
სისტემის მოქნილობის უზრუნველყოფის მიზნით, დაგეგმილია ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირება საშუალო პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამაში. შესაბამისად, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის მქონე
პირებს მიეცემათ შესაძლებლობა პროფესიის დაუფლების პარალელურად მიიღონ სრული
ზოგადი განათლება. იმ შემთხვევაში თუ პროფესიული სტუდენტი დაადასტურებს საშუალო
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ზოგადი განათლების საშუალო
საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევას, მასზე გაიცემა საშუალო პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი დიპლომი, რომელიც
გათანაბრებული იქნება სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებ შედის ,,ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში და იცვლება ეროვნული სასწავლო გეგმის ტერმინი, რამდენადაც
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იქნება ზოგადი განათლების საშუალო
საფეხურის სწორედ ის სწავლის შედეგები, რომელიც შემდგომში უნდა ინტეგრირდეს
საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში.
აღნიშნულის თანმდევად, ცვლილება შედის კანონის მე-5 მუხლში და განისაზღვრება,
რომ ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულება სავალდებულოა არამხოლოდ ყველა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, არამედ იმ საშუალო პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამის
განმახორციელებელი
საგანმანათლებლო
დაწესებულებისთვის, რომელშიც ინტეგრირებულია
ზოგადი განათლების საშუალო
საფეხურის სწავლის შედეგები. ასევე განისაზღვრება, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით
შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს მოდიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმა
ან/და ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირების შესაძლებლობა ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამაზე, ინტეგრირების მიზნით.
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის კანონის მე-6 მუხლში და განისაზღვრება,
რომ სრული ზოგადი განათლების მიღება მოიცავს იმ საშუალო პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევას, რომელშიც ინტეგრირებულია
ზოგადი
განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, აღნიშნულის დადასტურებას
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, რის
საფუძველზეც გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
- დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ
დოკუმენტთან.
საყურადღებოა, რომ კანონპროექტის მიხედვით, ისევე როგორც სკოლის გამოსაშვები
გამოცდების, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც
ინტეგრირებულია
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები)
ფარგლებში პროფესიული განათლების სტუდენტის მიერ ზოგადი განათლების საშუალო
საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესს დაამტკიცებს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
კანონპროექტი
ასევე
ითვალისწინებს
ცვლილების
შეტანას
სკოლის
უფლებამოსილებებში და სკოლის ვალდებულებად ემატება ფორმალურ განათლებაში
პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის
დაგეგმვის სისტემის
ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების
განხორციელების უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის შესაბამისად აკრედიტაცია, როგორც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის
მექანიზმი აღარ იქნება გამოყენებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების
მიმართ. შესაბამისად, ცვლილება შედის კანონის 26-ე მუხლში.
კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის ,,ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 283 და 29-ე მუხლში, რამდენადაც კანონპროექტი ითვალისწინებს
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის გაუქმებასა და მის ნაცვლად ზოგადი,
პროფესიული და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების შემოღებას.
აღნიშნული მიზეზით, ასევე კანონპროექტს ემატება XI1 თავი, რომლითაც მოწესრიგდება
ზოგადი
განათლების
მართვის
საინფორმაციო
სისტემის
ადმინისტრირებასთან
დაკავშირებული საკითხები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ
ხელშეკრულებებს.
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტორიზაცია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების
პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის
აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
ა1)
აკრედიტაცია
–
აკრედიტაციის
სტანდარტებთან
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა,
რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად დაწესებულების სისტემატური
თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების
ხელშეწყობა;
ა2) ბრენდირება − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დადგენილი სკოლების ინდივიდუალური შეფასების სისტემა. სკოლების ბრენდირებისას
უმაღლესი შეფასება ენიჭება სკოლას, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს ან/და ახორციელებს
აკრედიტებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას და აკმაყოფილებს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს;
ბ) დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა – ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით
დადგენილი გაკვეთილების (საათების) გარდა, მასწავლებლის მუშაობა ეროვნული სასწავლო
გეგმის მიზნების მისაღწევად;
ბ1) დირექტორის ეთიკის კოდექსი – დირექტორის ქცევის წესების ერთობლიობა;
ბ2) დისტანციური სწავლება − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მისაღებად ან/და
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დასაძლევად
ორგანიზებული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო
პროცესი ან მისი ნაწილი. დისტანციური სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია
კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი
მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;
გ) დისციპლინური გადაცდომა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით
განსაზღვრული წესების დარღვევა;
დ) დისციპლინური დევნა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ
ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის ან მასწავლებლის მიერ
ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა;
ე) დისციპლინური სახდელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით
განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ზემოქმედების
ზომა;
ე1) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში
არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო
საფეხურებს;
ვ) ეროვნული სასწავლო გეგმა – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა
საფეხურისათვის საათების განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და
რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ დატვირთვას, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და
ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის
დამთავრებისას, და ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებათა აღწერას;
ზ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო
მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული,
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში საათების მაქსიმალური
რაოდენობის ფარგლებში გაწეული მომსახურება;
თ) ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და
სააღმზრდელო მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით
განსაზღვრული, სააღმზრდელო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ
საგნებში გაწეული საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;
ი) ეროვნული შეფასებების სისტემა – სისტემა, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ამოწმებს,
რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ეროვნული სასწავლო გეგმებით დადგენილ
მიღწევათა დონეებს და რამდენად რეალურია ამ დონეების დაძლევა;
კ) ექსტერნატი – იმ პირის მიერ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო
დოკუმენტის მიღების წესი, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამები;
ლ) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ მოსწავლისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური
ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოშვებულ იქნეს როგორც მატერიალიზებული, ისე
არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი
განათლების მიღების დასაფინანსებლად;
მ) ზოგადი განათლება – განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და
მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი
ცხოვრებისათვის. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს;
ნ) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც ამ კანონის
შესაბამისად განსაზღვრავს ქვეყანაში არსებული ზოგადი განათლების სისტემის მიზნებს.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი არის ეროვნული სასწავლო გეგმის და
ზოგადი განათლების სისტემის ძირითადი მაჩვენებლების შემუშავების საფუძველი. ზოგადი
განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს იღებს საქართველოს მთავრობა საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით და წარუდგენს პარლამენტს
დასამტკიცებლად;
ო) ზოგადი განათლების საფეხურები – საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი
საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი);
პ) ზოგადი განათლების სისტემა – ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების, მათი
განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, იმ სახელმწიფო
ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ერთობლიობა, რომლებიც
უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების მიღებას;
ჟ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა:
ჟ.ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით
ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირი,
რომელიც
ახორციელებს
ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად
მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც;
ჟ.ბ) ამ კანონის 341 მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის
განმახორციელებელი დაწესებულება;
ჟ 1)
საზღვარგარეთ
აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამა
−
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც აღიარებულია უცხო ქვეყნის იმ
უფლებამოსილი ინსტიტუტის მიერ, რომელთანაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს −
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება;
რ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომია
– ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის სუბიექტები
საჯარო სკოლაში არიან: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა
თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, ასევე სააპელაციო კომიტეტი – ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
ს) (ამოღებულია - 17.03.2006, №2793);
ტ) თვითშეფასება – სკოლის მიერ მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის შემოწმება. თვითშეფასების პროცესში
მონაწილეობენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები;
უ) ინკლუზიური განათლება – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად;
ფ) კაპიტალური ხარჯები – გადასახდელები, რომელთა მიზანია კაპიტალური აქტივების,
სტრატეგიული და განსაკუთრებული მარაგის, საქონლის, მიწის, არამატერიალური აქტივების
შეძენა, შენობა-ნაგებობების, მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, სატრანსპორტო და
სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა, კაპიტალური რემონტი, მშენებლობა და
რეკონსტრუქცია;
ქ) კერძო სკოლა – კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;
ღ) კლასი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა დროებითი, სულ მცირე
ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შენარჩუნებული ერთიანობა, რომელიც შედგენილია
ეროვნულ სასწავლო გეგმებში მოცემული რეკომენდაციებისა და ამ დაწესებულების წესდების
მიხედვით და რომელში გაერთიანებული მოსწავლეებიც ძირითადად ერთად სწავლობენ
ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს;
ღ1) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული
პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც
ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ღ2) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი – მასწავლებლის პროფესიული ქცევის
ნორმების ერთობლიობა;
ღ3) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი – პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის,
უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების, აგრეთვე კვალიფიკაციების ჩამონათვალი, რომელსაც ამ
კანონის 212 მუხლით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის მასწავლებელი უნდა
აკმაყოფილებდეს;
ღ 4)
მასწავლებლობის
მაძიებელი
–
პირი,
რომელიც
დროებით
ასწავლის
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად;
ღ5) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობა – მოსწავლეთა
თავისუფალი გადაადგილება სა სწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად როგორც
საქართველოში, ისე უცხოეთში, საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგად
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესებ ით, რასაც თან სდევს სწავლის
პერიოდში მიღებული განათლებისა და შეფასებების აღიარება;
ღ6) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822);
ღ7) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემა − საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული
მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც ეფუძნება
მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და განსაზღვრავს მასწავლებლის საქმიანობის
დაწყების, მასწავლებლის შეფასების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის
გზებსა და საშუალებებს;
ღ8) მოსწავლე – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ირიცხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ყ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმა – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლისათვის შექმნილი, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა,
რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია;
ყ1) მოსწავლის ქცევის კოდექსი – მოსწავლის ქცევის წესების ერთობლიობა;
შ) მშობელი – მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი;
შ1) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური − შესაბამისი განათლების მქონე,
ნასამართლობის
არმქონე
საქართველოს
ქმედუნარიანი
მოქალაქე,
რომელიც
ხელშეკრულებების საფუძველზე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ;
შ2) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსი – საგანმანათლებლო
დაწესებულების მანდატურის ქცევის სავალდებულო ნორმების, დისციპლინური
გადაცდომისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეების, დისციპლინური წარმოების,
მათ შორის, დისციპლინური გადაცდომის განმხილველი ორგანოს შექმნის, წესებ ის
ერთობლიობა;
ჩ) მცირეკონტინგენტიანი სკოლა – სკოლა, რომელშიც ადგილობრივი პირობების გამო
სწავლობს მცირე რაოდენობის მოსწავლე. მცირეკონტინგენტიანი სკოლის ნორმატივს ადგენს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
ჩ1) მულტილინგვური განათლება – განათლება, რომლის მიზანია სხვადასხვა ენაში
მოსწავლეების ენობრივ კომპეტენციათა განვითარება-გაღრმავება. იგი გულისხმობს
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იმგვარი სწავლების ორგანიზებას, რომელიც გაზრდის
აღნიშნული ენების შესწავლისა და გამოყენების ქმედითობას;
ჩ2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე – პირი, რომელსაც
თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული
სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება;
ჩ3) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების
მულტიდისციპლინური გუნდი (შემდგომ – მულტიდისციპლინური გუნდი) – სპეციალისტთა
გუნდი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის მიზნით
ახორციელებს პირის შეფასებას და მისთვის განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევას;
ჩ4) ექსპერტთა ჯგუფი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან
არსებული ჯგუფი (ჯგუფები), რომელიც (რომლებიც) ამ კანონის შესაბამისად იღებს (იღებენ)
გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების (რეფერალის) ღონისძიების
გამოყენების შესახებ;
ჩ5) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი;
ჩ6) სკოლა-პანსიონი – სასწავლო-სააღმზრდელო სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი წესრიგდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;
ც) (ამოღებულია - 02.03.2007, №4412);
ძ) პედაგოგიური საქმიანობა – მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან საგაკვეთილო და
დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა;
წ) პილოტირება – ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებისა და ამ მიზნების მიღწევის
საშუალებების რეალურობის შემოწმება სკოლებში;
წ1) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
ჭ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის
მიერ ინიციირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული, აგრეთვე მისი
სპონსორობით ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო;
ხ) სასკოლო
სასწავლო
გეგმა –
სასწავლო
გეგმა,
რომელიც
კონკრეტული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის აზუსტებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში
მოცემულ აუცილებელ დატვირთვას; განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას და ეროვნული სასწავლო
გეგმით
გაუთვალისწინებელ
დამატებით
საგანმანათლებლო
და
სააღმზრდელო
მომსახურებას, აგრეთვე სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო ღონისძიებებს;
ჯ) საჯარო სკოლა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;
ჯ1) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
ჯ2) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
ჰ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე/მოადგილეები და
ბუღალტერია;
ჰ1) სკოლის პედაგოგიური საბჭო – სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო;
ჰ2) სკოლის სამეურვეო საბჭო – სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო;
ჰ3) პირადი გასინჯვა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის,
იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური
გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის,
რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და
ამოღება სკოლაში სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი
პირის მიერ ან მანდატურის მიერ სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის
წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.
მუხლი 5. ეროვნული სასწავლო გეგმა
1. ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო
შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი
განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნობრივი ჯგუფები, საგნების
მიხედვით საათები, მათი განაწილება და აუცილებელი დატვირთვა, სასწავლო გარემოს
ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები.
11 . სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროების
მქონე
მოსწავლისათვის
აუცილებლობის შემთხვევაში სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში
შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
2. ეროვნული სასწავლო გეგმით განისაზღვრება იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და
ცოდნის) ჩამონათვალი, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველ საგანში თუ
საგნობრივ ჯგუფში კლასის ან საფეხურის დამთავრებისას. ეროვნული სასწავლო გეგმა
ითვალისწინებს აგრეთვე მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმებს სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.
3. ეროვნული სასწავლო გეგმა მოიცავს შემდეგ საგნობრივ ჯგუფებს:
ა) სახელმწიფო ენა;
ბ) მათემატიკა;
გ) უცხოური ენები;
დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები;
ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ვ) ტექნოლოგიები;
ზ) ესთეტიკური აღზრდა;
თ) სპორტი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნობრივი
ჯგუფები იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლება
ხორციელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ისწავლება
ქართულად, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ქართულად ან/და
აფხაზურად.
5.
ეროვნული
სასწავლო
გეგმის
შესრულება
სავალდებულოა
ყველა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.
6. ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული საგნების სწავლება
უნდა იყოს აკადემიური, ობიექტური და არადისკრიმინაციული.
7. ეროვნული სასწავლო გეგმით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს
მოდიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმა ან/და ეროვნული სასწავლო გეგმის
მოდიფიცირების შესაძლებლობა ამ კანონის 31 1 მუხლით გათვალისწინებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტიპების მიხედვით.
მუხლი 6. ზოგადი განათლება
1. სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების
წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის
დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები
გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო.
1 1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სკოლის გამოსაშვები
გამოცდების ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში აკრედიტებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით დაძლია;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ.ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაძლია.
2. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაჩქარებული გავლა დასაშვებია მხოლოდ
განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების
გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დადგენილი წესით.
3. მოსწავლის ან მისი მშობლის მოთხოვნის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულება ვალდებულია გასცეს მოსწავლის მიერ საგნების გავლის
დამადასტურებელი ცნობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით.
4. დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო
საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე.
5. ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის გავლის დამადასტურებელი
დოკუმენტის მქონე პირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვთ ზოგადი
განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება.
5 1. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს
საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა
კლასი/კლასები, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე მას უფლება
აქვს, ჩაირიცხოს სკოლაში ან სწავლა გააგრძელოს ექსტერნატის ფორმით, გამოცდების
ჩაბარების გარეშე, ასაკის შესაბამის კლასში ან მაქსიმუმ ორი კლასის ქვემოთ.
6. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი.
7. (ამოღებულია - 21.07.2010, №3530) .
მუხლი 26. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილება
ზოგადი განათლების სფეროში
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში
საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური
შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა
კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე:
ა) ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;
ბ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და წარუდგენს
საქართველოს მთავრობას;
გ) შეიმუშავებს განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;
დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემი ს დებულებებს;
დ1) ამტკიცებს მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობასა და დებულებას;
დ2) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოს დირექტორის კანდიდატურას;
დ3) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს;
დ4) ამტკიცებს ექსპერტთა ჯგუფის დებულებას;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს;
ე1) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს;
ე2) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსს;
ე3) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების
საფასურს;
ვ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, ხელს უწყობს მის დანერგვასა და
პილოტირებას;
ვ1) ამტკიცებს ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს ზოგადი განათლების ნაწილში;
ვ2) (ამოღებულია - 08.06.2016, №5367);
ვ3) ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამებს;
ვ4) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ატარებს სხვადასხვა კვლევას;
ზ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);
თ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);
ი) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო
დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებებსა და
საფასურებს;
კ)
განსაზღვრავს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებათა
შენობა-ნაგებობების
მშენებლობის სტანდარტებს შესაბამის დარგობრივ სამინისტროსა და უწყებებთან ერთად;
ლ) ადგენს ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან
ერთად;
ლ1) უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების
შესაბამისად დააფინანსოს კერძო სკოლა შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების
ფარგლებში;
მ) იღებს ზომებს ყველა მოსწავლის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე, აგრეთვე სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების, მიერ ზოგადი განათლების მისაღებად;
შეიმუშავებს ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებას;
შეიმუშავებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში გადაყვანის დებულებას; შეიმუშავებს ალტერნატიული ფორმით
განათლების მიღების დებულებას; შეიმუშავებს ინკლუზიური განათლების დანერგვის,
განვითარებისა და მონიტორინგის წესებს, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმს;
ნ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდებას ; უფლებამოსილია
მოახდინოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია . აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკებში ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს სამინისტრო ახორციელებს
შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარდგინების
საფუძველზე;
ნ1) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო
სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ ) იურიდიულ პირს ;
ნ2) უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების, მართვის
წესის, სტრუქტურული ერთეულების, სასკოლო სასწავლო გეგმის, სახელმწიფო კონტროლის,
ადამიანური რესურსებისათვის (მათ შორის, დირექტორისა და მასწავლებლისათვის)
წასაყენებელი მოთხოვნების გათვალისწინებით, ავტორიზაციის მოპოვების მიზნით
დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და დაამტკიცოს მისი წესდება, აგრეთვე
განახორციელოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკებში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური
რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე;
ო) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს ; საჯარო სკოლის სამეურვეო
საბჭოს ასარჩევად წარუდგენს საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატს /კანდიდატებს ;
ო1) უზრუნველყოფს ახალდაფუძნებულ ან/და რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში სამეურვეო
საბჭოს პირველი არჩევნების ჩატარებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას;
პ) (ამოღებულია – 09.03.2011, №4321);
ჟ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო,
თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს
კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით;
რ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);
ს) ამტკიცებს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში
მიღებული
ზოგადი
განათლების
აღიარებისა
და
საქართველოში
გაცემული
საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესსა და საფასურს;
ს1) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესს;
ტ) ამტკიცებს ეროვნული შეფასებების ჩატარების განრიგს;
ტ1) ამტკიცებს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესს. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ეროვნულ სასწავლო
ოლიმპიადასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის
წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
ტ2) ამტკიცებს სკოლების ბრენდირების ჩატარების წესს. საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლების ბრენდირებასთან დაკავშირებით
დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
ტ3) ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლის გამოსაშვებ
გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის
წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
ტ4) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების
საფასურს;
ტ5) ამტკიცებს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და
მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესს“;
ტ6) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული
მომსახურების საფასურს;
უ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნებთან, მათ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხარისხის შემოწმებისა და უზრუნველყოფის
სფეროში;
ფ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის
გრიფირების
წესსა
და
საფასურს;
უფლებამოსილია
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირებასთან დაკავშირებით დაადგინოს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა;
ფ1) უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის
გრიფირების წესით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის თანხმობის
საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის
მინიჭების შესახებ;
ქ) ახორციელებს საჯარო სკოლების სახელმწიფო კონტროლს და პასუხისმგებელია ზოგადი
განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე. ამ მიზნით
სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ამ სკოლების ფინანსური შემოწმება
კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
ღ) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს საჯარო ან კერძო სამართლის
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;
ყ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნულ
ცენტრს
საგანმანათლებლო
დაწესებულებების,
მათ
შორის,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ავტორიზაციის ან /და აკრედიტაციის
ჩატარების მიზნით;
ყ1) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს;
ყ2) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემას;
ყ3) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/პირებს – მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულ ცენტრს/ცენტრებს;
შ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლის შესარჩევი კონკურსების
გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის და მათთვის უფლებამოსილების
შეწყვეტის წესსა და პირობებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
უფლებამოსილია საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით
დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
შ1) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:
შ1.ა) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822);
შ1.ბ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს;
შ1.გ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822);
შ1.დ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;
შ1.ე) (ამოღებულია - 11.07.2009, №1385);
შ1.ვ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს,
აგრეთვე მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი
გაცემის წესს;
შ1.ზ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822);
შ1.თ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822);
შ1.ი) მოსწავლის ქცევის კოდექსს;
შ1.კ) დირექტორის ეთიკის კოდექსს;
შ2) ამტკიცებს წარმატებული მასწავლებლის წოდების მინიჭებისა და მასწავლებლის
დაჯილდოების წესს;
ჩ) ნიშნავს საჯარო სკოლის (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ
დაფუძნებული სკოლისა) სამეურვეო საბჭოს წევრს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების
სამინისტროს
ტერიტორიული
ორგანოების
საშტატო
განრიგით
გათვალისწინებული შემადგენლობიდან, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების წევრებს
– განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს წარდგინებით მისი
ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოს საშტატო განრიგით გათვალისწინებული
შემადგენლობიდან;
ც) ადგენს საჯარო სკოლებში წლის განმავლობაში სასწავლო დღეების მინიმალურ და
მაქსიმალურ რაოდენობებს, არდადეგების მინიმალურ და მაქსიმალურ ხანგრძლივობას;
აგრეთვე უფლებამოსილია დაადგინოს სასწავლო წლის დამთავრების და არდადეგების დრო
და ხანგრძლივობა; განსაზღვრავს გამონაკლის შემთხვევებს;
ც1) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე
დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმას;
ძ) (ამოღებულია - 17.03.2006, №2793);
წ) ადგენს საჯარო სკოლების დირექტორებისა და არჩევითი ორგანოების წევრების
რეგისტრაციის წესს;
ჭ) პროფესიული კავშირების მონაწილეობით ადგენს საჯარო სკოლების მასწავლებელთა
შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობასა და პირობებს, ამტკიცებს სკოლების მიერ
მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების სავალდებულო პირობებს;
ჭ1) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822);
ხ) პროფესიულ კავშირებთან თანამშრომლობით გეგმავს ღონისძიებებს მასწავლებელთა
კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
ჯ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანხმობით ამტკიცებს მასწავლებლის
მომზადებისა
და
პროფესიული
განვითარების
საგანმანათლებლო
პროგრამების
აკრედიტაციის დებულებასა და საფასურს;
ჰ) ამტკიცებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმას;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ზოგადი განათლების
დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესს;
ჰ1) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს;
ჰ2) უფლებამოსილია დააწესოს გრანტები და სტიპენდიები განსაკუთრებით ნიჭიერ
მოსწავლეთა წახალისების მიზნით;
ჰ3) ადგენს მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის წესს;
ჰ4) (ამოღებულია - 02.03.2007, №4412);
ჰ5) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი
აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;
ჰ6) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ჰ7) ამტკიცებს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს;
ჰ8) უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული
მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასური;
ჰ9) უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული
აქტებით განსაზღვრულ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს ადმინისტრაციული
საჩივრის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და წესი;
ჰ10) უფლებამოსილია მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო, კულტურული, სახელოვნებო,
შემოქმედებითი,
სასპორტო,
შემეცნებითი
ღონისძიებების
ჩატარების
მიზნით
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ან/და მასწავლებელზე გასცეს გრანტი და
დაამტკიცოს საგრანტო კონკურსის დებულება.
2.
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებულ
უფლებამოსილებათა
განსახორციელებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქმნის,
გარდაქმნის და აუქმებს საკუთარ ტერიტორიულ ორგანოებს, ამტკიცებს მათ დებულებებს,
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ ორგანოების
ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოები ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
3. (ამოღებულია – 09.03.2011, №4321) .
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“, „ო1“ და „ტ5“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაზე,
რომელიც
ახორციელებს
სამხედრო
მომზადებასა და განათლებას, ხოლო იმავე პუნქტის „ნ“, „ჟ“, „ტ5“, „ქ“ და „შ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ ფუნქციებს ასეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასრულებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
მუხლი 283 . განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომ –
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა), რომლის საქმიანობის საერთო
ხელმძღვანელობასა და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციებია:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება;
ბ) თანამედროვე სა ინფორმაციო -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სკოლის დირექტორისა
და სამეურვეო საბჭოს წევრის რეგისტრაციაში გატარება;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლეთა პერსონალური
მონაცემების აღრიცხვა, აგრეთვე სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა
რეესტრების წარმოება;
ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის წარმოება, კერძოდ, საჯარო
სკოლის
დირექტორის,
დირექტორის
მოვალეობის
შემსრულებლის,
დირექტორის/დირექტორის
მოვალეობის
შემსრულებლის
მიერ
თავისი
უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი
მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის
თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო
საბჭოს წევრის უფლებამოსილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციაში
გატარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი
წესით;
ვ)
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებათა
რეესტრის
წარმოება,
კერძოდ, სახელმწიფოს
მიერ
დაფუძნებული უმაღლესისაგანმანათლებლო
დაწესებულების ხელმძღვანელი სა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ს, ასევე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი ს რეგისტრაციაში გატარება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
ზ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;
თ) იმ პირთა აღრიცხვა, რომლებსაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს
გამამტყუნებელი განაჩენის ან/და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე
ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის
უფლება;
ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობაში
თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
კ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული
პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევის დაგეგმვა;
ლ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული
პროექტებისა და პროგრამების შედეგების უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით
კვლევა;
მ) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;
ნ)
დაინტერესებული
პირების მომზადება-გადამზადება
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) (ამოღებულია - 16.12.2016, №102) ;
პ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებით გათვალისწინებული
სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი.
4. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი ხელმძღვანელობს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საქმიანობას, პასუხს აგებს განათლების
მართვის
საინფორმაციო
სისტემის
ამოცანების
შესრულებისათვის
და
ახორციელებს განათლების
მართვის
საინფორმაციო
სისტემის დებულებით
გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 29. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების
სამინისტროთა უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო შესაბამისი ავტონომიური
რესპუბლიკის ტერიტორიაზე:
ა) არის ზოგადი განათლების სისტემის მართვის ძირითადი რგოლი, ატარებს ერთიან
სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;
ბ) უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის
შესრულებას;
გ) ორგანიზებას უწევს ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვას;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული
დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დადგენილ ნორმატივებთან შესაბამისობას;
ე) (ამოღებულია - 17.03.2006, №2793);
ვ)
ახორციელებს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების
შეფასებებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად
წარუდგენს ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და
სააღმზრდელო დაწესებულებების წესდებებს;
ზ 1 ) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;
თ) აწარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრს; ამ კანონითა და
ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით
რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ
თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი
მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის
თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო
საბჭოს წევრის უფლებამოსილებასა და უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ
მონაცემებს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემას. მონაცემთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია
იწვევს მათ ძალაში შესვლას;
ი) ახორციელებს ზოგადი განათლების დაფინანსებას ამ კანონით გათვალისწინებული
წესით;
კ ) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს ;
კ1) გასცემს თანხმობას სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლაზე; დისკრეციული
უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას მისი შვებულებიდან
გამოძახების შესახებ;
კ2) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასანიშნად წარუდგენს
საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურას; საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე აყენებს წინადადებას მისი
სამეურვეო საბჭოდან გამოწვევის თაობაზე;
ლ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო
საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით;
მ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);
მ 1) უფლებამოსილია ამ კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 41-ე მუხლის მე-4
პუნქტითა და 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს და გაათავისუფლოს
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
ნ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის საჯარო სკოლის
მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას;
ო) (ამოღებულია - 27.12.2006, №4129);
პ) (ამოღებულია - 27.12.2006, №4129);
ჟ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად იბარებს საჯარო სკოლის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს
საქართველოს კანონმდებლობის შესრულების, სასწავლო პროცესისა და ფინანსური
საქმიანობის შესახებ;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით
განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო
უფლებამოსილია
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებულ
უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შექმნას, გარდაქმნას და გააუქმოს
საკუთარი ტერიტორიული ორგანოები შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთელ
ტერიტორიაზე, დაამტკიცოს მათი დებულებები, თანამდებობაზე დანიშნოს და
თანამდებობიდან გაათავისუფლოს მათი ხელმძღვანელები და მოადგილეები.
3. თუ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესახებ საქართველოსა და
შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული
განათლების სამინისტროს არსებობა, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 33. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები და
უფლებამოსილებები
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია:
ა) მოსწავლეებს მიაწოდოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლება,
რომელიც ეფუძნება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, ჯანსაღი
ცხოვრების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპებს;
ბ) შექმნას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო ყველა პირობა;
გ) დაიცვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი ეროვნული
სასწავლო გეგმა;
დ) განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა გრიფმინიჭებული
სახელმძღვანელოებით, ხოლო თუ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ
საგანში არ არის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო – ზოგადსაგანმანათლებლო
საქმიანობა განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოთი;
ე) უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად;
ვ) შექმნას ზოგადი განათლების ალტერნატიული ფორმებით მიღების შესაძლებლობა,
მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, შესაბამისი საფეხურის
სხვა მოსწავლეთაგან განცალკევებით;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის დააწესოს შეღავათები
მათი სწავლისა და აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად;
თ) არ დაუშვას არამეცნიერული შეხედულების ან თეორიის, როგორც მეცნიერული
თეორიის ან ფაქტის, სწავლება;
ი) ჰქონდეს თვითშეფასების სისტემა;
კ) უზრუნველყოს სასკოლო დროს სკოლის ტერიტორიაზე მყოფი მოსწავლის
უსაფრთხოება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მასწავლებლობის
მაძიებელი სკოლაში;
მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნულ ცენტრს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული
მასწავლებლების პერსონალური მონაცემები, აგრეთვე ინფორმაცია სკოლაში არსებული
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებლების ვაკანსიების შესახებ;
ნ) მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში ხელი შეუწყოს მასწავლებელთა
პროფესიულ განვითარებას, მათ შორის, პროფესიული მზადების პროგრამაში მათი
მონაწილეობის ხარჯების დაფინანსების ან თანადაფინანსების გზით.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია:
ა) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს იმ მოსწავლეთა ტრანსპორტით
მომსახურება, რომლებსაც არ აქვთ დამოუკიდებლად დაწესებულებამდე მისვლის და
შინ დაბრუნების საშუალება;
ბ) მოსთხოვოს საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების წესდებით
დადგენილი მოთხოვნების შესრულება ამ დაწესებულების მასწავლებლებს, სხვა
თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს;
გ) შექმნას პირობები ინკლუზიური სწავლებისათვის;
დ) ამ კანონის მიზნების მისაღწევად ითანამშრომლოს სხვა სკოლებთან და
საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
ე) უზრუნველყოს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და
სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური
დახმარების და კვების პუნქტების არსებობა;
ვ) უზრუნველყოს მოსწავლეები სასკოლო ბიბლიოთეკით, რომელიც ეფუძნება
მოსაზრებათა პლურალიზმს და უზრუნველყოფს მოსწავლის ყოველმხრივ
განვითარებას, მის მიერ ქვეყნის თვითმყოფადობის, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო
ღირებულებებისა და კულტურული მრავალფეროვნების შეთვისებას;
ზ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების დონის შესაბამისად მიიღოს ზომები
მისი შრომის ანაზღაურების გაზრდის მიზნით;
თ ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530) .
3. საჯარო სკოლას უფლება აქვს, მშობლებთან შეთანხმებით შესთავაზოს მოსწავლეებს
ეროვნული
სასწავლო
გეგმით
გათვალისწინებული დამატებითი
ფასიანი
საგანმანათლებლო მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) შესაბამის მოსწავლეს ამ მომსახურებას არ გაუწევს ამავე სკოლაში დასაქმებული
მასწავლებელი;
ბ) ამ მომსახურებას არ აქვს გაკვეთილის სახე;
გ) შესაბამის მოსწავლეს ეს მომსახურება არ გაეწევა სასწავლო პროცესის
მიმდინარეობისას, სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აუცილებელი
დატვირთვის ფარგლებში.
4. საჯარო სკოლას უფლება აქვს მოსწავლეებს მიაწოდოს ეროვნული სასწავლო გეგმით
გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, მათ შორის,
ფასიანი მომსახურება. საჯარო სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი
მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა დაწესებულების ყველა მოსწავლისათვის.