„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პროფესიული განათლების შესახებ“
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 21-ე მუხლი, II მოსმენა საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
24.06.2016,
სარეგისტრაციო კოდი: 430040000.05.001.018169) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს აღმზრდელის პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს;“;
2. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის ნაცვლად აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო
სტანდარტის დამტკიცება. აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების
ჩარჩოდოკუმენტი ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას აღმზრდელის პროფესიული
საგანმანათლებლო სტანდარტის დამტკიცებამდე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის ინიცირებით, რომელიც პროფესიულ განათლებასთან
მიმართებაში
ახალი
სახელმწიფო
პოლიტიკისა
და
რეფორმის
სტრატეგიის
განხორციელებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნის ითვალისწინებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა „პროფესიული
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანხმად,
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის ცნება შეიცვალა პროფესიული
საგანმანათლებლო სტანდარტის ცნებით და განიმარტება როგორც დოკუმენტი, რომლითაც
განისაზღვრება
დოკუმენტი,
რომლითაც
განისაზღვრება
მისანიჭებელი
კვალიფიკაცია/კვალიფიკაციები, შესაბამისი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების მისანიჭებლად
საჭირო კრედიტების მოცულობა, მისაღწევი სწავლის შედეგები, იმ მოდულების ერთობლიობა,
რომელთა სწავლის შედეგების მიღწევა აუცილებელია კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების
მისანიჭებლად, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე დაშვების და
პროგრამის/პროგრამების განხორციელების წინაპირობები, აგრეთვე დასაქმების სფეროები და
საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემუშავებასთან და განხორციელებასთან
დაკავშირებული მოთხოვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესაბამისად, „ადრეული და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „გ“
პუნქტში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის
შემუშავებას, ტერმინი „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტი“
ნაცვლდება „პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით“. ამასთან, ხდება გარდამავლი
დებულებებიდან იმ ნორმის ამოღება, რომლითაც გათვალისწინებული იყო საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს
მიერ
აღმზრდელის
პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების ვალდებულება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი
8.
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს
უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის,
საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე:
ა) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, მათ შორის, სასკოლო მზაობის
საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს, რომლის შესრულების უზრუნველყოფა
სავალდებულოა მუნიციპალიტეტებისათვის;
ბ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს აღმზრდელპედაგოგის პროფესიულ სტანდარტს;
გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების
ჩარჩო დოკუმენტს;
დ) ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით ამზადებს საგანმანათლებლო
რესურსების სიასა და მეთოდოლოგიურ რესურსებს და უზრუნველყოფს ამ რესურსების
მუნიციპალიტეტებისათვის ხელმისაწვდომობას;
ე) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის,
განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს საჯარო დაწესებულებაში
მონიტორინგის სისტემას, ახორციელებს მონიტორინგსა და შეფასებას და ამზადებს შესაბამის
რეკომენდაციებს;
ვ) შეიმუშავებს აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულებს და
ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებს მათ გადამზადებაში;
ზ) ხელს უწყობს ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ
საზოგადოების ინფორმირებას;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს
და ასრულებს სხვა ვალდებულებებს.
მუხლი 28. გარდამავალი დებულებები
1. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ:
ა) მიიღოს დადგენილება დაწესებულების ავტორიზაციის წესის დადგენის თაობაზე;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების, მათ
შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის, დამტკიცების
მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
გ) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების მიზნით მიიღოს
ნორმატიული აქტი;
დ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი
ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
1
ე) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების
მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული
აქტი;
ვ) დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური
ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების
მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესისა და ამ რეესტრში
შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალის დამტკიცების მიზნით მიიღოს
ნორმატიული აქტი.
2. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ აღმზრდელ-პედაგოგის შრომის
ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობის განსაზღვრის მიზნით მიიღოს ნორმატიული
აქტი.
3. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ:
ა) აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის
დამტკიცების მიზნით გამოსცეს ნორმატიული აქტი;
ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის,
განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის
სისტემის შესამუშავებლად გამოსცეს ნორმატიული აქტი;
გ) აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების შემუშავებისა
და მუნიციპალიტეტებისთვის მათ გადამზადებაში ხელის შეწყობის მიზნით გამოსცეს
ნორმატიული აქტი.
4. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტის საკრებულომ:
ა) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის
მიწოდების მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგების სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს
ნორმატიული აქტი;
ბ) სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და
დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს
ნორმატიული აქტი;
გ) დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის
ნორმების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
დ) დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დადგენის მიზნით მიიღოს
ნორმატიული აქტი;
ე) საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის მიზნით
მიიღოს ნორმატიული აქტი.
5. ამ კანონის რეგულირების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათში ცვლილებების შეტანამდე ან მათ გაუქმებამდე.
6. 2020 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის სრულყოფილად
ამოქმედების მიზნით მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6
თვის ვადაში უზრუნველყონ სამოქმედო გეგმების შემუშავება მათ ტერიტორიაზე მოქმედი
დაწესებულებების მიერ შესაბამის მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად.
7. 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ამ
კანონის შესაბამისად უზრუნველყოს დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია.
2