„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პროფესიული განათლების შესახებ“
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 21-ე მუხლი, II მოსმენა საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/05/2017, სარეგისტრაციო კოდი:
040200140.05.001.018425) 70-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მინდობით აღსაზრდელს, რომელიც მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული იყო 18
წლის ასაკის მიღწევისას, შეუსრულდა 18 წელი და არის ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, პროფესიული სტუდენტი, პროფესიული მომზადების
პროგრამის, პროფესიული გადამზადების პროგრამის ან სახელმწიფო ენაში მომზადების
პროგრამის მსმენელი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, შეუძლია
მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული იყოს სწავლის დასრულებამდე, მაგრამ
არაუმეტეს 21 წლის ასაკის მიღწევისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „პროფესიული
საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით.
განათლების
შესახებ“
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“
საქართველოს კანონის „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან და
თანხვედრაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შევიდა „შვილად აყვანისა და
მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც განპირობებულია „პროფესიული
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, რომლის ტერმინთა განმარტებაშიც
განისაზღვრა მსმენელის განმარტება, როგორც პირი, რომელიც სწავლობს პროფესიული
მომზადების პროგრამაზე ან/და გადამზადების პროგრამაზე ან/და სახელმწიფო ენაში
მომზადების პროგრამაზე. აქედან გამომდინარე, აღნიშნული კანონის 70-ე მუხლის მე-3
პუნქტი შესაბამისობაში მოვიდა „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან
და პროფესიულ სტუდენტთან ერთად ჩაიწერა მსმენელიც.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
რამდენადაც 18 წლის ასაკს მიღწეული მინდობით აღსაზრდელთა კატეგორიას, რომელთაც
შეუძლიათ 18 წლის შესრულების შემდგომაც განთავსდნენ მინდობით აღზრდის მიზნით
სწავლის დასრულებამდე, ემატება ახალი კატეგორია, კერძოდ - პირი, რომელსაც შეუსრულდა
18 წელი და არის პროფესიული მომზადების პროგრამის, პროფესიული გადამზადების
პროგრამის ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის მსმენელი. ამასთან, საყურადღებოა,
რომ თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება მსმენელთა რაოდენობაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს
ვალდებულება.
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება იქონიებს დადებით გავლენას 18 წლის ასაკს მიღწეული იმ
მინდობით აღსაზრდელების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთაც შეუძლიათ 18 წლის
შესრულების შემდგომაც განთავსდნენ მინდობით აღზრდის მიზნით, იმ შემთხვევაში თუ
ჩაირიცხებიან პროფესიული მომზადების პროგრამაზე, პროფესიული გადამზადების
პროგრამაზე ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამაზე მსმენელად.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 70. მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირი
1. მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი:
ა) რომელიც არის ობოლი;
ბ) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო -უკვლოდ დაკარგულად აღიარა;
გ) რომლის მშობელს (მშობლებს) შეეზღუდა (შეეზღუდათ), შეუჩერდა (შეუჩერდათ) ან
ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლებები.
2. მინდობით აღსაზრდელს, რომელიც მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული იყო 18
წლის ასაკის მიღწევისას, შეუსრულდა 18 წელი და არის ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების /სკოლის მოსწავლე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების
პროფესიული სტუდენტი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი,
შეუძლია მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული იყოს სწავლის დასრულებამდე, მაგრამ
არაუმეტეს 21 წლის ასაკის მიღწევისა.
3. მინდობით აღზრდის მიზნით შეიძლება ერთდროულად განთავსდნენ 18 წლამდე ასაკის
პირი და მისი შვილი.
4. მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის
მიერ დადგენილი წესით.