„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პროფესიული განათლების შესახებ“
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 21-ე მუხლი, II მოსმენა საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.01.2012, სარეგისტრაციო კოდი:
430060000.05.001.016584) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მეზღვაურის პროფესია წარმოადგენს რეგულირებად პროფესიას, ხოლო საზღვაო
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები წარმოადგენს რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამებს. შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ეფექტიანი და თანამედროვე მოთხოვნების
შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბება, მაღალკვალიფიციურ მეზღვაურთა წვრთნის, მათი
ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების პროცესის
ხელშეწყობა.“;
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჰ6 ) დიპლომი – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ან „პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად;“;
3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნულ ცენტრთან (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი)
ერთად საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და მისი
საგანმანათლებლო
პროგრამების
აკრედიტაციის
პროცესში, ასევე
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულებების/პროგრამების
ავტორიზაციის
პროცესში
მონაწილეობა;“;
4. 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.
მეზღვაურთა
წვრთნის
განმახორციელებელი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას,
ასევე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების/პროგრამების ავტორიზაციას
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრი.
2. სააგენტო უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით თანამშრომლობს და საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
მონაწილეობს
მეზღვაურთა
წვრთნის
განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და
მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში, ასევე პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებების/პროგრამების ავტორიზაციის პროცესში - შესაბამისად
ავტორიზაციის საბჭოებში და აკრედიტაციის საბჭოში მონაწილეობის გზით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის ინიცირებით, რომელიც პროფესიულ განათლებასთან
მიმართებაში
ახალი
სახელმწიფო
პოლიტიკისა
და
რეფორმის
სტრატეგიის
განხორციელებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნის ითვალისწინებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა ,,პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „მეზღვაურთა განათლებისა და
სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტში და
განისაზღვრება, რომ მეზღვაურის პროფესია წარმოადგენს რეგულირებად პროფესიას, ხოლო
საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები წარმოადგენს რეგულირებად აკადემიურ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ
,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით
რეგულირებადი პროფესია განისაზღვრება, როგორც საქმიანობა, რომლის განხორციელების
წინაპირობა არის შესაბამისი კვალიფიკაციის ფლობა ან/და სახელმწიფო სასერტიფიკაციო
გამოცდის ჩაბარება ან/და რომლის განსახორციელებლად მოთხოვნილი კვალიფიკაციის
მინიჭებისათვის აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
შესაბამისი გამოცდის ჩაბარება ან/და პერიოდული პროფესიული გადამზადება. ამასთან, ამავე
კანონპროექტის მე-19 მუხლის მიხედვით, მხოლოდ კანონით შეიძლება განისაზღვროს
რეგულირებადი პროფესიები, რომლებიც საჭიროებს შესაბამის პროფესიულ განათლებას
ან/და
სახელმწიფო
სასერტიფიკაციო
გამოცდის
ჩაბარებას
ან/და
რომელთა
განსახორციელებლად
მოთხოვნილი
შესაბამისი
კვალიფიკაციის
მინიჭებისათვის
აუცილებელია სათანადო გამოცდის ჩაბარება ან/და პერიოდული პროფესიული გადამზადება.
იმის გათვალისწინებით, რომ მეზღვაურის პროფესია აკმაყოფილებს რეგულირებადი
პროფესიის ცნებას, განისაზღვრება რეგულირებად პროფესიად.
კანონპროექტის თანახმად, კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ8“ ქვეპუნქტი
ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, ტერმინი „განათლების დიპლომი“ იცვლება
ტერმინით „დიპლომი“ და განისაზღვრება, რომ დიპლომი არის განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის ან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ,,პროფესიული განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის შესაბამისად ტერმინით ,,დიპლომი“ ჩანაცვლდა
ტერმინი ,,პროფესიული დიპლომი“. ამასთან, განისაზღვრა, რომ დიპლომი ან სერტიფიკატი
არის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილების შეტანას
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5
მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტში და 45-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში,
რამდენადაც ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი
თანმდევი ცვლილებების შესაბამისად, აკრედიტაცია, როგორც განათლების ხარისხის
უზრუნველყოფის მექანიზმი აღარ იქნება გამოყენებული პროფესიული განათლების
სფეროში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით არ იქნონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარკვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ
ხელშეკრულებებს.
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და
სერტიფიცირების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს, აგრეთვე საზღვაოსაგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგის, საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების
აღიარებისა და მონიტორინგის, სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და მონიტორინგის
სისტემებს.
2. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების
ეფექტიანი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბება,
მაღალკვალიფიციურ მეზღვაურთა წვრთნის, მათი ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული
უნარ-ჩვევების გაუმჯობესების პროცესის ხელშეწყობა.
3. ეს კანონი შემუშავებულია განათლების მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს
კანონმდებლობისა და მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების თაობაზე
არსებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, „მეზღვაურების
მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო
კონვენციის (შემდგომ − კონვენცია), გათვალისწინებით და ეფუძნება მათ ძირითად
პრინციპებს.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
1. თუ ამ კანონში სხვაგვარად არ არის მითითებული, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს
შემდეგი მნიშვნელობა:
ა) რეგლამენტი − წესები, რომლებიც მოცემულია კონვენციის დანართებში;
ბ) სანაპირო ნაოსნობა − ნაოსნობა, რომლის დროსაც გემი არ შორდება საქართველოს სანაპირო
ზოლს 50 საზღვაო მილზე მეტი მანძილით;
გ) საერთაშორისო ნაოსნობა − ნებისმიერი ნაოსნობა, რომელიც არ არის სანაპირო ნაოსნობა;
დ) ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე − გემის ყველა მთავარი ამძრავი მექანიზმის მიერ უწყვეტად
გამომუშავებული მაქსიმალური სიმძლავრე კილოვატებით, რომელიც მოცემულია გემის
რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტში;
ე) რადიომორიგეობა − ვახტის გაწევა და რადიოაღჭურვილობის ექსპლუატაცია და
მომსახურება რადიოწესების, SOLAS-ის კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად;
ვ) ნავთობმზიდი ტანკერი − გემი, რომელიც აგებულია და გამოიყენება ნავთობისა და თხევადი
ნავთობპროდუქტების გადასაზიდად;
ზ) ქიმმზიდი ტანკერი − გემი, რომელიც აგებულია ან შესაბამისად ადაპტირებულია და
გამოიყენება „თხევადი ქიმიური ნივთიერებების საერთაშორისო კოდექსის“ (IBCC)
(შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით) მე-17 თავში მითითებული ნებისმიერი
ნივთიერების თხევადი სახით გადასაზიდად;
თ) თხევადი აირმზიდი ტანკერი − გემი, რომელიც აგებულია ან შესაბამისად ადაპტირებულია
და გამოიყენება „აირის საერთაშორისო გადაზიდვის კოდექსის“ (შესაბამისი ცვლილებების
გათვალისწინებით) მე-19 თავში მითითებული ნებისმიერი აირის თხევადი სახით
გადასაზიდად;
1
ი) სამგზავრო გემი − სამგზავრო გემი SOLAS-ის კონვენციის განმარტების შესაბამისად;
კ) RO-RO სამგზავრო ტიპის გემი − სამგზავრო გემი საბორნე-სატვირთო განყოფილებით ან
სპეციალური კატეგორიის განყოფილებებით, SOLAS-ის კონვენციის განმარტების
შესაბამისად;
ლ) ფუნქცია − გემის ექსპლუატაციის, ზღვაზე უსაფრთხოების ან ზღვის გარემოს დაცვის
უზრუნველყოფისთვის აუცილებელ ამოცანათა, ვალდებულებათა და პასუხისმგებლობათა
ერთობლიობა STCW-ის კოდექსის შესაბამისად;
მ) პასუხისმგებლობის დონე STCW-ის კოდექსთან მიმართებით − პასუხისმგებლობის დონე,
რომელიც განსაზღვრულია STCW-ის კოდექსით და რომელიც მოიცავს:
მ.ა) მართვის დონეს – პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია გემის კაპიტნის,
კაპიტნის უფროსი თანაშემწის, უფროსი მექანიკოსის ან მეორე მექანიკოსის მიერ სათანადო
ფუნქციების შესრულებასთან;
მ.ბ) ექსპლუატაციის დონეს − პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია სავახტო
თანაშემწის, სავახტო მექანიკოსის ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების
მექანიკოსის, ელექტროტექნიკოსის ან რადიოოპერატორის მიერ, მართვის დონის ოფიცრის
ხელმძღვანელობით სათანადო ფუნქციების შესრულებასთან;
მ.გ) დამხმარე დონეს – პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია გემზე რიგითი
შემადგენლობის მიერ, მართვის ან ექსპლუატაციის დონეზე მომუშავე პირის მითითებით,
დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან;
ნ) დამტკიცებული – ამ კანონისა და კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად სააგენტოს მიერ
დამტკიცებული;
ო) კომპანია − გემთმფლობელი, სხვა ორგანიზაცია ან პირი, მაგალითად, მმართველი, ან
უეკიპაჟოდ გემის დამფრახტველი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს დროშით
მცურავი გემის ექსპლუატაციასა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი
ვალდებულებების შესრულებაზე;
პ) კომპეტენციის სერტიფიკატი − კაპიტანზე, ოფიცერსა და GMDSS-ის რადიოოპერატორზე ამ
კანონის დებულებათა შესაბამისად გაცემული და დადასტურებული სერტიფიკატი, რომელიც
მის მფლობელს უფლებას აძლევს, იმსახუროს ამ თანამდებობაზე და შეასრულოს
პასუხისმგებლობის ამ დონისათვის გათვალისწინებული ფუნქციები;
ჟ) კვალიფიკაციის სერტიფიკატი − მეზღვაურზე გაცემული სერტიფიკატი, გარდა
კომპეტენციის სერტიფიკატისა, რომლის თანახმად, დაკმაყოფილებულია წვრთნის,
კომპეტენციის ან საზღვაო გამოცდების თაობაზე ამ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები;
რ) დოკუმენტური დასაბუთება − საბუთები, გარდა კომპეტენციის და კვალიფიკაციის
სერტიფიკატებისა, რომელთა თანახმად, დაკმაყოფილებულია ამ კანონითა და კონვენციით
დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები;
ს) დადასტურების სერტიფიკატი − სააგენტოს მიერ კონვენციის I/2 რეგლამენტისა და ამ
კანონის მე-9 მუხლის თანახმად გაცემული და მოქმედი დოკუმენტი;
ტ) სერტიფიკატის აღიარება − სააგენტოს მიერ კონვენციის წევრი სხვა სახელმწიფოს მიერ
გაცემული სერტიფიკატის აღიარება;
უ) ნაოსნობის სტაჟი – კონვენციის I/1 რეგლამენტის 26-ე პუნქტისა და ამ კანონის შესაბამისად
განსაზღვრული გემზე მუშაობის პერიოდი, რომელიც საჭიროა სერტიფიკატის ან სხვა
კომპეტენციის მისაღებად ან/და არსებულის განსაახლებლად;
ფ) თვე − კალენდარული თვე ან 30 (ოცდაათი) დღე 1 თვეზე ნაკლები პერიოდებისთვის;
ქ) კონვენციის წევრი ან წევრი სახელმწიფო − კონვენციის წევრი სახელმწიფო, რომლისთვისაც
კონვენცია ძალაშია;
ღ) კონვენცია − „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“
1978 წლის საერთაშორისო კონვენცია, ცვლილებებითა და დამატებებით;
2
ყ) STCW-ის კოდექსი − კონვენციის წევრი სახელმწიფოების 1995 წლის კონფერენციის მე-2
რეზოლუციით მიღებული „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის
შესახებ“ კოდექსი, განახლებული ვერსიით;
შ) SOLAS-ის კონვენცია − „ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო
კონვენცია, რომელიც მოიცავს 1978 და 1988 წლების ოქმებს, განახლებული ვერსიით;
ჩ) ISM-ის კოდექსი − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის A741 (18) რეზოლუციით
დამტკიცებული „გემების უსაფრთხო ექსპლუატაციისა და დაბინძურების თავიდან აცილების
შესახებ მართვის“ საერთაშორისო კოდექსი, ცვლილებებითა და დამატებებით;
ც) რადიოწესები − „საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის შესახებ“ კონვენციით განსაზღვრული
და ძალაში მყოფი წესები;
ძ) ISPS-ის კოდექსი − SOLAS-ის კონვენციის ხელშემკვრელი მთავრობების კონფერენციის მე-2
რეზოლუციით მიღებული „გემებისა და ნავსადგურის აღჭურვილობების უშიშროების
შესახებ“ 2002 წლის 12 დეკემბრის საერთაშორისო კოდექსი, ცვლილებებითა და დამატებებით;
წ) გემის უშიშროების ოფიცერი − კომპანიის მიერ დანიშნული პირი, რომელიც
ანგარიშვალდებულია კაპიტნის წინაშე და პასუხისმგებელია გემის უშიშროებაზე, მათ შორის,
გემზე უშიშროების სისტემის დანერგვასა და განხორციელებაზე, კომპანიისა და ნავსადგურის
უშიშროების ოფიცრებთან კავშირზე;
ჭ) უშიშროების უზრუნველყოფის ვალდებულებები − გემზე უშიშროებასთან დაკავშირებით
შესასრულებელი ყველა დავალება და ვალდებულება, SOLAS-ის კონვენციის XI−2 თავის და
ISPS-ის კოდექსის შესაბამისად;
ხ) მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკი − სააგენტოს მიერ დამტკიცებული სააღრიცხვო
წიგნაკი, რომელიც არის მეზღვაურის მიერ გავლილი წვრთნის დამადასტურებელი
დოკუმენტი;
ჯ) მეზღვაურის ნაოსნობის სტაჟის სააღრიცხვო წიგნაკი − მეზღვაურის წიგნაკის შემადგენელი
ნაწილი, რომლის ფორმასა და შინაარსს შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო და რომელიც
არის ნაოსნობის სტაჟის დამტკიცების მთავარი საფუძველი;
ჰ) GMDSS-ის რადიოოპერატორი − პირი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის IV
თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ჰ1 ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო, რომელიც ასრულებს ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ
ფუნქციებს;
ჰ2 ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტო, რომელიც შექმნილია „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“
საქართველოს კანონის საფუძველზე;
ჰ 3) შესაბამისად კვალიფიციური აკადემიური პერსონალი − პირი, რომელიც აკმაყოფილებს
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან/და
რომელსაც აქვს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 3000 ტონაზე მეტი
საერთო ტევადობის ან 3000 კვტ სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, მათ
შორის, 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მართვის დონეზე;
ჰ4) ინსტრუქტორი, ზედამხედველი, შემფასებელი – პირი, რომელსაც აქვს სათანადო
კვალიფიკაცია მეზღვაურთა კონკრეტული ტიპისა და დონის წვრთნისა და კომპეტენციის
შეფასებისათვის კონვენციის I/6 რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
ჰ5 ) შესაბამისად კვალიფიციური ინსტრუქტორი − პირი, რომელსაც აქვს მართვის დონის
კომპეტენცია და რომელიც ფლობს უმაღლესი განათლების დიპლომს საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე პასუხისმგებელია მეზღვაურის წვრთნაზე, რომელიც
დაკავშირებულია კონვენციის შესაბამისად სერტიფიცირებასთან. მას უნდა ჰქონდეს
3
არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის
ან 3000 კვტ სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, მათ შორის, 6 თვე მართვის
დონეზე, რომელთაგან სულ მცირე 6 თვის სტაჟი უნდა ჰქონდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში,
ან ბოლო 10 წლის განმავლობაში გავლილი აქვს სააგენტოს მიერ აღიარებული განახლების
კურსები;
ჰ6 ) განათლების დიპლომი – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ან „პროფესიული განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ჰ7 ) საერთო ტევადობა – ტევადობა, როგორც ეს განმარტებულია „სატვირთო მარკის შესახებ“
1966 წლის კონვენციაში;
ჰ 8) შესაბამისი საზღვაო განათლება – საზღვაო განათლება, რომელიც მოიცავს: მართვის ან
ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის მისაღებად – საზღვაო-საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესის შესაბამისად მინიჭებულ კვალიფიკაციას, ხოლო დამხმარე დონის კომპეტენციის
მისაღებად – „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის
შესაბამისად მინიჭებულ სათანადო კვალიფიკაციას;
ჰ9)
საზღვაო-საგანმანათლებლო
დაწესებულება
–
ამ
კანონის
მიზნებისათვის
უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან
სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი
საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი/პროფესიული
საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება;
ჰ10) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება – ამ კანონის V თავის მოთხოვნათა შესაბამისად
სააგენტოს მიერ აღიარებული მეზღვაურთა წვრთნის (მათ შორის, მეზღვაურთა სამედიცინო
მომზადების) განმახორციელებელი დაწესებულება.
2. ამ კანონის მიზნებისათვის კონვენცია და STCW-ის კოდექსი გამოიყენება მათი უახლესი
რედაქციებით.
მუხლი 5. სააგენტოს და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ზოგადი პასუხისმგებლობანი და
უფლებამოსილება
1. ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების
გაცემა, აღიარება ან/და დადასტურება;
ბ) მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის სისტემის მონიტორინგი;
გ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება და სისტემატური მონიტორინგი;
დ) საწვრთნელი პროგრამების კონვენციითა და საქართველოს სხვა საერთაშორისო
ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების
მოთხოვნებთან შესაბამისობის აღიარება;
ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნულ ცენტრთან (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი)
ერთად
საზღვაო-საგანმანათლებლო
დაწესებულების
ავტორიზაციის
და
მისი
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა;
ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული სასწავლებლების მონიტორინგი
ამ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში;
ზ) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების
ნამდვილობის დამოწმება და მათი გაყალბების თავიდან აცილების ღონისძიებების გატარება;
4
თ) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების
ფორმისა და გაცემის წესის, ასევე გაცემული სერტიფიკატების რეესტრის წარმოების წესის
დამტკიცება;
ი) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების
მიღებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის განსაზღვრა, გამოცდების ორგანიზება და
ჩატარება;
კ) სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და შერჩევის პირობების მონიტორინგის
განხორციელება;
ლ) ამ კანონის შესასრულებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება
და მათი მიღება (გამოცემა);
მ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისთვის (შემდგომ − IMO), სხვა საერთაშორისო
ორგანიზაციებისა და სხვა სახელმწიფოებისთვის საქართველოში მეზღვაურთა წვრთნისა და
სერტიფიცირების სისტემის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ნ) ამ კანონის დარღვევისათვის დაწესებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის
შედგენა;
ო) ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით სააგენტოსთვის დაკისრებული
ფუნქციების შესრულება.
2. კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს.
მუხლი 45. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები
1.
მეზღვაურთა
წვრთნის
განმახორციელებელი
უმაღლესი
და
პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
2. სააგენტო უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით თანამშრომლობს და საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
მონაწილეობს
მეზღვაურთა
წვრთნის
განმახორციელებელი უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში, შესაბამის
ავტორიზაციის საბჭოში და აკრედიტაციის საბჭოში მონაწილეობის გზით.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის დადგენილი სტრუქტურისაგან განსხვავებული სტრუქტურა და
სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობები, აგრეთვე რექტორის თანამდებობის
დაკავების განსხვავებული წესი.
4. მეზღვაურთა წვრთნის განმახორციელებელი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების
აღიარებას ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სააგენტო.
5. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებისა და მის მიერ ჩატარებული საზღვაო-საწვრთნელი
კურსის აღიარებისათვის შესაბამისმა დაწესებულებამ სააგენტოს უნდა წარუდგინოს
განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) საზღვაო-საწვრთნელ კურსზე პირთა დაშვების მინიმალურ მოთხოვნებს;
ბ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის გეგმას და კურსის ხანგრძლივობას;
გ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის ჩატარების დროს გამოყენებული შენობა-ნაგებობების,
ხელსაწყოების და სხვა აღჭურვილობის აღწერას;
დ) ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის სათანადო კომპეტენციას;
5
ე) საზღვაო-საწვრთნელ კურსზე დასაშვებ პირთა მაქსიმალურ რაოდენობას; კურსის
მსმენელთა და ინსტრუქტორთა/შემფასებელთა თანაფარდობას; საჭირო მოწყობილობების
თანაფარდობას მსმენელთა რაოდენობასთან;
ვ) საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი პროცესის მონიტორინგთან,
შეფასების კომპეტენტურობასთან და მეზღვაურთა სერტიფიცირებასთან მიმართებით
მოქმედი ხარისხის სტანდარტის დეტალურ აღწერას;
ზ) გამოცდის ჩატარების პროცედურას, ტიპსა და მიზანს;
თ) შეფასების ჩატარების პროცედურას, ტიპსა და მიზანს;
ი) კურსდამთავრებულთა კომპეტენციის მინიმალურ სტანდარტს;
კ) კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას.
6. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის
საფუძველზე განახორციელოს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება, რომელიც
მოქმედებს 5 წლის განმავლობაში.
7. ამ კანონის შესაბამისად, საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი
დაწესებულებების პერიოდულ მონიტორინგს ახორციელებენ ის პირები, რომლებიც არ არიან
ჩართული შესაბამის საქმიანობაში.
6