„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.05.2018
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/212/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროფესიული განათლების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა და ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას;“; ა.ბ) ,,პ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,პ3) ამტკიცებს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესსა და პირობებს;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეჰყავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი.“; 2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ ქვეპუნქტი: ,,ლ) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;“. 3. 63-ე მუხლის: ა) 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,13. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის, აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ. აღიარება ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე დოქტორანტურის 1 საგანმანათლებლო პროგრამის, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამისა, განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება აკრედიტაციის საბჭო (შემდგომ – აკრედიტაციის საბჭო), რომლის წევრებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.“; 4. 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით.“; 5. 66-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,32. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციისა და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.“; 6. XIV თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XIV1 თავი: ,,თავი XIV1. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მუხლი 862. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 1. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აისახება ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების, პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხვის 2 უფლების მქონე/ჩარიცხული პირების პერსონალური მონაცემების შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, მონაცემები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ასევე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. 2. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მონაცემების შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას, ანალიზსა და ადმინისტრირებას სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ განსაზღვრული მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია იმავე პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით, მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული პერსონალური მონაცემები. მუხლი 863. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების სისწორის პრეზუმფცია 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის დროულად შეუტანლობა შეიძლება გახდეს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით განსახორციელებელი შესაბამისი მოქმედების შეჩერების ან მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში მიიღება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემები. 4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაძლებელია დადგინდეს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის დადასტურების ფორმები. მუხლი 864. პასუხისმგებლობა უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განთავსებული ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი.“. მუხლი 2. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი წარმოადგენს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა წყაროს და ამ კანონის ამოქმედებამდე საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეესტრში არსებული ინფორმაცია ჩაითვალოს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ ინფორმაციად. მუხლი 3. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში, სამინისტროს მიერ განსაზღვრულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ 3 საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაცული ინფორმაციის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 4. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესი ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების ამოქმედებამდე და ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე. მუხლი 5. ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოება ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის შესაბამისად და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის საფუძველზე განხორციელებული მოქმედებები ითვლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის შესაბამისად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 7. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „პროფესიული საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით. განათლების შესახებ“ ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან თანხვედრაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად აკრედიტაცია, როგორც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი აღარ იქნება გამოყენებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ. შესაბამისად, ცვლილება შედის კანონის მე-7 მუხლში, 63-ე და 64-ე მუხლებში. კანონპროექტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულებად განისაზღვრება ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტი ითვალისწინებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის გაუქმებასა და მის ნაცვლად უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შემოღებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ვალდებულება. ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებს. მრავალმხრივ მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: ა) ატარებს ერთიან პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში; ბ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792); გ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792); გ1) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792); გ2) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792); გ 3 ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792); დ) (ამოღებულია); დ 1) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს; ე) (ამოღებულია); ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას; ვ1) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს; ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას; თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს ან კოლეგიური ორგანოს წარდგინებით, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებების პროექტებზე გასცემს დასკვნას შესაბამისი სამინისტროს წარდგინებით; თ1 ) ( ამოღებულ ია – 06.09.2013, №1081); ი) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს; ი1) ამტკიცებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის ღონისძიებებს; კ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნებთან, მათ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უმაღლესი განათლების ხარისხის შემოწმებისა და უზრუნველყოფის სფეროში; ლ) (ამოღებულია) ; მ) პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებისთვის; მ 1) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა ტექნოლოგიური ინსტიტუტისა) მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების წესს; ნ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა და მისი დანართის ფორმებს; ნ1) ამტკიცებს პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესს , მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესს და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესს ; ნ2) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას; ნ3) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს; ო) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა ტექნოლოგიური ინსტიტუტისა) ავტორიზაციისა და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურებს; ო1 ) ამტკიცებს ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პირობებსა და საფასურს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; პ) განსაზღვრავს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესსა და პირობებს; პ1) განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესს. პ2 ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესსა და საფასურს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის წესს და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურს; პ3) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესს, რომელიც შეიცავს მონაცემებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ; პ 4 ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს ; პ5) ამტკიცებს იმ საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალს, რომლებშიც შესაბამისი ზღვრის გადალახვის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მათ შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/ გამოცდებში; პ 6) ყოველწლიურად ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის იმ პროგრამულ მიმართულებას/მიმართულებებს, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად ან/და ნაწილობრივ აფინანსებს სახელმწიფო; პ7) ამტკიცებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და პირობებს; პ8) ამტკიცებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესებს; პ 9 ) უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულისაგან განსხვავებული ვადები და წესი ; პ 10 ) უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების საფასური / საქმიანობის საფასური ( გარდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურისა ); პ 11) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების წესსა და პირობებს; ჟ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამინისტროს დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით შეჰყავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი. მუხლი 10. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კომპეტენციათა გამიჯვნა 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის შესაბამისად: ა) ამტკიცებს სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; ბ) შეიმუშავებს წესდებას, ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და წესს; გ) ამტკიცებს აკადემიური და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს; დ) ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიერ წარდგენილ კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნისთვის; დ1 ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში ამტკიცებს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის, ხოლო კოეფიციენტის არმინიჭების შემთხვევაში მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს; ე) ირჩევს დაწესებულების მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს თავის ფინანსებსა და ქონებას; ზ) ვალდებულია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით შესაბამის სპეციალობაში განსაზღვროს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გამოცდა, აგრეთვე უფლებამოსილია განსაზღვროს გამოცდა სხვა საგანში/საგნებში; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; თ1) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში; ი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით განსაზღვრავს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მიერ წარდგენილი სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან; კ) საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით ადგენს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა ნუსხას, რომელთაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად მოიპოვეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება. 11. დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულს უფლება აქვს : ა ) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობა ; ბ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა ; გ ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს ; დ ) ითანამშრომლოს საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებებთან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით / უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ; ე ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით / უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ; ვ ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში , აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში ; ზ ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში , ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო - კვლევით ღონისძიებებში ; თ ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა . 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული ამ კანონის შესაბამისად: ა) შეიმუშავებს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ადგენს შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს; ბ) შეიმუშავებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს , აგრეთვე სამეცნიერო პერსონალის ( მისი არსებობის შემთხვევაში ) სამსახურში მიღების წესს ; გ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის; დ) უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე; კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში განსაზღვრავს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის, აგრეთვე ანიჭებს კოეფიციენტებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის; ე) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ატარებს გამოცდას/გამოცდებს; ვ) ირჩევს მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს; ზ) ქმნის სწავლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს ; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით წყვეტს მის მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასთან და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს; ი) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; კ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით განსაზღვრავს სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ფარგლებში. 21 . კერძო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ( გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა ) თავად განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს შორის ამ კანონით გათვალისწინებულ კომპეტენციათა გამიჯვნას . კომპეტენციათა გამიჯვნის დასაშვებობა არ ვრცელდება კვალიფიკაციის მინიჭებაზე , რაც უშუალოდ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის კომპეტენციას განეკუთვნება . კომპეტენციათა გამიჯვნა აუცილებელი არ არის , თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ ერთი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია . 22. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციებს და მათი გამიჯვნის წესს განსაზღვრავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 2 3. ტექნოლოგიური ინსტიტუტი თავად განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს შორის ამ კანონით გათვალისწინებულ კომპეტენციათა გამიჯვნას. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას ამ კანონის 521 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, თუ ის გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში. მუხლი 63. აკრედიტაციის შინაარსი 1. აკრედიტაციის მიზანია აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის გზით განათლების ხარისხის ასამაღლებლად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. 11. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი აკრედიტაციის წესები. 12. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი აკრედიტაციის წესები. 13. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის, აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ. აღიარება ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. აკრედიტაციის სტანდარტებია: ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა; ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა; გ) სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა; დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა; ე) სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები. 3. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია. 4. რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამისა, განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. 5. აკრედიტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 6. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომ – აკრედიტაციის საბჭო), რომლის წევრებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. 7. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აკონტროლებს აკრედიტაციის პირობების შესრულებას. მათი დარღვევის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია მიმართოს აკრედიტაციის საბჭოს აკრედიტაციის გაუქმების მოთხოვნით. 8. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, უფლება აქვთ, ხარისხის კონტროლის მიზნით ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის შეფასებები შესაძლებელია განიხილოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მსვლელობისას. მუხლი 64. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი 1. აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით. 2. აკრედიტაციის ჩატარების პირველი საფეხურია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტაციის მაძიებლისთვის წინასწარ მიწოდებული ფორმების მიხედვით აკრედიტაციის მაძიებლის მიერ განხორციელებული თვითშეფასება. მუხლი 66. გადაწყვეტილება აკრედიტაციის თაობაზე 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ოთხი სახის: ა) აკრედიტაციის შესახებ; ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ; გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ; დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა, რომელსაც დაწესებულება ავტორიზებულ რეჟიმში უწყვეტად ახორციელებს არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში) პირველი აკრედიტაციის ვადა არის 4 წელი. აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის ვადა, აგრეთვე იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა, რომელსაც დაწესებულება ავტორიზებულ რეჟიმში უწყვეტად ახორციელებს არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში, არის 7 წელი. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება. 31. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა სტანდარტს. 3 2. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციისა და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს. 33. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს ზედიზედ ორჯერ. 4. აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლებას; ბ) ის სტუდენტი, რომელიც სწავლობდა სახელმწიფო დაფინანსებით, უფლებამოსილია გადავიდეს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სახით გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა გადაიტანოს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წყვეტს რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას. ამ შემთხვევაში სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილი არიან, ისარგებლონ მობილობის უფლებით. 5. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ითანხმებს ყოველწლიურად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე, ასევე იმ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, რომლებიც ირიცხებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე.