„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პროფესიული განათლების შესახებ“
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 21-ე მუხლი, II მოსმენა საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებასა (შემდგომში – აკრედიტაციის
დებულება) და საფასურს;“;
ბ) ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ)
ახორციელებს
ზოგადსაგანმანათლებლო
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას,
გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ
– ტექნოლოგიური ინსტიტუტი);“;
ბ) ,,ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:
,,ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას;“;
გ) ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
3. მე-7 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:
ა) საგანმანათლებლო პროგრამებს;
ბ) მატერიალურ რესურსებს;
გ) ადამიანურ რესურსებს.“;
ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:
,,22. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:
ა) დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამებს;
გ) პროფესიულ სტუდენტებსა და მათ მხარდაჭერ ღონისძიებებს;
დ) ადამიანურ რესურსებს;
ე) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.“;
4. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას;“;
ა.ბ) ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1“-,,დ3“ ქვეპუნქტები:
,,დ1) საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას;
დ2) უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას;
დ3) მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამას;“;
1
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. დაწესებულება, რომელმაც მოიპოვა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
სტატუსი სხვა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, უფლებამოსილი არ
არის, მოიპოვოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. შესაბამისი უფლების
მოპოვების შემთხვევაში, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი
წესით
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულება
უფლებამოსილია
დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს მხოლოდ საბაზო და
საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები,
პროფესიული მომზადების
პროგრამები ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამები. უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე
განახორციელოს ნებისმიერი სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე
ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა,
პროფესიული მომზადების პროგრამები ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამები.
აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო.“;
გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
,,51. დაწესებულება, რომელმაც მოიპოვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
სტატუსი, უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ან/და მოკლე
ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით დააფუძნოს
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.“;
5. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) პროფესიულ სტუდენტებს/სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტატუსი და
უფლებამოსილი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით.“;
6. 161 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრისათვის წარდგენილი
საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატოს აკადემიური
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები ან პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამა/პროგრამები,
მოკლე
ციკლის
საგანმანათლებლო
პროგრამა/პროგრამები,
სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები, გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის
მომზადების, ვეტერინარის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის
საგანმანათლებლო პროგრამებისა.“;
7. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.
აკრედიტაციის
მიზანია
აკრედიტაციის
სტანდარტებთან
საგანმანათლებლო
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების (გარდა პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამებისა/მოკლე
ციკლის
საგანმანათლებლო
პროგრამებისა)
შესაბამისობის
განსაზღვრის
გზით,
განათლების
ხარისხის
ასამაღლებლად
საგანმანათლებლო
დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის
მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.”;
8. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად
იქმნება აკრედიტაციის საბჭო (შემდგომ – აკრედიტაციის საბჭო), რომლის წევრებსაც
2
სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. აკრედიტაციის საბჭოს
უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით,
რომლითაც
გარანტირებულია
მისი
ფუნქციური
დამოუკიდებლობა
ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო
ორგანოებისაგან.“;
9. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების (გარდა
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო
პროგრამებისა) აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო
აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის
დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
10. 23-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ცენტრი აკონტროლებს ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულებას. დარღვევის გამოვლენის
შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო/
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს
არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.
აკრედიტაციის
საბჭო
უფლებამოსილია
ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე, ცენტრის
წარდგინებით მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ
ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება
არღვევს
აკრედიტაციის პირობებს.
4.
აკრედიტაციის
გაუქმების
შესახებ
გადაწყვეტილება
მიიღება
ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის
ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება
შეჩერებულად ითვლება აკრედიტაციის საბჭოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად
განსაზღვრული ვადის განმავლობაში.“;
11. 251 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ცენტრი უფლებამოსილია გასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი.“;
12. VI თავი ამოღებულ იქნეს;
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის შესაბამისად კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების გამოცემა და გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ
კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „პროფესიული
საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით.
განათლების
შესახებ“
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონის (შემდგომში - კანონი) „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან
თანხვედრაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად
აკრედიტაცია, როგორც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი აღარ იქნება
გამოყენებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ. შესაბამისად,
ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში და ზუსტდება
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების დასახელება. პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის აკრედიტაციის გაუქმების საკითხს უკავშირდება
ასევე მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2
პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების
ცვლილება.
საყურადღებოა, რომ კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრება პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები. სწორედ აღნიშნულს
უკავშირდება კანონის მე-7 მუხლში განხორციელებული ცვლილებები.
,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროფესიული
განათლების საფეხურების ნაცვლად განსაზღვრული იქნება პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამის სახეები, კერძოდ საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, საშუალო
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამა. გარდა ამისა, ნოვაციას წარმოადგენს მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა,
რომლის განხორციელების უფლება ექნება როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო
დაწესებულებას, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. ასევე საყურადღებოა,
რომ ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული რედაქციით
გათვალისწინებული ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა შეიცვალა სახელმწიფო
ენაში მომზადების პროგრამით. სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება
შედის კანონის მე-8 და 161 მუხლებში.
კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონის 251 მუხლის ცვლილება, რამდენადაც
,,პროფესიული განათლების შესახებ“ კანონპროექტის ფარგლებში პროფესიული დიპლომის
ცნება ჩანაცვლდა დიპლომით, რომელიც თავის მხრივ არის პროფესიული განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი.
კანონის მე-16 მუხლში სწორდება ტექნიკური ხარვეზი და სტუდენტთან ერთად
მიეთითება პროფესიული სტუდენტიც, რამდენადაც ეს ორი ტერმინი ერთმანეთისაგან
დამოუკიდებელი ცნებებია.
კანონპროექტი ითვალისწინებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის
გაუქმებას რადგან მის ნაცვლად ,,ზოგადი განათლების შესახებ“, ,,პროფესიული განათლების
შესახებ“ და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით მოწესრიგდება
ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების
საკითხები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს
ვალდებულება.
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
1. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).
2. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი მუშაობას წარმართავს საჯაროობისა და
გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო
აქტების, სამინისტროს მიერ დამტკიცებული ცენტრის დებულებისა და სხვა სამართლებრივი
აქტების შესაბამისად.
3. ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით:
ა) ამტკიცებს ცენტრის დებულებას;
ბ) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა (შემდგომში
– ავტორიზაციის დებულება) და საფასურს;
გ) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის დებულებასა (შემდგომში – აკრედიტაციის დებულება) და საფასურს;
დ) ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის
დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს;
უფლებამოსილია
საქართველოში
გაცემული
საგანმანათლებლო
დოკუმენტების
ნამდვილობის დადასტურებასა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებასთან
დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის დაადგინოს საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები;
ე) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესს;
ე1) ამტკიცებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი
სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურს;
ვ) განსაზღვრავს
ცენტრის
მიერ
გაწეული
მომსახურების
ვადებს
ან/და ამ
მომსახურების საფასურს;
ზ)
ახორციელებს
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
სხვა
უფლებამოსილებებს.
მუხლი 5. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს
რეკომენდაციებს;
ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული
პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი);
გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების
ნამდვილობის დადასტურებას;
დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას;
1
ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს;
ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო
დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს;
ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ცენტრი სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული
დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი
უფლებამოსილების
ფარგლებში
გაცემული
დოკუმენტების
აპოსტილით
დამოწმების/ლეგალიზაციის
უზრუნველსაყოფად
საჭირო
ინფორმაციას
აწვდის
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების,
აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების
ფარგლებში
გაცემული
დოკუმენტების
აპოსტილით
დამოწმების/ლეგალიზაციის
უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესი მტკიცდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
მუხლი 7. ავტორიზაციის მიზანი და შინაარსი. ავტორიზაციის სტანდარტები
1. ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა,
რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი
სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:
ა) საგანმანათლებლო პროგრამებს;
ბ) მატერიალურ რესურსებს;
გ) ადამიანურ რესურსებს.
21. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას;
გ) საგანმანათლებლო პროგრამებს;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს;
ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;
ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას;
ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.
3. ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობები და ავტორიზაციის წესი
განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.
მუხლი 8. ავტორიზაციას დაქვემდებარებული დაწესებულებები
1. ავტორიზაციას დაქვემდებარებული დაწესებულებებია (შემდგომში – სტატუსის
მაძიებელი):
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი.
1 1. ტექნოლოგიური ინსტიტუტი ავტორიზაციას მოიპოვებს „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.
2
2. სტატუსის მაძიებელმა საავტორიზაციო განაცხადში უნდა მიუთითოს, რომ ავტორიზაციის
მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს:
ა) დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;
ბ) საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;
გ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;
დ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას;
ე) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას;
ე1)
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებულ
საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამას;
ვ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას;
ზ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამას;
თ) სხვა საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის განხორციელებისთვისაც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილია სავალდებულო აკრედიტაცია, ასევე იმ საგანმანათლებლო
პროგრამებს, რომელთაც უკავშირდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.
3. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ
საავტორიზაციო განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები,
აგრეთვე ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში
საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაიმატა ცენტრისათვის წარდგენილი საგანმანათლებლო
პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით.
4. ავტორიზაციას არ ექვემდებარება:
ა) სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო საქმიანობას:
ა.ა) რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა;
ა.ბ) რომელიც არ არის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი;
ა.გ) რომელიც არც პირდაპირ და არც ირიბად არ უკავშირდება კვალიფიკაციის მიმნიჭებელ
საგანმანათლებლო პროგრამას და აქვს დამოუკიდებელი სწავლის შედეგი;
ა.დ) რომელიც არ მთავრდება კვალიფიკაციის მინიჭებით;
ბ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის,
პროფესიული მომზადების სფეროში.
5.
დაწესებულება, რომელმაც
მოიპოვა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული
საგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი სხვა,
დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, უფლებამოსილი არ არის, მოიპოვოს
სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება
უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება –
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა დამატებითი სტატუსის მოპოვების გარეშე.
აღნიშნულთან
დაკავშირებით
გადაწყვეტილებას
იღებს
შესაბამისად
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ან უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო.
6. ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს
ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.
მუხლი 16. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი
შედეგები
1. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში:
ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს;
ბ) მოსწავლეებს უფლება აქვთ, გადავიდნენ სხვა შესაბამის დაწესებულებაში;
3
გ) სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილი
არიან, ისარგებლონ მობილობის უფლებით.
2. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების
მიღების შემთხვევაში იურიდიული პირი უფლებამოსილია ცენტრს საავტორიზაციო
განაცხადი წარუდგინოს ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ
გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.
მუხლი 161. საგანმანათლებლო პროგრამის დამატება
1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრისათვის წარდგენილი
საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატოს აკადემიური
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები ან პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამა/პროგრამები, გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში
მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა.
2. ცენტრისათვის წარსადგენი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადის
ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით.
3. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების წესი, პირობები და საფასური განისაზღვრება
ავტორიზაციის დებულებით.
4. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ გადაწყვეტილება ან საგანმანათლებლო
პროგრამის დამატებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრისათვის
საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადის წარდგენიდან 90
კალენდარული დღის განმავლობაში.
მუხლი 17. აკრედიტაციის მიზანი და შინაარსი
1.
აკრედიტაციის
მიზანია
აკრედიტაციის
სტანდარტებთან
საგანმანათლებლო
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის გზით,
განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური
თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების
ხელშეწყობა.
2. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა
მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) იმ საგანმანათლებლო
პროგრამის დასაფინანსებლად, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია ან რომლის აკრედიტაცია
განახორციელა ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა
ორგანიზაციამ.
3. რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე დოქტორანტურის, გარდა მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
საგანმანათლებლო
დაწესებულების
დოქტორანტურისა,
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის
გავლის შემთხვევაში.
4. ტექნოლოგიური ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციას გადის
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. იმ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება,
რომლისთვისაც,
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად,
სავალდებულოა
აკრედიტაციის გავლა, დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.
4
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. (ამოღებულია - 26.07.2017, №1224).
აკრედიტაცია
ხორციელდება
მუხლი 19. აკრედიტაციის ჩატარება
1. აკრედიტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.
2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომ – აკრედიტაციის საბჭო), რომლის წევრებსაც
სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. აკრედიტაციის საბჭოს
უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით,
რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო
დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის, აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს ცენტრის მიერ
აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ. აღიარება
ხორციელდება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 22. გადაწყვეტილება აკრედიტაციის თაობაზე
1. საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის
თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო აკრედიტაციის დებულების
შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ოთხი სახის:
ა) აკრედიტაციის შესახებ;
ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ;
გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;
დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
3. საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა იმ საგანმანათლებლო პროგრამისა, რომელსაც
დაწესებულება ავტორიზებულ რეჟიმში უწყვეტად ახორციელებს არანაკლებ ბოლო 2 წლის
განმავლობაში) პირველი აკრედიტაციის ვადა არის 4 წელი. აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი
საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის ვადა, აგრეთვე იმ
საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა, რომელსაც დაწესებულება
ავტორიზებულ რეჟიმში უწყვეტად ახორციელებს არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში,
არის 7 წელი. საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2
წლისა. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში
აკრედიტაცია უქმდება.
31. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის
შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ საგანმანათლებლო
პროგრამა სრულად აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა სტანდარტს.
3 2. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციისა და ყოველი მომდევნო
აკრედიტაციის შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
აკრედიტაციის დებულებით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით, თუ
საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.
33. პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს
ზედიზედ ორჯერ.
5
34. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის საფასურის
გადახდიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
4. სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო
პროგრამის აკრედიტაციის უწყვეტობის შესაძლებლობას.
მუხლი 23. აკრედიტაციის პირობების შემოწმება და აკრედიტაციის გაუქმება
1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების
შესრულებას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია
შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს
არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.
2. აკრედიტაციის პირობები მოწმდება ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით,
აგრეთვე ცენტრის ინიციატივით.
21. ცენტრს თვითშეფასების ანგარიში წარედგინება არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ.
ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის
დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების
შედეგების საფუძველზე, ცენტრის წარდგინებით მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის
გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება არღვევს აკრედიტაციის პირობებს.
4. აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის
დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
მუხლი 251 . საქართველოში მიღებული განათლების აღიარება
1. ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების,
ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ
მიღებული
უმაღლესი
განათლების,
ლიკვიდირებულ
ან
საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ
დაწესებულებაში
განათლებამიღებული
იმ
პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის
დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების
მიერ მიღებული განათლების აღიარებას.
2. ცენტრი უფლებამოსილია გასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
განათლების
აღიარების
დამადასტურებელი
დოკუმენტი
−
პროფესიული
დიპლომი/დიპლომი.
3. სამინისტრო უფლებამოსილია დააწესოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
დოკუმენტის გაცემის საფასური.
თავი VI. ცენტრის უფლებამოსილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის
წარმოების მიმართულებით
მუხლი 27. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოება
1. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) აისახება
ინფორმაცია დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, პროგრამის
განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხული პირების შესახებ.
2. რეესტრის წარმოების პირობებს, რეესტრში ინფორმაციის შეტანისათვის პასუხისმგებელ
სუბიექტებს, რეესტრში ინფორმაციის შეტანის, რეგისტრირებულ ინფორმაციაში ცვლილების
6
განხორციელებისა და რეესტრიდან ინფორმაციის ამოღების წესებს განსაზღვრავს
სამინისტრო.
3. რეესტრის წარმოების პროგრამული უზრუნველყოფისთვის ცენტრი ქმნის მონაცემთა
ინტერაქტიულ ბაზას, რომლის ფორმაც მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 28. საგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები. რეესტრის მონაცემების
სისწორის პრეზუმფცია
1. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დადგენილ ვადებში შეიტანოს შესაბამისი
ინფორმაცია რეესტრში.
2. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რეესტრში ინფორმაციის დროულად შეუტანლობა
შეიძლება
გახდეს
ცენტრის
მხრიდან
რეესტრის
მონაცემებზე
დაყრდნობით
განსახორციელებელი შესაბამისი მოქმედების შეჩერების ან მოქმედების განხორციელებაზე
უარის თქმის საფუძველი.
3. საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და
რეესტრში რეგისტრირებულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის
შემთხვევაში მხედველობაში მიიღება რეესტრის მონაცემები.
4.
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
ცენტრი
უფლებამოსილია დაადგინოს რეესტრში შეტანილი ინფორმაციის დადასტურების ფორმები.
მუხლი 29. პასუხისმგებლობა რეესტრში შეტანილი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე
1. რეესტრში შეტანილი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებელია
საგანმანათლებლო დაწესებულება.
2. ცენტრი უფლებამოსილია გადაამოწმოს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
რეესტრში შეტანილი ინფორმაცია და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს.
7