„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.05.2018
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/212/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროფესიული განათლების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016606) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) მონაცემები მუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების უფლების რეალიზების მიზნით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების აუცილებლობა განპირობებულია „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი პროფესიული განათლების სფეროში სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირთა უფლებების ეფექტიანი რელიზების მიზნით ითვალისწინებს გარკვეული ღონისძიებების გატარებას, რაც მათ შორის მოიაზრებს აღნიშნულ პირთა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მოპოვება/გაცემას. კანოპროექტის მე-3 მუხლის „ც“ პუნქტის მიხედვით კი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი განიმარტება, როგორც პირი, რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული გამოხატული სირთულეები ან/და შეზღუდული შესაძლებლობა და საჭიროებს სასწავლო პროცესის ადაპტაციას. ამასთან, კანონპროექტის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად შეიქმნება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სადაც აისახება ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების, პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების პერსონალური მონაცემების შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, მონაცემები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ასევე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მონაცემების შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას, ანალიზსა და ადმინისტრირებას სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ განსაზღვრული მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ქონა, ხშირ შემთხვევაში უკავშირდება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შეახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის და მე-6 მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს მიეკუთვნება და სენსიტიური ხასიათიდან გამომდინარე დამუშავების სპეციალურ წესს/შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება დასაშვებია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში (მაგალითად, თუ მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არა აქვს, მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა განაცხადოს). ამასთან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში, დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროფესიული განათლების სფეროში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა უფლებების რეალიზებისთვის სათანადო პირობების შექმნა ითვალისწინებს აღნიშნული პირების განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებასაც (მათ შორის, მონაცემების მოპოვების/გადაცემის ფორმით), რაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის საფუძველზე ვერ განხორციელდება. შესაბამისად, ერთი მხრივ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების უფლების ეფექტიანი რეალიზების და მეორე მხრივ, მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია შემუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი. ა.ბ.) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია განათლების მიღების მიზნით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის შექმნა, რაც გულისხმობს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების დამატებითი შესაძლებლობის გაჩენას „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლითაც განსაზღვრულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების საფუძვლები, ემატება ნორმა, რომლის შესაბამისად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში თუ მონაცემები დამუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების უფლების რეალიზების მიზნით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება განხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ვალდებულება. ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებს. მრავალმხრივ მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროქტის შემუშავების პროცესში სათანადო კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 6. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება 1. აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან იმ შემთხვევებში, როცა: ა) ნასამართლობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად; ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არა აქვს, მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა განაცხადოს; გ) მონაცემები მუშავდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის ან დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის; დ) მონაცემთა სუბიექტმა საჯარო გახადა მის შესახებ მონაცემები მათი გამოყენების აშკარა აკრძალვის გარეშე; ე) მონაცემები მუშავდება პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური ან პროფესიული გაერთიანების ან არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელებისას. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ ამ გაერთიანების/ორგანიზაციის წევრებთან ან პირებთან, რომლებსაც მუდმივი კავშირი აქვთ ამ გაერთიანებასთან/ორგანიზაციასთან; ვ) ხდება მონაცემთა დამუშავება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, მსჯავრდებულის მიმართ მის მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ან/და მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით; ზ) მონაცემები მუშავდება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით; თ) მონაცემები მუშავდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში; ი) მონაცემები მუშავდება მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფუნქციონირებისათვის. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება.