„მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პროფესიული განათლების შესახებ“
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 21-ე მუხლი, II მოსმენა საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
13/07/2012,
სარეგისტრაციო კოდი: 480280000.05.001.016871) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) დიპლომი − განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ან „პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად;“;
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მეთევზე-მეზღვაურის პროფესია რეგულირებადი პროფესიაა. მეთევზე-მეზღვაურთა
მომზადების სისტემა მოიცავს პროფესიულ და უმაღლეს საზღვაო განათლებას, ასევე
სპეციალიზებულ საზღვაო წვრთნას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის ინიცირებით, რომელიც პროფესიულ განათლებასთან
მიმართებაში
ახალი
სახელმწიფო
პოლიტიკისა
და
რეფორმის
სტრატეგიის
განხორციელებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნის ითვალისწინებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ,,მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა „პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას ,,მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და
სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტში და
,,პროფესიული დიპლომის“ ტერმინის შეცვლას დიპლომით. აღნიშნული განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის
შესაბამისად ტერმინით ,,დიპლომი“ ჩანაცვლდა ტერმინი ,,პროფესიული დიპლომი“. ამასთან,
განისაზღვრა, რომ დიპლომი ან სერთიფიკატი არის პროფესიული განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის შესაბამისად დგინდება, რომ მეთევზემეზღვაურის პროფესია რეგულირებადი პროფესიაა. აღნიშნული განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
მიხედვით რეგულირებადი პროფესია განისაზღვრება, როგორც საქმიანობა, რომლის
განხორციელების წინაპირობა არის შესაბამისი კვალიფიკაციის ფლობა ან/და სახელმწიფო
სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან/და რომლის განსახორციელებლად მოთხოვნილი
კვალიფიკაციის
მინიჭებისათვის
აუცილებელია
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარება ან/და პერიოდული პროფესიული
გადამზადება. ამასთან, ამავე კანონპროექტის მე-19 მუხლის მიხედვით, მხოლოდ კანონით
შეიძლება განისაზღვროს რეგულირებადი პროფესიები, რომლებიც საჭიროებს შესაბამის
პროფესიულ განათლებას ან/და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას ან/და
რომელთა განსახორციელებლად მოთხოვნილი შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის
აუცილებელია სათანადო გამოცდის ჩაბარება ან/და პერიოდული პროფესიული გადამზადება.
იმის
გათვალისწინებით,
რომ
მეთევზე-მეზღვაურის
პროფესია
აკმაყოფილებს
რეგულირებადი პროფესიის ცნებას, განისაზღვრება რეგულირებად პროფესიად.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ
ხელშეკრულებებს.
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მეთევზე-მეზღვაური − თევზსაჭერი გემის მეზღვაურთა შემადგენლობისა და პერსონალის
ყველა წევრი;
ბ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტო;
გ) კომპეტენციის სერტიფიკატი − შკიპერზე, ოფიცერზე, GMD SS-ის რადიოოპერატორზე
გაცემული და დადასტურებული სერტიფიკატი, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს,
იმსახუროს ამ თანამდებობაზე და შეასრულოს პასუხისმგებლობის ამ დონისათვის
გათვალისწინებული ფუნქციები;
დ) სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მეთევზე-მეზღვაურის მიერ
მომზადების სპეციალური კურსის გავლას;
ე) განათლების დიპლომი − განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც
გაიცემა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ან „პროფესიული
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ვ) საზღვაო-საწვრთნელი კურსი − შესაბამისი საზღვაო -საწვრთნელი დაწესებულების
პროგრამა, რომლის გავლაც აუცილებელია მეთევზე-მეზღვაურის მიერ სათანადო
კომპეტენციის მისაღებად და რომელიც აღიარებულია სააგენტოს მიერ;
ზ) მართვის დონე − პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია შკიპერის, უფროსი
თანაშემწის, თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის ან თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსის
მიერ სათანადო თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებასთან;
თ) ექსპლუატაციის დონე − პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია
თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწის, თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსის,
ელექტროინჟინრის ან GMD SS -ის რადიოოპერატორის მიერ მართვის დონის ოფიცრის
ხელმძღვანელობით სათანადო თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებასთან;
ი) დამხმარე დონე − პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია თევზსაჭერი გემის
რიგითი შემადგენლობის მიერ ექსპლუატაციის ან მართვის დონეზე მომუშავე პირის
ხელმძღვანელობით სათანადო ფუნქციების შესრულებასთან;
კ) თევზსაჭერი გემის მეზღვაურთა შემადგენლობა (შემდ გომ − ეკიპაჟი) − მეზღვაურთა
შემადგენლობა, რომელიც მოიცავს შკიპერს, ოფიცერსა და რიგითს;
ლ) თევზსაჭერი გემის პერსონალი − ყველა პირი, ეკიპაჟის წევრის გარდა, რომლებიც
დასაქმებული არიან თევზსაჭერ გემზე, შკიპერის დავალებით ასრულებენ გარკვეულ
მოვალეობას და გავლილი აქვთ ამ კანონით განსაზღვრული საზღვაო-საწვრთნელი კურსი ;
მ) სანაპირო ნაოსნობა − ნაოსნობა, რომლის დროსაც გემი არ შორდება საქართველოს სანაპირო
ზოლს 50 საზღვაო მილზე მეტი მანძილით;
ნ) საერთაშორისო ნაოსნობა − ნებისმიერი ნაოსნობა, რომელიც არ არის სანაპირო ნაოსნობა;
ო) საერთაშორისო სტანდარტები − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (შემდგომ − IMO)
მიერ დადგენილი სტანდარტები, მათ შორის, თევზსაჭერ გემებზე დასაქმებულ
მეზღვაურთათვის დაწესებული მომზადებისა და სერტიფიცირების მოთხოვნები, რომლებიც
სავალდებულოა საქართველოსათვის;
პ) GMD SS − საზღვაო კავშირის გლობალური სისტემა, რომელიც გამოიყენება ძიებისა და
უბედური შემთხვევის დროს;
ჟ) სუპერინტენდანტი − საზღვაო გამოცდილების მქონე კომპანიის თანამდებობის პირი,
რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს გემის ტექნიკური ექსპლუატაციისთვის ან/და ნაოსნობის
უსაფრთხოებისთვის;
რ) შკიპერი − თევზსაჭერი გემის კაპიტანი;
ს) თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი − სამანქანე განყოფილების უმაღლესი რანგის
ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელია გემის ძალოვან მექანიზმებზე და გემის მექანიკური
მოწყობილობებისა და ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციისა და შენახვისათვის;
ტ) თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი − თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის მომდევნო
რანგის სამანქანე განყოფილების ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელია თევზსაჭერი გემის
ძალოვან
დანადგარებზე
და
გემის
სამანქანე
მოწყობილობებისა
და
ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციისა და შენახვისათვის, თევზსაჭერი გემის უფროსი
მექანიკოსის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში;
უ) გამოცდილი მეთევზე − თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის წევრი, რომელსაც აქვს შესაბამისი
კვალიფიკაცია და აკმაყოფილებს კომპეტენციის მოთხოვნებს, რათა უსაფრთხოდ მართოს
თევზსაჭერ გემზე განლაგებული აღჭურვილობა;
ფ) მეთევზე − პირი, რომელიც მონაწილეობს თევზსაჭერი გემით თევზის მოპოვებაში;
ქ) თევზსაჭერი გემი − ნებისმიერი გემი, რომელიც გამოიყენება თევზჭერისა და სხვა სახეობის
საზღვაო რეწვისათვის და რომლის განუყოფელი ნაწილია რეწვის იარაღი;
ღ) თევზსაჭერი გემის სამანქანე განყოფილების პერსონალი − სამანქანე განყოფილებაში
მომუშავე ყველა პირი, სამანქანე განყოფილების ოფიცრის გარდა, რომელთაც აქვთ სათანადო
კომპეტენცია, რათა მოემსახურონ თევზსაჭერი გემის სამანქანე განყოფილების
აღჭურვილობასა და ელექტრომოწყობილობებს;
ყ) თევზსაჭერი გემის საგემბანე განყოფილების პერსონალი − საგემბანე განყოფილებაში
მომუშავე ყველა პირი, საგემბანე განყოფილების ოფიცრის გარდა, რომელთაც აქვთ სათანადო
კომპეტენცია, რათა მოემსახურონ საგემბანე აღჭურვილობებს;
შ) STCW-ის კონვენცია − „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის
შესახებ“ კოდექსი, რომელიც მიღებულია კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების 1995 წლის
კონფერენციის მე-2 რეზოლუციით, განახლებული ვერსიით;
ჩ) SOLAS-ის კონვენცია − „ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო
კონვენცია (რომელიც მოიცავს 1978 წლისა და 1988 წლის ოქმებს), განახლებული ვერსიით;
ც) კანდიდატი − ნებისმიერი სერტიფიკატის მაძიებელი პირი;
ძ) გემთმფლობელი − კომპანია, სხვა ორგანიზაცია ან პირი (მმართველი, ან უეკიპაჟოდ გემის
დამფრახტველი), რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს დროშით მცურავი თევზსაჭერი
გემის ექსპლუატაციისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი
ვალდებულებების შესრულებისათვის.
2. ტერმინები, რომლებიც განმარტებული არ არის ამ კანონში, განიმარტება „მეზღვაურთა
განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4. მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების სისტემა
1. მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების სისტემა მოიცავს პროფესიულ და უმაღლეს საზღვაო
განათლებას, ასევე სპეციალიზებულ საზღვაო წვრთნას.
2. თევზსაჭერ გემზე მუშაობის მსურველს, მიღებული საზღვაო განათლებისა და
კომპეტენციის შესაბამისად, თევზსაჭერ გემზე პასუხისმგებლობის ყველა დონის
თანამდებობის დაკავებისა და თანამდებობრივი გადაადგილება-მონაცვლეობის უფლებას
აძლევს სააგენტოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი და სხვა სერტიფიკატები,
რომელთა გაცემის წესი და პირობები რეგულირდება ამ კანონით.
3. მეთევზე-მეზღვაურმა 5 წელიწადში ერთხელ შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ
დაწესებულებაში უნდა გაიაროს გადამზადების კურსი, რომელსაც აფინანსებს
გემთმფლობელი ან/და თვითონ მეთევზე-მეზღვაური.
4. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება ამ
კანონისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად.