„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, კარლო კოპალიანი, სულხან მახათაძე, დიმიტრი მხეიძე, მერაბ ქვარაია, ირაკლი ბერაია, სავალან მირზოევი, ლევან ბეჟანიძე, ანრი ოხანაშვილი
ნომერი
#07-3/262/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 171) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების), პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების გათვალისწინებას.“. 2. მე-10 მუხლის: ა) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 პუნქტები: „12 ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინების მიღების შემდეგ, როდესაც სახეზე არ არის გამოძიების დაწყების საფუძველი და შესაბამისად არ გამოიყენება ამ მუხლის 11 პუნქტით დადგენილი წესი, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით, ახდენს ძალადობის განმეორების რისკების შეფასებას და რისკის სიმძიმის მიხედვით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ; ბ) შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. 13. ამ მუხლის 12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვლისწინებულ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ძალადობის განმეორების რისკი, მაგრამ ის არ აღწევს შემაკავებელი ორდერის გამოცემისთვის აუცილებელ ზღვარს, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი იღებს გადაწყვეტილებას ინციდენტში მონაწილე პირთა ქმედებებზე შემდგომი დაკვირვების თაობაზე. მიღებული შეტყობინების ხასიათის და ფაქტის შესწავლისას გამოკვეთილი გარემოებების გათვალისწინებით, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 7 დღისა, გადაამოწმოს პირველადი შემოწმების შემდგომ არსებული მდგომარეობა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ასახოს ოქმში. “. ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დამცავი ორდერი უნდა ითვალისწინებდეს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას.“. 3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება „1. დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით სოციალურ მუშაკს, ან პირს, ფსიქოლოგიურ რომელიც დახმარებას, მსხვერპლს ხოლო უწევს სამედიცინო, არასრულწლოვნის მიმართ იურიდიულ, ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. 2. ამ კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი აფასებს მსხვეპრლისგან მიღებულ ინფორმაციას. რისკის შეფასების პროცესში, ის ასევე უფლებამოსილია პენიტენციური დაწესებულებიდან გამოითხოვოს მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. თუ მიღებული ინფორმაცია იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მსხვერპლის მიმართ შესაძლოა განმეორდეს ძალადობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის ადგილსამყოფელს და მისგან შესაბამისი ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემდეგ, იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერის გამოსაცემად სავალდებულო არ არის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირის მოთხოვნის არსებობა. 3. პოლიცია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.“. 4. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის წესი დგინდება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“. 5. მე-171 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 171. მსხვერპლის ინფორმირება და პრევენციული ზომების მიღება“. ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს მსხვერპლს (მოძალადის) პენიტენციური მის მიმართ ძალადობის დაწესებულებიდან ჩამდენი გათავისუფლების, პირის გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 71 6 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ და გაატაროს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები“. გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს მსხვერპლის გასაუბრების ოქმს, რომელშიც დამოკიდებულება მსჯავრდებული დამოკიდებულება მსხვერპლისადმი პირის უნდა მიეთითოს მიმართ, მსხვერპლის მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის პერიოდში და სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ძალადობის განმეორების საფრთხის შესაფასებლად.“. მუხლი 2. 1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი წლის პირველ სექტემბრამდე უზრუნველყოს (სკოლების), პროფესიული დაწესებულებების საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების გათვალისწინება. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის წესის შემუშავება. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი: გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფის აუცილებლობა. მოქმედი კანონმდებლობა ძირითადად ორიენტირებულია ძალადობის ფაქტის შემდგომი ურთიერთობების მოწესრიგებაზე და ნაკლები ყურადღება ეთმობა ძალადობის პრევენციას. კანონპროექტის მიღება ასევე გამოწვეულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საჭიროებით და (ადმინისტრაციული საკითხებზე საზოგადოებაში ძალადობის წინააღმდეგ და ცნობიერების ბრძოლის სისხლისსამართლებრივი) ამაღლების სამართლებრივ მექანიზმებთან ერთად საგანმანათლებლო კომპონენტის გააქტიურების აუცილებლობით. კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი მიზეზია ასევე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის ღონისძიებების გამოყენების უფრო მოქნილი და ეფექტინი მექანიზმის შექმნის აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია გაზარდოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობის ეფექტიანობა, აღმოფხვრას არსებული ხარვეზები და ხელი შეუწყოს პრევენციაზე ორიენტირებული მიდგომის დამკვიდრებას. ასევე, მნიშვნელოვანია მოძალადის ქცევის კორექციის ღონისძიებების გამოყენების მექანიზმის სრულყოფა, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის გამეორების რისკის შემცირებას. დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ძალადობის რისკის შემცირება შეუძლებელია მხოლოდ პასუხისმგებლობის ზომების დაუსრულებელი გამკაცრებით და მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების გაზრდით. აღნიშნულ ღონისძიებებს გარკვეულ ზღვრამდე აქვს დადებითი ეფექტი, თუმცა ძალადობის პრევენციისა და მისი განმეორების რისკების რეალურად შემცირებისთვის, ასევე, აუცილებელია მოძალადის ქცევის კორექციაზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმა. კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ძალადობის ფაქტზე პოლიციის რეაგირების ღონისძიებების დატალური რეგლამენტაცია და მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის ზომების გაუმჯობესება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის კანონის მე-7 მუხლში, რომელშიც მიეთითება, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების), პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების გათვალისწინებას. კანონპროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიღებულ შეტყობინებაზე, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით, მოახდენს ძალადობის განმეორების რისკების შეფასებას და რისკის სიმძიმის მიხედვით მიიიღებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: ა) შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ; ბ) შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ინციდენტის შესწავლის შემდეგ არ გამოიკვეთება შემაკავებელი ორდერის გამოცემის პირდაპირი საფუძველი, თუმცა ინციდენტის ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება არსებობდეს ძალადობის განმეორების რისკი, მიღებული შეტყობინების გარემოებების ხასიათის გათვალისწინებით, და ფაქტის პოლიციის შესწავლისას გამოკვეთილი უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებული იქნება გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 7 დღისა, გადაამოწმოს პირველადი შემოწმების შემდგომ არსებული მდგომარეობა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ასახოს ოქმში. ინციდენტის შემდეგ არსებული მდგომარეობის გადამოწმების მექანიზმი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პოლიციის ეპიზოდური ჩართულობა შეიცვალოს პროცესზე დაკვირვებისა და განგრძობადი რეაგირების პროცესით. კანონპროექტით იცვლება დამცავი ორდერის გამოცემისას მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის რეგულაციები. პროექტის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემისას, მოძალადისთვის კურსის დანიშვნა იქნება არა მოსამართლის დისკრეცია, არამედ სავალდებულო საკანონმდებლო დანაწესი. მოსამართლეს ექნება უფლება განსაზღვროს კურსის საფასურის გადახდის საკითხი, რაც რეგულირდება საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით. კანონპროექტით, ცვლილება შედის მე-11 მუხლში და იმ პირთა ჩამონათვალს, ვისაც უფლება აქვს მიმართოს შესაბამის ორგანოს შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, დაემატება სოციალური მუშაკიც. მოქმედი რეგულაციის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს მსხვერპლს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ. კანონპროექტით პოლიციის აღნიშნული ვალდებულება ფართოვდება და მას ინფორმირებასთან ერთად ასევე დაეკისრება მსხვერპლის მიმართ ძალადობის განმეორების რისკის შეფასება და შესაბამისი ითვალისწინებს პრევენციული პოლიციისთვის ზომების შესაძლებლობის მიღება. კანონპროექტი მინიჭებას გამოითხოვოს პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში და სხვა წყაროებიდან (მსხვერპლის გამოკითხვა, მსჯავრდებულის გამოკითხვა და ა.შ.) მიღებულ ინფორმაციასთან შეჯერებით, მოახდინოს ძალადობის განმეორების რისკის შეფასება და ამის საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. პოლიციას ეძლევა უფლება, თავისი ინიციატივით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. კანონპროექტით, კანონის მე-16 მუხლს, რომელშიც დარეგულირებულია პოლიციის მოვალეობანი, ემატება მე-7 პუნქტი. ცვლილების თანახმად, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის წესი დადგინდება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა სრულყოფილად აწესრიგებდეს არა მხოლოდ ძალადობის ფაქტზე გადაწყვეტილების მიღების წესს, არამედ უკვე მიღებული გადაწყვეტილების (დამცავი და შემაკავებელი ორდერის) ეფექტიანი აღსრულების პროცედურებსაც. კანონპროექტით, ცვლილება შედის 171 მუხლის სათაურში და მასში მსხვერპლის ინფორმირებასთან ერთად ასევე მიეთითება პრევენციული ზომების მიღებაც. სათაურში ცვლილება გამოწვეულია ნორმის შინაარსში განრხორციელებული ცვლილებით, რომლის თანახმადაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იქნება პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს მსხვერპლს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ და გაატაროს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამ მიზნით, პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილი იქნება გაესაუბროს მსხვერპლს, დაადგინოს მისი დამოკიდებულება მსჯავრდებული პირის მიმართ, მოიპოვოს დამოკიდებულების შესახებ მსხვერპლისადმი პენიტენციური დაწესებულებიდან ინფორმაცია სასჯელის მსჯავრდებულის მოხდის გამოითხოვოს პერიოდში, მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, ასევე მოიპოვოს ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ძალადობის განმეორების საფრთხის შესაფასებლად. ძალადობის განმეორების რისკის შეფასების შემდეგ, თუ იარსებებს შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემისას მოძალადისთვის სავალდებულო იქნება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლა. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე კურსის საფასურის გადახდის ვალდებულებას დააკისრებს მოძალადეს, მას წარმოეშობა აღნიშნული ხარჯების გაწევის ვალდებულება. თუ მოსამართლე გაათავისუფლებს პირს კურსის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან, აღნიშნული კურსი დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის კომპონენტი გათვალისწინებული იქნეს სასწავლო პროგრამებში. აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად შეიძლება საჭირო გახდეს მასწავლებელთა ნაწილის გადამზადება, რაც დაფინანსდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი საბიუჯეტო სახსრებიდან. აღნიშნული ვალდებულების შესრულება არ არის დაკავშირებული ახალი საგნის დამატებასთან და მისი აღსრულება მოხდება არსებული პროგრამების ფარგლებში ამ კომპონენტის დამატებით. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის თანახმად, პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს უჩნდება ვალდებულება გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 7 დღისა, გადაამოწმოს პირველადი შემოწმების შემდგომ არსებული მდგომარეობა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ასახოს ოქმში, აღნიშნული არ საჭიროებს დამატებით ხარჯებს, რადგან ამ ვალდებულების შესრულება მოხდება შს სამინისტროს არსებული რესურსით. კანონპროექტით პოლიციას ეძლევა თავისი ინიციატივით შემაკავებელი ორდერის გამოცემის უფლებამოსილება. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს შემაკავებელი ორდერების რაოდენობის ზრდა, რაც დაფინანსდება შს სამინისტროს არსებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის თანახმად, პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს უჩნდება ვალდებულება გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 7 დღისა, გადაამოწმოს პირველადი შემოწმების შემდგომ არსებული მდგომარეობა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ასახოს ოქმში, აღნიშნული არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან დაკავშირებული არ არის ახალი კადრების დამატებასთან და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის ზრდასთან. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას შესაძლოა ჰქონდეს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. იმ ძალადობრივი შემთხვევაში, თუ დამოკიდებულებისა მოსამართლე და ქცევის გაათავისუფლებს შეცვლაზე მოძალადეს ორიენტირებული სწავლების კურსის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან, ამ კურსის საფასურის დაფარვა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დღეს არსებული მდგომარეობით, კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს. უკანასკნელი წლების სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, წლის განმავლობაში დამცავი ორდერების რაოდენობა საშუალოდ 180 ერთეულს შეადგენს.1 კურსის განხორციელების პროცესში ჩართულია ფსიქოლოგი, რომელიც შესაბამისი მეთოდოლოგიის საფუძველზე მოძალადე პირებთან ატარებს სეანსებს. სეანსები შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური. ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა საშუალოდ 8-10 კაცს შეადგენს. სწავლება ხორციელდება იუსტიციის სამინისტროს სისტემის ფარგლებში. ფსიქოლოგის ანაზღაურება 1 თვის განმავლობაში საშუალოდ შეადგენს 1500 ლარს. კურსის განხორციელებისას ასევე აუცილებელია სასწავლო მასალის და შესაბამისი საკანცელარიო ინვენტარის გამოყენება, რაც 1 თვის განმავლობაში ერთი ჯგუფის შემთხვევაში საშუალოდ შეადგენს 1000 ლარს. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის კომპონენტი გათვალისწინებული იქნეს სასწავლო პროგრამებში. აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად შეიძლება საჭირო გახდეს მასწავლებელთა ნაწილის გადამზადება, რომლის დაფინანსებაც მოხდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არსებული ასიგნებიდან. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის თანახმად, პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს უჩნდება ვალდებულება გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 7 დღისა, გადაამოწმოს პირველადი შემოწმების შემდგომ არსებული მდგომარეობა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ასახოს ოქმში, აღნიშნული არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან ამ ვალდებულების შესრულება მოხდება შს სამინისტროს არსებული რესურსით. ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის დაფინასებამ შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის თანახმად, დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება ეძლევა მათ შორის სოციალურ მუშაკს, აღნიშნული არ გულისხმობს სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდას, რადგანაც იზრდება სოციალური მუშაკის უფლებამოსილების ფარგლები და არა მათი რაოდენობა. შესაბამისად, აღნიშნული არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდას. 1 1 2 3 4 მოძალადეთა მიმართ გამოცემული დამცავი ორდერების რაოდენობა 2015 წელი - 173 2016 წელი - 178 2017 წელი - 180 2018 წელი იანვარი-აგვისტო - 73 კანონპროექტით პოლიციას ეძლევა თავისი ინიციატივით შემაკავებელი ორდერის გამოცემის უფლებამოსილება. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს შს სამინისტროს არსებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის უმნიშვნელო ზრდა. კანონპროექტის დაკავშირებული თანახმად, უფლებების დამცავი, შეზღუდვის შემაკავებელი ორდერებით და იარაღთან გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის წესი დგინდება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული არ არის დაკავშირებული ახალი საზედამხედველო სტრუქტურული ერთეულის შექმნასთან. შესაბამისად, აღნიშნული არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა ვალდებულება გაიარონ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსი და დაფარონ ამ კურსის საფასური, რაც მისი ხანგრძლივობის გათვალისწინებით შეადგენს დაახლოებით 3 000 ლარს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის რომელთან შემთხვევაში, დაახლოების ევროკავშირის ვალდებულებაც ის სამართლებრივი გამომდინარეობს „ერთი აქტი, მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აშშ იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი სამართლებრივი მრჩეველი, მაიკ გრანტი ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: სოფიო კილაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი მხეიძე, ვანო ზარდიაშვილი, ლევან ბეჟანიძე, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, კარლო კოპალიანი, მერაბ ქვარაია, სულხან მახათაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 7. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება 1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პროკურატურის ორგანოები და სასამართლო ორგანოები. (05.07.2018. №3105) 2. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა შეიძლება ითანამშრომლონ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყონ ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. 3. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფს მონიტორინგისა და შეფასების ღონისძიებათა განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ამ კანონის რეგულირების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღკვეთისკენ. 4. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი იდენტიფიკაცია, გამოვლენა, მათი დაცვა, დახმარება, რეაბილიტაცია და ამ მიზნით სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა შესაბამისი სუბიექტების დროული, კოორდინირებული (ურთიერთშეთანხმებული) საქმიანობა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურებით“, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. (22.12. 2017 N1820) მუხლი 10. დამცავი და შემაკავებელი ორდერები 1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) 11. პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 1441−1443 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში. (30.05.2018. №2394 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 2. დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან) 3. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) 1 3 . შემაკავებელ ორდერში მიეთითება: (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას; გ) მოძალადის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი; დ) ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მოძალადეს. 2 3 . შემაკავებელ ორდერს ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი და მსხვერპლი. იგი შეიძლება ითვალისწინებდეს: (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) ა) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან გარიდების საკითხს, მიუხედავად იმისა, იგი ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებას და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; გ) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; დ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების საკითხებს; ე) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; ვ) მოძალადისათვის ამ ორდერის მოქმედების პერიოდში ან ამ ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს; ზ) მოძალადის გაფრთხილებას ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის. 3 3 . თუ მსხვერპლი რაიმე მიზეზის გამო ხელს ვერ აწერს შემაკავებელ ორდერს, მას ხელს აწერს მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის უფლების მქონე პირი. ამ შემთხვევაში შემაკავებელ ორდერში კეთდება სათანადო ჩანაწერი და მიეთითება მსხვერპლის მიერ მისი ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზი. (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) 4 3 . შემაკავებელ ორდერში შესაძლებელია მიეთითოს ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა საკითხი, ძალადობის ფაქტის ადეკვატურად. შემაკავებელ ორდერში სავალდებულოა ამ მუხლის 32 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით, 1441−1443 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში. (30.05.2018. №2394 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 5 3 . შემაკავებელი ორდერი იწერება სამართალწარმოების ენაზე, ცხადად და გასაგებად. იგი შეიძლება დაიწეროს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) 6 3 . შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში.(4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) 7 3 . შემაკავებელი ორდერის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება: (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ა.ა) ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით; ა.ბ) საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს, შესაბამისი ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის, სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით; ა.გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, თუ შემაკავებელი ორდერი იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება; ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება. 8 3 . მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) 9 3 . თუ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვისას იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვის პარალელურად საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით ეგზავნება შესაბამის ორგანოს სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხის გადასაწყვეტად. (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) 4. მოძალადის მიერ შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (22.06.2016. N5446 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) 5. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემას. (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) 6. თუ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან/და ოჯახური დანაშაულის ბრალდებით და გამოყენებულია არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, უფლებამოსილი სასამართლო სისხლის სამართალწარმოების წესით იხილავს და წყვეტს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების საკითხს. (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) 7. დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას. (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) მუხლი 11. შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება (30.05.2018. №2394 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. მუხლი 16. პოლიციის მოვალეობანი 1. პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) 2. ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. 3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში; ე) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი ან/და არასრულწლოვნის გადაყვანა თავშესაფარში; (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან) ვ) მსხვერპლის სხვა ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი საცხოვრებელი ადგილიდან პირველადი საჭიროების ნივთებისა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წამოღება; (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან) ვ1) საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან და უზრუნველყოს მსხვერპლის უსაფრთხოება; (17.10.2014. N 2697 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.) ზ) უზრუნველყოს იმ პირის უსაფრთხოება, რომელმაც განაცხადა ძალადობის ფაქტის შესახებ; თ) ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით გასცეს შემაკავებელი ორდერი. ი) სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გამოსცეს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი. (22.06.2016. N5446 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) 31. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით, რომელიც 1 თვის ვადით გამოიცემა, განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. (22.06.2016. N5446 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) 4. პოლიცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტისა და მიღებული ზომების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც წარუდგენს ზედამხედველ პროკურორს. (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) 5. პოლიცია ვალდებულია თავის ანგარიშში ცალკე გამოყოს მონაცემები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტების, მიღებული ზომების, მსხვერპლის რაოდენობის, მოძალადის მიმართ განხორციელებული ქმედებების შესახებ, აგრეთვე მოძალადის თაობაზე სხვა მონაცემების შესახებ. (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) 6. პოლიცია ზედამხედველობს გამოცემული დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას. (22.06.2016. N5446 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) მუხლი 171. მსხვერპლის ინფორმირება (4.05.2017. N761 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) 1. დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამომცემი ორგანოები, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო, მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო ვალდებული არიან, მსხვერპლს მისთვის გასაგებ ენაზე და გასაგები ფორმით გააცნონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების მექანიზმებისა და შესაბამისი მომსახურების სახეების შესახებ. 2. მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო მსხვერპლს საჭიროების შემთხვევაში აწვდიან ინფორმაციას და უწევენ სათანადო დახმარებას ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული განცხადების (სარჩელის) და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელების შედგენასა და შესაბამის სამართალწარმოებაში. 3. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას ამის შესახებ წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. (1.06.2017. N955) 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს მსხვერპლს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ. (1.06.2017. N955 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)