„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
პროექტი
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო
კოდი: 010100000.05.001.016606) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის
„ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) მონაცემები მუშავდება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის
აღკვეთის,
ძალადობის
მსხვერპლთა
დაცვისა
და
დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
საკითხის განხილვის მიზნით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი:
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის
აღკვეთის,
ძალადობის
მსხვერპლთა
დაცვისა
და
დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლის თანახმად
პოლიციას ეძლევა შესაძლებლობა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოთხოვოს
მსჯავრდებულის
ინდივიდუალური
შეფასების
ანგარიში,
რაც
თავის
მხრივ
წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემცველ
დოკუმენტს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში განხორციელებულ ცვლილებასთან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური
მონაცემების დამუშავების ერთ-ერთ საფუძვლად მიეთითება შემთხვევა, როდესაც
მონაცემები მუშავდება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვის
მიზნით. აღნიშნული რეგულაცია ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია პენიტენციური დაწესებულების მიერ
მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს მსხვერპლს
მის
მიმართ
ძალადობის
ჩამდენი
პირის
(მოძალადის)
პენიტენციური
დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით
დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე
გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი
წესით
გათავისუფლებისთვის
მომზადების
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებიდან გასვლის შესახებ და მიიღოს ზომები ახალი ძალადობრივი ფაქტის
პრევენციის მიზნით. ამ დროს პოლიციელს ძალადობის გამეორების რისკის შეფასების
მიზნით
მსხვერპლის
გამოკითხვისა
მოპოვებასთან
ერთად
ეძლევა
გამოითხოვოს
მსჯავრდებულის
და
უფლება
სხვა
წყაროებიდან
პენიტენციური
ინდივიდუალური
ინფორმაციის
დაწესებულებიდან
შეფასების
ანგარიში,
რაც
წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)
არსებობის
რომელთან
შემთხვევაში,
დაახლოების
ევროკავშირის
ვალდებულებაც
ის
სამართლებრივი
გამომდინარეობს
„ერთი
აქტი,
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას
და
მათ
წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აშშ იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი სამართლებრივი მრჩეველი, მაიკ
გრანტი
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი:სოფიო კილაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი,
დიმიტრი მხეიძე, ვანო ზარდიაშვილი, ლევან ბეჟანიძე, დავით მათიკაშვილი, სავალან
მირზოევი, ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, კარლო კოპალიანი, მერაბ ქვარაია,
სულხან მახათაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 6. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება
1. აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავება
შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან იმ შემთხვევებში,
როცა: (01.08.2014. N2636)
ა) ნასამართლობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული
მონაცემების დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებების და
ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე
გადაწყვეტილების მისაღებად;
ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის
სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან
სამართლებრივად უნარი არა აქვს, მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა განაცხადოს;
გ) მონაცემები მუშავდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის,
ჯანმრთელობის დაცვის ან დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის
ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის
დაცვის სისტემის მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის;
დ) მონაცემთა სუბიექტმა საჯარო გახადა მის შესახებ მონაცემები მათი
გამოყენების აშკარა აკრძალვის გარეშე;
ე) მონაცემები მუშავდება პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური ან
პროფესიული გაერთიანების ან არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ლეგიტიმური
საქმიანობის განხორციელებისას. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება შეიძლება
დაკავშირებული იყოს მხოლოდ ამ გაერთიანების/ორგანიზაციის წევრებთან ან
პირებთან,
რომლებსაც
მუდმივი
კავშირი
აქვთ
ამ
გაერთიანებასთან/ორგანიზაციასთან.
ვ) ხდება მონაცემთა დამუშავება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი
საქმეებისა და რეესტრების წარმოების, მსჯავრდებულის მიმართ მის მიერ სასჯელის
მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ან/და მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან
პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის
უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების
განხილვის მიზნით. (1.05.2015. N3534 ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.)
ზ) მონაცემები მუშავდება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული
სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით. (27.04.2016. N5017)
თ) მონაცემები მუშავდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. (01.12.2016. N54 ამოქმედდეს
2017 წლის 1 თებერვლიდან)
ი) მონაცემები მუშავდება მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური
სისტემის ფუნქციონირებისათვის. (21.04.2017. N669)
კ) მონაცემები მუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
პირთა განათლების უფლების რეალიზების მიზნით. (20.09.2018 N3451)
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში
დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და
მესამე პირისათვის გამჟღავნება. (01.08.2014. N2636)