„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი
1. საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. ჯარიმა, როგორც ძირითადი სასჯელი არ შეიძლება დაინიშნოს ამ კოდექსის
1261
მუხლით
გათვალისწინებული
ოჯახში
ძალადობის
ან
111
მუხლით
გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენის დროს.“.
2. 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ე) ოჯახის წევრის მიმართ, –“.
3. 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ბ) ოჯახის წევრის მიმართ;“.
4. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ოჯახის წევრის მიმართ, −“.
5. 2381 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2381. ცივი იარაღის ტარება
1.
ცივი
იარაღის
ადმინისტრაციულსახდელდადებული,
ტარებისათვის
ნარკოტიკების
განმეორებით
მოხმარებისათვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის ანდა იმ პირის მიერ, ვის მიმართაც
გამოტანილია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების
პერიოდში) ან განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის
მიერ ცივი იარაღის ტარება,–
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ექვსი თვის ვადით.
2.
ცივი
იარაღის
ტარება
განზრახი
მძიმე
ან
განსაკუთრებით
მძიმე
დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
1. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო
წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე,
რომელიც ცივ იარაღს ატარებს:
ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით;
ბ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
გ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების
მიზნით;
დ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების
მიზნით;
ე) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი,
ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია.
11. ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, რომლის მიმართაც გამოტანილია დამცავი
ან შემაკავებელი ორდერი, თუ ცივი იარაღის ტარების აკრძალვა გათვალისწინებულია
ამ ორდერით.
2. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი
გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში,
მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი:
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
დანაშაულის
მიღების
სისხლის
მიზეზია
სამართლის
ოჯახში
საქმეეზე
ძალადობისა
და
კანონმდებლობის
ოჯახური
სრულყოფის
აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის
გამკაცრება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისათვის.
დღეს მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე
ითვალისწინებს ფინანსური სასჯელის - ჯარიმის დანიშვნის შესაძლებლობას, რაც
სათანადოდ ვერ ახდენს შესაბამისი დანაშაულების პრევენციას.
იმის გათვალისწინებით, რომ სსკ-ის 111 მუხლში ჩამოთვლილი ოჯახური
დანაშაულების დამაფუძნებელი ქმედებები (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება,
ძალადობა, ნივთის განზრახ დაზიანება და ა.შ.) შეიძლება სხვა ვითარებაშიც იყოს
ჩადენილი, რასაც კავშირი არ აქვს ოჯახში ძალადობასთან, კანონპროექტის მიზნის
ზუსტად მისაღწევად ცვლილება უნდა განხორციელდეს სასჯელის დანიშვნის ზოგად
წესში და არა თითოეული დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელის სახესა და
ზომაში.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 1261 მუხლში და 111 მუხლით
გათვალისწინებულ
ზოგიერთ
ოჯახური
დანაშაულისთვის,
კოდექსის
დღეს
არსებული რედაქციით, ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმა ისედაც არ არის
გათვალისწინებული. თუმცა მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ კოდექსის 55-ე
მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი
მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან
სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო
შეთანხმება. ინიცირებული ცვლილება, მათ შორის მიზნად ისახავს, რომ
მუხლით
გათვალისწინებული
გათვალისწინებული
ოჯახური
ოჯახში
ძალადობისა
დანაშაულის
სისხლის
და
1261
111
მუხლით
სამართლის
საქმეებზე
საპროცესო შეთანხმების შემთხვევაშიც არ მოხდეს ძირითად სასჯელად ჯარიმის
დანიშვნა.
კანონპროექტის მიზანია ასევე „ოჯახის წევრის წინააღმდეგ“ დანაშაულის
ჩადენის
დამამძიმებელ
გარემოებად
გათვალისწინება
ცალკეულ
მუხლებში.
1
აღნიშნული გამოწვეულია მსგავსი ფაქტების გახშირებით და ამგვარი დანაშაულების
პრევენციის აუცილებლობით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, ჯარიმა, როგორც ძირითადი სასჯელი არ
შეიძლება დაინიშნოს ამ კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში
ძალადობის ან 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენის
დროს.
კანონპროექტით, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 120-ე და 151-ე
მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს ემატება დამამძიმებელი გარემოება „ოჯახის წევრის მიმართ“.
გასათვალისწინებელია, რომ 118-ე მუხლში (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე
დაზიანება) იურიდიული ტექნიკის თავისებურებების გამო არ ხდება შესაბამისი
ცვლილების შეტანა, რადგანაც 117-ე მუხლში ამ დამამძიმებელი გარემოების
დამატებით ის ავტომატურად გავრცელდება 118-ე მუხლზეც.
კანონპროექტით ხდება შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ქვეშ
მყოფი
პირის
მიერ
კანონმდებლობით
ცივი
იარაღის
ასეთი
ქმედება
ტარების
კრიმინალიზაცია.
წარმოადგენს
მოქმედი
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევას და ითვალისწინებს 200 ლარიან ჯარიმას (მუხლი 1811), ხოლო
განმეორების შემთხვევაში 1000 ლარიან ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას, რაც ვერ
ჩაითვლება
მოძალადისგან
მომდინარე
საფრთხის
ადეკვატურ
შეფასებად.
კანონმდებელმა მაქსიმალურად უნდა შეამციროს ძალადობის ლეტალური შედეგით
დასრულების რისკები და აღნიშნული ცვლილება სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
ამასთანავე, იმის გამო, რომ არ წარმოიშვას ბუნდოვანება ნორმის შინაარსის
განმარტებისას, მუხლს ემატება შესაბამისი შენიშვნა, სადაც მიეთითება, რომ ცივი
იარაღის ტარება ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ მისი ტარების აკრძალვას არ შეიცავს დამცავი ან შემაკავებელი
ორდერი. თუ ცივი იარაღის ტარების აკრძალვა გათვალისწინებული იქნება
შემაკავებელ ან დამცავ ორდერში, მაშინ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება
შესაბამისი ორდერის მოთხოვნების დარღვევისათვის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
იქონიოს
ბიუჯეტის
დაფინანსების წყარო:
კანონის
პროექტის
მიღებამ
საშემოსავლო
ნაწილზე,
რადგან
შესაძლოა
1261
გავლენა
მუხლით
გათვალისწინებული
ოჯახში
ძალადობის ან 11 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენის
1
დროს შესაძლებელი აღარ იქნება ჯარიმის ძირითად სასჯელად დანიშვნა. თუმცა
2
გასათვალისწინებელია, რომ ამ დანაშაულებზე კვლავ იარსებებს იმის შესაძლებლობა,
რომ მოსამართლემ ჯარიმა დანიშნოს დამატებით სასჯელად.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონის
პროექტის
მიღებამ
შესაძლოა
გავლენა
იქონიოს
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე იმის პროპორციულად, რამდენად შემცირდება 1261 მუხლით
გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან 111 მუხლით გათვალისწინებული
ოჯახური დანაშაულის ჩადენის დროს ძირითად სასჯელად ჯარიმის გამოყენების
ფაქტები. თუმცა კანონის პროექტის მიღების მიუხედავად, კვლავ იარსებებს ამ
კატეგორიის
დანაშაულებზე
ჯარიმის
დამატებით
სასჯელად
დანიშვნის
შესაძლებლობა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონის პროექტის მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, რადგან ძირითად სასჯელად ჯარიმის დანიშვნის აკრძალვამ შეიძლება
გაზარდოს იმ პირთა რაოდენობა, ვისაც სასამართლო დაუნიშნავს საპატიმრო
სასჯელს.
შესაბამისად,
შეიძლება
გაიზარდოს
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს პენიტენციური სამსახურის ხარჯები პატიმართა შესანახად.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
3
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის
შემთხვევაში,
რომელსაც
უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)
არსებობის
რომელთან
შემთხვევაში,
დაახლოების
ევროკავშირის
ვალდებულებაც
ის
სამართლებრივი
გამომდინარეობს
„ერთი
აქტი,
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას
და
მათ
წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აშშ იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი სამართლებრივი მრჩეველი, მაიკ
გრანტი
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: სოფიო კილაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი,
დიმიტრი მხეიძე, ვანო ზარდიაშვილი, ლევან ბეჟანიძე, დავით მათიკაშვილი, სავალან
მირზოევი, ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, კარლო კოპალიანი, მერაბ ქვარაია,
სულხან მახათაძე.
4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 42. ჯარიმა (28.04.2006. N2937)
1. ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი.
2. ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის
განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური
ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
3. ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა
და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც
განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
4. სასამართლომ განაჩენში უნდა მიუთითოს გადასახდელი ჯარიმის ოდენობა
ლარებში.
5. ჯარიმა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც,
როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დამატებით სასჯელად
გათვალისწინებული არ არის, გარდა ამ კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულისა. (18.02.2015. N3052 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
მუხლი 117. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება(30.05.2018 N2395
ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება,
რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის,
სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური
ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან
ჯანმრთელობის
სხვაგვარი
ისეთი
დაზიანება,
რომელიც
სახიფათოა
სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ,
არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული
შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი:
ა) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან
საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
გ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა
სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
დ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით;
ე) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია
სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
5. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან
უმწეო
მდგომარეობაში მყოფის მიმართ;
გ) ხულიგნური ქვენა გრძნობით;
დ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
დ1) გენდერული ნიშნით;
ე) ჯგუფურად, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია
სიცოცხლის მოსპობა, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
7. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) განსაკუთრებული სისასტიკით;
გ) ანგარებით ან შეკვეთით;
დ) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის
გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით;
ე)
არაერთგზის
(გარდა
ამ
კოდექსის
110-ე–114-ე
მუხლებით
გათვალისწინებული მკვლელობებისა);
ვ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით
გათვალისწინებული მკვლელობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია
სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მუხლი 120. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება
1. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა
ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) ჯგუფურად;
ე) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“.
მუხლი 151. მუქარა(30.05.2018 N2395 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
1. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების
განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის
განხორციელების საფუძვლიანი შიში, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას
ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან
უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის, უმწეო მდგომარეობაში
მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მიმართ, −
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას
სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე
ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მუხლი 2381. ცივი იარაღის ტარება (11.12.2013. N1701)
1.
ცივი
იარაღის
ტარებისათვის
განმეორებით
ადმინისტრაციულსახდელდადებული,
ნარკოტიკების
მოხმარებისათვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული
ან
განზრახი
ნაკლებად
მძიმე
დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ექვსი თვის ვადით. (1.06.2017. N944 ამოქმედდეს 2018 წლის
1 იანვრიდან)
2. ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. (12.06.2015
N3705 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
შენიშვნა:
1. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო
წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე,
რომელიც ცივ იარაღს ატარებს:
ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით;
ბ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
გ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების
მიზნით;
დ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების
მიზნით;
ე) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი,
ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია.
2. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი
გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში,
მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.