„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის
უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი
შინაარსის „მ2“ ქვეპუნქტი:
„მ2) მოსარჩელენი − „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით
განსაზღვრული მსხვერპლი, ამავე კანონით განსაზღვრული მოძალადის წინააღმდეგ
აღძრულ სარჩელებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი:
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიზეზია საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონით
შესახებ“
გათვალისწინებულ
საქართველოს
კანონის
ცვლილებასთან
„სახელმწიფო
ბაჟის
დებულებების
შესაბამისობაში
მოყვანის
აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონით
გათვალისწინებულ
ცვლილებასთან
„სახელმწიფო
ბაჟის
შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს ემატება „მ2“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად
მოსარჩელეები - „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით
განსაზღვრული მსხვერპლი, ამავე კანონით განსაზღვრული მოძალადის წინააღმდეგ
აღძრულ
სარჩელებზე
გათავისუფლდებიან
სახელმწიფო
ბაჟის
გადახდის
ვალდებულებისაგან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, რადგან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა
მიერ სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის შემთხვევაში, მათ აღარ მოუწევთ
სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რომლის ოდენობის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია,
რადგან ის დაკავშირებულია მოსარჩელეთა რაოდენობასა და სასარჩელო მოთხოვნის
ოდენობაზე. ასეთი სტატისტიკა ამ ეტაპზე არ არსებობს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის
მიღებას
ექნება
ფინანსური
შედეგები
ქალთა
მიმართ
ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, კერძოდ მათ არ მოუწევთ
კანონით დადგენილი ბაჟის გადახდა მოძალადის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის
შემთხვევაში. ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში შეადგენს
სასარჩელო მოთხოვნის 3%-ს, თუმცა მისი ექვივალენტური თანხის წინასწარ
განსაზღვრა შეძლებელია, რადგან ის დამოკიდებულია სარჩელების რაოდენობასა და
მათი მოთხოვნის შინაარსზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)
არსებობის
რომელთან
შემთხვევაში,
დაახლოების
ევროკავშირის
ვალდებულებაც
ის
სამართლებრივი
გამომდინარეობს
„ერთი
აქტი,
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას
და
მათ
წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აშშ იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი სამართლებრივი მრჩეველი, მაიკ
გრანტი
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: სოფიო კილაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი,
დიმიტრი მხეიძე, ვანო ზარდიაშვილი, ლევან ბეჟანიძე, დავით მათიკაშვილი, სავალან
მირზოევი, ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, კარლო კოპალიანი, მერაბ ქვარაია,
სულხან მახათაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 5. შეღავათები სახელმწიფო ბაჟში
1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის
გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა
მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის
სამართლებრივი ურთიერთობიდან;
ბ) მოსარჩელენი – სარჩელებზე, რომლებიც გამომდინარეობს საავტორო,
აგრეთვე აღმოჩენის, გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებებისა და
სამრეწველო ნიმუშების უფლებებიდან;
გ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ალიმენტების გადახდევინების შესახებ;
დ) ფიზიკური და იურიდიული პირები – მათზე იმ დოკუმენტების
გაცემისათვის, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართლისა და ალიმენტის
საქმეებთან;
ე) მოსარჩელენი – სარჩელებზე ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც
მიყენებულია დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე
მარჩენალის სიკვდილით;
ვ) ფიზიკური პირები – სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ
საკასაციო საჩივრებზე დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის
ამოღების სისწორის შესახებ;
ზ) სოციალური დაზღვევის ორგანოები და სოციალური უზრუნველყოფის
ორგანოები რეგრესულ სარჩელებზე ზიანის მიმყენებლის მიერ დაზარალებულზე
გაცემული დახმარების ან პენსიის გადახდევინების შესახებ, ხოლო სოციალური
უზრუნველყოფის ორგანოები – აგრეთვე სარჩელებზე არასწორად მიღებული
დახმარებებისა და პენსიების შესახებ;
თ ) მოსარჩელე –დანაშულით
მიყენებული
მატერიალური
ზარალის
ანაზღაურების შესახებ სარჩელზე;
თ1) მოსარჩელე − გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა
დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქონებრივი ან/და
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით ფულადი კომპენსაციის მიღების
შესახებ სარჩელზე;
ი) მხარეები – საკასაციო საჩივრებზე განქორწინების საქმეების შეწყვეტის
შესახებ;
კ) შინაგან საქმეთა ორგანოები, როგორც მოსარჩელეები – სარჩელებზე იმ
პირების ძებნასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომლებიც
თავს არიდებენ ალიმენტებისა და სხვა მსგავსი თანხების გადახდას;
ლ) საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე; სახელმწიფო საფინანსოსაკრედიტო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან
მოპასუხეები,
–
სარჩელებზე
მოსაკრებლების,
სახელმწიფო
ბაჟისა
და
სხვა
აუცილებელი გადასახადების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების
დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე;
მ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლოსაწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე;
მ 1 ) სოციალურად
დაუცველი
ოჯახების
მონაცემთა
ერთიან
ბაზაში
რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი
ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;
ნ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ისტორიული, მხატვრული და სხვა ფასეულობის
უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ;
ო) მხარეები – სარჩელებზე მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ,
რომელიც მიყენებულია ფიზიკური პირის უკანონოდ გასამართლების, მისი სისხლის
სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით
უკანონოდ დაპატიმრების ან დაპატიმრების სახით ადმინისტრაციული სახდელის
უკანონოდ დადების შედეგად;
პ) იძულებით გადაადგილებული პირები − დევნილები და თავშესაფრის
მაძიებლები − შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის
სტატუსის მინიჭებასთან და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებულ
საჩივრებზე;
ჟ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის
სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის
დეპარტამენტი, საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირები: დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო
სააგენტო,
გარემოს
ეროვნული
სააგენტო,
აგრეთვე
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო − გარემოს დაცვასთან და ბუნებრივ
რესურსებთან დაკავშირებულ საქმეებზე;
რ) ვეტერანები, რომლებმაც „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების
შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს;
[ რ) ვეტერანები, რომლებმაც „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მოთხოვნათა
დასაცავად
მიმართეს
სასამართლოს; (ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე)]
ს) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო –
სახელმწიფო ქონების განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ
სადავო საკითხებზე;
ს 1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების
ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე;
ს 2) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წიაღის ეროვნული
სააგენტო − წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ საქმეებზე;
ტ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე –
სარჩელზე მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობისა და მიწის კანონმდებლობის სხვა
დარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად
ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ
უ ) დაწესებულებები ( ორგანიზაციები ), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხო
ლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე ;
ფ ) არქიტექტორულ - სამშენებლო ინსპექციები , როგორც მოსარჩელეები ან მო
პასუხეები , საქართველოს კანონმდებლობით მათკომპეტენციას მიკუთვნებულ საკი
თხებზე .
ქ ) მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი , როგორც მო
სარჩლე – სარჩელზე არასრულწლოვნის უფლებებისდარღვევის ან მისთვის მიყენებუ
ლი ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე .
ღ) საქართველოს ეროვნული ბანკი − ყველა სარჩელზე;
ღ 1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის
სააგენტო – ყველა სარჩელზე;
ყ) ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები, მზღვეველი და არასაბანკო
სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები – კომერციული ბანკების,
მზღვეველისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო
კავშირებისათვის
დაუფარავი
სესხების,
სესხების
პროცენტებისა
და
სხვა
დებიტორული დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე;
შ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტ
ორინგის სამსახური –
„ ფასიანი ქაღალდების ბაზრისშესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შ
ემთხვევებში ;
ჩ ) მოსარჩელე – უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გა
დაცემის შესახებ აღძრულ სარჩელებზე .
ც) მოსარჩელე – თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა
და
რეკეტული
ქონების
სახელმწიფოსათვის
გადაცემის
თაობაზე
აღძრულ
სარჩელებზე.
ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე;
ძ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციის სააგენტო, როგორც
მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე კონკურენციის შესახებ საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე;
წ ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო , როგორც მოსარჩელე – ნორმატიუ
ლ აქტებთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;
ჭ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები და მისი მმართველობის სფეროში
შემავალი სხვა ორგანოები – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, არქეოლოგიურ
ობიექტებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში კანონის დარღვევით
წარმოებულ მიწის, სამშენებლო და სხვა სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ხ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო −
სარჩელებზე სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის
ან ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობისას ;
ჯ)
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
უშიშროების
საბჭოს
რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია, როგორც
მოსარჩელე ან მოპასუხე, – საქართველოს კანონმდებლობით მისი კომპეტენციისთვის
მიკუთვნებულ საკითხებზე;
ჰ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო – სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა
და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს
გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხებთან დაკავშირებით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლოების
მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან უცხო ქვეყნის
მოქალაქეები, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებით, რომლის
მონაწილეც არის საქართველო.
6. (ამოღებულია).
7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის
მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
თავისუფლდება უცხოელი − საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური ან
სპეციალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.
8. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სხვა სახელმწიფოებიდან შემდეგი
დოკუმენტების გამოთხოვისას:
ა) გარდაცვალების მოწმობა;
ბ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა;
გ) ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის საქმეებზე
სასამართლო გადაწყვეტილებები;
დ) სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე
დოკუმენტი;
ე) დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება.
9.
საქართველოს
C4
კატეგორიის
ვიზის
გაცემისათვის
დადგენილი
სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის
არმქონე
პირი,
რომელიც
საერთაშორისო დაცვას.
საქართველოს
სახელმწიფო
საზღვარზე
მოითხოვს