„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, კარლო კოპალიანი, სულხან მახათაძე, დიმიტრი მხეიძე, მერაბ ქვარაია, ირაკლი ბერაია, სავალან მირზოევი, ლევან ბეჟანიძე, ანრი ოხანაშვილი
ნომერი
#07-3/262/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. საკანონმდებლო „პოლიციის მაცნე 140030000.05.001.017194) შესახებ“ საქართველოს (www.matsne.gov.ge), მე-17 მუხლის 28.10.2013, კანონის პროექტი (საქართველოს სარეგისტრაციო პირველი პუნქტის „თ“ მიერ მოწოდებული კოდი: ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) პენიტენციური საფუძველზე ქალთა დაწესებულების მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ინფორმაციის ძალადობის მსხვერპლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი: გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 17 მუხლის მე-4 პუნქტსა და მე-11 მუხლის მე-2 1 პუნქტში განხორციელებულ ცვლილებასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებასთან „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად, ახლებურად ყალიბდება მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი. ცვლილების თანახმად, პოლიციას ექნება უფლებამოსილება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ და გაატაროს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ითვალისწინებს შემდეგს:  შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება შეაფასოს მსხვერპლისგან მიღებული ინფორმაცია.  რისკის შეფასების პროცესში, ის ასევე უფლებამოსილი იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გამოითხოვოს მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში.  თუ მიღებული ინფორმაცია შექმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მსხვერპლის მიმართ შესაძლოა განმეორდეს ძალადობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი დაადგენს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის ადგილსამყოფელს და მისგან შესაბამისი ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემდეგ, მიიღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერის გამოსაცემად სავალდებულო აღარ იქნება პირის მოთხოვნის არსებობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის მიხედვით, პოლიციას უჩნდება დამატებითი ვალდებულება, აღნიშნული არ საჭიროებს ახალი კადრების დამატებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის რომელთან შემთხვევაში, დაახლოების ევროკავშირის ვალდებულებაც ის სამართლებრივი გამომდინარეობს „ერთი აქტი, მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აშშ იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი სამართლებრივი მრჩეველი, მაიკ გრანტი ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი:სოფიო კილაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი მხეიძე, ვანო ზარდიაშვილი, ლევან ბეჟანიძე, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, კარლო კოპალიანი, მერაბ ქვარაია, სულხან მახათაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 17. პოლიციის უფლებამოსილებანი 1. პოლიცია პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: ა) სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება; ბ) პირისთვის სათანადო სამართლებრივი და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა; გადაუდებელი ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემომყოფთ; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების დასაცავად; მინისტრის მიერ დამტკიცებული წესისა და ნუსხის შესაბამისად სახელმწიფო ობიექტების დაცვის ფიზიკურად უზრუნველყოფა; დ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ე) სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ბავშვთა მაწანწალობის, უმეთვალყურეობის თავიდან აცილების, არასრულწლოვანთა დამნაშავეობის აღკვეთის პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა და თავის საქმიანობაში არასრულწლოვანთა განსაკუთრებული თავისებურებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება; (12.06.2015. N3712 ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან) ვ) სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგება, მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვის ზედამხედველობა; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა „სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური პროგრამის“ შესაბამისად. თ) პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ. (1.06.2017 N960 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან) 2. პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: (04.05.2017 N765 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან) ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს; ზედამხედველობს გამოცემული დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას; ა.ბ) არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღასრულებს სოციალური მუშაკის მიერ მიღებულ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილებას; ა.გ) ასრულებს კანონით პოლიციისთვის დაკისრებულ სხვა მოვალეობებს; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლებას/გამოყვანას სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით; (11.12.2015 N4627) გ) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორებს პირს, რომელსაც არა აქვს ან ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება, ან თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ პირთან; დ) თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა, მას გამოკვლევის მიზნით წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ პირთან; ე) იღებს და რეგისტრაციაში ატარებს შემოსულ ინფორმაციას დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა შესახებ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ, დაუყოვნებლივ რეაგირებს მათზე, აღრიცხავს სამართალდარღვევებსა და მათ ჩამდენ პირებს; ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს: (08.07.2015. N3922 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან) ვ.ა) სასაზღვრო-პოლიციურ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს; ვ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს (ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს); ვ.გ) ტექნიკურ-კრიმინალისტიკურ გამოკვლევებს ოპერატიულ-სამძებრო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სხვა საქმეებზე; ზ) ეხმარება შესაბამის უწყებებს დაკარგული და გატაცებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის, სამხედრო ქონების მოძებნაში, აგრეთვე იმ პირთა ძებნაში, რომლებიც თავს არიდებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს; ი) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოფს შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტასა და მათ მონაწილეთა დაშლას; კ) მოსთხოვს პირს, დაიცვას კანონის მოთხოვნა და შეწყვიტოს სამართალდარღვევა, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს. 3. პოლიცია საგანგებო სიტუაციის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში; იცავს პირთა უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, აგრეთვე ხელყოფისაგან იცავს ქონებას, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირებს აღმოუჩენს გადაუდებელ დახმარებას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგანგებო ან საომარი მდგომარეობისათვის დადგენილი რეჟიმის დაცვაში, ხოლო ეპიდემიისა და ეპიზოოტიის დროს – საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში; ბ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფოს სამობილიზაციო-გამწვევი პუნქტებისა და ოპერატიულ-მმართველობითი შტაბების უსაფრთხოებასა და მზადყოფნას, აგრეთვე პირადი (სამინისტროს) შემადგენლობის სრულ სამობილიზაციო მზადყოფნას; გ) იღებს, ამუშავებს და შემდგომი რეაგირებისათვის უფლებამოსილ სუბიექტებს აწვდის შეტყობინებებს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის), აგრეთვე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და წნევის ცვალებადობისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების შესახებ. 4. პოლიცია, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ფუნქციიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს: ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში, საქართველოს საზღვაო სივრცეში და საქართველოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ გემებზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას; ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირთა ინსპექტირებას, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული პროცესების მართვას, არალეგალური მიგრაციის პრევენციას, აღკვეთას, მიგრაციისა და სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულებას, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას; (5.07.2018 N 3100) გ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციით გათვალისწინებული „ცხელ კვალზე დევნის უფლების“ განხორციელებას. 5. პოლიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად იღებს ზომებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობათა პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თ) მონაცემები მუშავდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. (01.12.2016. N54 ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან) ი) მონაცემები მუშავდება მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფუნქციონირებისათვის. (21.04.2017. N669) კ) მონაცემები მუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების უფლების რეალიზების მიზნით. (20.09.2018 N3451) 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება. (01.08.2014. N2636)