„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, კარლო კოპალიანი, სულხან მახათაძე, დიმიტრი მხეიძე, მერაბ ქვარაია, ირაკლი ბერაია, სავალან მირზოევი, ლევან ბეჟანიძე, ანრი ოხანაშვილი
ნომერი
#07-3/262/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 46-ე მუხლის პირველი ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) მოსარჩელეები − „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მსხვერპლი, ამავე კანონით განსაზღვრული მოძალადის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი: გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მსხვერპლი გათავისუფლდეს, ამავე კანონით განსაზღვრული მოძალადის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სასამართლოსადმი მიმართვის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ძალადობის მსხვერპლთა უფლებების უკეთ დაცვას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მსხვერპლი, ამავე კანონით განსაზღვრული მოძალადის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებზე გათავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიერ სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის შემთხვევაში, მათ აღარ მოუწევთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ბაჟის ოდენობა დამოკიდებულია სარჩელების რაოდენობასა და მოთხოვნის შინაარსზე. ასეთი სტატისტიკა ამ ეტაპზე არ არსებობს. 1 ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებას ექნება ფინანსური შედეგები ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, კერძოდ მათ არ მოუწევთ კანონით დადგენილი ბაჟის გადახდა მოძალადის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემთხვევაში. ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში შეადგენს სასარჩელო მოთხოვნის 3%-ს. ბაჟის ოდენობა დამოკიდებულია სარჩელების რაოდენობასა და მოთხოვნის შინაარსზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და ხელშეკრულების/შეთანხმების შეთანხმებებთან, არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე, ისეთი რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: 2 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის რომელთან შემთხვევაში, დაახლოების ევროკავშირის ვალდებულებაც ის სამართლებრივი გამომდინარეობს „ერთი აქტი, მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აშშ იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი სამართლებრივი მრჩეველი, მაიკ გრანტი ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: სოფიო კილაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი მხეიძე, ვანო ზარდიაშვილი, ლევან ბეჟანიძე, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, კარლო კოპალიანი, მერაბ ქვარაია, სულხან მახათაძე. 3
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 46. სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება 1. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: ა) მოსარჩელეები - ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე; ბ) მოსარჩელეები - დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე; გ) მოსარჩელეები - დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე; დ) მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ე) მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. (20.06.2003. N2450) ვ) მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით; (28.12.2007. N5669) ზ) მხარეები – წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების სააპელაციო და საკასაციო წესებით გასაჩივრებისას. (13.07.2006. N3435) თ) მხარეები − არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. (21.06.2011. N4869) ი) მოსარჩელეები − „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით. (6.12.2011 N 5367) 2. კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც. (13.07.2006. N3435)