„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, კარლო კოპალიანი, სულხან მახათაძე, დიმიტრი მხეიძე, მერაბ ქვარაია, ირაკლი ბერაია, სავალან მირზოევი, ლევან ბეჟანიძე, ანრი ოხანაშვილი
ნომერი
#07-3/262/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 235) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია, დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პირს, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობისთვის ან 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულისათვის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191 მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე მოთავსებულია იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისთვის, არ ჰქონდეს დაზარალებულთან ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული საშუალებებით კომუნიკაციის შესაძლებლობა. 32. ამ მუხლის 31 პუნქტში გათვალისწინებული წესი ვრცელდება ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობისთვის დანაშაულისათვის და ან 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარებისთვის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის ან პატიმრობის კოდექსის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი: გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია კანონმდებლობის სრულყოფის აუცილებლობა. დღეს მოქმედ კანონმდებლობაში ნათლად და მკაფიოდ არ არის დარეგულირებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული მოძალადე პირისთვის კომუნიკაციის აკრძალვის ცალკეული საკითხები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია დარეგულირდეს ისეთი შემთხვევები, როდესაც ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების მიუხედავად, ეს უკანასკნელი კვლავ აგრძელებს მსხვერპლის მიმართ მუქარას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებული იქნება, დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოს, რომ პირს, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული გათვალისწინებული ოჯახური ოჯახში ძალადობისთვის დანაშაულისათვის და ან 111 სისხლის მუხლით სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე მოთავსებულია იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისთვის, არ ჰქონდეს დაზარალებულთან წერილების, ტელეფონის ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით კომუნიკაციის შესაძლებლობა. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც დადგინდება, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხი და სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით განესაზღვრა სასჯელის მოხდა შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში გამოჯანმრთელებამდე. ანალოგიურად დარეგულირდება შემთხვევა, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღმოაჩნდება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და მოხდება მისი გადაყვანა შესაბამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის რომელთან შემთხვევაში, დაახლოების ევროკავშირის ვალდებულებაც ის სამართლებრივი გამომდინარეობს „ერთი აქტი, მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აშშ იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი სამართლებრივი მრჩეველი, მაიკ გრანტი ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი:სოფიო კილაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი მხეიძე, ვანო ზარდიაშვილი, ლევან ბეჟანიძე, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, კარლო კოპალიანი, მერაბ ქვარაია, სულხან მახათაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 15. სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება 1. სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება ნებაყოფლობითია, გარდა ამ კანონის მე-16, მე-18 და 221 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და პაციენტს გაეწევა აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, შესაბამისი ნებართვის მქონე სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში (შემდგომ – სტაციონარი). (26.07.2014. N2530 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 2. სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს და გაგზავნოს წერილი, გზავნილი შემოწმების გარეშე; ბ) სტაციონარის შინაგანაწესის თანახმად, ისარგებლოს ტელეფონით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით; გ) მიიღოს მნახველი ამისათვის განსაზღვრულ დროს და ადგილზე მესამე პირის დასწრების გარეშე; დ) ხანმოკლე ვადით დატოვოს სტაციონარი, სტაციონარიდან გაწერის გარეშე, მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით; ე) შეიძინოს და იქონიოს პირველადი მოხმარების საგნები; ვ) შეასრულოს რელიგიური რიტუალი, თუ იგი არ ლახავს სხვათა უფლებებს; ზ) მიიღოს აუდიო-ვიზუალური ინფორმაცია; თ) მონაწილეობა მიიღოს სტაციონარში გამართულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში; ი) ისარგებლოს ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული სხვა უფლებებით. 3. ექიმს უფლება აქვს, უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით შეზღუდოს პაციენტის ზემოთ აღნიშნული უფლებები, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებისა. ექიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში. (20.03.2015. N3341 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან) 4. სტაციონარში მყოფი პაციენტის შრომითი საქმიანობა ნებაყოფლობითია, აქვს მხოლოდ სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანიშნულება და მიმდინარეობს ექიმის რეკომენდაციითა და მეთვალყურეობით. 41. სტაციონარში მყოფ მხარდაჭერის მიმღებს ეზღუდება ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა. (20.03.2015. N3341 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან) 5. აკრძალულია პაციენტის სტაციონარში დაყოვნება იმაზე მეტი ხნით, ვიდრე ეს საჭიროა მისი გამოკვლევისა და მკურნალობისათვის. 6. პაციენტის სტაციონარიდან გაწერისას სამედიცინო დოკუმენტაციის ამონაწერი იგზავნება ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რის შესახებაც ეცნობება პაციენტს და მის კანონიერ წარმომადგენელს. 7. სტაციონარში მყოფ მხარდაჭერის მიმღებთა შესახებ ინფორმაციას ფსიქიატრიული დაწესებულება უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს. (20.03.2015. N3341 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან)