„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი
1.
საქართველოს
ადმინისტრაციული
საპროცესო
კოდექსის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) 21 მუხლის:
15
1. მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე
ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლისა და საფასურის
გადახდის საკითხები;“.
2. მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი:
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განაპირობა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის
აღკვეთის,
ძალადობის
მსხვერპლთა
დაცვისა
და
დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილმა ცვლილებამ, რომლის თანახმადაც
დამცავი
ორდერის
გამოცემისას
სავალდებულო
იქნება
ძალადობრივი
დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის
გავლა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმების
შესაბამისობაში მოყვანა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში დაგეგმილ ცვლილებასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის
შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლა დაემატება იმ საკითხთა
ჩამონათვალს, რომელებიც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული დამცავ ორდერში.
აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმით, რომ ქალთა მიმართ ძალადობის
ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებით დამცავი
ორდერის გამოცემისას ასეთი კურსის გავლა სავალდებულო გახდება.
კანონპროექტით ასევე ხდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის
შეცვლაზე
ორიენტირებული
სწავლების
კურსის
საფასურის
გადახდასთან
დაკავშირებული საკითხის დარეგულირება. პროექტის თანახმად, მოსამართლემ
დამცავი ორდერის გამოცემის საკითხთან ერთად ასევე უნდა იმსჯელოს კურსის
საფასურის
გადახდის
შესაძლებლობას,
საკითხზეც.
გაათავისუფლოს
აღნიშნული
პირი
გულისხმობს
კურსის
მოსამართლის
საფასურის
გადახდის
ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში კურსის საფასურის გადახდა მოხდება
სახელმწიფოს ბიუჯეტიდან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
1
კანონპროექტის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემისას მოძალადისთვის
სავალდებულო იქნება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე
ორიენტირებული სწავლების კურსის გავლა. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე
კურსის
საფასურის
გადახდის
ვალდებულებას
დააკისრებს
მოძალადეს,
მას
წარმოეშობა აღნიშნული ხარჯების გაწევის ვალდებულება. თუ მოსამართლე
გაათავისუფლებს
პირს
კურსის
საფასურის
გადახდის
ვალდებულებისაგან,
აღნიშნული სწავლება დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას შესაძლოა ჰქონდეს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
იმ
ძალადობრივი
შემთხვევაში,
თუ
დამოკიდებულებისა
მოსამართლე
და
გაათავისუფლებს
ქცევის
შეცვლაზე
მოძალადეს
ორიენტირებული
სწავლების კურსის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან, ამ კურსის საფასურის
დაფარვა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დღეს არსებული მდგომარეობით,
კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს. უკანასკნელი წლების სტატისტიკური
ინფორმაციის თანახმად, წლის განმავლობაში დამცავი ორდერების რაოდენობა
საშუალოდ 180 ერთეულს შეადგენს1. კურსის განხორციელების პროცესში ჩართულია
ფსიქოლოგი,
რომელიც
შესაბამისი
მეთოდოლოგიის
საფუძველზე
მოძალადე
პირებთან ატარებს სეანსებს. სეანსები შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე
ჯგუფური. ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა საშუალოდ 8-10 კაცს შეადგენს. სწავლება
ხორციელდება
იუსტიციის
სამინისტროს
სისტემის
ფარგლებში.
ფსიქოლოგის
ანაზღაურება 1 თვის განმავლობაში საშუალოდ შეადგენს 1500 ლარს. კურსის
განხორციელებისას
ასევე
აუცილებელია
სასწავლო
მასალის
და
შესაბამისი
საკანცელარიო ინვენტარის გამოყენება, რაც 1 თვის განმავლობაში ერთი ჯგუფის
შემთხვევაში საშუალოდ შეადგენს 1000 ლარს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
მხრიდან
ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
1
1
2
3
4
მოძალადეთა მიმართ გამოცემული დამცავი ორდერების რაოდენობა
2015 წელი
- 173
2016 წელი
- 178
2017 წელი
- 180
2018 წელი იანვარი-აგვისტო
- 73
2
კანონპროექტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ქალთა მიმართ ძალადობისა და
ოჯახში
ძალადობის
ჩამდენ
პირთა
ვალდებულება
ძალადობრივი
დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსი და
დაფარონ ამ კურსის საფასური.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
ხელშეკრულების/შეთანხმების
შეთანხმებებთან,
არსებობის
შემთხვევაში,
აგრეთვე,
ისეთი
რომელსაც
უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)
არსებობის
რომელთან
შემთხვევაში,
დაახლოების
ევროკავშირის
ვალდებულებაც
ის
სამართლებრივი
გამომდინარეობს
„ერთი
აქტი,
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას
და
მათ
წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
3
აშშ იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი სამართლებრივი მრჩეველი, მაიკ
გრანტი
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი:სოფიო კილაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი,
დიმიტრი მხეიძე, ვანო ზარდიაშვილი, ლევან ბეჟანიძე, დავით მათიკაშვილი, სავალან
მირზოევი, ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, კარლო კოპალიანი, მერაბ ქვარაია,
სულხან მახათაძე.
4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
15
მუხლი 21 . დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი საკითხები (4.05.2017.
N762 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან)
1. დამცავი ორდერის წარმოება ხდება სამართალწარმოების ენაზე, ცხადად და
გასაგებად. იგი შეიძლება წარმოებულ იქნეს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური
საშუალების გამოყენებით.
2. დამცავ ორდერში მიეთითება:
ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი;
ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას;
გ) მოძალადის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და
საცხოვრებელი ადგილი;
დ) ამ მუხლის მე-3 ნაწილის და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად შემაკავებელი ორდერით გასათვალისწინებელი
იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მოძალადეს.
3. დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:
ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს;
ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და
მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს;
გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს;
დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს
პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია
ადამიანის ნორმალური არსებობისათვის;
ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის
უფლების აკრძალვას;
ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და
ურთიერთობის რეგულირების საკითხებს;
ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც
მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;
თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი
ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო
იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის
შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად
საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივსაშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს;
ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა,
გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს;
კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული
ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ლ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე
ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს;
მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული
მოთხოვნების
დარღვევის
შემთხვევაში
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის
უსაფრთხოებისათვის.
4. დამცავ ორდერში შესაძლებელია მიეთითოს ამ მუხლის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებული ერთ-ერთი ან ყველა საკითხი, ძალადობის ფაქტის
ადეკვატურად.
5. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა
და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
6. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამცავი ორდერი
მზადდება არანაკლებ 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ჰბარდება მოძალადეს,
ერთი – მსხვერპლს, ერთი ეგზემპლარი რჩება დამცავი ორდერის გამომცემ
უფლებამოსილ ორგანოში, ხოლო ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს
მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ დამცავი ორდერით
გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება, დამცავი ორდერის ერთი
ეგზემპლარი ეგზავნება აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის
ადგილობრივ ორგანოს, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება იარაღთან
დაკავშირებულ საკითხებს შეეხება − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
შესაბამის სამსახურს. დამცავ ორდერთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო
გადაწყვეტილება მხარეებს ჰბარდება ამ კოდექსით დადგენილი წესით.
7. დამცავი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე.