„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი
1. საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 50-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5.
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
1261
მუხლით
გათვალისწინებული ოჯახში ძალადობისა და 111 მუხლით გათვალისწინებული
ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე
ბრალდებულის ახლო
ნათესავმა, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური,
ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული
უფლებით სარგებლობამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს მოწმის/დაზარალებულის
კოორდინატორთან და გადაწყვეტილების მიღებამდე ისარგებლოს 3 დღიანი
მოსაფიქრებელი ვადით.“.
2. 56-ე მუხლის:
ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო
საფუძვლის
არსებობისას
პროკურორს
გამოაქვს
დადგენილება
საკუთარი
ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში. თუ
პროკურორმა განცხადება არ დააკმაყოფილა მისი შეტანიდან 48 საათის განმავლობაში,
აღნიშნულ პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის
მოთხოვნით
ერთჯერადად
მიმართოს
ზემდგომ
პროკურორს.
ზემდგომი
პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, სისხლის სამართლის
კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობა, 111 მუხლით
გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული ან დანაშაული, რომელიც, კანონის
თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ
ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, აღნიშნულ პირს უფლება აქვს,
პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით
რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.“.
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის
შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროკურორი იღებს
გადაწყვეტილებას
ამ
დადგენილების
გაუქმების
თაობაზე,
რის
შესახებაც
დაზარალებულს წერილობით ეცნობება. დაზარალებულს უფლება აქვს, პირის
დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმების თაობაზე პროკურორის
გადაწყვეტილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი
პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, სისხლის სამართლის
კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობა, 111 მუხლით
გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული ან დანაშაული, რომელიც, კანონის
თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ
ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, დაზარალებულს უფლება აქვს,
პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით
რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.“.
3. 106-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. დაზარალებულს უფლება აქვს, გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი
დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს
ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ
საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე
დანაშაული, სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული
ოჯახში ძალადობა, 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული ან
დანაშაული, რომელიც, კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს
საჩივარს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს
გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სასამართლოს
განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს
მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი ნაწილისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს 2020 წლის
პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი:
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
დანაშაულის
მიღების
დაზარალებულთა
მიზეზია
ოჯახში
უფლებრივი
ძალადობისა
მდგომარეობის
და
ოჯახური
გაუმჯობესების
აუცილებლობა.
მოქმედი კანონმდებლობით, დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ,
გამოძიების შეწყვეტის, ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის
ან შეწყვეტის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილებები, დაზარალებულს შეუძლია
ერთჯერადად
გაასაჩივროს
ზემდგომ
პროკურორთან.
აღნიშნული
წესიდან
გამონაკლისს წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, სადაც
დაზარალებულს ასევე ეძლევა პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში
გასაჩივრების დამატებითი შესაძლებლობა.
იმის გათვალისწინებით, რომ სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული
ოჯახში ძალადობა, ასევე 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის
დამაფუძნებელი ქმედებების უმრავლესობა მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე და მძიმე
კატეგორიის დანაშაულებს, დაზარალებულს არ აქვს პროკურატურის პოზიციის
დამოუკიდებელ ინსტანციაში გასაჩივრებისა და საკუთარი პოზიციის სასამართლოში
მტკიცების შესაძლებლობა.
კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი მიზეზი ასევე არის ძალადობის
მსხვერპლთა მხრიდან მოძალადე ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე
უარის
თქმამდე
მისთვის
მოწმის/კოორდინატორის
მხრიდან
კვალიფიციური
დახმარების აღმოჩენის საჭიროება და მისი ინფორმირება ჩვენებაზე უარის თქმის
შედეგების შესახებ, ასევე სახელმწიფოში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის კუთხით
არსებული სერვისების შესახებ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია დაზარალებულს მიეცეს შესაძლებლობა, ოჯახში
ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე პირველი
ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივროს პროკურორის გადაწყვეტილებები:
დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, ან დაზარალებულად
ცნობის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ;
გამოძიების შეწყვეტის შესახებ;
1
სისხლისსამართლებრივი
დევნის
დაწყებაზე
უარის
თქმის
ან
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დაზარალებულისთვის სასამართლოში
თავისი
პოზიციის
გააუმჯობესებს
მის
მტკიცების
შესაძლებლობის
უფლებრივ
მდგომარეობას
მინიჭება
და
მნიშვნელოვნად
მინიმუმამდე
დაიყვანს
სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შეცდომების დაშვების ალბათობას.
კანონპროექტი ასევე მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური
დანაშაულის სიხლის სამართლის საქმეებზე ძალადობის მსხვერპლთათვის სათანადო
ინფორმაციის მიწოდებას არსებული სერვისებისა და მათი მხრიდან გამოძიებასთან
თანამშრომლობის ან თანამშრომლობაზე უარის თქმის შესაძლო სამართლებრივი
შედეგების
შესახებ.
აღნიშნული
ფუნქციის
შესრულება
არ
უნდა
დაევალოს
ბრალდების მხარეს, რომელიც პროფესიულად დაინტერესებულია სავარაუდო
მსხვერპლის მხრიდან ჩვენების მიცემაში და უფრო გამართლებულია, თუ ძალადობის
მსხვერპლს
ჩვენების
მიცემაზე
უარის
საბოლოოდ
გაცხადებამდე
ექნება
ვალდებულება გაიაროს კონსულტაცია მოწმის/დაზარალებულის კოორდინატორთან
და
მისგან
მიღებული
ინფორმაციისა
და
დახმარების
შემდეგ
მიიღოს
გაცნობიერებული გადაწყვეტილება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის
სისხლის
სამართლის
საქმეებზე,
დაზარალებულს
ეძლევა
უფლება
პირველი
ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივროს პროკურორის შემდეგი დადგენილებები:
•
დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ ან დაზარალებულად
ცნობის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ;
•
გამოძიების შეწყვეტის შესახებ;
•
სისხლისსამართლებრივი
დევნის
დაწყებაზე
უარის
თქმის
ან
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261
მუხლით
გათვალისწინებული
გათვალისწინებული
ოჯახური
ოჯახში
ძალადობისა
დანაშაულის
სისხლის
და
111
მუხლით
სამართლის
საქმეზე
ბრალდებულის ახლო ნათესავმა, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა
მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი, ამ მუხლის პირველ ნაწილში
მითითებული
უფლებით
მოწმის/დაზარალებულის
სარგებლობამდე
კოორდინატორთან
კონსულტაცია
და
უნდა
გაიაროს
გადაწყვეტილების
მიღებამდე
ისარგებლოს 3 დღიანი მოსაფიქრებელი ვადით.
2
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს 2019 წლის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე. თუმცა 2020 წლის 1-ლი იანვრიდან, როდესაც ამოქმედდება
ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ყველა სისხლის სამართლის საქმეზე
ჩვენების
მიცემაზე
უარის
მოწმის/დაზარალებულის
მთქმელ
კოორდინატორის
სავარაუდო
დაზარალებულთან
კომუნიკაციის
ვალდებულება,
კოორდინატორთა არსებული რაოდენობა არასაკმარისი იქნება და საჭირო გახდება
მათი რაოდენობის გაზრდა.
პროკურატურის სისტემაში დღეს დასაქმებულია 18 კოორდინატორი. მათი
შრომის ანაზღაურება შეადგენს 1500 ლარს (დარიცხვით). თუ ჩვენ მხედველობაში
მივიღებთ 111 მუხლით და 1261 მუხლით განხილულ სისხლის სამართლის საქმეთა
საერთო რაოდენობას (წელიწადში დაახლოებით 1600 სს საქმე) და დავუშვებთ, რომ
თითო საქმეზე იქნება ერთი დაზარალებული, ვისთანაც ცვლილების მიხედვით
კოორდინატორმა დამატებით უნდა ჩაატაროს კონსულტაცია და აუხსნას ჩვენების
მიცემაზე
უარის
თქმის
უარყოფითი
შედეგები,
მაშინ
მივიღებთ
შემდეგ
მოცემულობას:
დღეს 18 კოორდინატორი წლის განმავლობაში საშუალოდ ემსახურება
10000 ადამიანს.
აქედან დაზარალებულთა და მოწმეთა რაოდენობა შეადგენს 4000-5000
თუ დავუშვებთ, რომ წლის განმავლობაში 111 მუხლით და 1261 მუხლით
კაცს.
განხილულ 1600 საქმეზე მათ დაემატებათ 1600 კაცი (1600×1=1600), მაშინ შიძლება
ითქვას, რომ არსებული ადამიანური რესურსის 10 ერთეულით გაზრდის შემთხვევაში
შესაძლებელი იქნება დამატებული ვალდებულების წარმატებით შესრულება.
აღნიშნული გამოიწვევს პროკურატურის ბიუჯეტის გაზრდას 180 000
ლარით (10 კოორდინატორის დამატება ნიშნავს 10×12×1500=180 000).
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
მხრიდან
ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
3
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
ხელშეკრულების/შეთანხმების
შეთანხმებებთან,
არსებობის
შემთხვევაში,
აგრეთვე,
ისეთი
რომელსაც
უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)
არსებობის
რომელთან
შემთხვევაში,
დაახლოების
ევროკავშირის
ვალდებულებაც
ის
სამართლებრივი
გამომდინარეობს
„ერთი
აქტი,
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას
და
მათ
წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
4
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აშშ იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი სამართლებრივი მრჩეველი, მაიკ
გრანტი
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: სოფიო კილაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი,
დიმიტრი მხეიძე, ვანო ზარდიაშვილი, ლევან ბეჟანიძე, დავით მათიკაშვილი, სავალან
მირზოევი, ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, კარლო კოპალიანი, მერაბ ქვარაია,
სულხან მახათაძე.
5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 50. პირი, რომელიც არ არის ვალდებული, იყოს მოწმე
1. მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის
შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის
ვალდებულება არ ეკისრება:
ა) ადვოკატს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ
საქმეში ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ) ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის
მიღებამდე, – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა
იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;
გ) სასულიერო პირს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი
გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად;
დ) ბრალდებულის ახლო ნათესავს;
ე) სახალხო დამცველს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს – იმ ფაქტის გამო,
რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს;
ე1) სახელმწიფო ინსპექტორს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების
კანონიერების კონტროლისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების და
ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში
განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქციების შესრულებასთან
დაკავშირებით, იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახელმწიფო
ინსპექტორს; (21.07.2018. №3276 ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან)
ვ) საქართველოს პარლამენტის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს,
როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს;
ზ) მოსამართლეს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც სასამართლოს თათბირის
საიდუმლოებაა;
თ) ჟურნალისტს – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან
დაკავშირებით;
ი) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს – მოსაფიქრებელი ვადის
განმავლობაში.
კ) საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული
ჯგუფის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს პრევენციის ეროვნული
მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას, თუ იგი არ დათანხმდება, მისცეს ჩვენება.
(24.09.2010. N3616 ამოქმედდეს 2010 წლის 30 სექტემბრიდან.)
ლ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს – იმ ფაქტის გამო,
რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს. (13.04.2016
N4924 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.)
2. არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც
ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს
და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს
ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება. (18.12.2015. N4677 ამოქმედდეს 2016 წლის 20
თებერვლიდან)
3. სასამართლოს უფლება აქვს, მოწმის მოვალეობის შესრულებისაგან
გაათავისუფლოს:
ა) სამედიცინო მუშაკი, თუ მას პროფესიულად ევალება საექიმო (სამედიცინო)
საიდუმლოების დაცვა;
ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურე, სამხედრო
მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება,
არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და შინაარსი; (27.10.2015. N4378
ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან) (21.12.2016. N164)
გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ
გაამჟღავნებს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას;
დ) კონტრტერორისტული ან/და სპეციალური ოპერაციის მონაწილე პირი (მის
პროფესიულ
მოვალეობასთან
დაკავშირებით),
რომლის
საქმიანობაც
გასაიდუმლოებულია და ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა
მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის
მიერ − მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში, იმავე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით და
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ
– იმ შემთხვევაში, თუ მათ საქართველოს კანონმდებლობით აკისრიათ თავიანთი
საქმიანობის განხორციელებისას კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება და
იმავდროულად აქვთ ინფორმაცია არასრულწლოვნის მიმართ საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ან მე-4
ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ან მე-3
ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 140-ე ან 141-ე მუხლით, 253ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,
255-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით ან 2551 ან 2552 მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენის თაობაზე, სურვილის შემთხვევაში, გამოკითხვის დროს
ინფორმაციის მიწოდება ან მოწმის სახით ჩვენების მიცემა არ ჩაითვლება
ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევად. (17.05.2018. №2355 ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
მუხლი 56. პირის დაზარალებულად ცნობა
1. დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა
მოვალეობა.
2. სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებული იურიდიული პირი
მონაწილეობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის
მეშვეობით, რომელსაც ენიჭება დაზარალებულის ყველა უფლება და ეკისრება მისი
ყველა მოვალეობა.
3. იმ დანაშაულის საქმეში, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა,
დაზარალებულის უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე
ახლო
ნათესავს
(„დაზარალებულის
უფლებამონაცვლე“).
გამომძიებელს,
პროკურორსა და მოსამართლეს უფლება არა აქვთ, უარი უთხრან დაზარალებულის
უფლებამონაცვლეს დაზარალებულისათვის მინიჭებული რომელიმე უფლებით
სარგებლობაზე. ერთი დონის ახლო ნათესავებს შორის დავის შემთხვევაში
დაზარალებულის უფლებამონაცვლე
წილისყრით განისაზღვრება. (24.07.2014.
N2518)
4. დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შემთხვევაში დაზარალებულია
სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეიძლება მისდგომოდა
ზიანი.
5. პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო
საფუძვლის არსებობისას პროკურორს გამოაქვს დადგენილება საკუთარი
ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში. თუ
პროკურორმა განცხადება არ დააკმაყოფილა მისი შეტანიდან 48 საათის
განმავლობაში, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ან მის
უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ
პროკურორს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ
საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე
დანაშაული ან დანაშაული, რომელიც, კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ
დააკმაყოფილებს საჩივარს, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, პროკურორის
გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოში.
51. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი პირის დაზარალებულად
ცნობის შესახებ დადგენილებას გააცნობს დაზარალებულს და განუმარტავს მას ამ
კოდექსით გათვალისწინებულ ყველა უფლებას და მათ განხორციელებასთან
დაკავშირებულ პროცედურებს, რის შესახებაც ადგენს ოქმს. ამ ოქმს ხელს აწერენ
დაზარალებული და ოქმის შემდგენი. დაზარალებულს უფლება აქვს, შენიშვნა
გააკეთოს ოქმზე. თუ დაზარალებული უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში
აღინიშნება ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი. (24.07.2014. N2518)
6. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის
შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროკურორი იღებს
გადაწყვეტილებას ამ დადგენილების გაუქმების თაობაზე, რის შესახებაც
დაზარალებულს წერილობით ეცნობება. დაზარალებულს უფლება აქვს, პირის
დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმების თაობაზე პროკურორის
გადაწყვეტილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი
პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან დანაშაული, რომელიც,
კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა. ამ
შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს,
დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს
გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.
7. მოსამართლეს ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ
საკითხებზე 15 დღის ვადაში გამოაქვს განჩინება ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე.
მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება. (24.07.2014. N2518)
მუხლი 106. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის
შესახებ გადაწყვეტილება
1. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილებას, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული
შემთხვევისა, იღებს პროკურორი დადგენილებით. ამ დადგენილების ასლს
პროკურორი უგზავნის დაზარალებულს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 კვირის
ვადაში. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი
დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე პროკურორი ვალდებულია
დაზარალებულს შეატყობინოს ამის შესახებ და შეადგინოს ოქმი ამ კოდექსის 56-ე
მუხლის 51 ნაწილით დადგენილი წესით. (26.07.2014. N2539 ამოქმედდეს 2014 წლის 1
ოქტომბრიდან)
11. დაზარალებულს უფლება აქვს, გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი
დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს
ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და
არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე
დანაშაული ან დანაშაული, რომელიც, კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ
დააკმაყოფილებს საჩივარს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის
გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი
მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ
საჩივრდება.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული გადაწყვეტილების შესახებ
ეცნობება ბრალდებულს, მის ადვოკატს და დაზარალებულს.
3. თუ სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-2
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წყდება, პროკურორი ვალდებულია მიმართოს
განსჯადობის მიხედვით შესაბამის სასამართლოს ამ კოდექსის 191-ე მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შუამდგომლობით.
(26.07.2014. N2539 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან)