„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.07.2022
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/167/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ფინანსური ინსტიტუტები (გარდა კომერციული ბანკებისა და მიკრო ბანკებისა) უფლებამოსილი არიან, განვითარებული ქვეყნების შესაბამისი ორგანოების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე განახორციელონ თავიანთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. 2. მე-2 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი.“; ბ) 54-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „54. ფინანსური ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია გააფართოოს და განმარტოს ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი.“. 3. 91 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ემიტენტის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობა, უზრუნველყოს შიდა კონტროლის სისტემის ეფექტიანობა და შიდა აუდიტის (ასეთი აუდიტის არსებობის შემთხვევაში) დამოუკიდებლობა, წარმართოს აუდიტორთან ურთიერთობა. აუდიტის კომიტეტი დაკომპლექტებულია სამეთვალყურეო საბჭოს წევრებით და სულ მცირე 1 დამოუკიდებელი წევრით. აუდიტის კომიტეტს ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს ის წევრი, რომელიც არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამოუკიდებელი წევრი.“. 4. 161 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. დასადებ გარიგებას, რომელშიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირები მონაწილეობენ და რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან 10%-ზე მეტს ან მისი წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, ამოწმებს აუდიტორი/სერტიფიცირებული ბუღალტერი. აუდიტორი/სერტიფიცირებული ბუღალტერი ამოწმებს, იდება თუ არა გარიგება არსებითად იმავე პირობებით, რომლებითაც ის დაინტერესების არმქონე პირებს შორის დაიდებოდა. აუდიტორის/სერტიფიცირებული ბუღალტრის დასკვნა გარიგების დამტკიცებამდე ეგზავნება ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს ან საერთო კრებას, იმის მიხედვით, ვინ უნდა დაამტკიცოს ეს გარიგება.“. 5. 231 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მიკრო ბანკს უფლება აქვს, საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით, განახორციელოს საბროკერო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამ პუნქტით განსაზღვრული თანხმობის გაცემის, აგრეთვე მისი გაუქმების წესს და პირობებს ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი