„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“
- „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54,
12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 55-ე ნაწილი:
„55. საბანკო დაწესებულება - „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი, ასევე „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრო ბანკი.“.
2. მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების განთავსება საბანკო დაწესებულებებსა და სხვა
საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე;“.
3. 231 მუხლის:
ა) მე-12 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ
გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ ნამეტ შემოსავალს ან ამ
ფასიანი ქაღალდიდან ან საქართველოს საბანკო დაწესებულებებში განთავსებული
დეპოზიტიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალს.“;
ბ) მე-14 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საინვესტიციო ფონდის ერთეულის რეალიზაციით ან საინვესტიციო ფონდის ერთეულის
გამოსყიდვით, თუ საინვესტიციო ფონდი ინვესტიციას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს
საბანკო დაწესებულებებში განთავსებულ დეპოზიტებში, საქართველოს მთავრობის ან/და
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში ან/და
რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზებით გამოშვებულ და
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ
დაშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებში.“.
4. 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირის საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში საბანკო დაწესებულება
საგადახდო ან საინკასო დავალებას ასრულებს არა უგვიანეს აღნიშნული დავალების მიღების
დღის მომდევნო საოპერაციო დღისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საინკასო დავალების მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება გადასახადის
გადამხდელს.“.
5. 66-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ
რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში)
ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი (გარდა
მეწარმე ფიზიკური პირისა), უფლებამოსილი არიან საქართველოში გადასახადის გადახდის
ან/და დეკლარირების ვალდებულების დადგომისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო
აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშეც, მოქალაქის პირადობის მოწმობაში, პირადობის
ნეიტრალურ მოწმობაში ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტში აღნიშნული პირადი
ნომერი, აგრეთვე რეგისტრაციის დროს მინიჭებული ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი)
მიუთითონ წარმოშობილი საგადასახადო, მათ შორის, საბაჟო ვალდებულებების
დეკლარირებისას და გადასახადის საბანკო დაწესებულებაში გადახდისას. საქართველოს
მოქალაქე ფიზიკური პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო
დოკუმენტის მქონე პირის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის
რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები
პირების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან
რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, საგადასახადო
აღრიცხვა
ხორციელდება
მათი
საგადასახადო
დეკლარაციების,
საბაჟო
დეკლარაციების/რეექსპორტის
დეკლარაციების
ან/და
საბანკო
დაწესებულებაში
წარდგენილი, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალებების
მონაცემების საფუძველზე.“.
6. 70-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო
შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების
შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის
საფუძველზე საბანკო დაწესებულებისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „კომერციული
ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრო ბანკების
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული
კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს
სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული
შემთხვევისა.“.
7. 71-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უცხოური საწარმოსათვის საბანკო ანგარიშის პირველად გახსნისას ან ამ საწარმოსათვის
ბოლო ანგარიშის დახურვისას აღნიშნულის თაობაზე 3 სამუშაო დღის ვადაში (გარდა ამ
ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცნობოს შემოსავლების
სამსახურს და სამსახურის მიერ ამ ინფორმაციის მიღებამდე უცხოური საწარმოს ანგარიშიდან
არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები. გარდა ამისა, იგი უცხოური საწარმოს მიერ
მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას
უცხოური საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომრის ან/და მუდმივი დაწესებულების ფაქტობრივი
მისამართის შესახებ (თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს ან ანგარიშის გამხსნელმა პირმა ეს
ინფორმაცია საბანკო დაწესებულებას წარუდგინა);“;
ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირების საბანკო ანგარიშიდან არ
განახორციელოს გასავლის ოპერაციები (საბანკო დაწესებულების მომსახურების საზღაურის
გარდა, თუ ეს ოპერაციები არ უკავშირდება საბანკო დაწესებულების სისტემის გარეთ
საანგარიშსწორებო ოპერაციებს) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის
მითითების გარეშე;“;
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის ცნობება ხდება
წერილობითი შეტყობინების საგადასახადო ორგანოში ჩაბარებით, მაშინ მისი დამოწმება
ხორციელდება საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ შეტყობინების მეორე ეგზემპლარზე
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო საგადასახადო
ორგანოსათვის წარდგენილი შეტყობინების 2 სამუშაო დღის ვადაში დაუმოწმებლობის
შემთხვევაში შეტყობინება ავტომატურად ითვლება დამოწმებულად, შესაბამისად, საბანკო
დაწესებულებას უფლება აქვს, განახორციელოს ამ ანგარიშიდან გასავლის ოპერაციები.
ამასთანავე, შეტყობინების ჩაბარებად ითვლება საგადასახადო ორგანოში კორესპონდენციის
მიღება.“.
8. 982 მუხლის მე-3 ნაწილის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ
კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა
საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და
საქართველოს ეროვნული ბანკისა) სესხის გაცემა ან/და ამ პირის მიმართ არსებული
მოთხოვნის შესაძენად განხორციელებული გადახდა. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო
დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი
სუბიექტის მიერ ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ
პირთან განხორციელებულ ოპერაციებზე;“;
ბ) „ზ“-„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ
საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ
ვრცელდება
საბანკო
დაწესებულების,
საკრედიტო
კავშირის,
მიკროსაფინანსო
ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე;“;
ზ1) პარტნიორი ფიზიკური პირის ან პარტნიორი არარეზიდენტის მიერ მესამე პირისგან
აღებული სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა. ამ
შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხა შეადგენს სესხის
უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობას. ეს
ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო
ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე;
თ) საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან სესხის
გამცემი სუბიექტის მიერ პარტნიორ არარეზიდენტზე, ამ კოდექსის შესაბამისად მოგების
გადასახადისაგან გათავისუფლებულ პარტნიორზე ან კაპიტალში არანაკლებ 1 პროცენტით
მონაწილეობის უფლების მქონე პარტნიორ ფიზიკურ პირზე სესხის გაცემა ან/და პარტნიორის
მიერ მესამე პირისგან აღებული სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი
სახსრებით უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის
თანხა შეადგენს სესხის უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი
სახსრების ოდენობას.“.
9. 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ საბანკო
დაწესებულებებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე
ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა;“.
10. 138-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების ჩარიცხვა საბანკო
დაწესებულებაში გადასახადის გადამხდელის მიმდინარე ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე,
რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს.“.
11. 139-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – საბანკო დაწესებულების მიერ გადასახადის
გადამხდელის საბანკო ან სხვა ანგარიშიდან თანხების ჩამოწერის მომენტი.“.
12. 238-ე მუხლის მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი
ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბანკო დაწესებულების, როგორც ფასიანი ქაღალდების
ბაზრის შუამავლის, საბროკერო კომპანიის, ნოტარიუსის ან საგადახდო მომსახურების
პროვაიდერის, როგორც გადამხდელის, მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული
ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია აღნიშნულ ღონისძიებათა მიმართვა იმ
აქტივებზე, რომლებიც განთავსებულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ან/და
რომლებიც არ არის მისი საკუთრება და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (კერძოდ,
ნომინალურ მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე, აგრეთვე
ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებულ ფულსა და ფასიან ქაღალდებზე,
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშზე განთავსებულ მომხმარებლის ფულად
სახსრებზე). კლიენტის ასეთი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისაგან
განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
13. 239-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ
რეგისტრირებულია საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების,
სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად
განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის
უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით პირველ რიგში
დაკმაყოფილდება ზემოთ
აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების
ნაწილში, ხოლო შემდეგ ხდება საგადასახადო დავალიანების მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ
ქონების ახალი მფლობელის მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ გავრცელდება. თუ
დარჩენილი თანხით სრულად არ იფარება საგადასახადო დავალიანება, შეუსრულებელი
საგადასახადო დავალიანება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც დატვირთული
იყო საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით.“.
14. 241-ე მუხლის 101 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„101. საბანკო დაწესებულების ლიკვიდატორი ან კომერციული ბანკის სპეციალური
მმართველი უფლებამოსილია ყადაღადადებული ანგარიშები „კომერციული ბანკების
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის და „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა საბანკო დაწესებულებაში ან/და საქართველოს
ეროვნულ ბანკში გადაიტანოს.“.
15. 243-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბანკო დაწესებულების ლიკვიდატორი ან კომერციული ბანკის სპეციალური მმართველი,
უფლებამოსილია ის ანგარიშები, რომლებზედაც საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილია
საინკასო დავალება, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის და
„მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა საბანკო
დაწესებულებაში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს.“.
16. 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საბანკო დაწესებულება და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;“.
17. 272-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე
სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების
ან რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ან
მზღვეველის შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევიდან ან საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ საბანკო დაწესებულების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის,
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის, საგადახდო მომსახურების
პროვაიდერის, საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის
დაწყებიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე აღნიშნული რეჟიმების დაწყებამდე
არსებულ საგადასახადო დავალიანებებზე საურავის დარიცხვა წყდება.“.
18. 283-ე მუხლის:
ა) სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საბანკო დაწესებულების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა
1. პირის საბანკო ანგარიშზე ფულის არსებობისას საბანკო დაწესებულების მიერ ბიუჯეტში
გადასახადის გადარიცხვის თაობაზე ამ პირის საგადახდო დავალების ან საგადასახადო
ორგანოს საინკასო დავალების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, გარდა ამ მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, –
იწვევს დაჯარიმებას ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების იმ ნაწილის 0,15 პროცენტის
ოდენობით
ყოველი
დაგვიანებული
დღისათვის,
რომელიც
ექვემდებარებოდა
საინკასო/საგადახდო დავალებით მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებას.“;
ბ) მე-3-41 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბანკო დაწესებულების მიერ გადასახადის გადამხდელისათვის საბანკო ანგარიშის გახსნა
იმ
დოკუმენტის
წარდგენის
გარეშე,
რომლითაც
დასტურდება
გადასახადის
გადამხდელისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება (გარდა უცხოური საწარმოსი და
ფიზიკური პირისა, რომლებიც არ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას), აგრეთვე საბანკო
ანგარიშზე ყადაღის დადების ან საინკასო დავალების წარდგენის შესახებ საგადასახადო
ორგანოს გადაწყვეტილების არსებობისას ამ გადასახადის გადამხდელისათვის სხვა ანგარიშის
გახსნა –
იწვევს დაჯარიმებას გადასახადის გადამხდელის ანგარიშებზე შესრულებული გასავლის
ოპერაციების თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.
4. საბანკო დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და
„ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად გადასახადის გადამხდელისათვის საბანკო
ანგარიშების პირველად გახსნის ან ამ გადასახადის გადამხდელისათვის ბოლო ანგარიშის
დახურვის შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოში საქართველოს საგადასახადო
კანონმდებლობით დადგენილ ვადებში (შემოსავლების სამსახურთან ხელშეკრულების
დადების შემთხვევაში – ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და დადგენილ ვადებში)
წარუდგენლობა, თუ ეს გამოწვეული არ არის აღნიშნული პირების მიერ საბანკო
დაწესებულებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა
ორგანიზაციისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, –
იწვევს დაჯარიმებას თითოეულ ანგარიშზე 300 ლარის ოდენობით.
41. საბანკო დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა −
იწვევს დაჯარიმებას თითოეულ ანგარიშზე 300 ლარის ოდენობით.“;
გ) მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საბანკო დაწესებულების მიერ გადასახადის გადამხდელის ანგარიშზე ყადაღის დადების
შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა –
იწვევს დაჯარიმებას იმ თანხის 20 პროცენტის ოდენობით, რომელიც გადასახადის
გადამხდელის დავალების შესაბამისად გადაერიცხა სხვა პირს, მაგრამ არა უმეტეს
დავალიანების თანხის ოდენობისა.
8. პირის ანგარიშზე ფულადი სახსრების არსებობისას ანგარიშიდან თანხების ჩამოწერისა და
ბიუჯეტში გადარიცხვის თაობაზე ამ პირის საგადახდო დავალების ან საგადასახადო ორგანოს
საინკასო დავალების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ გადამხდელი
წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს, იგი ვალდებულია საბანკო დაწესებულების
ამ მოქმედების შედეგად გადასახადის გადამხდელისათვის დაკისრებული საურავი იმავე
ოდენობით დაარიცხოს საბანკო დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში პირს სანქცია არ
დაეკისრება.“.
19. 286-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ძვირფასი ლითონებისა და ქვების, ასევე ნუმიზმატიკური ფასეულობის
ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულო არ არის, თუ
აღნიშნული ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ან საბანკო დაწესებულების
მიერ, ასევე უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, სპეციალურად
დაცული ან კონტროლის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებით.“.
20. 309-ე მუხლის 94-ე და 95-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„94. საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, სადაზღვევო ორგანიზაცია,
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სესხის გამცემი სუბიექტი მოგების გადასახადით ამ
კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის
მიხედვით იბეგრებიან 2023 წლის 1 იანვრიდან.
95. 2023 წლის 1 იანვრამდე საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, სადაზღვევო
ორგანიზაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მოგების
გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ
ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს
შორის.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით
გათვალისწინებული მიკრო ბანკების მარეგულირებელი ჩარჩოს ეფექტიანი იმპლემენტაციის
ხელშეწყობის მიზნით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „მიკრო
ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ახალი
საზედამხედველო ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად დანერგვისთვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსი შესაბამისობაში მოვა
„მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტის გათვალისწინებით, კანონპროექტით
შემოთავაზებული ცვლილებებით, მიკრო ბანკების საქმიანობაზე გავრცელდება საქართველოს
საგადასახადო კოდექსით საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმართ
დადგენილი დაბეგვრის რეჟიმი, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. ამდენად,
კანონპროექტით, საგადასახადო კოდექსს ემატება ტერმინის „საბანკო დაწესებულება“ განმარტება, რომელიც გულისხმობს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრულ კომერციულ ბანკს, ასევე, „მიკრო ბანკების საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მიკრო ბანკს. შესაბამისად, ცვლილება შედის
საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ ნორმებში, რომელიც არეგულირებს საგადასახადო
სფეროში საბანკო დაწესებულებების/კომერციული ბანკების სამართლებრივ ურთიერთობებს,
მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მოთხოვნის უფლებას, მოგების
გადასახადით დაბეგვრას, სარეზერვო ფონდებში გადარიცხვების გამოქვითვას, საგადასახადო
დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, კოდექსის გარდამავალ
დებულებებს. აღნიშნულ დებულებებში ტერმინების „კომერციული ბანკი“ და „ბანკი“
ნაცვლად, მითითება კეთდება ტერმინზე - „საბანკო დაწესებულება“, რომელშიც მოიაზრება
როგორც კომერციული ბანკი, ასევე მიკრო ბანკი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლს (ტერმინთა განმარტება) ემატება 55-ე ნაწილი - „საბანკო
დაწესებულების“ ტერმინის განმარტება, ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის მე-9
მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, ცვლილება შედის კოდექსის 231 მუხლის მე-12 ნაწილის
„დ“ ქვეპუნქტსა და მე-14 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში, სადაც ზუსტდება მითითება საქართველოს
საბანკო დაწესებულებებში განთავსებულ დეპოზიტებზე, ხოლო რაც შეეხება კოდექსის 231
მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტსა და მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს, აღნიშნული
ქვეპუნქტები უცვლელი რჩება, ვინაიდან მასში მითითებულ „საბანკო დეპოზიტებში“
მოიაზრება, როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის საბანკო დაწესებულებების
დეპოზიტები. კანონპროექტით, ახალი რედაქციით ყალიბდება 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 66ე მუხლის მე-4 ნაწილი, 70-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ცვლილება შედის კოდექსის 71-ე მუხლში,
982 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ზ“ – „თ“ ქვეპუნქტებში, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის
„ვ“ ქვეპუნქტში, 138-ე და 139-ე მუხლებში. ასევე ცვლილება შედის და ახალი რედაქციით
ყალიბდება კოდექსის 238-ე მუხლის მე-12 ნაწილი, 239-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 241-ე მუხლის
101 ნაწილი, 243-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი, 272-ე
მუხლის მე-3 ნაწილი, 283-ე მუხლის სათაური, პირველი, მე-3-41, მე-7 და მე-8 ნაწილები, 286ე მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 309-ე მუხლის 94-ე და 95-ე ნაწილები. საგადასახადო
კოდექსის აღნიშნულ ნორმებში, მიკრო ბანკებისათვის კომერციული ბანკების მსგავსი
სამართლებრივი მოწესრიგების უზრუნველსაყოფად, მითითება კეთდება საბანკო
დაწესებულებაზე. ამასთან, კანონპროექტით ცვლილება არ ეხება ისეთ ტერმინებს,
როგორიცაა, საბანკო ანგარიში, საბანკო ოპერაციები, საბანკო დეპოზიტები, საბანკო
გადარიცხვები, რამდენადაც ეს ცნებები შინაარსობრივად მიემართება მიკრო ბანკსაც.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
„მიკრო
ბანკების
საქმიანობის
შესახებ“
კანონპროექტის
ამოქმედების
ვადის
გათვალისწინებით, კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ.
კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ბიუჯეტისა ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან ბაზარზე ჩამოყალიბდება ახალი სუბიექტები, რომლებიც სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტსა ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში
გადაიხდიან კუთვნილ გადასახადებს.
გასათვალისწინებელია, რომ მიკრო ბანკებისთვის გავრცელდება დაბეგვრის იგივე რეჟიმი,
რომელიც ამჟამად მოქმედებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ. სახელმწიფო
ბიუჯეტში გადაიხდება მიკრო ბანკების სტრუქტურიდან გამომდინარე, კადრების ზრდის
აუცილებლობით გამოწვეული გაზრდილი საშემოსავლო გადასახადები. გარდა ამისა,
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას იქონიებს მოგების გადასახადი და
კანონმდებლობით დადგენილი სხვა გადასახადები.
აღსანიშნავია ასევე, რომ კანონპროექტის შესაბამისად:
-
-
-
მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია საინვესტიციო კომპანიის მიერ
არარეზიდენტისთვის ან ფიზიკური პირისთვის მოგების განაწილება, თუ შემოსავალი,
რომლიდანაც ხორციელდება დივიდენდის გადახდა მიეკუთვნება საქართველოს
საბანკო დაწესებულებებში (მათ შორის, მიკრო ბანკში) განთავსებული დეპოზიტიდან
პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალს;
საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან გათავისუფლებულია შემოსავალი,
რომელიც მიღებულია საინვესტიციო ფონდის ერთეულის რეალიზაციით ან
საინვესტიციო ფონდის ერთეულის გამოსყიდვით, თუ საინვესტიციო ფონდი
ინვესტიციას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს საბანკო დაწესებულებებში (მათ
შორის, მიკრო ბანკში) განთავსებულ დეპოზიტებში;
პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე
სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების რეჟიმის დაწყების შესახებ
განჩინების ან რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში
შესვლიდან ან მზღვეველის შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევიდან ან
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო დაწესებულების (მათ შორის, მიკრო
ბანკის) ლიკვიდაციის დაწყებიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე აღნიშნული
რეჟიმების დაწყებამდე არსებულ საგადასახადო დავალიანებებზე საურავის დარიცხვა
წყდება.
შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ექნება გავლენა იმ ოდენობით,
რაც ამ დანაწესების არარსებობის პირობებში მიიმართებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს ექნება ზოგადი პოზიტიური ფინანსური გავლენა საფინანსო სექტორზე და მის
ყველა მონაწილეზე და რაც მთავარია ეკონომიკაზე, რადგან საფინანსო სექტორში
კონკურენციის ზრდასთან ერთად, გაიზრდება ინვესტიციები, რაც აისახება აქტივების
ზრდაში, ეს კი მეტ საპროცენტო შემოსავალს და მეტ მოგებას ნიშნავს. გარდა ამისა, ხელი
შეეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის განვითარებას და მათ მომგებიანობის
ზრდას. გაიზრდება ხელმისაწვდომობა ფინანსურ სერვისებზე, განსაკუთრებით რეგიონებში.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი სუბიექტი მიიღებს მიკრო ბანკის ლიცენზიას და შესაბამისად,
რთულია ზუსტი პროგნოზირება.
აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს გარკვეული გავლენა ექნება
მიკრო ბანკებზე, კერძოდ, ცვლილებებით გათვალისწინებულია, რომ:

შესაბამისად, კანონპროექტს მიკრო ბანკებზე დადებითი გავლენა ექნება იმ ოდენობით, რისი
სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის/მიმართვის ვალდებულებაც ამ დანაწესების არარსებობის
პირობებში იქნებოდა მიკრო ბანკის მხარეს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.