„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“
- „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, მიკრო ბანკი, არასაბანკო
სადეპოზიტო
დაწესებულება,
საბროკერო
კომპანია,
ფასიანი
ქაღალდების
დამოუკიდებელი რეგისტრატორი, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული
დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, საინვესტიციო ფონდი, აქტივების მმართველი კომპანია,
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი,
საგადახდო
სისტემის
ოპერატორი,
საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერი,
ანგარიშვალდებული საწარმო, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) მიკრობანკი - ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც
ახორციელებს „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას;“;
გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) დეპოზიტი – კომერციულ ბანკში, მიკრო ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები ან გადახდის სხვა
საშუალებები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი, მიკრო
ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ
მიღებული სახსრები არ არის დეპოზიტი;“;
დ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – იურიდიული პირი, რომელიც არ არის
კომერციული ბანკი ან მიკრო ბანკი და უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები და მათი
გამოყენებით
თავისი
სახელით
აწარმოოს
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული საბანკო საქმიანობის ნაწილი;”;
ე) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხ) სარეზერვო ფული – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ნაღდი ფული (ეროვნული
ბანკის სალაროში არსებული სახსრების ნაშთის გარეშე), ეროვნულ ბანკში კომერციული
ბანკის ან მიკრო ბანკის (მათ შორის, ლიცენზიაგაუქმებული ბანკის ან მიკრო ბანკის)
ანგარიშებზე არსებული სახსრები ეროვნულ ვალუტაში;“;
ვ) „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ1) საბანკო ჯგუფი – იურიდიული პირებისაგან შემდგარი ჯგუფის იმ წევრთა
ერთობლიობა, რომლებიც არიან კომერციული ბანკი, მიკრო ბანკი, მათი სათავო
საწარმო/საწარმოები, კომერციული ბანკის, მიკრო ბანკისა და მათი სათავო
საწარმოს/საწარმოების შვილობილი, ასოცირებული და ერთობლივი საწარმოები როგორც
ქვეყნის შიგნით, ისე მისი ფარგლების გარეთ და, იმავდროულად, არიან ფინანსური
ინსტიტუტები ან/და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული
იურიდიული პირები ან/და საბანკო ჰოლდინგები;
ჰ2) საბანკო ჰოლდინგი – იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს
კომერციული ბანკის ან/და მიკრო ბანკის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ან აკონტროლებს
კომერციულ ბანკს, მიკრო ბანკს;“;
ზ) „ჰ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ4) კონსოლიდირებული ზედამხედველობა – ზედამხედველობის პროცესი, რომელიც
გულისხმობს საბანკო სექტორის სტაბილურობის და საბანკო ჯგუფში შემავალი
კომერციული ბანკის (კომერციული ბანკების), მიკრო ბანკის (მიკრო ბანკების)
ზედამხედველობის პროცესის ხელშეწყობის მიზნით საბანკო ჯგუფის ნებისმიერი
წევრისთვის ინდივიდუალურად ან/და საბანკო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად
(გაერთიანებულად) საზედამხედველო მოთხოვნების დაწესებას და საზედამხედველო
უფლებამოსილებების/ქმედებების განხორციელებას;“.
2. 171 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუდიტის კომიტეტი ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დელეგირებული
უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს და ზედამხედველობს ეროვნული ბანკის
ფინანსურ ანგარიშგებასთან, რისკების მართვასთან, შიდა კონტროლის სისტემასთან, შიდა
აუდიტის საქმიანობასთან და აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებულ
საკითხებს.“.
3. მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ეროვნული
ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს, რომელიც ამ კანონის საფუძველზე
ახორციელებს საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ან რეზოლუციას ან ლიკვიდაციას,
უფლება არა აქვთ, იყვნენ საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან
დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომლები, წილის პირდაპირი ან
არაპირდაპირი მფლობელები, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები.
ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი შეიძლება დაინიშნოს
დროებით ადმინისტრატორად, ლიკვიდატორად ან სპეციალურ მმართველად. თუ
ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის, რომელიც ამ კანონის
საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის საზედამხედველო უფლებამოსილებას ან
სარეზოლუციო უფლებამოსილებებს, ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი არის ეროვნული
ბანკის ზედამხედველობის ან რეგულირების ქვეშ მყოფი პირის ან მასთან დაკავშირებული
სხვა პირის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან
დირექტორატის წევრი, მან ამის შესახებ წერილობითი განაცხადი უნდა წარუდგინოს
ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესით. მას ასევე უფლება არა აქვს, მონაწილეობა
მიიღოს ასეთ პირთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტაში. ეროვნული ბანკის
თანამშრომელს არ შეიძლება დაევალოს იმ პირის ზედამხედველობა ან რეზოლუცია,
რომლის წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი მისი
ოჯახის წევრია ან ახლო ნათესავია.“.
4. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკის, მიკრო ბანკისა და არასაბანკო
სადეპოზიტო დაწესებულებისათვის დააწესოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები,
რომლებიც განისაზღვრება მოზიდულ სახსრებთან პროცენტული თანაფარდობით და
რომელთა ეროვნულ ბანკში შენახვა შეიძლება სავალდებულო გახდეს ეროვნული ბანკის
გადაწყვეტილებით.“.
5. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის
ფასიანი ქაღალდების შესყიდვის გზით აწარმოოს სადისკონტო ოპერაციები კომერციულ
ბანკთან, მიკრო ბანკთან, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასთან და საჯარო
სამართლის იურიდიულ პირთან − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთან თავის მიერ
დადგენილი წესითა და პირობებით.“.
6. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნულ ბანკს შეუძლია გასცეს კრედიტები კომერციულ ბანკებზე, მიკრო ბანკებსა და
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე, რომლებსაც ანგარიშები აქვთ გახსნილი
ეროვნულ ბანკში, თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი
უზრუნველყოფით.“.
7. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. კომერციული ბანკების, მიკრო ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულებების, სხვა ფინანსური ინსტიტუტების, სარეზოლუციო ფონდის, საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საპენსიო
სააგენტოს ანგარიშები ეროვნულ ბანკში
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჰქონდეს კომერციული ბანკების, მიკრო ბანკების,
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეების,
საპენსიო სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების
დაზღვევის სააგენტოს ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები თავის მიერ
დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია
კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნებისთვის გახსნას ანგარიში − სარეზოლუციო
ფონდი.“.
8. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, კომერციულ ბანკსა და მიკრო ბანკზე, ამ კანონის 31-ე
მუხლით ნებადართული სესხების გარდა, გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი.“.
9. 48-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა
გაუწიოს კომერციული ბანკების, მიკრო ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო
სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების
დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო
ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული
დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების,
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის
ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო
ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი
აქტების საფუძველზე.“;
ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ
სუბიექტს
მოსთხოვოს
და
მიიღოს
ინფორმაცია
ზედამხედველობისადმი
დაქვემდებარებული სუბიექტის კაპიტალის წარმოშობის წყაროების, მფლობელობის
სტრუქტურის, მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი
მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის
შესახებ);
ბ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში ზედამხედველობისადმი
დაქვემდებარებულ სუბიექტს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ოპერაციები,
აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის
ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, დააკისროს
ფულადი ჯარიმა, გაუუქმოს რეგისტრაცია, ავტორიზაცია, აღიარება და ჩამოართვას
ლიცენზია;
გ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში ზედამხედველობისადმი
დაქვემდებარებული სუბიექტის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება,
დააკისროს ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან განთავისუფლება;
დ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ
სუბიექტს მიაწოდოს იმ პირთა სია, რომელთა საქმიანობა შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს
ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების რისკს;
ე) მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ან არასრულყოფილად
წარდგენის შემთხვევაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის
შესახებ
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს თავის მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად დააკისროს სანქცია.“;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით,
„მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან ეროვნული ბანკის
ნორმატიული აქტით შესაძლებელია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული
სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის (მათ შორის,
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრულისგან
განსხვავებული
ელექტრონული
დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის) გამოყენების წესი და პირობები და მათი
იურიდიული ძალა.“;
დ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:
„16. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც
ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს არ გააჩნია თანხა ლიკვიდაციის
ხარჯების დასაფარად, გასცეს თანხა ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული
სუბიექტის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი
ხარჯის დასაფარად, რომელიც დაკმაყოფილდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აღნიშნული თანხის გაცემის და დაკმაყოფილების წესს ადგენს ეროვნული ბანკი.“.
10. 483 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არავის აქვს უფლება, ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის
ლიცენზიის ან მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გარეშე მიიღოს დეპოზიტები და
მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. მიკრო ბანკს უფლება აქვს ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური
მეწარმისგან) მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ შორის, მიიღოს სესხი)
ან/და აწარმოოს პირთა ფართო წრისგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის
რეკლამირება „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
11. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 49. კომერციული ბანკის,
დაწესებულების ზედამხედველობა
მიკრო
ბანკისა
და
არასაბანკო
სადეპოზიტო
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკის, მიკრო ბანკისა და არასაბანკო
სადეპოზიტო
დაწესებულების
საქმიანობას.
ზედამხედველობა
ითვალისწინებს
ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი
მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნებისა და შეზღუდვების დაწესებას,
საზედამხედველო ზომებისა და სანქციების გამოყენებას;
ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კომერციული ბანკისა და მიკრო ბანკის კაპიტალის
წარმოშობის წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო
მესაკუთრეების, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ
შორის, კონფიდენციალური) კომერციული ბანკისა და მიკრო ბანკის უშუალო
მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ და სამართლებრივი აქტით
დაუწესოს მათ დამატებითი მოთხოვნები;
დ) ზედამხედველობა გაუწიოს და შეამოწმოს კომერციული ბანკი, მიკრო ბანკი და
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, შეამოწმოს მათი შვილობილი საწარმოები,
განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ფინანსური ანგარიშგების
კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და თავის მიერ განსაზღვრული ფორმით
მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში. შემოწმების
შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მასალები შესაბამის ორგანოებს
გადაეცემა;
ე) კომერციულ ბანკს, მიკრო ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას
გაუზარდოს სავალდებულო რეზერვების ნორმები, შეუწყვიტოს აქტიური ოპერაციები,
აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის
ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოსთხოვოს
დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, გაუზარდოს აქტივებისა და პირობითი
ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები;
ვ) კომერციული ბანკის, მიკრო ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების
ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და
მოითხოვოს მათი თანამდებობიდან განთავისუფლება; კომერციულ ბანკს, მიკრო ბანკსა და
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა; კომერციულ
ბანკს, მიკრო ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუუქმოს შესაბამისი
ლიცენზია;
ზ) კომერციული ბანკის, მიკრო ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის
ნორმატიული აქტით დაადგინოს შესაბამისი ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების წესები,
განსაზღვროს ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი. ფულადი ჯარიმის თანხა
მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
თ) გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს კომერციული ბანკი,
მიკრო ბანკი თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისაგან;
ი) განიხილოს და შეაფასოს კომერციული ბანკის მიერ შემუშავებული და წარდგენილი
გაჯანსაღების გეგმა, აგრეთვე მოსთხოვოს მას გაჯანსაღების გეგმაში ცვლილებების ან/და
დამატებების შეტანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) კომერციული ბანკის მიმართ გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული ადრეული ინტერვენციის ზომა, მიკრო ბანკის
მიმართ - „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
დროებითი ადმინისტრაცია;
ლ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების
მიზნით კომერციული ბანკებისა და მიკრო ბანკებისათვის დაუყოვნებლივ მიიღოს
შესაბამისი ზომები: საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“
გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, დამატებით დაუწესოს დასვენების დღეები,
საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული
უქმე დღეები გამოაცხადოს საბანკო დღეებად; დაუწესოს გარკვეული შეზღუდვები ან/და
გაათავისუფლოს შეზღუდვებისაგან და განახორციელოს სხვა ქმედება, რომელიც
აუცილებელია საფინანსო სისტემის მდგრადობის შენარჩუნებისათვის;
მ) ამ კანონის 551 მუხლით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად და
რეზოლუციის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად დაადგინოს გამარტივებული
საზედამხედველო მოთხოვნები;
ნ) თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს კომერციული ბანკის, მიკრო ბანკისა და
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების
მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო
ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო
შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული
მოთხოვნების შესრულება;
ო) კომერციული ბანკის და მიკრო ბანკის საქმიანობას ზედამხედველობა გაუწიოს რისკზე
დამყარებული მიდგომის საფუძველზე.
2. კომერციული ბანკის, მიკრო ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების
დროებით ადმინისტრატორსა და ლიკვიდატორს ნიშნავს ეროვნული ბანკი. ისინი
ანგარიშვალდებული არიან ეროვნული ბანკის წინაშე. დროებით ადმინისტრატორსა და
ლიკვიდატორზე გადადის კომერციული ბანკის, მიკრო ბანკისა და არასაბანკო
სადეპოზიტო დაწესებულების ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრების)
სრული უფლებამოსილება.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს, მიკრო ბანკსა და არასაბანკო
სადეპოზიტო დაწესებულებას განუსაზღვროს კაპიტალის მინიმალური ოდენობა და მისი
გაანგარიშების წესი.
4. კომერციული ბანკი, მიკრო ბანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება მხოლოდ
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით
შეიძლება გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადდეს.
5. ეროვნული ბანკი საერთაშორისო ფინანსური კომპანიის შემოწმებას ახორციელებს თავის
მიერ დადგენილი სპეციალური წესის შესაბამისად, მხოლოდ იმ შეზღუდვების დაცვის
შესამოწმებლად,
რომლებიც
საქართველოს
კანონმდებლობით
დაწესებულია
საერთაშორისო ფინანსური კომპანიებისათვის.“.
12. 491 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობის მიზანია საფინანსო სექტორის
სტაბილურობისა და საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის (კომერციული
ბანკების), მიკრო ბანკის (მიკრო ბანკების) ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობა.“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დაადგინოს საბანკო ჯგუფის სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული
მოთხოვნები, მათ შორის, მოითხოვოს კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის მფლობელობის
სტრუქტურის ან/და საბანკო ჯგუფის სტრუქტურის შეცვლა (გამარტივება), თუ
სტრუქტურის სირთულე აფერხებს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას ან/და
საფრთხეს უქმნის ან შეიძლება საფრთხე შეუქმნას კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის ან/და
საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას;“;
ბ.ბ) „ე“ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის (კომერციული ბანკების), მიკრო ბანკის
(მიკრო ბანკების) ან/და საბანკო ჯგუფის ერთი ან/და კონსოლიდირებულად რამდენიმე
წევრის მიმართ დაადგინოს:“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საბანკო ჯგუფის რისკებიდან გამომდინარე, ამ
მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების ან/და შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში
კომერციულ ბანკს, მიკრო ბანკს დაუწესოს მოთხოვნები ან/და გასცეს წერილობითი
მითითებები.“.
13. 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განსახორციელებლად
საქართველოს პარლამენტი მსოფლიოს ოთხი ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმიდან
არაუგვიანეს 1 ნოემბრისა აირჩევს ერთ აუდიტორულ ფირმას (აუდიტორს) არანაკლებ 2 და
არაუმეტეს 4 წლის ვადით.“.
14. 64-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული უფლებამოსილებანი შეიძლება არ
იქნეს გამოყენებული ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:
ა) ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით ლიკვიდაციის ან დროებითი
ადმინისტრაციის რეჟიმში მყოფი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული
სუბიექტის, აგრეთვე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ;
ბ) ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-16 პუნქტით
გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული
სუბიექტის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის.“.
15. 67-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი წესით დადგენილი ელექტრონული
ანგარიშსწორების ანგარიშებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში
განსაზღვრული ფორმატები და სტანდარტები კომერციულ ბანკს, მიკრო ბანკსა და
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გადაეცემა ინდივიდუალური წესით. ისინი
მოქმედებს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული თარიღიდან.“.
16. 68-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ეროვნული ბანკის არცერთ მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს არ დაეკისრება პირადი
პასუხისმგებლობა
რომელიმე
პირის
მიმართ
რაიმე
მოქმედებისთვის
ან
უმოქმედობისთვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან ამ ქმედების ჩადენისგან თავი შეიკავა
თავისი
მოვალეობების
კეთილსინდისიერად
შესრულებისას
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი
ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში, თუ მისი
მოქმედი ან ყოფილი თანამშრომლის მოქმედება ან უმოქმედობა სამსახურებრივი
ვალდებულებების შესრულებით იყო განპირობებული, დაიცვას თანამშრომლის
ინტერესები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანამშრომლის მიმართ დავას ეროვნული
ბანკი აწარმოებს), რაც შეიძლება გამოიხატოს თანამშრომლის იურიდიული მომსახურებით
უზრუნველყოფით, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებითა და სხვა
ღონისძიებებით, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს თანამშრომლის
ინტერესების დასაცავად. ეს პუნქტი დროებით ადმინისტრატორზე, სპეციალურ
მმართველზე, ლიკვიდატორსა და დროებითი ბანკის ადმინისტრატორზე ვრცელდება
მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების
ფარგლებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით
გათვალისწინებული
მიკრო
ბანკების
მარეგულირებელი
ჩარჩოს
ეფექტიანი
იმპლემენტაციის ხელშეწყობის, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო
უფლებამოსილების განხორციელების პროცესში გამოვლენილი რიგი საკითხების
დაზუსტების მიზნით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანა აუცილებელია „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებული ახალი საზედამხედველო ჩარჩოს შეუფერხებლად და
დაუბრკოლებლად დანერგვისთვის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
საზედამხედველო უფლებამოსილების მეტად ეფექტიანად განსახორციელებლად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონი შესაბამისობაში მოვა „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტის გათვალისწინებით, რომლის
შესაბამისად იქმნება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი
დაქვემდებარებული ახალი სუბიექტი - მიკრო ბანკი, კანონპროექტით შემოთავაზებული
ცვლილებებით განისაზღვრება მიკრო ბანკის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო,
საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებანი მიკრო ბანკის ზედამხედველობის
განხორციელებისას, მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით. კანონპროექტით ასევე ახლებურად წესრიგდება
და იხვეწება საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების
პროცესში
გამოვლენილი
რიგი
საკითხებისა.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
კანონპროექტის შესაბამისად:
ახალი რედაქციით ყალიბდება ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი საფინანსო სექტორის წარმომდგენლის ცნება და მიკრო ბანკი განისაზღვრება
საფინანსო სექტორის წარმომადგენლად;
ორგანული კანონის მე-2 მუხლს ემატება „გ1“ ქვეპუნქტი - მიკრო ბანკის ცნება,
რომელიც განისაზღვრება, როგორც ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული
იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას;
ახალი რედაქციით ყალიბდება ორგანული კანონით გათვალისწინებული ისეთი
ტერმინები, როგორიცაა, დეპოზიტი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება,
სარეზერვო ფული, საბანკო ჯგუფი, საბანკო ჰოლდინგი და კონსოლიდირებული
ზედამხედველობა. აღნიშნულ ცნებებში, მათი მიკრო ბანკზე გავრცელების
უზრუნველსაყოფად, ემატება მითითება მიკრო ბანკზე;
ახალი რედაქციით ყალიბდება ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი,
რომელიც არეგულირებს ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხებს და მასში,
კომერციული ბანკების ანალოგიური მიდგომის უზრუნველსაყოფად მითითება
კეთდება მიკრო ბანკზე;
ახალი რედაქციით ყალიბდება ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი,
რომლის შესაბამისად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება არა მხოლოდ
კომერციული ბანკის და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის დააწესოს
მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, არამედ მიკრო ბანკის მიმართაც;
ახალი რედაქციით ყალიბდება ორგანული კანონის 30-ე მუხლის და 31-ე მუხლის
პირველი პუნქტები, რომლის შესაბამისად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი
იქნება საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების
შესყიდვის გზით აწარმოოს სადისკონტო ოპერაციები მიკრო ბანკთან, ასევე გასცეს
კრედიტები მიკრო ბანკებზე, რომლებსაც ანგარიშები აქვთ გახსნილი ეროვნულ
ბანკში, თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი
უზრუნველყოფით;
ახალი რედაქციით ყალიბდება ორგანული კანონის 32-ე მუხლი, რომლის
თანახმად, ორგანული კანონით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებთან ერთად,
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ჰქონდეს მიკრო ბანკის
ანგარიშები და მიიღოს მისგან დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესებისა და
პირობების შესაბამისად;
ცვლილება შედის ორგანული კანონის 33-ე მუხლის პირველ პუნქტში, რომლის
შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსიელი იქნება, მიკრო
ბანკზე, ორგანული კანონის 31-ე მუხლით ნებადართული სესხების გარდა, გასცეს
ბოლო ინსტანციის სესხი;
ახალი რედაქციით ყალიბდება ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტი
და საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ
სუბიექტთა ჩამონათვალს ემატება მიკრო ბანკი;
მეტი სიცხადისა და არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის გამორიცხვის მიზნით,
ვინაიდან სესხის გამცემი სუბიექტი არ არის საფინანსო სექტორის
წარმომადგენელი, თუმცა მასზე ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის
სრული საზედამხედველო უფლებამოსილება, მათ შორის, ფულის გათეთრებისა
და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით, ახალი
რედაქციით ყალიბდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
აღკვეთის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილების
მარეგულირებელი ორგანული კანონის 48-ე მუხლის 41 პუნქტი. აღნიშნული
პუნქტის ცვლილებით დაზუსტდება და მიეთითება, რომ საქართველოს ეროვნული
ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება ვრცელდება ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი
დაქვემდებარებულ ყველა სუბიექტზე;
ახალი რედაქციით ყალიბდება 48-ე მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის შესაბამისად,
ორგანული კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონით, „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან
ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით შესაძლებელია „ელექტრონული
დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს ელექტრონული დოკუმენტისა და
ელექტრონული ხელმოწერის (მათ შორის, „ელექტრონული დოკუმენტისა და
ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრულისგან
განსხვავებული
ელექტრონული
დოკუმენტისა
და
ელექტრონული ხელმოწერის) გამოყენების წესი და პირობები და მათი
იურიდიული ძალა;
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
მიერ
ზედამხედველობისადმი
დაქვემდებარებულ სუბიექტთა ლიკვიდაციის პროცესში ლიკვიდაციის ხარჯებთან
დაკავშირებით გამოვლენილი პრობლემური საკითხის მოწესრიგების მიზნით,
ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად და ეფექტიანად წარსამართად,
ორგანული კანონის 48-ე მუხლს ემატება მე-16 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
უფლებამოსილებას,
განსაკუთრებულ
შემთხვევაში, როდესაც ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს არ
გააჩნია
თანხა
ლიკვიდაციის
ხარჯების
დასაფარად,
გასცეს
თანხა
ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის ლიკვიდაციის პროცესის
შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯის დასაფარად, რომელიც
დაკმაყოფილდება კანონმდებლობით დადგენილი წესით; შესაბამისი ცვლილება
შედის ორგანული კანონის 64-ე მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის თანახმად, ამ
მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს
ეროვნული ბანკის უპირობო და უპირატესი უფლებები, ეროვნული ბანკის საბჭოს
გადაწყვეტილებით,
შეიძლება არ იქნეს გამოყენებული ლიკვიდაციის ან
დროებითი
ადმინისტრაციის
რეჟიმში
მყოფი
ზედამხედველობისადმი
დაქვემდებარებული სუბიექტის, აგრეთვე
რეზოლუციის რეჟიმში მყოფი
კომერციული ბანკის მიმართ, ასევე - ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით,
ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის ლიკვიდაციის პროცესის
შეუფერხებლად წარმართვისათვის გაცემული თანხის ფარგლებში.
იმის გათვალისწინებით, რომ „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“
კანონპროექტის შესაბამისად, მიკრო ბანკს უფლება აქვს მიიღოს დეპოზიტები იმავე
კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, ცვლილება შედის ორგანული კანონის
483 მუხლის პირველ პუნქტში, რომლის შესაბამისად, არავის ექნება უფლება,
ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრო
ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გარეშე მიიღოს დეპოზიტები და მათი
გამოყენებით გასცეს კრედიტები;
„მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტის გათვალისწინებით,
რომლითაც მიკრო ბანკი უფლებამოსილია ფიზიკური პირებისაგან მოიზიდოს
დაბრუნებადი ფულადი სახსრები მხოლოდ იმავე კანონით დადგენილი წესითა და
პირობებით, ორგანული კანონის 483 მუხლს ემატება მე-5 პუნქტი, რომლის
შესაბამისად, მიკრო ბანკს უფლება ექნება ფიზიკური პირისგან (მათ შორის,
ინდივიდუალური მეწარმისგან) მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ
შორის, მიიღოს სესხი) ან/და აწარმოოს პირთა ფართო წრისგან დაბრუნებადი
ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება მხოლოდ „მიკრო ბანკების
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ორგანული კანონით კომერციული ბანკების მიმართ მოქმედი საზედამხედველო
მიდგომების მიკრო ბანკის მიმართ დანერგვის უზრუნველსაყოფად, ახალი
რედაქციით ყალიბდება ორგანული კანონის 49-ე მუხლი, რომელიც
დაარეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკის,
მიკრო ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობის
საკითხებს, მათ შორის, ეროვნული ბანკის ისეთ უფლებამოსილებებს, რომელიც
მოიცავს მიკრო ბანკის ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, შემოწმებასა და
რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნებისა
და შეზღუდვების დაწესებას, საზედამხედველო ზომებისა და სანქციების
გამოყენებას; ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მოითხოვოს და მიიღოს
ინფორმაცია კომერციული ბანკისა და მიკრო ბანკის კაპიტალის წარმოშობის
წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო მესაკუთრეების, ისე
ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ; ეროვნული ბანკის უფლებას კომერციულ
ბანკს, მიკრო ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუზარდოს
სავალდებულო რეზერვების ნორმები, შეუწყვიტოს აქტიური ოპერაციები,
აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის
ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა,
მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, გაუზარდოს აქტივებისა და
პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები;
კომერციული ბანკის, მიკრო ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების
ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; დააკისროს მათ ფულადი
ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან განთავისუფლება; მიკრო ბანკსა
გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა; გაუუქმოს შესაბამისი ლიცენზია; მიკრო
ბანკისათვის ნორმატიული აქტით დაადგინოს შესაბამისი ლიცენზიის გაცემისა და
გაუქმების წესები, განსაზღვროს ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი;
გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს მიკრო ბანკი
თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისაგან, მიკრო ბანკს განუსაზღვროს
კაპიტალის მინიმალური ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი;
ცვლილება შედის ორგანული კანონის 491 მუხლში, რომელიც არეგულირებს
საბანკო ჯგუფის ზედამხედველობის წესს და აღნიშნული დებულებები
გავრცელდება ასევე მიკრო ბანკზე;
ცვლილება შედის ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის
შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი წესით დადგენილი
ელექტრონული
ანგარიშსწორების
ანგარიშებისა
და
ინფორმაციული
უსაფრთხოების საკითხებში განსაზღვრული ფორმატები და სტანდარტები
კომერციულ ბანკს, მიკრო ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას
გადაეცემა ინდივიდუალური წესით. ისინი მოქმედებს ეროვნული ბანკის მიერ
განსაზღვრული თარიღიდან.
იცვლება ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომელიც აწესრიგებს
საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხებს.
აღნიშნულ პუნქტში ზუსტდება, რომ ეს პუნქტი დროებით ადმინისტრატორზე,
სპეციალურ
მმართველზე,
ლიკვიდატორსა
და
დროებითი
ბანკის
ადმინისტრატორზე ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული
უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში. ამასთან, კანონპროექტით
ზუსტდება ცალკეული ტერმინები „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
„მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტის ამოქმედების ვადის
გათვალისწინებით, კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ.
კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრო ბანკისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების
შემთხვევაში, ვინაიდან ფულადი ჯარიმის სახით გადახდილი თანხები საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
რაც შეეხება ფულადი ჯარიმების კონკრეტულ ოდენობას, აღნიშნული სხვადასხვა
დარღვევებისათვის ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით, კანონის
ამოქმედების შემდგომ განისაზღვრება და ფულადი ჯარიმის გამოყენება და მისი ოდენობა
დამოკიდებული იქნება დარღვევის ხასიათსა და სიმძიმეზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით, მიკრობანკებს დეპოზიტების მოზიდვის, სესხების გაცემის და
ანგარიშების გახსნის უფლება ენიჭება. შედეგად, კანონპროექტს ექნება ზოგადი
პოზიტიური ფინანსური გავლენა საფინანსო სექტორზე და მის ყველა მონაწილეზე.
გაიზრდება კონკურენცია საფინანსო სექტორში, რაც თავის მხრივ კომერციულ ბანკებზეც
დადებითად იმოქმედებს, ხოლო მომხმარებლებისათვის შესაბამის საბანკო პროდუქტებზე
ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდება. საპორცენტო განაკვეთებზე გავლენა დამოკიდებული
იქნება ბაზარზე მიკრო ბანკების რაოდენობასა და მათი საქმიანობის შედეგებზე.
კანონპროექტით ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, განსაზღვროს მიკრო
ბანკისათვის, მისი ადმინისტრატორებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობა და
დაკისრების წესი. შესაბამისად, ამ მხრივ კანონპროექტს ფინანსური გავლენა ექნება მიკრო
ბანკსა და მის მომავალ ადმინისტრატორებზე. აღნიშნული გავლენის სიდიდე
დამოკიდებული იქნება შემდგომში საქმიანობისას, მიკრო ბანკის მიერ ჩადენილი
დარღვევების რაოდენობაზე, ხასიათსა და სიმძიმეზე.
კანონპროექტს არ ექნება ფინანსური გავლენა ეროვნულ ბანკზე, ვინაიდან მიკრო ბანკებზე
ზედამხედველობა არსებული რესურსის ფარგლებში განხორციელდება. დამატებითი
რესურსის მოზიდვა ამ ეტაპზე არ იგეგმება და მომავალში განისაზღვრება საჭიროების
მიხედვით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის მიერ ფულადი ჯარიმების
დაკისრების შესაძლებლობა მიკრო ბანკების მიმართ, შესაბამისი დარღვევების
შემთხვევაში. ფულადი ჯარიმების კონკრეტული ოდენობა კი თითოეული
დარღვევისათვის (მისი ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით) განისაზღვრება
ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით, კანონის ამოქმედების შემდგომ.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.