„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“
- „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47,
28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ) ფულადი სახსრები – სახელმწიფო ხაზინის, ავტონომიური რესპუბლიკების,
მუნიციპალიტეტის, ამ მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების ფულადი სახსრები და დეპოზიტები ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში,
რომლებიც განთავსებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის
ანგარიშებზე, სახელმწიფო ხაზინის სხვა ანგარიშებსა და კომერციულ ბანკებში, მიკრო
ბანკში არსებულ ანგარიშებზე;“.
2. მე-7 მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ავტონომიური რესპუბლიკების საფინანსო ორგანოები, მუნიციპალიტეტების საფინანსო
ორგანოები და ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირები:
ა) უფლებამოსილი არიან, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით გახსნან მიმდინარე
ან/და სადეპოზიტო ანგარიშები კომერციულ ბანკებში, მიკრო ბანკში. დაუშვებელია
მიმდინარე ანგარიშზე ანგარიშის მფლობელმა განახორციელოს სხვა ოპერაციები, გარდა
სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი ანგარიშიდან სახსრების გადატანისა, სახელმწიფო
ხაზინაში გახსნილ ანგარიშზე სახსრების დაბრუნებისა, სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის
გადატანისა და სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის დაბრუნებისა. ამ კოდექსის მე-6
მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული
პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები აგრეთვე
უფლებამოსილი არიან, ამ ანგარიშებზე არსებული სახსრები გამოიყენონ საბანკო
გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველყოფის საგნად ეკონომიკური
საქმიანობის განხორციელებისთვის;
ბ) უფლებამოსილი არიან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით გახსნან
ანგარიში კომერციულ ბანკში, მიკრო ბანკში მათ განკარგულებაში დროებით არსებული
სახსრების ან/და იმ სახსრების განთავსების მიზნით, რომლებიც შემოსავლად აღიარებამდე
საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ დადასტურებას, რომლებიც საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გადაეცეს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ
პირებს, მიიმართოს შესაბამის ბიუჯეტში ან ანგარიშის მფლობელის სახელმწიფო ხაზინაში
არსებულ ანგარიშზე ან გადამხდელს დაუბრუნდეს. ამ ანგარიშზე პროცენტების სახით
დარიცხული თანხა ეკუთვნის ანგარიშის მფლობელს და დარიცხვისთანავე მიიმართება
სახელმწიფო ხაზინაში არსებულ მის ანგარიშზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით
გათვალისწინებული
მიკრო
ბანკების
მარეგულირებელი
ჩარჩოს
ეფექტიანი
იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „მიკრო
ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული
ახალი საზედამხედველო ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად დანერგვისთვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი შესაბამისობაში მოვა
„მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„მიკრო
ბანკების
საქმიანობის
შესახებ“
კანონპროექტის
გათვალისწინებით,
კანონპროექტით ცვლილება შედის კოდექსის იმ შესაბამის ნორმებში, რომელიც
არეგულირებს კომერციული ბანკების ურთიერთობებს და აღნიშნულ ნორმებში,
კომერციული ბანკების მსგავსი სამართლებრივი მოწესრიგების უზრუნველსაყოფად,
ემატება მითითება მიკრო ბანკზე. კერძოდ, ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის მე-6
მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი სახსრების ცნება და აღნიშნული
ტერმინი ასევე მოიცავს სახელმწიფო ხაზინის, ავტონომიური რესპუბლიკების,
მუნიციპალიტეტის, მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების ფულად სახსრებს და დეპოზიტებს ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში, რომელიც
განთავსებულია მიკრო ბანკში არსებულ ანგარიშებზე.
კანონპროექტის
შესაბამისად,
ავტონომიური
რესპუბლიკების
საფინანსო
ორგანოებისათვის, მუნიციპალიტეტების საფინანსო ორგანოებისა და კოდექსის მე-6
მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული
პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის, კოდექსით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში,
მიკრო
ბანკებში
ანგარიშების
გახსნის
უფლებამოსილების მინიჭების მიზნით, ცვლილება შედის კოდექსის მე-7 მუხლის მე-8
ნაწილში.
ამასთან, კანონპროექტით ცვლილება არ ეხება ისეთ ტერმინებს, როგორიცაა, საბანკო
დაწესებულება, საბანკო ანგარიში, საბანკო გარანტია, ბანკი, რამდენადაც ეს ცნებები
შინაარსობრივად მიემართება მიკრო ბანკსაც.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
„მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტის ამოქმედების ვადის
გათვალისწინებით, კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ.
კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ფინანსური გავლენა იქონიოს იმ პირებზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, კანონპროექტის შესაბამისად,
ავტონომიური რესპუბლიკების საფინანსო ორგანოებს, მუნიციპალიტეტების საფინანსო
ორგანოებს და საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიულ პირებს, კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში,
უფლებამოსილება ექნებათ ანგარიშები გახსნან კომერციული ბანკის გარდა ასევე მიკრო
ბანკებში. აღნიშნული დადებით გავლენას იქონიებს მიკრო ბანკებზე, რომლებშიც
ზემოაღნიშნული სუბიექტები გახსნიან ანგარიშს, თუმცა შესაძლებელია უარყოფითი
გავლენა იქონიოს მოქმედ კომერციულ ბანკებზე, რომლებში გახსნილია ანგარიშები,
ვინაიდან ფართოვდება შესაძლებლობა. აღნიშნული გავლენების შეფასება დამოკიდებული
იქნება იმაზე, თუ რამდენი მიკრო ბანკი იქნება წარმოდგენილი სექტორში, რა სახის მიკრო
ბანკები იქნებიან (გარდაქმნილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, გარდაქმნილი
კომერციული ბანკები, ახალი სუბიექტები თუ სხვა ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც
გარდაიქმნენ მიკრო ბანკად), რამდენი სუბიექტი გახსნის ანგარიშს მიკრო ბანკში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.