„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.07.2022
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/167/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. VII11 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ კომერციული ბანკისგან, მიკრო ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე“. 2. 2145 და 2146 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2145. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. მუხლი 2146. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა 1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) კომერციული ბანკისგან, მიკრო ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ საგადასახადო ორგანომ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მიმართა ინფორმაციის წარდგენის თაობაზე, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა. 2. შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში უნდა მიეთითოს: ა) იმ პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო; ბ) კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის დასახელება, საიდანაც უნდა იქნეს მიღებული ინფორმაცია; გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა; დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა.“. 3. 2147 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი“; ბ) მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კომერციული ბანკი, მიკრო ბანკი, რომელმაც საგადასახადო ორგანოს უნდა მიაწოდოს პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია;“; გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – პირს, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზედაც გამოიცა ბრძანება, მესამე – კომერციულ ბანკს ან მიკრო ბანკს, ხოლო მეოთხე რჩება სასამართლოში.“. 4. VII12 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის კომერციული ბანკისგან, მიკრო ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე“; 5. 2148 და 2149 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2148. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ინფორმაციის მიწოდების თაობაზე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის ადგილსამყოფლის მიხედვით. მუხლი 2149. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა 1. საგადასახადო ორგანო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით კომერციული ბანკისგან, მიკრო ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის (გარდა „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციისა) გამოთხოვის თაობაზე, თუ სხვა სახელმწიფოს კომპეტენტურმა (უფლებამოსილმა) ორგანომ მოითხოვა ეს ინფორმაცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად. 2. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს: ა) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო; ბ) კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის დასახელება, საიდანაც უნდა იქნეს მიღებული ინფორმაცია; გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა; დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა; ე) წერილობითი განმარტება, რომ სხვა სახელმწიფოს მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების თაობაზე აკმაყოფილებს საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების მოთხოვნებს.“. 6. 2150 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი“; ბ) მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) კომერციული ბანკი, მიკრო ბანკი, რომელმაც საგადასახადო ორგანოს უნდა მიაწოდოს პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია;“; გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – კომერციულ ბანკს ან მიკრო ბანკს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.“. 7. 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას, გარდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას ან კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის დეპოზიტართა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს ან/და კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის ან ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.“. 8. 32-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვს სავალდებულო ძალა. თუ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ანდა გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდას, ან საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის, მათ შორის, კომერციული ბანკის რეზოლუციის პროცესში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბათილად გამოცხადებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას ან/და კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის დეპოზიტართა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, სასამართლო უფლებამოსილია ამ გათვალისწინებული სამართლებრივი აქტი ბათილად გამოცხადების ძალადაკარგულად გამოაცხადოს.“. ნაწილით ნაცვლად მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული მიკრო ბანკების მარეგულირებელი ჩარჩოს ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ახალი საზედამხედველო ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად დანერგვისთვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი შესაბამისობაში მოვა „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტის გათვალისწინებით, კანონპროექტით ცვლილება შედის კოდექსის იმ შესაბამის ნორმებში, რომელიც აწესრიგებს ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში კომერციული ბანკების სამართლებრივ ურთიერთობებს, უფლებებსა და ვალდებულებებს, რათა ანალოგიური მიდგომა გავრცელდეს ისეთ ფინანსურ ინსტიტუტზე, როგორიცაა მიკრო ბანკი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის კოდექსის VII11 თავში, რომელიც არეგულირებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას საგადასახადო ორგანოს მიერ კომერციული ბანკისგან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე, მათ შორის, მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესს კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის წარდგენის საკითხს, საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესს. აღნიშნულ ნორმებში, ემატება მითითება მიკრო ბანკზე. ანალოგიური შინაარსის ცვლილება ხორციელდება კოდექსის VII12 თავში, რომლითაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის კომერციული ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე, საგადასახადო ორგანოსათვის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემისა და საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის წარდგენის წესი, ასევე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური გამოცემის წესი. ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების კანონპროექტის შესაბამისად, მიკრო ბანკზე მითითების დამატების მიზნით, ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას, გარდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას ან კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის დეპოზიტართა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს ან/და კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის ან ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა. კანონპროექტით, მიკრო ბანკზე მითითების დამატებით მიზნით, ცვლილება შედის კოდექსის 32-ე მუხლის მე-5 ნაწილში, რომლის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვს სავალდებულო ძალა. თუ ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ანდა გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდას, ან საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის, მათ შორის, კომერციული ბანკის რეზოლუციის პროცესში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბათილად გამოცხადებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას ან/და კომერციული ბანკის, მიკრო ბანკის დეპოზიტართა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, სასამართლო უფლებამოსილია ამ ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტი ბათილად გამოცხადების ნაცვლად ძალადაკარგულად გამოაცხადოს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტის ამოქმედების ვადის გათვალისწინებით, კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ. კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.