„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.12.2022
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/241/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თავდაცვის კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროს ნომერი 218

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამ კანონით მინიჭებული უფლებებით და ამავე კანონით დაკისრებული მოვალეობებით.“. 2. 51 მუხლის: ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით;“. 4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის: ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურეები − პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ სავალდებულო/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვით სამსახურს გადიან უმცროსი სპეციალური წოდებით;“; გ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) 41 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კომპეტენცია განისაზღვრება მის მიერ დაკავებული საშტატო თანამდებობის გათვალისწინებით, ხოლო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანამშრომლის კომპეტენცია − შრომითი ხელშეკრულების გათვალისწინებით. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, როგორც სპეციალური დანიშნულების დაწესებულებაში, შესაბამისი ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს სამსახურის გავლის დამატებითი მოთხოვნები.“; ვ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 101 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;“. 6. 102 მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. 104 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;“. 9. 156 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) იმყოფება საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში.“. 10. მე-16 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეები არიან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები და სამოქალაქო პირად მიღებული თანამშრომელები, რომელთა სტატუსი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება მისი სამსახურებრივი უფლებებითა და მოვალეობებით, რაც დაკავშირებულია მისსავე სამსახურებრივი ამოცანების შესრულებასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური წოდების მინიჭებამდე სამსახურის გავლის პერიოდი, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაუთანაბრდეს სპეციალური წოდებით ნამსახურობას (ჩაითვალოს წელთა ნამსახურობაში), თუ ამ პერიოდში თანამშრომელი ასრულებდა საკონტრაქტო-პროფესიული ან/და კადრის მოსამსახურეთა კატეგორიის შესაბამის უფლება-მოვალეობებს.“; გ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. შეთავსებით მუშაობის შეზღუდვისაგან გათავისუფლების სხვა ცალკეულ შემთხვევებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის სპეციფიკისა და ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.“. 11. მე-17 მუხლის: ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მიღებულ სამოქალაქო პირებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვრცელდება საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურისათვის დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები, აგრეთვე სამსახურის დისციპლინური წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები.“; ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის სხვა გარანტიები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.“. 12. 24-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე მუხლი: ,,მუხლი 25. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გარდამავალი პერიოდისათვის 1. 2025 წლის 1 იანვრამდე: ა) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის სახეა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური; ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში ჩარიცხულ პირს ანიჭებს რიგითის სამხედრო წოდებას; გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისას მოსამსახურეს ენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ინიშნება უმცროსი წოდების შესაბამის თანამდებობაზე; დ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის სახით. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამსახურში წვევამდელი ირიცხება თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული ვადით; ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა შერჩევისა და მომზადების და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა; ვ) წვევამდელი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვამდე გადის სპეციალურ მომზადებას. 2. პირი რომელიც 2025 წლის 1 იანვრამდე ჩაირიცხა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში: ა) მას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის გავლის საფუძველზე ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ეთვლება, რის შემდეგაც იგი საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში ირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით, რომელსაც ანიჭებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი; ბ) თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნილ იქნება მინიჭებული სპეციალური წოდების ჩამორთმევით, ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. აღნიშნული პირი საერთო წესით დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას და ფინანსურ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) შეიძლება მიენიჭოს საშუალო სპეციალური წოდება, თუ იგი არის საკონტრაქტო მოსამსახურე; დ) მისი ამ კანონითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვისას წვევამდელი დებს სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს. 4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისას.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3, მე-4 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 - მე-8 პუნქტების და მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3, მე-4 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-6 - მე-8 პუნქტები და მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.“. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ ნაწილს. იგი გამომდინარეობს თავდაცვის კოდექსის პროექტიდან და მიზნად ისახავს აღნიშნული კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ახალ სამართლებრივ რეგულაციებთან „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თავდაცვის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანისთვის საჭიროა, კანონში შეტანილი იქნას შესაბამისი ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ცვლილების შემდგომ, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სათანადო ნორმები შესაბამისობაში მოვა თავდაცვის კოდექსთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: თავდაცვის კოდექსის პროექტის მიხედვით ერთ-ერთი ფუნდამენტური სიახლეა სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. კერძოდ, „წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი, ასევე სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, სამხედრო სამსახურს გაივლის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. თავდაცვის კოდექსის პროექტის გარდამავალი დებულებების თანახმად, აღნიშნული სიახლე ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. რაც შეეხება პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება და სამხედრო სამსახურს გადის სხვა უწყებაში, მიეცემა შესაძლებლობა თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული მორიგი წოდების მინიჭებისათვის დადგენილი ვადებისა და უწყების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სპეციალური კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, იმსახუროს ამ უწყების სამხედრო სამსახურში, 2025 წლის 1 იანვრამდე. 2025 წლის 1 იანვრის შემდგომ, სხვა უწყებაში არსებული სამხედრო წოდებები, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით, უნდა გაუთანაბრდეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმებში, რომლებიც არეგულირებენ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, კანონს ემატება ნორმები გარდამავალი პერიოდისათვის. თავდაცვის კოდექსის პროექტის მიხედვით, სამხედრო სამსახურის სახეებია: რეგულარული სამხედრო სამსახური და სარეზერვო სამხედრო სამსახური. თავის მხრივ რეგულარული სამხედრო სამსახური იყოფა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურად და პროფესიულ სამხედრო სამსახურად. ამდენად, კანონის შესაბამის ნორმებში ზუსტდება ტერმინები და „სამხედრო სავალდებულო/სავალდებულო სამხედრო სამსახურის“ ნაცვლად მიეთითება „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმებში, რომლებიც არეგულირებენ სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონები, რომლებიც მითითებულია „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში, თავდაცვის სფეროსა და სამხედრო სამსახურის მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სხვა აქტებთან ერთად ერთიანდება თავდაცვის კოდექსში და ცხადდება ძალადაკარგულად, შესაბამისად, მათ ნაცვლად, მიეთითება თავდაცვის კოდექსი. ამასთან, კანონის პროექტში გათვალისწინებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წინადადებები. კერძოდ, კანონში მითითებული „საკონტრაქტო“ და „საკონტრაქტო-პროფესიული“ სამსახურის ნაცვლად მიეთითება მხოლოდ საკონტრაქტოპროფესიული რათა აღმოიფხვრას ტერმინების დუბლირება. აგრეთვე, სპეციალური წოდების მინიჭებამდე სამსახურის გავლის პერიოდი, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაუთანაბრდეს სპეციალური წოდებით ნამსახურობას (ჩაითვალოს წელთა ნამსახურობაში), თუ ამ პერიოდში თანამშრომელი ასრულებდა საკონტრაქტო-პროფესიული ან/და კადრის მოსამსახურეთა კატეგორიის შესაბამის უფლება-მოვალეობებს. რაც შეეხება შეთავსებით მუშაობის შეზღუდვისაგან განთავისუფლების სხვა ცალკეულ შემთხვევებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის სპეციფიკისა და ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3, მე-4 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 - მე-8 პუნქტების და მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია თავდაცვის კოდექსის შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან. ხოლო კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3, მე-4 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-6 - მე-8 პუნქტები და მე10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, თავდაცვის კოდექსის პროექტის შესაბამისად, ნორმები, რომლებიც უკავშირდება სამხედრო სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უნდა ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, გამომდინარე იქედან, რომ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები დაკავშირებულია ზემოაღნიშნულ რეფორმასთან, აღნიშნული ნორმები ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება დაკავშირებული არ არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.