გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.02.2018
საქმის ნომერი
080210017001841704
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
23.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/590-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - ქეთი კირიაკიდი

მოსარჩელე - ნ-----–-ა სა--------ე

წარმომადგენელი - გ------ლ ბა-------ე

მოპასუხე - სა---------–-----------–------------–---------------------ო

წარმომადგენელი - მ------ მა------ე

დავის საგანი - სა---------–-----------–------------–---------------------ოსდ მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობა; თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №910 (06.12.2016) და №1/კ - 462 (27.12.2016) ბრძანებების ბათილად ცნობა.

 

1.2.სსიპ - ქ. ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ნ-----–-ა სა--------ის აღდგენა.

 

1.3. ნ-----–-ა სა--------ისთვის იძულებითი განაცდურის, 750 ლარის ანაზღაურება, გათავისუფლებიდან, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტამდე.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელე ნ-----–-ა სა--------ე ერთხმად იქნა არჩეული ქ. ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორად სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ, 2014 წლის 11 სექტემბერს, რის შემდეგაც, მასსა და სკოლას შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. ნ-----–-ა სა--------ე ყოველთვის პირნათლად და წარმატებით ართმევდა თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, უზრუნველყოფდა სკოლაში წესრიგს და დარღვევების გამოვლენისთანავე ახდენდა რეაგირებას - შინაგანაწესით გათვალისწინებული სახდელების შეფარდების გზით. 2016 წლის 2 აგვისტოს, ნ-----–-ა სა--------ემ ბანკიდან გამოითხოვა სკოლის ერთი წლის ამონაწერი, მომდევნო სასწავლო წლისთვის სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით, რა დროსაც დირექტორმა აღმოაჩინა, რომ ადგილი ჰქონდა სკოლის ბუღალტრის მიერ თანხების უკანონოდ მითვისებას. კერძოდ, ამონაწერში მითითებული იყო, რომ სკოლის თანხები ირიცხებოდა ,,ცეკვის წრის" მასწავლებლის - გიორგი კოპალიანის ანგარიშზე, მაშინ როდესაც, სკოლაში არ არსებობდა რაიმე წრე, ხოლო თავად გიორგი კოპალიანი არის ბუღალტრის - ნინო კოპალიანის შვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან დაუყოვნებლივ განცხადებით მიმართა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს (შ 1 16 00935530, 03/08/2016) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (№93, 10.08.2016). სა---------–-----------–------------–---------------------ოს შიდა აუდიტის დეპარტამეტის მიერ მომზადებული დასკვნიდან (№2211161630), ირკვევა, რომ სკოლის ბუღალტერი ნინო კოპალიანი უკანონოდ ითვისებდა თანხებს და მიზანმიმართულად შეცდომაში შეჰყავდა სკოლის დირექტორი. ნინო კოპალიანს შემუშავებული ჰქონდა სკოლის ფინანსების მითვისების სქემა, რაც აამოქმედა წინა დირექტორის - დავით ყუფარაძის დროს და შიდა აუდიტის დასკვნაში მითითებული მითვისებული თანხის (58.996 ლარის) დიდი ნაწილი სწორედ დავით ყუფარაძის დირექტორობის პერიოდზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ნ-----–-ა სა--------ემ პირნათლად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და დაუყოვნებლივ შეატყობინა შესაბამის სამსახურებს ბუღალტრის უკანონო ქმედებების შესახებ, მინისტრის გადაწყვეტილებით სწორედ ის განთავისუფლდა სამსახურიდან. თავდაპირველად, შიდა აუდიტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით (№910, 06.12.2016), ქ. ქუთაისის №13 საჯარო სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება და სამეურვეო საბჭოს წარედგინა მიმართვა, ნ-----–-ა სა--------ისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. ქ.ქუთაისის №13 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ იმსჯელა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიმართვასთან დაკავშორებით, შეისწავლა შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა, მოისმინა დირექტორის განმარტებები და დარწმუნდა მის უდანაშაულობაში. შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება არ შეეწყვიტა უფლებამოსილება სკოლის დირექტორის ნ-----–-ა სა--------ისთვის (ოქმი №10, 12 დეკემბერი, 2016 წ). მიუხედავად დამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებისა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მაინც გამოსცა ბრძანება №1/კ - 462, 27.12.2016, სსიპ ქ. ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორ ნ-----–-ა სა--------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

2.1.მოპასუხე სა---------–-----------–------------–---------------------ომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო: ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად, სკოლაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ სა---------–-----------–------------–---------------------ო, კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ სა---------–-----------–------------–---------------------ო, კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები - საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და სა---------–-----------–------------–---------------------ოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე ზედამხედველობას. ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების მიზნით სა---------–-----------–------------–---------------------ო გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და სა---------–-----------–------------–---------------------ოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებას. სა---------–-----------–------------–---------------------ოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 22 ნოემბრის №1405735 მოხსენებითი ბარათის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 ოქტომბერს №805 ბრძანების საფუძველზე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაევალათ სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 სააჯრო სკოლის ინსპექტირება, სა---------–-----------–------------–---------------------ოს ტერიტორიული ორგანოს ქ. ქუთაისის რესურსცენტრის 2016 წლის 10 ავისტოს №952274 კორესპონდენციაში დასმულ საკითხების შესაბამისად. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რაც დადასტურდა სკოლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით და ახსნა-განმარტებებით, ხოლო შედეგებზე შედგა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა №2211161630. 2016 წლის 22 ნოემბრის №1405735 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მიზანშეწინილად მიიჩნია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს’’ - ქ.ქუთაისის №13 საჯარო სკოლას მიცემოდა წერილობითი გაფრთხილება, ხოლო სამეურვეო საბჭოს მიმართა წარდგინებით სკოლის დირექტორის, ნ-----–-ა სა--------ისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის შესახებ. რაც შეეხება უშუალოდ მოსარჩელის გათავისუფლებას, შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით და შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე ონოფრიშვილის 2016 წლის 21 დეკემბრის №1516714 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის ბუღალტერის ნინო კოპალიანის მხრიდან სისტემატური ხასიათი ჰქონდა თავისი და თავისი შვილის გიორგი კოპალიანის საბანკო ანგარიშებზე თანხების თვითნებურად გადარიცხვის ფაქტებს (ჯამში 58 996,38 ლ.), რიგ შემთხვევებში სკოლაში ცეკვის გაკვეთილებს ატარებდა პირი, რომელსაც სკოლასთან არ ჰქონია შრომითი ურთიერთობა (იყო გარეშე პირი), ხოლო ბუღალტერი სკოლაში არ ცხადდებოდა შინაგანაწესით დადგენილ სამუშაო დროს, რაზეც დირექტორს ნ-----–-ა სა--------ეს რეაგირება არ განუხორციელებია. ქ. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2016 წლის 13 დეკემბრის №11490217 კორესპონდენციით შიდა აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილ იქნა სკოლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 12 დეკემბრის №10 ოქმი. ოქმში დაფიქსირებულია სამეურვეო საბჭოს წევრთა პოზიციები და არგუმენტაციები სკოლის დირექტორის, ნ-----–-ა სა--------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე, რის საფუძველზეც მათ მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მოქმედ დირექტორს არ შეწყვეტოდა უფლებამოსილება. სამეურვეო საბჭოს ოქმის თანახმად, სამეურვეო საბჭოს წევრი თინათინ კუბლაშვილი აცხადებს, რომ მისთვის აშკარაა სკოლაში განხორციელებული დარღვევები, თუმცა მნიშვნელოვნად მიაჩნია ის ფაქტი, რომ დარღვევები აღმოჩენილ და გადაცემულ იქნა შესასწავლად სა---------–-----------–------------–---------------------ოსა და ფინანსურ პოლიციისათვის თავად დირექტორის მიერ. სამეურვეო საბჭოს წევრთაგან, ნონა კობახიძის მოსაზრებით, ნ-----–-ა სა--------ე თავს არ ზოგავს სკოლისთვის და კარგი ხელმძღვანელია როგორც კოლექტივისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის. სამეურვეო საბჭოს წევრთაგან ნინო შალამბერიძე აღნიშნავს, რომ დირექტორის მიმართ გატარებული ღონისძიება უნდა იყოს ადეკვატური . ქსენია კოვალიოვას მოსაზრებით, თნამდებობიდან გათავისუფლება არ არის გასატარებელი ღონისძიების უკიდურესი ფორმა, რაც არ არის დაფიქსირებული დარღვევების შესაბამისი და თანაზომადი. ფიქრია დვალიშვილი კი აფიქსირებს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია დირექტორს მიეცეს ვადა დარღვევების გამოსასწორებლად, ხოლო დარღვევების დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, კვლავ იმსჯელოს გათვისუფლების საკითხზე. აღსანიშნავია, რომ ოქმში დაფიქსირებული პოზიცია წარმოადგენს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს წევრთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომლებიც არ არის გამყარებული შესაბამისი არგუმენტაციითა და დასაბუთებით. ვინაიდან ფინანსური ოპერაციები უკვე განხორციელებულია და სკოლას მიადგა საკმაოდ სოლიდური ფინანსური ზიანი, რაც უარყოფითად აისახა სკოლის საქმიანობაზე, შესაბამისად მისი გამოსწორება უკვე გარკვეულწილად შეუძლებელია (თანხა, რომელიც არამიზნობრივად იქნა ბუღალტრის მიერ გადარიცხული თავისი და თავისი შვილის ანგარიშზე, უნდა მოხმარებოდა სკოლის საჭიროებებს, რაც არ განხორციელებულა). ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, სამეურვეო საბჭოს პოზიცია ნ-----–-ა სა--------ისათვის უფლებამოსილების ვადამდე ვადამდე შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ დაუსაბუთებელია. გარდა სამეურვეო საბჭოს დაუსაბუთებელი არგუმენტებისა, ოქმში ასევე ასახულია სკოლის დირექტორის პოზიცია, რომელიც აღნიშნავს, რომ მისი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ მან სრული ნდობა გამოუცხადა სკოლის ყოფილ ბუღალტერს და რომ ბუღალტერის მოვალეობაა ფინანსების კონტროლი და თავად უნდა გაუწიოს რეკომენდაციები დირექტორს შემოსავლებთან და ხარჯთან დაკავშირებით. აღნიშნული არ წარმოადგენს დირექტორის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს, ვინაიდან არ აბათილებს ფაქტს, რომ ნ-----–-ა სა--------ის დირექტორიბის პერიოდში (2 წელი) ბუღალტრის მიერ თვითნებურად განკარგულ იქნა დაახლოებით 33 000,00 ლარამდე ისე, რომ დირექტორს არ მოუხდენია ბუღალტრის საქმიანობის გაკონტროლება. ამასთან, დანაშაულის შეუტყობინებლობა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის დაფარვის შემთხვევაში შესაძლებელია დამდგარიყო დირექტორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. აღნიშნული სკოლის დირექტორი ნ-----–-ა სა--------ე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მის მიერ არ ხდებოდა სკოლის ფინანსების კონტროლი, რაც კანონმდებლობის დარღვევასა და დირექტორის მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობას წარმოადგენს. სკოლის დირექტორი არ იყო უფლებამოსილი სრული ნდობა გამოეცხადებინა ბუღალტრისათვის და მისთვის მიენდო ფინანსების კონტროლი, ვინაიდან კანონმდებლობით ცალსახად არის გაწერილი, რომ სკოლის დირექტორი უფრთხილდება და კეთილსინდისიერად განკარგავს სკოლის ადამიანურ, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს და უზრუნველყოფს მათ მიზნობრივ გამოყენებას (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №80/ნ ბრძანებით დამტკიცებული სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტი) ასევე დადგენილია, რომ პერსონალური პასუხისმგებლობა საჯარო სამართის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე ეკისრება ხელმძღვანელს. სკოლის ბუღლტერი წარმოადგენს სკოლაში დასაქმებულ პირს, რომელიც ასრულებს მასზე შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს, ხოლო სკოლის დირექტორი კი, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოადგენს სკოლის ხელმძღვანელს, რომელსაც ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორ ხარჯვაზე, ასევე სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა პატრონობისა და რაციონალურად გამოყენებაზე. ამასთანავე, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სკოლის დირექტორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებთან და სკოლის სხვა თნამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას. შესაბამისად, სწორედ სკოლის დირექტორს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ზედამხედველობა გაეწია ბუღალტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულებაზე. გარდა ამისა, ფინანსურ დოკუმენტაციაზე დაფიქსირებულია სკოლის დირექტორის, ნ-----–-ა სა--------ის ხელმოწერები, რაც ნებისმიერ შემთხვევაში, წარმოადგენს დირექტორის მიერ თავისი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელ ფაქტს. ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ’’ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ეკონომიკური მოვლენების ამსახველ ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებს ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი მეთოდოლოგიური პრინციპების დაცვით ხელს აწერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, შესაბამისად ნ-----–-ა სა--------ე ვალდებული იყო პირადად მიეღო მონაწილეობა თანხების გადარიცხვის პროცესში და როგორც სკოლის ბიუჯეტის სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე პასუხისმგებელ პირს, განეხორციელებინა კონტროლი თნხების მოძრაობაზე, თუმცა აღნიშნულის უზრუნველყოფა სკოლის დირექტორის მხრიდან არ მომხდარა (მისი დირექტორობის პერიოდშიბუღალტერმა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადარიცხა დაახლოებით 33 000,00 ლარი). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 6(1) პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უფლებამოსილი არ იყო დათანხმებოდა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე შეეწყვიტა უფლებამოსილება სკოლის დირექტორისათვის. დასკვნაში მითითებული დარღვევები და ზემოაღნიშნული მოთხოვნების ისეთი ხარისხით უგულებელყოფა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მხრიდან, განხილული უნდა იქნეს როგორც დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა, აღნიშნული კი ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 6 (1) პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის ,,შრომის კოდექსის’’ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელესთნ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია. ვინაიდან არ არსებობს პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც. (იხ. შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2013 წლის 06 ნოემბერს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ლაშა ვერულავას მიერ გამოიცა ბრძანება №1.2/3869, რომლის მიხედვით უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2013 წლის 8 ნოემბრიდან გატარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის დავით ყუფარაძის (პ/ნ 60001046178) უფლებამოსილების შეწყვეტა. დაევალა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურს, აღნიშნული ინფორმაციის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრაცია.

მტკიცებულება: ბრძანება. (იხ.ტ2.ს.ფ.122);

 

3.1.2. 2014 წლის 11 სექტემბერს შედგა სსიპ ქ.ქუთაისის №13 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი №13 დირექტორის არჩევნების შესახებ. დღის წესრიგად განისაზღვრა: 2014 წლის 11 სექტემბრის სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის არჩევნებთან დაკავშირებით კენჭისყრის ჩატარება და შედეგების შეჯამება. სამეურვეო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ: ნანა ქორიძე (თავმჯდომარე), ვალენტინა ჩირგაძე (პედაგოგი), სოფიკო ავეტისოვა (პედაგოგი), თინათინ კუბლაშვილი (პედაგოგი), ნ-----–-ა კახიძე (პირველი საფეხურის მოსწავლის მშობელი). სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ვიოლეტა ნიქაბაძე და ომარი ბზიკაძე. სამეურვეო საბჭო შედგებოდა 6 წევრისაგან. საბჭოს სხდომას ესწრებოდა 5 წევრი. სამეურვეო საბჭოს სხდომას უძღვებოდა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ნანა ქორიძე, რომელმაც დამსწრეებს განუმარტა, რომ კენჭი ეყრებოდა სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დურექტორობის კანდიდატს: ნ-----–-ა სა--------ეს. სამეურვეო საბჭოს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა ფარულ კენჭისყრაში. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, თავმჯდომარე ხმის დათვლის პროცედურას. ნ-----–-ა სა--------ემ მიიღო 5 ხმა. სსიპ №13 საჯარო სკოლის დირექტორად ნ-----–-ა სა--------ე 6 წლის ვადით აირჩა.

 

ასევე 2014 წლის 11 სექტემბერს ქ. ქუთაიის №13 საჯარო სკოლასა და ნ-----–-ა სა--------ეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება. შრომითი ურთიერთობა სკოლასა და სკოლის დირექტორს შორის წარმოიშვა სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორის, სა---------–-----------–------------–---------------------ოში, სკოლის დირექტორად რეგისტრაციის მომანტიდან. მხარეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრა შემდეგნაირად: სკოლის დირექტორი ვალდებული იყო - განეხორციელებინა სკოლის მართვა; წარმოედგინა სკოლა მესამე პირებთან ურთიერთობაში, გარდა კანონით და სკოლის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; სკოლის სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა, სკოლის განვითარების სტრატეგია და სკოლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, აგრეთვე სკოლის შინაგანაწესი და სკოლის ბიუჯეტი; უზრუნველეყო სკოლის შემდგომი წინსვლა და განვითარება სკოლის თვითშეფასების საფუძველზე; შექმნას სწავლისა და განვითარებისათვის უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი გარემო სკოლაში; განახორციელოს სკოლის პოლიტიკა; განახორციელოს სკოლის მართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ხელი შეუწყოს სკოლაში სიახლეების დანერგვას; წარმართოს სკოლის ყოველდღიური საქმიანობა და უზრუნველყოს სკოლის ფიზიკური, ფინანსური და ადამიანური რესურსების ეფექტიანი გამოყენება სკოლის წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად; უზრუნველყოს ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში ეფექტური კავშირების დამყარების, განვითარების და შენარჩუნების მიზნით; იზრუნოს საკუთარი და სკოლის თანამშრომელთა პროფესიულ განვითრებაზე; შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები. სკოლა ვალდებული იყო - დასაქმებულის საქმიანობა შეეფასებინა სამართლიანად და ობიექტურად; მხარი დაეჭირა მიღებული პოლიტიკისათვის; კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შეესრულებინა საკუთარი საქმიანობა; ესწრაფა საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისაკენ; ყურადღებით მოესმინა დასაქმებულის თხოვნა და წინადადებები. საჭიროების სემთხვევაში მოეხდინა შესაბამისი რეაგირება.

 

შრომის ანაზღარების პირობები გადაწყდა შემდეგნაირად: ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დასაქმებულს მიეცემოდა ყოველთვიურად შრომის ანაზღაურება, სკოლის საშტატო განრიგის/ნუსხის შესაბამისად 750 ლარის ოდენობით ყოველი თვის 25 რიცხვში. შრომის ანაზღაურების გაცემა უნდა მომხდარიყო უნაღდო ანგარიშსწორებით. ,,დამსაქმებელი’’ და ,,დასაქმებული’’ პასუხისმგებელნი არიან ერთმანეთის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებაზე და შეუსრულებლობით წარმოშობილ ზიანზე. სკოლის დირექტორის დისციპლინური პასუხისმგებლობა სკოლის შინაგანაწესისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით. სკოლის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილად განისაზღვრა, რომლის შესრულება შრომითი ხელშეკრულების ორივე მხარეს დაევალა. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედება განისაზღვრა 2020 წლის 11 სექტემბრამდე. სკოლის დირექტორთნ შრომითი ხელშეკრულება ვადამდე შეიძლება შეწყვეტილიყო სამეურვეო საბჭოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მტკიცებულება:

სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი №13 (იხ.ტ.1.ს.ფ.25-26);

სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს დადგენილება დირექტორის არჩევის თაობაზე(იხ.ტ.1.ს.ფ.27);

შრომითი ხელშეკრულება (იხ.ტ.1.ს.ფ.28-30).

 

3.1.3. 2014 წლის 11 სექტემბერს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ლაშა ვერულავას მიერ გამოიცა ბრძანება №1.2/1634 სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორად ნ-----–-ა სა--------ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, რომლის მიხედვით სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორად რეგისტრაციაში გატარდა ნ-----–-ა სა--------ე (პ/ნ 60001061029). დაევალა სსიპ განათლების მართვის საინფომაციო სისტემის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურს, აღნიშნული ინფორმაციის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრაცია.

მტკიცებულება: ბრძანება(იხ.ტ2.ს.ფ.120);

 

3.1.4. 2014 წლიდან 2016 წლამდე სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლა არაერთხელ ჯილდოვდება მადლობის სიგელებით.

მტკიცებულება: მადლობის სიგელები(იხ.ტ1.ს.ფ.67-70);

 

3.1.5. 2011 წლის 22 ნოემბერს სსიპ ქ. ქუთაისის №13 საჯარო სკოლის მიერ გამოიცა ბრძანება №1კ/16, რომლის მიხედვით, ქ. ქუთაისის №13 საჯარო სკოლის ბუღალტრად 3 თვის გამოსაცდელი ვადით ნინო კოპალიანი 2011 წლის 22 ნოემბერს გაფორმდა №5-56 შრომითი ხელშეკრულებით.

მტკიცებულება: ბრძანება (იხ.ტ2.ს.ფ.144);

 

3.1.6. 2013 წლის 6 სექტემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლასა და ნინო კოპალიანს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება №5-51, რომლის მიხედვით დამსაქმებელმა მიიღო დადასაქმებული სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის ბუღალტრად. დასაქმებული ვალდებული იყო შეესრულებინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, ხოლო დამსაქმებელს უნდა გადაეხადა დასაქმებულისთვის შეთანხმებული შრომის ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსთვის. სხვა ვალდებულებებთან ერთად დამსაქმებელი ვალდებული იყო კონტროლი გაეწია დასაქმებულის მიერ გაწეული სამუშაოს შესრულებას. დასაქმებული ვალდებული იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწარმოებინა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვის ანგარიშგება; ურთიერთობა განეხორციელებინა ბანკთან; ეწარმოებინა საბუღალტრო უწყისები; ბუღალტერი სამსახურებრივ დამოკიდებულებაშია ქვემდებარეობის მიხედვით დირექტორთან, სამეურვეო საბჭოსთან; ინფორმაცია მიეწოდებინა სკოლის სამეურვეო საბჭოს ბიუჯეტის ყოველთვიური ხარჯვის შესახებ (მოთხოვნის საფუძველზე); მონაწილეობა მიეღო დირექტორთან ერთად ბიუჯეტის შემუშავების პროცესში; უზრუნველ ეყო სკოლის მიერ გადარიცხული თანხის დოკუმენტაციის შენახვას, რომელსაც სკოლა თავისი ბიუჯეტიდან უნდა განეხორციელებინაყოველთვიურად, ხარჯები კი წარედგინა სამეურვეო საბჭოსათვის; მოეხდინა არასახელმწიფოებრივი სახსრების ანუ მოზიდული ფინანსების აღრიცხვა; მიეღო სასწავლო ნაწილიდან სახელფასო ცვლილებები ყოველი თვის არაუგვიანეს 25 რიცხვისა და გაეგზავნა ბანკისათვის სამი დღის ვადაში; ყოველი წლის 5 რიცხვამდე ვალდებული იყო წარედგინა დირექტორისათვის წინა წლის ფინანსური ანგარიში.

მტკიცებულება: შრომითი ხელშეკრულება №5-21 (იხ.ტ1.ს.ფ.187-190);

 

3.1.7. 2016 წლის 12 სექტემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გამოიცა ბრძანება №1/კ-147 სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლაში სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის (ტაბელის) დამტკიცების შესახებ, რომლის მიხედვით - 1. სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვისათვის, დამტკიცდა სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების აღრიცხვის ჟურნალი (ტაბელი) დანართის შესაბამისად. 2. დაევალა სკოლის ბუღალტერს მოეხდინა სკოლის მასწავლებლებისა და თანამშრომლებისათვის სახელფაო ანაზღაურება სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების აღრიცხვის ჟურნალის (ტაბელის) მიხედვით. 3. დაევალა სკოლის შემოსასვლელი კარის მეთვალყუირეს მარინა ყუბანეიშვილს სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე კონტროლი და ამ ბრძანების ყველა დაინტერესებული პირისათვის გაცნობა.

მტკიცებულება: ბრძანება (იხ.ტ1.ს.ფ.203);

 

3.1.8. 2013 წლის 30 იანვარს შედგა შეთანხმება 2012 წლის 01 სექტემბერს დადებული №5-42 შრომითი ხელშეკრულების მხარეებს სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლასა და გიორგი კოპალიანს შორის. ისინი შეთანხმდნენ, რომ მათ შორის 2012 წკუს 03 სექტემბერს №5-42 დადებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: დასაქმებულს მიეცემა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 36.32 (ოცდათექვსმეტი ლარი და 32 თეთრი) ლარის ოდენობით).

მტკიცებულება: შეთანხმება (იხ.ტ2.ს.ფ.149);

 

3.1.9. 2016 წლის 6 სექტემბერს ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის ნ-----–-ა სა--------ის მიერ გამოიცა ბრძანება №1/კ-138, რომლის მიხედვით, განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სსიპ ქალაქ ქუთაისისს №13 საჯარო სკოლის ბუღლტერი ნინო კოპალიანი შრომითი ხელშეკრულების პირობების და სკოლის შინაგანაწესით მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევისათვის, მისთვის მინიჭებული უფლების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სკოლის ბიუჯეტს.

მტკიცებულება: ბრძანება(იხ.ტ2.ს.ფ.165);

 

3.1.10. 2016 წლის 8 სექტემბერს ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის ნ-----–-ა სა--------ის მიერ გამოიცა ბრძანება №1/კ-140, რომლის მიხედვით ქ. ქუთაისის №13 საჯარო სკოლის ცეკვის მასწავლებელს გიორგი კოპალიანს შეუწყდა 2013 წლის 6 სექტემბერს დადებული №5-40 შრომითი ხელშეკრულება. სკოლის ბუღალტერს დაევალა საბოლოო ანგარიშსწორება.

მტკიცებულება: ბრძანება(იხ.ტ2.ს.ფ.166);

 

3.1.11.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 თებერვლის განჩინებით ნ-----–-ა სა--------ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, მას უკან უნდა დაუბრუნდეს სარჩელი და თანდართული მასალები და განემარტა, რომ მას შეუძლია მიმართოს ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

მტკიცებულება: განჩინება (იხ.ტ1.ს.ფ.);

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2016 წლის 10 აგვისტოს სსიპ ქ. ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორმა ნ-----–-ა სა--------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს უფროსს გიორგი მერაბიშვილს. განცხადების მიხედვით, ნ-----–-ა სა--------ე 2014 წლის 12 სექტემბრიდან მუშაობს ქ. ქუთაისში, ერისთავის ქუჩა №24-ში განთავსებულ №13 საჯარო სკოლის დირექტორად. როგორც თქვენთვის ცნობილია, სასწავლო დაწესებულებებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე ერიცხებოდათ გარკვეული რაოდენობის თანხა, რომელსაც სკოლა იყენებს მიზნობრივად. სკოლაში ფინანსურ ოპერაციებს ინტერნეტბანკის მეშვეობით ახორციელებდა სკოლის ბუღალტერი ნინო კოპალიანი. 2016 წლის 29 ივლისს, ნ-----–-ა სა--------ემ სკოლის ბუღალტერს, ნინო კოპალიანს სთხოვა წარმოედგინა ივლისის თვის ხსენებული სკოლის ხარჯები, იმისათვის, რომ ანგარიშზე ნაშთის მიხედვით, დაეგეგმა სარემონტო სამუშაოების წარმოება პირველკლასელთა საკლასო ოთახებში. მან მოთხოვნილი ამონაწერი წარუდგინა ხელნაწერი და განუმარტა, რომ აგვისტოს ხელფასის გაცემის შემდეგ ნაშთი დარჩებოდა 900 ლარი, რადგან 1 აგვისტოდან ის შვებულებაში იმყოფებოდა და არ მიაწოდა სრული ამონაწერი. ნ-----–-ა სა--------ე 2 აგვისტოს მივიდა ლიბერთი ბანკში და მოითხოვა სკოლის ანგარიშიდან ერთი წლის ამონაწერი, რომ გადაეხედა ხარჯებისთვის და მომდევნო სასწავლო წლისთვის დაეგეგმა სკოლის ბიუჯეტი. ლიბერთი ბანკმა მიაწოდა ამონაწერი 5.08.2015წ. – 1.08.2016 წ. პერიოდის. ამონაწერის გაცნობისას ნ-----–-ა სა--------ემ აღმოაჩინა, რომ სკოლის ანგარიშიდან ბუღლტერს ნინო კოპალიანს 5.08.2015 წლიდან 01.08.2016 წ. ჩათვლით, მისი შვილის, რომელიც აღნიშნულ სკოლაში მე-4 კლასებს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ასწავლის ცეკვას, კვირეული დატვირთვა 2სთ.), გიორგი კოპალიანის ანგარიშზე გადარიცხული აქვს 16 255 ლარი, წრის გადასახადის დანიშნულებით. სკოლაში არანაირი წრე არ ფუნქციონირებს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული თნხების გადარიცხვა მოხდა არაკანონიერად, რის შესახებაც 2016 წლის 03 აგვისტოს დაუყოვნებლივ აცნობა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ბატონ ბადრი ვაშაკიძეს. იმავე დღეს ოფიციალური წერილით მიმართა ლიბერთი ბანკს, რომ მოემზადებინათ ნინო კოპალიანის, მე-13 საჯარო სკოლაში მუშაობის მთელი პერიოდის ამონაწერი.

იგი ხელშეკრულებით (მე-13 საჯარო სკოლაში დანიშნულია ბუღალტერის თანამდებობაზე 2011 წლის 22 ნოემბერს. ბრძანება 1კ/16) ლიბერთი ბანკმა მიაწოდა ამონაწერი 22.11.2011 წლიდან 01.08.2016 წ. ჩათვლით. ნ-----–-ა სა--------ემ ამონაწერის შესწავლისას აღმოაჩინა, რომ ნინო კოპალიანი თანხების უკანონო გადარიცხვას მისი შვილის გიორგი კოპალიანის ანგარიშზე აწარმოებდა 2013 წლის 30 სექტემბრიდან. უკანონოდ გადარიცხული თანხის რაოდენობამ 2013 წლის 30 სექტემბრიდან 27 დეკემბრამდე შეადგინა - 3715,89 ლარი. 2014 წლის 3 იანვრიდან 22 აგვისტოს ჩათვლით - 11754,30 ლარი. 2015 წლის 20 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 132 60,0 ლარი. სულ უკანონოდ გადარიცხული თანხის რაოდენობამ შეადგინა - 37.975.19 (ოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას სამოცდათხუთმეტი ლარი და 19 თეთრი). ასევე ბანკის ამონაწერის №50 გვერდზე გაურკვეველია ნინო კოპალიანის ანგარიშზე გადარიცხული თანხები: 2014 წლის 1 აგვისტო - 648.92 ლარი, 15 აგვისტო - 496.0 ლარი, 18 აგვისტო - 648.92 ლარი. ამონაწერის №61 გვერდზე 2015 წლის 6 თებერვალს ნინო კოპალიანის ანგარიშზე უკანონოდ გადარიცხული აქვს მივლინების თანხა 320 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, სკოლის ბუღალტერის ნინო კოპალიანის მიერ ადგილი აქვს სკოლის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტს, ვინაიდან იგი თავად იყო უფლებამოსილი პირი აღნიშნული თანხების გადარიცხვაზე. აღნიშნული ფაქტი დოკუმენტალურად არის დადასტურებული ბანკის ამონაწერით. ნ-----–-ა სა--------ემ აღნიშნული განცხადებთ ითხოვა, რომ აღნიშნულ ფაქტზე მოხდეს სწრაფი რეაგირება, რადგან შესაძლებელია ნინო კოპალიანის მიერ მოხდეს საზღვრის გადაკვეთა, რის საფუძველზეც იძლევა ის, რომ მისი შვილი ზვიადი კოპალიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ.

მტკიცებულება: განცხადება (იხ.ტ1.ს.ფ.73-75);

 

3.2.2. ნ-----–-ა სა--------ის მიერ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ბადრი ვაშაკიძისადმი მიმართვით დგინდება, რომ 2016 წლის 02 აგვისტოს ნ-----–-ა სა--------ემ ლიბერთი ბანკიდან მოითხოვა სკოლის ანგარიშიდან ერთი წლის ამონაწერი. მომდევნო სასწავლო წლისთვის სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით. ამონაწერის გაცნობისას აღმოაჩინა, რომ სკოლის ანგარიშიდან ბუღალტერს ნინო კოპალიანს 5.08.2015 წლიდან 01.08.2016 წ. ჩათვლით გიორგი კოპალიანის ანგარიშზე გადარიცხული აქვს 16 255 ლარი ცეკვის წრის გადასახადის დანიშნულებით. აღნიშნული ფაქტი დოკუმენტალურად არის დადასტურებული ბანკის ამონაწერით. სკოლაში არანაირი წრე არ ფუნქციონირებს, აქედან გამომდინარე, აღნიშნული თანხების გადარიცხვა მოხდა არაკანონიერად მითვსების გზით. ნ-----–-ა სა--------ე მიმართვით ითხოვს რეაგირების მოხდენას.

მტკიცებულება: მიმართვა (იხ.ტ1.ს.ფ.71);

 

3.2.3. სა---------–-----------–------------–---------------------ოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის №2211161630-ის მიხედვით - 1. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება;

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირს - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს უნდა უზრუნველეყო სკოლის დირექტორის ნ-----–-ა სა--------ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვა და განხილვის შედეგებთან დაკავშირებით სა---------–-----------–------------–---------------------ოში სათანადო ანგარიშის წარდგენა (თნდართული დოკუმენტაციით). ხუთი სამუშაო დღის ვადაში;

3. საჯარო სამართლის იურიდიულს პირს - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლას უნდა მოეხდინა რეაგირება შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე და წარედგინა ანგარიში (თანდართული დოკუმენტაციით) სა---------–-----------–------------–---------------------ოშო, ერთი თვის ვადაში; 4. დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, ამდენად დასკვნა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა სამართალდამცავ ორგანოს.

მტკიცებულება: დასკვნა(იხ.ტ1.ს.ფ.31-66);

 

3.2.4. სსიპ ქ. ქუთაისის №13 საჯარო სკოლის თანამშრომელს ნ-----–-ა სა--------ეს აცნობა საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა დემურ ჩიქოვანმა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №092100816001 საქმე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით. ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებულია გამოძიება 2016 წლის 10 აგვისტოს განცხადებით.

მტკიცებულება: მიმართვა (იხ.ტ1.ს.ფ.76);

 

3.2.5. 2016 წლის 25 აპრილს ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორმა ნ-----–-ა სა--------ემ მიმართა ლიბერთი ბანკის იმერეთის რეგიონალური ფილიალის მმართველს ვახტანგ დუნდუას, რომლის მიხედვით, სთხოვა, რომ ბანკს ჩაერიცხა თნამშრომლებისთვის აპრილის თვის ხელფასი თანდართული უწყისისის შესაბამისად თანხით 23911,93 ლარი და 93 თეთრი.

მტკიცებულება: მიმართვა (იხ.ტ1.ს.ფ.77);

 

3.2.6. 2012 წლის 12 დეკემბერს სს ,,ლიბერთი ბანკის’’ იმერეთის რეგიონალურ ფილიალსა და სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლას შორის დაიდო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით - კლიენტი ინტერნეტბანკით მომსახურების საშუალებით უფლებამოსილია ელექტრონული დავალება მისცეს ბანკს შემდეგი ოპერაციების შესრულებაზე, კერძოდ: კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან ფულადი სახსრების გადარიცხვა ბანკის მიერ დაწყებული ლიმიტის ფარგლებში; იმ ინფორმაციის მიღება, რომელსაც ბანკი ჩვეულებრივი წესით გასცემს კლიენტზე ანგარიშ(ებ)ის შესახებ; ვალუტის კონვერტაცია; ბანკი ასევე უფლებამოსილია კლიენტს დროდადრო შესთავაზოს დამატებითი მომსახურებები. აღნიშნული ხელშეკრულებით, კლიენტი აღიარებს, რომ თანახმაა ბანკმა განახორციელოს კლიენტის მიერ მიწოდებული ნებისმიერი დავალება, რაც მოიცავს ანგარიშ(ებ)იდან თანხის ჩამოჭრას, იმ შემთხვევაშიც, თუ დავალების ავტორიზაცია კლიენტის მიერ არ მომხდარა, ამასთანავე არაავტორიზებულ ოპერაციაზე ან დავალებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება კლიენტს. ბანკი უფლებამოსილია კლიენტის აქტიურ ოპერაციებზე ცალმხრივად დააწესოს შეზღუდვები; ბანკი იფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული შეამოწმოს მიღებული დავალების ნამდვილობა.

მტკიცებულება: ხელშეკრულება (იხ.ტ1.ს.ფ.83-85);

 

3.2.7. 2016 წლის 06 დეკემბერს სა---------–-----------–------------–---------------------ოს მიერ გამოიცა ბრძანება №910, რომლის მიხედვით წერილობითი გაფრთხილება მიეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლას. შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს დაევალა განეხილა სკოლის დირექტორისათვის, ნ-----–-ა სა--------ისათვის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სათანადო ანგარიში წარედგინა სა---------–-----------–------------–---------------------ოში, ხუთი სამუშაო დღის ვადაში; საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლას უნდა მოეხდინა დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირება და გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარედგინა (თანდართული დოკუმენტაციით) საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში, ერთი თის ვადაში.

მტკიცებულება: ბრძანება №910(იხ.ტ1.ს.ფ.191-192);

 

3.2.8. 2016 წლის 22 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ალექსანდრე ჯეჯელავას მოხსენებითი ბარათით მიმართა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა, რომლის მიხედვით, 2016 წლის 10 აგვისტოს სა---------–-----------–------------–---------------------ოს ტერიტორიული ორგანოდან - ქ. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან შიდა აუდიტის დეპარტამენტში შემოვიდა №952274 კორესპონდენცია, რომელიც ეხება სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის ბუღალტერის მიერ სკოლის ანგარიშიდან თავისი და თავისი შვილის საბანკო ანგარიშებზე არამიზნობრივად თანხების გადარიცხვას. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ სკოლიდან გამოთხოვილ იქნა სკოლის ბუღალტერის და მისი შვილის შრომის ანაზღურებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, 2011 წლის ნოემბრის თვიდან 2016 წლის სექტემბრის თვემდე. ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 ოქტომბრის №805 ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს დაევალა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის ინსპექტირება, ბრძანების დანართით განსაზღვრული საკითხების შესაბამისად. საკითხთა შესწავლის შედეგად გამოვლენილი დარღვევის საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, ალექსანდრე ონოფრიშვილს მიზანშეწონილად მიაჩნია: საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება; საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს უნდა უზრუნველეყო სკოლის დირექტორის ნ-----–-ა სა--------ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის კანონმდებლობით დადგენილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სათანადო ანგარიშის წარდგენა (თანდართული დოკუმენტაციით), ხუთი სამუშაო დღის ვადაში; საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლას უნდა მოეხდინა რეაგირება შიდა აუდიტის დეპრტამენტის დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე და წარედგინა ანგარიში (თანდართული დოკუმენტაციით) სა---------–-----------–------------–---------------------ოში, ერთი თვის ვადაში; დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, ამდენად დასკვნა შემდგომი რეაგირების მიზნით უნდა გადაეცეს სამართალდამცავ ორგანოს.

მტკიცებულება: მოხსენებითი ბარათი (იხ.ტ1.ს.ფ.194-195);

 

3.2.9. 2015 წლის 23 თებერვალს ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის ნ-----–-ა სა--------ის მიერ მიღებული იქნა ბრძანება № 1/კ-40, რომლის მიხედვით, ქ. ქუთაისის №13 საჯარო სკოლის ცეკვის მასწავლებლის გიორგი კოპალიანის სკოლაში გამოუცხადებლობის გამო (2015 წლის 23 თებერვალს) მის მაგივრად ჩატარებული საგაკვეთილო საათები უნდა ანაზღაურებოდა გალინა დანელიას და ნინო ჩარკვიანს. ქ. ქუთაისის №13 საჯარო სკოლის ბუღალტერს ნინო კოპალიანს დაევალა ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღიონისძიებების განხორციელება.

მტკიცებულება: ბრძანება (იხ.ტ1.ს.ფ.204);

 

3.2.10. 2015 წლის 27 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის ნ-----–-ა სა--------ის მიერ გამოიცა ბრძანება №1/კ-147 დირექტორის მოადგილის სასწავლო დარგში ვლადიმერ გედენიძის მიმართ დისციპლინარული სახდელის დაკისრების შესახებ, რომლის მიხედვით, 1. სკოლის შინაგანაწესის დარღევისათვის, კერძოდ, პედაგოგის გამოუცხადებლობის გამო გაკვეთილის გარეშე პირის მიერ ჩატარებისათვის მიეცა შენიშვნა დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში ვლადიმერ გედენიძეს. სკოლის საქმისმწარმოებელს დაევალა ამ ბრძანების ვლადიმერ გედენიძისათვის გაცნობა და მის პირად საქმეში განთავსება.

მტკიცებულება: ბრძანება (იხ.ტ1.ს.ფ.206);

 

3.2.11. 2016 წლის 25 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის ნ-----–-ა სა--------ის მიერ გამოიცა ბრძანება სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის, ვლადიმერ გედენიძის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ, რომლის მიხედვით, 1. სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეს - ვლადიმერ გედენიძეს შინაგანაწესის დარღვევის გამო, უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის დისციპლინური სახდელის სახით მიეცა სასტიკი საყვედური; 2. დაევალა სკოლის საქმისმწარმოებელს ამ ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა.

მტკიცებულება: ბრძანება (იხ.ტ1.ს.ფ.207);

 

3.2.12. 2016 წლის 15 ნოემბერს ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის ნ-----–-ა სა--------ის მიერ გამოიცა ბრძანება №1/კ-174 სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის მასწავლებელ შორენა ნოვიკოვასათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ, რომლის მიხედვით 1. სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის მასწავლებელს შორენა ნოვიკოვას შინაგანაწესის დარღვევის გამო, კერძოდ, მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის დარღვევის გამო, დისციპლინური სახდელის სახით მიეცა საყვედური; 2. სკოლის საქმისმწარმოებელს დაევალა ამ ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა.

მტკიცებულება: ბრძანება (იხ.ტ1.ს.ფ.208);

 

3.2.13. 2017 წლის 13 თებერვალს, სა---------–-----------–------------–---------------------ოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს ალექსანდრე ონოფრიშვილს წერილი გაუგზავნა ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ გედენიძემ, რომლის მიხედვით სა---------–-----------–------------–---------------------ოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 07 დეკემბრის №910 წერილის საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის №2211161630 დასკვნის თნახმად, ვლადიმერ გედენიძემ წარადგინა სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ ანგარიშს გატარებული ღონისძიებების დამადასტურებელი დოკუმენტებით. კერძოდ: სსიპ ალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა ნ-----–-ა სა--------ემ სკოლაში აღმოაჩინა ფინანსური დარღვევები, რის შესახებაც აცნობა სა---------–-----------–------------–---------------------ოს ტერიტორიულ ორგანოს - ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და საფინანსო პოლიციას. სა---------–-----------–------------–---------------------ოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის ნინო კოპალიანის მიერ სკოლის ანგარიშიდან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, თვითნებურად თავისი და თავისი შვილის გიორგი კოპალიანის პირად ანგარიშზე გადარიცხულმა თანხამ ჯამში შეადგინა 58.996,38 ლარი. თანხების გადარიცხვის ფაქტის აღმოჩენის შემდგომ ნინო კოპალიანი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. სკოლის ყოფილი დირექტორის ნ-----–-ა სა--------ის მიერ შეიცვალა მომსახურების გამწევი ბანკი და გაიხსნა სკოლის ახალი საბანკო ანგარიში, რომელზედაც აქტიურ რეჟიმში კონტროლდება თანხების გადარიცხვა. სკოლის ბუღალტერი ასევე აწარმოებს ყოველი თვის სახელფასო უწყისებს და ხელფასების გაცემა ხორციელდება სკოლის საშტატო განრიგისა და მოქმედი ტარიფიკაციის შესაბამისად. სკოლის საათობრივი ბადით გათვალისწინებულ გაკვეთილებს ატარებენ შესაბამისი მასწავლებლები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულებები და მათი ჩანაცვლება განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება მხოლოდ სკოლის დირექციასთან შეთანხმებით. რაც შეეხება სამსახურში გამოცხადების ჟურნალში თანამშრომელთა აღრიცხვას, მასში ყოველდღიურად ხდება სკოლის ყველა თანამშრომლის მიერ სამსახურში გამოცხადების და სამსახურის დატოვების მონაცემების დაფიქსირება და შემდგომში მის შესაბამისად ხდება თანამშრომელთათვის ხელფასის დარიცხვა.

მტკიცებულება: მიმართვა (იხ.ტ1.ს.ფ.209-210);

 

3.2.14. 2016 წლის 08 აგვისტოს სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტრომა ნ-----–-ა სა--------ემ ახსნა-განმარტებით მიმართა სა---------–-----------–------------–---------------------ოს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რომლის მიხედვით - მიმდინარე წლის 29 ივლისს სკოლის ბუღალტერს, ნინო კოპალიანს, მოთხოვა წარმოედგინა ივლისის თვის ხარჯები, რათა სკოლის ანგარიშზე არსებული ნაშთის მიხედვით დაეგეგმა სარემონტო სამუშაოების წარმოება პირველ კლასელთა საკლასო ოთხებში. ვინაიდან 2016 წლის 01 აგვისტოდან ნინო კოპალიანი იმყოფებოდა შვებულებაში, 02 აგვისტოს მივიდა სს ,,ლიბერთი ბანკში’’ და მოითხოვა სკოლის ანგარიშიდან ერთი წლის ამონაწერი, რათა გადაეხადა ხარჯებისთვის და მომდევნო სასწავლო წლისთვის დაეგეგმა სკოლის ბიუჯეტი. სკოლას მხოლოდ ერთი ანგარიში აქვს. ნინო კოპალიანის, როგორც ბუღალტერის მოვალეობას განეკუთვნებოდა - ბანკთან ურთიერთობა, უწყისების წარმოება და თანხების გადარიცხვების განხორციელება. სს ,,ლიბერთი ბანკმა’’ ნ-----–-ა სა--------ეს 05.08.2015 წ. – 01.08.2016 წ. პერიოდის ამონაწერი, ამონაწერის გაცნობისას აღმოაჩინა, რომ სკოლის ანგარიშიდან ბუღალტერს, ნინო კოპალიანს, 05.08.2015 – 01.08.2016 პერიოდში თავისი შვილის, გიორგი კოპალიანის ანგარიშზე, რომელიც სკოლაში მე-4 კლასებს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ასწავლის ცეკვას (კვირეული დატვირთვა 2 სთ.) გადარიცხული აქვს 16 255 ლარი წრის გადასახადის დანიშნულებით. სკოლაში არანაირი წრე არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ბუღალტერს აღნიშნული თანხების გადარიცხვა განხორციელებული აქვს არამიზნობრივად. ნ-----–-ა სა--------ემ იმავე დღეს წერილობით მიმართა სს ,,ლიბერთი ბანკს’’, რათა მოემზადებიათ ნინო კოპალიანის სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლაში მუშაობის მთელი პერიოდის ამონაწერი (ნინო კოპალიანი სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლაში დანიშნულია ბუღალტრის თანამდებობაზე 2011 წლის 22 ნოემბრის №1კ/16 ბრძანებით). სს ,,ლიბერთი ბანკმა’’ მიაწოდა ამონაწერი 22.11.2011 წლიდან 01.08.2016 წ. ჩათვლით. ამონაწერის გაცნობისას აღმოაჩინა, რომ ნინო კოპალიანს თანხები სკოლის ანგარიშიდან არამიზნობრივად აქვს გადარიცხული თავისი შვილის, გიორგი კოპალიანის ანგარიშზე. გადარიცხული თანხის რაოდენობამ 2013 წლის 30 სექტემბრიდან ამავე წლის 27 დეკემბრამდე შეადგინა - 3 715,89 ლარი; 2014 წლის 13 იანვრიდან ამავე წლის 22 აგვისტოს ჩათვლით - 11 754,30 ლარი; 2015 წლის 20 მარტიდან ამავე წლის ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 13 260.00 ლარი, ხოლო 2016 წლის 18 იანვრიდან ამავე წლის 19 ივლისის ჩათვლით - 9 245.00 ლარი. ჯამში, გიორგი კოპალიანის ანგარიშზე არამიზნობრივად გადარიცხულმა თანხამ შეადგინა: 37 975,19 (ოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას სამოცდათხუთმეტი ლარი და 19 თეთრი) ლარი. ბანკის ამონაწერის 50-ე გვერდზე გაურკვეველია ნინო კოპალიანის ანგარიშზე გადარიცხული თანხების მიზნობრიობა: 2014 წლის 01 აგვისტო - 648,92 ლარი, 15 აგვისტო - 496.00 ლარი, 18 აგვისტო - 648,92 ლარი. ამონაწერის 61-ე გვერდზე 2015 წლის 06 თებერვალს ნინო კოპალიანს საკუთარ ანგარიშზე უსაფუძვლოდ გადარიცხული აქვს 41 126,90 ლარი. აღნიშნული თანხა მას სკოლისათვის დღემდე არ აქვს დაბრუნებული. მას შემდეგ, რაც ნ-----–-ა სა--------ისთვის ცნობილი გახდა ნინო კოპალიანის მიერ სკოლის კუთვნილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტი, მოახდინა შემდეგი სახის რეაგირება: ესაუბრა ბუღალტერს, რომელმაც სთოვა, რომ ფაქტი არ გაეხმაურებია და დაფარავდა მის მიერ წაღებულ თანხებს. ასევე მიმართა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს განცხადებით ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. მტკიცებულება: ახსნა-განმარტება (იხ.ტ2.ს.ფ.108-110);

 

3.2.15. 2016 წლის 09 სექტემბერს სა---------–-----------–------------–---------------------ოს შიდა აუდიტის დეპარტამენტს ახსნა-განმარტებით მიმართ სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორმა ნ-----–-ა სა--------ემ, რომლის მიხედვით 2016 წლის 23 აგვისტოს მან ოფიციალური წერილით მიმართა ლიბერთი ბანკის იმერეთის რეგიონალურ ფილიალს თხოვნით მიეწოდებინათ ინფორმაცია სკოლის თანამშრომლების სახელფასო რეესტრის შესახებ 2011 წლის 22 ნოემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ მოთხოვნაზე ბანკმა სრულყოფილად ვერ მიაწოდა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, კერძოდ ვერ მიაწოდა სახელფასო რეესტრები 2011 წლის 22 ნოემბრიდან 2012 წლის 21 აგვისტომდე.

მტკიცებულება:ახსნა-განმარტება (იხ.ტ2.ს.ფ.155);

 

3.2.16. 2016 წლის 23 აგვისტოს სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორმა ნ-----–-ა სა--------ემ მიმართა ლიბერთი ბანკის იმერეთის რეგიონალური ფილიალის მმართველს ვახტანგ დუნდუას, რომლის მიხედვითაც ნ-----–-ა სანდყუხაძემ სკოლის სახელფასო რეესტრების დაჯამებისას აღმოაჩინა უზუსტობები მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება სკოლის თანამშრომლების სახელფასო რეესტრების შესახებ ჩაშლილი ფორმით 2011 წლის 22 ნოემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით.

მტკიცებულება: მიმართვა(იხ.ტ2.ს.ფ.156);

 

3.2.17. 2016 წლის 10 ოქტომბრის ნ-----–-ა სა--------ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მან მიმართა სა---------–-----------–------------–---------------------ოს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რომლის მიხედვით, სსიპ - ქალაქ ქუთისის №13 საჯარო სკოლის ცეკვის მასწვლებელს გიორგი კოპალიანს სკოლაში წარმოდგენილი არა აქვს შრომის წიგნაკი ან პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. ასევე არა აქვს წარმოდგენილი განათლების რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი). მის პირად საქმეში ინახება: 1. ავტობიოგრაფია; 2. ცნობა შპს-დან ,,XXI საუკუნე’’, რომელიც დათარიღებული არ არის. 3. ცნობა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და 4. პრაქტიკოსი მასწავლებლის სერთიფიკატი.

მტკიცებულება: ახსნა-განმარტება(იხ.ტ2.ს.ფ.183);

 

3.2.18. 2016 წლის 18 ოქტომბერს ნინო კოპალიანმა მისცა ახსნა-განმარტება სა---------–-----------–------------–---------------------ოს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რომლის მიხედვითაც მას დაესვა შეკითხვა: სკოლის მიერ წარმოდგენილია ორი ცნობა, სადაც ნინო კოპალიანის ხელფასი, როგორც ქალაქ ქუთაისის №13 სკოლის ბუღლტრისა შეადგენს 536,00 ლარს (ხელზე ასაღები). ნინო კოპალიანის შედგენილია თუ არა აღნიშნული ცნობები ,,MEშ 8 16 00001713’’ და გამოიყენა თუ არა სადმე? აღნიშნულზე ნინო კოპალიანმა უპასუხა, რომ ორივე ცნობა მისი შედგენილია, მაგრამ გამოიყენა თუ არა ეს ცნობები არ ახსოვს. 2016 წლის თებერვლის თვეში ,,ლიბერთი ბანკში აღებული აქვს იპოთეკური სესხი, მაგრამ არ ახსოვს ზემოაღნიშნული ცნობების წარადგინა თუ არა. კითხვა: სკოლაში არ ინახება შემდეგი თვეების სახელფასო რეესტრები: 2013 წელი: მარტი; 2014 წელი: თებერვალი და 2015 წელი: აგვისტო (ადმინისტრაცია-ტექ.პერსონალი). იყო თუ არა ზემოჩამოთვლილი რეესტრები სკოლაში და ამჟამად სად არის? პასუხი: ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეესტრები იყო სკოლაში, რომლის საფუძველზეც რიცხავდა ხელფასებს. რაც შეეხება იმას, სად არის ეს დოკუმენტები, ნინო კოპალიანისთვის უცნობია, მან ყველა დოკუმენტი სკოლაში დატოვა. ადასტურებს, რომ სკოლიდან მისი წამოსვლის შემდეგ სკოლისათვის ბუღალტრული დოკუმენტები არ გადაუბარებია, ვინაიდან ეს არ მოუთხოვია სკოლის დირექციას. კოთხვა: რატომ განსხვავდება სკოლაში არსებულ სახელფასო რეესტრებში (სკოლის ეგზამპლარი) ნინო კოპალიანის და გიორგი კოპალიანის ხელფასები ,,ლიბერთი ბანკში’’ არსებულ სახელფასო რეესტრებში და საბანკო ამონაწერში ნინო კოპალიანზე და გიორგი კოპალიანზე გაცემული ხელფასებიდან (2012-2016 წლებში)? პასუხი: ნინო კოპალიანი ადასტურებს, რომ ,,ლიბერთი ბანკში’’, რომელი რეესტრებიც მიჰქონდა, იქ მასზე და მის შვილზე გიორგი კოპალიანზე ხელფასები დაფიქსირებული იყო მეტობით. ასევე ადასტურებს, რომ არც ყოფილმა დირექტორმა დავით ყუფარაძემ და არც ამჟამინდელმა დრექტორმა ნ-----–-ა სა--------ემ ეს არ იცოდნენ.

მტკიცებულება: ახსნა-განმარტება (იხ.ტ2.ს.ფ.198-213);

 

3.2.19. 2016 წლის 26 აგვისტოს სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორმა ნ-----–-ა სა--------ემ ახსნა-განმარტება მისცა სა---------–-----------–------------–---------------------ოს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რომლის მიხედვით სკოლა სარგებლობს ლიბერთი ბანკის საბანკო მომსახურებით, სადაც ჩართული აქვს ინტერნეტბანკის მომსახურება. მისი დირექტორად დანიშვნის დღიდან 2016 წლის 24 აგვისტომდე არ ჰქონდა თავის სახელზე გახსნილი ინტერნეტბანკის მომხმარებელი. მომხმარებელი გახსნილი იყო მხოლოდ სკოლის ბუღლტერზე ნინო კოპალიანის სახელზე, დაახლოებით მისი მოსვლის დღიდან და მინიჭებული ჰქონდა სკოლის ანგარიშის განკარგვის უფლება. ვინაიდან მის სახელზე არ იყო მომხმარებელი, მას არასოდეს განუხორციელებია გადარიცხვა, ყველა გადარიცხვას ახორციელებდა ნინო კოპალიანი. ასევე განმარტა, რომ სკოლის ბეჭედი არასოდეს უთხოვებია მისთვის. მტკიცებულება: ახსნა-განმარტება(იხ.ტ2.ს.ფ.214-216);

 

3.2.20. 2016 წლის 18 ოქტომბერს სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის ცეკვის ყოფილმა პედაგოგმა ავთანდილ კოპალიანმა ახსნა-განმარტება მისცა სა---------–-----------–------------–---------------------ოს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რომლის მიხედვით სსიიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლაში ცეკვის პედაგოგად მუშაობდა 2013 წლის სექტემბრის თვიდან 2016 წლის სექტემბრის თვემდე. აღნიშნულ სკოლასთან მუშაობის განმავლობაში სკოლასთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონია, ატარებდა თავისი შვილის კუთვნილ საათებს (მე-4 კლასებს კვირაში 2 საგაკვეთილო საათი). კერძოდ, ბოლო სამი სასწავლო წლის განმავლობაში (2013-2014 ს/წ; 2014/2015 ს/წ; 2015/2016 ს/წ.) თავის შვილს სკოლაში გაკვეთილები არ ჩაუტარებია და მის ნაცვლად ცეკვის გაკვეთილებს ბავშვებს უტარებდა ავთანდილ კოპალიანი, ხოლო ხელშეკრულება გაფორმებული იყო გიორგი კოპალიანთან.

მტკიცებულება: ახსნა-განმარტება(იხ.ტ2.ს.ფ.217);

 

3.2.21. 2016 წლის 27 ოქტომბერს სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ გედენიძემ ახსნა-განმარტება მისცა სა---------–-----------–------------–---------------------ოს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რომლის მიხედვითაც კითხვაზე, 2014-2015 და 2015-2016 სასწავლო წლებში ვინ ატარებდა ცეკვის გაკვეთილებს IV კლასებში (ქართულ და რუსულ სექტორებზე), ვლადიმერ გედენიძემ უპასუხა, რომ სკოლას, როგორც ცეკვის პედაგოგთან ხელშეკრულება გაფორმებული აქვს გიორგი კოპალიანთან. 2014-2015 სასწავლო წელს ცეკვის გაკვეთილებს ატარებდა მხოლოდ გიორგი კოპალიანი და ადასტურებს, რომ მის მამას ავთნდილ კოპალიანს 2014-2015 სასწავლო წელს სკოლაში ცეკვის გაკვეთილი არ ჩაუტარებია. რაც შეეხება 2015-2016 სასწავლო წელს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გიორგი კოპალიანი ზამთრის პერიოდში (2015 წლის დეკემბრისა და 2016 წლის იანვარ-თებერვლის თვეში) აცდენდა გაკვეთილებს, დაახლოებით თვეში 4 გაკვეთილიდან აცდენდა ერთს და მის ნაცვლად გაკვეთილს ატარებდა ავთანდილ კოპალიანი. ავთანდილ კოპალიანთან სკოლას არც შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული და არც ბრძანება დაწერილა მასზე. რაც შეეხება 2015 წლის შემოდგომას და 2016 წლის გაზაფხულს, არ ახსოვს გიორგი კოპალიანმა გააცდინა თუ არა გაკვეთილები და მის ნაცვლად ჩაატარა თუ არა ავთანდილ კოპალიანმა ცეკვის გაკვეთილები. ადასტურებს, რომ იმ გაკვეთილების გაცდენის აღრიცხვიანობა არ უწარმოებია, როდესაც გიორგი კოპალიანს ცვლიდა მამამისი.

მტკიცებულება: ახსნა-განმარტება(იხ.ტ4.ს.ფ.872-873).

 

3.2.22. 2016 წლის 27 ოქტომბერს სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის შემოსასვლელი კარის მეთვალყურემ მარინე ყუბანეიშვილმა ახსნა-განმარტება მისცა სა---------–-----------–------------–---------------------ოს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რომლის მიხედვითაც დაადასტურა, რომ 2014-2015 და 2015-2016 წლებში სკოლის პედაგოგთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვიანობა წარმოებდა სპეციალურ ჟურნალში, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელი თავად არის. აღნიშნულ ჟურნალებში (2014-2015 და 2015-2016 სასწავლო წლებში) გიორგი კოპალიანის გრაფის გასწვრივ ხელს აწერდა ხან გიორგი კოპალიანი და ხან მისი მამა, ავთანდილ კოპალიანი. თუმცა ზუსტად რამდენჯერ მოაწერეს ხელი გიორგიმ ან ავთანდილმა არ იცის. ასევე ადასტურებს, რომ 2015-2016 სასწავლო წლებში, გიორგი კოპალიანის ავადმყოფობასთან დაკავშირებით, უფრო მეტჯერ აქვს ხელი მოწერილი ავთანდილ კოპალიანს.

მტკიცებულება: ახსნა-განმარტება(იხ.ტ4.ს.ფ.877-878);

 

3.2.23. 2016 წლის 20 ოქტომბერს სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ევგენია ვიაზოვსკაიამ ახსნა-განმარტება მისცა სა---------–-----------–------------–---------------------ოს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რომლის მიხედვით მის სადამრიგებლო კლასში ცეკვის გაკვეთილებს ატარებდა გიორგი კოპალიანი და გაკვეთილი ტარდებოდა კვირაში 1 საგაკვეთილო საათი. იმ შემთხვევაში, როდესაც გიორგი კოპალიანი აცდენდა ცეკვის გაკვეთილს, მის მაგივრად ცეკვის გაკვეთილს ატარებდა მისი მამა, ავთანდილ კოპალიანი. გიორგი კოპალიანის მხრიდან გაკვეთილის გაცდენას სისტემატური ხასიათი არ ჰქონია, სავარაუდოდ მის მიერ, სასწავლო წლის განმავლობაში გაკვეთილი გაცდა 1 ან 2-ჯერ. გიორგი კოპალიანის მამა, ავთანდილ კოპალიანი სკოლაში ხშირად დაუნახავს, მაგრამ რა მიზნით იმყოფებოდა ან რას აკეთებდა მისთვის უცნობია.

მტკიცებულება: ახსნა-განმარტება(იხ.ტ4.ს.ფ.887);

 

3.2.24. 2016 წლის 12 დეკემბერს შედგა სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი. სხდომას ესწრებოდნენ: ქსენია კოვალიოვა, ნონა კომახიძე, თინათინ კუბლაშვილი, ნინო შალამბერიძე, ფიქრია დვალიშვილი, ნინო შალამბერიძე და მარია ჩერქეზია. სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ სსოპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორი - ნ-----–-ა სა--------ე და მოადგილე - ვლადიმერ გედენიძე. სხდომას თავმჯდომარეობდა - თინათინ კუბლაშვილი; სხდომის მდივანი - ნინო შალამბერიძე. დღის წესრიგად განისაზღვრა: სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის ნ-----–-ა სა--------ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს: მომხრე - 7, წინააღმდეგი - 0, თავი შეიკავა - 0. კენჭისყრის შედეგად სამეურვეო საბჭომ დაადგინა: 1. არ შეუწყდეს უფლებამოსილება სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორს ნ-----–-ა სა--------ეს და მიეცეს ვადა სკოლაში დაფიქსირებული ხარვეზის აღმოფხვრისათვის. 2. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს სა---------–-----------–------------–---------------------ოს.

მტკიცებულება: სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი №10 (იხ.ტ1.ს.ფ.196-200);

 

3.2.25. 2016 წლის 27 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოსცა ბრძანება №1/კ-462 სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის ნ-----–-ა სა--------ესთან შრომითი ურთიერთობი შეწყვეტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორს ნ-----–-ა სა--------ესთან (პ/ნ 60001061029) შეწყდა შრომითი ურთიერთობა.

მტკიცებულება: ბრძანება (იხ.ტ1.ს.ფ.201);

 

3.2.26. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.

 

3.2.27. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

მოსარჩელე ბუღალტერის მიერ ჩადენილ ფაქტს არ უარყოფს, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავს მის მიერ ფაქტის ცოდნას და სამსახურიდან გათავისუფლება მიაჩნია უკანონოდ, რადგან რომ არა მის მიერ ფაქტის გამოკვლევა და მხილება, დარღვევა გაგრძელდებოდა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ შემოწმებამდე.

 

სამოქალაქო საქმეზე ას - 415-395, საკასაციო პალატამ განმარტა - ,,ნიშანდობლივია, რომ შრომით სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონო დათხოვნაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნისნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარმოუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დააღღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა“.

-განსახილველ შემთხვევაში, შესაბამისად მოპასუხეა ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს ნ-----–-ა სა--------ის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების უხეში დაღვევის ფაქტები, რაც სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, ნ-----–-ა სა--------ის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად იქნება მიჩნეული.

 

დავის სამართლიანად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხია დადგინდეს, ნ-----–-ა სა--------ის მიერ გადაცდომის ხარისხის შესაბამისობა, მისი სამსახურიდან გათავისუფლებასთან მიმართებაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა განმარტებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება უნდა ჩაითვალოს უკანონოდ, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №910 (06.12.2016) და №1/კ - 462 (27.12.2016) ბრძანება და ნ-----–-ა სა--------ე არგენილი უნდა იქნას სსიპ - ქ. ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. ამასთან მასვე უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური - 750.00 ლარი, გათავისუფლების მომენტიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტამდე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია;

ევროპის სოციალური ქარტია;

საქართველოს შრომის კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით შრომა თავისუფალია. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, განისაზღვრება კანონით.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის 1-ლი, 2-ე და 3-ე ნაწილით:

,,1. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

3. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები”.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია შრომის თავისუფლება, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ უფლებას წარმოადგენს. ამ უფლების სწორი შინაარსობრივი გააზრებისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა განისაზღვროს, თავად ცნება ,,შრომის“ მნიშვნელობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილებაში, საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ ,,ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა ვერ ჩაითვლება ,,შრომად“ და არ ექვემდებარება დაცვას კონსტიტუციის 30-ე მუხლის საფუძველზე. ,,შრომად“ შეიძლება გავიგოთ მხოლოდ ისეთი საქმიანობა, რომელიც მატერიალური და სულიერი თვალსაზრისით ემსახურება ადამიანის ცხოვრების საფუძვლის შექმნასა და შენარჩუნებას. შრომა, ერთის მხრივ, წარმოადგენს ადამიანის მატერიალური უზრუნველყოფის, ხოლო მეორეს მხრივ, პიროვნული თვითრეალიზაციისა და განვითარების საშუალებას. ადამიანის პროფესიული საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს რამოდენიმე მიმართულებას, მაგრამ საქმიანობის ნაწილი წარმოადგენს კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს მაშინ, როდესაც ის განგრძობადი და მატერიალური შემოსავლის მომტანია ან მისი ჩამოცილებით აღარ იარსებებდა შემოსავლის მომტანი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება“. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მოცემულ გადაწყვეტილებაში, კონსტიტუციით აღიარებული ,,შრომის“ ცნების ქვეშ მოიაზრებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მატერიალური შემოსავლის მომტანია ან როცა ის პირის პროფესიული საქმიანობის განუყოფელ და ძირითად ნაწილს წარმოადგენს.

 

6.4. ევროპის სოციალური ქარტია, 24-ე მუხლის ,ა“ ქვეპუნქტით ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან.

როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზით დგინდება, რომ შრომის თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვას, ის გაცილებით ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს უფლებათა ვრცელ სპექტრს: პროფესიისა და საქმიანობის სახეობის არჩევის თავისუფლებას, შრომითი შესაძლებლობების თავისუფალ გამოყენებას, სათანადო სამუშაო პირობებით უზრუნველყოფას, სამართლიანი და ადექვატური გასამრჯელოს მიღების უფლებას, სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლებისა და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისაგან დაცულობას და რაც მთავარია თავად უმუშევრობისგან დაცვის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლს მიხედვით: ,,სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით“. სწორედ ამ კონსტიტუციური დებულების საფუძველზე, ქვეყანაში დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მისაღწევად, სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს: დასაქმების სპეციალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, დასაქმების უფასო სამსახურების შექმნას, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას, უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის პროექტების დაფინანსებას და ა. შ. თავისთავად შრომის უფლება მოიცავს მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა უფლებასა და მოვალეობას. შრომის უფლება ისეთ დებულებათა ნაკრებია, რომლებიც თანაბრად ითვალისწინებს როგორც ტრადიციულ თავისუფლებებს, ისე უფლებებისადმი თანამედროვე მიდგომებსა და ვალდებულებებზე ორიენტირებულ პერსპექტივას, რომელიც მოიცავს მკაცრად განსახორციელებელ სამართლებრივ მოვალეობებს და პოლიტიკურ ვალდებულებებს. სიტყვა „შრომა“ განიხილება სამსახურის გაწევად სხვა ადამიანისთვის და ამ ადამიანის ხელმძღვანელობით და ამ სამსახურისთვის ანაზღაურების მიღებად.

 

6.5. საქართველოში, შრომითი ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი აქტია ,,შრომის კოდექსი". საკითხები, რომელიც ამ კანონით არ რეგულირდება, უნდა დარეგულირდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

საქართველოს შრომის კოდექსის მეორე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით:

,,1. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით”.

ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლით ,,შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული”.

სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა არის დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დამსაქმებლისათვის ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობებისას დასაქმებული სამუშაოს ასრულებს დამსაქმებლის მიერ დადგენილი და უზრუნველყოფილ ,,შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების" პირობებში და მას ანაზღაურება მიეცემა საბოლოო პროდუქტის ხარისხის მიუხედავად. მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილია, რომ 2014 წლის 11 სექტემბერს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ლაშა ვერულავას მიერ გამოიცა ბრძანება №1.2/1634 სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორად ნ-----–-ა სა--------ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, რომლის მიხედვით სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორად 6 წლის ვადით, რეგისტრაციაში გატარდა ნ-----–-ა სა--------ე (პ/ნ 60001061029). მისი ხელფასი შედგენდა თვეში დარიცხულ 750 ლარს.

 

6... საქართველოს შრომის კოდექსის შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ პუნქტის თანახმად მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

სასამართლო განმარტავს, რომ შრომის თავისუფლებას იცავს კანონი. ნებისმიერ დასაქმებულს უფლება აქვს სადაო გახადოს მისი გათავისუფლების კანონიერება და მოითხოვოს სამუშაოზე აღდგენა. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ დამსაქმებელი შეზღუდულია დასაქმებულის ნებისმიერ დროს გათავისუფლებაში. მას უნდა გააჩნდეს დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიჩნეული იქნება უკანონოდ გათავისუფლებულად.

წინამდებარე შემთხვევაში, მოსარჩელე სადაოდ ხდის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებას. ამტკიცებს, რომ მას გადაცდომა არ ჩაუდენია და უსაფუძვლოა მისი სამსახურიდან გათავისუფლება.

-სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა დაკისრებული თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულება. ანუ მას უნდა შეესრულებინა დაკისრებული ფუნქცია და მიეღო შესაბამისი ანაზღაურება. მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყვნენ. შესაბამისად მათ ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ ვალდებულებები. ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს მეორის სასარგებლოდ აიძულებს გარკვეული მოქმედების შესრულებას ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. მოსარჩელეს მოვალეობა უნდა შეესრულებინა ჯეროვნად და სრულად, ანუ ისე როგორც ამას მოითხოვს საქ. სსკ-ის 361-ე მუხლი. ანალოგიურად თავისი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა დამსაქმებელსაც.

-როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მიერ სადავოა ბუღალტერის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესაბამისობა, მისი ქმედების მიზეზშედეგობრივი თვალსაზრისით შეფასებისას, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას-არის თუ არა ნ-----–-ა სა--------ის მიერ ადმინისტრაციული გადაცდომა ჩადენილი და ასეთის არსებობისას, სამსახურიდან გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადექვატური.

ნიშანდობლივია, რომ ამ პრინციპის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნას ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადექვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილად ხდის.

 

-ამდენად, თუ არ არსებობს ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძველი, დამსაქმებელს შეუძლია დასაქმებულს ხელშეკრულება შეუწყვიტოს მხოლოდ მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რაც გამორიცხავს მისი მხრიდან სუბიექტური გადაწყვეტილების მიღებას. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს და გამოიკვლიოს თუ რამდენად მართებულად გამოიყენა დამსაქმებელმა თანამდებობიდან განთავისუფლების ზომა და არსებობდა თუ არა მისი საფუძველი.

 

6.7. როგორც აღინიშნა, ევროპის სოციალური ქარტია, 24-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან.

-საქართველოს საკასაციო სასამართლოს (იხ.სუსგ №ას-527-495-2010, 11.10.2010 წელი) განმარტებით-„..საერთაშორისო სამართლის ნორმები გვაძლევენ უალტერნატივო დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე, აღნიშნული სტანდარტების, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თანამდევად, მხოლოდ დაქირავებულის სასარგებლოდ შეცვლაზე. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებული სახელმწიფოებრივი ნება სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისა, პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან, რაც ცალსახად გულისხმობს დასაქმებულის უფლების დაცვას“.

 

6.8. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სადავო გახადა სკოლის ბუღალტერის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის მისი სამსახურიდან გათავისუფლების კანონშესაბამისობა.

-შრომითი დავის განხილვისას სასამართლო აფასებს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, დარღვეულია, თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ადგილი ხომ არ აქვს დისკრიმინაციის ფაქტს და ა.შ. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელია, თუ სასამართლოსათვის უცნობია ხელშეკრულების მოშლის მიზეზი და უცნობია ან არ დადგინდა დავის წარმოშობის მიზეზი.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ფორმით შექმნილ (სამეწარმეო, არასამეწარმეო) სუბიექტს, უფლება აქვს, რა სამსახურში მიიღოს მუშაკი, ასევე შეუძლია მისი სამსახურიდან გათავისუფლება მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისას, თუმცა ეს უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი აქტის, ბრძანების გამოცემის გზით, ხოლო თავის მხრივ ბრძანება, კონსტრუქციით და შინაარსით უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას. წინაღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია გააუქმოს კანონშეუსაბამო, ფორმის დაუცველად გამოცემული აქტი, როგორც ბათილი გარიგება.

 

6.9. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ-----–-ა სა--------ემ 2016 წლის 02 ოქტომბერს მიმართა (აცნობა) ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ბადრი ვაშაკიძეს იმის შესახებ, რომ 2016 წლის 02 აგვისტოს ლიბერთი ბანკიდან მოითხოვა სკოლის ანგარიშიდან ერთი წლის ამონაწერი, მომდევნო სასწავლო წლისთვის სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით. ამონაწერის გაცნობისას აღმოაჩინა, რომ სკოლის ანგარიშიდან ბუღალტერს ნინო კოპალიანს 5.08.2015 წლიდან 01.08.2016 წ. ჩათვლით გიორგი კოპალიანის ანგარიშზე გადარიცხული აქვს 16. 255.00 ლარი ცეკვის წრის გადასახადის დანიშნულებით. აღნიშნული ფაქტი დოკუმენტალურად არის დადასტურებული ბანკის ამონაწერით. სკოლაში არანაირი წრე არ ფუნქციონირებს, აქედან გამომდინარე, აღნიშნული თანხების გადარიცხვა მოხდა არაკანონიერად მითვსების გზით. ნ-----–-ა სა--------ე მიმართვით ითხოვს რეაგირების მოხდენას. (იხ.ტ1.ს.ფ.71);

 

6.10. ასევე დადგენილია, რომ - 2016 წლის 10 აგვისტოს სსიპ ქ. ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორმა ნ-----–-ა სა--------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს უფროსს გიორგი მერებიშვილს. განცხადების მიხედვით, ნ-----–-ა სა--------ე 2014 წლის 12 სექტემბრიდან მუშაობს ქ. ქუთაისში, ერისთავის ქუჩა №24-ში განთავსებულ №13 საჯარო სკოლის დირექტორად. როგორც თქვენთვის ცნობილია, სასწავლო დაწესებულებებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე ერიცხებოდათ გარკვეული რაოდენობის თანხა, რომელსაც სკოლა იყენებს მიზნობრივად. სკოლაში ფინანსურ ოპერაციებს ინტერნეტბანკის მეშვეობით ახორციელებდა სკოლის ბუღალტერი ნინო კოპალიანი. 2016 წლის 29 ივლისს, ნ-----–-ა სა--------ემ სკოლის ბუღალტერს, ნინო კოპალიანს სთხოვა წარმოედგინა ივლისის თვის ხსენებული სკოლის ხარჯები, იმისათვის, რომ ანგარიშზე ნაშთის მიხედვით, დაეგეგმა სარემონტო სამუშაოების წარმოება პირველკლასელთა საკლასო ოთახებში. მან მოთხოვნილი ამონაწერი წარუდგინა ხელნაწერი და განუმარტა, რომ აგვისტოს ხელფასის გაცემის შემდეგ ნაშთი დარჩებოდა 900 ლარი, რადგან 1 აგვისტოდან ის შვებულებაში იმყოფებოდა და არ მიაწოდა სრული ამონაწერი. ნ-----–-ა სა--------ე 2 აგვისტოს მივიდა ლიბერთი ბანკში და მოითხოვა სკოლის ანგარიშიდან ერთი წლის ამონაწერი, რომ გადაეხედა ხარჯებისთვის და მომდევნო სასწავლო წლისთვის დაეგეგმა სკოლის ბიუჯეტი. ლიბერთი ბანკმა მიაწოდა ამონაწერი 5.08.2015წ. – 1.08.2016 წ. პერიოდის. ამონაწერის გაცნობისას ნ-----–-ა სა--------ემ აღმოაჩინა, რომ სკოლის ანგარიშიდან ბუღლტერს ნინო კოპალიანს 5.08.2015 წლიდან 01.08.2016 წ. ჩათვლით, მისი შვილის, რომელიც აღნიშნულ სკოლაში მე-4 კლასებს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ასწავლის ცეკვას, კვირეული დატვირთვა 2სთ.), გიორგი კოპალიანის ანგარიშზე გადარიცხული აქვს 16 255 ლარი, წრის გადასახადის დანიშნულებით. სკოლაში არანაირი წრე არ ფუნქციონირებს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული თნხების გადარიცხვა მოხდა არაკანონიერად, რის შესახებაც 2016 წლის 03 აგვისტოს დაუყოვნებლივ აცნობა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ბატონ ბადრი ვაშაკიძეს. იმავე დღეს ოფიციალური წერილით მიმართა ლიბერთი ბანკს, რომ მოემზადებინათ ნინო კოპალიანის, მე-13 საჯარო სკოლაში მუშაობის მთელი პერიოდის ამონაწერი. იგი ხელშეკრულებით (მე-13 საჯარო სკოლაში დანიშნულია ბუღალტერის თანამდებობაზე 2011 წლის 22 ნოემბერს. ბრძანება 1კ/16) ლიბერთი ბანკმა მიაწოდა ამონაწერი 22.11.2011 წლიდან 01.08.2016 წ. ჩათვლით. ნ-----–-ა სა--------ემ ამონაწერის შესწავლისას აღმოაჩინა, რომ ნინო კოპალიანი თანხების უკანონო გადარიცხვას მისი შვილის გიორგი კოპალიანის ანგარიშზე აწარმოებდა 2013 წლის 30 სექტემბრიდან. უკანონოდ გადარიცხული თანხის რაოდენობამ 2013 წლის 30 სექტემბრიდან 27 დეკემბრამდე შეადგინა - 3715,89 ლარი. 2014 წლის 3 იანვრიდან 22 აგვისტოს ჩათვლით - 11754,30 ლარი. 2015 წლის 20 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 132 60,0 ლარი. სულ უკანონოდ გადარიცხული თანხის რაოდენობამ შეადგინა - 37.975.19 (ოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას სამოცდათხუთმეტი ლარი და 19 თეთრი). ასევე ბანკის ამონაწერის №50 გვერდზე გაურკვეველია ნინო კოპალიანის ანგარიშზე გადარიცხული თანხები: 2014 წლის 1 აგვისტო - 648.92 ლარი, 15 აგვისტო - 496.0 ლარი, 18 აგვისტო - 648.92 ლარი. ამონაწერის №61 გვერდზე 2015 წლის 6 თებერვალს ნინო კოპალიანის ანგარიშზე უკანონოდ გადარიცხული აქვს მივლინების თანხა 320 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, სკოლის ბუღალტერის ნინო კოპალიანის მიერ ადგილი აქვს სკოლის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტს, ვინაიდან იგი თავად იყო უფლებამოსილი პირი აღნიშნული თანხების გადარიცხვაზე. აღნიშნული ფაქტი დოკუმენტალურად არის დადასტურებული ბანკის ამონაწერით. ნ-----–-ა სა--------ემ აღნიშნული განცხადებთ ითხოვა, რომ აღნიშნულ ფაქტზე მოხდეს სწრაფი რეაგირება, რადგან შესაძლებელია ნინო კოპალიანის მიერ მოხდეს საზღვრის გადაკვეთა, რის საფუძველზეც იძლევა ის, რომ მისი შვილი ზვიადი კოპალიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ. (იხ.ტ1.ს.ფ.73-75);

 

6.11. დადგენილია, რომ სსიპ ქ. ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის ნ-----–-ა სა--------ის 2016 წლის 10 აგვისტოს განცხადების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №092100816001 საქმე, სსიპ ქ. ქუთაისის №13 საჯარო სკოლის ბუღალტერის, ნინო კოპალიანის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით. (იხ.ტ1.ს.ფ.76);

 

6.12. დადგენილია, რომ სა---------–-----------–------------–---------------------ოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა №2211161630-ის მიხედვით - 1. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება;

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირს - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს უნდა უზრუნველეყო სკოლის დირექტორის ნ-----–-ა სა--------ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვა და განხილვის შედეგებთან დაკავშირებით სა---------–-----------–------------–---------------------ოში სათანადო ანგარიშის წარდგენა (თანდართული დოკუმენტაციით). ხუთი სამუშაო დღის ვადაში;

 

6.13. ნიშანდობლივია და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ სწორედ ნ-----–-ა სა--------ის, დირექტორის, შემოწმების შედეგად იქნა აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დარღვევა ბუღალტერის მიერ თანხების მითვისების შესახებ, რადგან საქმის განხილვისას მოპასუხე სა---------–-----------–------------–---------------------ოს წარმომადგენელმა მ------ მა------ემ განმარტა, რომ, როგორც წესი, არ ხდება სკოლების აუდიტორული შემოწმება. მსგავსი შემოწმების საფუძველი შეიძლება გახდეს სამინისტროსათვის ნებისმიერი სახით მიწოდებული ინფორმაცია შესაძლო გადაცდომის შესახებ. მისივე განმარტებით, ნ-----–-ა სა--------ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია აუდიტორული შემოწმების დასკვნა, რომლითაც დადგინდა სსიპ ქ. ქუთაისის №13 საჯარო სკოლის ბუღალტერის, ნინო კოპალიანის მიერ ბიუჯეტის თანხების სისტემატურად მითვისება, ხოლო ნ-----–-ა სა--------ემ, როგორც სკოლის დირექტორმა (მენეჯერმა), ვერ შეძლო აღნიშნული ფაქტის დროულად აღმოჩენა, რაც მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ გადაცდომად უნდა ჩაითვალოს.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენელის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მხოლოდ დარღვევის დაფიქსირება დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი არ უნდა გახდეს. ამ მიმართებით, პირველ რიგში უნდა შეფასდეს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დასახელებული გარემოება ნამდვილად წარმოადგენს თუ არა დარღვევას, ხოლო შემდეგ, უნდა დადგინდეს, თუ მითითებული დარღვევის ჩადენაში, ვის მიუძღვის ბრალი.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნინო კოპალიანის მიმართ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №092100816001 საქმე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით. მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო ნ-----–-ა სა--------ის 2016 წლის 10 აგვისტოს განცხადების საფუძველზე. (იხ.ტ1.ს.ფ.76);

 

6.14. მითითებული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზით, დადგენილია, რომ ნ-----–-ა სა--------ის (სკოლის დირექტორის) მიერ განხორციელებული ქმედებების სკოლაში აღმოჩნდა ფინანსური დარღვევები, რის შესახებაც აცნობა სა---------–-----------–------------–---------------------ოს ტერიტორიულ ორგანოს - ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და ფინანსურ პოლიციას. სა---------–-----------–------------–---------------------ოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის ნინო კოპალიანის მიერ სკოლის ანგარიშიდან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, თვითნებურად თავისი და თავისი შვილის გიორგი კოპალიანის პირად ანგარიშზე გადარიცხულმა თანხამ ჯამში შეადგინა 58996,38 ლარი. დადგენილია, რომ ნინო კოპალიანის მიერ თანხის მითვისება ხდებოდა ასევე ნ-----–-ა სა--------ის დირექტორობამდე, წინამორბედი დირექტორის დროს.

ამდენად, ნ-----–-ა სა--------ემ ამხილა სკოლის ბუღალტერი ნინო კოპალიანი და სწორედ აღნიშნულის შემდეგ შეწყდა მისი მართლსაწინააღმდეგო ქცევა. (სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ვინაიდან ნინო კოპალიანის მიმართ, კანონიერ ძალაში შეული განაჩენი წინამდებარე სამოქალაქო საქმეს არ ახლავს, სასამართლო უანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით, არ მიუთითებს ნინო კოპალიანის ბრალეულობაზე, მის მიმართ ინკრიმინირებულ ქმედებაში). მოსარჩელის მიერ ნინო კოპალიანის მხილების მიუხედავად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დირექტორობიდან გაათავისუფლა ნ-----–-ა სა--------ე და ეს მაშინ, როდესაც მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, რომ არა ნ-----–-ა სა--------ის შეტყობინება ფაქტის შესახებ, ალბათობის მაღალი ხარისხით, სამინისტრო რაიმე სახის შემოწმების ჩატარებას, რომლის შედეგად შეიძლება გამოვლენილიყო ნინო კოპალიანის მიერ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, ქალაქ ქუთაისის №13-ე საჯარო საკოლაში არ აპირებდა.

სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს სა---------–-----------–------------–---------------------ოს, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგად, ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლაში გამოვლენილ სხვა დარღვევებზე და აღნიშნავს, რომ მითითებულ დარღვევებზე 2016 წლის 12 დეკემბერს თანამიმდევრულად იმსჯელა ქალაქ ქუთაისის №13-ე საჯარო საკოლის სამეურვეო საბჭომ და ნ-----–-ა სა--------ეს, როგორც დირექტორს, განუსაზღვრა ვადა დარღვევების აღმოსაფხვრელად. (იხ.ტ1.ს.ფ.196-200);

აღნიშნულის მიუხედავად, 2016 წლის 27 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოსცა ბრძანება №1/კ-462 სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის ნ-----–-ა სა--------ესთან შრომითი ურთიერთობი შეწყვეტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორს ნ-----–-ა სა--------ესთან (პ/ნ 60001061029) შეწყდა შრომითი ურთიერთობა (იხ.ტ1.ს.ფ.201);

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებას გასაჩივრებული ბრძანების საფუძვლიანობის შესახებ და მოპასუხეს მიუთითებს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლზე. კერძოდ:

,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტით, ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და სა---------–-----------–------------–---------------------ოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში სა---------–-----------–------------–---------------------ო უფლებამოსილია სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს სა---------–-----------–------------–---------------------ოს წარდგინებაში მითითებულ ვადაში.

იმავე კანონის მე-6.1 პუნქტით, სამეურვეო საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადამდე არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას სკოლის დირექტორს. სა---------–-----------–------------–---------------------ო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება სკოლის დირექტორს. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას დაინტერესებული მხარე სასამართლოში ასაჩივრებს დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.

 

6.15. მოხმობილი კანონი მართალია ფართო უფლებამოსილებით აღჭურავს განათლების მინისტრს, თუმცა აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა, ასევე იცავს განათლების სფეროში დასაქმებულ მუშაკთა უფლებებს. კერძოდ: მოხმობილი ნორმის 49-მუხლის მე-7 პუნქტით - 7. სა---------–-----------–------------–---------------------ო უფლებამოსილია:

ა) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო, თუ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს საქმიანობის გამო დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა; ბ) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;

გ) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;

დ) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.

7 1. დირექტორისთვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სა---------–-----------–------------–---------------------ო უფლებამოსილია, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი სამინისტროები უფლებამოსილი არიან, დანიშნონ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი.

 

-განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლას დირექტორის ნ-----–-ა სა--------ის საქმიანობის გამო ერთი წლის განმავლობაში 2 წერილობითი გაფრთხილება არ მიუღია, დადგენილია, რომ ნინო კოპალიანის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა გამოვლენილი იქნა ნ-----–-ა სა--------ის აქტიური მოქმედებით.

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენელის მოსაზრებას, ნ-----–-ა სა--------ის, როგორც სუსტი მენეჯერული თვისებების შესხაებ და აქვე აღნიშნავს, რომ ნ-----–-ა სა--------ემ დირქტორობის პერიოდში გამოცა არაერთი ბრძანება, რაც მიმართული იყო სკოლის ინტერესების დასაცავად და ფარგლებში. (იხ. სადავო ფაქტობრივი გარებოებები).

 

6.16. ყოველივე მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლოს უქმნის შინაგან რწმენას, რომ სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ მართებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ნ-----–-ა სა--------ე სა---------–-----------–------------–---------------------ოს, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგად, ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლაში გამოვლენილი დარღვევების გამო, არ გაათავისუფლა დირექტორობიდან, ხოლო იმავე ფაქტების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალ. ჯეჯელავას 2016 წლის 27 დეკემბრის №1/კ-462 ბრძანება, სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის ნ-----–-ა სა--------ესთან შრომითი ურთიერთობი შეწყვეტის შესახებ, უნდა ჩაითვალოს ზედმეტად მკაცრ, კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებად და უნდა გაუქმდეს, რადგან შრომის უფლება პირის სოციალურ უფლებათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია და ამ უფლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ვიწრო განმარტება, რომელიც მხოლოდ დასაქმებულის წინააღმდეგ იქნება მიმართული, თავად უფლების არსს შეეწინააღმდეგება. შრომის კოდექსი წარმოადგენს დასაქმებულის დაცვის მინიმალურ სტანდარტს, რასაც ადასტურებს ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილი. კანონმდებელი დამსაქმებელს აღჭურავს რა ფართო უფლებამოსილებით, საკუთარი შეხედულებითა და კანონით დადგენილი მინიმალური სტანდარტის დაცვით დაუწესოს დასაქმებულს დაქვემდებარებული ურთიერთობის პირობები, ამ ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერება სასამართლომ როგორც კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების, ისე - უფლების გამოყენების მართლზომიერების კონტექსტში უნდა შეაფსოს (სკ-ის 115 მუხლი).

„სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14).

 

6.17. სასამართლო დავის გადაწყვეტისას ასევე მიუთითებს შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელ საერთაშორისო აქტებზე, რომლებიც იცავს დასაქმებულს სამუშაოდან წინასწარი შეტყობინებისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გათავისუფლებისგან. კერძოდ, „ევროპის სოციალური ქარტიის“, 4.4 მუხლით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის №1876-რს დადგენილებით), შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლების განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარ მიღების უფლება.

-ადამიანის სოციალურ უფლებებთან ასევე მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-2 მუხლი, რომლის თანახმად ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ, და კულტურულ დარგებში ნაციონალური მეცადინეობის და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურის და რესურსების შესაბამისად ის უფლებები, რომელიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის, ეჭვს არ იწვევს ის გარემოება რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსებისა და თავისუფალი განვითარებისათვის (იხ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა: გადაწყვეტილება ას-549-517-2010 19.10.2010;)

 

6.18. როგორც აღინიშნა, შრომის უფლება კონსტიტუციური უფლებაა. თავისუფალ შრომას იცავს კანონი. კანონის წინაშე დამსაქმებელი და დასაქმებული თანასწორნი არიან. დამსაქმებელს უფლება არ აქვს კანონიერი საფუძველის გარეშე ცალმხრივად შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება და დასაქმებული გაათავისუფლოს სამსახურიდან. სამსახურიდან გათავისუფლებისათვის აუცილებელია არსებობდეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები. სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი, წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების ჩამონათვლის ნაწილს და არა - შრომითი ხელშეკრულების მოშლის მარეგულირებელ ნორმას.

 

6.18. იმავე თანამდებობაზე აღდგენის დასაბუთება.

 

მოსარჩელე ითხოვს იმავე თანამდებობაზე აღდგენას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე უნდა აღდგეს სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადით, რადგან დადგენილია, რომ მისი იმავე თანამდებობიდან გათავისუფლება სასამართლომ შეაფასა, როგორც ზედმეტად მკაცრი და ამასთან კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებად.

-საქართველოს ორგანული კანონით სასამართლოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით-დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

-განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 11 სექტემბერს, ნ-----–-ა სა--------ე, სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის ექვსკაციანი სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული იქნა ხუთი ხმით - 6 წლის ვადით.

დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალ. ჯეჯელავას 2016 წლის 27 დეკემბრის №1/კ-462 ბრძანებით, სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორს ნ-----–-ა სა--------ე გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან.

ვინაიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალ. ჯეჯელავას 2016 წლის 27 დეკემბრის №1/კ-462 ბრძანება, სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის ნ-----–-ა სა--------ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებად იქნა მიჩნეული, ამასთან დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია, ნ-----–-ა სა--------ე უნდა აღდგეს სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადით.

 

-სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ დამსაქმებელს შეუძლია პატივსადები მიზეზების არსებობისას მუსაკის გათავისუფლება და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად - ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძლევადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისთვის დაწესებული ვადის დაუცველად. პატივსადებია საფუძველი, როდესაც ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესიების გათვალიწინებით, არ შეიძლება, მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გარძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის გასვლამდე. იმ შემთხვევაში, თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას წარმოადგენს, მაშინ გამოიყენება საქართველს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის დანაწესი, რომლითაც რეგულირდება ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ურთიერთობები.

 

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს ნ-----–-ა სა--------ის იმავე თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი და ნ-----–-ა სა--------ე აღდგენილი უნდა იქნას სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადით.

 

მოტივაცია განაცდურის დაკისრების ნაწილში.

 

6.19. მოსარჩელე ითხოვს განაცდურის ანაზღაურებას თანამდებობრივი სარგოს (750 ლარი) ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს განმარტოს ,,განაცდურის“ და ,,კომპენსაციის“ იურიდიული ,,ხასიათი“ და მათი მარეგულირებელი სამართლის ნორმები.

-საქართველოს ორგანული კანონით სასამართლოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით -დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

კომპენსაცია ეს არის, რაიმეს სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება, გასამრჯელო; ფულადი თანხა, რომელიც გაიცემა დასვენების დღეს მუშაობის, ზეგანაკვეთური მუშაობის, მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად, ტერიტორიულად სხვა ადგილას სამუშაოდ გადაყვანასთან ან გაგზავნასთან დაკავშირებით, საწარმოს, ორგანიზაციის, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების დროს, მოხელის განთავისუფლების დადგენილი წესის დარღვევისას, სამსახურიდან გათავისუფლებისას: დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო; ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის ან ატესტაციის შედეგების გამო; ასაკის ან სამსახურში მისაღებად დადგენილ მოთხოვნათა დაწესებულების მიზეზით დარღვევის გამო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კომპენსაცია - წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანამდევ სამართლებრივ შედეგს იმ შემთხვევებისათვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის ან ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე.

 

-სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცდენად (განაცდური) უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარება, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა.

 

- საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ შრომის ხელშეკრულების საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების საფუძვლის ბათილობამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა. შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან.

 

- წინამდებარე შემთხვევაში, ვინაიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალ. ჯეჯელავას 2016 წლის 27 დეკემბრის №1/კ-462 ბრძანება, სსიპ - ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის დირექტორის ნ-----–-ა სა--------ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებად იქნა მიჩნეული, მას უნდა მიეცეს განაცდური გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე, ყოველ თვეში 750.00 ლარი, რადგან დადგენილია, რომ ნ-----–-ა სა--------ეს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიეცემოდა ყოველთვიურად შრომის ანაზღაურება, სკოლის საშტატო განრიგის/ნუსხის შესაბამისად 750.00 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით - იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. იმავე კოდექსის 414-ე მუხლით - ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

- განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ-----–-ა სა--------ის იძულებით მოცდენა განპირობებულია დამსაქმებლის ბრალეულობით, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური გათავისუფლებიდან 2016 წლის 27 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 750.00 ლარის ოდენობით.

 

6.20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების შედეგად, დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება, რა დროსაც, პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაცია.

 

სასამართლოს მიჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო სარჩელში მითითებული გარემოებების დამტკიცება, ხოლო მოპასუხემ ვერ მოახდინა შესაგებელში მითითებული გარემოების იმგვარი მტკიცება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო კოდესქის 37-ე მუხლით - პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

 

სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა 100 (ასი) ლარი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წყ ვ ი ტ ა :

 

1. დაკმაყოფილდეს ნ-----–-ა სა--------ის სარჩელი.

 

- ბათილად იქნას ცნობილი (გაუქმდეს) საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას - N910 (06.12.2016) ბრძანება და N1/კ -462 (27.12.2016) ბრძანება სსიპ ქ. ქუთაისის N13 საჯარო სკოლის დირექტორ ნ-----–-ა სა--------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

 

2. მოსარჩელე ნ-----–-ა სა--------ე აღდგენილ იქნას, სსიპ ქ. ქუთაისის N13 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე.

 

3. მოსარჩელე ნ-----–-ა სა--------ეს აუნაზღურდეს იძულებითი განაცდური სამუშაოდან დათხოვნის დღიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 750.00 ლარი.

 

4. მოპასუხე სა---------–-----------–------------–---------------------ოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -100 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე