გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210117002212226
საქმე #2/872-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.05.2018 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,მი----------------------------–------------------სი +“
წარმომადგენელი - თი--------------–-–---–ი
მოპასუხე - გიო----------–---–ი
მოპასუხე - გი--------–---–---–ი
მოპასუხე - გოგ--------–-–---–ი
წარმომადგენელი - ნო–----------–----–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეებს გიო----------–---–ს, გი--------–---–---–ს და გოგ--------–-–---–ს მოსარჩელე შპს ,,მი----------------------------–------------------სი +“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4 056.42 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2 500 ლარი, დარიცხული პროცენტი 1 556.42 ლარი;
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: 2016 წლის 19 ოქტომბერს მოსარჩელემ მოპასუხეებთან სესხისა და თავდებობის №4778455-1067 ხელშეკრულება დადო, რომლის საფუძველზეც მოპასუხე გიო----------–---–მა მიიღო სესხი 2 500 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი თვეში 8 პროცენტით, ხოლო ხელშეკრულების ხანგრძლივობა 12 თვით განისაზღვრა. მოპასუხეებმა გი--------–---–---–მა და გოგ--------–-–---–მა, როგორც თავდებმა პირებმა, მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და თანხა არ გადაიხადეს. მოპასუხეების დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ 4 056.42 ლარი შეადგინა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა გიო----------–---–მა და გი--------–---–---–მა შესაგებელი არ წარმოადგინეს და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ;
2.2. მოპასუხე გოგ--------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ძირი თანხის - 2500 ლარის ნაწილში სცნო. სარგებლის ნაწილში კი განმარტა, რომ ხელშეკრულება კანონის შესაბამისად არ არის შედგენილი, რადგან სარგებელი მხოლოდ დანართშია მითითებული და მისი ოდენობა ძალიან მაღალია.
(იხ. სასამართლოს 25.05.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 11:10:07-11:10:17 სთ)
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე შპს ,,მი----------------------------–------------------სი +“-სა და მოპასუხეებს გიო----------–---–ს, გი--------–---–---–ს და გოგ--------–-–---–ს შორის 2016 წლის 19 ოქტომბერს სესხისა და თავდებობის №4778455-1067 ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა გიო----------–---–მა სესხად 2 500 ლარი მიიღო. სესხზე სარგებლის ოდენობა თვეში 8%-ით განისაზღვრა რომლის გადახდაც, გრაფიკის მიხედვით, ძირ თანხასთან ერთად 12 თვის ვადაში უნდა მომხდარიყო. ამავე ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხეები გი--------–---–---–ი და გოგ--------–-–---–ი წარმოადგენენ თავდებ პირებს, რომლებმაც მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და თავდებობის ხელშეკრულება, დანართი №1 (ს.ფ. 16-17).
3.1.2. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 1.3 პუნქტში მითითებულია, რომ ხელშეკრულების დანართი №1 წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მასში მოცემულია სესხის პროცენტის ოდენობა. დანართი №1-ის მიხედვით სესხის გადახდა 2016 წლის 30 ნოემბრიდან 2017 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით ყოველთვიურად უნდა მომხდარიყო. ყოველთვიურად გადახდილი თანხით დაიფარებოდა ძირი თანხის ნაწილი და სარგებელი. მთლიანობაში გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 4 068.92 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 2 500 ლარი, სარგებელი 1 556.42 ლარი და საკომისიო 12.5 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და თავდებობის ხელშეკრულება, დანართი №1 (ს.ფ. 16-17).
3.1.3. მოპასუხეების მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-15; 41-48).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხემ სადავო გახადა ხელშეკრულებით შეთანხმებული სარგებლის ოდენობის მართლზომიერება და მიუთითა, რომ იგი მაღალია და ამიტომ ბათილი პირობაა. ამ გარემოებასთან დაკავშირებით მსჯელობა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იხილეთ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შპს ,,მი----------------------------–------------------სი +“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
5.3. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 13.01.2017 წლის №2/04 ბრძანება
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებმა 2016 წლის 19 ოქტომბერს სესხისა და თავდებობის №4778455-1067 ხელშეკრულება დადეს, რომლის საფუძველზეც მოპასუხე გიო----------–---–მა სესხად გადაცემული თანხის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადახდის ვალდებულება იკისრა, ხოლო მოპასუხეებმა გი--------–---–---–მა და გოგ--------–-–---–მა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს. ამდენად, მხარეთა შორის არსებობს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ - სესხის და თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობა და დავის გადაწყვეტაც აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ფულის სესხის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში გამსესხებელი ვალდებულია გადასცეს მსესხებელს ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ნაკისრი პროცენტი და ვადამოსულობისას დააბრუნოს მიღებული სესხის თანხა. ამდენად, ფულის სესხი განიხილება ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებად, რომელიც უკავშირებდა გამსესხებლის მიერ მსესხებლისთვის ფულის გადაცემას, ხოლო მსესხებლის ვალდებულებაა დააბრუნოს ნასესხები თანხა შესაბამის ვალუტაში, სასყიდლიანი სესხის შემთხვევაში კი ასევე გადაიხადოს შეთანხმებული სარგებელი.
საქმეში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტებით დასტურდება, რომ მოპასუხე გიო----------–---–მა მოსარჩელესთან დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სესხად 2 500 ლარი მიიღო. სარგებლის ოდენობა კი თვეში 8%-ით განისაზღვრა. თანხის დაბრუნება გრაფიკის მიხედვით 12 თვის ვადაში უნდა მომხდარიყო. მთლიანობაში დასაბრუნებელი სესხის ძირი თანხა 2 500 ლარს, ხოლო სარგებელი 1 556.42 ლარს შეადგენდა. ამასთან, მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა სესხზე 12.5 ლარის ოდნეობით საკომისიოს გადახდაც. მოპასუხე მხარემ ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელე ითხოვს სოლიდარულად 4 056.42 ლარის (ძირი თანხა და სარგებელი) გადახდევინების დაკისრებას.
მოპასუხეებმა გიო----------–---–მა და გი--------–---–---–მა შესაგებელი არ წარმოადგინეს და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ. მოპასუხეებიდან შესაგებელი მხოლოდ გოგ--------–-–---–მა წარმოადგინა, რომელმაც სესხის ძირი თანხის გადახდევინების ნაწილში სარჩელი სცნო და მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობის მართლზომიერება გახადა სადავო.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
როგორც აღინიშნა, მოპასუხეებს გიო----------–---–ს და გი--------–---–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, ხოლო გოგ--------–-–---–მა სარჩელი სცნო სესხის ძირი თანხის - 2 500 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს. ამავდროულად, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და საქმის განხილვის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ამ ნაწილში იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
რაც შეეხება ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის ოდენობის მართლზომიერებას, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ ხელშეკრულებით სესხისთვის გათვალისწინებული პროცენტი, მისი ოდენობიდან გამომდინარე, არის ბათილი პირობა, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს კანონით დადგენილი წესის და აკრძალვის, საჯარო წესრიგის და ზნეობის ნორმის დარღვევა. იმ პირობებში, როდესაც სახელშეკრულებო ურთიერთობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობით ამ ფასეულობებიდან თუნდაც ერთ-ერთი დარღვეულია, მაშინ ეს პირობა უცილოდ ბათილ პირობას წარმოადგენს და მის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნას საფუძველი ეცლება. უფრო მეტიც, თუ ასეთი შესრულება მაინც განხორციელდა, იგი დაბრუნებას ექვემდებარება. მაგრამ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ვერ მიუთითა კონკრეტულად თუ რომელი პრინციპის საწინააღმდეგო შეთანხმებას წარმოადგენდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის ოდენობა. მხარემ ვერ განმარტა სსკ-ის 54-ე მუხლში ჩამოთვლილთაგან რომელი პრინციპის დარღვევას აქვს ადგილი და მხოლოდ მიუთითა, რომ სარგებლის ოდენობა ძალიან მაღალია.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია სსკ-ის 54-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე პრინციპის დარღვევა შეთანხმების ბათილად მიჩნევის საფუძველია, მაგრამ შეუძლებელია კანონის, საჯარო წესრიგის ან ზნეობის საწინააღმდეგოდ ჩაითვალოს ის შეთანხმება, რომელიც სამართლის ნორმით მოწესრიგებული პირობების ფარგლებში ჯდება. იმ ვითარებაში, როდესაც კანონმდებელმა რომელიმე პირობის მართლზომიერების ზღვარი დაადგინა, ითვლება რომ ამ ზღვარის ფარგლებში შეთანხმებული დებულება კანონიერია და არ შეიძლება იგი კანონს, საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმის საწინააღმდეგო შეთანხმებად მივიჩნიოთ, ვინაიდან სამართალის დოქტრინაში განმარტებულია, რომ სამართალი და ზნეობა პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესთა შემათანხმებელ და საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთ ფაქტორად გვევლინება, რომლებიც საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმატიულ სტრუქტურას ქმნის და ადამიანთა თანაცხოვრების პირობებს უზრუნველყოფს. სამართალი და ზნეობა ერთ საერთო მიზანს ემსახურება და ეთიკის ან მორალური ელემენტი სამართლის საფუძველში იმთავითვეა ჩამონტაჟებული და იგულისხმება, რომ სამართლის ესა თუ ის ნორმა ზნეობას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. ერთ-ერთი, თეორიის თანახმად კი სამართალი განიხილება როგორც ზნეობის განმსაზღვრელი მინიმუმი, მისი უმდაბლესი ზღვარი.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ აღნიშნა, რომ სესხისთვის ხელშეკრულებით შეთანხმებული სარგებელი შეუსაბამოდ მაღალია. ამ სადავო გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლზე (მოქმედი რედაქციით), რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი... ამავე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების თანახმად კი, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ,,ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“ არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს და იგი (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი) საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განიმარტება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 13.01.2017 წლის №2/04 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა ფინანსური ხარჯი, მსესხებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით. ამავე დანართის მე-3 მუხლში მითითებულია, რომ ფინანსური ხარჯი არის ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია გამსესხებლის მიერ და წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხის მიღების, შენარჩუნების და/ან ამ სესხით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს, რომელიც მოცემულია ამ მუხლის ,,ა“-,,კ“ ქვეპუნქტებში და რომელთა შორისაა ის სარგებელიც, რომელსაც მსესხებელი სესხით სარგებლობისთვის უხდის გამსესხებელს.
მართალია, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში შესული ცვლილებები არ მოქმედებს იმ ხელშეკრულებებზე, რომლებიც მის ამოქმედებამდე იქნა დადებული და ასეთს წარმოადგენს კიდეც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, მაგრამ მისი შინაარსით უნდა მოხდეს მოპასუხის მხრიდან სადავოდ გამხდარი პირობის კანოთან შესაბამისობის დადგენა, იმდენად, რამდენადაც კანონმდებელმა საჭიროს ჩათვალა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის და მსესხებლის მხრიდან გაწეული ხარჯის მაქსიმალური ზღვარის დაწესება და იგი არ შეიძლება განხილული იქნეს მოპასუხეების უფლების დამაზიანებელ პირობად. მოცემული ნორმით კანონმდებელმა გარკვეულწილად შეზღუდა სარგებლის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში დადგენილი თავისუფლება და ნორმატიულ დონეზე დააწესა ის ოდენობა, რომლის ზემოთ არსებული შეთანხმებაც კანონსაწინააღმდეგოდ მიაჩნია.
სასამართლომ განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლში მითითებული პირობების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა პრინციპულ სამართლებრივ ფასეულობათა უარყოფაში. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ხელშეკრულებით შეთანხმებული სარგებლის ოდენობა არ სცდება სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ოდენობას, ვინაიდან მარტივი დაანგარიშების შემთხვევაშიც კი მისი ოდენობა წლიურ 96%-ს უდრის, რასაც ემატება მომსახურების საკომისიო 0.5% (12.5/2500*100=0.5%) თუმცა, როგორც ხელშეკრულების დანართიდან ჩანს, მოპასუხე მხარეს სესხზე სარგებლის და საკომისიოს სახით მთლიანობაში წლიური 96.5%-ის კი არა არამედ 62.75%-ის გადახდა უწევს ((1556.42+12.5)/2500*100=62.75%). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გარიგების სადავო პირობა არ არღვევს კანონით დადგენილ წესს, არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს და ამიტომ, იგი ბათილ პირობას არ წარმოადგენს.
აქვე სასამართლო განუმარტავს მხარეს, რომ სარგებლის ოდენობის მხოლოდ ხელშეკრულების დანართში მითითებაც ვერ გახდება მისი ბათილობის საფუძველი, რადგან თავად ხელშეკრულება შეიცავს ჩანაწერს, რომლის მიხედვით დანართი №1 წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რომელშიც მოცემულია სესხის პროცენტის ოდენობა და სესხის და სარგებლის გადახდის პირობები. ამდენად, ხელშეკრულება და მისი დანართი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ დოკუმენტებს კი არა, არამედ, ერთ მთლიან დოკუმენტს წარმოადგენს და იგი თავისი შინაარსით აკმაყოფილებს სესხის ხელშეკრულებისთვის კანონით განსაზღვრულ ყველა აუცილებელ პირობას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებული იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 894-ე მუხლის თანახმად, თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
სასამართლო განმარტავს, რომ თავდებობა ვალდებულების უზრუნველყოფის პიროვნული საშუალებაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში თავდები პასუხს პირადად აგებს კრედიტორის წინაშე მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. თავდებობა არსებობს ჩვეულებრივი და სოლიდარული. ჩვეულებრივი თავდებობის შემთხვევაში თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე მანამ, სანამ კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას (სსკ მუხლი 894). სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში კრედიტორს არ სჭირდება მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობა (895), იგი უფლებამოსილია უშუალოდ მოსთხოვოს თავდებს ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს სოლიდარულ თავდებს ძირითადი მოვალის მიმართ პრეტენზიის წარდგენის გარეშეც.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებმა პირებმა გი--------–---–---–მა და გოგ--------–-–---–მა მსესხებლის გიო----------–---–ის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს. ამავე ხელშეკრულების დანართში კი განსაზღვრულია პასუხისმგებლობის სრული ოდენობა და იგი შესდგება სესხად გადაცემული თანხისგან - 2 500 ლარის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის - 1556.42 ლარის ჯამური მოცულობით. ხელშეკრულებაზე თავდები პირების ხელმოწერის ნამდვილობა სადავო არ გამხდარა. ამასთან დადასტურდა, რომ ძირითადმა მსესხებელმა გიო----------–---–მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვია და გრაფიკით გათვალისწინებული თანხა აღარ გადაიხადა, რის გამოც მოსარჩელემ ვერ მიიღო სესხად გადაცემული ძირი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხე გიო----------–---–ზე, როგორც ძირითად მოვალეზე და აგრეთვე გი--------–---–---–ზე და გოგ--------–-–---–ზე, როგორც თავდებ პირებზე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად წარმოქმნილი დავალიანების - 4 056.42 ლარის სოლიდარულად გადახდევინების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.4. მოსარჩელემ შუამდგომმლობით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მულის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 1.13 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში საფუძვლიანია, დასაბუთებულია და ამდენად, არსებობს მისი დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ფასი 4 056.42 ლარით განისაზღვრა და მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 122 ლარი და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე 50 ლარი. მოპასუხე გოგ--------–-–---–მა სარჩელი სცნო 2 500 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, იგი გათავისუფლებულია ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. მოპასუხეებს გიო----------–---–ს და გი--------–---–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სხდომაზე გამოცხადნენ. სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. ამიტომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზრაურება, ამასთან, მოპასუხე გოგ--------–-–---–ის პასუხისმგებლობის ოდენობა მხოლოდ 97 ლარით (50+37=97) უნდა განისაზღვროს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე გოგ--------–-–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, საკადასტრო კოდით №51.14.60.076, გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 38-ე, 39-ე, 41-ე, 46-ე, 49-ე, 53-ე, 1991-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე შპს ,,მი----------------------------–------------------სი +“-ს სარჩელი მოპასუხეების გიო----------–---–ის, გი--------–---–---–ის და გოგ--------–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს გიო----------–---–ს, გი--------–---–---–ს და გოგ--------–-–---–ს მოსარჩელე შპს ,,მი----------------------------–------------------სი +“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4056.42 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2500 ლარი, დარიცხული პროცენტი 1556.42 ლარი;
3. მოპასუხეებს გიო----------–---–ს, გი--------–---–---–ს და გოგ--------–-–---–ს მოსარჩელე შპს ,,მი----------------------------–------------------სი +“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 122 ლარის და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ნაწილში მოპასუხე გოგ--------–-–---–ის პასუხისმგებლობა 97 ლარით განისაზღვროს;
5. ძალაში დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე გოგ--------–-–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, საკადასტრო კოდით №51.14.60.076, გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა;
6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე- 8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 12 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან.
მოსამართლე რომან კუპატაძე