გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210014407764
2-65/14
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18/04/2018 წელი ქ.ბათუმი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: ზ----- გ-------–---–ი
წარმომადგენელი - დ-----–--------ე
მოპასუხეები: ი-----– კ------–---ი, რ----–-- კ------–---ი, რ----- კ------–---ი და ე-–--- კ------–---ა
წარმომადგენელი - ჯ-----------------–-–---–ი
დავის საგანი: საზიარო უფლების გაუქმება უძრავი ქონების გამოყოფა, ხელშეშლის აღკვეთა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა,მოსარჩელეები შეგებებულ სარჩელზე : ი-----– კ------–---ი, რ----–-- კ------–---ი, რ----- კ------–---ი და ე-–--- კ------–---ა
მოპასუხეები შეგებებულ სარჩელზე: ზ----- გ-------–---–ი, ა-–--–- ტ--------ი, ო----- პ---------ი, ტ------ პ---------ი, ო-–--- პ---------ი, ა–--- პ-----------ი, ვ--------- მ--------ნი, მ----–--- პ---------ი, ქ------ დ----–---ი და ს------ მ--------ი
დავის საგანი: საზიაროთანასაკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართიდან კუთვნილი წილის რეალურად გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა: ზ----- გ-------–---–ი სასარჩელო განცხადებით მოითხვოს: - ი-----– კ------–---ი, რ----–-- კ------–---ი, რ----- კ------–---ი და ე-–--- კ------–---ა დავალდებულდნენ საკუთარი სახსრებით დემონტაჟი გაუკეთონ ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებულ 584.86 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას (ლიტერი „დ“). - ი-----– კ------–---ის, რ----–-- კ------–---ის, რ----- კ------–---ის და ე-–--- კ------–---ას მხრიდან აღკვეთილი იქნას საკუთრების ხელშეშლა და ისინი გამოსახლებულნი იქნან ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში მდებარე 14.54 კვ.მ. ფართიდან და იგი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს ზ----- გ-------–---–ს. - გაუქმდეს ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე ლიტერი „გ“-ს საზიარო უფლება და ქონება მხარეებს შორის გაიყოს რეალურად. ასევე განისაზღვროს შენობაში დამოუკიდებელი შესასვლელები. - აღდგენილ იქნას შენობის პირვანდელი მდგომარეობა და ამ მიზნით მოშლილი იქნას ზ----- გ-------–---–ის კუთვნილ №2 ოთახში შესასვლელი კარების ადგილას ამოშენებული კედელი და აღსდგეს შესასვლელი კარები, ასევე ამოშენებული იქნას მოპასუხეთა კუთვნილ №3 ოთახის და ზ----- გ-------–---–ის კუთვნილ №2 ოთახის გამყოფ კედელზე გამოჭრილი კარები. მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით: ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი საერთო საკუთრებაა. მასზე განთავსებული 174.49 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობის 1/12 ნაწილი ეკუთვნის ზ----- გ-------–---–ს. ამ ქონების 3/12 ნაწილი ეკუთვნოდა მ------ ო--------ს. ამჟამად მისი მესაკუთრეები არიან ი-----– კ------–---ი, რ----–-- კ------–---ი, რ----- კ------–---ი და ე-–--- კ------–---ა. მათ უნებართვოდ დაკავებული აქვთ ზ----- გ-------–---–ის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილი 7.82 კვ.მ. ოთახი. ყოფილმა მესაკუთრემ - მ------ ო--------მ თავისი ფართიდან ზ----- გ-------–---–ის კუთვნილ ოთახში შესასვლელად კედელში გამოჭრა კარები და ამ გზით შეიერთა ზ----- გ-------–---–ის კუთვნილი ოთახი. პარალელურად ამოაშენა ის კარები, რომლითაც მოსარჩელე კუთვნილი №1 ოთახიდან უკავშირდებოდა №2 ოთახს. ამ გზით მიითვისა და თავის ფართთან გააერთიანა №2 ოთახი. ამჟამად დასახელებულ ფართს და მასთან ერთად სხვა ფართსაც ფლობენ მოპასუხეები და უარს აცხადებენ ამოაშენონ გამოჭრილი კარები, მოშალონ ის კედელი, რომლითაც ამოშენდა კარები და ასევე ხელი არ შეუშალონ საკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში. მოსარჩელის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მხარეებს გაანჩნიათ საერთო მიწის ნაკვეთი, რომელიც მათ შორის არ არის გამიჯნული. საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთში მოპასუხემ უნებართვოდ და უკანონოდ ააშენა უსახური შენობა-ნაგებობები. მოითხოვს მოპასუხემ დაშალოს ნაგებობები და მისცეს საშუალება თანასაკუთრებაში არსებული ნაკვეთის გამოყენებისა.
1.2. მოპასუხის პოზიცია:
1.2.1. ი-----– კ------–---ი სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი ადასტურებს მას, რომ ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა თანასაკუთრებაა, მაგრამ უარყოფს მოსარჩელის კუთვნილი ფართის დაკავებას. განმარტავს, რომ მას დაკავებული აქვს ის ფართი, რაც მას ერგება საერთო საკუთრების წილიდან. ასევე განმარტავს, რომ ეზოში არსებული შენობა-ნაგებობები აშენებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში და ამჟამად ლეგალიზებულად ითვლება. ასევე განმარტავს, რომ ნაგებობები არ არის მოპასუხის კუთვნილ მიწაზე, შესაძლებელია რეალური გაყოფის შემდგომ ის არ აღმოჩნდეს მოსარჩელის საკუთრებაში, ამიტომ მისი დემონტაჟის მოთხოვნას თვლის უსაფუძვლოდ.
განმარტავს, რომ მას არ აქვს დაკავებული მოსარჩელის კუთვნილი ოთახი, არ ამოუშენებია მოწყობილი კარები, ასევე არ გამოუჭრია კედელი და არ დაუსაკუთრებია მოსარჩელის კუთვნილი ოთახი. ოთახი, რომლის საკუთრებაზეც პრეტენზია აქვს მოსარჩელეს, წარმოადგენს ი-----– კ------–---ის საკუთრებას, ამიტომ მასთან დაკავშირებით ყველა მოთხოვნას მიიჩნევს უსაფუძვლოდ.
1.2.2. რ----–-- კ------–---ი, რ----- კ------–---ი და ე-–--- კ------–---ა სარჩელს არ ცნობენ, ისინი მხარს უჭერენ ისამილ კ------–---ის შესაგებელს.
2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
ი-----– კ------–---მა, რ----–-- კ------–---მა, რ----- კ------–---მა და ე-–--- კ------–---ამ შეგებებული სარჩელი აღძრეს ზ----- გ-------–---–ის, ა-–--–- ტ--------ის, ო----- პ---------ის, ტ------ პ---------ის, ო-–--- პ---------ის, ა–--- პ-----------ის, ვ--------- მ--------ნის, მ----–--- პ---------ის, ქ------ დ----–---ის და ს------ მ--------ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვეს ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში მდებარე 174.49 კვ.მ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართზე გაუქმდეს საზიარო უფლება და 2013 წლის 17 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნისა და მასზე დართული გეგმა-ნახაზის მიხედვით მოსარჩელეებს საკუთრებაში გამოეყოთ საერთო ქონების 3/12 წილი, 43.62 კვ.მ. ფართი.
შეგებებული სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:
ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში მდებარე სახლთმფლობელობა შდგება ერთსართულიანი სახცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართებისგან. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით აღნიშნულ მისამართზე მდებარე 586 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 174.49 კვ.მ შენობა-ნაგებობა მხარეთა თანასაკუთრებაა. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა თანამესაკუთრეთა შორის ნატურით გაყოფილი არ არის, თუმცა მოსარჩელეებს ლიტერ „გ“-ში დაკავებული აქვთ კუთვნილი წილის შესაბამისი ფართი 43.62 კვ.მ. რომელსაც გააჩნია ცალკე შესასვლელი და სხვა კომუნიკაციები. მოსარჩელეებს სურთ საზიარო უფლება გაუქმდეს და ფართები ნატურით გაიყოს მესაკუთრეებს შორის.
2.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია:
2.1.1. ზ----- გ-------–---–ი შეგებებულ სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ მოსარჩელეებს უკანონოდ აქვთ დაკავებული მისი კუთვნილი 14.54 კვ.მ ფართი და არ ათავისუფლებენ. ასევე მითვისებული აქვთ 7.82 კვ.მ. ოთახი. ის თანახმაა საზიარო უფლების გაყოფის, მაგრამ წინააღმდეგია ფართი გაიყოს იმ მოცემულობით, რა მოცემულობითაც წარმოდგენილია შესაბამისი ნახაზი. შეგებებული სარჩელის მოსარჩელეების ვარინტით გაყოფის შემთხვევაში, ის დაკარგავს გარკვეულ ფართს. მიიჩნევს, რომ გაყოფისათვის შემოთავაზებული ვარიანტი ეწინააღმდეგება არსებულ მდგომარეობას. თანახმა ისეთი გაყოფის, რომლის მიხედვითაც ი-----– კრმილოვის, რ----–-- კ------–---ის, რ----- კ------–---ის და ე-–--- კ------–---ას საკუთრებაში დარჩება 33.73 კვ.მ ფართი, ზ----- გ-------–---–ის საკუთრებაში კი 12.25 კვ.მ. ფართი.
2.1.2. ზ----- გ-------–---–ის გარდა, დანარჩენ მოპასუხეებს შეგებებული სარჩელი ჩაბარდათ საჯარო შეტყობინების გზით. მათ შესაგებელი არ წამოადგინეს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 23 აპრილის მდგომარეობით ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში მდებარე 584.86 კვ. მ. მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია თანასაკუთრებად. საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე განთავსებულია 174.49 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რომლის 1/12 ნაწილი ეკუთვნის ზ----- გ-------–---–ს, 3/12 ნაწილი ეკუთვნის მ------ ო--------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი ტ.1. ს.ფ.19-20
3.1.2. უდაო ფაქტობრივი გარემოება, რომ ლიტერი „დ“ წარმოადგენს ფარდულის ტიპის ძველ ნაგებობას, რომელიც აშენებულია 1980-იან წლებში და მისი მფლობელები არიან ი-----– კ------–---ი, რ----–-- კ------–---ი, რ----- კ------–---ი და ე-–--- კ------–---ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- ადგილზე დათვალიერების ოქმი. ტ.1.
- ტექნიკური პასპორტი ტ.1. ს.ფ.26-28
3.1.3. ასევე უდაო ფაქტობრივი გარემოება ის, რომ ლიტერი „გ“ წარმოადგენს საცხოვრებელ შენობა-ნაგებობას, რომლშიც ზ----- გ-------–---–ის, ი-----– კ------–---ის, რ----–-- კ------–---ის, რ----- კ------–---ის და ე-–--- კ------–---ას ფართებია განთავსებული. უდავოა, რომ ლიტერი „გ“-ში მდებარე №1 ოთახი წარმოადგენს ზ----- გ-------–---–ის საკუთრებას, ხოლო №3 და №4 ოთახი ეკუთვნის ი-----–, რ----–--, რ----- და ე-–--ა კ------–---ებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
- ტექნიკური პასპორტი ტ.1. ს.ფ.26-28
3.1.4 . ძირითადი სარჩელის მოპასუხეები - ი-----– კ------–---ი, რ----–-- კ------–---ი, რ----- კ------–---ი და ე-–--- კ------–---ა ლიტერი „გ“-ში კუთვნილ ფართს უკავშირდებიან შენობის მარჯვენა მხარეს განთავსებული შესასვლელით, სადაც პირველი ოთახია №4 ოთახი. ეს ოთახი გადის ხელმარცხნივ - №3 ოთახში, საიდანაც ხელმარცხნივ №2 ოთახში შესასვლელი კარებია მოწყობილი. ანუ სადაო №2 ოთახში შესასვლელი კარები მოწყობილია №3 ოთახიდან. ორივე მხარე ამტკიცებს, რომ სადაო №2 ოთახზე ვრცელდება თავისი საკუთრების უფლება. სადაო არაა, რომ №2 და №3 ოთახებს შორის მოწყობილია კარები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
- ტექნიკური პასპორტი. ტ.1. ს.ფ.26-28
- ადგილზე დათვალიერების ოქმი ტ.1.
3.1.5. ლიტერი“დ“-ში განთავსებული შენობების მშენებლობის ნებართვა და შესაბამისი პროექტი არ არსებობს. იგი აშენებულია 1980-იან წლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
3.1.6. უდაო ფაქტობრივი გარემობაა ის, რომ ძირითადი სარჩელის მხარეების ტერიტორია შემოსაზღვრულია ღობით. მარცხენა მხარეს მდებარე უძრავი ქონება აღრიცხულია ა-–--–- ტ--------ის, ო----- პ---------ის, ტ------ პ---------ის, ო-–--- პ---------ის, ა–--- პ-----------ის, ვ--------- მ--------ნის, მ----–--- პ---------ის, ქ------ დ----–---ის და ს------ მ--------ის საკუთრებად. ისინი ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში მდებარე 584.86 კვ.მ. მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები არიან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ტექ.ბიუროს მასალები ტ.1. ს.ფ. 91-111
- საჯარო რეესტრის ამონაწერი ტ.1. ს.ფ. 112-117
- ცნობა დახასითება ტ.1. ს.ფ. 168-169
3.1.7. ზ----- გ-------–---–ის, ასევე ი-----– კ------–---ის, რ----–-- კ------–---ის, რ----- კ------–---ისა და ე-–--- კ------–---ას კუთვნილ ქონებას აქვს გარკვეული წინა ისტორია. თითოეული მათგანის ქონება თავის დროზე წარმოადგენდა ა–---- თ---------ისა და ე-–--- თ---------ას საკუთრებას. ე-–--- თ---------ას გარდაცვალების შემდეგ ა–---- თ---------მა უძრავი ქონება აჩუქა მის ერთერთ შვილს ო-–--- კ------–---ას. მისი საკუთრების უფლება 2006 წელში სადაო გახადა ა–---- თ---------ის მეორე შვილმა ს------ თ---------მა. საბოლოო ჯამში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ქონების 1/12 ნაწილი მიეკუთვნა ს------ თ---------ს, ხოლო 3/12 ნაწილი ო-–--- კ------–---ას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და განჩინება. ტ.1. ს.ფ. 191-195
3.1.8. 2007 წლის 08 თებერვალს ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში მდებარე საცოხვრებელი სახლის 1/12 ნაწილი ს------ თ---------მა აჩუქა ვ---------– კ---–-----ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჩუქების ხელშეკრულება ტ.1. ს.ფ. 176-177
3.1.9. 2007 წლის 29 ივნისს ვ---------– კ---–-----მა კუთვნილი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში, სახლთმფლობელობის 1/12 ნაწილი მიყიდა ზ----- გ-------–---–ს. სალხთმფოლებლობის 3/12 ნაწილი კვლავინდებურად დარჩა ო-–--- კ------–---ას საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულება ტ.1. ს.ფ. 179-182
3.1.10. 2009 წლის 20 მაისს ო-–--- კ------–---ამ კუთვნილი ქონების 3/12 ნაწილი აჩუქა მის შვილს რ----–-- კ------–---ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჩუქების ხელშკრულება ტ.1. ს.ფ.183-185
3.1.11. 2009 წლის დეკემბერში რ----–-- კ------–---მა კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში აჩუქა მის ცოლს მ------ ო--------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჩუქების ხელშეკრულება ტ.1. ს.ფ. 186-187
3.1.12. მ------ ო--------მ კუთვნილი ქონება (ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში მდებარე სახლთმფლობელობის 3/12 ნაწილი) 2016 წლის 23 მარტს მიყიდა ო-–--- კ------–---ას. შესაბამისად მ------ ო--------ს უფლებამონაცვლედ დადგინდა ო-–--- კ------–---ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 01 აპრილის განჩინება ტ.3. ს.ფ. 21-23
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ.3. ს.ფ. 29-30
3.1.13. ო-–--- კ------–---ა გარდაიცვალა 2016 წლის 13 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა ტ.3. ს.ფ.
3.1.14. ო-–--- კ------–---ას უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა რ----–-- კ------–---ი, ი-----– კ------–---ი, რ----- კ------–---ი და ე-–--- კ------–---ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 12 ოქტობრის სასამართლოს საოქმო განჩინება ტ.3.
3.1.15. 2017 წლის 01 ივნისიდან რ----–--, ი-----– და ე-–--- კ------–---ები რეგისტრირებულნი არიან საზიარო ქონების 1/24 ნაწილის მესაკუთრეებად, ხოლო რ----- კ------–---ი 3/24-ის მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი ტ.3.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებისათვის მთავარი სადაო საკითხია:
- ლიტერ ,,დ“-ში არსებული ნაგებობის დემონტაჟის აუცილებლობა;
- რ----–-- კ------–---ის, ი-----– კ------–---ის, რ----- კ------–---ისა და ე-–--- კ------–---ას მიერ ზ----- გ-------–---–ის კუთვნილი ქონების მფლობელობა და სარგებლობა..
- რ----–-- კ------–---ის, ი-----– კ------–---ის, რ----- კ------–---ისა და ე-–--- კ------–---ას მიერ საკუთრების ხელშეშლის ფაქტი;
- საზიარო ქონების რეალური გაყოფის შესაძლებლობა;
- ლიტერი ,,გ“-ს №1 ოთახიდან №2 ოთახში გასასვლელი კარების ამოშენების ფაქტი;
- ლიტერი ,,გ“-ს №3 ოთახის და №2 ოთახის გამყოფი კედლის გაჭრა და №2 ოთახში შესასვლელი კარების მოწყობის ფაქტი;
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სადაო საკითხებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათი განმარტებები ერთანეთს ეწინააღმდეგება და გამორიცხავს. ასეთი სადაოობისას სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ საზიარო უფლების ნატურით გაყოფის შესაძლებლობის მტკიცების ტვირთი ორივე მხარეს უნდა დაეკისროს თანაბრად. ორივე მხარე მოითხოვს საზიარო უფლების გაუქმებას (მხედველობაში გვყავს ზ----- გ-------–---–ი, რ----–-- კ------–---ი, ი-----– კ------–---ი, რ----- კ------–---ი და ე-–--- კ------–---ა). შესაბამისად ორივე მხარეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ შესაძლებელია საზიარო უფლება გაუქმდეს და შენობა-ნაგებებობები რეალურად გაიყოს დანიშნულების შეცვლის გარეშე, თანაბარ მნიშვნელოვან ნაწილებად, ღირებულების შემცირების გარეშე, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება ექსპერტიზის დასკვნით და აზომვითი ნახაზებით.
3.2.5. ლიტერ ,,დ“-ში არსებული ნაგებობის დემონტაჟის აუცილებლობა უნდა დაამტკიცოს ზ----- გ-------–---–მა. მანვე უნდა დაამტკიცოს, რომ - რ----–-- კ------–---ი, ი-----– კ------–---ი, რ----- კ------–---ი და ე-–--- კ------–---ა ფლობენ და სარგებლობენ მის კუთვნილ 14.54 კვ.მ. ფართს. ასევე ის, რომ მათ მითვისებული აქვთ №2 ოთახი. ზ----- გ-------–---–ს ეკისრება ასევე დაამტკიცოს, რომ ლიტერი ,,გ“-ს №1 ოთახიდან №2 ოთახში გასასვლელი კარები მოპასუხეთა წინამორბედმა მესაკუთრემ მართლსაწინააღმდეგოდ ამოაშენა და ასევე მართლსაწინააღმდეგოდ გამოჭრა კედელი და მოაწყო ლიტერი ,,გ“-ს №3 ოთახიდან №2 ოთახში შესასვლელი კარები.
3.2.6. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.7. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სადაოა რ----–-- კ------–---ის, ი-----– კ------–---ის, რ----- კ------–---ისა და ე-–--- კ------–---ას მიერ ზ----- გ-------–---–ის კუთვნილი ქონების მფლობელობა და სარგებლობა. ასევე მათ მიერ საკუთრების ხელშეშლის ფაქტი. უდაო გარემოებაა, რომ ზ----- გ-------–---–მა ვ---------– კ---–-----ისაგან შეიძინა ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში მდებარე სახლთმფლობელობის 1/12 ნაწილი, რაც შეადგენს14.54 კვ.მ. ფართს. ლიტერ ,,გ“-ში განთავსებული დანარჩენი რ----–-- კ------–---ის, ი-----– კ------–---ის, რ----- კ------–---ისა და ე-–--- კ------–---ას საკუთრებაა. გასარკვევია, რომელი ნაწილია ზ----- გ-------–---–ის ფართი. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ჰ-----–--ის ქუჩის მხრიდან მარჯვენა მხარეს განთავსებული ფართებიფართი №3 და №4 ოთახები რ----–-- კ------–---ის, ი-----– კ------–---ის, რ----- კ------–---ისა და ე-–--- კ------–---ას საკუთრებაა, ხოლო მარცხენა მხარეს განთავსებული ფართი - №1 ოთახი ზ----- გ-------–---–ის საკუთრებაა. ადგილზე დათვალიერებისას ზ----- გ-------–---–ის კუთვნილ №1 ოთახში განთავსებული იყო ძველმანები. ი-----– კ------–---მა განმარტა, რომ დასახელებული ნივთები მას ეკუთვნის, თუმცა დაადასტურა, რომ ფართი ზ----- გ-------–---–ის საკუთრებაა. ამდენად №1 ოთახი ზ----- გ-------–---–ის საკუთრებაა, მაგრამ იგი დაკავებული აქვთ მოპასუხეებს.
3.2.8. მნიშვნელოვანი საკითხია არსებობდა თუ არა №1 ოთახიდან №2 ოთახში შესასვლელი კარები. ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ ამჯამად №1 ოთახიდან №2 ოთახში შესასვლელი კარები მოწყობილი არაა. კედელზე შეუიარაღებელი თვალით დაკვირვებითაც შეიმჩნევა, რომ კედელში ადრე კარები იყო და ამჟამად ამოშენებულია.
3.2.9. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული იქნა ვ---------– კ---–-----ი. მან მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ ზ----- გ-------–---–ის კუთვნილი ფართი ადრე მისი საკუთრება იყო. სანამ მას ზ----- გ-------–---–ი შეიძენდა, ის ფლობდა №1 და №2 ოთახს. №1 ოთახიდან №2 ოთახში შესასვლელი კარები იყო მოწყობილი. ასევე მან განმარტა, რომ №2 ოთახიდან №3 ოთახში გასასვლელი კარები ადრე არ იყო. კარების ადგილას კედელი იყო და ოთახები კედლებით იყო გამიჯნული. მან ასევე განმარტა, რომ ს------ თ---------სა და ა–---- თ---------ს შორის 2006 წელში დასრულებული დავის შემდეგ №1 და №2 ოთახი მიიღო ს------ თ---------მა, ხოლო №3 და №4 ოთახი დარჩა ო-–--- კ------–---ას. ვ---------– კ---–-----მა განმარტა, რომ ზ----- გ-------–---–ს მიყიდა №1 და №2 ოთახი. მან ასევე განმარტა, რომ ადრე არსებობდა №1 და №3 ოთახის დამაკავშირებელი კარები, მაგრამ შემდეგში ეს კარები მხარეთა შეთანხმებით ამოშენებული იქნა.
მოწმე ვ---------– კ---–-----ის ჩვენება დაადასტურეს მოწმეებმა ნ-----–-- ა-------ომ და მ----- კვაძაძემ.
იხ. მოწმე ნ. ა-------ოს, მ. კ-----ისა და ვ. კ---–-----ის ჩვენება სხდომის ოქმში.
3.2.10. საქმეში წარმოდგენილია ტექბიუროს მასალები. აზომვითი ნახაზები და ტექ. პასპოტრზე თანდართული ნახაზები, სადაც ნაჩვენებია, რომ №1 ოთახიდან №2 ოთახში ღიობია მოწყობილი, ხოლო №2 ოთახსა და №3 ოთახს ერთმანეთისგან ჰყოფს კედელი და მასში არაა ღიობი მოწყობილი.
3.2.11. მოწმეების ჩვენების, ტექ. ბიუროს მასალების, აზომვითი ნახაზის, ტექპასპორტისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, ასევე ადგილზე დათვალიერებით სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, იმ გარემოებას, რომ 2006 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ს------ თ---------ს მიეკუთვნა სახლთმფლობელობის 1/12 ნაწილი. გადაწყვეტილების შესაბამისად მან დაიკავა №1 და №2 ოთახი. ეს ოთახები დანარჩენი ფართებისაგან იზოლირებული იყო. მათ მხოლოდ №1 და №3 ოთახებს შორის მოწყობილი კარები აკავშირებდა, რაც მხარეების მიერ ურთიერთ შეთანხმებით ამოშენეული იქნა. ს------ თ---------მა კუთვნილი ფართი 2007 წლის 08 თებერვალს აჩუქა ვ---------– კ---–-----ს. თავის მხრივ ვ---------– კ---–-----მა 2007 წლის 29 ივნისს მიყიდა ზ----- გ-------–---–ს. სალხთმფოლებლობის 3/12 ნაწილი კვლავინდებურად დარჩა ო-–--- კ------–---ას საკუთრებად. ფაქტობრივად ზ----- გ-------–---–მა შეიძინა №1 და №2 ოთახი. ეს ფართები შეძენის დროს ო-–--- კ------–---ას კუთვნილი №3 და №4 ოთახისგან გამიჯნული იყო და მათ აღარ ჰქონდათ საერთო შესასვლელები. მიუხედავად ამისა მ------ ო--------მ (ან ო-–--- კ------–---ამ ან რ----–-- კ------–---მა) №1 ოთახსა და №2 ოთახის გამყოფ კედელში მოწყობილი ღიობი ამოაშენა და ამით მოსპო ამ ოთახებს შორის კავშირი. სამაგიეროდ №2 ოთახსა და №3 ოთახს შორის გამყოფი კედელი გაჭრა და მასში მოაწყო ოთახებს შორის დამაკავშირებელი კარები. ამ გზით მან მიითვისა №2 ოთახი და გაუერთიანა მათ მიერ დაკავებულ №3 და №4 ოთახს.
იხ. მოწმეების ჩვენება სხდომის ოქმში. ტ.1.
ტექ. ბიუროს მასალები; ტ.1.
აზომვითი ნახაზი; ტ.1.
ტექპასპორტი; ტ.1.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება; ტ.1.
ადგილზე დათვალიერების ოქმი. ტ.
3.2.12. საზიარო საგნის ნატურით გაყოფის მტკიცებულებად ზ----- გ-------–---–მა მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. მან რამოდენიმეჯერ შეეცადა ექსპერტიზის დასკვნის მოპოვებას, მაგრამ მას ჯერ მ------ ო--------მ შეუშალა ხელი ექსპერტიზის ჩატარებაში, ხოლო შემდეგში სხვა მოპასუხეებმა არ დაუშვეს ექსპერტი ექსპერტიზის ჩასატარებლად. ექსპერტიზის ჩატარებაში ხელშეშლისას მოქმედებს 169-ე მუხლის პირობა, რომლის მიხედვითაც დასკვნის საკითხი უნდა გადაწყდეს ხელშემშლელის საწინააღმდეგოდ. წინამდებარე შემთხვევაში ზ----- გ-------–---–ს არ აქვს წარმოდგენილი გაყოფის არცერთი ვარიანტი, რის გამოც ბუნდოვანია რა შეიძლება იყოს ის გაყოფის ვარიანტი, რომელიც ზ----- გ-------–---–ის ინტერესში შედის.
3.2.13. სასამართლომ გადაწყვიტა ექსპერტიზის ჩატარებაში ხელშეწყობა. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგი მცდელობები უშედოგოდ დასრულდა იმის გამო, რომ საზიარო უფლების თანამესაკუთრეები გარდა ზ----- გ-------–---–ისა და კ------–---ებისა სხვა პირებიც არიან. ისინი მოდავე მხარეებს არ დასთანხმდენ ექსპერტიზის ჩატარებას.
3.2.14. საზიარო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით სასამრთლოს მიერ დაინიშნა საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა. საექსპერტო კვლევის შემდეგ ექსპერტმა თავსი დასკვნაში განმარტა, რომ საზიარო უფლების გაუქმება და უძრავი ქონების გამიჯვნა შესაძლებელი იქნება თუ საჯარო რეესტრში დაზუსტდება ფართები. აღნიშნულის გარეშე გამიჯვნა შეუძლებელია იმის გამო, რომ მ------ ო--------ს ეკუთვნის საერთო ფართის 3/12 ნაწილი, რაც შეადგენს 43.62 კვ.მ ფართს. მას დაკავებული აქვს 42.72 კვ.მ ფართი. ზ----- გ-------–---–ს ეკუთვნის საერთო ფართის 1/12 ნაწილი,რაც შეადგენს 14.54 კვ.მ ფართს. მას დაკავებული აქვს 7.03 კვ.მ ფართი. შენობის საერთო ფართი შეადგენს 48.22 კვ. მ ფართს. მაშინ, როცა წილების მიხედვით გასაყოფი ფართის ოდენობა შეადგენს 58.16 კვ.მ ფართს. ამდენად საერთო ფართი რეალურად ნაკლებია 9.94 კვ.მ ფართი.
იხ. 2014 წლის 29 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნა ტ.1. ს.ფ. 268-279
3.2.15. დაზუსტების მიზნით სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, ოთახების ზომების ნაწილში ერთმანეთს სულად არ შეესაბამება. ექსპერტების აზმოვები ერთმანეთისაგან განსხვავდება. იგი ასევე არ შეესაბამება ტექ.პასპორტში მითითებულ ზომებსაც. ასე მაგალითად: 2014 წლის 29 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნით რეალურად არსებობს 48.22 კვ. მ ფართი. ტექ. პასპორტის მიხედვით ლიტერი ,,გ“-ს საერთო ფართია 48.92 კვ.მ. ასეთივე ცდომლიებებია თითოეული ოტახის ფართებშიც.
3.2.16. უდაოა, რომ თავდაპირველად მხარეებს წარმოადგენდა მ------ ო-------- და ზ----- გ-------–---–ი. მ------ ო--------მ საზიარო უფლების ნატურით გაყოფასთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერტიზა და დაადგინა საზიარო უფლების გაუქმების და შენობა -ნაგებობის გაყოფის ვარიანტი, რაც ასახულია ექსპერტიზის დასკვნაში. დასკვნის მიხედვით საზიარო უფლება შეიძლება გაუქმდეს და ფართები მხარეებს შორის განაწილდეს. მ------ ო--------ს უნდა მიეკუთვნოს ოთახი №2, №3, №4, ასევე №1 ოთახის ნაწილი. №3 ოთახსა და №1 ოთახს შორის გამყოფი კედელი უნდა გადაიწიოს №1 ოთახის სიღრმეში და მათ შორის უნდა მოეწყოს კარის ღიობი.
იხ.- ექსპერტიზის დასკვნა ტ.1. ს.ფ.67-75
3.2.17. სასამართლო განმარტავს, რომ ქონების ნატურით გაყოფის შესაძლებლობა რთული საკითხია. მისი გაყოფის შესაძლებლობის გარკვევა დამოკიდებულია სხვადასხვა სპეციფიკური საკითხების გამორკვევაზე. პირველ რიგში უნდა დადგინდეს საერთო საკუთრებაში თითოეული მესაკუთრის წილი, მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართების მოცულობა, მიწის ნაკვეთის რეალური გაყოფის შესაძლებლობა, გაყოფის შემდეგ თითოეული გაყოფილი ნაწილის ღირებულების, დანიშნულებისა და სარგებლობის წესის შენარჩუნება, ასევე სხვა მსგავსი ტექნიკური საკითხები. ამ საკითხების დადგენას სჭირდება სპეციალური ცოდნის გამოყენება. საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზით უნდა გაირკვეს არის თუ არა შესაძლებელი გაუქმდეს საზირო უფლება და მოსარჩელეს თანასაკუთრებიდან გამოეყოს რეალური წილი. ასევე უნდა დადგინდეს რეალურად რა ფართს ფლობს თითოეული მესაკუთრე და გაყოფის შემთხვევაში შეიცვლება თუ არა მათ მიერ დაკავებული ფართების დანიშნულება, ფუნქცია და ღირებულება. საქმეში გაყოფის ვარიანტად წარმოდგენილია, მხოლოდ 2014 წლის 29 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არ შეიცავს რეალური გაყოფის იმ სტანდარტებს რაზეც სასამართლომ იმსჯელა ამავე პუნქტში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----- გ-------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და ნაწილობრივად უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რ----–-- კ------–---ის, ი-----– კ------–---ის, რ----- კ------–---ისა და ე-–--- კ------–---ას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია.
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად. ასევე ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი). საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა. მისი შინაარსი გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).
6.2. სასამართლო, საკუთრებასთან დაკავშირებული დავების მოწესრიგებისას ხელმძღვანელობს საკუთრების უფლების დამცავი კონსტიტუციური ნორმებით, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, რომლითაც „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება". ზ----- გ-------–---–ი ამტკიცებს, რომ მისი საკუთრების უფლება დარღვეულია. განმარტავს, რომ ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში მდებარე სახლთმფლობელობის 1/12 ნაწილი მისი საკუთრებაა. მას ეკუთვნის ლიტერ ,,გ“-ში მდებარე ორი ოთახი, №1 და №2 ოთახი. აქედან №2 ოთახი მ------ ო--------მ მიუერთა თავის ფართებს და მიითვისა, ხოლო №1 ოთახი დაკავებული აქვს საკუთარ ფართზე მიერთების გარეშე. სწორედ ამ ფართების გამონთავისუფლებაზე დაობს ზ----- გ-------–---–ი.
6.3. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”.
საქართველოს სამოქალაქო კოდესის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა”.
დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერით. ითვლება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ასეთადაა რეესტრში რეგიტრირებული. ის, მესაკუთრედ ითვლება მანამ, სანამ არ დადგინდება, რომ ჩანაწერი მისი საკუთრების შესახებ უზუსტოა. საჯარო რეესტრის მონაცემთა ბანკი შეიცავს მონაცემებს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების შესახებ. მათ შორის მონაცემებს თუ რა საზღვრებში მოქცეული ქონება წარმოადგენს მოსარჩელის ან მოპასუხის საკუთრებას. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში მდებარე 584.86 კვ. მ. მიწის ნაკვეთი თანამსაკუთრებაა. მისი მესაკუთრეები არიან ზ----- გ-------–---–ი, ი-----– კ------–---ი, რ----–-- კ------–---ი, რ----- კ------–---ი და ე-–--- კ------–---ა. ასევე ა-–--–- ტ--------ი, ო----- პ---------ი, ტ------ პ---------ი, ო-–--- პ---------ი, ა–--- პ-----------ი, ვ--------- მ--------ნი, მ----–--- პ---------ი, ქ------ დ----–---ის და ს------ მ--------ი. საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობობები. აქედან ლიტერი ,,გ“ საკუთრების უფლებით ეკუთვნის ზ----- გ-------–---–ს, ი-----– კ------–---ს, რ----–-- კ------–---ს, რ----- კ------–---ს და ე-–--- კ------–---ას. სახლთმფლობელობის 1/12 ნაწილი ეკუთვნის ზ----- გ-------–---–ს, ხოლო 3/12 ნაწილი ეკუთვნოდა მ------ ო--------ს. ამჟამად ეკუთვნის ი-----– კ------–---ს, რ----–-- კ------–---ს, რ----- კ------–---ს და ე-–--- კ------–---ას.
6.5. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხია - ფაქტობრივად მხარეებს შორის განაწილებულია თუ არა ლიტერი ,,გ“-ს ფართები. 2014 წლის 29 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლიტერი ,,გ“-ს ფართები, არაა საკმარისი იმისათვის, რომ მოდავე მხარეებმა საკუთრებაში მიიღონ იმ წილის შესაბამისი ფართები, რაც საჯარო რეესტრში აქვთ რეგისტრირებული. 2014 წლის 29 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მხარეთა კუთვნილი 1/12 ნაწილი და 3/12 ნაწილი ერთად შეადგენს 43.62 კვ.მ ფართს და 14.54 კვ.მ ფართს, სულ 58.16 კვ.მ. ფართს. ანუ იმისათვის, რომ მხარეებს შორის წილების შესაბამისად გაიყოს ლიტერი ,,გ“, ამისათვის აუცილებელია ლიტერი ,,გ“-ში იყოს 58.16 კვ.მ. ფართი. რალურად ამ მოცემულობის ფართი ლიტერ ,,გ“-ში არარის. შენობის საერთო ფართი შეადგენს 48.22 კვ. მ. ფართს. ანუ 9.94 კვ.მ ფართით ნაკლებს (მეტ-ნაკლები სიზუსტით).
6.6. მიუხედავად იმისა, რომ შენობა არ შეიცავს საკმარის ფართებს, ეს არ ნიშნავს მას, რომ მხარეებმა ფართი არ გაინაწილონ. რეალურად მხარეებს ფართები განაწილებულიც აქვთ. ზ----- გ-------–---–ის ფართი იზოლირებულია და გამოყოფილია კ------–---ების ფართებისაგან. ამჟამად №1 ოთახი ზ----- გ-------–---–ისაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოთახიც მოპასუხე კ------–---ებს აქვთ დაკავებული, სადაო არაა, რომ ის ზ----- გ-------–---–ს ეკუთვნის. ფართების გაყოფისა და კუთვნილების დადგენისათვის აუცილებელია ზუსტად დავადგინოთ ზ----- გ-------–---–მა რა ფართები შეიძინა და ამის შემდეგ გავანაალიზოთ ვის რა ფართი ეკუთვნის, ვინ ვის საკუთრებას ხელყოფს და როგორ უნდა მოხდეს მათი ურთიერთობის დარეგულირება.
6.7. საქმეში წარმოგენილია ტექ. ბიუროს მასალები, სადაც №1 ოთახიდან №2 ოთახში კარის ღიობია აღნიშნული. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ სახლმფლობელობის №2 ოთახში შესასვლელი კარი მოწყობილია №1 ოთახიდან.
6.8. სასამართლომ ადგილზე დათვალიერებით, ვიზუალური დაკვირვებით დაადგინა, რომ №1 ოთახსა და №2 ოთახის გამყოფ კედელში ამჟამად კარები მოწყობილი არაა, მაგრამ კედელზე მოჩანს, რომ კარის ღიობია ამოშენებული. ღიობის ამოშენების ფაქტი იმდენად შესამჩნევია, რომ მას სპეციალური ცოდნის გამოყენება არ სჭირდება. აღნიშნულიც ადასტურებს მას, რომ სახლმფლობელობის №2 ოთახში შესასვლელი კარი მოწყობილი იყო №1 ოთახიდან.
6.9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ლიტერ ,,გ“-ში განთავსებული შენობა-ნაგებობის თავდაპირველ მესაკუთრეს წარმოადგენდა ა–---- თ---------ი და და ე-–--- თ---------ა. ე-–--- თ---------ის გარდაცვალების შემდეგ ა–---- თ---------მა მთლიანი სახლთმფლობელობა აჩუქა მის შვილს ო-–--- კ------–---ას. ჩუქების კანონიერება სადაო გახადა მეორე შვილმა ს------ თ---------მა. 2006 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ს------ თ---------ს მიეკუთვნა სახლთმფლობელობის 1/12 ნაწილი. ს------ თ---------მა კუთვნილი ფართი 2007 წლის 08 თებერვალს აჩუქა ვ---------– კ---–-----ს. თავის მხრივ ვ---------– კ---–-----მა 2007 წლის 29 ივნისს ფართი მიყიდა ზ----- გ-------–---–ს. ბუნებრივია 2006 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებას, აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა აღსრულება. ანუ მხარეებს შორის უნდა განაწილებულიყო ფართები. ვ---------– კ---–-----მა მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ ზ----- გ-------–---–ს მიყიდა №1 და №2 ოთახი. მან ასევე დაადასტურა ტექპასპორტსა და აზომვით ნახაზებში მოცემული მდგომარეობის სინამდვილე და რეალურთან შესაბამისობა. მან განმარტა, რომ №2 ოთახში შესასვლელი კარები მოწყობილი იყო №1 ოთახიდან. ასევე №2 ოთახიდან №3 ოთახში გასასვლელი კარები ადრე არ იყო. კარების ადგილას კედელი იყო და ოთახები კედლებით იყო გამიჯნული. ს------ თ---------სა და ა–---- თ---------ს შორის 2006 წელში დასრულებული დავის შემდეგ №1 და №2 ოთახი მიიღო ს------ თ---------მა, ხოლო №3 და №4 ოთახი დარჩა ო-–--- კ------–---ას. ადრე არსებობდა №1 და №3 ოთახის დამაკავშირებელი კარები, მაგრამ შემდეგში ეს კარები მხარეთა შეთანხმებით ამოშენებული იქნა. მისი განმარტებები დაადასტურეს მოწმეებმა ნ-----–-- ა-------ომ და მ----- კ-----ემ. ასევე იგი დასტურდება აზომვითი ნახაზებითა და ტექპასპორტით. შესაბამისად სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, მას, რომ ზ----- გ-------–---–მა შეიძინა №1 და №2 ოთახი. ალოგიკურია იმის მტკიცება, რომ №2 ოთახი ეკუთვნოდა ჯერ ო-–--- კ------–---ას, შემდეგ მ------ ო--------ს და შემდეგ მის მემკვიდრეებს. აღნიშნული ლოგიკას ეწინააღმდეგება იქედან გამომდინარე, რომ №2 ოთახს მათ კუთვნილ ფართან კავშირი არ ქონდა. ამ ოთახში შესასვლელი არსებობდა მხოლოდ №1 ოთახიდან. აღნიშნული დგინდება მოწმის და მხარეთა განმარტებების გარდა დგინდება:
- 1982 წელს დამტკიცეული ტექ. პასპორტით. იხ. ტ.1. ს.ფ. 92.94.
- 1990 წელს დამტკიცეული ტექ. პასპორტით. იხ. ტ.1. ს.ფ. 98-100
- 2005 წლის 25 აგვისტოთი დათარიღებული საინვენტარიზაციო გეგმით. იხ. ტ.1. ს.ფ. 102.
- 2000 წლით დათარიღებული აზომვითი ნახაზით.იხ. ტ.1. ს.ფ. 106
შესაბამისად არაგონივრულია ფართების განაწილებისას ო-–--- კ------–---ას მიკუთვნებოდა ის ფართი, რომელთანაც მას წვდომა არ ჰქონდა. გარდა ამისა დადგენილია, რომ ს------ თ---------ი და ა–---- თ---------ი (ო-–--- კ------–---ას ერთად) რეალურად განაწილდენ. შეუძლებელია მხარეები ისე შეთანხმებულიყვენ, რომ ს------ თ---------ს მხოლოდ №1 ოთახი რგებოდა. ეს ოთახი 2014 წლის 29 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეადგენს 7.82 კვ. მ-ს. 2013 წლის 17 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით შეადგენს 5.79 კვ.მ. ფართს, ხოლო ტექ. პასპორტის მიხედვით მისი ზომაა 4.44 კვ.მ. მასში ს------ თ---------ი თავისი ოჯახის ერთად ვერანაირად ვერ მოთავსდებოდა. მას მინიმუმ ის ორი ოთახი დასჭირდებოდა, რაზეც ამჟამად პრეტენზიას აცხადებს ზ----- გ-------–---–ი. ამასთან რეალურადაც ჩანს, რომ №1 და №2 ოთახი, №3 და №4 ოთახისგან გამიჯნული იყო და მათ აღარ ჰქონდათ საერთო შესასვლელები. მიუხედავად ამისა მ------ ო--------მ (ან ო-–--- კ------–---ამ ან რ----–-- კ------–---მა) №1 ოთახსა და №2 ოთახის გამყოფ კედელში მოწყობილი ღიობი ამოაშენა და ამით მოსპო ამ ოთახებს შორის კავშირი. სამაგიეროდ №2 ოთახსა და №3 ოთახს შორის გამყოფი კედელი გაჭრა და მასში მოაწყო ოთახებს შორის დამაკავშირებელი ღიობი. შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ----- გ-------–---–მა შეიძინა №1 ოთახი და №2 ოთახი.
6.10. ზ----- გ-------–---–ი მოითხოვს ლიტერ ,,გ“-ში მდებარე შენობა-ნაგებობათა რეალურ გაყოფას. მართალია მათი წილები განსაზღვრულია, მაგრამ ფართები არაა რეალურად გაყოფილი და ისინი დღესაც საზიარო უფლების საგანს წარმოაგდგენს. ანუ ადგილი აქვს საქართველოს სკ-ის 953-ე მუხლით განსაზღვრულ ურთიერთობას. დასახელებული ნორმით თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
6.11. საქართველოს სკ-ის 954-ე მუხლით თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში მდებარე 584.86 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, რეგისტრირებულია თანასაკუთრებად. საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე განთავსებულია 174.49 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რომლის 1/12 ნაწილი ეკუთვნის ზ----- გ-------–---–ს, 3/12 ნაწილი ეკუთვნის ი-----– კრმილოვს, რ----–-- კ------–---ს, რ----- კ------–---ს და ე-–--- კ------–---ას. ასევე უდაო ფაქტობრივი გარემოება ის, რომ ლიტერი „გ“ წარმოადგენს საცხოვრებელ შენობა-ნაგებობას, რომელშიც ზ----- გ-------–---–ის, ი-----– კ------–---ის, რ----–-- კ------–---ის, რ----- კ------–---ის და ე-–--- კ------–---ას ფართებია განთავსებული. ზ----- გ-------–---–ს ეკუთვნის საერთო ფართის 1/12 ნაწილი ანუ 14.54 კვ.მ. ფართი, ხოლო კ------–---ებს 3/12 ნაწილი ანუ 43.62 კვ.მ. შენობის ნაწილი მხარეებს ფაქტობრივად გაყოფილი აქვთ. მართალია საჯარო რეესტრში გაყოფილი ფართები არა რეგისტრირებული, მაგრამ უდაოა, რომ ი-----– კ------–---ი, რ----–-- კ------–---ი, რ----- კ------–---ი და ე-–--- კ------–---ა ლიტერი „გ“-ში კუთვნილ ფართს უკავშირდებიან შენობის მარჯვენა მხარეს განთავსებული შესასვლელით, სადაც პირველი ოთახია №4 ოთახი. ხოლო ზ----- გ-------–---–ის შესასვლელი მოწყობილია შენობის მარცხენა მხარეს. მხარეებს ზიარი ქონება რეალურად გაყოფილი არ აქვთ. ისინი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის იდეალური წილის მესაკუთრეები არიან. ქონებაში იდეალური წილის ქონა ნიშნავს იმას, რომ მხარეებს შორის საკუთრება რეალურად არაა გაყოფილი და არაა დადგენილი სად გადის თითოეული მესაკუთრის საკუთრების საზღვარი და რომელი ნაწილია თითოეული თანამესაკუთრის საკუთრება. საზიარო უფლებს ნატურით გაყოფა და რეალური წილის გამიჯნვა მხარეთა ინდივიდუალური საკუთრების საზღვრების დადგენასაც გულისხმობს.
6.12. ქონების გაყოფის ნაწილში ზ----- გ-------–---–ის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვს საზიარო უფლების გაუქმება.
საქართველოს სკ-ის 963-ე მუხლით საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.
საქართველოს სკ-ის 961-ე და 963-ე მუხლებით დადგენილი პირობა მხარეებს აძლევს უფლებას მოითხოვონ საკუთარი წილის შესაბამისად, იდელური წილის რეალური გაყოფა, რის შემდეგაც ნივთზე თანასაკუთრება გაუქმდება და ქონების იდეალურ წილს შეცვლის რეალური წილი. ზ----- გ-------–---–მა ისარგებლა ამ უფლებით და მოითხოვა შენობა-ნაგებობაზე საზიარო უფლების გაუქმება საკუთრების უფლების ობიექტის რეალური გაყოფით. სასამართლო განმარტავს, რომ ქონების გაყოფის დროს გასათვალისწინებელია გასაყოფი ქონების თავისებურებანი. ქონების გაყოფა უნდა მოხდეს თითოეულისათვის იმ წილის დაცვითა და პროპორციულად, რაც მათ გააჩნიათ საკუთრებაში. გაყოფის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას გასაყოფი ქონების ტექნიკური და სანიტარული მდგომარეობა, ასევე ტექნიკური და სანიტარული ნორმების დაცვის შესაძლებლობა, გაყოფის შემთხვევაში თითოეული ნაწილის მესაკუთრის შესაძლებლობა თავისი წილი უძრავი ქონებით ისარგებლოს მეორე მესაკუთრისაგან დამოუკიდებლად. ასევე აუცილებელია ქონება გაიყოს ისე, რომ არ შემცირდეს თითოეული გაყოფილი ნაწილის ღირებულება. ამ ნაწილში სარჩელის დასაბუთებისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, სადაც ერთმნიშვნელოვნად გამოხატული იქნება თითოეული მესაკუთრის საკუთრების საზღვარი, ღირებულების თანაბარობა, სანიტარული და ტექნიკური ნორმების შესაბამისობის დაცვა, ასევე ის, რომ გაყოფის შემდეგ შესაძლებელი იქნება უძრავი ქონების სარგებლობა მეორე მესაკუთრისაგან დამოუკიდებლად. ანუ მხარეებმა მტკიცებულებებით უნდა დაამტკიცონ, თუ რა ნაწილია თითოეული მესაკუთრის წილი, სად შეიძლება გადიოდეს საზღვარი, რომ ქონების გაყოფის შემდეგ დაცული იქნება სანიტარული და ტექნიკური პირობები და შესაძლებელი იქნება ქონების ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მართვა. ასევე, რომ გაყოფის შემდეგ ერთი ნაწილი ქონების ღირებულება, მეორე ნაწილის ღირებულების ხარჯზე არ გაიზრდება, ან არ შემცირდება. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სასარჩელო მოთხოვნა ქონების რეალურად გაყოფის თაობაზე შეესაბამება კანონს და მხარეებს ამის უფლება აქვთ, მაგრამ ამისათვის აუცილებელია არსებობდეს ასეთი გაყოფის შესაძლებლობა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგინდა, რომ საზიარო უფლების საგანი მხარეებს შორის ფაქტობრივად გაყოფილია 2006 წლიდან. ამ პერიოდიდან მოყოლებული ლიტერ ,,გ“-ში №1 და №2 ოთახი ეკუთვნოდა ჯერ ს------ თ---------ს, შემდეგ ვ---------– კ---–-----ს, შემდეგ კი ზ----- გ-------–---–ს. ზ----- გ-------–---–ის მიერ შეძენილი ფართები (ოთახები №1 და №2) არ შეესაბამება კუთვნილ წილს - 1/12-ს. იგი 14.54 კვ.მ-ს ნაცვლად შეადგენს 11.4 კვ.მ. ფართს (ტექ. პასპორტის მიხედვით სხვა ზომაის ფართი დგინდება, ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით სხვა ზომის ფართები). ასევე კუთვნილ წილზე ნაკლები ფართი ჰქონდა დაკავებული კ------–---ებსაც. თავდაპირველად ა–---- თ---------ს და ო-–--- კ------–---ას მფლობელობაში ჰქონდათ №3 და №4 ოთახი, რომელთა საერთო ფართი კუთვნილ 43.62 კვ.მ ფართზე ნაკლებია და იგი შეადგენს 37.6 კვ.მ. ფართს (ტექ. პასპორტის მიხედვით სხვა ზომაის ფართი დგინდება, ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით სხვა ზომის ფართი). ამდენად ორივე მხარე რეალურად ფლობს იმაზე ნაკლებს, ვიდრე რეალურად ეკუთვნით. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გამოწვევულია ლიტერ ,,გ“-ს ფართის არასწორი გაანგარიშებით და საჯარო რეესტრში არაზუსტი მონაცემების ასახვით. ლიტერი ,,გ“ არ შეიცავს იმ მოცულობის ფართს, რომ იგი განაწილდეს იმ წილის პროპორციულად, რაც მათ გააჩნიათ წილობრივად. ასეთ შემთხვევაში მხარეებს შორის შენობა-ნაგებობა უნდა განაწილდეს ისე, როგორც თავდაპირველად იყო განაწილებული. ანუ ზ----- გ-------–---–ს უნდა მიეკუთვნოს ლიტერ ,,გ“-ში განთავსებული ოთახები №1 და №2, ხოლო ი-----– კრმილოვს, რ----–-- კ------–---ს, რ----- კ------–---ს და ე-–--- კ------–---ას უნდა მიეკუთვნოს №3 და №4 ოთახები.
6.13. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა სურვილებისა და მისწრაფებების გათვალისწინებით, შეუძლებელია 100 %-იანი სიზუსტით საზიარო უფლების გაუქმება და ქონების ნატურით გაყოფა. მხარეებს სურთ გაიყოს ქონება, მაგრამ უნდათ ისე გაიყოს, რომ თითოეული მხარე მეორე მხარეზე უკეთეს პირობებში აღმოჩნდეს. ისინი ერთანეთს პრიციპულად არ ეთანხმებიან ისეთ საკითხებში, რაც აუცილებელია სიზუსტით გაყოფისათვის. მხოლოდ მხარეთა შეთანხმებითაა შესაძლებელი ქონების უნივერსალური გაყოფა. რადგანაც ისინი არ თანხმდებიან, ამიტომაც თანაბარობის პრინციპიდან აუცილებელი გახდა ელემენტარული გადახევა. ზემოთ დასახელებული პრინციპით შენობის გაყოფისას მაქსიმალურადაა დაცული მხარეთა წილების პროპორციულობა, ასევე ფართების დამოუკიდებელი გამოყენების შესაძლებლობა და მისი წინაისტორია. მხარეებს შორის ლიტერი ,,გ“-ს გაყოფა ერთ მხარეს №1 და №2 ოთახებად და მეორე მხარეს №3 და №4 ოთახებად, შეესაბამება იმ ძველ გაყოფას, რაც წინა მესაკუთრეებს ჰქონდათ გამოყენებული. ამასთან ამ ტიპის გაყოფის შემდეგ, ერთის ნაწილის ფართების ღირებულება მეორის ხარჯზე არ შემცირდება. ფართები გზის და ზოგადად ეზოს მიმართულებით ერთნაირადაა განლაგებული და მისი გაყოფა ღირებულებას არ შეცვლის. გარდა ამისა არ შეიცვლება დანიშნულებისა და სარგებლობის წესი და სხვა მსგავსი ტექნიკური საკითხები. შესაბამისად ზ----- გ-------–---–ის სარჩელი შენობა-ნაგებობაზე საზიარო უფლების გაუქმების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.14. სასამართლო მიიჩევს, რომ ასევე საფუძვლიანია ზ----- გ-------–---–ის სარჩელი ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში. ამ ნაწილში მისი უფლების დაცვის გარანტიას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლით დადგენილი წესი, რომლის მიხედვითაც „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას."
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქართველოში ისე სხვა ევროპულ ქვეყნებში საკუთრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საკუთრების უფლება მოიცავს სამ ელემენტს - მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას. მფლობელობა ეს არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, რომელიც მოიპოვება მფლობელის ნებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. სარგებლობა ნიშნავს მესაკუთრის უფლებას ისარგებლოს ქონებით. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მესაკუთრე თვითონ წყვეტს ისარგებლოს თუ არ თავისი საკუთრებით, ანუ სარგებლობის უფლება ამ მხრივ თავისუფალია. რაც შეეხება განკარგვას იგი გულისხმობს, როგორც ქონების გასხვისებას ასევე მის უფლებრივ დატვირთვასაც.
6.15. ზ----- გ-------–---–ის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო, არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში.
6.16. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მის ხელშეუხებლობას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. არავის არ აქვს უფლება კანონიერი საფუძველის გარეშე ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით. სასამართლომ გაითვალისწინა ფართების 2006 წლის მგომარეობა, ფართების განლაგების ისტორია, მათი დღევანდელი მდგომარეობა, ასევე მათი მფლობელობის ისტორია და დაადგინა, რომ ლიტერ ,,გ“-ში განთავსებული №1 და №2 ოთახები ზ----- გ-------–---–მა შეიძინა ვ---------– კ---–-----ისაგან და რეალური გაყოფის დროს ის მიაკუთვნა, რაც შეძენილი ჰქონდა მას. იმავდროულად სასამართლომ დაადგინა, რომ №2 ოთახი მ------ ო--------ს მითვისებული და მიერთებული ჰქონდა თავის ფართთან. ამ გზით მისი უფლებამონაცვლეები არღვევენ ზ----- გ-------–---–ის უფლებას. მათ ჯერ ერთი მითვისებული აქვთ №2 ოთახი და გარდა ამისა მართლსაწინააღმდეგოდ დაკავებული აქვთ №1 ოთახიც. აღნიშნულის გამო ზ----- გ-------–---–ს საზიარო უფლების გაუქმებამდეც ხელი ეშლებოდა საზიარო უფლების მქონე საგნის გამოყენებაში და ასევე ხელი შეეშლება საზიარო უფლების გაუქმების შედეგაც. რეალური გაყოფის შემდეგ მოპასუხეები აღარ არარიან ქონების მართლზომიერი მფლობელები, ამიტომაც მათი ზემოქმედებისაგან უნდა გათავისუფლდეს ზ----- გ-------–---–ის კუთვნილი №1 და №2 ოთახები. დასახელებული ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემით აღსდგება ზ----- გ-------–---–ის საკუთრების უფლება.
6.17. დადგენილია, რომ ზ----- გ-------–---–ის საკუთრება ხელყოფილია იმითაც, რომ №1 ოთახიდან და №2 ოთახში შესავლელი კარი მ------ ო--------მ (ან მისმა უფლებამონაცვლეებმა) ამოაშენა. გარდა ამისა მან გამოჭრა №3 ოთახიდან №2 ოთახში შესასვლელი. საზიარო უფლების მართვის პრინციპიდან გამომდინარე მას უფლება არ ჰქონდა ღიობის ამოშენების ან ღიობის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღო და იგი არ შეეთანხმებინა სხვა მესაკუთრეებისათვის. საზიარო საგნის მართვის დამახასიათებელია ის, რომ საზიარო საგანი უნდა იმართებოდეს და ვითარდებოდეს მესაკუთრეთა შეთანხმებით. ქონების დანიშნულების ასეთი შეცვლის წინააღმდეგი იყო ზ----- გ-------–---–ი და ამჟამად წინააღმდეგია. ამდაგვარი თვითნებობით შელახულია მისი საკუთების უფლება. გარდა ამისა მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მას ადგება ზიანი. იმისათვის, რომ მან სრულყოფილად ისარგებლოს კუთვნილი ქონებით, აუცილებელია ამოშენებული იქნას №3 ოთახიდან №2 ოთახში შესასვლელი კარი და ასევე აღდგენილი იქნას პირვანდელი მდგომარეობა და გამოიჭრას №1 ოთახიდან და №2 ოთახში შესავლელი კარი. სხვაგვარად მისი საკუთრების უფლება ვერ აღსდგება. აღნიშნულის გამო სარჩელი ხელშეშლის აღკვეთის, ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის, კედელში ღიობის მოწყობისა და ასევე მოწყობილი ღიობის ამოშენების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.18 ზ----- გ-------–---–ი მოითხოვს ლიტერ ,,დ“-ში განთავსებული ნაგებობების დემონტაჟს. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებს უსახური შენობებით დაკავებული აქვთ საზიარო ქონება და არ აძლევენ საზიარო უფლების გამოყენების შსაძლებლობას. ამ ნაწილშიც მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან. კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
ბუნებრივია ზ----- გ-------–---–ს, როგორც მესაკუთრეს, უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, მაგრამ მნიშვნელოვანია გაირკვეს შენობებით ირღვევა თუ არა მისი ინტერესები. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჯიხურის ტიპის დამხმარე ფართები აშენებულია არა მოპასუხეების მიერ, არამედ მათი წინამორბედი მესაკუთრის მიერ 1980-იან წლებში, როცა ჯერ კიდევ არარსებობდა კერძო საკუთრება. სავარაუდოდ მაშინ ამ ქონებას ეყოლებოდა ერთი მოსარგებლე და მან თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ააშენა ნაგებობები. დღეისათვის ეს ნაგებობები საზიარო მიწის ნაკვეთზეა განთავსებულია. საზიარო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ყველა მხარის თანასაკუთრებას. მათ შორის მიწის ნაკვეთი რეალურად გაყოფილი არაა. ისინი ქონების იდეალური წილის მესაკუთრეები არიან. ქონებაში იდეალური წილის ქონა ნიშნავს იმას, რომ მხარეებს შორის საკუთრება რეალურად არაა გაყოფილი და არაა დადგენილი სად გადის თითოეული მესაკუთრის საკუთრების საზღვარი და რომელი ნაწილია თითოეული თანამესაკუთრის საკუთრება. სასამართლო განმარტავს, რომ საზიარო უფლების გაუქმების ორი გზა არსებობს. საზიარო უფლება შეიძლება გაუქმდეს ნატურით გაყოფით ან გაყიდვით. კანონი ადგენს რიგითობას. პირველ რიგში გამოყენებული უნდა იქნას საზიარო უფლების ნატურით გაყოფის შესაძლებლობა. თუ ასეთი შესაძლებელობა არარსებობს და მხარეებს მაინც სურთ საზიარო უფლების გაუქმება, მაშინ დღის წესრიგში დგება საქ. სკ-ის 964-ე მუხლით საზიარო უფლების გაუქმების წესი, რომელიც საზიარო უფლების გაუქმების განსაკუთრებული წესია. უდაოვოა, რომ მიწის ნაკვეთზე დგას უსახური შენობები, მაგრამ გაურკვეველია ეს ნაწილი სადაც ნაგებობები დგას ვისი საკუთრების ნაწილია. შეიძლება იგი იყოს არა ზ----- გ-------–---–ის, არამედ სხვა მესაკუთრეების ნაწილი. საქმის განხილვის მონეტისათვის მიწის ნაკვეთის ნებისმიერი ნაწილი მოიაზრება, როგორც მოსარჩელის, ისე თითოეული მოპასუხის საკუთრებად. სანამ არ დადგინდება კონკრეტულად რომელი ნაწილია ზ----- გ-------–---–ის საკუთრება, მანამდე მის ინტერესების დასაცავად და საქ. სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, შენობა-ნაგებობის დემონტაჟი არ უნდა განხორციელდეს. საზიარო უფლება საქ. სკ-ის 956-ე მუხლის საფუძველზე იმართება მოზიარეთა მიერ ერთობლივად. დემონტაჟი არ წარმოადგენს მფლობელების გარდა სხვა მესაკუთრეთა ერთობლივ მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შეგეგებებული სარჩელის ნაწილი:
6.19. ზ----- გ-------–---–ის მსგავსად, ი-----– კ------–---ი, რ----–-- კ------–---ი, რ----- კ------–---ი და ე-–--- კ------–---ა მხარს უჭერენ მ------ ო--------ს მიერ აღძრულ სარჩელს და სასარჩელო განცხადებით მოითხოვენ ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში მდებარე 174.49 კვ.მ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართზე გაუქმდეს საზიარო უფლება და 2013 წლის 17 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნისა და მასზე დართული გეგმა-ნახაზის მიხედვით მოსარჩელეებს საკუთრებაში გამოეყოთ საერთო ქონების 3/12 წილი, 43.62 კვ.მ. ფართი.
უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში მდებარე სახლთმფლობელობა შედგება ერთსართულიანი სახცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართებისგან. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით აღნიშნულ მისამართზე მდებარე 586 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 174.49 კვ.მ შენობა-ნაგებობა მხარეთა თანასაკუთრებაა. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა თანამესაკუთრეთა შორის ნატურით გაყოფილი არ არის, თუმცა მოსარჩელეებს ლიტერ „გ“-ში დაკავებული აქვთ კუთვნილი წილის შესაბამისი ფართი 43.62 კვ.მ (ნაწილობრივ ზ----- გ-------–---–ის საკუთრების ხარჯზე), რომელსაც გააჩნია ცალკე შესასვლელი და სხვა კომუნიკაციები. მათ საზიარო უფლების გაუქმება სურთ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით. დასკვნაში მითითებულია, რომ საზიარო უფლება შეიძლება გაუქმდეს და ფართები მხარეებს შორის განაწილდეს. მ------ ო--------ს უნდა მიეკუთვნოს ოთახი №2, №3, №4, ასევე №1 ოთახის ნაწილი. №3 ოთახსა და №1 ოთახს შორის გამყოფი კედელი უნდა გადაიწიოს №1 ოთახის სიღრმეში და მათ შორის უნდა მოეწყოს კარის ღიობი.
საზიარო უფლების გაუქმების საკითხში სასამართლო არ იზიარებს დასკვნის რეალურობას. იგი გათვლილია მხოლოდ ი-----– კ------–---ის, რ----–-- კ------–---ის, რ----- კ------–---ის და ე-–--- კ------–---ას ინტერესების დასაცავად. ჯერ ერთი №2 ოთახი ზ----- გ-------–---–ს აქვს შეძენილი და მას მანამდე ფლობდა ჯერ ს------ თ---------ი და შემდეგ ვ---------– კ---–-----ი. მეორეც ამ წესით საზიარო უფლების გაუქმებით დაირღვევა ოთახების განლაგების და მასში ღიობების მოწყობის ისტორიული პრინციპი. №2 ოთახს მხოლოდ №1ოთახიდან ჰქონდა კავშირი გარესამყაროსთან და მესამეც ამ გზით გაყოფით შეგებებული სარჩელის მოსარჩელეები დაიკამყოფილებენ თავიანთ მოთხოვნას და მიიღებან საკმარის ფართს. ზ----- გ-------–---–ს კი 14. 54 კვ.მ. ფართის ნაცვლად დარჩება დაახლოებით 6 კვ.მ. ფართი (ან უფრო ნაკლები). ეს ფართიც იქნება №1 ოთახში და ამ ოთახსაც მოსარჩელეთა დსაკმაყოფილებლად კიდევ ფართის ნაწილი უნდა ჩამოეჭრას, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. როგორც ზემოთ განვმარტეთ ლიტერი ,,გ“ არ შეიცავს იმ ფართს, რაც ორივე მხარის წილების დასაკმაყოფილებლად უნდა გამოდგეს. მისი ფართი უფრო მცირეა ვიდრე ეს მითითებულია საჯარო რეესტრის ამონაწერში. სწორედ ამიტომ გარკვეული ფართები ორივე მხარეს უნდა დააკლდეს. სხვანაირად შეუძლებელია ფართების განაწილებაში სამართლიანობის დაცვა. სწორედ აღნიშნულის გამო სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა ფართების გაყოფის დროს ძველი მესაკუთრეების მიერ ფართების დაკავების ისტორიას, ასევე ოთახების განლაგების ისტორიას. ფართების გაყოფა ლოგიკურია ერთი მხარისათვის №1 და №2 ოთახებად და მეორე მხარისათვის №3 და №4 ოთახებად. ასეთი დაყოფა უფრო გონივრულია და თანაბარზომიერი, ვიდრე ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული დაყოფა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო შეგებებულ სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში ძირითად საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,კ“ პუნქტით. მათი დაცვით ლიტერ ,,დ“-ში განთავსებული შენობების დემონტჟის მოთხოვნაზე სახ. ბაჟის სახით გადასახდელი თანხა შეადგენს 120 ლარს. ასევე 120-120 ლარს შეადგენს პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის, ხელშეშეშლის აღკვეთისა და საზიარო უფლების გამიჯნვის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე გადასახდელი ბაჟი. საქ. სსკ-ის 41-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დავის საგნის ღირებულება უნდა შეიკრიბოს და მიღებული ჯამიდან გადახდილი უნდა იქნას ბაჟი. ამ პრინციპით საბოლოოდ გადასასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 480 ლარს (მხედველობაში ცალ-ცალკე არ უნდა მივიღოთ მეოთხე და მეხუთე მოთხოვნა. იგი ფაქტობრივად ერთი მოთხოვნაა). მოსარჩელეს ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი აქვს 600 ლარი, ანუ 120 ლარით ზედმეტი.
შეგებებულ სარჩელზე ბაჟი გაანგარიშებული უნდა იქნას ანალოგიური წესით. შეგებებულ სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 120 ლარს. შეგებებულ სარჩელზე ბაჟი გადახდილია.
ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად. საქ. სსკ-ის 55-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ბაჟი უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. გადახდილი ბაჟის თანხა 360 ლარი ზ----- გ-------–---–ს უნდა აუნაზღაუროს ი-----– კ------–---მა, რ----–-- კ------–---მა, რ----- კ------–---მა და ე-–--- კ------–---ამ. თავის მხრივ 120 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს ზ----- გ-------–---–ს. ზედმეტად გადახდილი თანხა მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან.
7.2. შეგებებულ სარჩელზე ბაჟის გადახდა ეკისებათ შეგებებული სარჩელის ავტორებს. მათ ბაჟი წინასწარ აქვთ გადახდილი.
7.3. საქმეზე ასევე გადახდილია ექსპერტიზის ხარჯები, მაგრამ მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არაა. შესაბამისად ამ ხარჯებს სასამართლო ვერ გაანაწილებს მტკიცებულებატა არარსებობის გამო.
7.4. მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხეებმა აუნაზღაურონ საადვოკატო ხარჯები 500 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელემ წარმოადგინა საადვაკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარი, რაც ადასტურებს მის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევას. დასახელებული ხარჯი პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, მაგრამ ამ ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის II ნაწილის პირველი წინადადებით თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.
საქმის სირთულის მიხედვით სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯები უნდა ანაზღაურდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულობის გათალისწინებით. მოპასუხეებმა ზ----- გ-------–---–ს უნდა აუნაზღაურონ საადვოკატო ხარჯი 380 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 365-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ზ----- გ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
2. ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში მდებარე საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 05.03.29.008.01.5-0) განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე გაუქმდეს ზ----- გ-------–---–ის, ი-----–, რ----–--, რ----- და ე-–--- კ------–---ების საზიარო უფლება და ლიტერი ,,გ“ ნატურით გაიყოს ზ----- გ-------–---–სა და ი-----–, რ----–--, რ----- და ე-–--- კ------–---ებს შორის.
3. საზიარო უფლების გაუქმების შემდეგ ზ----- გ-------–---–ს მიეკუთვნოს, 2006 წლის 27 ოქტომბრის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შიდა აზომვით ნახაზში (ტ. 1. ს.ფ. 26-27), ტექნიკური პასპორტში (ტ.1. ს.ფ.28) სახლთმფლობელობის პასპორტში (ტ.1. ს.ფ. 92-94; 100) და საინვენტარიზაციო გეგმაში (ტ.1. ს.ფ. 102) მითითებული №1 და №2 ოთახი.
4. საზიარო უფლების გაუქმების შემდეგ ი-----– კ------–---ს, რ----–-- კ------–---ს, რ----- კ------–---ს და ე-–--- კ------–---ას მიეკუთვნოს, 2006 წლის 27 ოქტომბრის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შიდა აზომვით ნახაზში (ტ. 1. ს.ფ. 26-27), ტექნიკური პასპორტში (ტ.1. ს.ფ.28) სახლთმფლობელობის პასპორტში (ტ.1. ს.ფ. 92-94 და 100) და საინვენტარიზაციო გეგმაში (ტ.1. ს.ფ. 102) მითითებული ლიტერი ,,გ“-ს დანარჩენი ფართი (№3 და №4 ოთახი. ზოგიერთ ნახაზში მითითებულია №5 ოთახიც)
5. მიწის ნაკვეთი დარჩეს თანასაკუთრებაში.
6. გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისათვის შიდა აზომვითი ნახაზი (ტ. 1. ს.ფ. 26-27), ტექნიკური პასპორტი (ტ.1. ს.ფ.28) სახლთმფლობელობის პასპორტი (ტ.1. ს.ფ. 92-94 და 100) და საინვენტარიზაციო გეგმა (ტ.1. ს.ფ. 102) მიჩნეული იქნას ამ გადაწყვეტილების შემადგენელ ნაწილად.
7. აღკვეთილი იქნას ი-----– კ------–---ის, რ----–-- კ------–---ის, რ----- კ------–---ის და ე-–--- კ------–---ას მიერ, ზ----- გ-------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფა და ამ მიზნით ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში მდებარე (ს/კ 05.03.29.008.01.5-0) ლიტერი ,,გ“-ს №1 და №2 ოთახი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს ზ----- გ-------–---–ს.
8. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით ი-----– კ------–---ის, რ----–-- კ------–---ის, რ----- კ------–---ის და ე-–--- კ------–---ას ხარჯზე დემონტაჟი გაუკეთდეს ქ. ბათუმში ჰ-----–------------ში მდებარე (ს/კ 05.03.29.008.01.5-0) მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ლიტერი ,,გ“-ს №1 ოთახსა და №2 ოთახს შორის კარის ადგილას ამოშენებელ კედელს და დემონტაჟის შედეგად მოეწყოს ოთახებს შორის დამაკავშირებელი კარები. ასევე ამოშენებული იქნას №2 ოთახსა და №3 ოთახის გამყოფ კედელში მოწყობილი კარები და მის ადგილას ამოშენდეს კედელი.
9. სარჩელი ლიტერი ,,დ“-ს დემონტაჟის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
10. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
11. ი-----– კ------–---ს, რ----–-- კ------–---ს, რ----- კ------–---ს და ე-–--- კ------–---ას, ზ----- გ-------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილის 360 ლარის და საადვოკატო ხარჯის 380 ლარის ანაზღაურება.
12. ზ----- გ-------–---–ს დაეკისროს სახ. ბაჟის სახით 120 ლარის გადახდა. მას ბაჟი გადახდილი აქვს.
13. ზ----- გ-------–---–ს დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 120 ლარი (გადამხდელის ბანკი - სს ლიბერთი ბანკი, გადახდის თარიღი - 12/09/2016 წელი, სახაზინო კოდი 300693150)
14. შეგებებეულ სარჩელზე ბაჟი გადახდილია.
15. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) მეშვეობით.
16. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე