გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210017002135121
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე
მოსარჩელე- ფე----------–--ში
წარმომადგენელი - ჟუ–------–--------------ძე
მოპასუხე - ა(ა)იპ ,,ხე-–----------------–----------ის გა---------ბა"
წარმომადგენელი: ნა-----–-----–-ძე, ფა-----------ძე, მა-------------ძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
მოსარჩელე მეორე სარჩელით: ააიპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბა
წარმომადგენელი: ნა-----–-----–-ძე, ფა-----------ძე, მა-------------ძე
მოპასუხე მეორე სარჩელზე : ფე----------–--ში
წარმომადგენელი - ჟუ–------–--------------ძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სასარჩელო მოთხოვნა პირველი სარჩელით:
1.1.1. ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის დირექტორის 2017 წლის 18 ოქტომბრის N 01-04/142 ბრძანების ბათილად ცნობა, ფე----------–--შის სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიური ხელზე ასაღები 350 ლარის ოდენობით.
1.1.2. გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურება 350 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას იმით ასაბუთებს, რომ 2011 წლის 5 იანვრიდან მუშაობს ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის მთავარი ბუღალტერის თანამდებობაზე. 2017 წლის 18 სექტემბრის დაწესებულების დირექტორის N01-04/152 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძველად მოპასუხემ მიიჩნია შემოსავლების სამსახურისათვის დეკლარაციების დაგვიანებით გადაგზავნა, რამაც გამოიწვია გა---------ბის დაჯარიმება, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის რიგით მეორე გადაცდომა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უკანონოა და ის უნდა გაუქმდეს, რადგან გათავისუფლების საფუძვლად მიჩნეული დარღვევა დეკლარაციების დაგვიანებით წარდგენა გამოწვეული იყო საოფისე კომპიუტერის გაუმართაობით, ხოლო მისი შეკეთების ან ახალით ჩანაცვლების მიზნით არაერთგზის მიმართა გა---------ბის დირექტორს, ასევე არაერთხელ თხოვა მას მწირი ადამიანური რესურსების გათვალისწინებით დაემატებინა რამდენიმე ბუღალტერი, თუმცა უშედეგოდ, ამასთანავე აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის N23081 ბრძანებით გაუქმდა საგადასახადო სამართალდამრღვევის ოქმი, ამრიგად არ არსებობდა ის საფუძველი, რის გამოც გათავისუფლდა სამსახურიდან.
რაც შეეხება წინა დარღვევას, არასწორი ტრანზაქციის გამო ფიზიკური პირისგან თანხის დაბრუნება შეუძლებელი გახადა თავად გა---------ბის ხელმძღვანელის არასწორმა ტაქტიკამ, კერძოდ ნაცვლად იმისა რომ სარჩელით მოგვემართა სასამართლოსათვის და მოგვეთხოვა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმის საფუძველზე, ფიზიკური პირისგან ფულადი ვალდებულების შესრულება. გა---------ბის დირექტორმა მიმართა პოლიციის სამმართველოს, რის გამოც მნიშვნელოვნად გაიწელა პროცესი, გარდა ამისა გა---------ბის წესდების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დირექტორი და მისი მოადგილე ისევე იყვნენ პასუხისმგებელნი გა---------ბაში მიმდინარე ფინანსური პროცესის ეფექტურობაზე, როგორც მოსარჩელე, თუმცა მათ მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის არც ერთი ზომა გამოყენებული არ ყოფილა, რის გამოც ცალსახაა, რომ დაირღვა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას. განმარტავს, რომ ის დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა პირნათლად, მისი ცოდნა, კომპეტენცია, გამოცდილება, უნარ ჩვევები სრულ შესაბამისობაშია კანონით დადგენილ მოთხოვნილებებთნ და არ არსებობდა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი, რის გამოც მოითხოვს აღდგენილი იქნას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური.
1.2. სასარჩელო მოთხოვნა მეორე სარჩელით: (დაზუსტებული)
1.2.1. ფე----------–--შს დაეკისროს ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 5663,59 ლარის გადახდა ხაზინის ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300739921.
1.2.2. ფე----------–--შს დაეკისროს მოსარჩელე ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 1000 ლარის ანაზღაურება.
ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2017 წლის 10 მარტს ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბაში დასაქმებული ყოფილი მთავრი ბუღალტრის - ფე----------–--შის მიერ უნდა განხორციელებულიყო შპს ,,რო----------–------------–ო“-სთვის შესყიდული საწვავის ღირებულების - 6663.59 ლარი გადარიცხვა, რა დროსაც მის მიერ ხსენებული თანხა დარიცხული იქნა სხვა, ფიზიკური პირის არ------------ის ანგარიშზე. ამ ქმედებისა და სამსახურებრივი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ფე----------–--შს გა---------ბის დირექტორის 2017 წლის 05 აპრილის N01-06/50 ბრძანებით დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა. დაშვებული შეცდომისა და თანხის უკან ბიუჯეტში დასაბრუნებლად არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული სიტყვიერად, როგორც ფ. ხალვაში ასევე თანხის მიმღები არ------------ე, რომლის შემდგომაც ფაქტის გამოძიებისა და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების გატარების მიზნით გა---------ბამ წერილობით მიმართა შსს ხელვაჩაურის სამმართველოს, სადაც დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს საქმის გამოძიება, მაგრამ არ დადაგა წარმოება, შედეგი, ვერ ხერხდება არასწორად გადარიცხული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება, ფე----------–--შის ქმედeბით ბიუჯეტს მიადგა ზიანი, ანუ არასწორად გადარიცხული თანხის უკან დაუბრუნებლობის გამო გა---------ბა ვეღარ ახერხებს რიგი ფინანსური ღონისძიებების გატარებას და შესაბამისად შეფერხდა საწვავის მიწოდების პროცედურებიც. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ფე----------–--შის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, მისი უშუალო ბრალეული მოქმედებით დამდგარია ფინანსური ზარალი, ამიტომ ფერიდე ხალვაშმა როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზიანის მომყენებელმა პასუხი უნდა აგოს საკუთარი ბრალეული მოქმედებისთვის და აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ძირითად სარჩელზე მოპასუხე ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს. მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და მოითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. განმარტავს, რომ ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის ადმინისტრაციის შრომის შინაგანაწესის მე-6-ე მუხლის ა) ქვეპუნქტის თანახმად თანამშრომლები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად ჯეროვნად და დროულად შეასრულონ შრომითი ვალდებულებები თანამდებობების, სპეციალობის კვალიფიკაციის შესაბამისად. მოსარჩელის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი სამსახურებრივი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას აქედან გამომდინარე არსებობდა კონკრეტული მიზეზები და გარემოებები შესაბამისი სამართლებრივი საფუძველებიც მისი სამსახურიდან გათავისუფლებისა. მოსარჩელეს 2016 წლის 05 აპრილს N01-06/33 ბრძანებით შეეფარდა დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომა - გაფრთხილება, რომელიც მის მიერ გასაჩივრებული არც ყოფილა და ეს ბრძანება შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველი იყო ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების საწინააღმდეგო ხშირი უსწორო ქმედება მოსარჩელეს მხრიდან. მას ეძლეოდა შესაძლებლობა გამოესწორებინა დაშვებული შეცდომები, გაეუმჯობესებინა თვისი ჩვევები, სამუშაო შესრულების ხარისხი და მოეხდინა სათანადო ზეგავლენა სამსახურში პირადი პასუხისმგებლობის ამაღლების კუთხით, მიუხედავათ აღნიშნულისა დისციპლინარული ზომის გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში მის მიერ კვლავ იქნა ჩადენილი დისციპლინარული გადაცდომა, კერძოდ მან თვისი უფლებამოსილების შესრულების პერიოდში სხვა პირს გადაურიცხა ორგანიზაციიდან ფულადი თანხა 6663 ოდენობის, რომელიც ამ დროისათვის ვალდებული პირისაგან სრულად ანაზღაურებული არ არის. სამსახურის შინაგანაწესის შეუსრულებლობის /არაჯეროვანი შესრულების გამო მას კვლავ დაეკისრა 2017 წლის 05 აპრილის 01-06/50 ბრძანებით დისციპლინარული სახდელი არა უმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ხელფასის დაკავება. მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, ჯერ კიდევ ამ გადაცდომისათვის, ამ დროს არსებობდა მასთან შრომით ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძვლები, მაგრამ მიუხედავად ამისა გათვალისწინებული იქნა გადაცდომის სახე, ფორმა და სხვა გარემოებები გადაცდომის შედეგად დამდგარი შედეგის მიუხედავად სამსახურის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მას დაენიშნა შედარებით უფრო მსუბუქი სახდელის ზომა. მოსარჩელის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ყოველთვიური დეკლარაცია შემოსავლების სამსახურში დაგვიანებით იქნა წარდგენილი, რის გამოც სამსახური ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და დაეკისრა ჯარიმა, თუმცა შემდგომ როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, საგადასახადო ორგანომ გაათავისუფლა სახდელისაგან.
მოსარჩელის მიერ სისტემურად სამსახურებრივი ვალდებულების შესრულების გარდა მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა არაეთიკურ ქცევას, რაც გამოიხატებოდა შეურაცხმყოფელ ქცევასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, რის გამოც სამსახურის ხელმძღვანელი იძულებული გახდა მიეღო ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება. ამ მიზნით შესაბამისი ქმედების აღწერით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2017 წლის 08 სექტემბრის N01-25/167 წერილით და აცნობა, რომ უნდა მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ, მიღებული იქნა პასუხი რომ გაეტარებინა კანონით გათვალისწინებული ზომები.
მოპასუხის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მოსარჩელის მიერ პროფესიული ვალდებულებებისადმი შეუფერებლობა და მისი არაეთიკური მოქცევები, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა ზნეობის ნორმებს. ეს დარღვევები ვერ განიხილება სამსახურის მიერ მართებულად, შესაბამისად შეფასებული იქნა არსებული გარემოებები და მიღებული იქნა ერთადერთი სწორი სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება, მისი სამსახურიდან განთავისუფლება. მიღებული ბრძანება კანონიერია, არ არსებობს მის გაუქმების საფუძველი და სარჩელის მოთხოვნები არცერთ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მეორე სარჩელზე მოპასუხე ფე----------–--ში სარჩელს თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნევს და განმარტავს, რომ ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბა, ხაზინის ერთიანი ელ. პროგრამის საშუალებით ახდენს გადარიცხვებს. დაშვების უფლება აქვს ორგანიზაციის დირექტორს და ბუღალტერს, პირველადი დოკუმენტაციის ატვირთვა ხდება ბუღალტრის მიერ, შემდეგ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამოწმებს და ადასტურებს სისწორეს და შემდეგ ხდება გადარიცხვა ელექტრონულად. ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბრძანებულების საფუძველზე, ორგანიზაციაში ბუღალტრულ აღრიცხვაზე პასუხისმგებელია ორგანიზაციის დირექტორი, ხოლო ორგანიზაციის წესდებაში წერია, რომ ფინანსურ აღრიცხვაზე ასევე პასუხისმგებელი პირია ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე. მოპასუხე ფე----------–--ში და მისი წარმომადგენელი მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ შეგნებულად შექმნა პირობები, რომ შეცდომით გადარიცხული თანხა არ დაბრუნებულიყო, დროულად არ მოახდინეს არ------------ის საბანკო ანგარიშის დაყადაღება, არ შეიტანეს სარჩელი სასამართლოში და განცხადება შეიტანეს პოლიციაში, სადაც ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი საკითხი. მოპასუხე ფე----------–--ში მიიჩნევს, რომ არ უნდა დაეკისროს მოთხოვნილი თანხა, ან უარეს შემთხვეაში პასუხისმგებლობა უნდა განაწილდეს ხელმძღვანელ პირებზეც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის დირექტორის 2011 წლის 5 იანვრის N1 ბრძანებით მოსარჩელე ფე----------–--ში დაინიშნა ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის მთავარი ბუღალტერის თანამდებობაზე, თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 400 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის დირექტორის 2011 წლის 5 იანვრის N1 ბრძანება (ს.ფ.17)
3.1.2. -ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის დირექტორის მოადგილის ბადრი ირემაძის 2016 წლის 30 მარტის N01-17/66 მოხსენებითი ბართის საფუძველზე გა---------ბის დირექტორის 2016 წლის 05 აპრილს N01-06/33 ბრძანებით ფე----------–--შს შეეფარდა დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომა - გაფრთხილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოხსენებითი ბარათი
-2016 წლის 05 აპრილს N01-06/33 ბრძანება.
3.1.3. 2017 წლის 10 მარტს -ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის მთავარი ბუღალტრის ფე----------–--შის მიერ განხორციელდა მოწოდებული ნავთობროდუქტებისათვის შპს ,,რო----------–------------–ო“-სთვის გადასარიცხი თანხის 6663.59 ლარი და 59 თეთრის ფიზიკური პირის არ------------ის ანგარიშზე გადარიცხვა. აღნიშნული თანხიდან დღეის მდგომარეობით არ------------ის მიერ დაბრუნებულია 1000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საგადასახადო მოთხოვნა N00820
-ფე----------–--შის ახსნა განმარტებითი ბარათი.
-პოლიციის მონაკვლევი მასალები
-მხარეთა ახსნა განმარტებები.
3.1.4. -ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის დირექტორის 2017 წლის 05 აპრილის 01-06/50 ბრძანებით გა---------ბის მთავარი ბუღალტრის ფე----------–--შის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება იმ საფუძვლით, რომ მის მიერ 2017 წლის 10 მარტს მოწოდებული ნავთობროდუქტებისათვის შპს ,,რო----------–------------–ო“-სთვის გადასარიცხი 6663.59 ლარი და 59 თეთრი გადაურიცხა ფიზიკური პირის არ------------ის ანგარიშზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 05 აპრილის 01-06/50 ბრძანება.
3.1.5. ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის დირექტორის 2017 წლის 18 სექტემბრის N01-04/152 ბრძანებით ფე----------–--ში გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძველად მოპასუხემ მიიჩნია შემოსავლების სამსახურისათვის დეკლარაციების დაგვიანებით გადაგზავნა, რამაც გამოიწვია გა---------ბის დაჯარიმება, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის რიგით მეორე გადაცდომა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 18 სექტემბრის N01-04/152 ბრძანება.
3.1.6. ფე----------–--შმა მიიჩნია, რომ ის სამსახურიდან გათავისუფლებულია საფუძვლის გარეშე. მიიჩნია, რომ უკანონო გათავისუფლებით დაირღვა მისი შრომითი უფლებები, რის გამოც სარჩელი აღძრა -ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის მიმართ, მოითხოვა აღდგენილი იქნას აღნიშნულ დაწესებულებაში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე, და აუნაზღაურდეს იძულებით განაცდური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ ფე----------–--შის სასარჩელო განცხადება
3.1.7. -ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ფე----------–--შის მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურების მიზნით ფე----------–--შზე 6163 ლარის დაკისრება, სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოთხოვნილი თანხა შეადგენს 5663 ლარს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის სარჩელი
31.8. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით სასამართლოს წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმე N2-536, მოსარჩელე ფე----------–--შის სარჩელის გამო მოპასუხე ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე და მოსარჩელე ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის მოპასუხე ფე----------–--შის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, გაერთიანდა ერთ წარმოებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავოა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად დასახელებული ფაქტობრივი გარემოება. მოსარჩელე განმარტავს, რომ ის კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, აქვს სათანადო კვალიფიკაცია და გა---------ბის დირექტორად ნა-----–-----–-ძის დანიშვნამდე არ ჰქონია არავითარი დარღვევა და არ ყოფილა ინციდენტი. ბოლო პერიოდში ხელმძღვანელობა ხელოვნურად უქმნიდა ბარიერებს, დროულად არ ბარდებოდა დოკუმენტაცია, კომპიუტერული სისტემა იყო გაუმართავი, გადატვირთული სამუშაოს მიუხედავად გა---------ბის დირექტორი არ აძლევდა საშუალებას ემუშავა სამუშაო საათების დასრულების შემდგომ. ერთი ბუღალტრისათვის ორგანიზაციაში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო არსებულ სამუშაოთა შეცდომის გარეშე შესრულება. აღნიშნულის მიუხედავად ის ასრულებდა კეთილსინდისიერად, თუმცა გათავისუფლებული იქნა უკანონოდ დირექტორის პირადი ინტერესიდან გამომდინარე.
მოპასუხე მხარე საპირისპიროს ამტკიცებს და განმარტავს, რომ ფე----------–--ში სისტემატიურად არღვევდა შრომის შინაგანაწესით დადგენილ ნორმებს, არღვევდა ეთიკის, ურთიერთპატივისცემისა და კოლეგიალობის ნორმებს, არის კონფლიქტური, შეურაცხმყოფლად ექცეოდა თანამშრომლებს, ვერ იჩენდა სათანადო კვალიფიკაციას და ვერ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს. მისი შეცდომებითა და დაუდევრობით გა---------ბას ადგებოდა ზიანი, შეცდომით ურიცხავდა სხვდასხვა ორგანიზაციებს თანხებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეორედ დაედო დისციპლინარული სახდელი, რაც გახდა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. მის გათავისუფლების შემდგომ აღნიშნულ სამუშაოებს შეცდომის გარეშე დროულად ასრულებს ერთი ბუღალტერი, ამიტომ მითითება საქმის სიმრავლეზე უსაფუძვლოა, სამუშაო საათების შემდგომ დარჩენა სამსახურში ფე----------–--შს ჭირდებოდა პირადი საქმეებისათვის, ასრულებდა სხვდასხვა ორგანიზაციის საბუღალტრო საქმეებს.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. თუ ერთი ამტკიცებს სამსახურეობრივი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებას, მეორე მხარე უარყოფს მას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მხარეები ვალდებულნი არიან თვითონ განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, ამასთანავე საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თითოეულმა მხარემ თვითონ დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები.
ამასთანავე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შრომით სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის სამართლებრივ ურთიერთობებში დამსაქმებელი წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის წესებზე, სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებელმა, პირის სამუშაოდან გათავისუფლების დროს უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული და სინქრონული სურათი, რომელიც გონივრულ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში. მან სასამართლოს უნდა დაანახოს ის დარღვევები და გადაცდომები, რომელიც ჩაიდინა დასაქმებულმა; მან უნდა წარმოადგინოს კონკრეტული დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება დასაქმებულის მიერ არასათანადოდ შესრულებული სამუშაო, ან ვალდებულების უხეში დარღვევა.
მოპასუხის წარმომადგენელმა თავისი არგუმენტების გასამყარებლად გარდა თავის ახსნა განმარტებისა, წარმოადგინა მტკიცებულები: გა---------ბის თანამშრომლებისა და დირექტორის მოადგილის მოხსენებითი ბარათები, რითაც დგინდება, რომ 2016 წლის 29 მარტს ფე----------–--შსა და გა---------ბის დირექტორის მოადგილეს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, ფე----------–--შმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოპასუხის წარმომადგენლები მიუთითებენ ბ------- გა---------ბის 2017 წლის 08 სექტემბრის წერილზე ხელვაჩაურის გამგებლისადმი, სადაც აღნიშნულია, რომ ფე----------–--შის მხრიდან ხშირად ხდება სხვადასხვა ორგანიზაციებზე შეცდომით თანხების გადარიცხვა, ხშირად არღვევს გა---------ბის შრომის შინაგანაწესს, არღვევს ეთიკისა და ურთიერთპატივისცემის ნორმებს. აღნიშნული წერილის პასუხად გამგეობა პასუხობს, რომ იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად. მოპასუხე მხარის ინიციატივით მოწმის სახით დაკითხული იქნა საბავშვო ბ------- გა---------ბის დირექტორის მოადგილე ნო------------ძე, რომელმაც განმარტა, რომ ფე----------–--ში სისტემატიურად არღვევდა სამსახურებრივ ვალდებულებებს, თანამშრომელთა მიმართ იქცეოდა აგრესიულად და არ ეთიკურად, უსაფუძვლოდ იმიზეზებდა კომპიუტერის გაუმართაობას და საქმეებით გადატვირთულობას, თუმცა ხშირად ასრულებდა არა სამსახურებრივ საქმეებს, ხოლო სამსახურის მიმართ იჩენდა გულგრილობას და უშვებდა შეცდომებს რითაც ზიანს აყენებდა ორგანიზაციას. არასწორად გადაურიცხა თანხები არ------------ეს, აქვს სხვა არასწორი გადარიცხვებიც, არასწორად შეავსო დეკლარაციები, რისთვისაც გატარებული იქნა შესაბამისი დისციპლინარული ზომები.
მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად გარდა თავისი ახსნა განმარტებისა, მიუთითა მის მიერ წარმოდგენილ სერთფიკატებზე, რითაც ამტკიცებს, რომ აქვს მაღალი კვალიფიკაცია, წარმოდგენილი ავტობიოგრაფიის მიხედვით აქვს საბუღალტრო საფინასო საქმიანობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება. მოსარჩელის წარმომადგენლის ინიციატივით სს ვითიბი ბანკიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რითაც ადასტურებს, რომ არ------------ემ თანხები მიიღო გადარიცხვიდან რამდენიმე დღის შემდგომ და გა---------ბის ხელმძღვანელობამ დროულად არ მიიღო ზომები თანხის უკან დაბრუნებაზე. მოსარჩელე მხარე უთითებს სარჩელზე თანდართულ გა---------ბის წესდებაზე, რომლის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დირექტორი და მისი მოადგილე პასუხისმგებელნი არიან გა---------ბაში მიმდინარე ფინანსური პროცესის ეფექტურობაზე.
მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ პირველი სარჩელით დაუსაბუთა სასამართლოს ფე----------–--შის სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის დაკისრების ნაწილში.
სასამართლო ასევე დასაბუთებულად მიიჩნევს მეორე სარჩელის მოთხოვნას დასაქმებულის მოქმედების შედეგად ორგანიზაციაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, რისი დასაბუთებული მსჯელობა იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტებები
-მოწმის ჩვენება
-მოხსენებითი ბარათები
-ავტობიოგრაფია
-სერთიფიკატები
-ინფორმაცია ბანკიდან
-გა---------ბის წესდება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1 დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ფე----------–--შის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოთხოვნა გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის სარჩელი ფე----------–--შის მიმართ თანხის დაკისრებაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია
-საქართველოს შრომის კოდექსი.
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, ფე----------–--შმა მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მიხედვით, შრომა თავისუფალია. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს, მათ შორის სასამართლოს ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არა მარტო უფლება პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
6.3. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.
6.4. საქართველოში შრომითი ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი აქტია "საქართველოს შრომის კოდექსი". აღნიშნული კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. აღნიშნული კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ამდენად შრომითი ურთიერთობების რეგულირებისას გასათვალისწინებელია მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს დასაქმებულის ინტერესები.
ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლით ,,შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული”.
6.5. დადგენილია, რომ ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის დირექტორის 2011 წლის 5 იანვრის N1 ბრძანებით მოსარჩელე ფე----------–--ში დაინიშნა ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის მთავარი ბუღალტერის თანამდებობაზე.
ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის დირექტორის 2017 წლის 18 სექტემბრის N01-04/152 ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ" ქვეპუნქტის საფუძველზე ფე----------–--ში გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
6.6. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ პუნქტით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;
სასამართლო განმარტავს რომ შრომის უფლება კონსტიტუციური უფლებაა. თავისუფალ შრომას იცავს კანონი. კანონის წინაშე დამსაქმებელი და დასაქმებული თანასწორნი არიან. დამსაქმებელს უფლება არ აქვს კანონიერი საფუძველის გარეშე ცალმხრივად შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება და დასაქმებული გათავისუფლოს სამსახურიდან. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველია. მასში მოიაზრება დასაქმებულის მიერ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა; ანუ უნდა დგინდებოდეს, რომ დასაქმებულმა, რომლის მიმართაც გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, არ შეასარულა შინაგანაწესით დადგენილი ვალდებულება. გათავისუფლების საფუძველი გახდა ფე----------–--შის მიერ საგადასახადო დეკლარაციის არასწორი შევსება. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას არ ევალებოდა დეკლარაციების შევსება, მაგრამ ხელმძღვანელობის თხოვნის საფუძველზე, იმის გამო, რომ გა---------ბაში კომპიუტერული სისტემა იყო გაუმართავი, დაგვიანებით შემოსავლების სამსახურში შეავსო დეკლარაცია, დარღვევისათვის განისაზღვრა ჯარიმა, მაგრამ იგი მის მიერვე იქნა გამოსწორებული და ორგანიზაცია აღარ დაჯარიმებულა.
საქმეში წარმოდგენილი ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის შრომის შინაგანაწესით არ არის კონკრეტულად განსაზღვრული გა---------ბის მთავარი ბუღალტრის უფლება მოვალეობანი. აღნიშნული არ რეგულირდება არც გა---------ბის წესდებით. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ დეკლარაციის შევსება არ წარმოადგენდა ფე----------–--შის უშუალო ვალდებულებას. ასევე დადგენილია, რომ დარღვევა აღმოიფხვრა და ორგანიზაცია აღარ დაჯარიმებულა. სასამართლო მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის მხრიდან არ არსებობდა დისციპლინარული ღონიძიების ყველაზე მკაცრი სახის - სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი და ფე----------–--შის სამუშაოდან გათავისუფლება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. საფუძვლის გარეშე მისი გათავისუფლებით დაირღვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის თანასწორობის უფლება, ბრძანება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ გამოცემულია საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რის გამოც იგი ბათილად უნდა გამოცხადდეს.
6.7. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მერვე ნაწილით სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მერვე ნაწილით რეალიზებულია სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენა. თუ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოა და სასამართლომ გააბათილა კანონდარღვევით მიღებული ბრძანება, მაშინ დამსაქმებელს ეკისრება ვალდებულება უკანონოდ გათავისუფლებული პირი აღადგინოს პირვანდელ სამუშაო ადგილას. მისი სამუშაოზე აღდგენა უნდა მოხდეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ცივილური წესით, ურთიერთ პატივისცემისა და კანონის უზენაესობის დაცვით. იმის გამო, რომ სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ფე----------–--შის სამსახურიდან გათავისუფლება, მას უნდა მოჰყვეს მისი სამუშაოზე აღდგენა.
6.8. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით”.
დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა მოპასუხემ შეწყვიტა 2017 წლის 18 სექტემბერს. მას შემდეგ მოსარჩელე აღარ ასრულებს შრომით ვალდებულებებს და შესაბამისად ვეღარ ღებულობს ანაზღაურებას. მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი იქნა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით. სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება შეფასებული უნდა იქნას მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებად, რის გამოც მოპასუხე უნდა დავალდებულდეს გათავისუფლებიდან, ანუ 2017 წლის 18 სექტემბრიდან ფე----------–--შს გადაუხადოს განსაზღვრული ხელფასი, თვეში 350 ლარის ოდენობით.
6.9. საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. აღნიშნული ასევე განსაზღვრულია ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის შრომის შინაგანაწესის მეოცე მუხლით. აღნიშნული კოდექსის 26-ე მუხლით დადაგენილია საშვებულებო ანაზღაურების წესი, რომლის მიხედვით, დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.
სასამართლო განმარტავს, რომ საშვებულებო ანაზღაურება არის დასაქმებულის შვებულებაში ყოფნის პერიოდში, საქმიანობის განხორციელების გარეშე გასაცემი თანხა 26-ე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში ფე----------–--ში სამსახურიდან გათავისუფლების გამო ფაქტობრივად აღარ ასრულებდა სამსახურებრივ საქმიანობას. სასამართლომ მოპასუხეს დაავალა ამ პერიოდისათვის სახელფასო თანხის ანაზღაურება, შესაბამისად მოთხოვნა დამატებით ანაზღაურებადი შვებულების თანხის 350 ლარის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.10. საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 10 მარტს -ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის მთავარი ბუღალტრის ფე----------–--შის მიერ განხორციელდა მოწოდებული ნავთობროდუქტებისათვის შპს ,,რო----------–------------–ო“-სთვის გადასარიცხი თანხის 6663.59 ლარი და 59 თეთრის ფიზიკური პირის არ------------ის ანგარიშზე გადარიცხვა. აღნიშნული ქმედებისათვის ფე----------–--შს დაეკისრა დისციპლინარული სახდელი, რაც მას სადავოდ არ გაუხდია და ფაქტობრივად აღიარა ორგანიზაციაზე დაუდევრობით ზიანის მიყენება. დასახელებული თანხიდან დღეის მდგომარეობით არ------------ის მიერ დაბრუნებულია 1000 ლარი. ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 5663.59 ლარს, რისი ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხე ფე----------–--შს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
მოსარჩელე ფე----------–--ში შრომით დავაზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მის მიერ სარჩელის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ასევე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფი მოპასუხე ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბა. იმის მიუხედავად, რომ სარჩელი ძირითადად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს არ ეკისრება სახ.ბაჟის თანხის გადახდა.
7.2. დაკმაყოფილდა ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის სარჩელი ფე----------–--შის მიმართ თანხის დაკისრებაზე. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილი არ არის. მოპასუხე ფე----------–--შს უნდა დაეკისროს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის 3%-ს 169.90 ლარის გადახდა
7.3. რაც შეეხება, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას. კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 2000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.3 მუხლი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის წარმომადგენლები ითხოვენ მოპასუხეზე ადვოკატის მომსახურების თანხის 1000 ლარის დაკისრებას.
კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელით დაკმაყოფილებული თანხის გათვალისწინებით, ასევე, საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ მოპასუხე ფე----------–--შს დააკისროს 200 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე,53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ფე----------–--შის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის დირექტორის 2017 წლის 18 ოქტომბრის N 01-04/142 ბრძანება ფე----------–--შის ხე-–----------------–----------ის გა---------ბის მთავარი ბუღალტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
3. ფე----------–--ში აღდგენილი იქნეს ხე-–----------------–----------ის გა---------ბის მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.
4. ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბას დაეკისროს იძულებითი განაცდურის სახით მოსარჩელე ფე----------–--შის სასარგებლოდ თვეში 350 ლარის გადახდა გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
5. ფე----------–--შის სასარჩელო მოთხოვნა გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის 350 ლარის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს
6. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
7. ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის სარჩელი ფე----------–--შის მიმართ თანხის დაკისრებაზე დაკმაყოფილდეს.
8. ფე----------–--შს დაეკისროს ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 5663,59 ლარის გადახდა ხაზინის ანგარიში 300739921.
9. ფე----------–--შს დაეკისროს მოსარჩელე ა(ა)იპ ხე-–----------------–----------ის გა---------ბის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის 200 ლარის ანაზღაურება.
10. ფე----------–--შს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 169.90 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N358) მეშვეობით.
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N358) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე