განაჩენი

სისხლის სამართლის 03.08.2018
საქმის ნომერი
330100118002310377
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №--------

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

03 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ხ------- კ------–---–ი, მ-----------–---–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ---- ს-------ს ძე მ--------ე (დაბადებული - 1----–-–----- ო----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ჭ------------------–-----–----------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, უ–------------------ში).

 

ადვოკატი - თ------------ე, გ--------------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

დისპოზიცია: ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის.

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - თ------- დ--------ს ძე ა------–---–ი (დაბადებული - 1----–-–----- მ------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ჭ------------------–-----–-------------–----------ში და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, მ--------–--ის დ-----–--ა, უ–------------------ში).

 

ადვოკატი - ნ-------------ე, მ------ პ----–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

დისპოზიცია: ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით, გ---- მ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

1.2. 2018 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ. თბილისში, ა------------ის სანაპიროზე არსებულ, ყ------–------------------ს „ო-------–------“ ტერიტორიაზე ყოფნისას, გ---- მ--------ემ და თ------- ა------–---–მა, იქვე მყოფ ზ------ ბ------–---–ს ყაჩაღური თავდასხმის გზით, სხვისი მოძრავი ნივთის მისაკუთრებისათვის, ჯგუფურად დაუწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, დააგდეს ძირს, რა დროსაც დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით წაართვეს 50 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, ასევე ფული 500 ლარის ოდენობით და მოიყვანეს რა განზრახვა სისრულეში, მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 550 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად

 

2.1. დაზარალებულ ზ------ ბ------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ იგი დასაქმებული იყო მ–----ად ე------ შ------–---–თან, რომლისგანაც 2018 წლის 2 იანვარს, გასამრჯელოს სახით მიიღო 600 ლარი და ჩამოვიდა თბილისში. ზ------ ბ------–---–მა ს------------------------------------ზე გაიცნო გ---- მ--------ე, რა დროსაც გ---- მ--------ე და ზ------ ბ------–---–ი შეთანხმდნენ, რომ ერთად მიიღებდნენ ალკოჰოლურ სასმელს და შემდეგ გაერთობოდნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებთან, თუმცა მ--------ის მოთხოვნით, ისინი ჯერ მ--------–--ის დ-----–--აში უნდა წასულიყვნენ. მათ გააჩერეს ტაქსი. გზად, გ---- მ--------ემ დაზარალებულის მიერ გადაცემული 50 ლარით იყიდა ალკოჰოლური სასმელი, ამავე თანხიდან გადაიხადა ტაქსით მგზავრობის საფასური და დარჩენილი ფული დაუბრუნა მას. მ--------–--ის დ-----–--აში მისულმა ზ------ ბ------–---–მა ტაქსის მძღოლს გამოართვა ტელეფონის ნომერი, დაწერილი სიგარეტის კოლოფის ქაღალდზე, რაც შეინახა ჯიბეში. მ--------–--ის დ-----–--აში, გ---- მ--------ემ დაზარალებული აიყვანა ბინაში, სადაც დახვდათ ქალბატონი, დაახლოებით 40-45 წლის და მძინარე თ------- ა------–---–ი. გ---- მ--------ემ გაშალა სუფრა და მიუსხდნენ სუფრას. გ---- მ--------ე აღვიძებდა თ------- ა------–---–ს და მოითხოვდა გაჰყოლოდა მას და ზ------ ბ------–---–ს, ვინაიდან იყო ,,რაღაც საქმე”. თავიდან თ------- ა------–---–ი უარს აცხადებდა, თუმცა შემდეგ ადგა და წავიდა მათთან ერთად. სახლიდან გამოსულებმა კვლავ ტაქსით იმგზავრეს და მივიდნენ შემთხვევის ადგილამდე, გზად კიდევ შეიძინეს 2.5 ლიტრი ლუდი და ერთი ცალი ჭიქა. დაზარალებულმა გადაიხადა ტაქსით მგზავრობის საფასური - 10 ლარი. ამ დროს, მან ჯიბიდან ამოიღო მთლიანი ფულადი თანხა, რაც ჰქონდა და მის გვერდით მჯდომმა თ------- ა------–---–მა გაუნათა ფანრით, რათა 10 ლარიანი კუპიურა ეპოვნა. ამის შემდეგ, ზ------ ბ------–---–ი, თ------- ა------–---–ი და გ---- მ--------ე ჩავიდნენ შემთხვევის ადგილზე, რომელიც არის მ-----------–--–-----ა; მათ გახსნეს ლუდი და ვინაიდან მხოლოდ ერთი ჭიქა ჰქონდათ, ჯერ მიირთვეს გ---- მ--------ემ და თ------- ა------–---–მა, ხოლო როდესაც ზ------ ბ------–---–ს დაუსხეს ჭიქაში და ეს უკანასკნელი დაიხარა ჭიქის ასაღებად, მას გ---- მ--------ემ სახეში ამოარტყა წიხლი და დაზარალებული დაეცა ძირს. შემდეგ თ------- ა------–---–მა დაუკავა ხელები, კერძოდ, ხელებზე დაადგა ფეხებით და პირზე აფარებდა ხელს, რათა არ ეყვირა; გ---- მ--------ემ კი კისერზე მიადო მოწითალო ტარიანი დანა და მოსთხოვა ფულის გადაცემა, რაზედაც დაზარალებულმა უთხრა, რომ ჯიბეში ედო ფული. გ---- მ--------ემ თ------- ა------–---–ს მიუთითა, რომ ტელეფონიც ჰქონდა დაზრალებულს ჯიბეში და ისიც ამოეღო; შემდეგ თავად გ---- მ--------ემ ამოაცალა ზ------ ბ------–---–ს ტელეფონიც და ფულადი თანხაც. ბრალდებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ და გადააგდეს იგი შემთხვევის ადგილზე არსებული ღიობიდან მ-------------------სკენ, სადაც მდებარეობს ხევი და მიედინება მდინარე. თავად კი დატოვეს შემთხვევის ადგილი. მოგვიანებით, დაზარალებულმა შეძლო ამოსვლა გზის პირას, სადაც უცხო მამაკაცს სთხოვა დახმარება და ამ გზით შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს მის მიმართ განხროციელებული თავდასხმის ფაქტის შესახებ. შედეგად, დაზარალებულმა განიცადა 550 ლარის მატერიალური ზიანი, კერძოდ, ამოაცალეს ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით და 50 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, რომელიც მას დამსაქმებელმა აჩუქა.

 

2.2. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, 2018 წლის 3 იანვარს, ზ------ ბ------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო გ---- მ--------ე და განაცხადა, რომ აღნიშნული პიროვნება არის ნამდვილად ის პირი, ვინც 2018 წლის 2 იანვარს გაიცნო „ვ------–--ე“ და სწორედ აღნიშნულმა პირმა დანის მუქარით წაართვა ფულადი თანხა.

 

2.3. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2018 წლის 4 იანვარს, ზ------ ბ------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი ფოტოსურათიდან ამოიცნო მესამე ფოტოსურათზე გამოსახული პირი, რომელიც არის ბრალდებული თ------- ა------–---–ი. დაზარალებულმა განაცხადა, რომ აღნიშნული პირი არის სწორედ ის, რომელთანაც 2018 წლის 3 იანვარს, ის და ახალგაცნობილი პიროვნება მივიდნენ ღამის საათებში, რის შემდგომაც გამოემართნენ დიღმის მასივის მიმართულებით, სადაც ამოცნობილმა პირმა, მეორე მამაკაცთან ერთად დანის მუქარით წაართვა ფულადი თანხა, ტელეფონი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხოლო პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, 2018 წლის 4 იანვარს, ზ------ ბ------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო თ------- ა------–---–ი და განაცხადა, რომ აღნიშნული არის ნამდვილად ის პირი, ვინც მეორე პიროვნებასთან ერთად დანის მუქარით წაართვა ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი.

 

2.4. მოწმე დ----- ხ-------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის იანვრის თვეში იგი მუშაობდა რ----------------–----–--–-“, რომელიც მდებარეობს თბილისში, ბ--–--–---–ის ქუჩაზე. აღნიშნული რ---------ის პირდაპირ მდებარეობს ყ------–--------------, რომელიც ამჟამად მიტოვებულია. 2018 წლის 3 იანვარს, ღამის საათებში, როდესაც გამოვიდა სამსახურიდან, მასთან მივიდა დაზარალებული ზ------ ბ------–---–ი და სთხოვა, რომ დახმარებოდა და 112-ში დაერეკა, ვინაიდან იგი დააყაჩაღეს, ფული და მობილური ტელეფონი წაართვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზარალებულს ტანსაცმელი ჰქონდა ტალახიანი და სახეზე ჰქონდა ნაკაწრები, საიდანაც სისხლი სდიოდა. დაზარალებულმა მიუთითა მისი სამუშაო ადგილის მოპირდაპირედ მდებარე მ-----------–-–-----აზე, რომ სწორედ იქ მოხდა აღნიშნული ფაქტი. მოწმემ დაზარალებულის თხოვნით დარეკა 112-ზე და განაცხადა ფაქტის შესახებ.

 

2.5. დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი, გარდა ზემოხსენებული მოწმის ჩვენებისა, დასტურდება ასევე ს------–--ო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომლის თანახმად, 03.01.2018 წ. მოქალაქე ზ------ ბ------–---–ს პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ს------–--ო ექსპერტი გ---–--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ს------–--ო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ დაზარალებული შემოწმების მომენტში უჩიოდა თავის ტკივილს; ობიექტურად მარჯვენა თხემ-კეფის მიდამოში, აღენიშნებოდა მოწითალო, მოიისფრო სისხლნაჟღენთი, ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა კეფის მიდამოში ცენტრალურად მარჯვნივ წარბის მიდამოში, თვალთან დაბლა აღენიშნებოდა მოწითალო ფერის მშრალზედაპირიანი ნაჭდევი უსწორო ფორმის განივად მდებარე და ასეთივე ხასიათის ნაჭდევები აღენიშნებოდა მარცხნივ ყვრიმალის მიდამოში, მარცხნივ შუბლ-საფეთქლის მიდამოში მდებარე. იმ მოტივით, რომ არ ჰქონდა დაზიანებები უშუალოდ ტანზე, ზ------ ბ------–---–მა ტანსაცმლის გახდაზე განაცხადა უარი და შესაბამისად, სხეულის სხვა ნაწილები ექსპერტის მიერ ვერ იქნა შემოწმებული.

 

2.7. შემთხვევის დღეს დაზარალებული ზ------ ბ------–---–ი რომ ნამდვილად ფლობდა ფულად თანხასა და მობილურ ტელეფონს, დასტურდება მოწმე ე------ შ------–---–ის ჩვენებით. კერძოდ, ხსენებული მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ დაზარალებული ზ------ ბ------–---–ი მასთან იყო დასაქმებული მ–----ად. ამ პერიოდში ე------ შ------–---–მა ზ------ ბ------–---–ს პირადად უყიდა შავი ფერის „ნ-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც ღილაკი ჰქონდა დაზიანებული. მოწმემ განმარტა, რომ 2018 წლის 2 იანვარს, მან ზ------ ბ------–---–ის გადასცა სამი თვის სამუშაოსთვის გასამრჯელოდ 600 ლარი, 100 ლარიანი და 50 ლარიანი კუპიურებით, ვინაიდან ზ------ ბ------–---–ი აპირებდა სახლში წასვლას შვილიშვილების მოსანახულებლად. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ დაზარალებულს ამ დროისთვის მობილური ტელეფონი თან ჰქონდა.

 

2.8. ქ. თბილისის შსს დ--------------------ის სამმართველოს პოლიციის პ------–- განყოფილების თანამშრომლების - რ-------------ისა და გ---------------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 3 იანვარს ჩატარდა გ---- მ--------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც, მისგან ამოღებული იქნა შავი ფერის „ნ-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც იყო დაზიანებული.

 

2.9. 2018 წლის 3 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ---- მ--------ისგან ამოღებული იქნა შავი ფერის მობილური ტელეფონი წარწერით „N----”, რომელსაც გაფუჭებული აქვს ე.წ. „ჯოისტიკი“, იმეი კოდით - 3-------------- და რომელშიც მოთავსებული იყო „ლ----–--“-ს სიმბარათი. ამოღებული ნივთი დაილუქა კანონშესაბამისი წესით.

 

2.10. 2018 წლის 2 თებერვლის ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ზ------ ბ------–---–მა წარდგენილი ოთხი მობილური ტელეფონიდან ამოიცნო რიგით მარცხნიდან პირველად განთავსებული შავი ფერის „N----”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც გაფუჭებული აქვს ე.წ. ჯოისტიკის ღილაკი და რომელიც ამოღებული იქნა გ---- მ--------ისგან.

 

2.11. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული, დაკეცილ მდგომარეობაში არსებული მოწითალო ფერის ხის სახელურებით გაწყობილი ვერცხლისფერი დანა, რომელიც ზ------ ბ------–---–ის ჩვენების თანახმად მას გ---- მ--------ემ დაადო ყელის არეში და მოსთხოვა ფულადი თანხა.

 

2.12. 2018 წლის 3 იანვრით დათარიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში ბ--–--–---–ის ქუჩისა და ბ------ის ს------------------------------------------------–-----“-ს სარდაფში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, დაზარალებულის ზ------ ბ------–---–ის მითითებით, ამოღებული იქნა პოლიეთილენის ბოთლი წარწერით „K-----”, მასში მოთავსებული სპეციფიური სუნის მქონე სითხით, ასევე პოლიეთილენის ერთი ცალი ჭიქა, რომელშიც ასევე მოთავსებულია სპეციფიური სუნის მქონე სითხე. ასევე ამოღებული იქნა ვერცხლისფერი დანა, რომელიც არის დაკეცილ მდგომარეობაში და რომლის სახელურიც გაწყობილია მოწითალო ფერის ნაკეთობით. დაზარალებულის განმარტებით, სწორედ აღნიშნული დანა დაადეს ყელის არეში და გასტაცეს ფულადი თანხა. შემთხვევის ადგილიდან ასევე ამოღებული იქნა ორი ცალი ხუთლარიანი კუპიურა, რომელზეც დაზარალებულმა განმარტა, რომ ეკუთვნის მას და ისინი სწორედ თანხის წართმევისას ამოუვარდა ჯიბიდან; ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა სიგარეტ „მ--–-------ს“ შეფუთვის ქაღალდის ნაგლეჯი წარწერით - „5-----------. შ-----“; აღნიშნული ნაგლეჯიც, დაზარალებულის განმარტებით ასევე მას ეკუთვნის და ამოუვარდა ჯიბიდან. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დაზარალებულმა ასევე მიუთითა სარდაფის ღიობზე, საიდანაც იგი გადააგდეს თავდამსხმელებმა და დაეცა მიწაზე.

 

2.13. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით, ვინაიდან შემთხვევის ადგილი წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მის დასათვალიერებლად არ ყოფილა მოპოვებული მესაკუთრის თანხმობა, სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ქ. თბილისის შსს დ--------------------ის სამმართველოს პ------–- განყოფილების დ-----------------–--–--------------–მა რ-------------ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა, კერძოდ, რ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები, ასევე უფლებამოსილი პირი, რომლის ნებართვითაც განხორციელდა საგამოძიებო მოქმედება, დაზარალებული და გარეშე პირი, ვინაიდან დაზარალებულმა არ იცოდა წერა-კითხვა. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტი სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს, როგორც დაზარალებულმა ზ------ ბ------–---–მა, ასევე გარეშე პირმა ნ-----–---------–--ემ, ექსპერტებმა - ნ--------------ემ და თ----------------–---–მა, ასევე ფ------------–-------ემ. ამ უკანასკნელის ჩვენების თანახმად, ობიექტი, სადაც მდებარეობს შემთხვევის ადგილი ეკუთვნის მის ნათესავს, ხოლო თავად მეთვალყურეობს აღნიშნულ ობიექტს და ასრულებს დარაჯის ფუნქციასაც. როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ წესს შეესაბამება, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად გააჩნდათ თანამფლობელის თანხმობა, შესაბამისად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

2.14. ქ. თბილისის შსს დ--------------------ის სამმართველოს პ------–- განყოფილების დ-----------------–--–-------------–ის, მოწმე რ-------------ის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ ადგილი, სადაც დაზარალებულის მითითებით იგი ბრალდებულებმა გადააგდეს, უკაცრიელია, მდებარეობს მ-------------------------ას, სადაც არის ხევი; შესაბამისად, იქ ჩავარდნის შემთხვევაში ამოსვლა ძნელად შესაძლებელია. აღნიშნული ფაქტი ასევე დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტებმა ნ--------------ემ და თ----------------–--–მა, ასევე მოწმე ფ------------–-------ემ.

 

2.15. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2----–-–------------------------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა რომ, პაკეტში წარწერით: „...1 (ერთი) ცალი პლასტმასის ბოთლი წარწერით „K-----, 1 (ერთი) ცალი პლასტმასის ჭიქა სითხის ნიმუშთან ერთად ამოღებული ხის ფიცრების ზედაპირიდან, პლასტმასის ბოთლი მოყვითალო ფერის სპეციფიური სუნის მქონე სითხით...“ მოთავსებულ ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ.№3) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ------ ა-------–---–ს. ამავე პაკეტში მოთავსებულ ბოთლზე არსებული ბიომასალის (ობ.№4,5) გენეტიკური პროფილები შერეულია, რომელთა მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის თ------ ა------–---–ს. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ნ-----------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

2.16. მოწმე შ--–-- თ-----–---–ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ტაქსის მძღოლად. 2018 წლის 2 იანვარს, მან საკუთარი ავტომობილით მომსახურება გაუწია დაზარალებულ ზ------ ბ------–---–ს და ბრალდებულ გ---- მ--------ეს, კერძოდ, ს------------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანა ხსენებული პირები მ--------–--ის დ-----–--ა, უ–------------------ში. მოწმის ჩვენების თანახმად, გზად, მას მგზავრებმა შეაჩერებინეს ავტომანქანა, რა დროსაც დაზარალებულმა გ---- მ--------ეს გადასცა 50 ლარიანი კუპიურა. ეს უკანასკნელი გადავიდა ავტომანქანიდან და შევიდა მაღაზიაში. ბრალდებულმა დაიგვიანა და დაზარალებული აღელდა, ამიტომ მოწმე თავად შევიდა მაღაზიაში და ნახა, რომ ბრალდებული ყიდულობდა პროდუქტს. იგი დაბრუნდა და აცნობა აღნიშნული დაზარალებულს. სანამ გ---- მ--------ე დაბრუნდებოდა ავტომანქანაში, დაზარალებული შეუთანხმდა მოწმეს, რომ მოგვიანებით დასჭირდებოდა ტაქსი და მიეცა მისი ტელეფონის ნომერი. შემდეგ დაბრუნდა გ---- მ--------ე მაღაზიიდან. მოწმემ მგზავრები მიიყვანა დანიშნულების ადგილას. როდესაც მანქანიდან გადავიდნენ, ზ------ ბ------–---–მა მოსთხოვა მას ტელეფონის ნომერი, რათა მოგვიანებით ტაქსის საჭიროების შემთხვევაში დაკავშირებოდა. მოწმემ სიგარეტის, კერძოდ, წითელი ფერის „მ--–-------ს“ კოლოფს მოახია თავი და დაუწერა ტელეფონის ნომერი „5-----------“, ასევე მიაწერა თავისი სახელი „შ-----“. მოწმემ განმარტა, რომ მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, სადაც წარდგენილ გ---- მ--------ეს ეცვა იგივე ტანსაცმელი, რაც მათი პირველი შეხვედრისას.

 

2.17. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, 2018 წლის 3 იანვარს, შ----- თ-----–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო გ---- მ--------ე და განცხადა, რომ ეს არის პირი, რომელიც ხნიერ მამაკაცთან ერთად მიიყვანა კუთვნილი ავტომანქანით უ–------------------ში. ამოცნობილი პირის თანმხლებ ხნიერ მამაკაცს, შ----- თ-----–---–მა სიგარეტის ქაღალდზე დაუწერა თავისი ტელეფონის ნომერი.

 

2.18. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ ქ. თბილისის შსს დ--------------------ის სამმართველოს პოლიციის პ------–- განყოფილების დ-----------------–--–--------------–ი დ----- ტ------ე, ქ. თბილისის შსს დ--------------------ის სამმართველოს პოლიციის პ------–- განყოფილების უ-----------------------------------------–ი ა-–---------- ს--------ე, ქ. თბილისის შსს დ--------------------ის სამმართველოს პოლიციის პ------–- განყოფილების დ----------------------–ი დ----- დ--------–---–ი, ქ. თბილისის შსს დ--------------------ის სამმართველოს პოლიციის პ------–- განყოფილების გამომძიებელი მ------ მ-------ე, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

2.19. ასევე დაიკითხნენ ექსპერტ-კრიმინალისტები - ვ----– ვ-–----ე, ა-–---------- ნ-----–---–ი და პ------ დ---–---–--ე, რომლებმაც დაადასტურეს საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ამასთან ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში; შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს.

 

2.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში 5.5. ქვეპუნქტად მითითებული გ---- მ--------ის და თ------- ა------–---–ის ნერწყვის ნიმუშები, ასევე 6.4. ქვეპუნქტში მითითებული: ს------ის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–--ის განაჩენი თ------- ა------–---–ის მიმართ, თ------- ა------–---–ის ნასამართლობის ცნობა, ს------ის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ის განჩინება ამნისტიის გამოყენების თაობაზე თ------- ა------–---–ის მიმართ, 2----–-–----------ის დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე თ------- ა------–---–ის მიმართ, რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------ის დადგენილება თ------- ა------–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, ს------ის რაიონული სასამართლოს 2----–-–-----------------ის განჩინება თ------- ა------–---–ის მიმართ გამოსაცდელი ვადის გაგრძელების თაობაზე, ს------ის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------ის განჩინება თ------- ა------–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–ის განაჩენი თ------- ა------–---–ის მიმართ, ფორმა „ბ“ თ------- ა------–---–ის გათავისუფლების შესახებ, 10.01.2014წ. მსჯავრდებულის დაკავების ოქმი, საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–---------------ის განკარგულება თ------- ა------–---–ის შეწყალების თაობაზე, ფორმა ,,ბ“ თ------- ა------–---–ის გათავისუფლების შესახებ 0------, ფორმა „ბ“ თ------- ა------–---–ის გათავისუფლების შესახებ 0------, 2--- წლის ბრძანება თ------- ა------–---–ის დაკავების თაობაზე და 19.05.2--- წ. ეჭვმიტანილის დაკავების ოქმი, 2----–-–------------ის დ--–---ის რაიონული სასამართლოს განაჩენი თ------- ა----–---–ის მიმართ, ფორმა „ბ“ თ------- ა------–---–ის გათავისუფლების შესახებ 0----- და ყველა დოკუმენტი, რაც შეიცავს ინფორმაციას თ------- ა------–---–ის პიროვნული მახასიათებლების შესახებ, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.21. ბრალდებულმა გ---- მ--------ემ საქმის არსებითი განხილვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2018 წლის 2 იანვარს, ს------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიცნო დაზარალებული. ორივე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და როდესაც დაზარალებულმა შესთავაზა ერთად დაელიათ, იგი დათანხმდა. ისინი ტაქსით წავიდნენ მ--------–--ის დ-----–--აში, სადაც იმყოფებოდა თ------- ა------–---–ი. იქ ბრალდებულმა დაზარალებულთან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც გააღვიძა თ------- ა------–---–ი და სამივე ერთად წავიდნენ დასალევად. ისინი გადაადგილდებოდნენ ტაქსით. გზად, კიდევ იყიდეს ლუდი და ჭიქები დაიწყეს დალევა. როდესაც მივიდნენ ბ--–--–---–ის ქუჩაზე, თ------- ა------–---–მა თქვა, რომ უნდა წასულიყო, ვინაიდან თავს გრძნობდა შეუძლოდ და დატოვა ისინი. ვინაიდან იმყოფებოდნენ გზის პირას და ბრალდებულს არ სურდა პრობლემები შექმნოდა სამართალდამცავ ორგანოებთან, დაზარალებულს შესთავაზა ჩასულიყვნენ მოფარებულ ადგილას, სწორედ ასე აღმოჩნდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ განაგრძეს სმა. დაზარალებული მისგან მოითხოვდა, რომ წაეყვანა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან. ბრალდებულმა ჯერ სიტყვიერად სცადა მოეშორებინა იგი თავიდან, თუმცა დაზარალებული მაინც არ ანებებდა თავს და საბოლოოდ, ბრალდებულმა სახეში დაარტყა დაზარალებულს, რომელიც ძირს დაეცა. თავად გ---- მ--------ემ კი დატოვა შემთხვევის ადგილი.

 

2.22. ბრალდებულმა თ------- ა------–---–მა, საქმის არსებითი განხილვისას, წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2018 წლის 3 იანვარს, ღამის საათებში იმყოფებოდა სახლში და ეძინა, ვინაიდან შეუძლოდ გრძნობდა თავს. მასთან მივიდა გ---- მ--------ე დაზარალებულთან ერთად და მათ შესთავაზეს დალევა. თავიდან იგი უარს აცხადებდა, თუმცა შემდეგ დათანხმდა და წავიდნენ ერთად დასალევად. გზად იყიდეს ლუდი და დაიწყეს სმა. ვინაიდან ბრალდებული მეორე დღეს სამსახურში უნდა წასულიყო, მან გადაწყვიტა შინ დაბრუნება, დაემშვიდობა გ---- მ--------ეს და ზ------ ბ------–---–ს და დაბრუნდა სახლში. გ---- მ--------ე და ზ------ ბ------–---–ი კი დატოვა ბ--–--–---–ის ქუჩაზე.

 

2.23. ზემოთ განხილული მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება, რომ გ---- მ--------ემ თ------- ა------–---–თან ერთად ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად.

 

გ---- მ--------ის მიერ ქმედების არაერთგზის ჩადენა

 

2.23. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენი, რომლის თანახმად, გ---- მ--------ე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის; მასვე, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დროიდან - 2015 წლის 14 აგვისტოდან.

 

2.24. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევმა გ---- მ--------ემ, 2018 წლის 2 იანვარს, კვლავ ჩაიდინა ახალი, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული; შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლისა, მის მიერ ჩადენილია არაერთგზისი დანაშაული (ამ უკანასკნელის ნასამართლობა არ იყო მოხსნილი და გაქარწყლებული ქმედების ჩადენის დროისთვის - 2018 წლის 2 იანვრისთვის).

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ

 

3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.7. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმას დაკავშირებით, რომ დაზარალებული ზ------ ბ------–---–ი ცრუობს, ვინაიდან მას გააჩნია პირადი ინტერესი ბრალდებულების მიმართ და იგი განაწყენებულია მათზე - შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3.7.1. ზ------ ბ------–---–მა ბრალდებულები გაიცნო შემთხვევის დღეს და მან საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ გ---- მ--------ესთან და თ------- ა------–---–თან აღნიშნულ დრომდე არავითარი შეხება არ ჰქონია; შესაბამისად, გამორიცხულია მას ბრალდებულების მიმართ წარსულში რაიმე პირადი დაინტერესება და მტრობა ჰქონოდა; დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში და ასევე გ---- მ--------ემ მოწმის სახით დაკითხვისას ზ------ ბ------–---–თან დაპირისპირების მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ ზ------ ბ------–---–ი გ---- მ--------ეს დაჟინებით სთხოვდა ,,ქალებში წაეყვანა,“ რამაც გ---- მ--------ის გაღიზიანება და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია (რა დროსაც მიიღო ზ------ ბ------–---–მა დაზიანებები სახეზე). საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულ ზ------ ბ------–---–ის და მოწმე ე------ შ------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ზ------ ბ------–---–ს თან ჰქონდა ფულადი თანხა 600 ლარის ოდენობით და თუკი მას ვინმესთან წასვლა მოუნდებოდა, თავად ჰქონდა აღნიშნულის შესაძლებლობა. გარდა ამისა, დადგენილია ის გარემოებაც, რომ ზ------ ბ------–---–მა გ---- მ--------ე გაიცნო ,,ს------------------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იგივე ქალბატონების გაცნობა თავისუფლად შეიძლებოდა გ---- მ--------ის დახმარების გარეშეც.

 

3.7.2. დაცვის მხარე ასევე დასკვნით სიტყვაში მიუთითებს დაზარალებულის ჩვენების არასანდოობაზე იმ კუთხითაც, რომ თუკი მას თ------- ა------–---–ი დაადგა ფეხებით ხელებზე, ზ------ ბ------–---–ს დაზიანების კვალი სახის გარდა ხელებზეც უნდა აღმოჩენოდა. აქ საგულისხმოა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ დაზიანების წარმოშობა დამოკიდებულია ობიექტის და დამზიანებლის ზედაპირების შეხების ინტენსივობაზე, დაწოლის სიძლიერეზე, ასევე მათი ზედაპირების ბუნებაზე და ზეწოლის დროის მონაკვეთზე. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებული იმყოფებოდა ფორსმაჟორულ ვითარებაში, იგი ვერ გადმოსცემს, თუ რა ხანგრძლივობითა და ინტენსივობით ხორციელდებოდა ზეწოლა მის ხელის მტევნებზე; აქედან გამომდინარე, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ზ------ ბ------–---–ს ხელის მტევნებზე დაზიანება არ აღენიშნებოდა, არ გამორიცხავს მის ჩვენებაში ასახული ფაქტების სინამდვილეს მაშინ, როდესაც დაზარალებული შემთხვევიდან ძალიან მცირე დროში ნახა მოწმე დ----- ხ-------–---–მა, რომლის ჩვენების თანახმად, ზ------ ბ------–---–ი იყო ტალახიანი და აღენიშნებოდა დაზიანებები სახეზე.

 

3.7.3. დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დაზარალებულ ზ------ ბ------–---–ისგან უნდა მოეთხოვათ და ამოეღოთ მობილური ტელეფონის ყუთი, რომელიც დაადასტურებდა ნამდვილად ზ------ ბ------–---–ისადმი ამოღებული მობილური ტელეფონის კუთვნილებას, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან დაზარალებულმა მობილური ტელეფონი ამოიცნო ყველა მისი ტექნიკური მახასიათებლით და თავად მოწმე ე------ შ------–---–მაც დაადასტურა, რომ მობილური ტელეფონი მან აჩუქა დაზარალებულს.

 

3.7.4. სასამართლო არ იზიარებს არც თ------- ა------–---–ის ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე, ს-----------------------–------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან თ------- ა------–---–ის შემთხვევის ადგილზე ყოფნას გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ადასტურებს ბიოლოგური ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ჭიქის ზედაპირზე სწორედ თ------- ა------–---–ის ბიოლოგიური მასალის კვალი ამოვიდა; გ---- მ--------ის მონაწილეობას კი დანაშაულებრივ ფაქტში ადასტურებს ის უტყუარი გარემოება, რომ ამ უკანასკნელის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა სწორედ დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც მას წაართვეს ყაჩაღური თავდასხმის შედეგად.

 

3.7.5. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულ გ---- მ--------ის ჩვენებაში გადმოცემული გარემოებები არ შეესაბამება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შედეგს და იგი განპირობებულია მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავიდან არიდების მიზნით, კერძოდ: ბრალდებულ გ---- მ--------ის განმარტება, რომ თითქოსდა მან ერთხელ დაარტყა დაზარალებულს სახის არეში, აშკარად არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან როგორც ს------–--ო ექსპერტიზის დასკვნით და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, დაზარალებულს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები მათ შორის როგორც სახეზე, ასევე კეფის მიდამოში; ამასთან მნიშნელოვანია, რომ ბრალდებულ გ---- მ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომლის ზ------ ბ------–---–ისადმი კუთვნილების ფაქტი დასტურდება, როგორც დაზარალებულისა და მოწმე ე------ შ------–---–ის ჩვენებებით, ასევე ნივთის ამოცნობის ოქმით; აშკარაა, რომ გ---- მ--------ის მოტივაციაა მოსალოდნელი პასუხიმგებლობა აარიდოს თ------- ა------–---–საც, რომელთანაც ნათესაური კავშირი გააჩნია. მისი ვერსია, თითქოსდა თ------- ა------–---–ი შემთხვევის ადგილზე არც ყოფილა და იგი ბევრად ადრე წავიდა კონფლიქტამდე, სიცრუეა და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან, როგორც უკვე სასამართლომ ზემოთ აღნიშნა, თ------- ა------–---–ის შემთხვევის ადგილზე ყოფნა, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითაა დადასტურებული, რომლის თანახმად, ამოღებულ ჭიქაზე თ------- ა------–---–ის ბიოლოგიური კვალია აღმოჩენილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნაპოვნი და ამოღებული იქნა ერთადერთი ჭიქა და თავად დაზარალებულიც აცხადებს, რომ მათ გზად მხოლოდ ერთი ჭიქა შეიძინეს და აღნიშნული ჭიქიდან უნდა დაელია ლუდი სამივეს.

 

3.7.6. ბრალდებულ თ------- ა------–---–ის ჩვენება იმეორებს ბრალდებულ გ---- მ--------ის ჩვენებაში გაჟღერებულ ვერსიას, იგი არ შეესაბამება სინამდვილეს და აშკარად მოტივირებულია მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების სურვილით. თ------- ა------–---–ის ჩვენებაც წინააღმდეგობაში მოდის ზემოთ განხილულ მტკიცებულებებთან.

 

3.7.7. დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ერთადერთ უშუალო, პირდაპირ მტკიცებულებას წარმოადგენს მხოლოდ დაზარალებულ ზ------ ბ------–---–ის ჩვენება და საქმეში არ არსებობს სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თ------- ა------–---–ისა და გ---- მ--------ის მიერ მათთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენას, ხოლო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი კი არ შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა ავტომატურად არ გულისხმობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის შეუძლებლობას. ყოველი კონკრეტული მტკიცებულება, იქნება ის პირდაპირი თუ ირიბი, უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუ რამდენად კანონიერი, სანდო და უტყუარია იგი. სისხლის სამართლის პრაქტიკაში გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით გარკვეული პირობებისა თუ გარემოებების გამო. სწორედ აღნიშნულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეშიც, კერძოდ, საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადგენილია, რომ გ---- მ--------ემ და თ------- ა------–---–მა ზ------ ბ------–---–ი მიიყვანეს შემთხვევის ადგილზე, რომელიც არის უკაცრიელი, მათ და დაზარალებულის გარდა იქ არავინ იმყოფებოდა, ხოლო დაზარალებულზე ყაჩღური თავდასხმის შემდეგ კი იგი გადააგდეს ხევში, საიდანაც მოგვიანებით თავად შეძლო ამოსვლა. ბუნებრივია, რომ აღნიშნულ პირობებში ზ------ ბ------–---–ზე განხორციელებულ თავდასხმას სხვა პირდაპირი მოწმეები არ ჰყავს. მსგავს შემთხვევებში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის ჩვენების სანდოობას, მასში გადმოცემული მოვლენების ჯაჭვის უწყვეტადობასა და ქრონოლოგიურ თანმიმდევრებობას; ამასთანავე იმასაც, დასტურდება თუ არა დაზარალებულის ჩვენება საქმეზე შეკრებილი სხვა ირიბი მტკიცებულებებითაც.

 

3.7.8. სასამართლოს დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაყრდნობით, ზ------ ბ------–---–ის ჩვენებაში გადმოცემული ფაქტები იყო თანმიმდევრული და დამაჯერებელი; დაზარალებულს თავი არ შეუკავებია არცერთ შეკითხვაზე პასუხისაგან; ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ზ------ ბ------–---–ის ვერბალური და არავერბალური ქცევა იძლევა მისი ჩვენების სანდოობის დასტურს. დაზარალებულის ჩვენებაში გაჟღერებული ყველა ფაქტობრივი გარემოება კი გამყარებულია სხვა მტკიცებულებებითაც.

 

3.8. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული გ---- მ--------ის მიერ ყაჩაღობის, ესე იგი თავდასხმის, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ხოლო თ------- ა------–---–ის მიერ ყაჩაღობის, ესე იგი თავდასხმის, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად ჩადენა; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა გ---- მ--------ემ, 2018 წლის 2 იანვარს, თბილისში, ს------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიცნო დაზარალებული ზ------ ბ------–---–ი, რომელსაც თან ჰქონდა ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი. ბრალდებულისათვის ცნობილი გახდა რა, რომ მსხვერპლს ჰქონდა ფული, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ დაზარალებულმა იგი ალკოჰოლურ სასმელზე დაპატიჟა, განიზრახა დაუფლებოდა სხვის ნივთს მართლსაწინააღმდეგოდ. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებული დანაშაულებრივად დაუკავშირდა თ------- ა------–---–ს, მივიდა დაზარალებულთან ერთად ამ უკანასკნელის სახლში და გააღვიძა იგი წინადადებით, რომ რაღაც საქმე იყო მისთვის. ამის შემდეგ, ისინი ერთად წავიდნენ ბ--–--–---–ის ქუჩაზე. გზად ბრალდებულები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ დაზარალებულს თან ჰქონდა ფულადი თანხა 100 ლარიანი და 50 ლარიანი კუპიურებით. მათ მსხვერპლი ჩაიყვანეს მ-----------–--–-----ის სარდაფში თითქოს ალკოჰოლის დალევის მიზნით. იქ ყაჩაღურად თავს დაესხნენ ზ------ ბ------–---–ს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თ------- ა------–---–მა დაუკავა ხელები, ხოლო გ---- მ--------ემ კისერზე მიადო დანის წვერი და მოსთხოვა ფული. ამ უკანასკნელმა ასევე მისცა მითითება თ------- ა------–---–ს, რომ მობილური ტელეფონიც წაერთმია მსხვერპლისთვის. ბოლოს თავად გ---- მ--------ემ წაართვა ზ------ ბ------–---–ს ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი. ამ დროს თ------- ა------–---–ი ხელებს უკავებდა და პირზე ხელს აფარებდა მსხვერპლს. ამასთან, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ---- მ--------ე ნასამართლევია ძარცვისთვის და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ამ უკანასკნელმა კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ხასიათის დანაშაული არაერთგზის.

 

3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლში კრიმინალიზებულია ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.

 

3.10. რაც შეეხება ყაჩაღობის ერთ-ერთ დამამძიემებელ გარემოებას, ეს არის ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური დანაშაულის განმარტება მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლში, რომლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქმედების ჩადენასთან. ბრალდებულებს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა დასტურდება დაზარალებულის ჩვენებით, რომლის თანახმად, გ---- მ--------ემ თ------- ა------–---–ს შესთავაზა ,,რაღაც საქმე“. აღნიშნულზე მეტყველებს ასევე ბრალდებულების მიერ დაზარალებულის წინასწარ მ-----------–-–-----აში შეყვანა, რათა მათი დანაშუალებრივი ქმედება შეუმჩნეველი დარჩენილიყო გარეშე პირებისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში ორივე პირმა განახორციელა ერთი და იგივე უმართლობა, შესაბამისად, გ---- მ--------ე და თ------- ა------–---–ი წარმოადგენენ ერთიანი უმართლობის თანაამსრულებლებს; ამასთან, გ---- მ--------ის შემთვევაში გვაქვს არა მხოლოდ თანაამსრულებლობა, არამედ თანამონაწილეობის ისეთი სახე, როგორიცაა დანაშაულის ორგანიზატორობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, ორგანიზატორია ის, ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში გ---- მ--------ემ თავად შეარჩია მსხვერპლი, შემდგომ განზრახვა გაანდო თ------- ა------–---–ს და უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების დროს გარკვეულ მითითებებს გასცემდა თანაამსრულებლის მისამართით; შესაბამისად აშკარაა გ---- მ--------ის მხრიდან დანაშაულის ორგანიზება.

 

3.11. უშუალოდ გ---- მ--------ის ქმედების კიდევ ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედების არაერთგზის ჩადენა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, გ---- მ--------ე ქმედების ჩადენის დროისთვის ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, ძარცვის მცდელობის ჩადენისათვის და მან კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ყაჩაღობა; შესაბამისად, სახეზეა არაერთგზისი დანაშაული.

 

3.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.13. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ გ---- მ--------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის, ხოლო თ------- ა------–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება. შესაბამისად, გ---- მ--------ე და თ------- ა------–---–ი ცნობილი უნდა იქნენ დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ---- მ--------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევია განზრახი ძალადობრივი ხასიათის დანაშაულისათვის (პირობითი მსჯავრის პირობებში).

 

4.2. თ------- ა------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. გ---- მ--------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით რვიდან თორმეტ წლამდე ვადით, ხოლო თ------- ა------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირთა ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს დაზარალებულისათვის მიყენებულ ფიზიკურ და მორალურ ზიანს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულთა სასტიკ ქცევაზე დაზარალებულის მიმართ, კერძოდ, მათი მხრიდან ძალთა თანაფარდობის კუთხით, აშკარად შეუსაბამო მდგომარეობაში იქნა ჩაყენებული დაზარალებული, რომელიც ბრალდებულებთან შედარებით ბევრად ასაკოვანია. დაზარალებული ზ------ ბ------–---–ი უკაცრიელ ადგილას აღმოჩნდა მარტოდმარტო ორ, მასზე ბევრად ძლიერ და ახალგაზრდა თავდამსხმელთან ერთად, რომლებმაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, წააქციეს, ცემდნენ სახის არეში, ერთ-ერთი ფეხებით დაადგა ხელებზე, ხოლო მეორემ დანა მიადო ყელზე. ყოველივე აღნიშნულმა დაზარალებულში არა მხოლოდ ფიზიკური ტკივილი, არამედ შიშისა და უმწეობის განცდაც გამოიწვია. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს მათ ქცევას უშუალოდ ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ, კერძოდ, მას შემდეგ, რაც გ---- მ--------ემ და თ------- ა------–---–მა დაზარალებულს წაართვეს ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი, იგი გადააგდეს მ--------------ას, უკაცრიელ ადგილზე, საიდანაც ამოსვლა განსაკუთრებულ სირთულესთან არის დაკავშირებული - მით უფრო ზ------ ბ------–---–ის ასაკისა და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. მათ, ნაცემი ასაკოვანი ადამიანი დატოვეს მარტო, უკაცრიელ ადგილას, სადაც ჩ---------------------ე და არსებობდა ლეტალური შედეგის გარკვეული რისკი, რასაც ბრალდებულები გულგრილად მოეკიდნენ. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მართალია გ---- მ--------ისა და თ------- ა------–---–ის მიერ ჩადენილია ერთი და იგივე უმართლობა, თუმცა გ---- მ--------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ იგი არის ორგანიზატორი და თანაამსრულებელი ყაჩაღური თავდასმისა, ხოლო თ------- ა------–---–ი კი წარმოადგენს თანაამსრულებელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,ამსრულებელსა და თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ საკუთარი ბრალისათვის ერთიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,თანაამსრულებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მიუთითებლად,“ ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი - ,,ორგანიზატორის, წამქეზებლისა და დამხმარის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იმავდროულად დანაშაულის თანაამსრულებლები იყვნენ.“

 

5.5. აქვე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით, გარდა ძარცვისა, გ---- მ--------ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით, რაც ქმედების ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით გულისხმობდა ცემას. ეს უკანასკნელი კი ცალსახად განეკუთვნება ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას. ამასთან, მსჯავრდებულ გ---- მ--------ის მიერ ახალი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოხდის პირობებში. აქვე, მის პიროვნულ მახასიათებლებზე მსჯელობისას საგულისხმოა, ის ფაქტი, რომ გ---- მ--------ე არ ასრულებდა რა განაჩენით მასზე დაკისრებულ მოვალეობას, თავს არიდებდა პრობაციის ბიუროში გამოცხადებას; შედეგად კი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განჩინებით, გ---- მ--------ის მიმართ საქართველოს ს------–---------–-----------------–-------------------------------–--------------–------------------------------–--------------------–------------–------------- უ----------–-----------–---ის საფუძველზე, გამოცხადდა ძებნა; შესაბამისად, გ---- მ--------ის მიმართ საბოლოო სასჯელი უნდა განისაზღვროს განაჩენთა ერთობლიობის წესით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით.

 

5.5. სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულებს არ გააჩნიათ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რაიმე გარემოება; შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მათ მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია.

 

5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ---- მ--------ისა და თ------- ა------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავეთა წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივ ქცევაში მათი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მათი ქცევის გათვალისწინებით, გ---- მ--------ისა და თ------- ა------–---–ის მიმართ უნდა განისაზღვროს შემდეგი სასჯელები: გ---- მ--------ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, ხოლო თ------- ა------–---–ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- გ---- მ--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ზ------ი ბ------–---–ის მობილური ტელეფონი - ნ-----, რომელიც დალუქული ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს პ------– განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბოთლი, ჭიქები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს პ------– განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, გ---- მ--------ის და თ------- ა------–---–ის ნერწყვის ნიმუშები, მოწითალო ფერის ქაღალდის ნაგლეჯი ტელეფონის ნომრით, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს პ------– განყოფილებაში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- 01 (ერთი) ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც დაულუქავი სახით ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---- მ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 10 (ათი) წლის ვადით;

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---- მ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 10 (ათი) წლის ვადით;

 

3. გ---- მ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 03 იანვრის 11:32 საათიდან.

 

4. მსჯავრდებულ გ---- მ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

5. თ------- ა------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 8 (რვა) წლის ვადით;

 

6. თ------- ა------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 06 იანვრის 11:40 საათიდან.

 

7. მსჯავრდებულ თ------- ა------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

8. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- გ---- მ--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ზ------ი ბ------–---–ის მობილური ტელეფონი - ნ-----, რომელიც დალუქული ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს პ------– განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბოთლი, ჭიქები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს პ------– განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა; გ---- მ--------ის და თ------- ა------–---–ის ნერწყვის ნიმუშები; მოწითალო ფერის ქაღალდის ნაგლეჯი ტელეფონის ნომრით, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს პ------– განყოფილებაში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- 01 (ერთი) ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც დაულუქავი სახით ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე