გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2018
საქმის ნომერი
240210117001806415
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210117001806415

(2/104-2017)

გადაწყვეტილება

(დასწრებულ-დაუსწრებელი)

საქართველოს სახელით

20.11.2018 წელი ქ. სენაკი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა

 

მოსარჩელე - სს ”კრ----- ბანკი”

წარმომადგენელი - ან–--–- ლე-----ა

 

მოპასუხე - გ--–- კი------ე

მოპასუხე - ლ--- კი------ე

მოპასუხე - ნა---- კვ----–---–-ა

მოპასუხე - ერ--- კი------ე

 

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხეებისათვის - გ--–- კი------ის, ლ--- კი------ის, ნა---- კვ----–---–-ასა და ერ--- კი------ისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე 6404,11 (ექვსი ათას ოთხას ოთხი და თერთმეტი) აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება;

 

1.5.დავალიანების გადახდევინების მიზნით, მოპასუხე ერ--- კი------ის (პ/ნ 39---------) საკუთრებაში არსებული ქ. სე----------------------------ში მდებარე, უძრავი ქონების ( საკადასტრო კოდი- 4--0--3--1--.) რეალიზაცია. თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების მთლიანად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება მოხდეს სოლიდარული მოვალეების/მოპასუხეების გ--–- კი------ის, ლ--- კი------ის, ნა---- კვ----–---–-ასა და ერ--- კი------ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ/მოძრავი ქონებებიდან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე ერ---ი კი------ემ სასამართლოს მთავარ სხდომზე სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ.

 

2.2 მოპასუხე გ--–- კი------ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

2.3 მოპასუხე ლ--- კი------ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

2.4. მოპასუხე ნა---- კვ----–---–-ა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. განსახილველ საქმეზე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.2015 წლის 26 აგვისტოს შპს „მისო კრ-----ს“ (ამჟამად სს "კრ----- ბანკის") და მოპასუხე გ--–- კი------ეს შორის დაიდო სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებით გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იმავე დღეს შპს „მისო კრ-----ს“ (ამჟამად სს "კრ----- ბანკის") და მოპასუხე გ--–- კი------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №--------------1 და იპოთეკით დაიტვირთა ერ--- კი------ის (პ/ნ 39---------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქალაქი სე---------------------------, საკადასტრო კოდი: 4--0--3--1--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე - ს.ფ. 18-19;

- იპოთეკის ხელშეკრულება №--------------1 - ს. ფ. 20-22; (26.08.2015 წელი);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს. ფ 44-45 (განცხადების რეგისტრაციის №882015484704, უფლების რეგისტრაციის თარიღი 27.08.2015)

 

3.2.2. 2015 წლის 27 აგვისტოს შპს „მისო კრ-----ს“ (ამჟამად სს "კრ----- ბანკის") და მოპასუხე გ--–- კი------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება №------------- რომლის საფუძველზე მსესხებელ გ--–- კი------ეზე გაიცა სესხი 5 600 აშშ დოლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, 1.29%-ის ოდენობით ყოველთვიური სარგებლის დარიცხვით. მოპასუხე გ--–- კი------ემ იკისრა ვალდებულება სესხის დაბრუნება უზრუნველეყო სესხის ხელშეკრულებითა და სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პირობებით. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევისათვის, მხარეები შეთანხდნენ პირგასამტეხლოზე, პირველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადაუხდელი ძირი თანხის 5 %-ის ოდენობით, ხოლო ყოველი მომდევნო ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახდელი ძირი თანხის 0.27 %-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სესხის ხელშეკრულება №------------- - ს. ფ. 23-25; (27.08.2015 წელი);

- სესხის დაფარვის გრაფიკი - ს.ფ. 26;

 

3.2.3. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებელმა გ--–- კი------ემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო სიცოცხლის დაზღვევა, გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში, იმ პირობით, რომ სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იქნებოდა გამსესხებელი. მსესხებელმა კი იკისრა ვალდებულება სრულად და დროულად დაეფარა სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სესხის ხელშეკრულება - ს. ფ. 23-25;

- სესხის დაფარვის გრაფიკი - ს.ფ. 26;

 

3.2.4. 2016 წლის 27 აგვისტოს შპს „მისო კრ-----ს“ (ამჟამად სს "კრ----- ბანკს"), გ--–- კი------ეს თავდებობის თაობაზე, განცხადებებით მიმართეს ლ--- კი------ემ, ნა---- კვ----–---–-ამ და ერ--- კი------ემ. იმავე დღეს, მათთან გაფორმდა თავდებობის ხელშკრულებები, რომლითაც ლ--- კი------ემ, ნა---- კვ----–---–-ამ და ერ--- კი------ემ იკისრეს სოლიდარული ვალდებულება გ--–- კი------ესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, სრული მოცულობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- თავდებობის ხელშეკრულებები, თავდებთა განცხადებები - ს. ფ. 27-32;

 

3.2.5. მოპასუხეები პირადად იყვნენ ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეთა არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- გაფრთხილებები ვალდებულების შესრულებაზე - ს. ფ. 37-40;

 

3.2.6. სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეებს გ--–- კი------ეს (პ/ნ 39---------), ლ--- კი------ეს (პ/ნ 62---------), ნა---- კვ----–---–-ასა (პ/ნ 62---------) და ერ--- კი------ეს (პ/ნ 39---------) დაერიცხათ დავალიანება 6 404,11 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 4423,03 აშშ დოლარი, სარგებელი - 1705,00 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 224,00 აშშ დოლარი, ჯარიმა - 11,84 აშშ დოლარი, მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ დავალიანების თანხა დაანგარიშებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, თუმცა სარჩელის მოთხოვნა შესაგებლით ცნეს ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის (კაპიტალის) და სარგებლის 450 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, საერთო ჯამში 4 873,03 აშშ დოლარის ოდენობით. (იხ. შესაგებელი)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შეადგენს 6 404,11 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 4423,03 აშშ დოლარი, სარგებელი - 1705,00 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 224,00 აშშ დოლარი, ჯარიმა - 11,84 აშშ დოლარი. მოპასუხე მხარეს, აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ არსებითი შედავება არ განუხორციელებია. შესაბამისად, არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შესაგებელი - ს. ფ. 62-71;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2.7. 2016 წლის 09 სექტემბერს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრ-----’’ ს/ნ 20-------, გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება ‘’კრ----- ბანკად“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - ს. ფ. 42-43;

 

3.2.8. მოპასუხეები: გ--–- კი------ე, ლ--- კი------ე და ნა---- კვ----–---–-ა, საქმის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდნენ. საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის შესახებ შეტყობინება (უწყება) მოპასუხე ლ--- კი------ეზე და ნა---- კვ----–---–-აზე გადასაცემად ჩაბარდა ერ--- კი------ეს, რაც დასტურდება ერ--- კი------ეს ხელმოწერით. უწყება გ--–- კი------ეს ჩაბარდა პირადად. რაც დასტურდება მისი ხელმოწერით. მიუხედავად ამისა გ--–- კი------ეს, ლ--- კი------ეს და ნა---- კვ----–---–-ას სასამართლოსათვის არ მოუმართავთ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებიათ სასამართლოსთვის.(იხ. სასამართლო უწყება, ჩაბარების დასტური 15.11.2018.)

 

3.2.9. 2018 წლის 19 ნოემბერს სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მოსამზადებელი სხდომა გადაზარდა მთავარ სხდომაში (იხ. სხდომის ოქმი 19.11.2018;)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ”კრ----- ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 902-ე, 417-418-ე, 873-ე, 361-ე, 411-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე, კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე გ--–- კი------ეზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო კრედიტის დაბრუნება მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ლ--- კი------ემ, ნა---- კვ----–---–-ამ და ერ--- კი------ემ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრა სრული პასუხისმგებლობა გ--–- კი------ის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, გ--–- კი------ესთან ერთად ლ--- კი------ეს, ნა---- კვ----–---–-ას და ერ--- კი------ეს სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია ბანკთან დადებული თავდებობის გარიგების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

იმავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტისა და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ჩათვლით, ძირითადი მოვალის მიერ კრედიტის გადახდის ვადის გადაცილებისა და დავალიანების წარმოშობის თაობაზე თავდები პირი ინფორმირებული იყო. ამდენად, თავდებმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა, დავალიანების მოცულობის პროპორციულად, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეთა მიერ საკრედიტო ხელშეკრულებათა ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს იმ პროცენტის სახით, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეებმა იკისრეს საკრედიტო ხელშეკრულებებით. მოპასუხეთა მხრიდან ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტით მოპასუხემ მიიღო ზიანი იმ პროცენტის სახით, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ''კრ----- ბანკის'' სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 6404,11 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ 2015 წლის 26 აგვისტოს №------------- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ბანკსა და ერ--- კი------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №--------------1, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ერ--- კი------ის (პ/ნ 39---------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქალაქი სე---------------------------, საკადასტრო კოდი: 4--0--3--1--. იპოთეკის შინაარსიდან გამომდინარე მოსარჩელეს უპირატესი უფლება აქვს იპოთეკის საგნით დაიკმაყოფილოს უფლება.

 

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ბანკის მიმართ ვადებულება ჯეროვნად არ შეასრულეს. გადააცილეს კრედიტის დაფარვის გრაფიკს, რამაც ბანკს უფლება მისცა გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ვალდებულების სრული შესრულება. ბანკის ხელშეკრულებიდან გასვლას უნდა მოყვეს ვალდებულების მთლიანი შესრულება. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

იმავე კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 233-ე მუხლით, არ არსებობს, სასარჩელო მოთხოვნა გ--–- კი------ეს, ლ--- კი------ესა და, ნა---- კვ----–---–-ას მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმავე კოდექსის 49.2-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის ნაწილში, რაც შეადგენს 4 873,03 აშშ დოლარს (სახ. ბაჟი გადახდილია 14.02.2017 წ, ეროვნული ბანკის კურსი 1აშშ=2,6288 ლარი). შესაბამისად, მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების პროპორციულად - 384.30 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ის ნაწილი, რომლის გადახდისაგან მხარეები გათავისუფლდნენ სსკ-ის 49.2-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 120,75 ლარს.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარი, სააღსრულებო ბიუროში ხელფასის 50%-ის აკრძალვის რეგისტრაციისათვის გადახდილია 100 (ასი) ლარი, რომელთა გადახდაც კანონის ზემოთმითითებული ნორმის შესაბამისად, უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

დადგენილია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებებს, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, აეკრძალა მოპასუხის გ--–- კი------ეს (პ/ნ 39---------) საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის (გარდა სახელმწიფო სოციალური დახმარების თანხებისა) 50%-ის გაცემა 6404,11 (ექვსი ათას ოთხას ოთხი და თერთმეტი) აშშ დოლარის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 230-ე, 234-ე, 236-237-ე, 1991 -ე, 286-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე სს ,, კრ----- ბანკი“-ს (ს/ნ 20-------) მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს გ--–- კი------ეს (პ/ნ 39---------), ლ--- კი------ეს (პ/ნ 62---------), ნა---- კვ----–---–-ასა (პ/ნ 62---------) და ერ---ი კი------ეს (პ/ნ 39---------) სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელე სს ,,კრ----- ბანკი“-ს სასარგებლოდ 6404.11 (ექვსი ათას ოთხას ოთხი დოლარი და 11 ცენტი) აშშ დოლარი, (ექვივალენტი ლარში) ანაზღაურება.

 

3. დავალიანების გადახდევინების მიზნით, პირველ რიგში სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ერ--- კი------ის (პ/ნ 39---------) საკუთრებაში არსებული ქ. სე----------------------------ში მდებარე, უძრავი ქონება ( საკადასტრო კოდი- 4--0--3--1--.). თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების მთლიანად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება მოხდეს სოლიდარული მოვალეების/მოპასუხეების გ--–- კი------ის, ლ--- კი------ის, ნა---- კვ----–---–-ასა და ერ--- კი------ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ/მოძრავი ქონებებიდან.

 

4. მოსარჩელე სს ,, კრ----- ბანკი“-ს (ს/ნ 20-------) ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ, 14.02.2017 წელს, №641 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 384,30 ლარის ოდენობით.

 

5.მოპასუხეებს გ--–- კი------ეს (პ/ნ 39---------), ლ--- კი------ეს (პ/ნ 62---------), ნა---- კვ----–---–-ასა (პ/ნ 62---------) და ერ--- კი------ეს (პ/ნ 39---------) სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელე სს ,,კრ----- ბანკი“-ს სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული და მათ მიერ არაღიარებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 120,75 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის- 50 (ორმოცდაათი) ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის- 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

6. უცვლელად დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

 

7. განემარტოს მოპასუხეებს გ--–- კი------ეს (პ/ნ 39---------), ლ--- კი------ესა და (პ/ნ 62---------), ნა---- კვ----–---–-ას (პ/ნ 62---------), რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლიათ შემოიტანონ საჩივარი სენაკის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდებათ ამ გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

8. განემარტოს ერ---ი კი------ეს (პ/ნ 39---------), რომ მის მიერ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

9.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია