გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2018
საქმის ნომერი
240210117001809939
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210117001809939

(2/119-2017)

გადაწყვეტილება

(დასწრებულ-დაუსწრებელი)

საქართველოს სახელით

20.11.2018 წელი ქ. სენაკი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა

 

მოსარჩელე - სს ”კრ----------ი”

წარმომადგენელი - ან–--–ა ლე-----ა

 

მოპასუხე - ვლ-------- და------ა

წარმომადგენელი - შო----ა და------ა

 

მოპასუხე - ბუ-------ი გვ-----ა

მოპასუხე - ლე--- სა-----ა

მოპასუხე - შა-–-- კა-–--------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხეებისათვის - ვლ-------- და------ას, ბუ-------ი გვ-----ას, ლე--- სა-----ასა და შა-–-- კა-–--------–---–ისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე 3927,82 (სამი ათას ცხრაას ოცდაშვიდი და ოთხმოცდაორი) აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ვლ-------- და------ას წარმომადგენელმა შო----ა და------ამ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ.

 

2.2. მოპასუხე ბუ-------ი გვ-----ას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

2.3. მოპასუხე შა-–-- კა-–--------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

2.4. მოპასუხე ლე--- სა-----ას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. განსახილველ საქმეზე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 11 მაისს შპს „მისო კრ-----ს“ (ამჟამად სს "კრ----------ის") და მოპასუხე ვლ-------- და------ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება №------------- რომლის საფუძველზე მსესხებელ ვლ-------- და------აზე გაიცა სესხი 4 000 აშშ დოლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, 1,42 %-ის ოდენობით ყოველთვიური სარგებლის დარიცხვით. მოპასუხე ვლ-------- და------ამ იკისრა ვალდებულება სესხის დაბრუნება უზრუნველეყო სესხის ხელშეკრულებითა და სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პირობებით. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევისათვის, მხარეები შეთანხდნენ პირგასამტეხლოზე, პირველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადაუხდელი ძირი თანხის 5 %-ის ოდენობით, ხოლო ყოველი მომდევნო ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახდელი ძირი თანხის 0.27 %-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სესხის ხელშეკრულება №------------- - ს. ფ. 17-18; (11.05.2016 წელი);

- სესხის დაფარვის გრაფიკი - ს.ფ. 19;

 

3.2.2. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებელმა ვლ-------- და------ამ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო სიცოცხლის დაზღვევა, გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში, იმ პირობით, რომ სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იქნებოდა გამსესხებელი. მსესხებელმა კი იკისრა ვალდებულება სრულად და დროულად დაეფარა სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სესხის ხელშეკრულება №------------- - ს. ფ. 17-18; (11.05.2016 წელი);

- სესხის დაფარვის გრაფიკი - ს.ფ. 19;

 

3.2.3. 2016 წლის 11 მაისს შპს „მისო კრ-----ს“ (ამჟამად სს "კრ----------ს"), ვლ-------- და------ას თავდებობის თაობაზე, განცხადებებით მიმართეს ბუ-------ი გვ-----ამ, ლე--- სა-----ამ და შა-–-- კა-–--------–---–მა. იმავე დღეს, მათთან გაფორმდა თავდებობის ხელშკრულებები, რომლითაც ბუ-------ი გვ-----ამ, ლე--- სა-----ამ და შა-–-- კა-–--------–---–მა, იკისრეს სოლიდარული ვალდებულება ვლ-------- და------ასთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, სრული მოცულობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- თავდებობის ხელშეკრულებები, თავდებთა განცხადებები - ს. ფ. 20-25;

 

3.2.4. მოპასუხეები პირადად იყვნენ ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეთა არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- გაფრთხილებები ვალდებულების შესრულებაზე - ს. ფ. 28-31;

 

3.2.5. სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეებს ვლ-------- და------ას, ბუ-------ი გვ-----ას, ლე--- სა-----ას და შა-–-- კა-–--------–---–ს დაერიცხათ დავალ--ნება 3 927,82 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 3 074,57 აშშ დოლარი, სარგებელი - 720,87 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 96,32 აშშ დოლარი, ჯარიმა - 11,47 აშშ დოლარი და საკომისიო 24,59 აშშ დოლარი, მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ დავალიანების თანხა დაანგარიშებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, თუმცა სარჩელის მოთხოვნა მოპასუხემ ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის (კაპიტალის) დაკისრების ნაწილში, საერთო ჯამში 2 928,06 აშშ დოლარის ოდენობით, ეროვნული ბანკის მიერ 2016 წლის 11 მაისის კურსით, (1 აშშ=2,2126, რაც შეადგენს 6,478,62 ლარს) (იხ. შესაგებელი, 19.11.2018 სხდომის ოქმი)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შეადგენს 3927,82 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 3074,57 აშშ დოლარი, სარგებელი - 720,87 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 96,32 აშშ დოლარი, ჯარიმა - 11,47 აშშ დოლარი და საკომისიო 24,59 აშშ დოლარი. მოპასუხე მხარეს, აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ არსებითი შედავება არ განუხორციელებია. შესაბამისად, არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია.

 

3.2.6. 2016 წლის 09 სექტემბერს შპს ,,მ---------------ო ო---------–-ა კრ-----’’ ს/ნ 20-------, გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება ‘’კრ----------ად“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - ს. ფ. 33-34;

 

3.2.7. მოპასუხეები- ბუ-------ი გვ-----ა, ლე--- სა-----ა და შა-–-- კა-–--------–---–ი, საქმის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდნენ. საქმის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განხილვის შესახებ შეტყობინება (უწყება) მოპასუხეთათვის გადასაცემად ჩაბარდა ვლ-------- და------ას რძალს-ლ-- ჩხ-----ეს. რაც დასტურდება ლ-- ჩხ-----ის ხელმოწერით. ბუ-------ი გვ-----ას, ლე--- სა-----ას და შა-–-- კა-–--------–---–ს სასამართლოსათვის არ მოუმართავთ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებიათ სასამართლოსთვის. (იხ. სასამართლო უწყება, ჩაბარების დასტური 15.11.2018.)

 

3.2.8. 2018 წლის 19 ნოემბერს სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მოსამზადებელი სხდომა გადაზარდა მთავარ სხდომაში (იხ. სხდომის ოქმი 19.11.2018;)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ”კრ----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 902-ე, 417-418-ე, 873-ე, 361-ე, 411-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე, კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე ვლ-------- და------აზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო კრედიტის დაბრუნება მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ბუ-------ი გვ-----ამ, ლე--- სა-----ამ და შა-–-- კა-–--------–---–მა, მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრა სრული პასუხისმგებლობა ვლ-------- და------ას მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვლ-------- და------ასთან ერთად ბუ-------ი გვ-----ას, ლე--- სა-----ას და შა-–-- კა-–--------–---–ის, სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია ბანკთან დადებული თავდებობის გარიგების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

იმავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტისა და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ჩათვლით, ძირითადი მოვალის მიერ კრედიტის გადახდის ვადის გადაცილებისა და დავალიანების წარმოშობის თაობაზე თავდები პირი ინფორმირებული იყო. ამდენად, თავდებმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა, დავალიანების მოცულობის პროპორციულად, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეთა მიერ საკრედიტო ხელშეკრულებათა ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს იმ პროცენტის სახით, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეებმა იკისრეს საკრედიტო ხელშეკრულებებით. მოპასუხეთა მხრიდან ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტით მოპასუხემ მიიღო ზიანი იმ პროცენტის სახით, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ''კრ----------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 3 927,82 (სამი ათას ცხრაას ოცდაშვიდი და ოთხმოცდაორი) აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

იმავე კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 233-ე მუხლით, არ არსებობს, სასარჩელო მოთხოვნა ბუ-------ი გვ-----ას, ლე--- სა-----ას და შა-–-- კა-–--------–---–ის, მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმავე კოდექსის 49.2-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის ნაწილში 2 928,06 აშშ დოლარის ფარგლებში ეროვნული ბანკის მიერ 2016 წლის 11 მაისის კურსით, (1 აშშ=2,2126, რაც შეადგენს 6,478,62 ლარს) მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია 14.02.2017 წ, (ეროვნული ბანკის კურსი 1აშშ=2,6288 ლარი). შესაბამისად, მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების პროპორციულად - 194,35 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ის ნაწილი, (194,35 ლარი), რომლის გადახდისაგან მხარეები გათავისუფლდნენ სს კოდექსის 49.2-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მათ მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 115,40 ლარს.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარი, შსს მომსახურების სააგენტოში ცნობის საფასური 62 ლარი, და სააღსრულებო ბიუროში ხელფასის 50% გაცემის აკრძალვის რეგისტრაციის 100 (ასი) ლარი,რომელთა გადახდაც კანონის ზემოთმითითებული ნორმის შესაბამისად, უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

დადგენილია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებებს, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, აეკრძალათ მოპასუხის ვლ-------- და------ას (პ/ნ 39---------) საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის (გარდა სახელმწიფო სოციალური დახმარების თანხებისა) 50%-ის გაცემა 3 927,82 (სამი ათას ცხრაას ოცდაშვიდი და ოთხმოცდაორი) აშშ დოლარის ფარგლებში

 

ამავე განჩინებით მოპასუხეს ვლ-------- და------ას (პ/ნ 39---------), აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების - ,,მერსედეს-ბენც C 240”, სახ. ნომერი GV-----, ტექ. პასპორტი AL-------, გამოშვების წელი 2000, ვინ კოდი: WD---------------, გასხვისება და ყველანაირი ვალდებულებით (უფლებრივად) დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 230-ე, 234-ე, 236-237-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე სს ,,კრ----------ი“-ს (ს/ნ 20-------) მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს ვლ-------- და------ას (პ/ნ 39---------), ბუ------- გვ-----ას (პ/ნ 39---------), ლე--- სა-----ას (პ/ნ 39---------) და შა-–-- კა-–--------–---–ს (პ/ნ 39---------) სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელე სს ,,კრ----------ი“-ს სასარგებლოდ 3927,82 (სამი ათას ცხრაას ოცდაშვიდი და ოთხმოცდაორი) აშშ დოლარის ანაზღაურება (ექვივალენტი ლარში).

 

3. მოსარჩელე სს ,, კრ----------ს“ (ს/ნ 20-------) ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ, 14.02.2017 წელს, №643 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 194,35 ლარის ოდენობით.

 

4. მოპასუხეებს ვლ-------- დ--------ს (პ/ნ 39---------), ბუ------- გვ-----ას (პ/ნ 39---------), ლე--- სა-----ას (პ/ნ 39---------) და შა-–-- კა-–--------–---–ს (პ/ნ 39---------) სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელე სს ,,კრ----------ი“-ს სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული და მათ მიერ არაღიარებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 115,40 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის - 50 (ორმოცდაათი) ლარის, შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი ცნობის საფასურის- 62 ლარის, სააღსრულებო ბიუროში ხელფასის 50% გაცემის აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის- 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

5. უცვლელად დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

 

6. განემარტოს, მოპასუხეებს ბუ------- გვ-----ას (პ/ნ 39---------), ლე--- სა-----ას (პ/ნ 39---------) და შა-–-- კა-–--------–---–ს (პ/ნ 39---------) რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლიათ შემოიტანონ საჩივარი სენაკის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდებათ ამ გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

7. განემარტოს ვლ-------- დ--------ს (პ/ნ 39---------), რომ მის მიერ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე- დარეჯან კვარაცხელია