გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.02.2019
საქმის ნომერი
080210017002173837
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3406-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15.02.2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი -გიორგი ესაძე

მოსარჩელე - ნ---- ჯ------–ი

წარმომადგენელი - ივანე აფ----------ე

მოპასუხე - ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი”

წარმომადგენელი - გ------ი გვ--–--ე

დავის საგანი - ს----–-----ე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’-ის დირექტორის 2017 წლის 02 ოქტომბრის №36 ბრძანების გაუქმება, ნ---- ჯ------–ის ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’-ის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

მოსარჩელე ნ---- ჯ------–ის აღდგენა დათხოვნამდე მოპასუხე, ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’-ს ადმინისტრაციის უფროსის (ტოლფას) თანამდებობაზე და იძულებითი განაცდურის, ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.2.მოპასუხე, ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’-ს ადმინისტრაციაზე მოსარჩელე ნ---- ჯ------–ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით, გადახდილი 100 (ასი) ლარის გადასახდელად დაკისრება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’-ის დირექციის 2017 წლის 02 ოქტომბრის №36 ბრძანებით ნ---- ჯ------–ი დათხოვნილი იქნა ამავე დაწესებულების ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან, შრომითი ხელშეკრულების ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო. აღნიშნულ თანამდებობაზე ნ---- ჯ------–ი დანიშნული იყო ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’-ის 2017 წლის აპრილის №6 ბრძანებით, 2017 წლის 03 აპრილიდან 2017 წლის 03 ოქტომბრამდე, ექვს თვიანი გამოსაცდელი ვადით. თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანებით, მოპასუხეს ევალებოდა ნ---- ჯ------–თან შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, რაც მან მიუხედავად ნ---- ჯ------–ის არაერთგზის შეხსენებისა არ გააკეთა. 2017 წლის 29 სექტემბერს, ნ---- ჯ------–მა განცხადებით მიმართა მოპასუხეს და შეატყობინა, რომ ავად ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი, 2015 წელის 03 ივნისს დაბადებული ელენე თეიმურაზის ასული ჩოგოვაძე, რის გამოც, 2017 წლის 02 ოქტომბრიდან შესაძლოა მოთავსებულიყო სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებაში, რის დასტურადაც ნ---- ჯ------–მა წარადგინა სავადმყოფო ფურცელი. მოპასუხემ, 2017 წლის 29 სექტემბრის 10:45 სთ-ზე ელექტრონულად ატვირთული მოსარჩელის განცხადება 2017 წლის 02 ოქტომბრამდე არ განიხილა, ხოლო 2017 წლის 02 ოქტომბერს, დანიშვნის ბრძანებით დადგენილი ექვსთვიანი ვადის დამთავრებამდე ნ---- ჯ------–ი სამუშაოდან დაითხოვა.

 

ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’ შეიქმნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სამართველოს ტურიზმის განყოფილების მატერიალურ და საკადრო ბაზაზე, წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს, სადაც ნ---- ჯ------–ი დანიშნული იყო საკონკურსო შერჩევის წესით განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, გავლილი ჰქონდა კანონით გათვალისწინებული გამოსაცდელი ვადა და თანამდებობაზე დანიშნული იყო განუსაზღვრელი ვადით, საიდანაც განთავისუფლდა 2017 წლის 01 აპრილიდან, მოპასუხე ორგანიზაციაში სამუშაოდ გადასვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულით მოტივირებდა მოპასუხე, როცა ახალი ხელშეკრულება აღარ გაუფორმებია. როგორც დათხოვნის ბრძანებიდან ნ---- ჯ------–ისთვის გახდა ცნობილი, მოპასუხეს ის სამსახურიდან გაუნთავისუფლებია არარსებული შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო, სავადმყოფო ფურცელზე მყოფი, მის მიერვე ცალმხრივად დაწესებული 6 თვიანი ვადის გასვლამდე.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამსახურიდან მისი დათხოვნა მოპასუხის ინიციატივით და ცალმხრივი ნების გამოვლენით არის უკანონო და დისკრიმინაციული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა შესაგებელს და განმარტა, რომ არ ეთანხმება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ დამსაქმებელს არაერთგზის შეახსენა მასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულების შესახებ, მაგრამ ხელშეკრულება მაინც არ იქნა დადებული.

 

2017 წლის 29 სექტემბერს ნ---- ჯ------–მა ელექტრონულად ატვირთა განცხადი 10:45 წუთზე, ნ---- ჯ------–ი იმყოფებოდა სამსახურში მაგრამ განაცხადის ატვირთვის თაობაზე არაფერი უთქვამს დირექციისთვის. განაცხადი ნანახი იქნა ამავე დღეს დირექციის მიერ სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, რის გამოც განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირდა 02.10.2017 წელს. ამ დღეს ნ---- ჯ------–ი სამსახურში არ გამოცხადებულა. მისი სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანება მომზადდა 02.10.2017 წ. დღის მეორე ნახევარში და ამის შემდეგ გაეგზავნა იგი ადრესატს.

 

02.10.2017 წ. №36 ბრძანებით ნ---- ჯ------–ს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა და იგი სამსახურიდან განთავისუფლდა 02.10.2017 წლიდან, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლასთან დაკავშირებით, აღნიშნულის გამო იგი ვადამდე განთავისუფლებულად ვერ ჩაითვლება.

 

მოპასუხის განმარტებით, 29.09.2017 წლის განცხადებაზე ის რაიმე რეაგირებას ვერ მოახდენდა, რადგან განცხადება რაიმე მოთხოვნას არ შეიცავს, იგი სტაციონარში შესაძლო მოთავსების ვარაუდზე მიუთითებს (თუ ვისი-ესეც არ ჩანს კონკრეტულად) და, ამასთან, 29.09.2017 წელი იყო კვირის ბოლო სამუშაო დღე (პარასკევი).

 

რაც შეეხება მოსარჩელის 02.10.2017წ. რეგისტრირებულ განცხადებას და საავადმყოფო ფურცელს (ეს უკანასკნელი საერთოდ არ ყოფილა წარმოდგენილი დირექციაში), ისინი არ იძლევიან სამართლებრივ საფუძველს, რათა დამსაქმებელს არ გამოეცა 02.10.2017 წ. №36 ბრძანება ნ---- ჯ------–ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ.

 

ამდენად, ის გარემოება, რომ 29.09.2017 წ. განცხადება დამსაქმებელმა არ განიხილა 02.10.2017 წლამდე და ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადის დამთავრებამდე მცირეწლოვანი შვილის დედა დისკრიმინაციულად დაითხოვა სამსახურიდან, არასწორია. 02.10.2017წ. ნ---- ჯ------–ის მიმართ ამოიწურა ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადა და ამ საფუძვლით იგი კანონიერად განთავისუფლდა სამსახურიდან.

 

მოპასუხის განმარტებით, არასწორია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’ შეიქმნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სამართველოს ტურიზმის განყოფილების მატერიალურ და საკადრო ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს, რადგან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სამართველოს ტურიზმის განყოფილებაში მოსარჩელე დანიშნული იყო საკონკურსო შერჩევის წესით განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, გავლილი ჰქონდა კანონით გათვალისწინებული გამოსაცდელი ვადა, თანამდებობაზე მოსარჩელე დანიშნული იყო განუსაზღვრელი ვადით, საიდანაც გათავისუფლდა 01.04.2017 წლიდან მოპასუხე ორგანიზაციაში სამუშაოდ გადასვლასთან დაკავშირებით, ითვლება, რომ ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’ ასრულებს იგივე უფლებამოსილებას, რასაც ასრულებდა მერიის ტურიზმის განყოფილება და ამიტომ სამუშაოდან მოსარჩელის დათხოვნა არის უკანონო დისკრიმინაციული უსაფუძვლოა.

 

მოპასუხის განმარტებით, თუ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 16.07.2014წ №14 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ტურიზმის განყოფილების ფუნქციებს შევადარებთ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 02.12.2016 წ. №4731 ბრძანებით დამტკიცებული ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’-ს წესდების მე-2 მუხლით განსაზღვრულ ქუ---------------------------------–----–------ის მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე მე-3 მუხლით დადგენილ ცენტრის კომპეტენციას, გამოჩნდება მათ შორის არსებული განსხვავება.

 

რაც მთავარია, ქ.ქუთაისი მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული -ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ქონების მართვის სამსახური და ამავე სამსახურის ტურიზმის განყოფილება, რომელი განყოფილების უფროსადაც 24.06.2015 წლიდან 01.04.2017 წლამდე მუშაობდა ნ---- ჯ------–ი, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლებიც არ იყვნენ დამოუკიდებელნი, საკუთარი სახელით ვერ იძენდნენ უფლებებსა და მოვალეობებს, ვერ დებდნენ გარიგებებს, არ გააჩნდათ საკუთარი შემოსავლები და არ შეეძლოთ სასამართლოში გამოსულიყვნენ მოსარჩელედ ან მოპასუხედ. ისინი იყვნენ მხოლოდ სტრუქტურული ქვედანაყოფები და შესაბამის ურთიერთობებში დადგენილი წესით, შეეძლოთ ემოქმედათ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით.

 

დებულების მე-3 მუხლის თანახმად, სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით (პუნქტი1), სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს მერი (პუნქტი 2). დებულების მეორე მუხლის მიხეედვით, სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

 

(პუნქტი 3) განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში, სამასხურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე (პუნქტი 4).

 

დებულების მე-5 მუხლით, სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, ამ დებულებით და მოხელის სამუშოთა აღწერილობით (პუნქტი1), სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. (პუნქტი 4)

 

რაც შეეხება „ქუ---------------------------------–----–------ს“, მართალია, მისი დამფუძნებელია ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მაგრამ იგი არის არასამეწარმეო იურიდიული პირი და შეუძლია დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, აქვს საკუთარი შემოსავლები, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოპასუხედ და მოსარჩელედ. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ქუთაისის საკრებულოსა და მერიის დებულებებისა და წესდების საფუძველზე.

 

ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და მას გააჩნია საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი, ხოლო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის-ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილება ყოველთვის იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფი, არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი სტრუქტურა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭებით.

 

ამდენად, ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’ არ არის და არც შეიძლება იყოს ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის-ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ქონების მართვის სამასახურის ტურიზმის განყოფილების უფლებამონაცვლე ან სამართალმემკვიდრე მათი სამართლებრივი სტატუსის და უფლება მოვალეობების არსებითად განსხვავებულობის გამო:

 

თუკი პირველ შემთხვევაში (ტურიზმის განყოფილება) სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრებოდა ქუთაისის მუნიციპაიტეტის მერიის დებულებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მეორე შემთხვევაში (ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი) ანალოგიური საკითხები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მათ შორის, საქართველოს შრომის კოდექსის, ქუთაისის საკრებულოსა და მერიის დებულებებისა და ააიპ-ის წესდების საფუძველზე.

 

ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ტურიზმის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მომუშავე ნ---- ჯ------–ი წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, ხოლო ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’-ს ადმინისტრაციის უფროსი არ არის საჯარო მოხელე. პირველ შემთხვევაში დამსაქმებელია მერია, ხოლო მეორე შემთხვევაში-ააიპ-ი, რომლებიც ერთი და იგივე დამსაქმებლად ვერ ჩაითვლებიან.

 

შესაბამისად ქ.ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით დანიშნული ნ---- ჯურელი, რომელი თანამდებობიდანაც იგი განთავისუფლდა, ქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 31.03.2017წ. №418 ბრძანებით, პირადი განცხადების საფუძველზე (და არა მოპასუხე ორგანიზაციაში გადასვლასთან დაკავშირებით, როგორც სარჩელშია აღნიშნული), ვერ ჩაითვლება სულ სხვა ორგანიზაციაში- ააიპ „ქუ---------------------------------–----–------ში’’ უვადო შრომითი ხელშეკრულებით დანიშნულად.

 

დადგენილია და დავას არ იწვევს, რომ ააიპ „ქუ---------------------------------–----–------ის“ უფროსის 03.04.2017წ. №6 ბრძანებით ნ---- ჯ------–ი, პირადი განცხადების საფუძველზე, საკუთარი ნება-სურვილის შესაბამისად, დაინიშნა ამავე ააიპ-ის ადმინისტრაციის უფროსად, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით, სადაც მან იმუშავა ამ ვადის დასრულებამდე, 03.10,2017 წლამდე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცდა ქალქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის დებულება. დებულების საფუძველზე განისაზღვრა სამსახურის სტრუქტურა. ა) ეკონომიკური განვიტარების განყოფილება; ბ) ტურიზმის განყოფილება; გ) ქონების განკარგვის განყოფილება; დ) ქონების რეგისტრაციის განყოფილება.

მტკიცებულება: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N14 დადგენილება. (იხ.ტ1.ს.ფ.29-38);

 

3.1.2. დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 28.09. 2015 წლის Nკ 1107 ბრძანება ,,კ“ საფუძველზე ქ. ქუთაისის მერის 2015 წლის 24 ივნისის Nკ-277 ბრძანებით საგამოცდო ვადით დანიშნულ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების უფროსს ნ---- ჯ------–ს საგამოცდო ვადა ჩაეთვალა გავლილად და ამ თანამდებობაზე დაინიშნა განუსაზღვრელი ვადით 2015 წლის 24 სექტემბრიდან.

მტკიცებულება: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 28.09. 2015 წლის Nკ 1107 ბრძანება ,,კ“. (იხ.ტ1.ს.ფ.54);

 

3.1.3. დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 31.03.2017 წლის Nკ418 ბრძანება ,,კ“ საფუძველზე, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების უფროსი ნ---- ჯ------–ი, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 1 აპრილიდან.

მტკიცებულება: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 31.03.2017 წლის Nკ418 ბრძანება ,,კ“ (იხ.ტ1.ს.ფ.55);

 

3.1.4. დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 02.12.2016 წლის N4731 ბრძანების საფუძველზე, დაფუძნდა აა(იპ) ,,ქუ---------------------------------–----–------ი“, დამტკიცდა წესდება, საშტატო განრიგი.

 

დადგენილია, რომ აა(იპ) ,,ქუ---------------------------------–----–------ი“-ს საშტატო ნუსხა დაფუძნებისას შეადგენდა 12 თანამშრომელს.

 

დირექტორი (1), თანამდებობრივი სარგო - 1350 ლარი; ადმინისტრაციის უფროსი (1) - თანამდებობრივი სარგო - 1000 ლარი; მთავარი სპეციალისტი (2) - თანამდებობრივი სარგო- 700 ლარი; სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტი (1) - თანამდებობრივი სარგო - 250; სპეციალისტი სამეურნეო დარგში (1) - თანამდებობრივი სარგო-650; სპეციალისტი (4) თანამდებობრივი სარგო- 650 ლარი;ბუღალტერი (1) -თანამდებობრივი სარგო -250 ლარი; დამლაგებელი (1) თანამდებობრივი სარგო - 250 ლარი. სულ 12 შტატი. (ტ.1. ს.ფ. 86).

 

ხოლო (2019 წლის იანვრის მდგომარეობით) შტატი გაიზარდა ორით და გახდა 14.

 

კერძოდ - დირექტორი (1), თანამდებობრივი სარგო - 1500 ლარი; დირექტორის მოადგილე (1) - თანამდებობრივი სარგო - 1300 ლარი; ფილიალის ხელმძღვანელი (ოქროს ჩარდახი 1) - თანამდებობრივი სარგო - 1200 ლარი; მთავარი სპეციალისტი (3) - თანამდებობრივი სარგო - 800 ლარი; სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტი (1) - თანამდებობრივი სარგო - 750; სპეციალისტი (4) -თანამდებობრივი სარგო 650 ლარი; სპეციალისტი სამეურნეო დარგში (1) - თანამდებობრივი სარგო-650; ბუღალტერი (1) -თანამდებობრივი სარგო -300 ლარი; დამლაგებელი (1) თანამდებობრივი სარგო - 300 ლარი, სულ 14 შტატი და მის დირექტორად დაინიშნა პაატა ლილუაშვილი.

მტკიცებულება: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 02.12.2016 წლის N4731 ბრძანება. (იხ.ტ1.ს.ფ.49-52);

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ ააიპ ,,ქუ---------------------------------–----–------ი“-ს დირექტორის პაატა ლილუაშვილის 03.04.2017 წლის N6 ბრძანებით, ნ---- ჯ------–ი დაინიშნა ააიპ ,,ქუ---------------------------------–----–------ის“ ადმინისტრაციის უფროსად, 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით, 2017 წლის 03 აპრილიდან 2017 წლის 03 ოქტომბრამდე და მისი შრომითი ანაზღაურება განისაზღვრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შეთანხმებული და ააიპ ,,ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორის 2017 წლის N1 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგით თვეში 1000 ლარი.

 

იმვე ბრძანებაში მიეთითა ნ---- ჯ------–თან შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების სავალდებულო პირობის შესახებ.

მტკიცებულება: ააიპ ,,ქუ---------------------------------–----–------ი“-ს დირექტორის პაატა ლილუაშვილის 03.04.2017 წლის N6 ბრძანება. (იხ.ტ1.ს.ფ.18; 27);

 

3.2.3. დადგენილია, რომ ააიპ ,,ქუ---------------------------------–----–------ი“-ს დირექტორის პაატა ლილუაშვილის 02.10.2017 წლის N36 ბრძანებით, ნ---- ჯ------–ს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და 2017 წლის 02 ოქტომბრიდან გათავისუფლდა ააიპ ,,ქუ---------------------------------–----–------ის“ ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო.

მტკიცებულება: ააიპ ,,ქუ---------------------------------–----–------ი“-ს დირექტორის პაატა ლილუაშვილის 02.10.2017 წლის N36 ბრძანება. (იხ.ტ1.ს.ფ.26);

 

3.2.4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 20.10.207 წლის წერილით დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ტურიზმის განყოფილება შეიქმნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N14 დადგენილების საფუძველზე და გაუქმდა 2017 წლის 29 მარტის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის N165 დადგენილების საფუძველზე.

 

განყოფილების გაუქმების მიზეზი გახდა არასამეწარმეო-არაკომერციული იურიდიული პირი ,,ქალაქ ქუ---------------------------------–----–------ი“-ს შექმნა, რომელიც ასრულებს იგივე უფლება-მოვალეობებს, რაც მანამდე ევალებოდა ტურიზმის განყოფილებას.

მტკიცებულება:ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 20.10.207 წლის პასუხი. (იხ.ტ1.ს.ფ.53);

 

3.2.5.ააიპ ,,ქუ---------------------------------–----–------ი“-ს დირექტორის პაატა ლილუაშვილის 09.10.2017 წლის წერილით დადგენილია, რომ ააიპ ,,ქუ---------------------------------–----–------ი“-ს 03.04.2017 წლის N6 ბრძანების საფუძველზე ნ---- ჯ------–თან წერილობითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა და შრომითი უფლება-მოვალეობები გამოსაცდელ ვადაში განისაზღვრებოდა 03.04.2017 წლის N6 ბრძანებით, მხარეთა სიტყვიერი შეთანხმებით, ა(ა) იპ ,,ქუ---------------------------------–----–------ის“ წესდებით და საქართველოს შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად.

მტკიცებულება: ააიპ ,,ქუ---------------------------------–----–------ი“-ს დირექტორის პაატა ლილუაშვილის 09.10.2017 წლის პასუხი. (იხ.ტ1.ს.ფ.19);

 

3.2.6. დადგენილია, რომ 2017 წლის 29 სექტემბერს, ნ---- ჯ------–მა განცხადებით (ბიულეტინის შესახებ) მიმართა ააიპ ,,ქუ---------------------------------–----–------ი“-ს დირექტორის პაატა ლილუაშვილს და შეატყობინა, რომ ავად ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი, რის გამოც, 2017 წლის 02 ოქტომბრიდან შესაძლოა მოთავსებულიყო სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებაში, რის დასტურადაც ნ---- ჯ------–მა წარადგინა სავადმყოფო ფურცელი. მოპასუხემ, 2017 წლის 29 სექტემბრის 10:45 სთ-ზე ელექტრონულად ატვირთული მოსარჩელის განცხადება განიხილა 2017 წლის 02 ოქტომბერს და იმავე დღეს გამოიცა N36 ბრძანება, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის და სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.

მტკიცებულება: ელექტრონული განცხადება; საავადმყოფო ფურცელი. (იხ.ტ1.ს.ფ.2--23);

 

3.2.7.ლალი ჟორჟოლიანის, მარინე ხაჭაპურიძის და ნ---- კოპალეიშვილის მოხსენებითი ბარათით დადგენილია, რომ მათი ერთად მუშაობის პერიოდში ქ-ნი ნ---- ჯ------–ი არაჯეროვნად და არასრულყოფილად ასრულებს მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს.

პირველივე სამუშაო თათბირზე ცენტრის დირექტორის მიერ მას სამსახურებრივ ვალდებულებად განესაზღვრა სერვის ცენტრის სამუშაო გრაფიკის შედგენა და სამუშაო პროცესის ორგანიზება.

მიუხედავად ამისა, სისტემატიურად არის შემთხვევები, როცა მის მიერ არასწორად შედგენილი გრაფიკის გამო სამუშაო საათებში საინფორმაციო ცენტრში შემოსულ ტურისტებს სამუშაო ადგილზე არ ხვდებოდა მომსახურე პერსონალი.

ანალოგიური პრობლემები წარმოიქმნა საინფორმაციო ცენტრისთვის მერიის ბალანსზე და სახელზე არსებული სატელეფონო ნომრების გადმოფორმების დროს, რის თაობაზე ცენტრის დირექტორის დავალების კვალიფიციურად შესრულება ნ---- ჯ------–მა ვერ უზრუნველყო. საკითხი ხელოვნურად გართულდა და გაჭიანურდა, რის გამოც ცენტრის დირექტორი იძულებული გახდა თავად მოეწესრიგებინა შესაბამისი საკითხი, მაშინ როცა იგი არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა.

ასევე გართულდა და გაჭიანურდა ცენტრის დირექტორის მიერ ქ-ნ ნ---- ჯ------–ისათვის მიცემული დავალება, რომლის მიხედვითაც მას საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და პარტნიორი ორგანიზაციები იმის თაობაზე, რომ ტურიზმის საკითხებს 2017 წლის აპრილიდან ქ.ქუთასიში კურირებდა და აწესრიგებდა ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’ და არა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. ამან გამოიწვია ტურიზმის ცენტრსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის არაკოორდინირებული თანამშრომლობა, რამაც საფრთხე შეუქმნა საინფორმაციო ცენტრის საერთაშორისო მივლინებებში მონაწილეობას.

ქ-ნი ნ---- ჯ------–ი ცენტრის თანამშრომელთა, მათ შორის, ჩვენს მიმართ იჩენს არაკოლეგიურ დამოკიდებულებას. გარდა ამისა, იგი ცენტრის დირექტორის კანონიერ და სამართლიან თხოვნებსა და შენიშვნებზე რეაგირებს მტკივნეულად, აგრესიულად და არაკორექტულად.

მტკიცებულება: მოხსენებითი ბარათი. (იხ.ტ1.ს.ფ.87-88);

 

3.2.8.დადგენილია, რომ ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’-ის დირექტორმა პაატა ლილუაშვილმა წერილით მიმართა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს შოთა მურღულიას და განმარტა ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’-ის ადმინისტრაციის უფროსი ნ---- ჯ------–ი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები.

კერძოდ - მის მიერ ჩატარებულ პირველ სამუშაო თათბირზე, სიტყვიერად განუმარტა ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მათი, როგორც ზოგადი ასევე კონკრეტული დავალებები.

 

ასე მაგალითად, ელექტრონული საქმის წარმოება და დოკუმენტებთან მუშაობა დაევალა მთავარ სპეციალისტს, ლალი ჟორჟოლიანს.

საზოგადოებასთან ურთიერთობა და ტურიზმის ცენტრის ფეისბუკ გვერდის ადმინისტრირება, ტექსტების ინგლისურ და რუსულ ენაზე თარგმნა მთავარ სპეციალისტს მარინე ხაჭაპურიძეს და სპეციალისტს ნ---- კოპალეიშვილს. ხოლო ნ---- ჯურელის მოვალეობებში შედიოდა უშუალოდ საინფორმაციო სერვის ცენტრის სამუშაო გრაფიკის შედგენა და სამუშაო პროცესის ორგანიზება.ნ---- ჯურელის მხრიდან დაფიქსირდა უდიერი და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სამსახურეობრივი მოვალეობებისადმი. მის მიერ არასწორად, შედგენილი გრაფიკის გამო იყო შემთხვევები, როცა სამუშაო საათებში საინფორმაციო ცენტრში შემოსულ ტურისტებს არ ხვდებოდათ მომსახურე პერსონალი.

მსგავსი პრობლემები წარმოიქმნა საინფორმაციო ცენტრისთვის მერიის ბალანსზე და სახელზე არსებული სატელეფონო ნომრების გადმოფორმებისას. აშკარა იყო ნ---- ჯ------–ის მხრიდან დავალების ხელოვნურად გართულება და გაჭიანურება. შედეგად პაატა ლილუაშვილს მოუწია თავად ჩარეულიყო საკითხის მოგვარებაში, რაც არ წარმოადგენდა არანაირ სირთულეს.

ხელოვნურად გართულდა და გაჭიანურდა მის მიერ გაცემული დავალება, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციის უფროს საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა, როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასევე პაარტნიორი ორგანიზაციები იმის შესახებ, რომ ტურიზმის საკითხებ 2017 წლის აპრილიდან ქ.ქუთაისში კურირებდა ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი და არა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

ნ.ჯ------–ის მხრიდან აღნიშნული დავალების უგულებელყოფა გახდა საბაბი ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’-ის და კონკრეტულად ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის არაკორდინირებული თანამშრომლობის, რამაც გარკვეული საფრთხეები შეუქმნა ქუთაისი საინფორმაციო ტურისტული ცენტრის საერთაშორისო მივლინებებში მონაწილეობას.

საგამოცდო პერიოდში აშკარად გამოიკვეთა ნ---- ჯ------–ის არაკვალიფიციურობა, სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და გულგრილობა, უინიციატივობა, ცასაფრებული პოზიცია რასაც არც მალავდა და სიტყვიერად ადასტურებდა კიდეც. თანამშრომელთა მიმართ გამოირჩეოდა არაკოლეგიალური დამოკიდებულებით.

მას არც ერთხელ არ გაუთვალისწინებინა ხელმძღვანელის არა ერთი თხოვნა და შენიშვნა მსგავსი საქციელით არ წარმოექმნა სამსახურში ნეგატიური ატმოსფერო, რაზეც რეაგირებდა აგრესიით და არაკორექტულობით, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა კიდეც ხელმძღვანელის მიერ ნ---- ჯ------–ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

მტკიცებულება: მოხსენებითი ბარათი. (იხ.ტ1.ს.ფ.89-90);

 

3.2.9.დადგენილია, რომ ნ---- ჯ------–ს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები ახასიათებენ ზედმიწევნით დადებითად.

პანტელეიმონ კლდიაშვილის განმარტებით, ნ---- ჯ------–ი მის დაქვემდებარებაში მუშაობდა 2015 წლიდან 2017 წლის მაისამდე ტურიზმის განყოფილების უფროსის პოზიციაზე. ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობის განმავლობაში ნ---- ჯ------–ის მიერ გამოვლენილი იქნა ლიდერის უნაკლო უნარ-ჩვევები, რის გამოც მას მიენდო მნიშვნელოვანი პროექტების მართვა, რასაც წარმატებით ართმევდა თავს. პავტელეიმონ კლდიაშვილი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ნ---- ჯ------–ის მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან მისი თანამშრომლობის წარმოების უნარებს,რამაც პანტელეიმონ კლდიაშვილისადმი რწმუნებული სამსახური მნიშვნელოვანი წარმატების წინაშე დააყენა. ნ---- ჯ------–ი წარმოადგენდა ტურიზმის განყოფილებას ნებისმიერ კერძო თუ საჯარო დაწესებულებებთან ურთიერთობებში, აწარმოებდა პერმანენტულ შეხვედრებს ტურიზმის სფეროში არსებული პრობლემების განხილვასთან და მათ აღმოფხვრასთან დაკავშირებით, დამოუკიდებლად იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მისი კომპეტენციის ფარგლებში. ნ---- ჯ------–ის მუშაობის პერიოდი დადებითად აისახა ქალაქში ტურიზმის სფეროს შემდგომ განვითარებაზე.ნ---- ჯ------–ს ახასიათებს, როგორც ორგანიზებულ მულტიფუნქციური ამოცანებისთვის თავის უნაკლოდ გართმევის უნარ-ჩვევებით აღჭურვილ ადამიანს. მისი თქმით, ნ---- ჯ------–ს შეუძლია ნებისმიერი რთული და სტრესული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა, ისე როგორც, აღნიშნული სიტუაციების მაქსიმალურად თავიდან არიდება. ნ---- ჯ------–ის ის ახასიათებს ისეთი დადებითი პიროვნული თვისებებით, როგორიცაა თანამშრომელთა და დაქვემდებარებულ პირებში ნდობისა და პატივისცემის მოპოვება. ის გამოირჩევა საქმისადმი კრეატიული მიდგომის უნარით, პრობლემის სხვადასხვა მხრიდან დანახვა და ანალიზი მისთვის ჩვეულებრივი სამუშაო მიდგომაა. ის ბრწყინვალედ ფლობს ინგლისურ ენას, როგორც საკომუნიკაციო, ასევე ოფიციალური დოკუმენტების მომზადების თვალსაზრისით.

 

იოსებ გაბრიჭიძის განმარტებით, ნ---- ჯ------–მა ქ. ქუთაისი მუნიციპალიტეტის მერიაში 2013 წლიდან დაიწყო მუშაობა მის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურში. მისი თქმით იგი თავიდანვე გამოირჩეოდა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, მას გააჩნდა თანამოაზრეთა პოვნის, გუნდური მოქმედების და სხვათა დარწმუნების უნარი. ნ---- ჯ------–მა წარმატებით გაიარა საჯარო მოხელეთა საატესტატო გამოცდები. სწორედ ამ პერიოდში, ხელმძღვანელობისა და საგამოცდო კომისიის წევრების ერთიანი გადაწყვეტილებით ის დააწინაურეს და დაინიშნა ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

 

მისი მუშაობის პერიოდში ნ----ს დიდი წვლილი მიუძღვის ქ. ქუთაისის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაში, მას ყოველთვის ჰქონდა კერძო სექტორთან ეფექტური კომუნიკაცია, ცდილობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობის ხელშეწყობასა და განვითარებას.

 

იოსებ გაბრიჭიძე ნ---- ჯ------–ს ახასიათებ, როგორც მოწესრიგებულ, გაწონასწორებულ, კომუნიკაბელურ, კრეატიულ, მიზანმიმართულ პიროვნებად, რომელსაც ყოველთვის შეუძლია კრიტიკულ სიტუაციაში სწორი და გონივრული გადაწყვეტილები მიღება, არის დამოუკიდებელი და ამასთან გააჩნია ჯგუფური მუშაობის დიდი უნარი.

 

მალხაზ ჭრელაშვილის განმარტებით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში მისი მუშაობის პერიოდში 2011-2014 წლებში ნ---- ჯ------–ი იყო მის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი.

 

აღნიშნულ პერიოდის განმავლობაში, მან თავი გამოიჩინა გუნდური მუშაობის კარგი უნარ-ჩვევებით, მას ახასიათებს პიროვნული მოტივაცია, რაც გამოიხატება სამუშაო მიზნების მიღწევასა და მის წინაშე დასმული ამოცანების შესრულებაში. იგი გამოირჩევა პროფესიონალიზმით,კომუნიკაბელურობით, პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერებით.

 

თანამშრომლებს შორის სარგებლობდა მაღალი ავტორიტეტითა და პატივისცემით.კარგად ფლობდა უცხო ენებს, ასრულებდა მრავალმხივ სამუშაოს, რაც გამოიხატებოდა სამსახურისა და მერიის სხვადასხვა საკითხების ორგანიზებასა და ხელშეწყობაში.

მტკიცებულება: დახასიათება (იხ.ტ1.ს.ფ.119-125);

 

3.2.10.მოწმედ დაკითხულმა ანა შავგულიძემ განმარტა, რომ იყო ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის თანამშრომელი. იცნობს ნ---- ჯ------–ს, როგორც კვალიფიციურ და მოტივირებულ პირს. მისივე განმარტებით ნ---- ჯ------–ი შვილის ავადმყოფობის დროს გაათავისუფლეს სამსახურიდან.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2.11. მოპასუხის ინიციატივით მოწმედ დაკითხულმა მარინა ხაჭაპურიძემ განმარტა, რომ იყო მერიის კულტურის განყოფილების თანამშრომელი, ამჟამად მუშაობს ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი“-ს მთავარ სპეციალისტად. ნ---- ჯ------–ს იცნობს მერიაში მუშაობის დროიდან. „ქუ---------------------------------–----–------ში“ მუშაობის დროს ნ---- ჯ------–ი ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. კონფლიქტი ცენტრის ხელმძღვანელთან არ ჰქონია.

მოპასუხის ინიციატივით მოწმედ დაკითხულმა ლალი ჟორჟოლიანმა განმარტა, რომ არის ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი“-ს სპეციალისტი. ნ---- ჯ------–ი არ ასრულებდა ცენტრის დირექტორის დავალებას. მათ არ აკონტროლებდა, არ შეადგინა გრაფიკი. ოთახში მისი ადგილი უნდოდა. მისი აზრით, ნ---- ჯრელს უნდოდა ცენტრის უფროსობა.

 

მოპასუხის ინიციატივით მოწმედ დაკითხულმა მარიანა მეტონიძემ განმარტა, რომ არის ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი“-ს სპეციალისტი. ნ---- ჯ------–ს იცნობს, მასთან ერთად მუშაობდა ქუთაისის მერიაში. ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ში“ მუშაობისას ერთხელ იყო გაურკვევლობა ტურისტებთან დაკავშირებით. ნ---- ჯ------–ის მიმართ რაიმე პრეტენზია არ აქვს.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2.12. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.

 

სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

სამოქალაქო საქმეზე ას - 415-395, საკასაციო პალატამ განმარტა - ,,ნიშანდობლივია, რომ შრომით სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონო დათხოვნაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარმოუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დააღღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა“.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა განმარტებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება უნდა ჩაითვალოს უკანონოდ, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’-ის დირექტორის 2017 წლის 02 ოქტომბრის №36 ბრძანება ნ---- ჯ------–ის ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’-ის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. შესაბამისად მოსარჩელე ნ---- ჯ------–ი უნდა აღდგენილ იქნეს დათხოვნამდე მოპასუხე, ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’-ს ადმინისტრაციის უფროსის (ტოლფას) თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური, ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუცია;

ევროპის სოციალური ქარტია;

საქართველოს შრომის კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით შრომა თავისუფალია. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, განისაზღვრება კანონით.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის 1-ლი, 2-ე და 3-ე ნაწილით: ,,1. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.3. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები”.

 

6.3.საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია შრომის თავისუფლება, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ უფლებას წარმოადგენს. ამ უფლების სწორი შინაარსობრივი გააზრებისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა განისაზღვროს, თავად ცნება ,,შრომის“ მნიშვნელობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილებაში, საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ ,,ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა ვერ ჩაითვლება ,,შრომად“ და არ ექვემდებარება დაცვას კონსტიტუციის 30-ე მუხლის საფუძველზე. ,,შრომად“ შეიძლება გავიგოთ მხოლოდ ისეთი საქმიანობა, რომელიც მატერიალური და სულიერი თვალსაზრისით ემსახურება ადამიანის ცხოვრების საფუძვლის შექმნასა და შენარჩუნებას. შრომა, ერთის მხრივ, წარმოადგენს ადამიანის მატერიალური უზრუნველყოფის, ხოლო მეორეს მხრივ, პიროვნული თვითრეალიზაციისა და განვითარების საშუალებას. ადამიანის პროფესიული საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს რამოდენიმე მიმართულებას, მაგრამ საქმიანობის ნაწილი წარმოადგენს კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს მაშინ, როდესაც ის განგრძობადი და მატერიალური შემოსავლის მომტანია ან მისი ჩამოცილებით აღარ იარსებებდა შემოსავლის მომტანი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება“. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მოცემულ გადაწყვეტილებაში, კონსტიტუციით აღიარებული ,,შრომის“ ცნების ქვეშ მოიაზრებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მატერიალური შემოსავლის მომტანია ან როცა ის პირის პროფესიული საქმიანობის განუყოფელ და ძირითად ნაწილს წარმოადგენს.

 

6.4. ევროპის სოციალური ქარტია, 24-ე მუხლის ,ა“ ქვეპუნქტით ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან. როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზით დგინდება, რომ შრომის თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვას, ის გაცილებით ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს უფლებათა ვრცელ სპექტრს: პროფესიისა და საქმიანობის სახეობის არჩევის თავისუფლებას, შრომითი შესაძლებლობების თავისუფალ გამოყენებას, სათანადო სამუშაო პირობებით უზრუნველყოფას, სამართლიანი და ადექვატური გასამრჯელოს მიღების უფლებას, სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლებისა და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისაგან დაცულობას და რაც მთავარია თავად უმუშევრობისგან დაცვის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლს მიხედვით: ,,სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით“. სწორედ ამ კონსტიტუციური დებულების საფუძველზე, ქვეყანაში დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მისაღწევად, სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს: დასაქმების სპეციალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, დასაქმების უფასო სამსახურების შექმნას, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას, უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის პროექტების დაფინანსებას და ა. შ. თავისთავად შრომის უფლება მოიცავს მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა უფლებასა და მოვალეობას. შრომის უფლება ისეთ დებულებათა ნაკრებია, რომლებიც თანაბრად ითვალისწინებს როგორც ტრადიციულ თავისუფლებებს, ისე უფლებებისადმი თანამედროვე მიდგომებსა და ვალდებულებებზე ორიენტირებულ პერსპექტივას, რომელიც მოიცავს მკაცრად განსახორციელებელ სამართლებრივ მოვალეობებს და პოლიტიკურ ვალდებულებებს. სიტყვა „შრომა“ განიხილება სამსახურის გაწევად სხვა ადამიანისთვის და ამ ადამიანის ხელმძღვანელობით და ამ სამსახურისთვის ანაზღაურების მიღებად.

 

6.5. საქართველოში, შრომითი ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი აქტია ,,შრომის კოდექსი". საკითხები, რომელიც ამ კანონით არ რეგულირდება, უნდა დარეგულირდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მეორე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით:

1. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით”.

 

ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლით ,,შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა არის დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დამსაქმებლისათვის ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობებისას დასაქმებული სამუშაოს ასრულებს დამსაქმებლის მიერ დადგენილი და უზრუნველყოფილ ,,შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების" პირობებში და მას ანაზღაურება მიეცემა საბოლოო პროდუქტის ხარისხის მიუხედავად.

 

6...მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 28.09. 2015 წლის Nკ 1107 ბრძანება ,,კ“ საფუძველზე ქ. ქუთაისის მერის 2015 წლის 24 ივნისის Nკ-277 ბრძანებით საგამოცდო ვადით დანიშნულ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების უფროსს ნ---- ჯ------–ს საგამოცდო ვადა ჩაეთვალა გავლილად და ამ თანამდებობაზე დაინიშნა განუსაზღვრელი ვადით 2015 წლის 24 სექტემბრიდან. (იხ.ტ1.ს.ფ.54);

 

6.7. დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 31.03.2017 წლის Nკ418 ბრძანება ,,კ“ საფუძველზე, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების უფროსი ნ---- ჯ------–ი, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 1 აპრილიდან. (იხ.ტ1.ს.ფ.55);

 

6.8. დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 02.12.2016 წლის N4731 ბრძანების საფუძველზე, დაფუძნდა აა(იპ) ,,ქუ---------------------------------–----–------ი“, დამტკიცდა წესდება, საშტატო განრიგი (2019 წლის იანვრის მდგომარეობით) კერძოდ - დირექტორი (1), თანამდებობრივი სარგო - 1500 ლარი; დირექტორის მოადგილე (1) - თანამდებობრივი სარგო - 1300 ლარი; ფილიალის ხელმძღვანელი (ოქროს ჩარდახი 1) - თანამდებობრივი სარგო - 1200 ლარი; მთავარი სპეციალისტი (3) - თანამდებობრივი სარგო - 800 ლარი; სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტი (1) - თანამდებობრივი სარგო - 750; სპეციალისტი (4) -თანამდებობრივი სარგო 650 ლარი; სპეციალისტი სამეურნეო დარგში (1) - თანამდებობრივი სარგო-650; ბუღალტერი (1) -თანამდებობრივი სარგო -300 ლარი; დამლაგებელი (1) თანამდებობრივი სარგო - 300 ლარი, სულ 14 შტატი და მის დირექტორად დაინიშნა პაატა ლილუაშვილი. (იხ.ტ1.ს.ფ.49-52);

 

6.9.დადგენილია, რომ ააიპ ,,ქუ---------------------------------–----–------ი“-ს დირექტორის პაატა ლილუაშვილის 03.04.2017 წლის N6 ბრძანებით, ნ---- ჯ------–ი დაინიშნა ააიპ ,,ქუ---------------------------------–----–------ის“ ადმინისტრაციის უფროსად, 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით, 2017 წლის 03 აპრილიდან 2017 წლის 03 ოქტომბრამდე და მისი შრომითი ანაზღაურება განისაზღვრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შეთანხმებული და ააიპ ,,ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორის 2017 წლის N1 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგით თვეში 1000 ლარი.

 

იმვე ბრძანებაში მიეთითა ნ---- ჯ------–თან შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების სავალდებულო პირობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულება მხარეებს შორის არ დადებულა. მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, დანიშვნის ბრძანება წარმოადგენს შრომით ხელშეკრულებას და დამატებით წერილობითი დოკუმენტის შედგენა სავალდებულო არ რის, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ შემდეგ გარემოებათა გამო.

 

საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. 11. შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.

 

6.10. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შრომითი ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე: საქართველოს ,,შრომის კოდექსი“ არეგულირებს შრომითი ხელშეკრულების პირობებს, მისი დადების, შეწყვეტის, ფუნქციონირების წესებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი ხელშეკრულება კერძოსამართლებრივი ბუნებისაა და მისი პირობები შრომის კოდექსთან ერთად რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის დებულებებით. მხარეები უნდა იყვნენ, თანასწორ მდგომარეობაში. ხელშეკრულების დადება ხდება მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე. ასეა განსახილველ შემთხვევაშიც. საქმის მასალებით ცხადი ხდება, რომ მოსარჩელის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან გამოწვეულია დამსაქმებლის გარკვეული უკმაყოფილებით მოსარჩელის ქმედებების გამო, მაგრამ ვიდრე გადაწყვეტილება იქნებოდა ცალმხრივად მიღებული, უნდა დაგინდეს რა უფლება-მოვალეობები ეკისრება დასაქმებულს. სწორედ უფლება-მოვალეობების შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება შეიძლება გახდეს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული კვლევა შეუძლებელია, რადგან დადგენილი არ არის რა ფუნქციური ვალდებულება ჰქონდა ნ---- ჯ------–ს. ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის შესახებ, რომ ნ---- ჯ------–ი არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვადდებულებებს საქმის მასალებიდან არ იკვეთება, რადგან მოპასუხის მიერ მოწვეული მოწმეების არიან იმავე ორგანიზაციის თანამშრომლები, ამასთან იკვეთება პირადი წყენა (იხ. მოწმე ლ. ჟორჟოლიანის ჩვენება). გარდა ამისა, მოსარჩელემ წარმოადგინა ხელმძღვანელი პირების დახასიათება, სადაც ნ---- ჯ------–ი საუკეთესო პროფესიული და პირადი უნარ-ჩვევებით ხასიათდება.

 

6.11. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობა ემყარება ხელშემკვრელი მხარეების განსაკუთრებულ ნდობას და ურთიერთგაგებას. დასაქმებულისათვის ხელმისაწვდომი, ინფორმაციის გათვალისწინებით მხარეები შედიან ერთმანეთთან ნდობაში და იღებენ პასუხისმგებლობასაც. პასუხისმგებლობის ფარგლები დამოკიდებილია დასაქმებულის თანამდებობაზე, სამსახურის სახეზე, მუშაობის სპეციფიკაზე, დასაქმებულის მიმართ დელეგირებულ ფუნქციებზე.

 

6.12. განსახილველ შემთხვევაში თუ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით დანიშნული ნ---- ჯ------–ი, მაშინდელი ხელმძღვანელი პირების მიერ ხასიათდება დადებითად, მნიშვნელოვანია დადგინდეს, რამ გამოიწვია მისი ,,უუნარობა“ ახალ სამსახურში, რომელიც ასევე ფუნქციებით იგივე შინაარსისაა (იხ.ტ1.ს.ფ.53), აღნიშნული კი ვერ დადგინდება რადგან არ გვაქვს საკვლევი ობიექტი, შრომის ხელშეკრულება, რომელშიაც გაწერილი იქნებოდა დასაქმებულის ვალდებულებები.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტით, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია:ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა; ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო; გ) სამუშაო ადგილი; დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე; ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი; ვ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი; ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი.

 

ბათილია ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ის პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონს ან იმავე დასაქმებულთან დადებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას.

 

საქართველოს ,,შრომის კოდექსის“ მე-3-4 მუხლები ადგენს შემდეგს: შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

სასამართლოს დაუშვებელად მიაჩნია მცირე, უმნიშვნელო მიზეზით მოხდეს დამსაქმებლის მხრიდან ნდობის დაკარგვა და მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება, რადგან შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და, საერთოდ, ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა.

 

6.13. საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლი ითვალისწინებს გამოსაცდელი ვადის დაწესებას. კერძოდ - მოხმობილი მუხლის პირველი ნაწილით - შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. ამ შემთხვევაშიაც შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით და აღიშნული დათქმა იმპერატიული ხასიათის შინაარსის ნორმაა. გარდა ამისა, შრომითი ხელშეკრულების დადების აუცილებლობას კანონმდებელი იმიტომაც ავალდებულებს დამსაქმებელს, რომ თავიდან იქნეს აცილებული დამსაქმებლის უსაფუძვლო კაპრიზი დასაქმებულის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შესახებ, რადგან შრომის ხელშეკრულების დარღვევის კონტექსტში, დასაქმებულის ქმედების განსჯა, მისი შეფასება და სანქცირება დამსაქმებლის გადასახედიდან, მის ინტერესებში და, რაღა თქმა უნდა, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით მოწმდება. ამ მიმართებით დგინდება, თუ რა თავისებურებით ხასიათდება ყოველი კონკრეტული სამუშაო, რა პრიორიტეტები აქვს დამსაქმებელს, რა დონის დისციპლინას მოითხოვს შესასრულებელი სამუშაო, რა სახის უარყოფით შედეგებთან არის დაკავშირებული ესა თუ ის დარღვევა და ა. შ.

 

6.14. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოცემის მომენტიდან ბათილია ააიპ ,,ქუ---------------------------------–----–------ი“-ს დირექტორის პაატა ლილუაშვილის 02.10.2017 წლის N36 ბრძანება, რომლითაც ნ---- ჯ------–ს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და 2017 წლის 02 ოქტომბრიდან გათავისუფლდა ააიპ ,,ქუ---------------------------------–----–------ის“ ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო.

 

6.15. გარდა ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდქსის 54-ე მუხლის საფუძველზე, გამოცემის მომენტიდან ბათილია ააიპ ,,ქუ---------------------------------–----–------ი“-ს დირექტორის 02.10.2017 წლის N36 ბრძანება, რომლითაც ნ---- ჯ------–ს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და 2017 წლის 02 ოქტომბრიდან გათავისუფლდა ააიპ ,,ქუ---------------------------------–----–------ის“ ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან შემდეგ გარემოებათა გამო.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 29 სექტემბერს, ნ---- ჯ------–მა განცხადებით (ბიულეტინის შესახებ) მიმართა ააიპ ,,ქუ---------------------------------–----–------ი“-ს დირექტორის პაატა ლილუაშვილს და შეატყობინა, რომ ავად ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი, რის გამოც, 2017 წლის 02 ოქტომბრიდან შესაძლოა მოთავსებულიყო სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებაში, რის დასტურადაც ნ---- ჯ------–მა წარადგინა საავადმყოფო ფურცელი. მოპასუხემ, 2017 წლის 29 სექტემბრის 10:45 სთ-ზე ელექტრონულად ატვირთული მოსარჩელის განცხადება განიხილა 2017 წლის 02 ოქტომბერს და იმავე დღეს გამოიცა N36 ბრძანება, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის და სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. იხ.ტ1.ს.ფ.2-23;

 

საქართველოს შრომის კოდქესის 30-ე მუხლი ითვალისწინებს შვებულებას ბავშვის მოვლის გამო. კერძოდ-დასაქმებულს თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.

2. ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.

 

6.16. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. უნდა ითქვას, რომ მითითებული ნორმით გარკვეულწილად შეზღუდულია ადამიანის ნების გამოვლენის აბსოლუტური თავისუფლება.

 

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ბათილი გარიგების ერთ-ერთ სახეს ამორალური გარიგება წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ამორალური გარიგება განმარტებულია, როგორც გარიგება, რომლებიც ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს. ზნეობის ნორმებში ყოველთვის იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანაბრობის პრინციპის დაცვას. ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის შესატყვისი უნდა იყოს მეორე მხარის ვალდებულებებთან. ამ თანაფარდობის დარღვევა ყოველთვის ბადებს გარიგების მონაწილეებზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენის, შეცდომაში შეყვანის, ან სხვაგვარი ზემოქმედების ვარაუდს, რაც ხშირად იწვევს უსამართლობისა ან უწესობის განცდას. როგორც აღვნიშნეთ, მხარეთა მიერ ვალდებულებების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. მისი უგულვებელყოფა კი გარიგებათა ბათილობის საფუძველია. მისი მოქმედება ყოველთვის მიმართული იყო სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უსამართლო, არაკეთილსინდისიერი შედეგებისაგან დაცვისაკენ.

 

წინამდებარე შემთხვევაში, საავადმყოფო ფურცელზე (მოქმედების ვადა 2-11 ოქტომბერი), მყოფი მცირეწლოვანი შვილის დედის სამსახურიდან დათხოვნა, გამოცემის მომენტიდან ააიპ ,,ქუ---------------------------------–----–------ი“-ს დირექტორის 02.10.2017 წლის N36 ბრძანების ბათილობის საფუძველია.

 

როგორც აღინიშნა, შრომის უფლება კონსტიტუციური უფლებაა. თავისუფალ შრომას იცავს კანონი. კანონის წინაშე დამსაქმებელი და დასაქმებული თანასწორნი არიან. დამსაქმებელს უფლება არ აქვს კანონიერი საფუძველის გარეშე ცალმხრივად შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება და დასაქმებული გაათავისუფლოს სამსახურიდან. სამსახურიდან გათავისუფლებისათვის აუცილებელია არსებობდეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები. სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი, წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების ჩამონათვლის ნაწილს და არა - შრომითი ხელშეკრულების მოშლის მარეგულირებელ ნორმას.

 

6.17. იმავე თანამდებობაზე აღდგენის დასაბუთება.

 

მოსარჩელე ითხოვს იმავე (ტოლფას) თანამდებობაზე აღდგენას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე უნდა აღდგეს დათხოვნამდე მოპასუხე, ა(ა)იპ „ქუ---------------------------------–----–------ი’’-ს ადმინისტრაციის უფროსის (ტოლფას) თანამდებობაზე რადგან დადგენილია, რომ მისი იმავე თანამდებობიდან გათავისუფლება სასამართლომ შეაფასა, კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებად.

 

-საქართველოს ორგანული კანონით, სასამართლოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით-დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

-განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 02.12.2016 წლის N4731 ბრძანების საფუძველზე, დაფუძნდა აა(იპ) ,,ქუ---------------------------------–----–------ი“, დამტკიცდა წესდება, საშტატო განრიგი.

დადგენილია, რომ აა(იპ) ,,ქუ---------------------------------–----–------ი“-ს საშტატო ნუსხა დაფუძნებისას შეადგენდა 12 თანამშრომელს.

 

დირექტორი (1), თანამდებობრივი სარგო - 1350 ლარი; ადმინისტრაციის უფროსი (1) - თანამდებობრივი სარგო - 1000 ლარი; მთავარი სპეციალისტი (2) - თანამდებობრივი სარგო- 700 ლარი; სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტი (1) - თანამდებობრივი სარგო - 250; სპეციალისტი სამეურნეო დარგში (1) - თანამდებობრივი სარგო-650; სპეციალისტი (4) თანამდებობრივი სარგო- 650 ლარი;ბუღალტერი (1) -თანამდებობრივი სარგო -250 ლარი; დამლაგებელი (1) თანამდებობრივი სარგო - 250 ლარი. სულ 12 შტატი. (ტ.1. ს.ფ. 86).

 

ასევე დადგენილია, რომ (2019 წლის იანვრის მდგომარეობით) აა(იპ) ,,ქუ---------------------------------–----–------ი“-ს საშტატო განრიგი შედგება 14 პირისგან. დირექტორი (1), თანამდებობრივი სარგო - 1500 ლარი; დირექტორის მოადგილე (1) - თანამდებობრივი სარგო - 1300 ლარი; ფილიალის ხელმძღვანელი (ოქროს ჩარდახი 1) - თანამდებობრივი სარგო - 1200 ლარი; მთავარი სპეციალისტი (3) - თანამდებობრივი სარგო - 800 ლარი; სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტი (1) - თანამდებობრივი სარგო - 750; სპეციალისტი (4) -თანამდებობრივი სარგო 650 ლარი; სპეციალისტი სამეურნეო დარგში (1) - თანამდებობრივი სარგო-650; ბუღალტერი (1) -თანამდებობრივი სარგო -300 ლარი; დამლაგებელი (1) თანამდებობრივი სარგო - 300 ლარი, სულ 14 შტატი.

 

6.18. მითითებული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამსახურში აღდგენისას აა(იპ) ,,ქუ---------------------------------–----–------ი“-ს ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს მოსარჩელის აღდგენა იმავე ან/და ტოლფას თანამდებობაზე. იმავე ორგანიზაციაში თანამდებობის დასახელების შეცვლა არ იწვევს მანამდე არსებული თანამდებობით გათვალისწინებული ფუნქციების შეცვლას და აღნიშნულ მეთოდს ცალკეული პირები იყენებენ არასასურველი თანამშრომლების სამსახურში აღდგენაზე უარის მოტივად, რაც დაუშვებელია და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლად უნდა იქნეს განხილული.

 

-სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მუშაკის სამსახურში აღდგენა არ ნიშნავს, რომ დამსაქმებელს არ შეუძლია პატივსადები მიზეზების არსებობისას მისი გათავისუფლება და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად - ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძლევადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისთვის დაწესებული ვადის დაუცველად. პატივსადებია საფუძველი, როდესაც ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესიების გათვალიწინებით, არ შეიძლება, მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გარძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის გასვლამდე. იმ შემთხვევაში, თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას წარმოადგენს, მაშინ გამოიყენება საქართველს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის დანაწესი, რომლითაც რეგულირდება ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ურთიერთობები.

 

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს ნ---- ჯ------–ის იმავე (ტოლფას) თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.19. მოტივაცია განაცდურის დაკისრების ნაწილში.

მოსარჩელე ითხოვს განაცდურის ანაზღაურებას თანამდებობრივი სარგოს ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს განმარტოს ,,განაცდურის“ და ,,კომპენსაციის“ იურიდიული ,,ხასიათი“ და მათი მარეგულირებელი სამართლის ნორმები.

 

-საქართველოს ორგანული კანონით სასამართლოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით -დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

კომპენსაცია ეს არის, რაიმეს სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება, გასამრჯელო; ფულადი თანხა, რომელიც გაიცემა დასვენების დღეს მუშაობის, ზეგანაკვეთური მუშაობის, მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად, ტერიტორიულად სხვა ადგილას სამუშაოდ გადაყვანასთან ან გაგზავნასთან დაკავშირებით, საწარმოს, ორგანიზაციის, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების დროს, მოხელის განთავისუფლების დადგენილი წესის დარღვევისას, სამსახურიდან გათავისუფლებისას: დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო; ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის ან ატესტაციის შედეგების გამო; ასაკის ან სამსახურში მისაღებად დადგენილ მოთხოვნათა დაწესებულების მიზეზით დარღვევის გამო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კომპენსაცია - წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანამდევ სამართლებრივ შედეგს იმ შემთხვევებისათვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის ან ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე.

 

-სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცდენად (განაცდური) უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარება, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის ს----–-----ე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა.

 

-საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ შრომის ხელშეკრულების საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების საფუძვლის ბათილობამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა. შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან.

 

-წინამდებარე შემთხვევაში, ვინაიდან, აა(ი)პ ,,ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი“-ს დირექტორის პაატა ლილუაშვილის 2017 წლის 02 ოქტომბრის №36 ბრძანება ნ---- ჯ------–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებად იქნა მიჩნეული, მას უნდა მიეცეს განაცდური გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღგენამდე, ყოველ თვეში 1000 (ათასი) ლარი, რადგან დადგენილია, რომ ნ---- ჯ------–ს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიეცემოდა ყოველთვიურად შრომის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით - იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. იმავე კოდექსის 414-ე მუხლით - ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების შედეგად, დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება, რა დროსაც, პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაცია.

 

სასამართლოს მიჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო სარჩელში მითითებული გარემოებების დამტკიცება, ხოლო მოპასუხემ ვერ მოახდინა შესაგებელში მითითბული გარემოების იმგვარი მტკიცება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო კოდესქის 37-ე მუხლით - პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

 

სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა 100 (ასი) ლარი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს ნ---- ჯ------–ის სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი აა(ი)პ ,,ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი“-ს დირექტორის პაატა ლილუაშვილის 2017 წლის 02 ოქტომბრის №36 ბრძანება ნ---- ჯ------–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

 

3. ნ---- ჯ------–ი აღდგენილ იქნეს აა(ი)პ ,,ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი“-ს ადმინისტრაციის უფროსის (ტოლფას) თანამდებობაზე.

 

4. დაევალოს მოპასუხეს ნ---- ჯ------–ს აუნაზღაუროს იძულებითი განაცდური სამსახურიდან დათხოვნიდან თვეში 1000 (ათასი) ლარი, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 100 ლარი, გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე