გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2019
საქმის ნომერი
330310018002422317
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/2----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

28 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ტოგონიძე

სხდომის მდივანი თეა აფციაური

მოსარჩელე - თ------------

წარმომადგენელი - ლ-–-------ე

მოპასუხე- საქართველოს გენერალური პროკურატურა

წარმომადგენელი - ა----------ე

მოპასუხე - სპეციალური პენიტენციური სამსახური

წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი

მესამე პირი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 200 000 (ორასი ათასი) ლარის ანაზღაურება;

 

1.2. საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - 2014 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 20 სექტემბრამდე მიუღებელი პენსიის - 4800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის ანაზღაურება;

 

1.3. მოპასუხე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით;

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.2. მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

 

3.1. მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი არ გამოცხადდა სხდომაზე.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1-----------ს განაჩენით თ------------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით ( შპს ,,მ---------------–--–----------–---------–-------------–------------------------------–- ჩემპიონი 2004’’-ის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა კომერციული საქმიანობის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება;

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (შპს ,,კ-----’’ ეპიზოდი) მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა კომერციული საქმიანობის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება;.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (შპს ,,გ-------ს“ ეპიზოდი) თ------------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (შპს ,,დ------–-ს“ ეპიზოდი) თ------------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა კომერციული საქმიანობის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება;.

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით თ------------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ თ------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 (ოცდაათი) წლის ვადით;

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 17500 (ჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თ------------ს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა კომერციული საქმიანობის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება.

 

თ------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2009 წლის 27 ნოემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 02 აპრილის განჩინება საქმე N4-------- – (ს/ფ 74-80)

 

4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 2-----------ის განაჩენით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1-----------ს განაჩენი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 02 აპრილის განჩინება საქმე N4-------- – (ს/ფ 74-80)

 

4.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 10 აპრილის განჩინებით, მსჯავრდებულ თ------------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად არ იქნა დაშვებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამარლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განაჩენი საქმე N1----------- – (ს/ფ 51-65)

 

4.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 02 აპრილის განჩინებით (საქმე N4--------) ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 2-----------ის განაჩენში 2012 წლის 2-----------ის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე და მსჯავრდებულ თ------------ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით; მსჯავრდებული თ------------ გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელისგან.;

მსჯავრდებული თ------------ გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელისგან;.

მსჯავრდებულ თ------------ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დარჩა უცვლელი;

მსჯავრდებული თამარ გოგია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (შპს ,,მ---------------–--–----------–---------–-------------–------------------------------–- ჩემპიონი 2004’’-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;.

მსჯავრდებულ თ------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით დარჩა უცვლელი;

მსჯავრდებულ თ------------ს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 3 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული კომერციული საქმიანობის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება გაუნახევრდა და ჩამოერთვა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

მსჯავრდებულ თ------------ს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (შპს ,,კერა’’-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

მსჯავრდებული თ------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით დარჩა უცვლელი;

მსჯავრდებული თ------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული კომერციული საქმიანობის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება გაუნახევრდა და ჩამოერთვა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

მსჯავრდებული თ------------ გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (შპს ,,გ-------’’-ს მე-3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელისგან;

მსჯავრდებული თ------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით დარჩა უცვლელი;

მსჯავრდებულ თ------------ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (შპს ,,დ------–-’’-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

მსჯავრდებულ თ------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარი დარჩა უცვლელი;

მსჯავრდებული თ------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული კომერციული საქმიანობის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება გაუნახევრდა და ჩამოერთვა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

მსჯავრდებულ თ------------ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

მსჯავრდებულ თ------------ს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ თ------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 (ოცდაათი) წლის ვადით;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა 17500 (ჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით დარჩა უცვლელი.

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თ------------ს 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა კომერციული საქმიანობის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 02 აპრილის განჩინება საქმე N4-------- – (ს/ფ 74-80)

 

4.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით საქმეზე N1------------, საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მსჯავრდებულ თ------------ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა და ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2-----------ის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინებაში, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა 12(თორმეტი)წლით და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა სსკ-ის 182-ე წუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,,ბ” ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) თითოეული ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, თ------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი წლით და 9(ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. ;

თ------------ს მიმართ სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმა 17 500 (ჩვიდმეტიათასხუთასი) ლარი დარჩა უცვლელად.

მასვე, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 1(ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვა კომერციული საქმიანობის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლებს;

ამავე განაჩენში აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, 2013 წ;ლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენდა მსჯავრდებულიათვის დანიშნული სასჯელის ზომაზე და მას უნდა შემსუბუქებოდა სასჯელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით საქმეზე N1------------ (ს/ფ 66-73)

 

4.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით, საქმეზე N1-----------, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის გიორგი მიქავას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 2-----------ის განაჩენში (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენის გათვალისწინებით) შევიდა ცვლილება; თ------------ ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში და გამართლდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2-----------ის განაჩენი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენის გათვალისწინებით) თ------------ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), ასევე, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი. მსჯავრდების ნაწილში დარჩა უცვლელად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2-----------ის განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენის გათვალისწინეზით), საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (შპს „მ---------------–--–----------–---------–-------------–------------------------------–- ჩემპიონი 2004”-ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა საქართველოს სსკ–ის 189-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „კ-----” ეპიზოდი), დანიშნული 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (შპს „დ------–-ს” ეპიზოდი) დანიშნული ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, თ------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თ------------ს დამატებით სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 15500 (თხუთმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, მასვე, 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა კომერციული საქმიანობის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება. მსჯავრდებულ თ------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2009 წლის 27 ნოემბრიდან. პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ამ განაჩენის გამოტანის მომენტისთვის თ------------ს უკვე მოხდილი ჰქონდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით საქმეზე N1----------- (ს/ფ 51-65)

-

4.7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 იანვრის N0------ ცნობის მიხედვით, თ------------ პენსიის მიმღებად ირიცხება სააგენტოს თბილისის სოციალური მოსახურების საქალაქო ცენტრში. სახელმწიფო პენსია დანიშნული აქვს 2017 წლის 1 სექტემბრიდან და მისი გასაცემლის ოდენობია შეადგენს 200 (ორას) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 იანვრის N0------ ცნობ (ს/ფ 230)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში კი საქმეზე №23/630 აღნიშნულია, რომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი, ასევე, განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით -თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში, თ------------ ითხოვს მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 200 000 ლარის ოდენობით, ასევე საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს მატერიალური ზიანის სახით თ------------ს სასარგებლოდ 2014 წის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 20 სექტემბრამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურება 4800 ლარის ოდენობით, ხოლო სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - მორალური ზიანის სახით 100 000 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტა, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."

 

7.2. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური ზიანის სახით -200 000 ლარის დაკისრება. აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებაში სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის (1005.3) თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

მითითებული ნორმა, ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც: ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს მის ორი წელი და შვიდ დღიან უკანონო მსჯავრდებას/პატიმრობას."

ამავე საქმეზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."

საქმის მასალების დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1-----------ს განაჩენით თ------------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით ( შპს ,,მ---------------–--–----------–---------–-------------–------------------------------–- ჩემპიონი 2004’’-ის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლები აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა კომერციული საქმიანობის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (შპს ,,კ-----’’ ეპიზოდი) მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა კომერციული საქმიანობის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება.საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (შპს ,,გ-------ს“ ეპიზოდი) განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (შპს ,,დ------–-’’-ს ეპიზოდი) განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა კომერციული საქმიანობის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება.საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ თ------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 (ოცდაათი) წლის ვადით.მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 17500 (ჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თ------------ს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა კომერციული საქმიანობის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება. თ------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2009 წლის 27 ნოემბრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 2-----------ის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1-----------ს განაჩენი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 10 აპრილის განჩინებით, მსჯავრდებულ თ------------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად არ იქნა დაშვებული.

სასამართლო მიუთითებს 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონზე, რომლის 21-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა.

 

,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს“. ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის მიხედვით განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 02 აპრილის განჩინებით (საქმე N4--------) ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 2-----------ის განაჩენში 2012 წლის 2-----------ის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე და მსჯავრდებულ თ------------ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით; მსჯავრდებული თ------------ გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელისგან;მსჯავრდებული თ------------ გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელისგან; მსჯავრდებულ თ------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დარჩა უცვლელი. მსჯავრდებული თამარ გოგია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (შპს ,,მ---------------–--–----------–---------–-------------–------------------------------–- ჩემპიონი 2004’’-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;მსჯავრდებულ თ------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით დარჩა უცვლელი. მსჯავრდებულ თ------------ს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 3 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული კომერციული საქმიანობის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება გაუნახევრდა და ჩამოერთვა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. მსჯავრდებულ თ------------ს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (შპს ,,კერა’’-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; მსჯავრდებული თ------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით დარჩა უცვლელი; მსჯავრდებული თ------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული კომერციული საქმიანობის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება გაუნახევრდა და ჩამოერთვა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. მსჯავრდებული თ------------ გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (შპს ,,გ-------’’-ს მე-3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელისგან; მსჯავრდებული თ------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით დარჩა უცვლელი;მსჯავრდებულ თ------------ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (შპს ,,დ------–-’’-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.მსჯავრდებულ თ------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარი დარჩა უცვლელი.მსჯავრდებული თ------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული კომერციული საქმიანობის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება გაუნახევრდა და ჩამოერთვა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.მსჯავრდებულ თ------------ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.მსჯავრდებულ თ------------ს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ თ------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 (ოცდაათი) წლის ვადით.მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა 17500 (ჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით დარჩა უცვლელი.საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თ------------ს 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა კომერციული საქმიანობის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით საქმეზე N1------------, საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მსჯავრდებულ თ------------ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა და ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2-----------ის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინებაში, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა 12(თორმეტი)წლით და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა სსკ-ის 182-ე წუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,,ბ” ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) თითოეული ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, თ------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი წლით და 9(ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. თ------------ს მიმართ სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმა 17 500 (ჩვიდმეტიათასხუთასი) ლარი დარჩა უცვლელად. მასვე, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 1(ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვა კომერციული საქმიანობის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლებს.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით, საქმეზე N1-----------, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის გიორგი მიქავას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 2-----------ის განაჩენში (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენის გათვალისწინებით) შევიდა ცვლილება; თ------------ ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში და გამართლდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2-----------ის განაჩენი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენის გათვალისწინებით) თ------------ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), ასევე, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი. მსჯავრდების ნაწილში დარჩა უცვლელად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2-----------ის განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენის გათვალისწინეზით), საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (შპს „მ---------------–--–----------–---------–-------------–------------------------------–- ჩემპიონი 2004”-ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა საქართველოს სსკ–ის 189-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „კ-----” ეპიზოდი), დანიშნული 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (შპს „დ------–-ს” ეპიზოდი) დანიშნული ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, თ------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თ------------ს დამატებით სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 15500 (თხუთმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, მასვე, 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა კომერციული საქმიანობის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება. მსჯავრდებულ თ------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2009 წლის 27 ნოემბრიდან. პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ამ განაჩენის გამოტანის მომენტისთვის თ------------ს უკვე მოხდილი ჰქონდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ------------ პატიმრობაში იმყოფებოდა 2009 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 18 ივლისამდე. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ზიანის ანაზღაურებას რეაბილიტირებული პირისათვის ითვალისწინებს უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შემთხვევაში. საქმეში წარმოდგენილი განაჩენებისა და განჩინებით დასტურდება, რომ თ------------ს სასჯელი შეუმსუბუქდა (გარდა 109-ე და 236-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებისა) ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მიღებისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ამდენად მისი სასაჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლება 2017 წლის 18 ივლისს მოხდა არა ყველა წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის გამო, არამედ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის შემოღების და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად განაჩენში შეტანილი ცვლილებების გამო, ვინაიდან თავდაპირველი განაჩენით მას, გარდა უკანონოდ ცნობილი ბრალდებისა, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი უნდა დაეკისროს მას.

 

სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში. გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს განაჩენით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ), სადაც განიმარტა, რომ ,,განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური."

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთის მხრივ, შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დაადასტუროს გაწეული ხარჯები, სამომავლოდ გასაწევი ხარჯების აუცილებლობა და ოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაეფუძნება ხარჯების სავარაუდო ოდენობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამასთან კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

 

სასამართლოს მოსაზრებით უკანონო ბრალდების შედეგად მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი. სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოთხოვნა წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, ხოლო ანაზღაურების მოცულობის ოდენობას გონივრულ ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო. შელახული სიკეთის ხასიათის, სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.

 

ამრიგად, სასამართლო ითვალისწინებს მოსარჩელის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმებს, სახელდობრ, იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელეს უკანონოდ ედებოდა ბრალი საქართველოს სსკ-ის 109 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებულია გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ეთმინა უკანონო ბრალდებასთან დაკავშირებული დისკომფორტი. ამასთან, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას ბრალდების სიმძიმე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თ------------ს სასაჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლება 2017 წლის 18 ივლისს მოხდა არა ყველა წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის გამო, არამედ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის შემოღებისა და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მიღების გამო მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შედეგად.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელე თ------------ს უკანონო ბრალდების გამო უნდა აუნაზღაურდეს მორალური ზიანის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

7.3. მოსარჩელე თ------------ს ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ასევე საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს მატერიალური ზიანის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 20 სექტემბრამდე მიუღებელი პენსიის - 4800 (ოთხი ათას რვაასი) ანაზღაურება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

 

ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად პირს არ მიეცემა პენსია წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას.

საქმის მასალების მიხედვით, თ------------მ საპენსიო ასაკს მიაღწია 2014 წლის 05 მარტს.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თ------------ს სასაჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლება 2017 წლის 19 ივლისს მოხდა საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის შემოღებისა და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მიღების გამო მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შედეგად, განსახილველ შემთხვევაში ამ მოთხოვნასთან მიმართებაში არ დასტურდება საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან თ------------სათვის ზიანის მიყენების ფაქტი, სახეზე არ არის მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

 

7.4. მოსარჩელე ითხოვს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის მორალური ზიანის სახით - 100 000 ლარის დაკისრებას.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, თ------------ იმ პერიოდში იმყოფებოდა N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, როდესაც ხდებოდა პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა. მას ყოველდღიურად ესმოდა პატიმრების სასიკვდილო ცემის ხმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც მისთვის იყო დამატებითი სტრესი და განიცადა მორალური ტანჯვა, რამაც გავლენა მოახდინა მის ჯანმრთელობაზე.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ 1005.1 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

ამდენად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

 

განსახილველ შემთხვევაში თ------------ არ ადასტურებს, რომ უშუალოდ მის მიმართ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება განხორციელდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომ დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი მის მიმართ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის, შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან თ------------ს მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას ადგილი არ ჰქონია.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შემდეგ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების აუცილებელი ელემენტი - ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, შესაბამისად არც მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

7.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამავე კოდექსის 331-ე მუხლით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, საქართველოს გენერალურ პროკურატურას უნდა დაეკისროს მოსარჩელე თ------------ს სასარგებლოდ მორალური ზიანის - 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება, ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელე – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე. ამავე პუნქტის „უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2; მე-12; მე-13, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 46-ე;55-ე, 243-ე; 244-ე; 248, 249-ე, 257-ე, 364-ე; 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. დაეკისროს საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე თ------------ს სასარგებლოდ მორალური ზიანის - 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;

 

მოსამართლე ნათია ტოგონიძე