გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.03.2019
საქმის ნომერი
240210018002562388
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210018002562388

(2/661-2018)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 მარტი, 2019 წელი. ქ. სენაკი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

მოსარჩელე - სს ,,ს----------–---------“

წარმომადგენელი - თ-----------–---

წარმომადგენელი - გ--------–------

მოპასუხე - მ--–-----------–---ს

მოპასუხე - ბ----------–---ს

მოპასუხე - გ---–--------–---ს

მოპასუხე - მ--------–---–---ს

მოპასუხე - თ---------------–--ს

წარმომადგენელი - ი--–----------–--–---

დავის საგანი - საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1. მოპასუხეებისათვის - მ--–-----------–--- (პ/ნ2----------), ბ----------–--- (პ/ნ2----------) და თ---------------–--სათვის (პ/ნ2----------) №4------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 30 499.76 ლარის სოლიდარულად დაკისრება;

 

1.1. დავალიანების ძირ თანხაზე 26 697,70 ლარზე სარჩელის მომზადების დღიდან 20.07.2018 წლიდან საპროცენტო სარგებლის წლიური 14%-ის და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0,5%-ის დარიცხვა გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე.

 

2. მოპასუხე მ--–-----------–---სათვის (პ/ნ2----------) №3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2 725 ლარის დაკისრება.

 

2.1. დავალიანების ძირ თანხაზე 2025,03 ლარზე სარჩელის მომზადების დღიდან 20.07.2018 წლიდან გაგრძელდეს საპროცენტო სარგებლის წლიური 11% (0,61 ლარი დღეზე) და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0,5%-ის დარიცხვა გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე.

 

2.3. დაეკისროს მ--–-----------–---ს ს ,,ს----------–---------ს" სასარგებლოდ 2017 წლის 21 მარტის ექსპრეს სესხის ნაწილში წარმოშობილი დავალიანება 2557 ლარის გადახდა.

 

3. დავალიანების გადახდევინების მიზნით, მ--–-----------–---ს, ბ----------–---ს, გ---–--------–---ს და მ--------–---–---ს თანასაკუთრებაში არსებული, ქალაქი მ--------–- მ–---------------------ში მდებარე, უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი - 4-----------.) რეალიზაცია. თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების მთლიანად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება მოხდეს მოვალეების/მოპასუხეების მ--–-----------–---ს (პ/ნ2----------), ბ----------–---ს და თ---------------–--ს (პ/ნ2----------) საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - მ--–-----------–---ს, ბ----------–---ს, გ---–--------–---ს, მ--------–---–---ს და თ---------------–--ს წარმომადგენელმა - ი--–----------–--–---მ სარჩელის მოთხოვნა შესაგებლით და მთავარ სხდომაზე ცნო ნაწილობრივ, კერძოდ:

 

№4------ სესხის ხელშეკრულებიდან - სესხის ძირი თანხა - 26,697,70 ლარი და მასზე დარიცხული ჯარიმის - 100 ლარის დაკისრების ნაწილში, არ ცნო სესხზე დარიცხული პროცენტი - 3,269,06 ლარის ოდენობით;

 

№3------ სესხის ხელშეკრულებიდან - სესხის ძირი თანხა - 2,025,03 ლარი და მასზე დარიცხული ჯარიმის - 20 ლარის დაკისრების ნაწილში. არ ცნო სესხზე დარიცხული პროცენტი - 182,02 ლარი. (იხ. შესაგებელი; იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 19.02.2019 – 14:28:19)

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 08 დეკემბერს სს ”ს----------–--------სა” და მ--–-----------–---ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №G-------------------, რომლის საფუძველზე მოპასუხე მ--–-----------–---ზე გაიხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ლიმიტი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით, 240 (ორასორმოცი) თვის ვადით.

 

2016 წლის 08 დეკემბერს სს ”ს----------–--------სა” და მ--–-----------–---ს შორის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №G--------------–4-------49-----, რომლის სააფუძველზე მოპასუხე მ--–-----------–---ზე გაიცა კრედიტი - 30 000 ლარის ოდენობით 60 (სამოცი) თვის ვადით, წლიური 14%-ი სარგებლის დარიცხვით. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 0,5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №G------------------- - ს. ფ. 16- 18;

- საკრედიტო ხელშეკრულება, გრაფიკი №G--------------–4-------49------ ს. ფ. 32-33;

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი ს. ფ. - 34-35

 

3.2.2. 2016 წლის 08 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების №G------------------- უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს ბანკსა და მ--–-----------–---ს, ბ----------–---ს, გ---–--------–---ს და მ--------–---–---ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №C-----------, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მ--–-----------–---ს ბ----------–---ს, გ---–--------–---ს და მ--------–---–---ს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქალაქი მ--------–- მ–--------------------, (საკადასტრო კოდი - 4-----------.)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- იპოთეკის ხელშეკრულება - ს. ფ. 19-26;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან - ს. ფ. 27-28;

 

3.2.3. 2016 წლის 08 დეკემბერს მ--–-----------–---ს საკრედიტო №G--------------–4-------49----- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით თავდებობის თაობაზე, განცხადებებით მიმართეს ბ----------–---მ და თ---------------–--მ, იმავე დღეს, მათთან გაფორმდა თავდებობის ხელშკრულებები, რომლითაც ბ----------–---მ და თ---------------–--მ, იკისრეს სოლიდარული ვალდებულება მ--–-----------–---სთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, სრული მოცულობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- თავდებობის ხელშეკრულებები, თავდებთა განცხადებები - ს. ფ. 37-48;

 

3.2.4. 2017 წლის 14 ნოემბერს, მ--–-----------–---მ სს ”ს----------–---------”-დან ისარგებლა დისტანციური მომსახურებით და მიიღო სმს სესხი ბანკომატის მეშვეობით №3------, 2 500 ლარის ოდენობით, 2020 წლის 27 ივლისამდე ვადით, წლიური 11%-ი სარგებლის დარიცხვით. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 0,5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- საკრედიტო ხელშეკრულება №3------ - ს. ფ. 58-61;

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან, კრედიტის დაფარვის გრაფიკი ს. ფ. - 62-73

 

3.2.5. 2017 წლის 21 მარტს, მ--–-----------–---მ სს ”ს----------–---------ს”-გან ბანკომატის მეშვეობით მიიღო ექსპრეს სესხი №4------, 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, 2018 წლის 21 მარტამდე, ყოველთვიურად საკომისიოს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო ვადის ბოლოს სრულად უნდა დაეფარა სესხის ძირი თანხა. მოპასუხეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- საკრედიტო ხელშეკრულება №4------ - ს. ფ. 74-76;

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან, კრედიტის დაფარვის გრაფიკი ს. ფ. - 77-88

 

3.2.6. 2018 წლის 20 ივლისის მდგომარეობით №GH------------–4-------49----- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ--–-----------–---ს, ბ----------–---ს და თ---------------–--ს, სოლიდარულმა საკრედიტო დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 35 297,11 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 26 697,70 ლარი, პროცენტი - 3 269,06 ლარი და პირგასამტეხლო - 5 330,35 ლარი.

 

№3------ სესხის ხელშეკრულებაზე მ--–-----------–---ს დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 2 725,54 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2 025,03 ლარი, პროცენტი - 182,02 ლარი და პირგასამტეხლო - 473,49 ლარი, საკომისიო - 45 ლარი.

 

№4------ ექსპრეს სესხის ხელშეკრულებაზე მ--–-----------–---ს დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 2 557 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1 000 ლარი, პროცენტი - 0 ლარი და პირგასამტეხლო - 1 107 ლარი, საკომისიო - 450 ლარი. 2019 წლის 19 თებერვალს სს,,ს----------–---------’’-ს წარმომადგენელმა თ-----------–---მ იშუამდგომლა №4------ ექსპრეს სესხის ხელშეკრულების გახმობის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი, ისე რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელე შეზღუდული არ არის მოპასუხე მხარის ნებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, არ არსებობს, სარჩელის გამოხმობის თაობაზე, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი და ის უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო, მხარის განცხადების საფუძველზე, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოთხოვის შესახებ.

 

აღნიშნული ნორმების შესაბამისად, მოსარჩელე სს ,,ს----------–---------’’-ს სარჩელი №4------ ექსპრეს სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხე მხარე სარჩელის მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ, მხოლოდ კრედიტის ძირი თანხის ნაწილში, მაგრამ იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ მათზე დარიცხული დავალიანება როგორც სარგებლის, ასევე პირგასამტეხლოს ნაწილში, დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს, გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, ხოლო რაც შეეხება მოპასუხე მხარის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–---------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, პირგასამტეხლო კი უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 902-ე, 4-7-4-8-ე, 873-ე, 361-ე, 4-1-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეს დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეების კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მ--–-----------–---ზე გასცა კრედიტი, განსაზღვრული პირობებით. მ--–-----------–---მ თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის მიღებაზე და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა კრედიტის დაფარვის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა. მოსარჩელეს, ბუნებრივია, უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით აღძრას სარჩელი და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავოა, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, მ--–-----------–---საგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ, მ--–-----------–--- ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. მ--–-----------–---ს მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული პირობებით და დათქმულ დროში.

 

მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

მოპასუხის ეს ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მან დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მ--–-----------–--- ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული თანხა, როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, ასევე, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებას, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შესატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვის აუცილებელია ორკვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.

 

საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დავალიანების ძირითადი თანხების დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის ნაწილში, №Gჩ-------------–4-------49----- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 26,697,70 ლარს, რომელთა ანაზღაურების ვალდებულება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მ--–-----------–---ს, ბ----------–---ს და თ---------------–--ს მოსარჩელის სასარგებლოდ. №3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 2,25,03 ლარს, რომელის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს მ--–-----------–---ს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625.1 მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეებს უნდა გადაეხადათ ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეებს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინათ საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. სასამართლომ შეამოწმა რა სარგებელის ოდენობა, ასევე მასზე შეთანხმების საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარგებელის მოთხოვნილი ოდენობა გამომდინარეობს და შეესაბამება სახელშეკრულებო პირობებს. სარგებელის სახით გადასახდელი თანხა, ძირი თანხის მსგავსად უნდა გადანაწილებულიყო და ძირ თანხასთან ერთად ბანკში უნდა შეტანილიყო გრაფიკის მიხედვით. შესაბამისად, ისინი ვალდებული არიან სარგებელი მოსარჩელეს გადაუხადონ სრულად. გადასახდელი სარგებლის ოდენობა კი შეადგენს №Gჩ-------------–4-------49----- საკრედიტო ხელშეკრულებაზე - 3269,06 ლარს; №3------ ხელშეკრულებაზე - 182,02 ლარს;

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 4-7-4-8-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, წერილობით არის მხარეთა შორის შეთანხმებული და ეს გარემოება დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება დავალიანების 0.5 %.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე 2016 წლის 08 დეკემბრის საბანკო კრედიტის №Gჩ-------------–4-------49----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოითხოვს 2018 წლის 20 ივლისამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას 5330,35 ლარის ოდენობით. ასევე, 2018 წლის 20 ივლისიდან ძირ თანხაზე 26697,70 ლარზე, ვალდებულების სრულიად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5 %-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 133,49 ლარს.) გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე.

 

მოსარჩელე 2017 წლის 14 ნოემბერის სმს სესხის№3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, ასევე მოითხოვს 2018 წლის 20 ივლისამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას 473,49 ლარის ოდენობით. ხოლო 2018 წლის 20 ივლისიდან ვალდებულების სრულიად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს გადახდას ძირი თანხის - 2025,03 ლარის, 0.5%-ის ოდენობით (რაც ყოველდღიურად შეადგენს 10,12 ლარს) გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 4-7-4-8-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და შესატყვისად უნდა შემცირდეს კონკრეტულ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც.

 

სასამართლო, მხარეთა თანასწორობის, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და 2016 წლის 08 დეკემბრის საბანკო კრედიტის №Gჩ-------------–4-------49----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განისაზღვროს 533 ლარით (ნაცვლად 5330,35 ლარისა) 2018 წლის 20 ივლისამდე პერიოდისათვის, ხოლო 2018 წლის 20 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე - ძირი თანხის - 26697,70 ლარის 0,1%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 26,69 ლარს.

 

გარდა ამისა, მოპასუხე მ--–-----------–---ს მოსარჩელე სს „თი----------ს“ სასარგებლოდ, 2017 წლის 14 ნოემბერის სმს სესხის №3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვროს 18.20 ლარით (ნაცვლად 473,49 ლარისა) 2018 წლის 20 ივლისამდე პერიოდისათვის, ხოლო 2018 წლის 20 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე - ძირი თანხის - 2025,03 ლარის 0,1%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2,02 ლარს.

 

6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას 2018 წლის 20 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საბანკო კრედიტისა და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლის იმ ოდენობით, რასაც მოსარჩელე მიიღებდა მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-4-ე მუხლის პირველი ნაწილით მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. იგი გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან და გულისხმობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. თვით ვალდებულებით სამართალში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ერთერთ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევა. დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება დაარღვია და დათქმულ დროს მოსარჩელეს არ გადაუხადა ის თანხა, რაც მას ერგებოდა. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

საქართველო სამოქალაქო კოდექსის 4-1-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალს წარმოადგენს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნას თუ რამდენად შესაძლებელი იყო მისი მიღება. მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში ემყარება იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს მიღებული ქონდა სასყიდლიანი სესხი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა გადაეხადა სარგებელი ხელშეკრულებებით შეთანხმებული ოდენობით. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე ბუნებრივია კარგავს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული სარგებლის მიღების შესაძლებლობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლით ,,მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოქმედების შესრულება ან თავის შეკავება გულისხმობს ასეთი ღონისძიების მიღებას სახელშეკრულებო პერიოდში და არ გულისხმობს მუდმივად. ანუ ვალდებულება დროში განსაზღვრული მოქმედებაა და თუ იგი გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, მაშინ ასეთი ვადა უნდა დაადგინონ ხელშეკრულების მონაწილეებმა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 4-4-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 4-2-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. ამდენად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 14%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 2,6697,70 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 14%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 311,47 ლარს. 2018 წლის 20 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა არგუმენტირებული მიუღებელიშემოსავლის სავარაუდო ოდენობა. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო შემოსავლის მიღება. სასამარლო მიუთითებს, რომ მოპასუხეს №4------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა ყოველთვიურად 311,47 ლარის გადახდა, რაც სარჩელის არსიდან და მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობიდან გამდინარე სრულიად საკმარისია იმ მოგების მისაღებად რასაც ბანკი მიიღებდა. ამასთან სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და ამ მხრივ მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ მოპასუხე ბ----------–---მ და თ---------------–--მ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრა სრული პასუხისმგებლობა მ--–-----------–---ს მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ--–-----------–---სთან ერთად ბ----------–---ს და თ---------------–--სათვის სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია მათთან დადებული თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების კისრების) გარიგების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (სოლიდარული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3 პუნქტი). ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდებების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 60 000 სამოცი ათასი ლარის ოდენობამდე (სოლიდარული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3 პუნქტი), როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, პირგასამტეხლოს ჩათვლით, ამდენად, თავდებმა პირმებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ 2016 წლის 08 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების №G------------------- უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს ბანკსა და მ--–-----------–---ს, ბ----------–---ს, გ---–--------–---ს და მ--------–---–---ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №C-----------, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მ--–-----------–---ს, ბ----------–---ს, გ---–--------–---ს და მ--------–---–---ს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქალაქი მ--------–- მ–--------------------, (საკადასტრო კოდი - 4-----------.). იპოთეკის შინაარსიდან გამომდინარე მოსარჩელეს უპირატესი უფლება აქვს იპოთეკის საგნით დაიკმაყოფილოს უფლება.

 

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ბანკის მიმართ ვადებულება ჯეროვნად არ შეასრულეს. და გადააცილეს კრედიტის დაფარვის გრაფიკს, რამაც ბანკს უფლება მისცა გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ვალდებულების სრული შესრულება. ბანკის ხელშეკრულებიდან გასვლას უნდა მოყვეს ვალდებულების მთლიანი შესრულება. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმავე კოდექსის 49.1-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები სახემწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის ნაწილში, რაც შეადგენს №4------ სესხის ხელშეკრულებიდან - სესხის ძირი თანხა - 26,697,70 ლარი და მასზე დარიცხული ჯარიმის - 100 ლარის დაკისრების ნაწილში, №3------ სესხის ხელშეკრულებიდან - სესხის ძირი თანხა - 2,025,03 ლარი და მასზე დარიცხული ჯარიმის - 20 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების პროპორციულად - 430,83 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ის ნაწილი, (430,83 ლარი), რომლის გადახდისაგან მხარეები გათავისუფლდნენ სსკ-ის 49.1-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 430,83 ლარს. დანარჩენი თანხა (278,54 ლარი) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,ს----------–---------ს“ მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხეებს მ--–-----------–---ს (პ/ნ2----------), ბ----------–---ს (პ/ნ2----------) და თ---------------–--ს (პ/ნ2----------) სს,,ს----------–---------ს“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისროთ 2016 წლის 08 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 30 499.76 ლარის გადახდა, საიდანაც 26697,70 ლარი არის ძირი თანხა, 3269,06 ლარი არის პროცენტი, ხოლო 533 ლარი არის პირგასამტეხლო, დავალიანების ძირ თანხაზე 26697,70 ლარზე სარჩელის მომზადების დღიდან 20.07.2018 წლიდან გაგრძელდეს საპროცენტო სარგებლის წლიური 14%-ის და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0,1%-ის დარიცხვა გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე.

 

1.2. მოპასუხე მ--–-----------–---ს (პ/ნ2----------) სს ,,ს----------–---------ს“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 2017 წლის 14 ნოემბრის სმს სესხის ნაწილში ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 2516,69 ლარის გადახდა, საიდანაც 2025,03 ლარი არის ძირი თანხა, 473,45 ლარი არის პროცენტი, ხოლო 18.20 ლარი არის პირგასამტეხლო.

 

2. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება:

ა) ქ.მ--------–- მ–---------------------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 4-----------.;

 

3. იმ შემთხვევაში, თუ კი უზრუნველყოფის საგანი საკმარისი არ აღმოჩნდება მოთხოვნის სრულად დასაფარად, დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოს მიექცეს მ--–-----------–---ს (პ/ნ2----------), ბ----------–---ს და თ---------------–--ს (პ/ნ2----------) კუთვნილი მთელი ქონება.

 

4. მოსარჩელე სს,,ს----------–---------ს“ (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს 07.23.2018 წელს N7-- საგადახდო დავალებით, სს,,ს----------–---------ს“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 76.71 ლარი გახმობილი სასარჩელო მოთხოვნის 2557 ლარის ნაწილში, ასევე დაუბრუნდეს დარჩენილი აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 430,83 ლარი.

 

5. მოპასუხეებს მ--–-----------–---ს (პ/ნ2----------), ბ----------–---ს (პ/ნ2----------) და თ---------------–--ს (პ/ნ2----------) სს,,ს----------–---------ს“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 430,83 ლარის ოდენობით.

 

6. სს,,ს----------–---------ს“ (ს/კ 2--------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 278,54 დარჩეს სახელწმიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე