გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2019
საქმის ნომერი
340210118002377151
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340210118002377151

საქმე #2/259-18

გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი :

11 აპრილი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დევი დევიძე

სხდომის მდივანი თეონა ნატროშვილი

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა, მხარეების მონაწილეობით

მოსარჩელე – ს----–------------კი“ (შემდეგ - „მოსარჩელე“ ან ბანკი“);

წარმომადგენელი – ნ--------–-–--ლი;

მოპასუხეები – ზ----------ია (შემდეგ - „მსესხებელი“), შ------–------ძე და ი-----–---------–-–--ლი (შემდეგ - „თავდებები, ხოლო ყველა ერთად - „მოპასუხეები“);

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს ზ----------იას, შ------–------ძეს და ი-----–---------–-–--ლს მოსარჩელე ს----–------------კის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 25 ნოემბრის N000----------90 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5260.96 ლარის გადახდა, აქედან ძირითადი თანხა - 4707.58 ლარი; პროცენტი - 288.65 ლარი და ჯარიმა - 264.73 ლარი გადახდა;

1.2. 2019 წლის 11 აპრილის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება, რომლითაც შეამცირა მოთხოვა, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 2607,58 ლარის გადახდა, რომელიც შედგება მხოლოდ ძირი თანხისგან. წარმომადგენელმა განმარტა, რომ დანარჩენი თანხა - 2653,38 ლარი, მათ შორის, სარგებელი და ჯარიმა სრულად, მოპასუხეებს გადახდილი აქვთ (ამასთან წარმოადგინა ამონაწერი მათი ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერის მითითებით);

2. ბანკმა თავისი აღნიშნული მოთხოვნები დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2.1. ბანკსა და მსესხებელს შორის 2015 წლის 25 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის #000----------90 ხელშეკრულება. კრედიტის თანხამ შეადგინა 7650 ლარი, წლიური 28%-იანი სარგებლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად გაისაზღვრა 48 თვე, მსესხებელს მიეცა სესხის დაფარვის გრაფიკი. 2017 წლის 11 დეკემბრის შემდეგ ფულადი ვალდებულების შესრულება არ მომხდარა, რისთვისაც ძირითად თანხას დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%-ის ოდენობით. ბანკის მოთხოვნის მოცულობა მოცემულია 2018 წლის 13 მარტის მდგომარეობით;

2.2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ორ თავდებთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, კერძოდ, ი-----–---------–-–--ლმა და შ------–------ძემ იკისრეს სოლიდარულ პასუხისმგებლობა ძირითად მოვალესთან ერთად, რომ გადაიხდიდნენ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს. თავდებთა პასუხისმგებლობის მაქსიმუმი განისაზღვრა 7880 ლარით;

2.3. ბანკმა 2017 წლის 30 დეკემბერს და 2018 წლის 7 იანვარს წერილობით მიმართა მოპასუხეებს, რომ მათ 5 დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადათ გრაფიკით გათვალისწინებული თანხები, ჯარიმასთან ერთად. მოპასუხეების მხრიდან ამ წერილს რეაგირება არ მოჰყოლია;

2.4. დღეისათვის მოპასუხეების მხრიდან სოლიდარულად გადახდილია მხოლოდ 2653,38 ლარი. შესაბამისად, ბანკის დარჩენილი მოთხოვნა შედგება მხოლოდ ძირითადი თანხისაგან, კერძოდ, 2607,58 ლარისაგან;

2.5. სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ მოპასუხე ი-----–---------–-–--ლმა, რომელმაც ცნო სარჩელი;

3. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს წინაშე დგას გადაწყვეტილების - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი, შემდეგი საფუძვლით:

3.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - „სსსკ“) მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი;

3.2. იმავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ;

3.3. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე;

3.4. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს;

3.5. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით;

3.6. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით;

3.7. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობებს;

3.8. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს ზ----------იასა და შ------–------ძეს სასამართლო სხდომაზე დაბარების ტაობაზე შეტყობინება (უწყება) ჩაბარდათ 2019 წლის 03 აპრილს, კერძოდ, უწყება უშუალოდ ჩაბარდა შ. შუკაკიძეს, ხოლო ზ----------იას ნაცვლად იგი ჩაიბარა შ------–------ძემ (დედა). მათი გამოუცხადებლობის თაობაზე საპატიო მიზეზების მითითებით სასამართლოში შეტყობინება არ შემოსულა;

4. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია 2.1-2.5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:

4.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგ - ”სსკ”) 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით;

4.2. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი;

4.3. სსკ-ის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა;

4.4. იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი;

4.5. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;

4.6. სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

4.7. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით;

4.8. იმავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, (1) ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით და (2) არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ;

4.9. სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის)შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება;

4.10. იმავე კოდექსის 331-ე მუხლის პირველი მე-2 ნაწილების შესაბამისად, (1) თანმყოფი პირისათვის გაკეთებულ ოფერტზე პასუხი მაშინვე უნდა იქნეს მიღებული და (2) არათანმყოფი პირისათვის გაკეთებული ოფერტი შეიძლება მხოლოდ იმ დრომდე იქნეს მიღებული, რა დროშიც ოფერტის მიმცემს, ჩვეულებრივ, შეუძლია დაელოდოს პასუხს;

4.11. სსკ-ის 352-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება);

4.12. სსკ-ის 383-ე მუხლის შესაბამისად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც,თუ კანონით ეს აკრძალული არ არის;

4.13. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, (1) მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის და (2) მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო.თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

4.14. იმავე კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად, (ა) მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება და (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას;

4.15. სსკ-ის 402-ე მუხლის პირველი წინადადება ადგენს, რომ მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის;

4.16. სსკ-ის 404-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება;

4.17. იმავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით;

4.18. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება;

4.19. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო;

4.20. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ხოლო 414-ე მუხლის შესაბამისად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი;

4.21. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;

4.22. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, (1) ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს და (2) შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას;

4.23. იმავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, (1) კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში და (2) კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

4.24. სამართლის დოქტრინაში არსებული შეხედულების თანახმად, ხელშეკრულება არის ორმხრივი ან მრავალმხრივი გარიგება (ნების გამოვლენა). ხელშეკრულების დასადებად უნდა არსებობდეს მინიმუმ ორი ურთიერთთანხვედრი ნება, რომელიც ოფერტისა და აქცეპტის წყალობით იქცევა მბოჭავად ხელშეკრულების მხარეებისათვის. სწორედ ამის შედეგად იქცევიან ხელშეკრულების მხარეები კრედიტორად და მოვალედ. კრედიტორი არის ხელშეკრულების იმ მხარე, ვისაც აქვს მოთხოვნის უფლება, ხოლო მოვალე არის ის მხარე, ვისკენაც არის მიმართული კრედიტორის მოთხოვნა, მოვალე ყოველთვის არის მოთხოვნის ადრესატი;

4.25. მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულებების დადებით მათ მიერ შეთანხმდა ხელშეკრულებების არსებითი პირობებიც. სესხის (საბანკო კრედიტის) ხელშეკრულების არსებით პირობებად უნდა ჩაითვალოს შეთანხმება თანხაზე (ვალუტასა და მის ოდენობაზე), თანხის დაბრუნების ვადაზე, ასევე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეთანხმება სარგებელზე (ე. წ. პროცენტზე) და პირგასამტეხლოზე;

4.26. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ანუ, როცა მოვალე არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, კრედიტორს შეუძლია: გავიდეს ხელშეკრულებიდან (შეწყვიტოს იგი) და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის დაბრუნება, ასევე ზიანის ანაზღაურება. ზიანი შეიძლება იყოს, როგორც ფაქტობრივი დანაკლისი, ისე მიუღებელი შემოსავალი. მიუღებელია ის შემოსავალი, რასაც კრედიტორი მიიღებდა, ვალდებულება მოვალეს ჯეროვნად რომ შეესრულებინა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე საუბრობს, რომ მხარეებს შორის შეთანხმებული იყო სარგებელი. შესაბამისად, ეს სარგებელი არის ის მიუღებელი შემოსავალი, რასაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისაგან;

4.27. ხელშეკრულებიდან გასვლა კრედიტორს შეუძლია, როცა მოვალე არ ასრულებს თავის ვალდებულებებს და მიუხედევად ახალი ვადისა თუ გაფრთხილებისა, სასურველი შედეგი [ვალდებულების შესრულება] ვერ იქნება მიღწეული;

4.28. სესხის ხელშეკრულების ნაირსახეობაა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. იმისათვის, რომ სესხის ხელშეკრულება დაკვალიფიცირდეს ასეთად, აუცილებელია, რომ გამსესხებელი მხარე იყოს საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრირებული საბანკო დაწესებულება, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან სხვა რომელიმე საფინანსო ინსტიტუტი. კონკრეტულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო მხარეებს შორის არის საბანკო კრედიტორის ხელშეკრულება, რადგან გამსესხებელი არის სწორედ საბანკო დაწესებულება;

4.29. როგორც აღინიშნა, სესხის ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობაა, შეთანხმება სარგებელზე და პირგასამტეხლოზე. სარჩელით დასტურდება, რომ მხარეები შეთანხმებულები არიან ამ საკითხებზე;

4.30. სარჩელის ცნობის შემთხვევაშიც, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება დატკიცებულად (მოპასუხის მიერ შესაგებლოს წარმოუდგენლობის ან მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისაგან განსხვავებით, როცა არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ მითითებული ფაქტები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას, სარჩელის ცნობის შემთხვევაში მოსარჩელე, თავისი ამ მოქმდებით, ეთანხმება მოთხოვნის მართებულობასაც, რის გამოც სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას);

4.31. ამდენად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2607,58 ლარის გადახდა;

5. საპროცესო ხარჯები

5.1. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

5.2. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

5.4. იმის გამო, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივი გაიხმო სარჩელი, მას დაუბრუნდა 2653,38 ლარის 3%, კერძოდ, 80 ლარის ოდენობით. ამიტომ, მოსარცელეს ასანაზღაურებელი აქვს დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი (დაკმაყოფილებული 2607,58 ლარის პროპორციულად) – 78,22 ლარი (სარჩელზე) და 50 ლარი (სარჩელის უზრუნველყოფაზე), ჯამში 128,22 ლარი;

5.5. იმის გამო, რომ მოპასუხე ი-----–---------–-–--ლმა სარჩელი ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, იგი თავისუფლდება სახრლმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს დანარჩენ მოპასუხეებს - ზ----------იას და შ------–------ძეს;

6. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

6.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუზე ი-----–---------–-–--ლს აეკრძალა ლ---------- რაიონის, სოფელ ვ------------–- მდებარე 1000 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის მქონე უძრავი ნივთიდან (ს/კოდი 5-----------) თანსაკუთრებაში არსებული მისი ნაწილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

6.2. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად (არსებული მოხოვნის ფარგლეში), გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში;

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, მე-10, 49-ე, 53-ე, 208-ე, 230-ე, 233-ე-234-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ს----–------------კი“-ს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს და გამოტანილი იქნეს ნაწილობრივ დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

2. მოპასუხეებს ზ----------იას, შ------–------ძეს და ი-----–---------–-–--ლს მოსარჩელე სს ,,ლიბერთი ბანკი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისროთ 2607,58 ლარის გადახდა;

3. მოპასუხეებს ზ----------იას და შ------–------ძეს მოსარჩელე სს ,,ლიბერთი ბანკი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 128,22 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება ზ----------იას და შ------–------ძისათვის თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მხარეთათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ი-----–---------–-–--ლის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: /დევი დევიძე/