გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
050210118002744590
საქმე №2/1320-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02.04.2019 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: და--თ მე-----–-–---–ი;
წარმომადგენელი: კა-------–-–---–ი;
მოპასუხე: შპს ,,სო--------------------ი“;
წარმომადგენელი: მა-----------ე; ნი-------–-------ი;
და--ს საგანი: ზიანის ანაზღაურება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხეს შპს ,,სო--------------------ის’’ მოსარჩელის სასარგებლოდ 279.31 ლარი.
1.2. დაევალოს შპს ,,სო--------------------ის“ დაუყოვნებლივ აღუდგინოს ბუნებრივი აირის მიწოდება და--თ მე-----–-–---–ს.
2019 წლის 28 იანვარს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მომართა და მოითხოვა:
1.1. დაეკისროს მოპასუხეს შპს ,,სო--------------------ის’’ მოსარჩელის სასარგებლოდ 570.83 ლარი.
1.2. დაევალოს შპს ,,სო--------------------ის“ დაუყოვნებლივ აღუდგინოს ბუნებრივი აირის მიწოდება და--თ მე-----–-–---–ს.
2019 წლის 06 მარტს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს შეგებებული სარჩელით მომართა მოპასუხე შპს ,,სო--------------------იმ’’ და მოითხოვა:
1.1. დაეკისროს და--თ მე-----–-–---–ს მოხმარებული გაზის ღირებულების გადახდა 139.95 ლარი.
1.2. დაეკისროს და--თ მე-----–-–---–ს ზიანის (მიუღებელი შემოსავლის სახით) თანხის გადახდა, დავალიანების თანხის 139.95 ლარის 1% გათვალისწინებით, კერძოდ, 1.39 ლარის ოდენობით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განჩინებით შპს ,,სო--------------------ის’’ შეგებებული სარჩელი დარჩა განუხილველი მხარის მიერ გახმობის გამო.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შპს ,,სო--------------------ის’’ წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ და--თ მე-----–-–---–ის მიერ დროულად არ იყო გადახდილი მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური. შესაბამისად, შპს ,,სო--------------------ის’’ სრული უფლება გააჩნდა შეეწყვიტა ბუნებრივი გაზის მიწოდება, რაც გამორიცხავს მათი მხრიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. მოპასუხე მოსარჩელეს აწვდის ბუნებრივ აირს. ბუნებრივი აირის მიწოდება ხდება და--თ მე-----–-–---–ის საცხოვრებელ სახლში (მდებარე: ოზურგეთი, სა---------–--ის №4).
და--თ მე-----–-–---–ი შპს ,,სო--------------------ის’’ ოზურგეთის ფილიალის მომხმარებელია, საბილინგო ბაზაში რეგისტრირებულია აბონენტის ნომრით - 3----------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი (იხ.ს/ფ 2-17; 121-135).
- შესაგებელი (იხ.ს/ფ 90-100; 151-160).
3.2.2. შპს ,,სო--------------------ი’’ არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ს/კ 2--------. შპს ,,სო--------------------ი’’ ეწევა გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობას, ამასთან კომპანია ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფს პირდაპირ მომხმარებლებს და მიმწოდებლებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს/ფ 29).
- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი (იხ.ს/ფ 2-17; 121-135).
- შესაგებელი (იხ.ს/ფ 90-100; 151-160).
3.2.3. 2018 წლის 19 აპრილს და--თ მე-----–-–---–ს შეუწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი (იხ.ს/ფ 2-17; 121-135).
- შესაგებელი (იხ.ს/ფ 90-100; 151-160).
- დალუქვის აქტი (იხ.ს/ფ 103).
- მრიცხველის ფოტოსურათი (იხ.ს/ფ 104).
3.2.4. და--თ მე-----–-–---–მა განცხადებით მიმართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს (ომბუდსმენს) ქალბატონ სა-–-------------–---–ს. განცხადებაში მითითებულია, რომ 2018 წლის 19 აპრილს შპს ,,სო--------------------ის’’ წარმომადგენელმა შეუწყვიტა ბუნებრივი აირით მიწოდება, რითაც დაარღვია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის №12 დადგენილების მე-10 მუხლის მე-4, მე-5 და მე-51 პუნქტების მოთხოვნები. შესაბამისად, ითხოვა დახმარება და ბუნებრივი აირის აღდგენა და მიწოდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- და--თ მე-----–-–---–ის განცხადება (იხ.ს/ფ 20).
3.2.5. 2018 წლის 11 მაისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №6----------- წერილის თანახმად, ,,შპს ,,სო--------------------ის’’ დირექტორს ეცნობა, რომ კომისიას მიმართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა და--თ მე-----–-–---–ის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც განმცხადებელი ითხოვს უკანონოდ შეწყვეტილი ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას. კომისიაში წარმოდგენილია პრეტენზია, შესაბამისად, გთხოვთ, დაავალოთ კომპანიის შესაბამის სამსახურებს, არსებული და--ს დამთავრებამდე 1 (ერთი) სამუშაო დღეში, აღუდგინონ აბონენტს ბუნებრივი გაზის მიწოდება მიმდინარე საფასურის გადახდის პირობით, ასევე, 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოადგინოთ წერილობითი განმარტება და საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ასლი.’’
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 11 მაისის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №6----------- წერილი (იხ.ს/ფ 21-22).
3.2.6. 2018 წლის 04 ივნისის შპს ,,სო--------------------ის’’ მომხმარებელთა ურთიერთობის მართვის სამსახურის უფროსის №O----------------------- წერილის თანახმად, ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ეცნობა, რომ და--თ მე-----–-–---–ს გაზის მიწოდება შეუწყდა 2018 წლის 19 აპრილს მოხმარებული ბუნებრივი გაზის მიმდინარე საფასურის 80.29 ლარის გადაუხდელობის გამო. აბონენტის განცხადებით, იგი არ იყო ინფორმირებული დავალიანების თაობაზე. ქვითრის არ მიღება მომხმარებელს არ ათა--სუფლებს ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდისაგან. და--თ მე-----–-–---–ის პრეტენზია უსაფუძვლოა’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 04 ივნისის შპს ,,სო--------------------ის’’ მომხმარებელთა ურთიერთობის მართვის სამსახურის უფროსის №O----------------------- წერილი (იხ.ს/ფ 102).
3.2.7. 2018 წლის 17 სექტემბრის ენ---------------------იას ოზურგეთის მომსახურების ცენტრის №5------ წერილის თანახმად, სს ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას’’ მონაცემთა ბაზაში ქ. ოზურგეთში სა---------–--ის ქუჩა №4-ში აბონენტად რეგისტრირებულია (0---------) დათო მე-----–-–---–ი’’. აღნიშნულ წერილს თან ახლავს გადახდების ისტორია 2015 წლიდან 2018 წლის 01 სექტემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 17 სექტემბრის ენ---------------------იას ოზურგეთის მომსახურების ცენტრის №5------ წერილი, გადახდების ისტორია (იხ.ს/ფ 23-28).
3.2.8. 2018 წლის 24 იანვრის ენ---------------------იას ოზურგეთის მომსახურების ცენტრის №5------ წერილის თანახმად, სს ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას’’ მონაცემთა ბაზაში ქ. ოზურგეთში სა---------–--ის ქუჩა №4-ში აბონენტად რეგისტრირებულია (0---------) დათო მე-----–-–---–ი’’. აღნიშნულ წერილს თან ახლავს გადახდების ისტორია 2018 წლის ოქტომბრის თვიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 24 იანვრის ენ---------------------იას ოზურგეთის მომსახურების ცენტრის №5------ წერილი, გადახდების ისტორია (იხ.ს/ფ 136-137).
3.2.9. 2015-2016-2017 წლებში (აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით) და--თ მე-----–-–---–ის მიერ ელექტრო ენერგიაში გადახდილმა საფასურმა შეადგინა 100.65 ლარი. 2018 წელს (აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით) ელექტროენერგიის ხარჯმა შეადგინა 379.96 ლარი.
2015-2016-2017 წლებში (01 ოქტომბრიდან 30 დეკემბრამდე) და--თ მე-----–-–---–ის მიერ ელექტრო ენერგიაში გადახდილმა საფასურმა შეადგინა 80.91 ლარი. 2018 წლის 01 ოქტომბრიდან 30 დეკემბრამდე ელექტროენერგიის ხარჯმა შეადგინა 291.52 ლარი.
ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 570.83 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი (იხ.ს/ფ 2-17; 121-135).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.10. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ და--თ მე-----–-–---–ს არ მიწოდებია ქვითარი, სადაც აღნიშნული იქნებოდა ბუნებრივი აირის მოხმარებით გამოწვეული საფასური. მას 2019 წლის 19 აპრილს ტელეფონის საშუალებით შპს ,,სო--------------------ის’’ თანამშრომლის მიერ ეცნობა, რომ თუ დაუყოვნებლივ არ მოხდებოდა დავალიანების - 85 ლარის გადახდა შეუწყდებოდა ბუნებრივი აირის მიწოდება. იმავე დღეს და--თ მე-----–-–---–ის ტელეფონზე მივიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება - ,, აბონენტს 0----------- დავალიანების გამო შეუწყდა გაზმომარაგება. აღსადგენად დაფარეთ დავალიანება და ჩაჭრა-აღდგენის საფასური 5 ლარი’’
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი (იხ.ს/ფ 2-17; 121-135).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.11. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თა--ს არგუმენტებს.
სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თა--ანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, მტკიცების ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ.
ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც მითითებული მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი რომლის მიხედვით ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”.
სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სუსგ, საქმე №ას-570-541-2015, 11.11.2015 წელი).
როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი (შდრ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11.11.2013). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან მოხმარებული ბუნებრივი აირის გადახდის ვალდებულების დარღვევა მოპასუხეს არ აძლევდა უფლებას, სათანადო წინაპირობების არსებობის გარეშე (სსკ-ის115-ე მუხლი) მხარისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეეწყვიტა. მას უფლება არ ჰქონდა, შესრულების (დავალიანების დაფარვის) მოთხოვნით ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე დაელუქა მრიცხველი. მოსარჩელემ დაამტკიცა, წარმოშობილი ზიანი და მისი ოდენობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, მე-15, 37-ე მუხლები;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე, 415-ე, 326-ე, 408-ე, 411-ე, 319-ე, მე-8, 115-ე მუხლები;
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თა--სუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი;
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ’’ №12 დადგენილება;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თა--ს უფლებათა და თა--სუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თა--სი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თა--სუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თა--სუფლად განკარგონ თა--ანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ და--ს საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,სო------------------ი’’ წარმოადგენს ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიას.
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის ?12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ თანახმად პირი, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის რეალიზაციას, მათ შორის, საცალო მომხმარებელზე ახდენს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, მიმწოდებელია პირი, რომელიც იძენს ბუნებრივ გაზს და ყიდის მას სხვა მიმწოდებლებზე ან/და მომხმარებლებზე;
მიმწოდებელ კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობები მოწესრიგებულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონით, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის ?12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით” და ასევე საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
6.4. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ’’ №12 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, ყველა სახის მომხმარებელს მომსახურება გაუწიოს ამ წესების შესაბამისად და ოპერატიულად მისცეს განაწილების ლიცენზიატს სათანადო მითითება საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების თაობაზე, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეასრულოს მიმწოდებლის აღნიშნული მითითება და უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობებით. ბუნებრივი გაზით მომარაგების ძირითადი პრინციპია მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
ამავე მუხლის მე-21 პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის რეალიზაციას, მათ შორის, საცალო მომხმარებელზე ახდენს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას, შესაბამისად, იგი ვალდებულია უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით აღნიშნული საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით სათანადოდ მომარაგება.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია, დროულად მოახდინოს საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა, ქვითრის მიწოდება და დარიცხული საფასურის ამოღება ამ წესების პირობების შესაბამისად. ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია საცალო მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობის, ასევე, მისი ფასისა და თა--სუფალი (ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი) მოცულობის შესახებ. აღნიშნული დადგენილების მესამე მუხლის თანახმად, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიმწოდებელი (გამყიდველი) კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს საცალო მომხმარებელს (მყიდველს) ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ბუნებრივი გაზის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კანომდებლობის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს დელიქტის არსებობა, ხელშეკრულების დარღვევა ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხეზე 570.83 ლარის დაკისრებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის უკანონო მოქმედებით (ყოველგვარი წინასწარი შეტყობინებისა და გონივრული ვადის მიცემის განსაზღვრის გარეშე), შეუწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული თუ როდის შეიძლება დაეკისროს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეს. კერძოდ აღნიშნული მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მოცემული მუხლით პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის ანუ მისი პასუხისმგებლობა უნდა შემოიფარგლოს მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილიდანაც, რომლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ამავე კოდექსის 326-ე მუხლის შესაბამისად კი წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დამტკიცებულია, რომ მან მიიღო ზიანი ბუნებრივი აირის შეწყვეტის შედეგად (იხ. პუნქტი 3.2.9).
მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. (იხ. სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.
6.7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ’’ №12 დადგენილების მე-31 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულნი არიან (მათ მიერ შესრულებული მომსახურების/სამუშაოს შესაბამისად), მომხმარებელს ან/და განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ქვითარზე დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადის შესახებ – მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გადახდის ვადის გასვლამდე 2 კალენდარული დღით ადრე მაინც.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ ტექსტური შეტყობინება მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მომხმარებლის/განმცხადებლის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე.
6.8. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ’’ №12 დადგენილების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს ქვითრის წარდგენიდან 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ქვითარში უნდა მიეთითოს: მრიცხველის ბოლო და ბოლოს წინა ჩვენება (ჩვენების აღების თარიღების მითითებით). მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური (სამომხმარებლო ტარიფი ან ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი) ერთ კუბურ მეტრზე. მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა. დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა.
ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს, შეძლებისდაგვარად, ერთსა და იმავე დროს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ და--თ მე-----–-–---–ს არ მიწოდებია ქვითარი, სადაც აღნიშნული იქნებოდა ბუნებრივი აირის მოხმარებით გამოწვეული საფასური. მას 2019 წლის 19 აპრილს ტელეფონის საშუალებით შპს ,,სო--------------------ის’’ თანამშრომლის მიერ ეცნობა, რომ თუ დაუყოვნებლივ არ მოხდებოდა დავალიანების - 85 ლარის გადახდა შეუწყდებოდა ბუნებრივი აირის მიწოდება. იმავე დღეს და--თ მე-----–-–---–ის ტელეფონზე მივიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ დავალიანების გამო შეუწყდა გაზმომარაგება (იხ. პუნქტი 3.2.10).
6.9. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ’’ №12 დადგენილების მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია განაწილების ლიცენზიატს მისცეს მითითება საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შესახებ.
ამავე დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაუშვებელია საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით). ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უკა--ა დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე,მაშინ საქმიანობის ამ სფეროში მას ეკისრება ხელშეკრულების დადების ვალდებულება. მას არ შეუძლია კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, იმ პირებს, რომლებიც არასამეწარმეო მიზნებისათვის ან საარსებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად იძენენ ან სარგებლობენ ქონებითა და მომსახურებით, დაუსაბუთებლად არ შეიძლება ეთქვათ უარი ხელშეკრულების დადებაზე, თუკი ხელშეკრულების მეორე მხარე მოქმედებს თა--სი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ხელშელკრულების თა--სუფლება სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, იგი არ არის შეუზუდა--. ეს შეზღუდვები შეეხება, როგორც ხელშეკრულების დადების ისე მისი შინაარსის განსაზღვრის თა--სუფლებას. კონტრაჰენტების იძულება თანამედროვე ,,საბაზრო ეკონომიკის კორექტივს’’ წარმოადგენს და მიზნად ისახავს იმ პირთა დაცვას, რომელთა უფლებებიც შეიძლება შეილახოს ბაზარზე გაბატონებული მდგომარეობის მქონე საწარმოების ზეგავლენით. ასეთი მდგომარეობა, შესაძლებელია ეკავოს ელექტრო და წყალმომარაგების ორგანიზაციებს. მათ მომხმარებლებთან ურთიერთობაში შეზღუდული აქვთ კონტრაჰენტის თა--სუფლად არჩევის უფლება და ვალლდებულებას წარმოადგენს მომხმარებელთან ხელშეკრულების დადება. ამ ვალდებულებას შეესაბამება მეორე მხარის (მომხმარებლის) უფლება მოითხოვოს მათგან ხელშეკრულების დადება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თა--ანთი უფლებები და მოვალეობები. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
ნებისმიერი და--ს გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს და--ს სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთა--თვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თა--ანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება, საქმე №ას-663-629-2015).
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ეკონომიკურად ძლიერი მხარეა, მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად. მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რომ მიმწოდებელ კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობები მოწესრიგებულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონით, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის ?12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით” და ასევე საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით. ასევე არ გაითვალისწინა მოსალოდნელი რისკები. მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება და ყოველგვარი წინასწარი შეტყობინებისა და გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე შეწყვიტა ბუნებრივი აირის მიწოდება. მაშინ როდესაც ზამთრის პერიოდში მითითებული პროდუქციის მიუღებლობის შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელეს და მასთან მცხოვრებ პირებს შესაძლოა შექმნოდათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე. შეუძლებელია ადამიანი დატოვებულ იქნეს არსებობისათვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის ნაწილად ქცეული საერთაშორის სამართლის აქტებით (საერთაშორისო პაქტი ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“, ,,ევროპის სოციალური ქარტია“ და სხვა) აღიარებულია თითოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი, ხოლო 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში.
6.10. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თა--სი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მოსარჩელემ - და--თ მე-----–-–---–მა შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთა--სუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, შპს ,,სო--------------------ს“ მოსარჩელე და--თ მე-----–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხის 50 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე სააღსრულებო ბიუროში გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება. არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მოპასუხეზე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე და კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის დაკისრების თაობაზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განჩინებით და--თ მეგრელისვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შპს ,,სო----------------------ს’’ დაევალა აღუდგინოს ბუნებრივი აირის მიწოდება და--თ მე-----–-–---–ს (პ/ნ 3----------, აბონენტის ნომერი 0-----------, მცხოვრები: ოზურგეთი, სა---------–--ის ქ. №4-ში).
აღნიშნული განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით დატოვებულ იქნა ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. და--თ მე-----–-–---–ის სარჩელი შპს ,,სო--------------------ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
1.1. მოპასუხე შპს ,,სო--------------------ს“ მოსარჩელე და--თ მე-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის სახით 570,83 ლარის ანაზღაურება.
2. შპს ,,სო--------------------ს“ მოსარჩელე და--თ მე-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ წინასწარ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 50 (ორმოცდაათი) ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე სააღსრულებო ბიუროში გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მოპასუხეზე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე და კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის დაკისრების თაობაზე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე