გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.05.2019
საქმის ნომერი
330210018002783849
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/37225-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

10 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - ლე-–-------ე

წარმომადგენელი - ია--------------ე

 

მოპასუხე - მა----–----------–-–---–ი

წარმომადგენელი - ზვ--------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მა----–----------–-–---–ს ლე-–-------ის სასარგებლოდ დაეკისროს - 1 812.24 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელე ლე-–-------ე იყო გარდაცვლილი გი---------------–---–ის მეუღლე. ისინი დაქორწინდნენ 2009 წლის 29 აგვისტოს.

 

გი---------------–---–ს შპს „მი----------------“-თან გაფორმებული ჰქონდა სესხის ხელშეკრულება №1-----. სესხის თანხა შეადგენდა 2 000 აშშ დოლარს, თვეში 12% სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 2 000 აშშ დოლარის ოდენობით პროცენტთან ერთად, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ორი თვის ვადაში დაფარა ლე-–-------ემ. თუმცა, ვინაიდან მოსარჩელე მეუღლის გარდაცვალების გამო მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თანხა ფიზიკურად გადაიხადა მისმა დედამ - ლე--–----------–--ემ. 2015 წლის 22 დეკემბრიდან ლე--–----------–--ის მიერ სს „კო--------------------ში“ შეტანილმა თანხამ შეადგინა - 5 436.73 ლარი (2 240 აშშ დოლარი).

 

გი---------------–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 30 ნოემბერს. მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე - ლე-–-------ე, შვილი - ან----------------–---–ი და დედა - მა----–----------–-–---–ი.

 

2016 წლის 24 ივნისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც კანონისმიერმა მემკვიდრეებმა პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან საკუთრებაში მიიღეს სამკვიდრო ქონების შესაბამისი წილი სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით. კერძოდ, 1/3 წილი ლე-–-------ემ, 1/3 წილი ან----------------–---–მა და 1/3 წილი მა----–----------–-–---–მა.

 

ვინაიდან, მემკვიდრეებმა მიიღეს გარდაცვლილის აქტივები, ისინი ვალდებულნი არიან პასუხი აგონ მამკვიდრებლის ვალებზეც. შესაბამისად, მა----–----------–-–---–მა უნდა გადაიხადოს გი---------------–---–ის მიერ აღებული სესხის - 5 436.73 ლარის 1/3, რაც შეადგენს 1 812.24 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე მა----–----------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რადგანაც მის შვილს - გარდაცვლილ გი---------------–---–ს და მას, როგორც მის მემკვიდრეს ლე--–----------–--ის მიმართ არანაირი ვალი არ ჰქონიათ, ეს უკანასკნელი არ იყო ვალდებული გადაეხადა გი---------------–---–ის სესხი. მისთვის ცნობილი არ ყოფილა, მისი შვილის ავტომანქანის დალომბარდებისა და ვალის არსებობა - არ არსებობის შესახებ.

 

ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლზე და განმარტა, რომ გასულია მემკვიდრეთათვის აღნიშნული მუხლით დადგენილი მოთხოვნის წარდგენის ვადა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ლე-–-------ე 2009 წლის 29 აგვისტოდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გი---------------–---–თან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (იხ. ს.ფ. 15);

 

3.1.2. გი---------------–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 30 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (იხ. ს.ფ. 16);

 

3.1.3. მა----–----------–-–---–ი არის გარდაცვლილი გი---------------–---–ის დედა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა (იხ. ს.ფ. 14);

- სამკვიდრო მოწმობა (იხ. ს.ფ. 20-22);

 

3.1.4. 2016 წლის 24 ივნისს ნოტარიუს თა-----------ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო №1--------), რომლის თანახმადაც ლე-–-------ემ და ან----------------–---–მა, როგორც გარდაცვლილი გი---------------–---–ის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან (მეუღლე და შვილი), საკუთრებაში მიიღეს სამკვიდრო ქონება - 1/3 წილი ლე-–-------ემ და 1/3 წილი ან----------------–---–მა, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა (იხ. ს.ფ. 17-19);

 

3.1.5. 2016 წლის 24 ივნისს ნოტარიუს თა-----------ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო №1--------), რომლის თანახმადაც მა----–----------–-–---–მა, როგორც გარდაცვლილი გი---------------–---–ის კანონისმიერმა მემკვიდრემ პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან (დედა), საკუთრებაში მიიღო მთლიანი დანაშთი ქონებიდან 1/3 წილი სამკვიდრო ქონება მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა (იხ. ს.ფ. 20-22);

 

3.1.6. გი---------------–---–ს შპს „მი----------------“-თან ჰქონდა დადებული №1----- სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სესხის თანხა შეადგენდა - 2000 აშშ ლარს ყოველთვიურად 12% სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.7. შპს „მი----------------“-სა და გი---------------–---–ს შორის გაფორმებული №1----- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, მისი გარდაცვალების შემდგომ, დაფარულ იქნა მოსარჩელე ლე-–-------ის დედის - ლე--–----------–--ის მიერ. კერძოდ, მის მიერ, სესხის დაფარვის მიზნით, სს „კო--------------------ში“ 2015 წლის 22 დეკემბერს შეტანილ იქნა 384.73 ლარი (160 აშშ დოლარი); 2016 წლის 16 იანვარს 195 ლარი (80 აშშ დოლარი) და 2016 წლის 20 იანვარს 4857 ლარი (2000 აშშ დოლარი). შესაბამისად, დაფარული დავალიანების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა - 5436.73 ლარი (2 240 აშშ დოლარი).

 

მოსარჩელე ლე-–-------ის განმარტებით, გი---------------–---–ის დავალიანების დასაფარად გადახდილი თანხა მის საკუთრებას წარმოადგენდა და აღნიშნული დავალიანება ლე--–----------–--ემ მისი დავალებით დაფარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სალაროს შემოსავლის ორდერები (იხ. ს.ფ. 23-25; იხ. 08.04.2019წ. სხდომის ოქმზე დართული დედანი დოკუმენტები);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.8. ლე--–----------–--ე არის მოსარჩელე ლე-–-------ის დედა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა (იხ. ს.ფ. 26);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ლე-–-------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-104-ე, 107-ე, 463-464-ე, 473-ე, 1328-ე, 1336-ე, 1484, 1488-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ამავე კოდექსი 1328-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივ უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

დადგენილია, რომ გი---------------–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 30 ნოემბერს. დადგენილია, ასევე, რომ 2016 წლის 24 ივნისს ნოტარიუს თა-----------ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობები (სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო №1-------- და №1--------), რომლის თანახმადაც ლე-–-------ემ (მეუღლე), ან----------------–---–მა (შვილი) და მა----–----------–-–---–მა (დედა), როგორც გარდაცვლილი გი---------------–---–ის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან, საკუთრებაში მიიღეს დანაშთი სამკვიდრო ქონება. კერძოდ, 1/3 წილი ლე-–-------ემ, 1/3 წილი ან----------------–---–მა და 1/3 წილი მა----–----------–-–---–მა.

 

6.2. მოპასუხე მიუთითებს, რომ ვინაიდან ლე-–-------ეს მა----–----------–-–---–ისათვის, როგორც გი---------------–---–ის მემკვიდრისათვის არ წაუყენებია მოთხოვნა (პრეტენზია) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილ ვადაში, მან დაკარგა მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენამდე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნული სადავო საკითხის გამორკვევას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან.

 

ამდენად, დასახელებული ნორმიდან ცალსახად დგინდება, რომ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენის კონკრეტულ ვადას კანონი აწესებს მამკვიდრებლის კრედიტორების მიმართ, რისი განუხორციელებლობის შემთხვევაშიც, კრედიტორი კარგავს მამკვიდრებლის მიმართ მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას. ამდენად, ლე-–-------ე, ან----------------–---–ი და მა----–----------–-–---–ი, გარდაცვლილი გი---------------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღებით, გახდნენ როგორც სამკვიდრო აქტივის მფლობელები, ისე სამკვიდრო პასივზე პასუხისმგებლები. შესაბამისად, ვინაიდან დაადგენილია, რომ მსესხებელი - გი---------------–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 30 ნოემბერს, ხოლო მას გარდაცვალების დროისათვის არ ჰქონია შესრულებული შპს „მი----------------“-თან დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება, მისი მემეკვიდრეები, მათ მიერ მიღებული აქტივის ფარგლებში (სსკ-ის 1484-ე მუხლი), გახდნენ შპს „მი----------------“-ის სოლიდარული (სსკ-ის 463-ე მუხლი) მოვალეები.

 

ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში გარდაცვლილი გი---------------–---–ის მემკვიდრეთა სოლიდარული ვალდებულება წარმოიშვა კანონის საფუძველზე (სსკ-ის 463-ე, 1484-ე მუხლები). შესაბამისად, ვინაიდან ერთ-ერთმა - მემკვიდრემ ლე-–-------ემ (მისი დავალებით ლე--–----------–--ემ) სრულად დაფარა შპს „მი----------------“-ის მიმართ არსებული გი---------------–---–ის დავალიანება, იგი კრედიტორად კი არ გარდაიქმნა სხვა მემკვიდრეთა მიმართ, არამედ როგორც კანონის საფუძველზე წარმოშობილ სოლიდარულ მოვალეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 473-ე მუხლის შესაბამისად სხვა მემკვიდრეთა მიმართ წარმოეშვა უკუმოთხოვნის უფლება.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ლე-–-------ის, როგორც ერთ-ერთი მემკვიდრის მოთხოვნაზე სხვა მემკვიდრეთა მიმართ, ვერ გავრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით კრედიტორებისათვის განსაზღვრული მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის ვადა. სხვა მემკვიდრეთა მიმართ ლე-–-------ის მოთხოვნაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო 10 წლიანი ვადა. შესაბამისად, მოპასუხის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის ვადა დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ გი---------------–---–ს გარდაცვალებამდე სესხის ხელშეკრულება ჰქონდა დადებული შპს „მი----------------“-თან, რომლის თანახმადაც სესხის თანხა შეადგენდა 2000 აშშ დოლარს ყოველთვიურად 12% სარგებლის დარიცხვის პირობით. გი---------------–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 30 ნოემბერს. გარდაცვალებამდე მას ზემოთ აღნიშნული ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია. ამასთან, მისი დანაშთი სამკვიდრო ქონება მიიღეს მისმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა - ლე-–-------ემ, ან----------------–---–მა და მა----–----------–-–---–მა.

 

დადგენილია, ასევე, რომ შპს „მი----------------“-ის მიმართ არსებული გი---------------–---–ის დავალიანება, მისი გარდაცვალების შემდგომ, დაფარულ იქნა მოსარჩელე ლე-–-------ის დედის - ლე--–----------–--ის მიერ. კერძოდ, მის მიერ, სესხის დაფარვის მიზნით, სს „კო--------------------ში“ 2015 წლის 22 დეკემბერს შეტანილ იქნა 384.73 ლარი (160 აშშ დოლარი); 2016 წლის 16 იანვარს 195 ლარი (80 აშშ დოლარი) და 2016 წლის 20 იანვარს 4857 ლარი (2000 აშშ დოლარი). შესაბამისად, დაფარული დავალიანების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა - 5436.73 ლარი (2 240 აშშ დოლარი). მოსარჩელის განმარტებით, გი---------------–---–ის დავალიანების დასაფარად გადახდილი თანხა მის საკუთრებას წარმოადგენდა და აღნიშნული დავალიანება ლე--–----------–--ემ მისი დავალებით დაფარა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ან/და წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ამავე კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი ნების გამოვლენას არ სჭირდება ის ფორმა, რომელიც აუცილებელია იმ გარიგების დასადებად, რომლისთვისაც გაცემულია უფლებამოსილება. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა დადგენილია სპეციალური ფორმა.

 

წარმომადგენლობითი უფლებამოსილებად მიჩნეულ უნდა იქნეს წარმომადგენლის უფლებამოსილება, წარმოადგინოს სხვა პირი. აღნიშნული შეიძლება გამომდინარეობდეს კანონიდან ან გარიგებიდან. მისი ნამდვილობისთვის არ არის დადგენილი კონკრეტული ფორმა (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა), რასაც ფორმის თავისუფლების პრინციპი განაპირობებს. წარმომადგენლის მეშვეობით გარიგების დადებისას მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული შემდეგი ფაქტორები: „ა) წარმომადგენელი გამოხატავს საკუთარ ნებას, ბ) ამას იგი აკეთებს სხვისი სახელით, გ) უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილ პირს“. ჩამოთვლილი კრიტერიუმები კულუმატიური ხასიათისაა და მათი ერთობლიობა ქმნის შესაბამის სამართლებრივ შედეგს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს.

 

მოპასუხეს, წარმოდგენილი შესაგებელითა და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ლე--–----------–--ემ გარდაცვლილი გი---------------–---–ის დავალიანება დაფარა ლე-–-------ის დავალებით. მოსარჩელემ მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა იმ გარემოების შესახებ, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება, რომ დავალიანების დასაფარად გადახდილი თანხა ლე-–-------ის საკუთრებას წარმოადგენდა და ლე--–----------–--ე მოქმედებდა ლე-–-------ის დავალებით.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 107-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისათვის კანონი არ ადგენს წერილობითი ფორმის სავალდებულოობას.

 

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში წარმოდგენილ სალაროს შემოსავლის ორდერებში, რომლის შესაბამისადაც იქნა გადახდილი დავალიანება, გადახდის დანიშნულებაში მითითებულია, რომ თანხის გადახდა განხორციელდა №1----- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „მი----------------“-ის მიმართ არსებული გი---------------–---–ის დავალიანების დასაფარად (იხ. ს.ფ. 23-25).

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ლე--–----------–--ე №1----- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გი---------------–---–ის დავალიანების დაფარვისას, მოქმედებდა ლე-–-------ის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და თანხის გადახდას ახორციელებდა სწორედ ლე-–-------ის დავალებით, დავალიანების დაფარვიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებიც სწორედ ამ უკანასკნელს წარმოეშვა. აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოება საქმეში არ დადასტურებულა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, კი სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სსკ-ის 464-ე მუხლი ქართულ სამოქალაქო სამართალში სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს არეგულირებს. იგი ამომწურავად ადგენს (Numerus Clausus) სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს: ხელშეკრულებას, კანონს, ვალდებულების საგნის განუყოფლობას და გამორიცხავს სხვა საფუძვლით სოლიდარული ვალდებულების წარმოშობას. ხოლო სსკ-ის 463-ე მუხლი, კი ზუსტად განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში მოვალეები სოლიდარულ მოვალეებად ჩაითვლებიან. ამავდროულად იგი სოლიდარული ვალდებულების შემადგენელ აუცილებელ ელემენტებსაც განსაზღვრავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 473-ე მუხლის თანახმად, მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით, თუკი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა სოლიდარული ვალდებულება წარმოიშვა კანონის საფუძველზე. კერძოდ, ვინაიდან ლე-–-------ემ, მა----–----------–-–---–მა და ასევე ან----------------–---–მა მიიღეს მამკვიდრებლის გი---------------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება, ისინი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 1484-ე მუხლებიდან გამომდინარე, მამკვიდრებლის კრედიტორების მიმართ გახდნენ სოლიდარული მოვალები, თუმცა მიღებული სამკვიდრო აქტივის ფარგლებში. შესაბამისად, მოპასუხე მა----–----------–-–---–ი, როგორც გი---------------–---–ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე, რომელმაც მიიღო დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილი, ვალდებულია სხვა მემკვიდრეებთან ერთად სოლიდარულად აგოს პასუხი მამკვიდრებლის ვალებისათვის მის მიერ მიღებული სამკვიდრო აქტივის ფარგლებში.

 

ამრიგად, ვინაიდან ლე-–-------ის მიერ მამკვიდრებლის დავალიანების დასაფარად გადახდილ იქნა ჯამში - 5 436.73 ლარი, მა----–----------–-–---–ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება 5436.73-ის 1/3 ნაწილით, ანუ 1812.24 ლარით.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლე-–-------ის სარჩელი მოპასუხე მა----–----------–-–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე საფუვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მა----–----------–-–---–ს ლე-–-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 1812.24 ლარის გახდახდა მამკვიდრებლის - გი---------------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან მის მიერ მიღებული წილის ფარგლებში.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მა----–----------–-–---–ი წარმოადგენს იმ ავტომანქანის 1/6 და არა 1/3 ნაწილის თანამესაკუთრეს, რომელიც იყო დაგირავებული შპს „მი----------------“-სა და გი---------------–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან მამკვიდრებლის ვალებისათვის მემკვიდრეთათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის განმსაზღვრელია მათ მიერ ზოგადად სამკვიდროს მიღების ფარგლები და არა სამკვიდროში შემავალ კონკრეტულ ქონებაზე განსაზღვრული წილი.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად მოპასუხე მა----–----------–-–---–ს მოსარჩელე ლე-–-------ის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელე ითხოვს მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრებას, თუმცა მას არ წარმოუდგენია აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლე-–-------ის სარჩელი მა----–----------–-–---–ის მიმართ, დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე მა----–----------–-–---–ს ლე-–-------ის სასარგებლოდ დაეკისროს - 1 812.24 ლარის გადახდა, მამკვიდრებლის - გი---------------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან მის მიერ მიღებული წილის პროპორციულად (ფარგლებში).

 

3. მოპასუხე მა----–----------–-–---–ს ლე-–-------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის გადახდა.

 

4. ლე-–-------ეს უარი ეთქვას იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორიათას) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე