გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2019
საქმის ნომერი
330310018002443712
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3/2898-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - გ-------------ა

წარმომადგენელი - დ-------------ი

 

მოპასუხეები:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურა

წარმომადგენელი - ა----------ე

 

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მ----–-–--–-–---–ი

 

3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

წარმომადგენელი - გ----------------ა

 

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–------------------------------------------------ ბრძანება;

 

1.2. დაევალოს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს გ-------------ას აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე;

1.3. დაევალოს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს გ-------------ას მიანიჭოს წოდება, კერძოდ, უკანონოდ დაკავებამდე იგი იყო მაიორი და წელთა ნამსახურობის მიხედვით, იქნებოდა პოლკოვნიკი;

 

1.4. დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ-------------ასათვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურება, 2----–-–------------------დან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად 3125 ლარი და 1322 აშშ დოლარი, რაც 2----–-–---------ის მდგომარეობით შეადგენს 284 375 ლარს და 120 302 აშშ დოლარს;

 

1.5. დაეკისროს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ-------------ას ოჯახის მიერ საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ გადახდილი 50 000 ლარის, საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 7 000 ლარი და პენიტენციურ დაწესებულებაში დახარჯული - 3700 ლარის ანაზღაურება;

 

1.6. დაეკისროს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ-------------ასათვის მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 ლარის ოდენობით, ასევე, პატიმრობაში უკანონოდ ყოფნის - 756 დღის ასანაზღაურებლად - 158 760 ლარი.

 

2. მხარეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეთა პოზიცია:

 

მოპასუხეთა წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, დაეთანხმნენ შესაგებლებში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტეს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია:

 

მესამე პირის პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არ არის ცნობილი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. გ-------------ა, სისხლის სამართლის საქმეზე №---------, ბრალდებულის სახით დააკავეს 2----–-–------------------ს, 01:10 საათზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------------------ით გ-------------ას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------------------------ის განჩინება (ტ. I. ს.ფ. 17-19).

 

3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის №--------- განაჩენით დამტკიცდა 2----–-–------------ს დადებული საპროცესო შეთანხმება; ბრალდებული გ-------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად 3 წლით თავისუფლების აღკვეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდის შემდეგ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად უნდა ჩათვლილიყო პირობითად, 9 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე გ-------------ას სამი წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება. გ-------------ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2----–-–----------------------------ით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო დაკავებიდან - 2----–-–-----------------იდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------------------------------------------------------- განაჩენი (ტ. I. ს.ფ. 20-25).

 

3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის №--------- განაჩენის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ დამატებითი სასჯელის ნაწილში 2011 წლის 5 მაისს გასცა №--------- სააღსრულებო ფურცელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------------------------------------- განაჩენის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება. აღნიშნული განაჩენი აღსრულდა, კერძოდ, გ--------------მ 2----–-–------------- ს.ს. „ლიბერთი ბანკში“ გადაიხადა საპროცესო შეთანხმების გადასახადი 50 000 ლარის ოდენობით, გ-------------ას სასარგებლოდ, რომელიც გადაირიცხა თბილისის სააღსრულებო ბიუროს (საპროცესო თანხების) ანგარიშზე G---------------------, ბანკის კოდი L-------, საგადახდო დავალება №----------. დანიშნულება: 0---------------------; გ-------------ა.

 

ჯარიმის სახით გადახდილი თანხა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ბიუჯეტიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 2----–-–----------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2----–-–---------------------- სააღსრულებო ფურცელი (ტ. I. ს.ფ. 26);

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–-------------------------------------- წერილი (ტ. I. ს.ფ. 211);

- ს.ს. ლიბერთი ბანკის 2----–-–------------------------- ცნობა(ტ. I.ს.ფ. 57);

- 2011 წლის 2--------ის საგადახდო დავალება №---------- (ტ. I. ს.ფ. 58).

3.4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–--------------------------- ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების №139 ბრძანებულების მე-60 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი პირების შესახებ“ საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებით დამტკიცებული ნუსხის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შსს კ-----------–----------------------------------------------------------------------–---------–--------–-–------------------–------------–---------------------–-–------------------------------------------ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში, 2----–-–-----------------------დან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–--------------------------- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 16).

 

3.5. გ-------------ა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფებოდა 2----–-–--------------------------------------------------–-–---------------მდე, საიდანაც გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–-------------------------- განკარგულების საფუძველზე, შეწყალებით საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–---------------------------- განკარგულების პირველი პუნქტით გ---------------------------- შეწყალებულ იქნა. განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში დასახელებული პირები: ა) გათავისუფლდნენ ძირითადი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ბ) გათავისუფლდნენ დამატებითი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, გ) მოეხსნათ ნასამართლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2----–-–--------------ის ცნობა №------- (ტ. I. ს.ფ. 27-28);

- საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–---------------------------- განკარგულება (ტ. I. ს.ფ. 84).

 

3.6. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის დეპარტამენტის პროკურორმა გ-------------ას 2----–-–------------ის განცხადების საფუძველზე შეისწავლა სისხლის სამართლის №------------ საქმე, ცალკეული საჯარო მოხელეების მხრიდან გ-------------ას მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის დეპარტამენტის პროკურორის 2----–-–--------------ის დადგენილებით დადგინდა სისხლის სამართლის №--------- საქმის წარმოების პროცესში მსჯავრდებულ გ-------------ას თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებების არსებითად დარღვევა, მხოლოდ ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული მტკიცებულებებით, რომლითაც დამტკიცდა გ-------------ას უდანაშაულობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის დეპარტამენტის პროკურორის 2----–-–--------------ის დადგენილება (ტ. I. ს.ფ. 29-41).

 

3.7. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის დეპარტამენტის პროკურორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიმართა შუამდგომლობით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, სასჯელმოხდილ გ-------------ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული 2----–-–------------ის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–----------------------------------------------------------- განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენი. გ-------------ა გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და იგი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–-------------------------------------------- განაჩენი (ტ. I. ს.ფ. 42-56).

 

3.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ-----------–-----------------------------------------ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 2---------------------------------------------------------- წერილით, შპს „ს----------–-------------ის“ გენერალურ დირექტორს მისი მრჩევლის თანამდებობაზე დასანიშნად წარედგინა უ–-–------------------–-------–--------------------. მისი ფუნქცია იქნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებათა ოპერატიული უზრუნველყოფა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ს----------–-------------ის“ საქმიანობის კოორდინაცია, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფა და რეჟიმულობის კონტროლი. გარდა ამისა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ოფიცრისათვის შპს ,,ს----------–-------------ის“ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულების დავალება.

 

გ-------------ა 2----–-–---------------ს დაინიშნა შპს „ს----------–-------------ის“ გენერალური დირექტორის მ------–-------–-----------ში ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით, 2----–-–-------------------------–-–-----------მდე.

 

გ-------------ას 2----–-–----------ს გაუხანგრძლივდა შრომითი ხელშეკრულება 2----–-–-----------------მდე. იგი 2----–-–---------ს მიღებული იქნა გენერალური დირექტორის მ------–-------–-----------ში განუსაზღვრელი ვადით და თანამდებობრივი სარგო განესაზღვრა 2360 ლარის ოდენობით.

2----–-–-------------დან გ-------------ას თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 3125 ლარის ოდენობით, ხოლო 2----–-–------------ს მას შეუწყდა შრომითი ურთიერთობა, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე.

 

საწარმოთა მართვის სააგენტოს 2----–-–------------–----------- ბრძანებით, შპს „ს----------–-------------ა“ გარდაიქმნა ს.ს. „ს----------–-------------ად“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ-----------–-----------------------------------------------------------------–-------–--------–---–--------–-–----------------------------------------------- წერილი (ტ. I.ს.ფ. 65);

- ს.ს. ს----------–-------------ის 2----–-–------------–-------- საარქივო ცნობა (ტ. I.ს.ფ. 63);

- შპს „ს----------–-------------ასა“ და გ-------------ას შორის 2----–-–---------------ს დადებული კონტრაქტი (ტ. I.ს.ფ. 72-73);

- შპს „ს----------–-------------ის“ გენერალური დირექტორის ბრძანებები (ტ. I. ს.ფ. 64, 66-71).

 

3.9. გ-------------ა შპს „მ-------------–---------------ში“ მუშაობდა 2----–-–-------------დან 2----–-–--------------ის ჩათვლით, დ----------------------–ის თანამდებობაზე, ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, კერძოდ, პირველი შრომითი ხელშეკრულება დაიდო 2----–-–---------------ს და ამის შემდეგ, პერიოდულად, ვადის გასვლის მეორე დღესვე ხდებოდა შემდეგი შრომითი ხელშეკრულების დადება.

 

2----–-–-------------ის შეთანხმებით ცვლილება შევიდა 2----–-–----------------- შრომით ხელშეკრულებაში და ამ უკანასკნელის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2----–-–-------------------------------------------ის ჩათვლით.

 

შპს „მ-------------–---------------ში“ მუშაობისას გ-------------ას ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენდა 1322 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „მ-------------–--------------ის“ საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის 2----–-–-----------–---------- ცნობა (ტ. I. ს.ფ.74);

- შპს „მ-------------–--------------ის“ დირექტორის 2----–-–-------------------- ბრძანება, გ--------ს დ----------------------–ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ (ტ. I. ს..ფ. 229);

- შრომითი ხელშეკრულებები და შეთანხმებები (ტ. I. ს.ფ. 230-276);

 

3.10. ს.ს. „ლიბერთი ბანკში“ გ-------------ას სახელზე არსებული ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ 2----–-–------------დან 2----–-–-------------მდე პერიოდში გ-------------ას სახელზე შეტანილი თანხის ოდენობამ შეადგინა 3 700 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ-------------ას ანგარიშიდან ამონაწერი (ტ. I. ს.ფ. 75-81).

 

3.11. გ--------------სა („შემკვეთი“) და ადვოკატ ბ-----------–---ს („შემსრულებელი“) შორის 2----–-–------------------ს გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებლის მოვალეობას წარმოადგენდა იურიდიული მომსახურების გაწევა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. კერძოდ, გ-------------ას ინტერესების დაცვა წ/გამოძიებასა და სასამართლოს ყველა ინსტანციაში. მისი ინტერესების დაცვა წინასწარი დაკავების ადგილში და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პატიმრის/დაკავებულის მონახულება და მისთვის საჭირო კონსულტაციების გაწევა წინასწარი დაკავების ადგილში და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუზღუდავი ოდენობით, მოთხოვნის შესაბამისად.

 

შემკვეთი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის შემსრულებელს აუნაზღაურებდა 1000 ლარს წინასწარ, ხოლო 7000 ლარს ეტაპობრივად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იურიდიული მომსახურების შესახებ“ 2----–-–-----------------ის ხელშეკრულება (ტ. I. ს.ფ. 82-83).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს გ-------------ას მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია (სადავო პერიოდში და დავის განხილვისას მოქმედი რედაქციები); საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში და დავის გადაწყვეტის დროს მოქმედი რედაქციები); „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია); საქართველოს კანონი ,,პატიმრობის კოდექსი“; საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულება (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია); საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–--------------------------- ბრძანება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე გ-------------ას მოთხოვნები წელთა ნამსახურობის მიხედვით მორიგი წოდების მინიჭებასთან, სამსახურში აღდგენასა და იძულებით გაცდენილი პერიოდის ხელფასის, მორალური თუ მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის კანცელარია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები. ხოლო მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტში ჩამოთვლილ მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ეს მოსამსახურეები არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

სადავო პერიოდში მოქმედი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამინისტროში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტებით. ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

 

აღნიშნული განმტკიცებულია მითითებულ პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულებით, კერძოდ, დებულების მე-60 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის შესაბამისად, რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირები, რომლებსაც დანაშაულის ჩადენის გამო სასამართლომ გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი, დათხოვნილ უნდა იქნენ სასამართლოს მიერ მსჯავრდების გამო.

 

სასამართლო, წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებად მიიჩნევს, რომ გ-------------ა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა შსს კ-----------–----------------------------------------------------------------------–---------–---------–-–------------------–------------–---------------- თანამდებობაზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2----–-–----------------------------------------- განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2----–-–------------------ს განაჩენით იმყოფებოდა პატიმრობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–--------------------------- ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში, 2----–-–------------------დან.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. აღნიშნულ შინაარსს იმეორებს დავის გადაწყვეტის დროს მოქმედი რედაქციით საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის დეპარტამენტის პროკურორმა გ-------------ას 2----–-–------------ის განცხადების საფუძველზე შეისწავლა სისხლის სამართლის №------------ საქმე, ცალკეული საჯარო მოხელეების მხრიდან გ-------------ას მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის დეპარტამენტის პროკურორის 2----–-–--------------ის დადგენილებით დადგინდა სისხლის სამართლის №--------- საქმის წარმოების პროცესში მსჯავრდებულ გ-------------ას თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებების არსებითად დარღვევა, მხოლოდ ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული მტკიცებულებებით, რომლითაც დამტკიცდა გ-------------ას უდანაშაულობა.

 

ამასთან, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის დეპარტამენტის პროკურორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიმართა შუამდგომლობით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, სასჯელმოხდილ გ-------------ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული 2----–-–------------ის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–----------------------------- განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენი. გ-------------ა გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და იგი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.

 

ამდენად, გ-------------ა გამართლდა, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი იმ ბრალდებაში, რომლის გამოც იგი დაითხოვეს სამსახურიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია გამამართლებელი განაჩენი ადგენს რა პირის უდანაშაულობას, რაც გულისხმობს იმ დანაშაულის ჩაუდენლობას, რომელიც ბრალად ედებოდა და აღნიშნული იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც უნდა აღსრულებულიყო. ამასთან, სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის დეპარტამენტის პროკურორის 2----–-–--------------ის დადგენილებაზე, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის №--------- საქმის წარმოების პროცესში მსჯავრდებულ გ-------------ას თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებების არსებითად დარღვევა და მისი უდანაშაულობა დამტკიცდა მხოლოდ ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული მტკიცებულებებით. აღნიშნული ცხადყოფს, რომ მოსარჩელის გამამართლებელ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ახალი მტკიცებულება, რაც არ იყო სისხლის სამართლის საქმეში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული აქტი - ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს და დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ვინაიდან გ-------------ას მიმართ არსებული გამამართლებელი განაჩენი, როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება შეიძლება იყოს უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (გასაჩივრებული აქტის) არა ბათილად ცნობის, არამედ მისი ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლი).

 

სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იყო აღესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო ამ გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი გახდა ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც დადგინდა მსჯავრის არასწორად დადების ფაქტი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–--------------------------- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 76-ე მუხლის თანახმად, შს ორგანოს ის თანამშრომლები, რომლებიც უსაფუძვლოდ იქნენ დათხოვნილი შს ორგანოებიდან, გადაყენებული ან ჩამოქვეითებული დაკავებული თანამდებობიდან, რომლებსაც ჩამოერთვათ სპეციალური წოდება, ექვემდებარებიან შესაბამისად აღდგენას როგორც თანამდებობაზე, ისე შს ორგანოებში და სპეციალურ წოდებაში. სამსახურში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, აგრეთვე რეაბილიტირებულის განცხადება შს ორგანოებში აღდგენაზე.

 

ამავე დებულების 78-ე მუხლის შესაბამისად, შს ორგანოებში აღდგენილ თანამშრომლებს მუშაობის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი, ხოლო 79-ე მუხლის თანახმად, შს ორგანოდან უსაფუძვლოდ დათხოვნილ თანამშრომლებს აღდგენის შემთხვევაში უნაზღაურდებათ მათთვის მიყენებული მატერიალური ზარალი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

აღნიშნული საკითხი იგივენაირად არის დარეგულირებული დავის გადაწყვეტის დროს მოქმედი კანონმდებლობითაც, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებულის განცხადება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე.

 

ასევე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

განსახილველი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს: დაევალოს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს გ-------------ას გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, დაევალოს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს გ-------------ას მიანიჭოს წოდება, კერძოდ, უკანონოდ დაკავებამდე იგი იყო მაიორი და წელთა ნამსახურობის მიხედვით, იქნებოდა პოლკოვნიკი.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, კერძოდ, კ-----------–-----------------------------------------დან, რომელიც ამჟამად ლიკვიდირებულია. ამჟამად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოქმედი კ-----------–-----------------------------------------ს უფლებამონაცვლეს, შესაბამისად, მოსარჩელე მხარე შესაძლებლად მიიჩნევს გ-------------ას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას.

 

საქმის მასალების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ-----------–-----------------------------------------ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–-----------------------------–-----–ით, შპს „ს----------–-------------ის“ გენერალურ დირექტორს მისი მრჩევლის თანამდებობაზე დასანიშნად წარედგინა უ–-–------------------–-------–--------------------. მისი ფუნქცია იქნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებათა ოპერატიული უზრუნველყოფა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ს----------–-------------ის“ საქმიანობის კოორდინაცია, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფა და რეჟიმულობის კონტროლი. გარდა ამისა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ოფიცრისათვის შპს ,,ს----------–-------------ის“ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულების დავალება.

 

გ-------------ა 2----–-–---------------ს დაინიშნა შპს „ს----------–-------------ის“ გენერალური დირექტორის მ------–-------–-----------ში ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით, 2----–-–-------------------------–-–-----------მდე.

 

გ-------------ას 2----–-–----------ს გაუხანგრძლივდა შრომითი ხელშეკრულება 2----–-–-----------------მდე. იგი 2----–-–---------ს მიღებული იქნა გენერალური დირექტორის მ------–-------–-----------ში განუსაზღვრელი ვადით და თანამდებობრივი სარგო განესაზღვრა 2360 ლარის ოდენობით.

 

2----–-–-------------დან გ-------------ას თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 3125 ლარის ოდენობით, ხოლო 2----–-–------------ს მას შეუწყდა შრომითი ურთიერთობა, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე.

 

ამდენად, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლების დროს დანიშნული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ-----------–----------------------------------------ში და დამსაქმებლის მიერ სხვა დაწესებულებაში, კერძო სამართლის იურიდიულ პირში იყო წარდგენილი კონკრეტულ თანამდებობაზე.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების 2012 წლის 5 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-4 თავის მე-17 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინიტროს ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენდა კ-----------–-----------------------------------------. მითითებულ ნორმატიულ აქტში 2012 წლის 5 დეკემბერს განხორციელდა ცვლილება და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები ჩამოყალიბდა ამ ქვედანაყოფის გარეშე. შესაბამისად, მთლიანად, თავისი საშტატო ერთეულებით გაუქმდა ის სტრუქტურული ერთეული, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას ივარაუდოს, რომ ახალ საშტატო ერთეულზე გ-------------ა დაინიშნებოდა და გააგრძელებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობას. სასამართლო იზიარებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოზიციას ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სტრუქტურული ერთეულის გაუქმების შემდეგ იქ დასაქმებული პირების გადაყვანა ახალ საშტატო ერთეულებზე ავტომატურად არ ხდება და ეს მთელ რიგ პროცედურებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო ვერ ივარაუდებს, რომ გ-------------ას დანიშვნა ახალ საშტატო ერთეულზე აუცილებლად განხორციელდებოდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, კანონმდებლობა საჯარო სამსახურში აღდგენას, ისევე როგორც წოდების მინიჭებას, ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამასთან, 2012 წლის 5 დეკემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში აღარ არსებობს კ-----------–----------------------------------------- ანუ სტრუქტურული ერთეული, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, არ არსებობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და შესაბამისი წოდების მინიჭების შესახებ დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე უკანონო მსჯავრდების არარსებობის პირობებში დაკავებულ თანამდებობაზე იმსახურებდა 2012 წლის 5 დეკემბრამდე, გ-------------ას მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს გენერალური პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოს ქმედებამ გამოიწვია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელფასის მიუღებლობა. შესაბამისად, სასამართლოს სახით მიუღებელი სახელფასო თანხის სახით სახეზეა კონკრეტული პირისთვის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. იდენტური შინაარსის მატარებელია დავის გადაწყვეტის დროს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლებით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

 

ზემოაღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი, ასევე, განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

სასამართლოს აზრით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. განსახილველ შემთხვევაში როგორც უკვე აღინიშნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–----------------------------- განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენი. გ-------------ა გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და იგი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ. ამდენად, სახეზეა პირის უპირობოდ მარეაბილიტირებელი გარემოება.

 

ამასთან, რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, კანონის აღნიშნული მოთხოვნის განმარტება არ უნდა მოხდეს იმგვარად, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, რამდენადაც არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს პრეროგატივას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების, ასევე, 2010 წლის 5 დეკემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ პროკურატურის უკანონო ქმედებებსა და მოსარჩელისათვის მიუღებელი ხელფასის სახით მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა დადასტურებულია, რის გამოც გ-------------ას ზიანის სახით უნდა აუნაზღაურდეს ხელფასი, რომელსაც იგი მიიღებდა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე, კერძოდ, 2----–-–------------------დან 2012 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდისათვის, სს ს----------–-------------აში მისაღები ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს - 3125 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით). შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამასთან, რაც შეეხება გ-------------ას შპს „მ-------------–---------------ში“ დასაქმებას და იქიდან მიუღებელ ხელფასს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მითითებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირში გ-------------ა მუშაობდა 2----–-–-------------დან, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და მის ყოველთვიურ დარიცხულ ხელფასს შეადგენდა 1322 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ასევე, დადგენილია, რომ მისი შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2----–-–--------------ს განისაზღვრა 2----–-–--------------ის ჩათვლით, თუმცა მან ფაქტობრივად იმუშავა 2----–-–--------------ის ჩათვლით. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მისი მუშაობის პერიოდი - 2----–-–--------------ის ჩათვლით დამსაქმებელმა სრულად აანაზღაურა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ორგანულ კანონზე „საქართველოს შრომის კოდექსზე“, რომელიც მოქმედებდა მითითებულ პერიოდში და განმარტავს, რომ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით. ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება; ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულების მოშლა; ე) მხარეთა შეთანხმება; ვ) სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს; ზ) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 30 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 50 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ამ კოდექსის 21-ე მუხლით განსაზღვრული შვებულება; თ) დამსაქმებელი ფიზიკური პირის ან დასაქმებულის გარდაცვალება; ი) დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება.

 

ამდენად, სასამართლო აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „მ-------------–---------------ში“ ხანგრძლივი მუშაობისას სისტემატიურად შრომითი ხელშეკრულების გაგრძელება ითვლება განუსაზღვრელი ვადით ხელშეკრულების დადებად და უკანონო მსჯავრდების არარსებობისას მისი შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდებოდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კანონმდებლობა ასეთ ჩანაწერს არ ითვალისწინებდა და ის ერთმანეთისაგან განასხვავებდა განსაზღვრული და განუსაზღვრელი ვადით დადებულ შრომით ხელშეკრულებას. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ვადიან ხელშეკრულებას და ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა ვადის გასვლა, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის - 2----–-–------------------დან 1322 აშშ დოლარის ყოველთვიურად ანაზღაურების საფუძველი.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს გ-------------ას ოჯახის მიერ საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ გადახდილი 50 000 ლარის, საადვოკატო მომსახურების ხარჯის 7 000 ლარის და ასევე, პენიტენციურ დაწესებულებაში დახარჯული 3700 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის №--------- განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და გ-------------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. ასევე, დადგენილია, რომ აღნიშნულ ნაწილში განაჩენი აღსრულდა, კერძოდ, გ--------------მ 2----–-–------------- ს.ს. „ლიბერთი ბანკში“ გადაიხადა საპროცესო შეთანხმების გადასახადი 50 000 ლარის ოდენობით, გ-------------ას სასარგებლოდ, რომელიც გადაირიცხა თბილისის სააღსრულებო ბიუროს (საპროცესო თანხების) ანგარიშზე. ამასთან, ჯარიმის სახით გადახდილი თანხა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ბიუჯეტიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 2----–-–----------ს.

სასამართლოს დასკვნით, სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის №--------- განაჩენი გაუქმდა და გ-------------ა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, მარეაბილიტირებელ გარემოებას წარმოადგენს მისთვის ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნება. აქედან გამომდინარეობს, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რომლის ქმედებამაც გამოიწვია ამ თანხის გადახდის აუცილებლობა, უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის (საქმე №---------) განაჩენის საფუძველზე დამატებითი სასჯელის - ჯარიმის სახით გადახდილი 50 000 ლარის ანაზღაურება.

 

ამასთან, რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებაში დახარჯულ თანხას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს. მითითებული ნორმატიული აქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე მათი სამართლებრივი, სოციალური და პირადი უსაფრთხოების დაცვას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას. ხოლო მე-14 მუხლი განსაზღვრავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებებს. კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: ა.ა) საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით; ა.გ) ახლო ნათესავებთან შეხვედრით (პაემნით), დამცველთან, საკონსულოს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით; ა.დ) სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით; ა.ე) ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით; ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციებით; ბ) მიიღოს ზოგადი და პროფესიული განათლება; გ) მონაწილეობა მიიღოს სპორტულ, კულტურულ, აღმზრდელობით და რელიგიურ ღონისძიებებში; დ) მიიღოს ინფორმაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით; ე) ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის კონტროლით იქონიოს ამისათვის საჭირო ინვენტარი; ვ) შეიტანოს მოთხოვნა, საჩივარი; ზ) ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე (ისარგებლოს გასეირნების უფლებით); თ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.

 

ამდენად, მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბრალდებულის/ მსჯავრდებულის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო და აუცილებლობას არ წარმოადგენს მისი ახლობლების მიერ დამატებით ხარჯის გაწევა. შესაბამისად, იმ პირობებშიც, კი როდესაც საქმეში არსებული მასალებით სადავო გარემოებას არ წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას გ-------------ას პირად ანგარიშზე 3700 ლარის ჩარიცხვა, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს, აღნიშნული ხარჯის ანაზღაურების მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის დაკისრებას, შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლოს დასკვნით, სისხლის სამართლის საქმეზე წარმომადგენელის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების დავალების ნაწილში მოთხოვნა ასევე დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების შესახებ 2----–-–-----------------ის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ადვოკატ ბ-----------–---ს („შემსრულებელი“) მოვალეობას წარმოადგენდა იურიდიული მომსახურების გაწევა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. კერძოდ, გ-------------ას ინტერესების დაცვა წ/გამოძიებასა და სასამართლოს ყველა ინსტანციაში. მისი ინტერესების დაცვა წინასწარი დაკავების ადგილში და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პატიმრის/დაკავებულის მონახულება და მისთვის საჭირო კონსულტაციების გაწევა წინასწარი დაკავების ადგილში და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუზღუდავი ოდენობით, მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, გ-------------- („შემკვეთი“) ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის შემსრულებელს უნაზღაურებდა 1000 ლარს წინასწარ, ხოლო 7000 ლარს ეტაპობრივად. მიუხედავად მითითებული ხელშეკრულების წარმოდგენისა, საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება, მოსარჩელის მიერ აღნიშნული თანხის გადახდის ფაქტი, კერძოდ, ის გარემოება, რომ მხარემ მოთხოვნილი ხარჯი გასწია იმ დავასთან დაკავშირებით, რომელშიც უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხსენებულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, თუმცა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას ზიანის ოდენობასთან მიმართებაში, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს გენერალური პროკურატურას დაეკისროს გ-------------ას სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 ლარის ოდენობით და ასევე, პატიმრობაში უკანონოდ ყოფნის 756 დღის ასანაზღაურებლად 158 760 ლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლით დაცულ სიკეთეს მიეკუთვნება პირის სახელი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია და გამოსახულება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის გასაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის განსაზღვრისას, ასევე, ვერ იქნება გადამწყვეტი ქმედების კვალიფიკაცია, აქ მთავარი ის ტკივილია, რომელიც ქმედებამ (მოქმედებამ თუ უმოქმედობამ) გამოიწვია მოსარჩელეში. შედეგების გამოსწორება ძალიან ხშირად შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.

 

კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხის მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე, დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მოსარჩელის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმების სიმძიმის, ასევე, ევროსასამართლოს პრაქტიკის და უპირველეს ყოვლისა, პატიმრობის ვადის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შეთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხაა - 15 000 (თხუთმეტიათასი) ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები გათავისუფლებულნი არიან სასამართლო ხარჯებისაგან.

 

7.2. რაც შეეხება წარმომადგენელის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების დავალებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო აკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

ამასთან, საქმეში წარმოდგენილია იურიდიული მომსახურების თაობაზე 2----–-–---------ის ხელშეკრულება (ტ. I. ს.ფ. 85-88), რომლის თანახმად, გ-------------ასა და ადვოკატ დ-------------ს შორის დადებული ხელშეკრულების საგანია იურიდიული მომსახურების გაწევა, სასამართლოს ყველა ინსტანციებში წარმომადგენლობა - უკანონო მსჯავრდების გამო კომპენსაციის მიღება. ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, კლიენტი ადვოკატს უხდის იურიდიული მომსახურების საფასურს (ჰონორარს), რაც შეადგენს 15000 ლარს. იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს საბანკო გადარიცხვის გზით, საქმის წარმატებით დამთავრების შემდგომ.

 

აქედან გამომდინარე, ვინაიდან არ დგინდება მხარის მიერ იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის ფაქტი, სავარაუდო ხარჯის ანაზღაურებას - მოპასუხისათვის დაკისრებას სასამართლო მიიჩნევს დაუსაბუთებლად და აღნიშნავს, რომ ხსენებულ ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. დაეკისროს მოპასუხეს - საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - გ-------------ას მიერ 2----–-–-------------------------------------------------------დან 2012 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდისათვის, სს ს----------–-------------აში მისაღები ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს - 3125 ლარის ანაზღაურება (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით);

 

3. დაეკისროს მოპასუხეს - საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - გ-------------ას მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის (საქმე N---------) განაჩენის საფუძველზე დამატებითი სასჯელის - ჯარიმის სახით გადახდილი 50 000 ლარის ანაზღაურება;

 

4. დაეკისროს მოპასუხეს - საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 15 000 ლარის ოდენობით;

 

5. გ-------------ას სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

6. მოსარჩელეს - გ-------------ას უარი ეთქვას წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოპასუხეთათვის დაკისრებაზე;

 

7. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე