გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.08.2019
საქმის ნომერი
240210118002738089
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №24---------------9

(2/1021-2---)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

 

23.08.2019 წელი ქ. სენაკი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

 

მოსარჩელე - სს ,,თი---------ი“

წარმომადგენელი - ნა--------–-ა

 

მოპასუხე - იო-----–--–--ა

მოპასუხე - მა-------------–--ე

წარმომადგენელი - ზუ------–--–--ა

 

დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე იო-----–--–--ას (პ/ნ 3----------), მოსარჩელე სს ”თი---------ის” სასარგებლოდ, 2--- წლის 2-----–-სის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს:

 

ა) დავალიანების 3988,37 ლარის ანაზღაურება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა 3676,08 ლარი, სარგებელი % - 225,96 ლარი, პირგასამტეხლო - 80,47 ლარი და დაზღვევა 5,86 ლარი.

 

ბ) მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, 2--- წლის 2-----–-სის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 3676,08 ლარის წლიური სარგებლი - 25,5 %-ის ოდენობით, ანუ 78,11 ლარი ყოველთვიურად.

 

გ) პირგასამტეხლოს ანაზღაურება, 2--- წლის 2-----–-სის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 3676,08 ლარის 0,5%-ის ოდენობით, ანუ 18,38 ლარის ოდენობით, ყოველდღიურად, 2--- წლის 2-----------დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 500 ლარისა.

 

1.2. მოპასუხე იო-----–--–--ას (პ/ნ 3----------), მოსარჩელე სს ”თი---------ის” სასარგებლოდ, 2--- წლის 3--------ის T------------- – ის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს:

 

ა) დავალიანების 1846,93 ლარის ანაზღაურება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა 1600 ლარი, სარგებელი % - 146,68 ლარი, პირგასამტეხლო - 100,25 ლარი.

 

ბ) მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, 2--- წლის 3--------ის T------------- – ის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 1600 ლარის წლიური სარგებლი - 36 %-ის ოდენობით, ანუ 48 ლარი ყოველთვიურად, 2--- წლის 2-----------დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2021 წლის 2-----------სა;

 

გ) პირგასამტეხლოს ანაზღაურება, 2--- წლის 3--------ის T------------- – ის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 1600 ლარის 0,05%-ის ოდენობით, ანუ 8 ლარის ოდენობით, ყოველდღიურად, 2--- წლის 2-----------დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 495 ლარისა.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2--- წლის 20 ნოემბრის იო-----–--–--სა და მა-------------–--ეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და გასხვისებულ ქონებაზე მდებარე: მ--------–ის რაიონი, სოფელი ლ-----------ო - საკადასტრო კოდით - 4-.0-.3-.1--, აღდგეს მოპასუხე იო-----–--–--ას საკუთრების უფლება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

 

1. სს „თი---------სა“ და იო-----–--–--ას შორის 2--- წლის 2-----–-სს ინტერნეტბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტი №23-6----1------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3720 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25.5 %-ით, კრედიტის ვადა - 2022 წლის 2-----–-სამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 26 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დარღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

 

2--- წლის 2-----–-სს იო-----–--–--ას მიერ მოხდა საკრედიტო ლიმიტის ათვისება 3720 ლარის ოდენობით, შემდგომ მოხდა სესხის თანხის ნაწილობრივ დაბრუნება (იხ. გადახდების ისტორია) . თანხის ათვისება ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რაც თავისთავად ვალდებულების არსებობას გულისხმობს. იმ პირობებში თუ დასტურდება მოსარჩელის მიერ თანხის გადაცემის ფაქტი, იგულისხმება, რომ არსებობს მოპასუხისაგან ამ თანხის გადახდის ვალდებულება. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში (საქმე ა.ს - 711-670-2011). მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ რამდენჯერმე მოხდა ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას (სსკ-ის 361 მუხლი). მოპასუხის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვეული იქნა და 2--- წლის 27 ა--------ს შემდეგ არ მომხდარა დავალიანების დაფარვა. ასევე მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, 2-ჯერ გადააცილა გადახდა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.

2--- წლის 2-----------ს მდგომარეობით, მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 3988.37 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 3676.08 ლარი. ჯარიმა 80.47 ლარი და დაზღვევა 5.86 ლარი.

 

2. სს „თი---------სა“ და იო-----–--–--ას შორის 2--- წლის 3---------ს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T------------- 1600 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36 %-ით კრედიტის სავაჭრო / მომსახურების ობიექტებში ათვისების და 1 წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თი---------ის“ ბანკომატით ათვისების და 1 წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 16 რიცხვი.

ხელშეკრულება დაირღვა და 2--- წლის 22 ა--------ს შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხის მიერ არ მომხდარა დავალიანების გადახდა. შესაბამისად, 2--- წლის 2-----------ს მდგომარეობით მოპასუხეს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1846.93 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1600 ლარი, პროცენტი 146.68 ლარი, ჯარიმა 100.25 ლარი.

 

აღნიშნულ საქმეზე მოპასუხის მხრიდან 2--- წლის ა--------მდე დავალიანების დაფარვა ხდებოდა, მაგრამ ა--------ს შემდგომ დღემდე მოპასუხის მხრიდან საერთოდ არ მომხდარა გადახდა, რაც მიუთითებს მისი ფინანსური მდგომარების მნიშვნელოვნად გაუარესებაზე და რაზეც მოპასუხისათვის წინასწარვე იყო ცნობილი. მოსარჩელის მხრიდან რამდენჯერმე იქნა გაფრთხილებული მოპასუხე იო-----–--–--ა, რათა შეესრულებინა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ბოლოს მას ეცნობა არსებული დავალიანების შესახებ 2--- წლის 2-----------ს და იმავე დღეს გაგზავნილ იქნა გაფრთხილების წერილი და გაფრთხილებული იქნა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის მხრიდან იყო მცდელობა, რომ შემდგარიყო მოლაპარაკება მორიგების თაობაზე, თუმცა მოლაპარაკებების პარალელურად 2--- წლის 2-----------ს მოპასუხემ შეიტანა განაცხადი საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებაზე ჩუქების ხელშეკრულებაზე დაჩქარებული წესით რეგისტრაციის გზით.

2--- წლის 2-----------ს იო-----–--–--ასა და მეუღლეს მა-------------–--ეს შორის დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იო-----–--–--ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე: მ--------–ი, საკრებულო ლ------------, ს/კ 4-.0-.3-.1--; საჯარო რეესტრში სრულად აღირიცხა მა-------------–--ის სახელზე. აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, რომელსაც რეალურად არ მოჰყოლია არანაირი იურიდიული შედეგი. არ მოჰყოლია ხელშეკრულების დადების შემდეგ მფლობელის ცვლილება და იქ კვლავ ცხოვრობს მოპასუხე იო-----–--–--ა მეუღლესთან მა-------------–--ესთან და სხვა ოჯახის წევრებთან ერთად. იგი დადებული იყო იმ მოტივით, რომ იო-----–--–--ას თავი აერიდებინა მის მიერ სს „თი---------თან“ დადებული ხელშეკრულებიდან გამოდინარე პასუხისმგებლობისაგან.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე იო-----–--–--ამ სარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების ნაწილში ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ძირი თანხის დაკისრების ნაწილში, ხოლო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სს „თი---------სა“ და იო-----–--–--ას შორის 2--- წლის 2-----–-სს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 3720 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25,5%-ით, კრედიტის ვადა - 2022 წლის 2-----–-სამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალიწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო -20 ლარი, გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

სს „თი---------სა“ და იო-----–--–--ას შორის 2--- წლის 3---------ს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T------------- 1600 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36 %-ით კრედიტის სავაჭრო / მომსახურების ობიექტებში ათვისების და 1 წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თი---------ის“ ბანკომატით ათვისების და 1 წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების სესახებ - ს. ფ. 31-47;

- სესხის დაფარვის გრაფიკი - 29-30;

 

3.2.2. 2--- წლის 2-----------ს, იო-----–--–--ამ მეუღლესთან - მა-------------–--ესთან უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება დადო, ჩუქების საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე: მ--------–ი, საკრებულო ლ------------, (ს/კ 4-.0-.3-.1--). ამ გარიგების საფუძველზე საჯარო რეესტრში იო-----–--–--ას კუთვნილი ქონება მა-------------–--ის სახელზე აღირიცხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 55-56; 57-59);

- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 53-54).

 

3.2.3. იო-----–--–--ამ არაერთხელ დაარღვია და გაფრთხილების მიუხედავად, არ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რის გამოც 2--- წლის 2-----------ს მდგომარეობით მას დაერიცხა დავალიანება -

 

ა) 2--- წლის 2-----–-სს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3988.37 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 3676.08 ლარი. ჯარიმა 80.47 ლარი და დაზღვევა 5.86 ლარი.

 

ბ) 2--- წლის 3---------ის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1846.93 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1600 ლარი, პროცენტი 146.68 ლარი, ჯარიმა 100.25 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 48;

 

3.2.4. მოპასუხე სარჩელის მოთხოვნას საბანკო კრედიტის სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ძირი თანხის დაკისრების ნაწილში ცნობენ სრულად. ისინი სადავოდ მიიჩნევენ სარგებლისა და ვადაგადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხე მხარე სარჩელის მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ, მხოლოდ კრედიტის ძირი თანხის ნაწილში, მაგრამ იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ მათზე დარიცხული დავალიანება როგორც სარგებლის, ასევე პირგასამტეხლოს ნაწილში, დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს, გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, ხოლო რაც შეეხება მოპასუხე მხარის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.

 

3.2.3. იო-----–--–--ას და მა-------------–--ეს შორის, საჯარო რეესტრში №4-.0-.3-.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 2--- წლის 2-----------ს დადებული ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას და შესაბამისად ბათილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მისი არსებობის შემთხვევაში აუცილებელია, ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს სწორედ ისეთ შემთხვევას, როდესაც როგორც ნების გამომვლენი, ისე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს და ორივე მხარეს აღნიშნული გაცნობიერებული აქვს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ იო-----–--–--ა წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებისთვის სოლიდარულად პასუხისმგებელ პირს, იგი პასუხს აგებს სს ,,თი---------ის“ წინაშე. ვალდებულების დარღვევას ადგილი აქვს 2--- წლის 14 სექტემბრიდან, რაც იო-----–--–--ასათვი ცნობილი იყო (ამ ნაწილში შედავება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია). აგრეთვე, მოპასუხემ დაადასტურა, რომ მა-------------–--ე არის მისი მეუღლე. საქმეში წარმოდგენილი გადახდის გრაფიკის, საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მსესხებელმა ბოლო გადახდა 2--- წლის ა--------ს თვეში განახორციელა, თუმცა ამ გადახდით არ მომხდარა მთლიანი ვალდებულების შესრულება და მოპასუხემ მხარეს კვლავ გააჩნდა შეუსრულებელი ვალდებულება, რომლის შესრულებაც ამ დრომდე არ მომხდარა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს სადავო საკითხთან დაკავშირებით დადგენილ პრაქტიკაზე. კერძოდ საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი ,,[...] მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებითი გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება”, „გარიგება” მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ “ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.“ ,,[...] ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიოერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე, მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე.“ (იხ. სუს გადაწყვეტილება საქმე №ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წელი; საქმე №ას-13-7-1272-2012, 2013 წლის 1 ივლისი; საქმე №ას-1439-1357-2012 1 ივლისი 2012 წელი. 2010 წლის 30 აპრილის №ას-571-879-09 განჩინება).

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხე იო-----–--–--ამ, მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემდგომ უძრავი ქონება აჩუქა მეუღლეს მა-------------–--ეს, რომელსაც უნდა სცოდნოდა მისი მეუღლის შეუსრულებელი ვალდებულება სს ,,თი---------ის“ მიმართ. ამდენად, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ჩუქების ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით. ყოველ შემთხვევაში მოპასუხეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც დაარწმუნებდა სასამართლოს იმაში, რომ ოჯახის წევრებს შორის გარიგების დადების განმაპირობებელი ობიექტური გარემოებები არსებობდა. შესაბამისად, მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც გარიგების ნამდვილობის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება გახდებოდა. ეს უკანასკნელი კი გარიგებების მოჩვენებითობაზე მიუთითებს, რის გამოც სადავო გარიგებები ბათილ გარიგებას წარმოადგენს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია;

- დავალიანების ცნობა;

- გრაფიკი;

- უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება;

- სასამართლო სხდომის ოქმი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-873-ე, 417-420-ე, 361-ე, 405-ე, 411-ე, 891-892-ე, 463-464-ე 895-ე, 898-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეს დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეების კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან იო-----–--–--აზე გასცა კრედიტი, განსაზღვრული პირობებით. იო-----–--–--ამ თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის მიღებაზე და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა კრედიტის დაფარვის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა. მოსარჩელეს, ბუნებრივია, უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით აღძრას სარჩელი და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ სს „თი---------სა“ და იო-----–--–--ას შორის 2--- წლის 2-----–-სს ინტერნეტბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტი N23-6----1------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3720 ლარის ოდენობით; სს „თი---------სა“ და იო-----–--–--ას შორის 2--- წლის 3---------ს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T------------- 1600 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით.

 

აღნიშნულის საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნები იო-----–--–--ამ დაარღვია არაერთხელ და გაფრთხილების მიუხედავად, არ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რის გამოც 2--- წლის 2-----------ს მდგომარეობით მას დაერიცხა დავალიანება:

 

ა) 2--- წლის 2-----–-სს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3988.37 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 3676.08 ლარი. ჯარიმა 80.47 ლარი და დაზღვევა 5.86 ლარი.

 

ბ) 2--- წლის 3---------ის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1846.93 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1600 ლარი, პროცენტი 146.68 ლარი, ჯარიმა 100.25 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავოა, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, იო-----–--–--აისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ, იო-----–--–--აი ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველო სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. იო-----–--–--აის მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული პირობებით და დათქმულ დროში.

 

მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

მოპასუხის ეს ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, იო-----–--–--აი ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული თანხა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებას, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვის აუცილებელია ორკვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ იო-----–--–--ამ სს ”თი---------ისაგან” მიიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხა დაეფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებით. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებათა პირობები. მან საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა და დავალიანების დარჩენილი თანხა არ გადაიხადა. იო-----–--–--ამ პერიოდული შენატანების ვადას გადააცილა ზედიზედ ორჯერ და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება, რაც მოსარჩელეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლისა და დავალიანების ანაზღაურების დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის ნაწილში ა) 2--- წლის 2-----–-სს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3676.08 ლარს. ბ) 2--- წლის 3---------ის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1600 ლარს, ანაზღაურების ვალდებულება იო-----–--–--ას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ თავად იო-----–--–--ა მოსარჩელის მოთხოვნას ძირითადი დავალიანების ნაწილში ცნობს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი ასევე დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებს მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას, სესხის ხელშეკრულების თანახმად მსესხებელს სესხი უნდა გადაეხადა სესხის ხელშეკრულების თანდართული გრაფიკის მიხედვით, სახელშეკრულებო პირობების მიხედვით მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებებით. შესაბამისად, სარგებელის გადახდის ვალდებულებაც იო-----–--–--ას უნდა შეესრულებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით. როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს დარიცხული სარგებელი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რაც საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის მომენტიდან 2--- წლის 2-----------დან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) შეადგენს - 225,96 ლარს და დაზღვევა 5,86 ლარს, ხოლო 2--- წლის 3--------ის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 146,68 ლარს, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

ამდენად, როგორც პროცენტზე, ასევე დაზღვევაზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის და სიცოცხლის დაზღვევის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ეს გარემოება მხარეთა შორის დავას არ იწვევს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე 2--- წლის 2-----–-სის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოითხოვს 2--- წლის 2-----------დან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2--- წლის 2-----–-სის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 3676,08 ლარზე, ვალდებულების სრულიად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5 %-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 18,38 ლარს.) მაგრამ ჯამში არაუმეტეს 500 ლარისა.

 

მოსარჩელე 2--- წლის 3--------ის T------------- სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, ასევე მოითხოვს 2--- წლის 2-----------დან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ვალდებულების სრულიად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს გადახდას ძირი თანხის - 1600 ლარის, 0.5%-ის ოდენობით (რაც ყოველდღიურად შეადგენს 8 ლარს) მაგრამ ჯამში არაუმეტეს 495 ლარისა.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და შესატყვისად უნდა შემცირდეს კონკრეტულ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც.

 

სასამართლო, მხარეთა თანასწორობის, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და იო-----–--–--ას 2--- წლის 22 ნოემბრამდე პერიოდისათვის, უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება 80,47 ლარი, ხოლო 2--- წლის 2-----------დან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ვალდებულების სრულად შესრულებამდე - ძირი თანხის - 3676,08 ლარის 0,03%-ის ოდენობით, ანუ 1,10 ლარის ოდენობით, ყოველდღიურად, 2--- წლის 2-----------დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 300 ლარისა.

 

გარდა ამისა, მოპასუხე იო-----–--–--ას მოსარჩელე სს „თი---------ის“ სასარგებლოდ, 2--- წლის 3--------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2--- წლის 22 ნოემბრამდე პერიოდისათვის, უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100,25 ლარისა, ხოლო 2--- წლის 2-----------დან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ვალდებულების სრულად შესრულებამდე - ძირი თანხის - 1600 ლარის 0,05%-ის ოდენობით, ანუ 0,80 თეთრის ოდენობით, ყოველდღიურად, 2--- წლის 2-----------დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 200 ლარისა.

 

6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას 2--- წლის 2-----------დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საბანკო კრედიტის სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლის იმ ოდენობით, რასაც მოსარჩელე მიიღებდა მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. იგი გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან და გულისხმობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. თვით ვალდებულებით სამართალში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ერთერთ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევა. დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება დაარღვია და დათქმულ დროს მოსარჩელეს არ გადაუხადა ის თანხა, რაც მას ერგებოდა. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

საქართველო სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალს წარმოადგენს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნას თუ რამდენად შესაძლებელი იყო მისი მიღება. მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში ემყარება იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს მიღებული ქონდა სასყიდლიანი სესხი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა გადაეხადა სარგებელი ხელშეკრულებებით შეთანხმებული ოდენობით. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე ბუნებრივია კარგავს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული სარგებლის მიღების შესაძლებლობას.

 

აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას.

 

დადგენილია, რომ იო-----–--–--ას 2--- წლის 2-----–-სის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა 2022 წლის 2-----–-სის ჩათვლით. მოპასუხის მიერ ვალდებულების სისტემატურად შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა ვადამდე შეეწყვიტა ხელშეკრულება. შესაბამისად, უდავოა, რომ მოპასუხე ვერ იღებს იმ სარგებელს რომლის მიღების შესაძლებლობა მას გააჩნდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამდენად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, საბანკო ბაზარზე არსებული საბანკო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს მინიმუმ წლიურ 12,5%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 3676,08 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 12,5%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 28,29 ლარს. 2--- წლის 2-----------დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2022 წლის 2-----–-სამდე;

 

რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იო-----–--–--ას უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, 2--- წლის 3--------ის T------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 1600 ლარის წლიური სარგებლი - 12,5 %-ის ოდენობით, ანუ 16,66 ლარი ყოველთვიურად, 2--- წლის 2-----------დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2021 წლის 2-----------სა;

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ სადავო ხელშეკრულებები მოჩვენებით დადებულ ხელშეკრულებებს წარმოადგენს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხელშეკრულების ბათილობის ნაწილში, მთელი თავისი შინაარსით, წარმოადგენს აღიარებით სარჩელს, რომელიც შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღნიშნული განმარტების მიხედვით, აღიარებითი სარჩელის აღსაძრავად აუცილებელია აღიარების ნამდვილი იურიდიული ინტერესის ქონა. იურიდიული ინტერესი კი აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების დამატებითი პირობაა, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარემ სარწმუნოდ უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგებზე, რისი მიღწევის უზრუნველსაყოფადაც მიმართავს სასამართლოს. სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად და გახდეს აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, თუ მისი დაკმაყოფილება მხარისათვის სასურველი შედეგის დადგომას გამოიწვევს. ანუ, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე უნდა იკვეთებოდეს, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მხარე იმ შედეგს მიაღწევს, რასაც იურიდიული შედეგი ჰქვია. აღიარებითი მოთხოვნის დასაბუთებულობაზე მსჯელობისას უნდა არსებობდეს სწორედ ამგვარი ინტერესი და არა ის, რასაც სუბიექტური დამოკიდებულების შედეგად მხარე საკუთარ იურიდიულ ინტერესად მოიაზრებს. ისეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს მხარის მიერ მითითებული ინტერესის დაკმაყოფილების წინაპირობა, საფუძველი ეცლება აღიარებით მოთხოვნას. ამდენად, აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება - არდაკმაყოფილებაზე მსჯელობისას უნდა იქნას შეფასებული მისი იურიდიული ინტერესის მართებულობა და ამ ინტერესის მართებულობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარის პროცესუალური ვალდებულებაა.

განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ სადავო გარიგება მოჩვენებითი გარიგებაა, რადგან მოპასუხე იო-----–--–--ას სურდა რა სს ,,თ----ი“ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდება, ამ მიზნით დადებული ხელშეკრულებით განახორციელა მანამდე მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მა-------------–--ის (მეუღლის) საკუთრებად დარეგისტრირება. მოსარჩელემ ხელშეკრულებით ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესად მიუთითა ის, რომ თუ ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოხდება და უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება აღდგება, მაშინ გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი აღსრულება არ იქნება მხოლოდ მოპასუხეების კეთილ ნებაზე დამოკიდებული და ასეთის არარსებობის შემთხვევაში შეძლებს უძრავ ქონებაზე გადახდევინების მიქცევით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ეს გარემოება წარმოადგენს იმ იურიდიულ ინტერესს, რომელიც სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას განაპირობებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და უძრავ ქონებაზე აღდგეს მოპასუხის საკუთრების უფლება.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე კოდექსის მე-40 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ,,თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.

 

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესის მიხედვით კი, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ა) ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით, დ) ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

ამავე კოდექსის 53.1 მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

მითითებული სამართლებრივი დანაწესის მიხედვით განსახილველი სარჩელის დავის საგნის ღირებულება შეადგენს 11 370,26 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 341,10 ლარი. (3%).

 

მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება შეადგენს 8271 ლარს, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რაც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს, შეადგენს ჯამში 248 ლარს. 93 ლარი კი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, კრედიტის ძირი თანხის - ჯამში 5276,08 ლარის ნაწილში, შესაბამისად, მხარეები სსკ-ის 49.2 და 49.3 მუხლების მოთხოვნათა საფუძველზე ამ ნაწილში უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის 158,28 ლარის ანაზღაურებისაგან და ეს თანხა მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან.

 

გარდა ამისა, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული და მოპასუხის მიერ არაღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ღირებულება შეადგენს 2995 ლარს. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 90 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში მიმართული იყო მოპასუხე მა-------------–--ის მიმართ. ამ ნაწილში მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხე მა-------------–--ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის - 20 ლარის, სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 140 ლარის ოდენობით (საიდანაც 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფისათვის, ხოლო 90 ლარი სარჩელისათვის გადახდილი ბაჟის თანხაა).

მოპასუხეებს სოლიდარულად აგრეთვე უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურება. ამასთან მისი ოდენობა სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე უნდა 111,76 ლარით განისაზღვროს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

დადგენილია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 27 ნოემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მა-------------–--ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: მ--------–ი, საკრებულო ლ------------, საკადასტრო კოდით: 4-.0-.3-.1-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ვინაიდან, სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ არსებობს სენაკის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 27 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ”თი---------ის” მოთხოვნა, მოპასუხეების იო-----–--–--ას და მა-------------–--ეს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

2. მოპასუხე იო-----–--–--ას (პ/ნ 3----------), მოსარჩელე სს ”თი---------ის” სასარგებლოდ, 2--- წლის 2-----–-სის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს:

 

ა) დავალიანების 3988,37 ლარის ანაზღაურება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა 3676,08 ლარი, სარგებელი % - 225,96 ლარი, პირგასამტეხლო - 80,47 ლარი და დაზღვევა 5,86 ლარი.

 

ბ) მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, 2--- წლის 2-----–-სის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 3676,08 ლარის წლიური სარგებლი - 12,5 %-ის ოდენობით, ანუ 28,29 ლარი ყოველთვიურად, 2--- წლის 2-----------დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2022 წლის 2-----–-სისა;

 

გ) პირგასამტეხლოს ანაზღაურება, 2--- წლის 2-----–-სის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 3676,08 ლარის 0,03%-ის ოდენობით, ანუ 1,10 ლარის ოდენობით, ყოველდღიურად, 2--- წლის 2-----------დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 300 ლარისა.

 

3. მოპასუხე იო-----–--–--ას (პ/ნ 3----------), მოსარჩელე სს ”თი---------ის” სასარგებლოდ, 2--- წლის 3--------ის T------------- – ის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს:

 

ა) დავალიანების 1796.68 ლარის ანაზღაურება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა 1600 ლარი, სარგებელი % - 146,68 ლარი, პირგასამტეხლო - 50 ლარი.

 

ბ) მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, 2--- წლის 3--------ის T------------- – ის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 1600 ლარის წლიური სარგებლი - 12,5 %-ის ოდენობით, ანუ 16,66 ლარი ყოველთვიურად, 2--- წლის 2-----------დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2021 წლის 2-----------სა;

 

გ) პირგასამტეხლოს ანაზღაურება, 2--- წლის 3--------ის T------------- – ის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 1600 ლარის 0,05%-ის ოდენობით, ანუ 0,80 თეთრის ოდენობით, ყოველდღიურად, 2--- წლის 2-----------დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 200 ლარისა.

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი 2--- წლის 20 ნოემბრის იო-----–--–--სა და მა-------------–--ეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და გასხვისებულ ქონებაზე მდებარე: მ--------–ის რაიონი, სოფელი ლ-----------ო - საკადასტრო კოდით - 4-.0-.3-.1--, აღდგეს მოპასუხე იო-----–--–--ას საკუთრების უფლება.

 

უცვლელად დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 27 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

 

5. მოპასუხე იო-----–--–--ას მოსარჩელე სს ”თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის - 20 ლარის, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 111,76 ლარის და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 140 ლარის ოდენობით (საიდანაც 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფისათვის, ხოლო 90 ლარი სარჩელისათვის გადახდილი ბაჟის თანხაა).

 

6. მოსარჩელე სს “თი---------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 158,28 ლარი, 2--- წლის 26 ნოემბერს #3 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 341,14 ლარიდან, რაც ჩარიცხულია ხაზინის ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდით - 3-------0.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე