გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.09.2019
საქმის ნომერი
240210018002243475
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210018002243475

(2/7-2018)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 სექტემბერი, 2019 წელი. ქ. სენაკი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელ--

სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა

მოსარჩელე - სს ,,ს----------–---------“

წარმომადგენელი - თ----- ბ----–--ა

წარმომადგენელი - ი-----–ი გ-----–-ა

მოპასუხე - მ-------ი კ-------–---–ი

მოპასუხე - რ----- კ-------–---–ი

მოპასუხე - მ---- კ-------–---–ი

მოპასუხე - ი-----–ი კ-------–---–ი

მოპასუხე - ლ-- თ-------

დავის საგანი - საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1. მოპასუხეებს მ-------ი კ-------–---–ს (პ/ნ 3----------), მ---- კ-------–---–ს (პ/ნ 3----------), ი-----–ი კ-------–---–ს (პ/ნ 3----------) და ლ-- თ-------ს (პ/ნ 3----------), მოსარჩელე სს "ს----------–---------"-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 27353.44 ლარის ანაზღაურება.

 

1.1. 2016 წლის 21 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, 2017 წლის 27 დეკემბრიდან ძირ თანხაზე 20420.95 ლარზე, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, წლიური სარგებელი - 19 %-ის ოდენობით, გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე;

 

1.2. 2016 წლის 21 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, პირგასამტეხლოს ანაზღაურება, 2017 წლის 27 დეკემბრიდან ძირ თანხაზე 20420.95 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5 %-ის გადახდა გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე.

 

2. დავალ--ნების გადახდევინების მიზნით, პირველ რიგში სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე მ-------ი კ-------–---–ს (პ/ნ 3----------) და რ----- კ-------–---–ის (პ/ნ 3----------), თანასაკუთრებაში არსებული სენაკის რაიონ, სოფელ გ------ში მდებარე, უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი - 44.14.2-.4--). თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალ--ნების მთლ--ნად დასაფარად, დავალ--ნების გადახდევინება მოხდეს სოლიდარული მოვალეების/მოპასუხეების მ---- კ-------–---–ის (პ/ნ 3----------), ი-----–ი კ-------–---–ს (პ/ნ 3----------) და ლ-- თ-------ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ/მოძრავი ქონებებიდან.

 

3. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად,2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - მოპასუხე მ-------ი კ-------–---–მა, რ----- კ-------–---–მა, მ---- კ-------–---–მა, ი-----–ი კ-------–---–მა და ლ-- თ-------მ სარჩელის მოთხოვნა შესაგებლით და მოსამზადებელ/მთავარ სხდომაზე ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, ცნეს მხოლოდ ძირი თანხა ჯამში - 20,000 ლარი და არ ცნეს სესხზე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო, ასევე მიუღებელი შემოსავალი (იხ. შესაგებელი; იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 26.09.2019 )

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.2016 წლის 20 იანვარს სს ”ს----------–---------ა” და მ------- კ-------–---–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №G-------------------, რომლის საფუძველზე მოპასუხე მ------- კ-------–---–ზე გაიხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ლიმიტი 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, 120 (ასოცი) თვის ვადით.

 

2016 წლის 21იანვარს სს ”ს----------–---------ა” და მ------- კ-------–---–ს შორის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება № G---------------------, რომლის საფუძველზე მოპასუხე მ------- კ-------–---–ზე გაიცა კრედიტი - 22 000 ლარის ოდენობით 10 (ათი) თვის ვადით, წლიური 19%-ი სარგებლის დარიცხვით. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 0,5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება № G-------------------; ს. ფ - 19-26

-საკრედიტო ხელშეკრულება, გრაფიკი № G---------------------; ს. ფ - 39-41

 

3.2.2. 2016 წლის 20 იანვრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების №G------------------- უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს ბანკსა და მ------- კ-------–---–ს და რ----- კ-------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №C-----------, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მ-------ი კ-------–---–ის (პ/ნ 3----------) და რ----- კ-------–---–ის (პ/ნ 3----------), თანასაკუთრებაში არსებული სენაკის რაიონ, სოფელ გ------ში მდებარე, უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი - 44.14.2-.4--

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-იპოთეკის ხელშეკრულება - ს. ფ. 27-33;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს. ფ. 34-35;

 

3.2.3. 2016 წლის 21 იანვარს მ------- კ-------–---–ის საკრედიტო №G--------------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით თავდებობის თაობაზე, განცხადებებით მიმართეს მ---- კ-------–---–მა, ი-----–ი კ-------–---–მა და ლ-- თ-------მ, იმავე დღეს, მათთან გაფორმდა თავდებობის ხელშკრულებები, რომლითაც მ---- კ-------–---–მა, ი-----–ი კ-------–---–მა და ლ-- თ-------მ, იკისრეს სოლიდარული ვალდებულება მ------- კ-------–---–თან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, სრული მოცულობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტებები;

-თავდებობის ხელშეკრულებები, თავდებთა განცხადებები - ს. ფ. 42-49;

 

3.2.4. 2017 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით №G---------------------საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ------- კ-------–---–ის, მ---- კ-------–---–ის, ი-----–ი კ-------–---–ის და ლ-- თ-------ს სოლიდარულმა საკრედიტო დავალ--ნებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 27 453,44 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 20 420,95 ლარი, პროცენტი - 3208,40 ლარი და პირგასამტეხლო - 3724,09 ლარი. (დაზუსტებული)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალ--, მოპასუხე მხარე სარჩელის მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ, მხოლოდ კრედიტის ძირი თანხის ნაწილში, მაგრამ იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ მათზე დარიცხული დავალ--ნება როგორც სარგებლის, ასევე პირგასამტეხლოს ნაწილში, დაანგარიშებულ-- მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს, გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, ხოლო რაც შეეხება მოპასუხე მხარის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–---------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში სარჩელი საფუძვლ--ნია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, პირგასამტეხლო კი უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 62--ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 902-ე, 417-418-ე, 873-ე, 361-ე, 411-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-0-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილ-- უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეს დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეების კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მ------- კ-------–---–ზე გასცა კრედიტი, განსაზღვრული პირობებით. მ------- კ-------–---–მა თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის მიღებაზე და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა კრედიტის დაფარვის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა. მოსარჩელეს, ბუნებრივია, უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით აღძრას სარჩელი და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ-- მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველ--. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულ-- მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულ-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლ--ნი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავოა, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, მ------- კ-------–---–ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ, მ------- კ-------–---–ი ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. მ------- კ-------–---–ს მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული პირობებით და დათქმულ დროში.

 

მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

მოპასუხის ეს ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მან დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მ------- კ-------–---–ი ვალდებულ-- მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული თანხა, ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლ-- უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელ-- მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლ-- შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულ-- კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებას, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შესატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვის აუცილებელ-- ორკვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.

 

საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლ--ნად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დავალ--ნების ძირითადი თანხების დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის ნაწილში, №G--------------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 20,420,95 ლარს, რომელთა ანაზღაურების ვალდებულება სოლიდარულად უნდა დაეკისროს მ------- კ-------–---–ს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625.1 მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილ--, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეებს უნდა გადაეხადათ ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეებს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. სასამართლომ შეამოწმა რა სარგებელის ოდენობა, ასევე მასზე შეთანხმების საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარგებელის მოთხოვნილი ოდენობა გამომდინარეობს და შეესაბამება სახელშეკრულებო პირობებს. სარგებელის სახით გადასახდელი თანხა, ძირი თანხის მსგავსად უნდა გადანაწილებულიყო და ძირ თანხასთან ერთად ბანკში უნდა შეტანილიყო გრაფიკის მიხედვით. შესაბამისად, ისინი ვალდებული არიან სარგებელი მოსარჩელეს გადაუხადონ სრულად. გადასახდელი სარგებლის ოდენობა კი შეადგენს 3208,40 ლარს;

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლ--თ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, წერილობით არის მხარეთა შორის შეთანხმებული და ეს გარემოება დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება დავალ--ნების 0.5 %.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილ--, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულ-- გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელ-- პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.

 

დადგენილ--, რომ მოსარჩელე 2016 წლის 21 იანვრის საბანკო კრედიტის №G--------------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოითხოვს 2017 წლის 27 დეკემბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას 3724,09 ლარის ოდენობით. ასევე, 2017 წლის 27 დეკემბრიდან ძირ თანხაზე 20420.95 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5 %-ის გადახდას (რაც ყოველდღიურად შეადგენს 102,10 ლარს.) გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლ-- საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულ-- სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლ--ნობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალ--, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლ--ნად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და შესატყვისად უნდა შემცირდეს კონკრეტულ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც.

 

სასამართლო, მხარეთა თანასწორობის, სამართლ--ნობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და 2016 წლის 21 იავრის საბანკო კრედიტის №G--------------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განისაზღვროს 382 ლარით (ნაცვლად 3724,09 ლარისა) 2017 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდისათვის, ხოლო 2017 წლის 27 დეკემბრიდან ძირი თანხის - 20420.95 ლარის 0,01%-ის ოდენობით, ანუ 2,04 ლარის ოდენობით, ყოველდღიურად, 2018 წლის 22 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 400 ლარისა.

 

6.4. დადგენილ--, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას 2017 წლის 27 დეკემბრიდან ძირა თანხის - 20420.95 ლარის წლიური სარგებელი - 19 %-ის დაკისრრებას გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე, რასაც მოსარჩელე მიიღებდა მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლ-- მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. იგი გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან და გულისხმობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. თვით ვალდებულებით სამართალში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ერთერთ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევა. დადგენილ--, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება დაარღვია და დათქმულ დროს მოსარჩელეს არ გადაუხადა ის თანხა, რაც მას ერგებოდა. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

საქართველო სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალს წარმოადგენს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელ-- გათვალისწინებული იქნას თუ რამდენად შესაძლებელი იყო მისი მიღება. მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში ემყარება იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს მიღებული ქონდა სასყიდლ--ნი სესხი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა გადაეხადა სარგებელი ხელშეკრულებებით შეთანხმებული ოდენობით. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე ბუნებრივია კარგავს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული სარგებლის მიღების შესაძლებლობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლით ,,მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოქმედების შესრულება ან თავის შეკავება გულისხმობს ასეთი ღონისძიების მიღებას სახელშეკრულებო პერიოდში და არ გულისხმობს მუდმივად. ანუ ვალდებულება დროში განსაზღვრული მოქმედებაა და თუ იგი გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, მაშინ ასეთი ვადა უნდა დაადგინონ ხელშეკრულების მონაწილეებმა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელ-- გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელ-- მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულ-- ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლ--, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. ამდენად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 12,5 %--ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, 2016 წლის 21 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 20420.95 ლარის წლიური სარგებელი - 12,5 %-ის ოდენობით, ანუ 212,71 ლარი ყოველთვიურად, 2017 წლის 27 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2020 წლის 27 დეკემბრისა;

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლ--ნი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილ--, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულ-- და თავდებობის ხელშეკრულებაში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილ-- და ამ მხრივ მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია. დადგენილ--, რომ მოპასუხე ბექა კვესელავამ და თეიმურაზ გვალ--მ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრა სრული პასუხისმგებლობა მ------- კ-------–---–ს მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ--, რომ მ------- კ-------–---–თან ერთად მ---- კ-------–---–ის, ი-----–ი კ-------–---–ის და ლ-- თ-------ს სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილ-- მათთან დადებული თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების კისრების) გარიგების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (სოლიდარული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3 პუნქტი). ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულ-- ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდებების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულ-- 44 000 ორმოცდაოთხი ათასი ლარის ოდენობამდე (სოლიდარული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3 პუნქტი), როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, პირგასამტეხლოს ჩათვლით, ამდენად, თავდებმა პირმებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილ--, რომ 2016 წლის 20 იანვრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების №G------------------- უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს ბანკსა და მ------- კ-------–---–ს და რ----- კ-------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №C-----------, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მ-------ი კ-------–---–ის (პ/ნ 3----------) და რ----- კ-------–---–ის (პ/ნ 3----------), თანასაკუთრებაში არსებული სენაკის რაიონ, სოფელ გ------ში მდებარე, უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი - 44.14.2-.4--). იპოთეკის შინაარსიდან გამომდინარე მოსარჩელეს უპირატესი უფლება აქვს იპოთეკის საგნით დაიკმაყოფილოს უფლება.

 

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილ--, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.

 

დადგენილ--, რომ მოპასუხეებმა ბანკის მიმართ ვადებულება ჯეროვნად არ შეასრულეს. და გადააცილეს კრედიტის დაფარვის გრაფიკს, რამაც ბანკს უფლება მისცა გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ვალდებულების სრული შესრულება. ბანკის ხელშეკრულებიდან გასვლას უნდა მოყვეს ვალდებულების მთლ--ნი შესრულება. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილ-- იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე კოდექსის მე-40 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ,,თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.

 

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესის მიხედვით კი, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ა) ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით, დ) ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლ--ნად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

ამავე კოდექსის 53.1 მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

მითითებული სამართლებრივი დანაწესის მიხედვით განსახილველი სარჩელის დავის საგნის ღირებულება შეადგენს 27453,44 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 823,60 ლარი. (3%).

 

მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება შეადგენს 24011.35 ლარს, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რაც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს, შეადგენს ჯამში 72-,34 ლარს. (შემცირებული 100 ლარის (3%) 3 ლარი). 103,26 ლარი კი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად

 

დადგენილ--, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, კრედიტის ძირი თანხის - ჯამში 20,000 ლარის ნაწილში, შესაბამისად, მხარეები სსკ-ის 49.2 და 49.3 მუხლების მოთხოვნათა საფუძველზე ამ ნაწილში უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის 600 ლარის ანაზღაურებისაგან და ეს თანხა მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან.

 

გარდა ამისა, დადგენილ--, რომ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული და მოპასუხის მიერ არაღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ღირებულება შეადგენს 4011,35 ლარს. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 120,34 ლარის ანაზღაურება.

 

8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, ასეთ შემთხვევაში არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.

 

ხოლო ამავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად

 

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული შეთანხმების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს რაიმე სარწმუნო არგუმენტზე არ მიუთითებია, ხოლო შეთანხმების არსებობა საკმარისი საფუძველია მოსარჩელის შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. მოპასუხე მხარის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ”ს----------–---------ს” მოთხოვნა, მოპასუხეების მ-------ი კ-------–---–ის, რ----- კ-------–---–ის, მ---- კ-------–---–ის, ი-----–ი კ-------–---–ისა და ლ-- თ-------ს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს მ-------ი კ-------–---–ს (პ/ნ 3----------), მ---- კ-------–---–ს (პ/ნ 3----------), ი-----–ი კ-------–---–ს (პ/ნ 3----------) და ლ-- თ-------ს (პ/ნ 3----------), მოსარჩელე სს "ს----------–---------"-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 24011.35 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 20420.95 ლარი, სარგებელი - 3208,40 ლარი, ჯარიმა - 382 ლარი.

 

ა) მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, 2016 წლის 21 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 20420.95 ლარის წლიური სარგებელი - 12,5 %-ის ოდენობით, ანუ 212,71 ლარი ყოველთვიურად, 2017 წლის 27 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2020 წლის 27 დეკემბრისა;

 

ბ) პირგასამტეხლოს ანაზღაურება, 2016 წლის 21 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 20420.95 ლარის 0,01%-ის ოდენობით, ანუ 2,04 ლარის ოდენობით, ყოველდღიურად, 2018 წლის 22 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 400 ლარისა.

 

3. დავალ--ნების გადახდევინების მიზნით, პირველ რიგში სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე მ-------ი კ-------–---–ს (პ/ნ 3----------) და რ----- კ-------–---–ის (პ/ნ 3----------), თანასაკუთრებაში არსებული სენაკის რაიონ, სოფელ გ------ში მდებარე, უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი - 44.14.2-.4--). თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალ--ნების მთლ--ნად დასაფარად, დავალ--ნების გადახდევინება მოხდეს სოლიდარული მოვალეების/მოპასუხეების მ---- კ-------–---–ის (პ/ნ 3----------), ი-----–ი კ-------–---–ს (პ/ნ 3----------) და ლ-- თ-------ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ/მოძრავი ქონებებიდან.

 

4. მოპასუხეებს მ-------ი კ-------–---–ს (პ/ნ 3----------), რ----- კ-------–---–ს (პ/ნ 3----------), მ---- კ-------–---–ს (პ/ნ 3----------), ი-----–ი კ-------–---–ს (პ/ნ 3----------) და ლ-- თ-------ს (პ/ნ 3----------), მოსარჩელე სს "ს----------–---------"-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 120,34 ლარის ოდენობით.

 

5. მოსარჩელე სს “ს----------–---------“ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 600 ლარი, 2017 წლის 29 დეკემბრის #87 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 823,60 ლარიდან, რაც ჩარიცხულია ხაზინის ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდით - 3--------.

 

6. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გადაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (მის. სენაკი რუსთაველის ქუჩა №247).

 

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია