გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2019
საქმის ნომერი
340210116001433653
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.12.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210116001433653

გადაწყვეტილება-

დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.12.2019 წელი ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი

სხდომის მდივანი: ნინო ნადაშვილი

მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკი”

წარმომადგენელი - შპს ,,ტ-----“ ნ--------------, ე------------------

მოპასუხე - გ------- ნარ------–--ლი, კ--- ბახ--------ე, გ----–- მეს--–---–ი (დ----- მეს--–---–ის უფლებამონაცვლე)

დავის საგანი: საბანკო კრედიტის ხელსეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება, ქონების მესაკუთრედ ცნობა და აღრიცხვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დ----- მეს--–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ლაგოდეხის რაიონის სოფელი ვარ--------ნი, საკადასტრო კოდი 54.07.51.1-- საკუთრების უფლებით აღირიცხოს მემკვიდრის გ----–- მეს--–---–ის სახელზე.

 

1.2. მოპასუხეებს გ------- ნარ------–--ლს, კ---- ბახ--------ეს და დ----- მეს--–---–ის უფლებამონაცვლე- გ----–- მეს--–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ: 2012 წლის 26 დეკემბრის საბანკო კრედიტის 60.2--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 8011,27 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენს- 3979,17 ლარს, პროცენტი-1032,10 ლარს, ჯარიმა-3000 ლარს;

1.3. 2016 წლის 28 ივნისიდან (დავალიანების ცნობის გაცემის დღიდან) 2012 წლის 26 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე-3979,17 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი წლიური 27 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 89,53 ლარს.

 

1.4. პროცესის ხარჯების ანაზღაურება

 

(იხ 18.10.2019 წელს წარმოდგენილი დაზუსტებული (გაზრდილი) სარჩელი ს.ფ. 211)

 

საქმის მასალების მიხედვით,2016 წლის 14 ივლისს გურჯაანის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა სს „თ----- ბანკი“-ს წარმომადგენელმა, მოპასუხეების გ------- ნარ------–--ლის, კ--- ბახ--------ის და დ----- მეს--–---–ის მიმართ, დავალიანების თანხის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე დ----- მეს--–---–ს (პ/ნ25001010---) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილის, მდებარე: ლაგოდეხის რაიონი სოფელი ვარ--------ნი, საკადასტრო კოდი 54.07.51.1-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

14.06.2017 წელს სასამართლო სხდომაზე დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და საქმის წარმოება შეჩერდა, მოპასუხე დ----- მეს--–---–ის გარდაცვალების გამო, უფლებამონაცვლის დადგენამდე (ს.ფ 145) .

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 07.05.2019 წლის განჩინებით აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე განახლდა საქმის წარმოება და გ----–- მეს--–---–ი (პ/ნ 25001017---, მცხოვრები ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ვარ--------ნი) ცნობილი იქნა 22.05.2013 წელს გარდაცვლილი დ----- მეს--–---–ის (პ/ნ25001010---) უფლებამონაცვლედ (ს.ფ 178) ;

 

2019 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელემ დაზუსტებული (გაზრდილი) სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგინა სასამართლოში, მოპასუხეების გ------- ნარ------–--ლის, კ--- ბახ--------ის და დ----- მეს--–---–ის უფლებამონაცვლე გ----–- მეს--–---–ის მიმართ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების, ქონების მესაკუთრედ ცნობის და საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნით (ს.ფ 211) .

 

მოსარჩელის სარჩელი (დაზუსტებული სარჩელი) ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

სს „პრ---------ტ ბანკსა“ (შემდგომ გამსესხებელი, ბანკი, ცედენტი) და გ------- ნარ------–--ლს (მოპასუხე, მსესხებელი) შორის 2012 წლის 26 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 60.2---, რის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 11 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 27%-ით, კრედიტის ვადა 36 თვე- 2015 წლის 25 დეკემბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ნაწილ-ნაწილ, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე, პირველი 10 დღის ვადაგადაცილების შემთხვევაში გადაცილებული თანხის 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 10 დღეზე მეტი გადაცილების შემთხვევაში გადასახდელი თანხის 0,5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფისთვის ბანკს და კ--- ბახ--------ეს (მოპასუხე, თავდები) და დ----- მეს--–---–ს (მოპასუხე, თავდები) შორის 2012 წლის 26 დეკემბერს დაიდო სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, რომლითაც თავდები პირები სოლიდარულად და სრულად გახდნენ პასუხისმგებელი მსესხებლის მიერ ბანკთან საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზე.

 

მსესხებელმა და თავდებმა პირებმა დაარღვიეს 60.2--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2015 წლის 28 ივლისის შემდეგ კრედიტით გათვალისწინებული თანხა აღარ გადაუხდიათ. ვალდებულების დარღვევის თაობაზე მსესხებელი და თავდებები გაფრთხილებულები იქნენ როგორც ზეპირად, ასევე გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით. მიუხედავად ამისა მოპასუხეებმა ვალდებულება არ შეასრულეს.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 07.05.2019 წლის განჩინებით გ----–- მეს--–---–ი ცნობილი იქნა 22.05.2013 წელს გარდაცვლილი თავდების დ----- მეს--–---–ის უფლებამონაცვლედ ;

 

უძრავი ქონება მდებარე: ლაგოდეხის რაიონის სოფელი ვარ--------ნი, საკადასტრო კოდი 54.07.51.1-- საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება დ----- მეს--–---–ის სახელზე.

2015 წლის 27 იანვარს სს ,,თ----- ბანკს“ და სს ,,პრ---------ტ ბანკს“ შორის დაიდო ცესიის ხელშეკრულება, რითაც მოთხოვნის უფლება გადაეცა სს ,,თ----- ბანკს“ (მოსარჩელე) .

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

თავდაპირველ სარჩელზე მოპასუხე გ------- ნარ------–--ლმა შესაგებელი წარმოადგინა სასამართლოში, რითაც სარჩელი არ ცნო, ამასთან მიუთითა მოპასუხე დ----- მეს--–---–ის გარდაცვალების შესახებ (ს.ფ 88).

მოპასუხე კ---- ბახ--------ეს შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენია.

2019 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელემ დაზუსტებული (გაზრდილი) სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგინა სასამართლოში, მოპასუხეების გ------- ნარ------–--ლის, კ--- ბახ--------ის და დ----- მეს--–---–ის უფლებამონაცვლე გ----–- მეს--–---–ის მიმართ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების, ქონების მესაკუთრედ ცნობის და საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ .

 

2019 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული (გაზრდილი) სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეებს ჩაბარდათ, კერძოდ გ----–- მეს--–---–ს (პ/ნ 25001017---) გზავნილი ჩაბარდა 28.10.2019 წელს პირადად (ს.ფ 240), მოპასუხე გ------- ნარ------–--ლს გზავნილი ასევე პირადად ჩაბარდა 30.10.2019 წელს (ს.ფ 241), რაც შეეხება კ--- ბახ--------ეს, როგორც საფოსტო უკუგზავნილით ირკვევა, მას გზავნილი ვერ ჩაბარდა, რადგან საქმის წარმოების განმავლობაში შეიცვალა მისამართი, მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია, ამიტომ მას დაზუსტებული სარჩელის თაობაზე ეცნობა საჯარო შეტყობინებით (ს.ფ 242-245, 259)

 

მოპასუხეებს დაზუსტებულ სარჩელზე წერილობითი შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენიათ.

 

საქმეზე სასამართლო სხდომა დაინიშნა 2019 წლის 05 დეკემბერს. მოპასუხე გ----–- მეს--–---–ს უწყება ჩაბარდა და სხდომის დღის თაობაზე პირადად ეცნობა 09.11.2019 წელს (ს.ფ. 253) , ხოლო მოპასუხე გ------- ნარ------–--ლს და კ--- ბახ--------ეს უწყება ვერ ჩაბარდათ, რადგან მათ სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში შეიცვალეს მისამართი, (საზღვარგარეთ გაემგზავნენენ) ამიტომ მათ უწყება ჩაბარებულად ეთვლებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76 მუხლის შესაბამისად, რომლის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

 

ამდენად, მოპასუხეებს გ------- ნარ------–--ლს და კ--- ბახ--------ეს სასამართლოსთვის ცნობილ მისამართზე გაგზავნილი უწყება ჩაბარებულად ეთვლებათ. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ როგორც 2019 წლის 05 დეკემბერს, ასევე 2019 წლის 26 დეკემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის დღის თაობაზე მოპასუხეებს ასევე აცნობა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 15.11.2019 წლის და 18.12.2019 წლის განჩინებით, სასამართლოს უწყების საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარებით. სასამართლოს განჩინება, გურჯაანის რაიონული სასამართლოს საინფორმაციო დაფაზე და გურჯაანის რაიონული სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge განთავსდა 17.11.2019 წელს და 18.12.2019 წელს (ს.ფ 259, 277)

 

ამდენად, მოპასუხეები სასამართლო სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იქნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. არც ერთი მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადდა, და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებიათ სასამართლოსთვის.

 

სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელის წარმომადგენელი, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ იშუამდგომლა

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ----- ბანკი“ს სარჩელი, მოპასუხეების გ------- ნარ------–--ლის, კ---- ბახ--------ის და დ----- მეს--–---–ის უფლებამონაცვლე გ----–- მეს--–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს 2012 წლის 26 დეკემბრის #60.2--- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების და დ----- მეს--–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ლაგოდეხის რაიონის სოფელი ვარ--------ნი, საკადასტრო კოდი 54.07.51.1-- საკუთრების უფლებით მემკვიდრის- გ----–- მეს--–---–ის სახელზე აღრიცხვის ნაწილში, ხოლო დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კი თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებს დაზუსტებული სარჩელი ჩაბარდათ და სასამართლოს სხდომის თარიღის შესახებ ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლით დადგენილი წესით, მოპასუხეებს არც შესაგებელი წარმოუდგენიათ სასამართლოში და არც სხდომაზე გამოცხადებულან, ხოლო მოსარჩელემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა, ამიტომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

1. სს „პრ---------ტ ბანკსა“ და გ------- ნარ------–--ლს შორის 2012 წლის 26 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 60.2---, რის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 11 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 27%-ით, კრედიტის ვადა 36 თვე- 2015 წლის 25 დეკემბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ნაწილ-ნაწილ, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე, პირველი 10 დღის ვადაგადაცილების შემთხვევაში გადაცილებული თანხის 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 10 დღეზე მეტი გადაცილების შემთხვევაში გადასახდელი თანხის 0,5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ს.ფ 17-24).

 

2. 2013 წლის 17 ოქტომბერს სს „პრ---------ტ ბანკსა“ და გ------- ნარ------–--ლს შორის დაიდო 60.2--- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომლის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ კრედიტის დაფარვის ახალ გრაფიკზე (ს.ფ 25-27).

 

3. საბანკო კრედიტის #60.2--- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „პრ---------ტ ბანკსა“ და კ--- ბახ--------ეს და დ----- მეს--–---–ს შორის 2012 წლის 26 დეკემბერს დაიდო სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ბანკს და სოლიდარულ მოვალეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, სოლიდარული მოვალე პირები 60.2--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებისთვის და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანისთვის სრულად აგებენ პასუხს (ს.ფ 28-33) .

 

4. მსესხებელმა და თავდებმა პირებმა დაარღვიეს 60.2--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მსესხებელს უკანასკნელი გადახდა 2015 წლის 28 ივლისს უფიქსირდება. ვინაიდან მსესხებელმა და სოლიდარულად მოვალე პირებმა სულ მცირე ზედიზედ ორჯერ არ შეასრულეს ვალდებულება და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ გადაიხადეს დავალიანებული თანხა, მოსარჩელე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს დავალიანების დაკისრების მოთხოვნით (ს.ფ 34) .

 

5. 2016 წლის 28 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეებს 2012 წლის 26 დეკემბრის 60.2--- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება 11 109.31 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3979,17 ლარი, პროცენტი -1032,10 ლარი და ჯარიმა- 6098 ლარი ( ს.ფ. 35) ;

 

6. 2015 წლის 27 იანვარს სს ,,თ----- ბანკს“ და სს ,,პრ---------ტ ბანკს“ შორის დაიდო ცესიის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება გადაეცა სს ,,თ----- ბანკს“ (ს.ფ 37)

 

7. 2013 წლის 22 მაისს მოპასუხე დ----- მეს--–---–ი გარდაიცვალა. საქმეში უფლებამონაცვლედ ცნობილია გ----–- მეს--–---–ი .( სფ. 144, 178)

 

8. უძრავი ქონება მდებარე: ლაგოდეხის რაიონის სოფელი ვარ--------ნი, საკადასტრო კოდი 54.07.51.1-- საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება დ----- მეს--–---–ის სახელზე ( ს.ფ. 36) .

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო სარჩელში მითითებული გარემოებები სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა, ამასთან, ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა, უნდა შეაფასოს, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში სამართლებრივად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას. სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმება კი უნდა განხორციელდეს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის - იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის დისპოზიციის შემადგენელი ყველა წინაპირობის შეფასებით, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სასარჩელო მოთხოვნა.

 

სამართლებრივი შეფასება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ

ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შორის წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ხოლო ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხოლო ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანად შესრულებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში 2012 წლის 26 დეკემბერს ბანკს და მსესხებელს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეებს შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა, მათ შორის მხარეები შეთანხმდნენ, როგორც სესხის პროცენტზე, ასევე პირგასამტეხლოზე ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებელმა ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, მას 2016 წლის 28 ივნისის მდგომარეობით 2012 წლის 26 დეკემბრის 60.2--- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება სესხის ძირითადი თანხა - 3979,17 ლარი , პროცენტი -1032,10 ლარი, და დარიცხული ჯარიმა- 6098 ლარი, თუმცა მოსარჩელე სარჩელით მოითხოვს შემცირებული ჯარიმის- 3000 ლარის ანაზღაურებას, ამიტომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის 8011,27 ლარის ანაზღაურების შესახებ, იურდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას .

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებული.

 

ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია

აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ

დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-412-ე მუხლების თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დაყოვნებისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განისაზღვრება, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, მისი ფლობა უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას, ამიტომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანმა შესრულებამ მოსარჩელეს მიაყენა ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სახით. სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის დაკისრება შესაძლებლია მხოლოდ კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვამდე. შესაბამის პერიოდში კრედიტის სახით გაცემული თანხის გამოყენების შეუძლებლობა საკრედიტო დაწესებულებისთვის მიიჩნევა, როგორც ამ თანხის ბრუნვის შედეგად მისაღები შემოსავლის დაკარგვის საფუძველი. რაც შეეხება კრედიტის თანხის დაბრუნების შემდგომ პერიოდს, მისთვის სარგებლის გადახდის მოთხოვნა დაუსაბუთებელია შესაძლო ზიანზე არსებული ვარაუდის უსაფუძვლობის გამო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა 2016 წლის 28 ივნისიდან (დავალიანების ცნობის გაცემის დღიდან) 2012 წლის 26 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-3979,17 ლარზე, წლიური 27 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 89,53 ლარს, უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის ძირი თანხის დაფარვამდე .

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლის- გ------- ნარ------–--ლის მიმართ, 2012 წლის 26 დეკემბრის საბანკო კრედიტის 60.2--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის 8011,27 ლარის და 2012 წლის 26 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე- 3979,17 ლარზე, კრედიტის ძირი თანხის დაფარვამდე, წლიური 27% სარგებლის გადახდის შესახებ, რაც ყოველთვიურად შეადგენს 89,53 ლარს, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამართლებრივი შეფასება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების ნაწილში:

 

მოსარჩელე საბანკო კრედიტის 60.2--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას მსესხებელთან ერთად მოითხოვს სოლიდარული თავდებებისგანაც, ამიტომ სასამართლომ ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შეამოწმოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე და 895-ე მუხლების შესაბამისად .

 

სასამართლო თვლის, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების ნაწილში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე და 895-ე მუხლების შესაბამისად, არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, შემდეგ გარემოებათა გამო:

იმისათვის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე და 895-ე მუხლებით გათვალისწინებული თავდებობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები წარმოიშვას, აუცილებელია, თავდებობა იყოს ნამდვილი. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს თავდებობის ნამდვილობის წინაპირობებს, რომლის მიხედვითაც, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

ამავე კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თავდებობის დოკუმენტში პასუხისმგებლობის ზღვრული თანხის მითითება უზრუნველჰყოფს თავდების ფინანსური ინტერესების დაცვას. ვინაიდან იგი გავლენას ვერ მოახდენს ძირითად მოვალესა და კრედიტორს შორის ურთიერთობაზე, მათ შორის - მოვალის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობაზე, მისი პასუხისმგებლობის მოცულობა წინასწარვე უნდა იყოს განსაზღვრული. იგი ინფორმირებული უნდა იყოს, მოვალის ვალდებულებების გამო რა ოდენობის თანხის ფარგლებში აგებს პასუხს. მისი ვალდებულების მოცულობა უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრული. თანხის რაოდენობრივად განსაზღვრაც სწორედ ამ მიზნით არის კანონით დაწესებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონი მკაცრად აწესებს გარიგების შინაარსის სიცხადის და განსაზღვრულობის კრიტერიუმს და ადგენს, რომ თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები უნდა მიეთითოს რაოდენობრივად, ანუ ზუსტად უნდა დადგინდეს მაქსიმალური თანხის ოდენობა, რომლის ფარგლებშიც კისრულობს თავდები პირი ვალდებულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბანკს და მსესხებელს შორის დადებული # 60.2--- ხელშეკრულების უზრუნველყოფისთვის ბანკს და თავდებ პირებს შორის 2012 წლის 26 დეკემბერს დაიდო სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება. ( სარჩელის 5 ფ.გ.)

 

სარჩელი თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრულ მაქსიმალური თანხის მითითებას არ შეიცავს, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა

თავდების პასუხისმგებლობის ფარგლების განმსაზღვრელ ნორმად მიუთითა სს ბანკს და თავდებ პირებს შორის 2012 წლის 26 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების 4.1. პუნქტი, რითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,სოლიდარული ვალდებულების მოცულობა განისაზღვრება მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით წარმოშობილი მთლიანი ვალდებულებით, მათ შორის, მსესხებლის მიერ N 60.2--- საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული: კრედიტის ძირითადი თანხა, დარიცხული პროცენტები, პირგასამტეხლო, მსესხებლის/სოლიდარული მოვალი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, ქონების მოძიებაზე, შენახვაზე და მის რეალიზაციაზე ბანკის მიერ გაწეული აუცილებელი დანახარჯების ანაზღაურება, მათ შორის, სასამართლო, სასამართლოს გარეშე და სააღსრულებო ხარჯები, აგრეთვე, ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება"

 

სასამართლო თვლის, რომ ხელშეკრულების ,,4.1” პუნქტის დათქმა არ აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ თავდებობის ნამდვილობის წინაპირობებს, რადგან მასში არ არის მითითებული თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბანკს და თავდებ პირებს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებები არ აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულებისთვის კანონით დადგენილ ნამდვილობის წინაპირობებს, ამიტომ ეს ხელშეკრულებები ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების საფუძველს ვერ წარმოშობს, შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება მოპასუხე მსესხებელთან ერთად თავდების სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის შესახებ, სამართლებრივად დაუსაბუთებელია , რაც 2012 წლის 26 დეკემბრის საბანკო კრედიტის 60.2--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველია.

 

სამართლებრივი შეფასება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქონების უფლებამონაცვლის სახელზე აღრიცხვის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,სამკვიდრო

(სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების

(სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც

მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.'' ამავე კოდექსის 1484 მუხლის 1 ნაწილით, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

 

მოსარჩელე მოითხოვს დ----- მეს--–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ლაგოდეხის რაიონის სოფელი ვარ--------ნი, საკადასტრო კოდი 54.07.51.1-- საკუთრების უფლებით აღირიცხოს მისი მემკვიდრის გ----–- მეს--–---–ის სახელზე. სარჩელის მოთხოვნის იურიდიული ინტერესი არის დ----- მეს--–---–ის უფლებამონაცვლის, როგორც მემკვიდრის და მის ვალდებულებებზე პასუხისმგებელი პირის მიერ, კრედიტორის მიმართ ფულადი ვალდებულების დაკმაყოფილება, მიღებული სამკვიდრო აქტივის ფარგლებში. ამდენად, სარჩელის იურიდიული ინტერესი უკავშირდება სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას.

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ ბანკს და თავდებ პირებს შორის 2012 წლის 26 დეკემბერს დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება არ მიიჩნია ნამდვილ და სამართლებრივი შედეგის მომტან ხელშეკრულებად, შესაბამისად, ეს ხელშეკრულება ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების საფუძველს ვერ წარმოშობს, ხოლო თავდების დ----- მეს--–---–ის სამკვიდრო ქონების მდებარე: ლაგოდეხის რაიონის სოფელი ვარ--------ნი, საკადასტრო კოდი 54.07.51.1-- საკუთრების უფლებით უფლებამონაცვლეზე აღირიცხვის მოთხოვნა გამომდინარეობს და ემყარება სწორედ მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა დ----- მეს--–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ლაგოდეხის რაიონი სოფელი ვარ--------ნი, საკადასტრო კოდი 54.07.51.1-- საკუთრების უფლებით გ----–- მეს--–---–ის სახელზე აღრიცხვის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს .

 

საპროცესო ხარჯები უნდა განაწილდეს შემდეგნაირად:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ა) დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა .

ამავე მუხლის თ) პუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს, ხოლო ამავე მუხლის ე) პუნქტით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ფასია- 11.234.11 ლარი, მოსარჩელეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 337.03 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფისთვის 150 ლარი.

 

ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე გ------- ნარ------–--ლს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის - 337.03 (11,234.11X3%) ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯების- 449,38 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელეს უარი ეთქვა ქონების საჯარო რეესტრში უფლებამონაცვლის სახელზე აღრიცხვაზე, მოსარჩელეს ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი გადახდილად უნდა ჩაეთვალოს სარჩელის უზრუნველყოფისთვის ზედმეტად გადახდილი თანხიდან, ამიტომ დაუკმაყოფილებელ ნაწილში სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (150 ლარი) რჩება ხაზინაში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლთ, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დ----- მეს--–---–ს (პ/ნ25001010---) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილის, მდებარე: ლაგოდეხის რაიონის სოფელი ვარ--------ნი, საკადასტრო კოდი 54.07.51.1-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

იმის გათვალისწინებით, რომ დ----- მეს--–---–ის უფლებამონაცვლის გ----–- მეს--–---–ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა- ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების და ქონების უფლებამონაცვლის სახელზე აღრიცხვის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ამიტომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 230-ე, 234-237-ე, 243-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკი”ს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გამოტანილი იქნეს ნაწილობრივ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

2. მოპასუხე გ------- ნარ------–--ლს სს ,,თ----- ბანკი,"ს სასარგებლოდ დაეკისროს 2012 წლის 26 დეკემბრის საბანკო კრედიტის 60.2--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 8011,27 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა- 3979,17 ლარი, პროცენტი-1032,10 ლარი, ჯარიმა- 3000 ლარს;

 

3. მოპასუხე გ------- ნარ------–--ლს სს ,,თ----- ბანკი"ს სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 28 ივნისიდან (დავალიანების ცნობის გაცემის დღიდან) 2012 წლის 26 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე- 3979,17 ლარზე, წლიური 27% სარგებლის გადახდა, დავალიანების ძირი თანხის დაფარვამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს 89,53 ლარს.

 

4. სს თ----- ბანკის მოთხოვნა მოპასუხეების გ------- ნარ------–--ლის, კ---- ბახ--------ის და დ----- მეს--–---–ის უფლებამონაცვლე გ----–- მეს--–---–ის მიმართ, 2012 წლის 26 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე , არ დაკმაყოფილდეს.

 

5. სს თ----- ბანკის სარჩელი, დ----- მეს--–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ლაგოდეხის რაიონის სოფელი ვარ--------ნი, საკადასტრო კოდი 54.07.51.1-- საკუთრების უფლებით მემკვიდრის გ----–- მეს--–---–ის სახელზე აღრიცხვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს

 

6. მოპასუხე გ------- ნარ------–--ლს სს თ----- ბანკის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 337.03 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 449,38 ლარის გადახდა .

7. ამ საქმეზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 15.07.2016 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს.

 

8 დაუსწრებელი გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მხარეთათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

9. გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონულ სასამართლო მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი