განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.05.2018
საქმის ნომერი
330210016001404585
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
24.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001404585

საქმე №2ბ/619-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი

მოსამართლეები _ ბესარიონ ტაბაღუა

გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი _ თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - ე--------- მ---------ი

წარმომადგენელი - მ----------–----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს------ კ---------ი

წარმომადგენელი - ნ---------------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღებულად ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ჩუქების და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების წილზე მესაკუთრედ ცნობა

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს------ კ---------ის (პირადი N-----------) სარჩელი, კერძოდ: ნაწილობრივ (1/2 ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 19 სექტემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული ე---– კ---------სა (პირადი N-----------) და ე---------ი მ---------ს (პირადი N-----------) შორის, რომლითაც ე---– კ---------მა უძრავი ქონების მდებარე: ქ. თ---–------------------------ ნაწილი (70.18 კვ.მ) მიჰყიდა ე--------- მ---------ს, ასევე ნაწილობრივ (1/2 ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 17 ივნისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება დადებული ე---– კ---------სა (პირადი N-----------) და ს-----– კ---------ს (პირადი N-----------) შორის, რომლითაც ე---– კ---------მა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–------------------------ ნაწილი აჩუქა ს-----– კ---------ს და ნაწილობრივ (1/2 ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 27 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული ს-----– კ---------სა (პირადი N-----------) და ე---------ი მ---------ს (პირადი N-----------) შორის, რომლითაც ს-----– კ---------მა უძრავი ქონების მდებარე: ქ. თ---–------------------------ ნაწილი მიჰყიდა ე---------ი მ---------ს, ხოლო ს------ კ---------ი (პირადი N-----------) ცნობილ იქნა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თ---–------------------------, ს------------------- – 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მ------- კ---------ი გარდაიცვალა 1940 წლის 10 ივლისს. მის შვილებს წარმოადგენენ ს------ კ---------ი და რ-------- კ---------ი;

 

2.2. საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, გ----------------ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (საერთო ფართი 186 კვ.მ.) მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით N------ სააღრიცხვო ბარათით 1940 წელს აღრიცხულია მ-----– კ---------ის სახელზე. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ქ. თბილისში, გ----------------ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული;

 

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის დადგენილებით, ე---– კ---------ის განცხადება დაკმაყოფილდა და დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის თაობაზე, რომ მ------- კ---------ს (დაბ. 01.11.1903წ. გარდაცვ. 10.07.1940წ.) ეკუთვნის უფლების დამდგენი დოკუმენტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 28/08/2010 წელს გაცემული ცნობა-დახასიათება (გ---------------, სააღრიცხვო ბარათი N------, აღრიცხული მ-----– კ---------ის სახელზე);

 

2.4. შპს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვის ცენტრ ,,სვ-------------ის“ დოკუმენტებში დაცულ ჩაწერის და საბინაო ბარათებში (ფორმა N16, N17), მოქალაქე ს------ მ-----------ს ძე კ---------ის გ--------------- (იგივე აზმააგის N11) მისამართზე რეგისტრაციის დამადასტურებელი ჩანაწერი არ არის დაცული. ქალაქ თბილისის ოქტომბრის რაიონის აღმასკომის საფინანსო განყოფილების 1945-1954 წლების სახლთმფლობელთა საინვენტარო წიგნებში, გ------ის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების შესახებ საფინანსო ჩანაწერები არ არის დაცული;

 

2.5. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდება, 1948 წლის 03 ოქტომბერს თბილისის ჩუღურეთის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული, ქორწინების აქტის ჩანაწერი (აქტი N---) ს------ კ---------სა და ს---- ამ----–------ს შორის. საცოლის ქორწინების შემდგომი გვარია - კ---------. მექორწინეთა მისამართი - თბილისი, ა--------------. ქორწინების აქტის ჩანაწერი შეწყვეტილია, 1981 წლის 10 ოქტომბერს რეგისტრირებული, განქორწინების აქტის ჩანაწერის (აქტი N---) საფუძველზე;

 

2.6. 2012 წლის 13 ივნისს ნოტარიუსს ო-–--------–---–ის მიერ ე---– კ---------ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, ე---– კ---------მა მემკვიდრეობით საკუთრებაში მიიღო 10.07.1940 წელს გარდაცვლილი პაპის, მ------- კ---------ის სახელზე რიცხული სამკვიდრო, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი გ---------------. მემკვიდრის მიერ მთელი სამკვიდრო ქონება შეფასებულია 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარად. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ----------------ში, მესაკუთრედ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ე---– კ---------ი;

 

2.7. 2012 წლის 19 სექტემბერს უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, გ---------------, 70.18 კვ.მ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ე---– კ---------მა გაასხვისა ე--------- მ---------ზე, ხოლო 43.04 კვ.მ. დარჩა ე---– კ---------ის საკუთრებაში. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

2.8. 2013 წლის 17 ივნისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ე---– კ---------მა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, გ---------------, 43.04 კვ.მ. საკუთრებაში გადასცა ს-----– კ---------ს და ეს უკანასკნელი აღირიცხა საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესაბამისი ნაწილის მესაკუთრედ;

 

2.9. 2013 წლის 27 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ს-----– კ---------მა უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. თბილისი გ----------------ში, კუთვნილი წილი 43.04 კვ.მ. საკუთრებაში გადასცა ე--------- მ---------ს. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 5000 (ხუთი ათასი) ლარით. აღნიშნული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ე--------- მ---------ი საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ---------------, საკადასტრო კოდი N----------------, ერთპიროვნულ მესაკუთრედ;

 

2.10. ს------ კ---------ი 27.06.1964 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 1964 წლიდან თავის ოჯახთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე ქ. თბილისი, გ---------------. ს------ კ---------ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და დღეის მდგომარეობითაც ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე - ქ. თბილისი, გ---------------;

 

2.11. მოსარჩელე ს------ კ---------მა 2014 წლის 24 ივლისს განცხადებით მიმართა ნოტარიუსს ო-–--------–---–ს და მოითხოვა 10.07.1940 წელს გარდაცვლილი მ------- (მ-----–) კ---------ის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. მ------- კ---------ის უძრავ ქონებაზე მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ---------------, 13.06.2012 წელს გაიცა სამკვიდრო მოწმობა (რ N---------) შვილიშვილზე, ე---– კ---------ზე. განცხადების მიღების დღიდან, 2008 წლიდან სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე 2012 წლის 13 ივნისამდე სხვა მემკვიდრეებს, მათ შორის ს------ კ---------საც, აღნიშნულ სამკვიდროზე სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით არც ნოტარიუსს ო-–--------–---–ის და არც სხვა სანოტარო ბიუროსათვის არ მიუმართავს. 2014 წლის 24 ივლისს ნოტარიუსის დადგენილებით უარი ეთქვა ს------ კ---------ს 10.07.1940 წელს გარდაცვლილი მ------- კ---------ის ქონებაზე განცხადების მიღებაზე.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.12. მოპასუხეები ს-----– კ---------ი და ე---– კ---------ი წარმოადგენენ მოსარჩელე ს------ კ---------ის ძმის, რ-------- კ---------ის შვილებს. ხოლო მოპასუხე ე--------- მ---------ი არის მოსარჩელე ს------ კ---------ის ნახევარძმა (დედის მხრიდან);

 

2.13. ს------ კ---------მა 2015 წლის 21 ივნისს სარჩელით მომართა სასამართლოს მოპასუხეების - ო-–--------–---–ის და ე---– კ---------ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის და სანოტარო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით ს------ კ---------ს უარი ეთქვა მოპასუხეების ო-–--------–---–ის და ე---– კ---------ის მიმართ აღძრული სარჩელის მიღებაზე;

 

2.14. მოსარჩელე ს------ კ---------მა მამკვიდრებლის მ------- (მ-----–) კ---------ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, გ---------------. ს------ კ---------ი მამის გარდაცვალების დროისათვის, 10.07.1940 წელს იყო არასრულწლოვანი. მან მ------- კ---------ის გარდაცვალების შემდეგ დედასთან და ძმასთან ერთად გააგრძელა ცხოვრება ამავე მისამართზე მამის, მ------- კ---------ის საცხოვრებელ სახლში. 1948 წელს ს------ კ---------ი დაქორწინდა ს---- ამ----–------ზე და მოსარჩელე მეუღლესთან და თავის შვილებთან ერთად 1964 წლამდე ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ მისამართზე ქ. თბილისი, გ---------------. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელემ თავის ოჯახთან ერთად 1964 წლიდან ცხოვრება გააგრძელა სხვა მისამართზე, კერძოდ, ქ. თბილისი, გ----------------ში. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 1964 წლამდე მოსარჩელე ს------ კ---------ი ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისი, გ---------------. ამ პერიოდში მოსარჩელე მხარის სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. მოწმე მ-----– კ---------ის ჩვენებით, რომელიც წარმოადგენს ს------ კ---------ის შვილს, დასტურდება ის გარემოება, რომ მ-----– კ---------ი (დაბადების წელი 1954 წელს) დაიბადა და იზრდებოდა თავის მშობლებთან და ასევე, ბებიასთან ერთად 1964 წლამდე ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ მისამართზე. ამდენად, მოსარჩელე ს------ კ---------მა ფაქტობრივად დაეუფლა მამის, მ------- კ---------ის დანაშთ ქონებას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

2.15. მოპასუხე ე--------- მ---------ი, რომელიც არის მოსარჩელის ძმა (დედით ერთნი), ცხოვრობდა იმავე საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისი, გ---------------. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ე--------- მ---------ი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, ვინაიდან მისთვის, როგორც ოჯახის წევრისათვის, ცნობილი იყო, რომ მ------- კ---------ს, გარდა რ-------- კ---------ისა, ჰყავდა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, ს------ კ---------ი, რომელსაც მამის დანაშთი ქონებიდან რ-------- კ---------თან ერთად ეკუთვნოდა თანაბარი წილი. მოპასუხეებმა ე---– კ---------მა და ს-----– კ---------მა კი მასთან შეთანხმების გარეშე მთლიანი უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, საკუთრებაში გადასცეს ე--------- მ---------ს. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, უდავოდ არ დასტურდება ნასყიდობის საფასურის გამყიდველთათვის გადაცემა, თუმცა ასეთი გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივი გარემოებათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, დადგენილია, რომ ე--------- მ---------მა, როგორც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლები (მიუხედავად იმისა, რომ ისინი რეგისტრირებული იყო მესაკუთრედ საჯარო რეესტრში) არ იყვნენ მთლიანი ქონების მესაკუთრენი, რის გამოც შემძენი ვერ იქნება მიჩნეული კეთილსინდისიერ პირად.

 

2.16. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით და მიუთითა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით (სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი) დადგენილია, რომ სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სასამართლო მიიჩნევს, რომ თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების გასაჩივრების ვადას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს მიღების ფაქტს, გააჩნია უკუძალა, ე.ი. მემკვიდრე, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება, ითვლება მის მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის დღიდან. განსახილველ შემთხვევაში კი დადგინდა, რომ მოსარჩელე ს------ კ---------მა სადავო ქონების კუთვნილი წილი ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო, შესაბამისად, იგი ამ ქონების მესაკუთრედ მიიჩნევა სამკვიდროს გახსნიდან;

 

2.17. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია, 2012 წლის 19 სექტემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის (70.18 კვ.მ. ფართი), 2013 წლის 17 ივნისის ჩუქების (43.04 კვ.მ. ფართი) და 2013 წლის 27 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის (43.04 კვ.მ.) ხელშეკრულებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობით (აღნიშნული კვ.მ.-ის ნაწილში). სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გარიგებები ბათილად უნდა ცნობილიყო 1/2 ნაწილში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლომ იქვე აღნიშნა, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა სასამართლოს მიერ ხორციელდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების გზით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეოებები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.18. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ს------ კ---------მა მოითხოვა ს------ კ---------ის მიერ 1940 წლის 11 ივლისს გარდაცვლილი მამის, მ------- კ---------ის დანაშთი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ---------------, ფაქტობრივად მიღების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა, მ-------ი კ---------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების, ქ. თბილისი, გ--------------- (საკადასტრო კოდი N----------------) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა და შესაბამისი ცვლილება შეტანა ნოტარიუს ო-–--------–---–ის მიერ 2012 წლის 13 ივნისს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (N---------), ე---– კ---------ს და ე--------- მ---------ს შორის 2012 წლის 19 სექტემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების, ე---– კ---------ს და ს-----– კ---------ს შორის 2013 წლის 17 ივნისს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების, ს-----– კ---------ს და ე--------- მ---------ს შორის 2013 წლის 27 ნოემბერს დადებული უძრავი ნივთის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა. მოსარჩელე მხარის მითითებით, იგი სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღეს. მამკვიდრებელი მ------- კ---------ი გარდაიცვალა 1940 წლის 10 ივლისს. მის შვილებს წარმოადგენენ ს------ კ---------ი და რ-------- კ---------ი. რ-------- კ---------ი გარდაიცვალა 1999 წელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით და ანდერძით. მემკვიდრეობის კანონისმიერი წესი მოქმედებს ყოველთვის, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 540-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 541-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის უკანასკნელი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო თუ იგი ცნობილი არ არის - სამკვიდროს ქონების ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი. 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 542-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად შეიძლება იყვნენ: კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს - მოქალაქენი, რომლებიც ცოცხალი იყვნენ სამკვიდროს დამტოვებლის სიკვდილის მომენტისათვის და აგრეთვე სამკვიდროს დამტოვებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ. მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები ს-----– კ---------ი და ე---– კ---------ი წარმოადგენენ მოსარჩელე ს------ კ---------ის ძმის, რ-------- კ---------ის შვილებს. ხოლო მოპასუხე ე--------- მ---------ი არის მოსარჩელე ს------ კ---------ის ნახევარძმა (დედის მხრიდან). მამკვიდრებლის მ------- კ---------ის შვილები, ს------ კ---------ი და რ-------- კ---------ი სარგებლობენ თანასწორი წილის უფლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, გ----------------ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (საერთო ფართი 186 კვ.მ.) მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით N------ სააღრიცხვო ბარათით 1940 წელს აღირიცხა მ-----– კ---------ის სახელზე. ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის დადგენილებით, ე---– კ---------ის განცხადება დაკმაყოფილდა და დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის თაობაზე, რომ მ------- კ---------ს (დაბ. 01.11.1903წ. გარდაცვ. 10.07.1940წ.) ეკუთვნის უფლების დამდგენი დოკუმენტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 28/08/2010 წელს გაცემული ცნობა-დახასიათება (გ---------------, სააღრიცხვო ბარათი N------, აღრიცხული მ-----– კ---------ის სახელზე). ამდენად, ზემოთ მითითებული უძრავი ქონება წარმოადგენს მამკვიდრებლის მ------- კ---------ის დანაშთ ქონებას. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2012 წლის 13 ივნისს ნოტარიუსს ო-–--------–---–ის მიერ ე---– კ---------ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, ე---– კ---------მა მემკვიდრეობით საკუთრებაში მიიღო 10.07.1940 წელს გარდაცვლილი პაპის, მ------- კ---------ის სახელზე რიცხული სამკვიდრო, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი გ---------------. მემკვიდრის მიერ მთელი სამკვიდრო ქონება შეფასებულია 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარად. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ----------------ში, მესაკუთრედ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ე---– კ---------ი. მოსარჩელე ს------ კ---------მა კი 10.07.1940 წელს გარდაცვლილი მ------- (მ-----–) კ---------ის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით 2014 წლის 24 ივლისს განცხადებით მიმართა ნოტარიუსს ო-–--------–---–ს. ამ უკანასკნელლმა კი დადგენილებით უარი უთხრა ს------ კ---------ს 10.07.1940 წელს გარდაცვლილი მ------- კ---------ის სამკვიდრო ქონებაზე განცხადების მიღებაზე, ვინაიდან მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე 2012 წლის 13 ივნისს უკვე გაცემული იყო სამკვიდრო მოწმობა მოპასუხე ე---– კ---------ის სახელზე.

 

1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 566-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად მოწოდებულ პირებს შეუძლიათ მოსთხოვონ მემკვიდრეობის გახსნის ადგილის სანოტარო კანტორას მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. ამავე კოდექსის 567-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ეძლევა მემკვიდრეებს ექვსი თვის გასვლის შემდეგ სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ მამკვიდრებელ მ------- კ---------ს, ე---– კ---------ის (შვილიშვილი) გარდა, ჰყავდა სხვა პირველი მემკვიდრე ს------ კ---------ის სახით, რის შესახებაც არ იყო ცნობილი ნოტარიუსისათვის და ს------ კ---------ისგან მალულად მოხდა ე---– კ---------ის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა და ქონების სრულად მის საკუთრებაში გადასვლა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2012 წლის 13 ივნისს ნოტარიუსის მიერ მოპასუხე ე---– კ---------ის სახელზე ისე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომ არ იქნა გათვალისწინებული სხვა იმავე რიგის მემკვიდრეთა უფლებები. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად, იმისთვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წამოყენებით. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრეც ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დრიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზოგადად, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას. მხოლოდ ამათუ იმ მისამართზე პირთა რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების მტკიცებულებას. რეგისტრაციის პარალელურად მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ქონების დაუფლების მტკიცებულებები. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის, სასამართლომ მიუთითა, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას. სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ მოქმედებად მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში. სამკვიდროს მიღებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა განახორციელოს იურიდიული ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაკარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ს------ კ---------ი მამკვიდრებლის მ------- კ---------ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, გ---------------, ასევე დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე მამის გარდაცვალების დროისათვის, 10.07.1940 წელს იყო არასრულწლოვანი. მან მ------- კ---------ის გარდაცვალების შემდეგ დედასთან (რომელიც ამავე დროს იყო მისი, როგორც არასრულწლოვანის, კანონიერი წარმომადგენელი) და ძმასთან ერთად გააგრძელა ცხოვრება ამავე მისამართზე მამის, მ------- კ---------ის საცხოვრებელ სახლში. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდება, 1948 წლის 03 ოქტომბერს თბილისის ჩუღურეთის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული, ქორწინების აქტის ჩანაწერი (აქტი N---) ს------ კ---------სა და ს---- ამ----–------ს შორის. მექორწინეთა მისამართი - თბილისი, ა-------------- (იგივე გ---------------). საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელემ თავის ოჯახთან ერთად 1964 წლიდან ცხოვრება გააგრძელა სხვა მისამართზე, კერძოდ, ქ. თბილისი, გ----------------ში. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 1964 წლამდე მოსარჩელე ს------ კ---------ი ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისი, გ---------------. ამ მისამართზე ცხოვრების პერიოდში, დაქორწინდა და მისი შვილებიც დაიბადნენ ამ მისამართზე. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 1964 წლამდე მოსარჩელე მხარის სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. მოწმე მ-----– კ---------ის ჩვენებით, რომელიც წარმოადგენს ს------ კ---------ის შვილს, დასტურდება ის გარემოება, რომ მ-----– კ---------ი (დაბადების წელი 1954 წელს) დაიბადა და იზრდებოდა თავის მშობლებთან და ასევე, ბებიასთან ერთად სადავო საცხოვრებელ მისამართზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ს------ კ---------ი მამის მ------- კ---------ის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივი ფლობით შეუდგა კანონით დადგენილ ვადაში დანაშთ ქონების ფლობას, მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

2.19. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე, რომლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მმისი თანხმობით. ამავე კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილია რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რომლის მიხედვითაც, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტიცდება მათი უზუსტობა.

 

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ე---– კ---------მა, 2012 წლის 19 სექტემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, გ----------------ში მდებარე 70.18 კვ.მ. ფართი გაასხვისა ე--------- მ---------ზე, ხოლო 43.04 კვ.მ. დარჩა ე---– კ---------ის საკუთრებაში. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით. 2013 წლის 17 ივნისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ე---– კ---------მა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, გ---------------, 43.04 კვ.მ. საკუთრებაში გადასცა ს-----– კ---------ს და ეს უკანასკნელი აღირიცხა საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესაბამისი ნაწილის მესაკუთრედ. ხოლო ს-----– კ---------მა 2013 წლის 27 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, სადავო უძრავი ქონებიდან, კუთვნილი წილი 43.04 კვ.მ. საკუთრებაში გადასცა ე--------- მ---------ს. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 5000 (ხუთი ათასი) ლარით. აღნიშნული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ე--------- მ---------ი საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ---------------, საკადასტრო კოდი N----------------, ერთპიროვნულ მესაკუთრედ. ამდენად, დღეისათვის სადავო ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხე ე--------- მ---------ის სახელზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, პირის კეთილსინდისიერ შემძენად აღიარება დამოკიდებულია მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე კანონით განსაზღვრული მოვლენის მიმართ. კეთილსინდისერების ფაქტი არ შეიძლება დამოკიდებული იყოს იმგვარ მოვლენაზე, რომელიც არ არის პირისათვის ცნობილი და არც უნდა ყოფილიყო ცნობილი, ანუ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია შემძენის კეთილსინდისიერებაზე გამსხვისებლის მიერ შექმნილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, სადავო ქონების გამსხვისებლებს, ე---– კ---------ს და შემდეგ, ს-----– კ---------ს, როგორც უძრავი ქონების შესაბამისი წილის მესაკუთრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა განეკარგა ნივთი. კანონის ეს დანაწესი ნაწარმოებია ამავე კოდექსის 170-ე მუხლით განსაზღვრული მესაკუთრის უფლებიდან, განახორციელოს ამ უფლებისათვის დამახასიათებელი იურიდიული მოქმედებანი. ამგვარი ნების ნამდვილობის საწინააღმდეგოდ სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით განსაზღვრულია სამოქალაქო უფლების მართლზომიერად გამოყენების პრინციპზე მითითება. ხსენებული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორიცელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის დანიშნულებაა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილური უზრუნველყოფა. ის წარმოადგენს კეთილსინდისიერი პარტნიორის უფლების დაცვის გარანტს. სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლით (კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესები) განსაზღვრულია სამოქალაქო ბრუნვის დაცვა და შესაბამისად, საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის ფაქტისადმი მაღალი ნდობის უზრუნველყოფა. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა ნიშნავს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა მიმართ ნდობას და კეთილსინდისიერებას, რაც უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორით. მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ პრეზუმფციის გამოყენებით არ შეიძლება დადგინდეს შემძენის, ე--------- მ---------ის კეთილსინდისიერების ფაქტი. დადგენილია, რომ მოპასუხე ე--------- მ---------ი, რომელიც არის მოსარჩელის ძმა (დედით ერთნი), ცხოვრობდა იმავე საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისი, გ---------------. შესაბამისად, მისთვის, როგორც ოჯახის წევრისათვის, ცნობილი იყო, რომ მ------- კ---------ს, გარდა რ-------- კ---------ისა, ჰყავდა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილი- ს------ კ---------ი, რომელსაც მამის დანაშთი ქონებიდან რ-------- კ---------თან ერთად ეკუთვნოდა თანაბარი წილი. მოპასუხეებმა ე---– კ---------მა და ს-----– კ---------მა კი მასთან შეთანხმების გარეშე მთლიანი უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, საკუთრებაში გადასცეს ე--------- მ---------ს. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, უდავოდ არ დასტურდება ნასყიდობის საფასურის გამყიდველთათვის გადაცემა და აღნიშნულს არც მოსარჩელე ადასტურებს, თუმცა ასეთი გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივი გარემოებათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე--------- მ---------მა, როგორც შემძენმა, იცოდა, რომ თავდაპირველი გამსხვისებელი ე---– კ---------ი (მიუხედავად იმისა, რომ იგი გარიგების დადების დროისათვის რეგისტრირებული იყო მესაკუთრედ საჯარო რეესტრში) არ იყო მთლიანი ქონების მესაკუთრე, რის გამოც მას არ ჰქონდათ უფლებამოსილება განეკარგა სადავო ქონება სრულად. აღნიშნული გარემოების შესახებ ე--------- მ---------ისათვის, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენდა მოსარჩელე ს------ კ---------ის ოჯახის წევრს, სასამართლოს შეფასებით, ცნობილი იყო, თუმცა მან მაინც გააფორმა სადავო გარიგებები მოპასუხეებთან. შესაბამისად, სასამართლომ გასხვისების ფაქტის მიმართ ე--------- მ---------ი არ მიიჩნია კეთილსინდისიერ შემძენად.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა ყოფილიყო მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი - ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. აღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ე--------- მ---------მა ვერ უზრუნველყო თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია სადავო ქონებაზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიმართ კეთილსინდისიერების ფაქტის არსებობის თაობაზე, რის გამოც არსებობს საფუძველი შესაბამის ნაწილში ბათილად იქნეს სადავოდ ქცეული გარიგებები. რაც შეეხება ე---– კ---------სა და ს-----– კ---------ს შორის დადებულ ჩუქების ხელშეკრულებას, სასამართლოს შეფასებით, მათთვის, როგორც მამკვიდრებლის მ------- კ---------ის შვილის, რ-------- კ---------ის შვილებისათვის ცნობილი იყო, რომ არ ჰქონდათ უფლება სრულად განეკარგათ პაპის დანაშთი ქონება, რითაც დაარღვიეს მოსარჩელე ს------ კ---------ის (ბიძის) მემკვიდრეობით-სამართლებრივი უფლება. ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებებისა და ამ გარემოებების მადასტურებელი მტკიცებულებების თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ ს------ კ---------ს სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს ფაქტობრივი მფლობელობის გზით. მოსარჩელის არგუმენტები ქონების მფლობელობის შესახებ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გაბათილებული არ ყოფილა და მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯიბრებისა და შეფასების შედეგად, მემკვიდრეობითი-სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელის სადავო ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების შესახებ მოთხოვნა სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა იგი.

 

2.20. რაც შეეხება მოპასუხე მხარის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით, სასამართლომ შენიშნა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2014 წლის 24 ივლისის ნოტარიუსის დადგენილებით ს------ კ---------ს უარი ეთქვა 10.07.1940 წელს გარდაცვლილი მ------- კ---------ის ქონებაზე განცხადების მიღებაზე და ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განცხადება, რომლითაც ს------ კ---------ს უარი ეთქვა მოპასუხეების ო-–--------–---–ის და ე---– კ---------ის მიმართ აღძრული სარჩელის მიღებაზე. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას. ამდენად, სამკვიდროს მიღების ფაქტს, განსახილველი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 1450-ე, 1433-ე მუხლი) თანახმად, გააჩნია უკუძალა. ე.ი. მემკვიდრე, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება, ითვლება, მის მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის დღიდან. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ მემკვიდრეს სამკვიდრო უკვე მიღებული აქვს, რაც მის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლის ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა მემკვიდრეობითი უფლების მოწმობის გასაჩივრების ვადას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ს------ კ---------მა სადავო სამკვიდრო ქონება მიიღო ფაქტობრივი დაუფლების წესით კანონით დადგენილ ვადაში და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება უსაფუძვლოა. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. აბსოლუტური უფლების ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ იგი სხვა პირთა თანაქმედებისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამ უფლების განხორციელება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1 აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ს------ კ---------ის სადავო ბინაში ჩაწერის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, აპელანტი მიუთითებს, რომ სამკვიდროს გახსნიდან 8 წლის შემდგომ ქორწინების სააქტო ჩანაწერში მითითებული მისამართი არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებას, ხოლო მოსარჩელის შვილის, როგორც მოწმის ჩვენება სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა, ვინაიდან იგი წარმოადგენს საქმის შედეგით დაინტერესებული პირს. აპელანტის შეფასებით, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება არის მემკვიდრის ნებაზე დამოკიდებული და იგი გამოხატულ უნდა იქნეს ისეთ მოქმედებაში, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მემკვიდრე სამკვიდროს დაეუფლა, როგორც საკუთარს, განსახილველ შემთხვევაში კი, ს------ კ---------ი სამკვიდროს გახსნის დროისათვის არასრულწლოვანი იყო, რაც აპრიორში არ ნიშნავს მის სადავო ბინაში ცხოვრებას. აპელანტი განმარტავს, რომ სამკვიდროს გახსნიდან გასულია 77 წელი და ამ ხნის მანძილზე ს------ კ---------ს არ გამოუყენებია თავისი მემკვიდრეობის უფლება, ვინაიდან მან 1964 წელს დათმო თავისი წილი სამკვიდროდან, ე--------- მ---------ის დედის მხრიდან 3000 მანეთის გადახდის სანაცვლოდ. შესაბამისად, ე--------- მ---------მა მართალია იცოდა ს------ კ---------ის არსებობის შესახებ, თუმცა იცოდა ისიც, რომ მას სადავო ქონებაზე პრეტენზია არ გააჩნდა და აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ე--------- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ე--------- მ---------ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- მ------- კ---------ი გარდაიცვალა 1940 წლის 10 ივლისს. მის შვილებს წარმოადგენენ ს------ კ---------ი და რ-------- კ---------ი;

 

- საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, გ----------------ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (საერთო ფართი 186 კვ.მ.) მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით N------ სააღრიცხვო ბარათით 1940 წელს აღრიცხულია მ-----– კ---------ის სახელზე. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ქ. თბილისში, გ----------------ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული;

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის დადგენილებით, ე---– კ---------ის განცხადება დაკმაყოფილდა და დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის თაობაზე, რომ მ------- კ---------ს (დაბ. 01.11.1903წ. გარდ. 10.07.1940წ.) ეკუთვნის უფლების დამდგენი დოკუმენტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 28/08/2010 წელს გაცემული ცნობა-დახასიათება (გ---------------, სააღრიცხვო ბარათი N------, აღრიცხული მ-----– კ---------ის სახელზე);

 

- შპს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვის ცენტრ ,,სვ-------------ის“ დოკუმენტებში დაცულ ჩაწერის და საბინაო ბარათებში (ფორმა N16, N17), მოქალაქე ს------ მ-----------ს ძე კ---------ის გ--------------- (იგივე აზმაგის N11) მისამართზე რეგისტრაციის დამადასტურებელი ჩანაწერი არ არის დაცული. ქალაქ თბილისის ოქტომბრის რაიონის აღმასკომის საფინანსო განყოფილების 1945-1954 წლების სახლთმფლობელთა საინვენტარო წიგნებში, გ------ის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების შესახებ საფინანსო ჩანაწერები არ არის დაცული;

 

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებული მონაცემით, 1948 წლის 03 ოქტომბერს თბილისის ჩუღურეთის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული, ქორწინების აქტის ჩანაწერი (აქტი N---) ს------ კ---------სა და ს---- ამ----–------ს შორის. საცოლის ქორწინების შემდგომი გვარია - კ---------. მექორწინეთა მისამართი - თბილისი, ა--------------. ქორწინების აქტის ჩანაწერი შეწყვეტილია, 1981 წლის 10 ოქტომბერს რეგისტრირებული, განქორწინების აქტის ჩანაწერის (აქტი N---) საფუძველზე;

 

- 2012 წლის 13 ივნისს ნოტარიუსს ო-–--------–---–ის მიერ ე---– კ---------ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, ე---– კ---------მა მემკვიდრეობით საკუთრებაში მიიღო 10.07.1940 წელს გარდაცვლილი პაპის, მ------- კ---------ის სახელზე რიცხული სამკვიდრო - უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გ---------------. მემკვიდრის მიერ მთელი სამკვიდრო ქონება შეფასებულია 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარად. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, გ----------------ში, მესაკუთრედ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ე---– კ---------ი;

 

- 2012 წლის 19 სექტემბერს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, გ---------------, 70.18 კვ.მ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ე---– კ---------მა გაასხვისა ე--------- მ---------ზე, ხოლო 43.04 კვ.მ. დარჩა ე---– კ---------ის საკუთრებაში. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

- 2013 წლის 17 ივნისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ე---– კ---------მა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, გ---------------, 43.04 კვ.მ. საკუთრებაში გადასცა ს-----– კ---------ს და ეს უკანასკნელი აღირიცხა საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესაბამისი ნაწილის მესაკუთრედ;

 

- 2013 წლის 27 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ს-----– კ---------მა უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქ. თბილისი, გ----------------ში, კუთვნილი წილი 43.04 კვ.მ. საკუთრებაში გადასცა ე--------- მ---------ს. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 5000 (ხუთი ათასი) ლარით. აღნიშნული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ე--------- მ---------ი საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ---------------, საკადასტრო კოდი N----------------, ერთპიროვნულ მესაკუთრედ;

 

- ს------ კ---------ი 27.06.1964 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 1964 წლიდან თავის ოჯახთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, გ---------------. ს------ კ---------ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და დღეის მდგომარეობითაც ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე - ქ. თბილისი, გ---------------;

 

- მოსარჩელე ს------ კ---------მა 2014 წლის 24 ივლისს განცხადებით მიმართა ნოტარიუსს ო-–--------–---–ს და მოითხოვა 10.07.1940 წელს გარდაცვლილი მ------- (მ-----–) კ---------ის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. მ------- კ---------ის უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, გ---------------, 13.06.2012 წელს გაიცა სამკვიდრო მოწმობა (რ N---------) შვილიშვილზე, ე---– კ---------ზე. განცხადების მიღების დღიდან, 2008 წლიდან სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე, 2012 წლის 13 ივნისამდე სხვა მემკვიდრეებს, მათ შორის ს------ კ---------საც, აღნიშნულ სამკვიდროზე სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით არც ნოტარიუსს ო-–--------–---–ის და არც სხვა სანოტარო ბიუროსათვის არ მიუმართავთ. 2014 წლის 24 ივლისს ნოტარიუსის დადგენილებით უარი ეთქვა ს------ კ---------ს 10.07.1940 წელს გარდაცვლილი მ------- კ---------ის ქონებაზე განცხადების მიღებაზე.

 

- მოპასუხეები ს-----– კ---------ი და ე---– კ---------ი წარმოადგენენ მოსარჩელე ს------ კ---------ის ძმის, რ-------- კ---------ის შვილებს. ხოლო მოპასუხე ე--------- მ---------ი არის მოსარჩელე ს------ კ---------ის ნახევარძმა (დედის მხრიდან);

 

- ს------ კ---------მა 2015 წლის 21 ივნისს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების - ო-–--------–---–ის და ე---– კ---------ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის და სანოტარო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით ს------ კ---------ს უარი ეთქვა მოპასუხეების ო-–--------–---–ის და ე---– კ---------ის მიმართ აღძრული სარჩელის მიღებაზე;

 

- მოსარჩელე ს------ კ---------ი მამკვიდრებლის - მ------- (მ-----–) კ---------ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, გ---------------. ს------ კ---------ი მამის გარდაცვალების დროისათვის, 10.07.1940 წელს იყო არასრულწლოვანი. მან მ------- კ---------ის გარდაცვალების შემდეგ დედასთან და ძმასთან ერთად გააგრძელა ცხოვრება ამავე მისამართზე მამის, მ------- კ---------ის საცხოვრებელ სახლში. 1948 წელს ს------ კ---------ი დაქორწინდა ს---- ამ----–------ზე და მოსარჩელე მეუღლესთან და თავის შვილებთან ერთად 1964 წლამდე ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ მისამართზე ქ. თბილისი, გ---------------. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელემ თავის ოჯახთან ერთად 1964 წლიდან ცხოვრება გააგრძელა სხვა მისამართზე, კერძოდ, ქ. თბილისი, გ----------------ში. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 1964 წლამდე მოსარჩელე ს------ კ---------ი ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისი, გ---------------. ამ პერიოდში მოსარჩელე მხარის სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. მოწმე მ-----– კ---------ის ჩვენებით, რომელიც წარმოადგენს ს------ კ---------ის შვილს, დასტურდება ის გარემოება, რომ მ-----– კ---------ი (დაბადების წელი 1954 წელს) დაიბადა და იზრდებოდა თავის მშობლებთან და ასევე, ბებიასთან ერთად და ისინი 1964 წლამდე ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ მისამართზე. ამდენად, მოსარჩელე ს------ კ---------ი ფაქტობრივად დაეუფლა მამის, მ------- კ---------ის დანაშთ ქონებას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

- მოპასუხე ე--------- მ---------ი, რომელიც არის მოსარჩელის ძმა (დედით ერთნი), ცხოვრობდა იმავე საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისი, გ---------------.

 

- პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ე--------- მ---------ი არ წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, ვინაიდან მისთვის, როგორც ოჯახის წევრისათვის, ცნობილი იყო, რომ მ------- კ---------ს, გარდა რ-------- კ---------ისა, ჰყავდა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, ს------ კ---------ი, რომელსაც მამის დანაშთი ქონებიდან რ-------- კ---------თან ერთად ეკუთვნოდა თანაბარი წილი. ამდენად, ე--------- მ---------მა, როგორც შემძენმა, იცოდა, რომ გამსხვისებლები (მიუხედავად მათი საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაციისა) არ იყვნენ მთლიანი ქონების მესაკუთრენი, რის გამოც შემძენი ვერ იქნება მიჩნეული კეთილსინდისიერ პირად.

4.2 პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი. პალატა განმარტავს, რომ საცხოვრებელი ადგილი პირის სამოქალაქო სამართლებრივი იდენტიფიკაციის საშუალებას წარმოადგენ და ხსენებული ნორმა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლში არსებულ დათქმას, რომლის მიხედვითაც პირი საცხოვრებელი ადგილის არჩევაში თავისუფალია. თავის მხრივ, არჩევანის გაკეთების თავისუფლება გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული, კერძოდ, საცხოვრებელი ადგილის კონსტიტუციური უფლება შეზღუდული ხასიათისაა. კანონი მკაცრ ჩამონათვალს აწესებს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ასეთი სახის უფლება შეიზღუდოს. საცხოვრებელი ადგილის განმარტება საცხოვრებელი ადგილის სამართლებრივი მნიშვნელობა ყოველდღიური ყოფითი ცხოვრების მოწესრიგებიდან გამომდინარეობს. მისი ასახვა ხდება როგორც კერძო, ისე საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებში და მასზე მრავალი უფლება და მოვალეობაა დამოკიდებული. საცხოვრებელი ადგილი შეიძლება განიმარტოს ადგილად, რომელიც ადამიანის უმთავრეს ადგილსამყოფელს წარმოადგენს და რომელსაც ძირითად საცხოვრებლად ირჩევს იგი. საცხოვრებელი ადგილის არჩევაში პირი თავისუფალია. აღნიშნული შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ნორმას და პირის მიერ ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე შესაბამისი ნების გამოვლენას გულისხმობს. საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება და, შესაბამისად, მისი რეგისტრაცია არ წარმოადგენს გარიგებას. იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული და გავრცელებული მოსაზრების თანხმად, შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის ორი ძირითადი პრინციპის გამოყოფა: იგი დამოკიდებულია პირის ნებაზე და პირს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, მოახდინოს საცხოვრებელი ადგილის დაფუძნება. საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება განსაზღვრულია საოჯახო სამართალშიც, რომლითაც მეუღლეებს კანონი ასეთი სახის ქმედების განხორციელებას ანიჭებს (მუხლი 1157). რაც შეეხება არასრულწლოვნებს, კანონი პირდაპირ განსაზღვრავს საცხოვრებელი ადგილის საკითხს იმ პირებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად აირჩიონ იგი (კანონით განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი). ერთი მხრივ, ასეთ პირად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკისთვის (გარდა ემანსიპაციის შემთხვევისა) ან/და მეორე მხრივ, პირი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით დანიშნული ჰყავთ მეურვე და მიჩნეული არიან არაქმედუნარიან პირებად.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლებოდა, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგებოდა სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ.

 

საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება, ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას.

 

სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას. სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ მოქმედებად მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში. სამკვიდროს მიღებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა განახორციელოს იურიდიული ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაკარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, პალატის შეფასებით, სასამართლომ სწორად ს------ კ---------ის მიერ მამკვიდრებლის - მ------- კ---------ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების საკითხის მართებულობა, რამდენადაც, დადგენილია, რომ მოსარჩელე მამის გარდაცვალების დროისათვის, 10.07.1940 წელს იყო არასრულწლოვანი და მამის გარდაცვალების შემდეგ დედასთან (რომელიც ამავე დროს იყო მისი, როგორც არასრულწლოვანის, კანონიერი წარმომადგენელი) და ძმასთან ერთად გააგრძელა ცხოვრება ამავე მისამართზე მამის, მ------- კ---------ის საცხოვრებელ სახლში. დადგენილია ისიც, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდება 1948 წლის 03 ოქტომბერს თბილისის ჩუღურეთის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული,ქორწინების აქტის ჩანაწერი (აქტი N---) ს------ კ---------სა და ს---- ამ----–------ს შორის. მექორწინეთა მისამართია - თბილისი, ა-------------- (იგივე გ---------------). საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელემ თავის ოჯახთან ერთად 1964 წლიდან ცხოვრება გააგრძელა სხვა მისამართზე, კერძოდ, ქ. თბილისი, გ----------------ში, შესაბამისად, გამოდის, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 1964 წლამდე მოსარჩელე ს------ კ---------ი ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისი, გ---------------. ამ მისამართზე ცხოვრების პერიოდში, დაქორწინდა და მისი შვილებიც დაიბადნენ ამ მისამართზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ პოზიციას იმის შესახებ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად იქნა შეფასებული ს------ კ---------ის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი. პალატა უდავოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ს------ კ---------ი მამის - მ------- კ---------ის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივი ფლობით შეუდგა კანონით დადგენილ ვადაში დანაშთი ქონების ფლობასა და მართვას, რაც მოწმობს მის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს.

 

4.3. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამავე 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა, ხოლო 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესით, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტები, რომელთა შესახებ ცნობილია მხარეებისათვის უნდა წარედგინოს პირველი ინსტანციის სასამართლოს. ახალი ფაქტები ეს ისეთი ფაქტებია, რომლებიც ადრე არ იყო მითითებული მხარეების მიერ იმის გამო, რომ არ იყო ცნობილი მათ შესახებ და წარმოიშვნენ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის შემდეგ. მხარეებს, რომლებმაც მიმართეს სასამართლოს სააპელაციო საჩივრით ან ამ საჩივარზე შესაგებლით, შეუძლიათ მოიყვანონ ახალი ფაქტები და წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, მაგრამ სააპელაციო სასამართლო მიიღებს მათ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ, სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველთვის უნდა შეაფასოს ახალი ფაქტებისა და ახალი მტკიცებულებების მიღებისა და გამოკვლევის დასაშვებობის 380-ე მუხლით დადგენილი პირობები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს არც სარჩელში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას იმ ფაქტზე, რომ ს------ კ---------ს 1964 წელს დათმობილი აქვს წილი სამკვიდროდან, არ მიუთითებია და ეს საკითხი დააყენა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში შეტანილი საჩივრით. ამასთან, აპელანტი ვერ უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ რაიმე საპატიო მიზეზზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეს შეეძლო შესაგებელში მიეთითებინა აღნიშნულის თაობაზე, რაც არ გააკეთა. შესაბამისად, მან დაკარგა უფლება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მიეთითებინა ახალ გარემოებებზე. ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში აღნიშნული ფაქტი და გარემოება არ შეიძლება გასცდეს სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე--------- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ იქნა გადახდილი 600 ლარი, თუმცა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე--------- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები ბესარიონ ტაბაღუა

 

გოდერძი გიორგიშვილი