განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
080210019002463172
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210--9002463172

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-471-19 30 ოქტომბერი, 20-9 წელი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი): მოსამართლეები: ლაურა მიქავა ირმა პერანიძე ინდირა მაშანეიშვილი სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი დავის საგანი - მა---------–----- - მა---------------ს-----–--- - ბა-----------–---, ხა----------- - მა--------------, ნი------------–---–- - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, მოძრავი ნივთების დაბრუნება

-

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 20-9 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- მა----------–------ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

- ქ. ქ-------–-, დ.ა----–-----–-------- №2-/ბინა №19-ში არსებული მოძრავი ნივთი „თმის უთო“ შავი ფერის („MAC„) გამოთხოვილი იქნა მოპასუხის მფლობელობიდან და დაუბრუნდა მოსარჩელე მარიამი სილაგაძეს.

- გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 11 მაისის განჩინებით (საქმე №1------) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ყადაღა მოეხსნა ხა------------ (პ/ნ.: 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ.ქუთაისი, დავით აღ--–-----–--------ირი №2- ბინა №19, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.0-.2-.0--.0-.0-9;

- ყადაღა მოეხსნა ქ.ქუთაისი, დავით აღ--–-----–--------ირი #2- ბინა #19-ში მდებარე შემდეგ მოძრავ ნივთებს: (1). შესასვლელის კარადა, ღია ყავისფერი, (2). სასტუმრო ოთახი: 3.პატარა ვიტრინა, მუქი ყავისფერი კარით; 4. დიდი ვიტრინა მუქი ყავისფერი, ღია ყავისფერი კარით; 5. ტვ.სტენდი; 6. ტელევიზორი „სამსუნგი“; 5. დივანი მუქი ყავისფერი 2 სავარძლით; (3). საძინებელი გარნიტური: 1. კარადა; 2. კომოდი, 3. ტუმბო, 4. საწოლი, 5. ტრილიაჟი. (4) სამზარეულო: 1. მაგიდა შავ-თეთრი, 2. სავარძელი 4ც. (2 შავი, 2 თეთრი), 3. კარადა, 4. გაზის ღუმელი - 4 განყოფილებით (დასადგმელი), 5. მაცივარი - Heis ens, ვერცხლისფერი; 6. სარეცხი მანქანა Ariston Wmol 942 შავი ფერის. (5) 1. თმის საშრობი ფენი შავი ფერის, 2. თმის უთო შავი ფერის MAC, 3. გრაფინი 6 ჭიქით, 4. თეფშის ნაკრები ვარდის დეკორით 18ც. 5. სასუპე, 6. ჯამები Nilmans, 7. საარყე ჭიქები, 8. ტორტისთვის ნაკრები, 9. თეფშის ნაკრები.

- მოთხოვნის სხვა ნაწილში მა---------–------ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

- ბაგრატი უკლებას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა.

- შეწყდა ბაგრატი უკლებას (დაბ: 29.0-.1990 წ.; პ/ნ - 4140-0-1885) და მარიამი სილაგაძეს (დაბ: 14.11.1992წ. პ/ნ - 600--113527) შორის 20-0 წლის 21 ნოემბერს სამოქალაქო რეესტრის ქ.ქუთაისის ქორწინების სახლში რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერის №8520-0-1146).

- ბაგრატი უკლებას პ/ნ 600--11352-, დაუბრუნდა 20-8 წლის 07 ივნისს მის მიერ სს საქართველოს ბანკში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (საგადახდო დავალება

№32), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 30--83150.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. მა---------–----- 20-0 წლის 21 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ბა-----------–---სთან. ერთად ცხოვრების პერიოდში 20-1 წლის 13 ივლისს შეეძინათ შვილი გაბრიელ უკლება;

 

2.2. მა---------–----- და ბა-----------–--- ცხოვრობენ ცალკ-ცალკე და ოჯახური თანაცხოვრების აღდგენა შეუძლებელია. მეუღლეთა თანაცხოვრება შეწყვეტილია. მოსარჩელე მა---------–----- ცხოვრობს მშობლებთან და შვილთან ერთად;

 

2.3. 20-6 წლის 30 მაისს ბა-----------–---ს და ია გურგენიძეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბა-----------–---მ ია გურგენიძისაგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ-------–-, დ. აღ--–-----–-------- №2- ბინა №19-ში. ხელშეკრულების თანახმად ნასყიდობის საგნის ღირებულება განსაზღვრული იქნა 2-000 აშშ დოლარად. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ბა-----------–---ს საკუთრების უფლებით;

 

2.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ სადავო ქონება წარმოადგენს ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებას, შეძენილია მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში და წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, რაზეც ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი;

 

2.5. ბა------------–---- და ხატია ხიხაძეს შორის 20-7 წლის 07 ნოემბერს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხა-----------მ ბა-----------–---სგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ-------–-, დ. აღ--–-----–-------- №2- ბინა №19-ში. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება განსაზღვრული იქნა 10000 ლარად. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ხა------------ საკუთრების უფლებით;

 

2.6. დადგენილია, რომ ბა-----------–---მ უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე ქ. ქ-------–-, დ.აღ--–-----–-------- №2-, ბინა №19, საკუთრების უფლება შეიძინა, ასევე სადავო ქონება გაასხვისა მარიამ სილაგაძესთან ქორწინების განმავლობაში. სადავო ქონება მოპასუხე ბაგრატ უკლებამ გაასხვისა 20-7 წლის 07 ნოემბერს. საცხოვრებელ ბინაში რეგისტრირებულნი არიან მა---------–-----, ბა-----------–--- და შვილი გაბრიელ უკლება;

 

2.7. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სარჩელში მითითებული ავეჯი და სხვა მოძრავი ნივთები წარმოადგენს მის მზითევს, რომელიც მშობლების და ბებია-პაპის (ბაბუის) მიერ იქნა შეძენილი, შესაბამისად ეს ნივთები არის მისი ინდივიდუალური საკუთრება. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად მოსარჩელე მხარე მიუთითებს საცხოვრებელ ბინაში გადაღებულ ფოტომასალაზე;

 

2.8. განსახილველ შემთხვევაში მა---------–------ სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, ასევე ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ნივთების დაბრუნება;

 

2.9. სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს თანამესაკუთრის სტატუსის მქონე პირს. სადავო უძრავი ქონება განეკუთვნებოდა არა ერთი პირის ინდივიდუალურ საკუთრებას, არამედ საზიარო საგანს. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეთა შორის სადავო სახლზე დადებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რადგან მის უფლებებს და კანონიერ ინტერსესს შეეხო. მხარეთა გაფორმებული გარიგება (ნასყიდობის ხელშეკრულება) არის მოჩვენებითი გარიგება, ვინაიდან მყიდველი არის მხარეთა საერთო მეგობარი, ამასთან ხა-----------ს სადავო სახლში არც თავისი ნივთები შეუტანია და არც მოსარჩელის ნივთების იქ არსებობაზე უთქვამს პრეტენზია. სადავო ქონება წარმოადგენს ბა-----------–---ს საცხოვრებელ ადგილს;

 

2.10. მოპასუხე ბადრი უკლება არ ეთანხმება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას. მოპასუხის განმარტებით მოსარჩელე მა---------–------ ინდივიდუალურ ნივთს წარმოადგენს მხოლოდ, თმის უთო. სხვა ნივთები შეძენილია ერთობლივად, თანაცხოვრების პერიოდში. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე არ ეთანხმება მოპასუხე ხა-----------, მოპასუხის განმარტებით ის წარმოადგენს უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს და არ არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები;

 

2.11. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მა---------–-----მ მხარემ ვერ შეძლო მტკიცების საგანში (სადავო ნაწილი) შემავალი გარემოებების დადასტურება. ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. ფაქტობრივი გარემოება, იმის შესახებ, რომ სარჩელში ჩამოთვლილი ავეჯი და სხვა მოძრავი ნივთები მოსარჩელის მზითევს - მის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა არ დგინდება. მოპასუხე მხარემ აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა, მოსარჩელემ კი ვერ შეძლო ამ გარემოების უდავოდ დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-10--ე მუხლების შესაბამისად.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში

 

2.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო მოძრავი ნივთის „თმის უთოს დაბრუნების„ მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას;

 

2.13. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შავი ფერის „MAC„-ის ფირმის თმის უთოს მოთხოვნის ნაწილში, წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს;

 

2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158.1. მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი;

 

2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით;

 

2.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი ან წილადი საკუთრება) წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე;

 

2.17. მოსარჩელემ მოითხოვა ბა------------–---- და ხატია ხიხაძეს შორის 20-7 წლის 07 ნოემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ½ ნაწილში, ასევე მოითხოვა ცნობილი იქნას ქ. ქ-------–-, დავით აღმაშენებლის გამზ. №2-/19-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის (ს/კ: 0-.0-.2-.0--.0-.0-9) ½ ნაწილის მესაკუთრედ;

 

2.18. დადგენილია, რომ მა---------–----- და ბა-----------–--- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 20-0 წლის 21 ნოემბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში, 20-6 წლის 30 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინეს უძრავი ქონება მდებარე მისამართზე, ქ. ქ-------–-, დავით აღ--–-----–-------- №2-/19-ში. უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა ბა-----------–---. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 2-000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული მსჯელობის ანალიზით, დადგენილია, რომ მხარეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ-------–-, დ.აღ--–-----–--------. №2-/19-ში წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო ქონებას (თანასაკუთრებას);

 

2.19. საქმეში წარმოდგენილი 20-7 წლის 07 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ბა-----------–---მ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. ქ-------–-, დ.აღ--–-----–--------. №2-/19-ში, საკუთრებაში გადასცა ხა-----------ს. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის წესის დაცვით, სადავო ქონება მდებარე ქ. ქ-------–-, დ. აღ--–-----–--------.: №2-/19-ში, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ხა------------ სახელზე;

 

2.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.1. მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. სსკ 327.1. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სსკ 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში;

 

2.21. მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ქონება განეკუთვნებოდა არა ერთი პირის ინდივიდუალურ საკუთრებას, არამედ საზიარო საგანს, შესაბამისად უძრავი ქონების გასხვისების დროს საჭირო იყო მისი თანხმობა. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეთა შორის სადავო სახლზე დადებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რადგან მის უფლებებს და კანონიერ ინტერსესს შეეხო, რაც გამოიხატება კონსტიტუციური უფლების, საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევაში;

 

2.2-. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160.1. მუხლის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. სასამართლო განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა, მეუღლეთა შეთანხმების არ არსებობის პირობებში, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვისას, იცავს შემძენის ინტერესებს და არა იმ მეუღლის ინტერესებს, რომელიც საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ არ იყო რეგისტრირებული, თუმცა მას აღნიშნული უფლება გააჩნდა რეგისტრირებული ქორწინების პირობებში ქონების შეძენის საფუძვლით;

 

2.23. სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების შეძენისას იცავს კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს ქონების თანამესაკუთრედ არარეგისტრირებული მეუღლის პრეტენზიისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც;

 

2.24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი გვამცნობს, რომ შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამავე კოდექსის 312–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების მიხედვით კი, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა;

 

2.2-. ამდენად, მართალია, სამოქალაქო კოდექსის 1160–ე მუხლი მეუღლეთა საერთო ქონების განკარგვის წესს განსაზღვრავს კეთილსინდისიერების პრინციპზე მითითების გარეშე, მაგრამ როგორც აღინიშნა, კეთილსინდისიერების ფაქტის არსებითი მნიშვნელობა უძრავ ქონებაზე უფლების მოპოვებისას რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის 312–ე მუხლში, გარდა ამისა, ნებისმიერი სახის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისათვის მხარეთა მიერ კეთილსინდისიერების პრინციპით მოქმედების ვალდებულებას ადგენს სამოქალაქო კოდექსის მე–8 მუხლის მე–3 ნაწილი, რომლის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, პირის კეთილსინდისიერ შემძენად აღიარება დამოკიდებულია მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე კანონით განსაზღვრული მოვლენის მიმართ. კეთილსინდისერების ფაქტი არ შეიძლება დამოკიდებული იყოს იმგვარ მოვლენაზე, რომელიც არ არის პირისათვის ცნობილი და არც უნდა ყოფილიყო ცნობილი ანუ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია შემძენის კეთილსინდისიერებაზე გამსხვისებლის მიერ შექმნილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ. არ შეიძლება შემძენს მოეთხოვოს შესაძენი უფლების შესახებ იმაზე მეტის ცოდნა, რაც კანონით არის დადგენილი. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფაქტისადმი ნდობა გულისხმობს იმას, რომ უფლება, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში, ნამდვილად ეკუთვნის გამსხვისებელს, ანუ იმ პირს, რომელის გამოხატავს ნებას გაასხვისოს მის სახელზე რეგისტრირებული უფლება;

 

2.26. მოსარჩელის მტკიცებით, მხარეთა გაფორმებული გარიგება (ნასყიდობის ხელშეკრულება) არის მოჩვენებითი გარიგება, ქონება გასხვისებული იქნა ახლო მეგობარზე, რომელიც არ წარმოადგენს კეთილსინდისიერ მყიდველს, ვინაიდან მას სადავო სახლში არც თავისი ნივთები შეუტანია და არც მოსარჩელის ნივთების იქ არსებობაზე უთქვამს პრეტენზია. სადავო ქონება წარმოადგენს ბა-----------–---ს საცხოვრებელ ადგილს;

 

2.27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ხელშეკრულების დადების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მხარეთა ნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, საკუთრების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მხოლოდ მესაკუთრეა უფლებამოსილი განკარგოს კუთვნილი ქონება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია, რომ ნივთის გამყიდველი იყოს მისი მესაკუთრე და შესაბამისად, გარიგების დადებისას გამოხატული იყოს მისი ნება ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით, ე.ი. გარიგების ნამდვილობაც დამოკიდებულია მესაკუთრის ნების ნამდვილობაზე;

 

2.28. ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე უთითებს, რომ გარიგება არის მოჩვენებითი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია, გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგების უკან ჩვეულებრივ სხვა გარიგება იმალება, რომლის მიღწევაც გარიგების მონაწილეებს აქვთ განზრახული. მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნოებიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების მიზანი, მესამე პირის მოტყუებაა, აღნიშნული გარემოება მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლებიდან არ გამომდინარეობს;

 

2.29. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასითებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ასეთი გარემოებები კი საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა - განმარტებით არ დასტურდება;

 

2.30. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით, ვერ დაასაბუთა ნასყიდობის მოჩვენებითი ხასიათი. სადავო გარიგების ბათილად ცნობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს. ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე უნდა დაამტკიცოს მან ვისაც მიაჩნია, რომ მოჩვნებითად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რომლებმაც განაპირობეს მოჩვენებითი გარიგების დადება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია;

 

2.31. ამდენად, სასამართლოს მიიჩნია, რომ ხა----------- 20-7 წლის 07 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენს უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე, ქ. ქ-------–-, დ. აღ--–-----–-------- №2-/19) ნასყიდობის ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერ შემძენს. ის გარემოება, რომ ხა----------- წარმოადგენს მხარეთა მეგობარს (რაც ვერ იქნა დადასტურებული) არ შეიძლება განიხილებოდეს მათ შორის დადებულ გარიგებათა ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საკმარის საფუძველს;

 

2.32. გარიგების ბათილობის საფუძვლები განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-88-ე მუხლებით. აღნიშნული მუხლების შესაბამისად, გარიგება შესაძლებელია შეცილებულ იქნეს, თუ იგი დადებულია შეცდომით, მოტყუებით, იძულებით, კანონით გასაზღვრული ფორმის დაუცველად ან მხარის მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის გარეშე, ასევე, თუ ეწინააღმდეგება კანონს, ამორალურია, თვალთმაქცური ან მოჩვენებითია. საქმის მასალებით არ დადასტურებულა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის გარიგება დადებული იქნა მოჩვენებით. განსახილველ შემთხვევაში 20-7 წლის 07 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს კანონით დადგენილი რომელიმე წესის და აკრძალვის დარღვევას ადგილი ჰქონია;

 

2.33. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183–ე მუხლით ,,უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში“. ამავე კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით: ,,ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება;

 

2.34. 20-7 წლის 07 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია ზემოაღნიშნული ნორმების დაცვით და ის გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს თანამესაკუთრის სტატუსის მქონე პირს, ასევე მოსარჩელის მტკიცება, რომ მხარეთა გაფორმებული გარიგება (ნასყიდობის ხელშეკრულება) არის მოჩვენებითი გარიგება, ვინაიდან ხა----------- არის მხარეთა მეგობარი (რაც არ არის დადასტურებული), ხა-----------ს სადავო სახლში არც თავისი ნივთები შეუტანია და არც მოსარჩელის ნივთების იქ არსებობაზე უთქვამს პრეტენზია, არ წარმოშობს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს;

 

2.35. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის შეფასება ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილი ნების საფუძველზე დადებისა და შემძენთა კეთილსინდისიერების შესახებ, რაც გამორიცხავდა 20-7 წლის 07 ნოემბერს დადებულ გარიგების ბათილად ცნობისა და ქონების მიმართ მოსარჩელის პრეტენზიის საფუძვლიანობას. ამდენად, მოსარჩელე მა---------–------ სარჩელი ბა-----------–---ს და ხა------------ მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა;

 

2.36. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, ფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამდენად, ამ კატეგორიის სარჩელის აღძვრისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ამ ნივთის მფლობელი და მას არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;

 

2.37. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, მოძრავი ნივთების დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მა---------–------ მშობლების, ბებია და პაპის (ბაბუა) მიერ მოძრავი ნივთების შეძენის ფაქტი. მოსარჩელე მა---------–-----მ ვერ უზრუნველყო თავისი მტკიცების სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა სარჩელში მითითებული ავეჯის და სხვა მოძრავი ნივთების შეძენის ფაქტს. შესაბამისად, მა---------–------ სარჩელის მოთხოვნა ავეჯის და სხვა მოძრავი ნივთების დაბრუნების თაობაზე (გარდა მოძრავი ნივთის „თმის უთო შავი MAC„, ვინაიდან მოთხოვნის ამ ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი) უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა;

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ გაასაჩივრა მა---------–-----მ

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, შესაგებელში დავის დამატებით ფაქტობრივ გარემოებებში მოპასუხე ადასტურებს, რომ 8000$ აპელანტის მშობლებმა დაამატეს ბინის შეძენისას. ე.ი. უდავოა, რომ ბინაში მისი მხრიდან გაცილებით მეტი იქნა გადახდილი, ვიდრე მოპასუხეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულებაშია მითითებული. სასამართლომ კი აღნიშნული გარემოება არც შეაფასა. ასევე შეუფასებელი დატოვა სასამართლომ მე-3 ფაქტობრივი გარემოება, საბანკო დავალიანების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ხა-----------სა და ბა-----------–---ს შორის სასესხო ურთიერთობის დამადასტურებელი მტიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. არ შეფასდა სასამართლოსგან მტკიცებულებად მოპასუხის ის აღიარება, რომ ხა-----------სთან ნაცნობობა ჰქონდა, მეგობრებთან, სუფრებთან ხვდებოდა და ა.შ.;

 

3.2. სასამართლოს მხრიდან არ შეფასდა სწორად მოპასუხის აღიარება, რომ სადაო ბინაში განთავსებულია მისი ნივთები და ხა----------- რეალურად ბინას არ დაუფლებია. სასამართლო ვალდებული იყო მტკიცებულებად თავისსავე განჩინებას დაყრდნობოდა ნივთების დაყადაღების თაობაზე. სარჩელში სრულად მითითებული ნივთები უკლებლივ აღმოჩნდა სადაო ბინაში და ისინი არ შეუძენია ბა-----------–---ს;

 

3.3. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სადაო უძრავი ნივთი მეუღლეთა თანასაკუთრებაა, მასზე ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი და ასევე, რომ მასში დღემდე რეგისტრირებულნი არიან ის, მისი შვილი გაბრიელი და მოპასუხე ბა-----------–---. თუმცა სასამართლომ მის მიერვე დადგენილი ფაქტები ადეკვატურად ვერ შეაფასა და მოპასუხე ხა-----------, ზემოაღნიშნულის მიუხედავად გამოაცხადა ,,კეთილსინდისიერ“ შემძენად. სასამართლომ ვერ შეძლო სამართლებრივად სწორად შეეფასებინა ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად ვერ დაასაბუთა მოპასუხე ხა------------ ,,კეთილსინდისიერება“ ნასყიდობისას;

 

3.4. ბა-----------–---მ, ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სახლის გაყიდვა მოხდა მასთან შეთანხმებით. მოპასუხეთა შორის სადაო სახლზე დადებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რადგან მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესს შეეხო, რაც გამოიხატებოდა კონსტიტუციური უფლების, საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევაში. ბა-----------–---ს და ხა-----------ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან შეთანხმების არარსებობის პირობებში, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვა წარმოადგენს კანონის დარღვევით დადებულ გარიგებას, ეს ხელშეკრულება დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა, ამიტომ ხა----------- არის არაკეთილსინდისიერი შემძენი;

 

3.5. რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მიერ ამა თუ იმ ქონებაზე უფლების არსებობა ნებისმიერი მესამე პირისთვის წარმოშობს ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ქონებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ასევე მესაკუთრის მეუღლე. მეუღლეთა შორის უთანხმოების არსებობის პირობებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, ასეთ ქონებაზე უფლების მოპოვება პირდაპირ მიუთითებს უფლების შემძენის მხრიდან ერთ-ერთი მეუღლის ინტერესების უგულებელყოფაზე. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია არა გარეშე პირებს, არამედ ახლო მეგობრებს შორის. მყიდველ ხა-----------ს, როგორც ახლობელს, გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შეეძლო სცოდნოდა, უნდა სცოდნოდა და იცოდა კიდეც, რომ უძრავი ქონება, რომელზეც მას და ბა-----------–---ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, წარმოადგენდა მისი და მისი მეუღლის თანასაკუთრებას. ამდენად, ხა------------ მიმართ ვერ გავრცელდება სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლის მოთხოვნები, რომლებიც საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმციას შეეხება და იგი ვერ ჩაითვლება ზემოთმითითებული ნორმით დადგენილ კეთილსინდისიერ შემძენად. ხა-----------ს სადაო სახლში არც თავისი ნივთები შეუტანია და არც მისი ნივთების იქ არსებობაზე გამოუთქვამს პრეტენზია. სადაო სახლი დღემდე წარმოდგენს მისი და ბაგრატი უკლებას რეგისტრაციის ადგილს. ე.ი. ფაქტობრივად არ შეცვლილა მათი იურიდიული მისამართი. არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ხა-----------მ მიიღო სადაო ქონება როგორც მესაკუთრემ. აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ასევე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, ამ გადაწყვეტილებაში 2.1-2.6 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს:

 

4.2. 0-.10.20-9 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარემ ბა-----------–---მ სრულად დაუჭირა მხარი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილი იქნა ქორწინების განმავლობაში მეუღლეების მიერ, ერთობლივად. ბა-----------–---მ დაადასტურა, რომ ხა----------- არის დედამისის - ირ--------------- ძმის შვილის ახლო მეგობარი და ოჯახთან დაახლოებული პირი. მან თვალთმაქცურად გააფორმა ხა-----------სთან სადავო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, მას არანაირი ვალი მის წინაშე არა აქვს და არც ხა-----------ს შეუძენია რეალურად ეს ბინა, არ დაუფლებია მას და არც ერთი თეთრი მისთვის არ გადაუხდია. დაადასტურა, რომ სადავო ბინაში დღემდე თვითონ ცხოვრობს, ხოლო ხა-----------ს არანაირი მცდელობა არ ჰქონია მისი გამოსახლებისა, რადგან კარგად იცის, რომ გარიგება თვალთმაქცურია და მას ბინა არ შეუძენია. ასევე დაადასტურა, რომ ბინაში არსებული ყველა მოძრავი ნივთი, რაც მითითებულია სარჩელში წარმოადგენს მა---------–------ პირად ნივთებს, რომელიც მოტანილი იქნა მის მიერ მზითვის სახით და დღემდე განთავსებულია სადავო ბინაში (იხ. სააპელაციო სასამართლოს 20-9 წლის 0- ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავოდაა გამხდარი მოპასუხეებს - ბა-----------–---ს და ხა-----------ს შორის 20-7 წლის 07 ნოემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ½ ნაწილში ბათილად ცნობა და ქ. ქ-------–-, დავით აღ--–-----–-------- №2-/19-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის (ს/კ: 0-.0-.2-.0--.0-.0-9) ½ ნაწილში მა---------–------ მესაკუთრედ ცნობა; ასევე ქ. ქ-------–-, დავით აღ--–-----–--------ირი №2-/19-ში მდებარე ბინიდან მოძრავი ნივთების (მა---------–------ ინდივიდუალური საკუთრების) გამოთხოვა;

 

4.4. სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. ამავე კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი;

 

4.5. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ამავე კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით;

 

4.6. აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. არ არის აუცილებელი შეძენაში მეორე მეუღლის დამოუკიდებელი შემოსავლით მონაწილეობა და ორივე მეუღლის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო ქონება შეძენილია მოპასუხეების რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში და შესაბამისად წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას, თანაზიარ ქონებას, რის გამოც თითოეულის წილი ამ უძრავ ქონებაზე შეადგენს ½ ნაწილს;

 

4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ;

 

4.8. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა: „..საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლებით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა, თუ ორივე მეუღლის მიერ. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა“ (იხ., სუსგ №ას-7-7-20-6, 16 მარტი, 20-6 წელი);

 

4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ამავე კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

 

4.10. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ 20-6 წლის 30 მაისს სადავო უძრავი ნივთი 2- 000 აშშ დოლარად შეძენილი იქნა მეუღლეების მა---------–------ და ბა-----------–---ს თანაცხოვრების პერიოდში, განქორწინებამდე. ამდენად, იგი წარმოდგენდა მათ საერთო საკუთრებას. თუმცა, უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ბა-----------–---ს საკუთრების უფლებით;

 

4.11. დადგენილია, რომ ბა-----------–---ს და ხა-----------ს შორის 20-7 წლის 07 ნოემბერს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხა-----------მ ბა-----------–---სგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ-------–-, დ. აღ--–-----–-------- №2- ბინა №19-ში. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება განსაზღვრული იქნა 10000 ლარად. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ხა------------ საკუთრების უფლებით;

 

4.12. მოცემულ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი სწორედ 07.11.20-7წ. ბა------------–---- და ხა-----------ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელზეც აპელანტი მიუთითებს, რომ იგი არის მოჩვენებითი, რადგან მას არ მოჰყოლია შესაბამისი იურიდიული შედეგი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში შეფასების საგანს წარმოადგენს დადებულია თუ არა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება მხოლოდ მოსაჩვენებლად, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია;

 

4.13. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება);

 

4.14. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ მხარეთა „ურთიერთშეთანხმებაზე“;

 

4.15. საქმეში წარმოდგენილი ბა-----------–---ს და ხა-----------ს შორის 20-7 წლის 07 ნოემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება განსაზღვრულია 10 000 ლარად, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული უძრავი ქონება 20-6 წლის 30 მაისს ანუ 1 წლით და 5 თვით ადრე 2- 000 აშშ დოლარად არის შეძენილი მეუღლეების მიერ. ამდენად, მოცემული მცირე დროის პერიოდში უძრავი ნივთის ამგვარი ფასის ,,ვარდნა’’ მიუთითებს ამ გარიგების მოჩვენებითობაზე. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულებაში არსად არ არის მითითებული, რომ ნასყიდობის ფასი გადახდილი იქნა მყიდველის მიერ, განსხვავებით 30.05.20-6წ. ხელშეკრულებისაგან, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ ,,ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 2- 000 აშშ დოლარად, რომელიც მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი“. ასეთ პირობებში არ არის წარმოდგენილი, თუნდაც 10000 ლარის, როგორც უძრავი ნივთის ნასყიდობის ფასის ,,გამყიდველისათვის’’ გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება;

 

4.16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას;

 

4.17. განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარემ ბა-----------–---მ სრულად დაუჭირა მხარი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილი იქნა ქორწინების განმავლობაში მეუღლეების მიერ ერთობლივად. ბა-----------–---მ დაადასტურა, რომ ,,ხა----------- არის დედამისის - ირ--------------- ძმის შვილის ახლო მეგობარი და ოჯახთან დაახლოებული პირი. მან თვალთმაქცურად გააფორმა ხა-----------სთან სადავო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, მას არანაირი ვალი მის წინაშე არა აქვს და არც ხა-----------ს შეუძენია რეალურად ბინა, არ დაუფლებია მას და არც თანხა მისთვის არ გადაუხდია. დაადასტურა, რომ სადავო ბინაში დღემდე თვითონ ცხოვრობს, ხოლო ხა-----------ს არანაირი მცდელობა არ ჰქონია მისი გამოსახლებისა, რადგან მან იცის, რომ გარიგება თვალთმაქცურია და მას ბინა არ შეუძენია’’;

 

4.18. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ბა-----------–---სა და ხა-----------ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს, რაც, სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მისი ½ ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველია. შესაბამისად, მა---------–------ საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე უნდა გავრცელდეს მის ½ ნაწილზე, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

4.19. ამასთან, მართალია საჯარო რეესტრში სადავო უძრავი ქონება აღრიცხული იყო მხოლოდ ერთი მეუღლის საკუთრებაში, თუმცა პალატა მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრი წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივ ინსტიტუტს, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, სახელდობრ, როგორიცაა უძრავ ნივთებზე საკუთრება და სხვა სანივთო უფლებები. საჯარო რეესტრის ძირითადი დანიშნულება მდგომარეობდა იმაში, რომ იგი ასრულებს მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის გარანტიის ფუნქციას. საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ქონების ერთ-ერთი მეუღლის სახელზე რეგისტრაციით იგი ვერ ჩაითვლება ინდივიდუალურ საკუთრებად, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში და შესაბამისად, წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას;

 

4.20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მა---------–------ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების ბა-----------–---ს და ხა------------ მიმართ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების ½ ნაწილში ბათილად ცნობის და სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილის მა---------–------ საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

4.21. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა ქ. ქ-------–-, დავით აღ--–-----–--------ირი №2-/19-ში მდებარე ბინაში განთავსებული მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების გამოთხოვა. მოსარჩელის მითითებით ეს ნივთები მისი ინდივიდუალური საკუთრებაა;

 

4.2-. სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით;

 

4.23. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება;

 

4.24. განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარემ ბა-----------–---მ დაადასტურა, რომ ბინაში არსებული ყველა მოძრავი ნივთი, რაც მითითებულია სარჩელში წარმოადგენს მა---------–------ პირად ნივთებს, რომელიც მოტანილი იქნა მის მიერ მზითვის სახით და დღემდე განთავსებულია სადავო ბინაში. ამდენად, მოპასუხემ აღიარა, რომ სადავო ნივთები წარმოადგენს მა---------–------ ინდივიდუალურ საკუთრებას, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა მოძრავი ნივთების გამოთხოვის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად;

 

4.2-. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;

 

4.27. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. მა---------–------ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-9 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მა---------–------ სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს სრულად;

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც;

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება;

 

6.3. დადგენილია, რომ მა---------–------ სააპელაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. ამასთან დადგენილია, რომ ბა-----------–---მ სრულად ცნო სასარჩელო მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე. მა---------–------ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით ჯამში გადახდილი იქნა 674,70 ლარი (პირველი ინსტანციის სასამართლოში 289,10 ლარი (ს/ფ 58-59), ხოლო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში 385,60 ლარი (ს/ფ 263)). შესაბამისად, ხა-----------ს მა---------–------ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 337,5 (674,70/2=337,35) ლარის ოდენობით; ხოლო ბა-----------–---ს მა---------–------ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 168,68 (674,70/2=337,35/2=168,675) ლარის ოდენობით;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მა---------–------ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 20-9 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მა---------–------ სარჩელი მოთხოვნის სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. მა---------–------ სარჩელი ბა-----------–---ს და ხა------------ მიმართ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ½ ნაწილში ბათილად ცნობის, უძრავი ქონების ½ ნაწილში მესაკუთრედ მა---------–------ ცნობის, ასევე მოძრავი ნივთების გამოთხოვის ნაწილში დაკმაყოფილდეს სრულად:

 

3.1. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხეებს - ბა-----------–---ს და ხა-----------ს შორის 20-7 წლის 07 ნოემბერს დადებული უძრავი ქონების (ქ. ქუთაისი, დავით აღ--–-----–--------ირი №2-/19-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, ს/კ: 0-.0-.2-.0--.0-/0-9) ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში;

 

3.2. მა---------–----- ცნობილი იქნას ქ. ქ-------–-, დავით აღ--–-----–--------ირი №2-/19-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის (ს/კ: 0-.0-.2-.0--.0-/0-9) ½ ნაწილის მესაკუთრედ;

 

3.3. ქ. ქ-------–-, დავით აღ--–-----–--------ირი №2-/19-ში (ს/კ: 0-.0-.2-.0--.0-/0-9) მდებარე ბინაში განთავსებული, მა---------–------ კუთვნილი მოძრავი ნივთები:

1. შესასვლელის კარადა, ღია ყავისფერი, ღირებული - 200 ლარად;

2. სასტუმრო ოთახი: 2.1. პატარა ვიტრინა, მუქი ყავისფერი კარით, ღირებული - 150 ლარად; 2.2. დიდი ვიტრინა მუქი ყავისფერი, ღია ყავისფერი კარით, ღირებული - 170 ლარად; 2.3. ტვ.სტენდი, ღირებული - 300 ლარად; 2.4. ტელევიზორი „სამსუნგი“, ღირებული - 300 ლარად; 2.5. დივანი მუქი ყავისფერი 2 სავარძლით, ღირებული - 350 ლარად;

3. საძინებელი გარნიტური: 3.1. კარადა, ღირებული - 300 ლარად; 3.2. კომოდი, ღირებული - 90 ლარად; 3.3. ტუმბო, ღირებული - 20 ლარად; 3.4. საწოლი, ღირებული - 200 ლარად; 3.5. ტრილიაჟი, ღირებული - 200 ლარად;

4. სამზარეულო: 4.1. მაგიდა შავ-თეთრი, ღირებული - 350 ლარად; 4.2. სავარძელი 4ც. (2 შავი, 2 თეთრი), ღირებული - 130 ლარად; 4.3. კარადა, ღირებული - 500 ლარად; 4.4. გაზის ღუმელი 4 განყოფილებით (დასადგმელი) ღირებული - 100 ლარად; 4.5. მაცივარი Heis ens, ვერცხლისფერი, ღირებული - 350 ლარად; 4.6. სარეცხი მანქანა Ariston Wmol 942, შავი ფერის ღირებული - 600 ლარად;

5. 5.1. თმის საშრობი ფენი, შავი ფერის, ღირებული - 30 ლარად; 5.2. გრაფინი 6 ჭიქით, თეფშის ნაკრები ვარდის დეკორით 18ც., ღირებული – 200 ლარად; 5.3. სასუპე, ჯამები Nilmans, საარყე ჭიქები, ტორტისთვის ნაკრები, თეფშის ნაკრები, ღირებული 100 ლარად - გადაეცეს მა---------–-----ს.

 

4. თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული მოძრავი ნივთები არ აღმოჩნდება ქ. ქ-------–-, დავით აღ--–-----–--------ირი №2-/19-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მა---------–-----ს ბა-----------–---ს მიერ აუნაზღაურდეს აღნიშნული ნივთების ღირებულება;

 

5. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

6. მოპასუხე ხა-----------ს მა---------–------ სასარგებლოდ დაეკისროს 337,35 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

7. მოპასუხე ბა-----------–---ს მა---------–------ სასარგებლოდ დაეკისროს 168,68 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე: ლაურა მიქავა

 

მოსამართლეები: ირმა პერანიძე

 

ინდირა მაშანეიშვილი