განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210013264916
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თეა სოხაშვილი - ნიკოლაიშვილი
ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი - მარიამ ცისკარიშვილი
საქმე N 2ბ/6084-17 “06” დეკემბერი , 2019 წელი
თბილისი
აპელანტი - პ-------------------, კ--------–-------, ნ---------------, გ----------------–---–-, კ-------------------, ვ----–-------–---–-, ი--------–-------, ლ---------------, ს--------–---–------, ზ--–-------------–---, რ-----------------, ე-----------, რ----------------------–----, რ---------------, გ--------------, ა--------------–---, ნ---------–-------, ზ-----------------, თ-------------------ს და გ-------------–---–- (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - მ-----–--------, ზ----------------, ა-------------------, კ-------–-------, მ-----–-----–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო(მოპასუხე)
(წარმომადგენელი - ს------------–--------–---------);
2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
(წარმომადგენელი - მ--------–--–-–---–-).
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სსიპ ს----–-–----------------------–-----------------------–------------–---.
წარმომადგენელი - ი-----–--–---------
დავის საგანი - პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, წილის უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, აქციების გასხვისების შესახებ განკარგულებების ბათილად ცნობა, საკუთრების დაბრუნება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.07.2017წ. გადაწყვეტილება
1.აპელანტის მოთხოვნა:
- გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.07.2017წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდეს .
- გაუქმდეს ამავე სასამართლოს 14.07.2017წ. განჩინებები მოსამართლე ლ------------------ და სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის აცილების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2. სასარჩელო მოთხოვნა: [პ-------------------ს, ნ---------------ს, გ----------------–---–-ს, კ-------------------ს, ვ----–-------–---–-ს, ი--------–-------ს, ლ---------------ს, ს--------–---–------ს, ზ--–-------------–---ს, ა--------------–---ს, რ----------------------–----ს, რ----------------, გ---------------, ზ-----------------ს, კ--------–-------ს, თ-------------------სა და გ-------------–---–-ს სარჩელის ფარგლებში]:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი შპს „თ---–-----–----“ დამფუძნებელ პარტნიორთა
2010 წლის 27 ივნისის კრების ოქმი;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი:
- შპს „თ---–-----–----“ დამფუძნებელ პარტნიორთა: პ-------------------ს, ნ---------------ს, კ--------–-------- და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 27 ივნისს დადებული წილის უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც პ-------------------მ სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო შპს „თ---–-----–--–-“ 85.94% წილი, ნ---------------მ 11.95% წილი და კ--------–-------- 2.11% წილი;
- შპს „თ---–-----–----“ დამფუძნებელ პარტნიორთა: პ-------------------ს, ნ---------------ს, კ--------–-------- და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 28 ივლისს დადებული წილის უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც პ-------------------მ სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო შპს „თ---–-----–--–-“ 85.94% წილი, ნ---------------მ 11.95% წილი და კ--------–-------- 2.11% წილი;
- პ-------------------სა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 2 ივლისს დადებული წილის (აქციათა) უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულება და 2010 წლის 2 ივლისის გასხვისების განკარგულება N5---, რომლითაც პ-------------------მ სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სს „თ-- თ---–-----–----“ 3 560 020 აქცია (აქციათა საერთო რაოდენობის - 5,14861%);
- ნ---------------სა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 6 ივლისს დადებული წილის (აქციათა) უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულება და 2010 წლის 5 ივლისის გასხვისების განკარგულება N5---, რომლითაც ნ---------------მ სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სს „თ-- თ---–-----–----“ 293 956 აქცია (აქციათა საერთო რაოდენობის - 0,42513%);
- გ--------------სა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 2 ივლისს დადებული წილის (აქციათა) უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულება და 2010 წლის 2 ივლისის გასხვისების განკარგულება N5---, რომლითაც გ--------------მ სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სს „თ-- თ---–-----–----“ 1 022 055 აქცია (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,47813%);
- ა--------------–---სა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 2 ივლისს დადებული წილის (აქციათა) უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულება და 2010 წლის 2 ივლისის გასხვისების განკარგულება N5---, რომლითაც ა--------------–---მ სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სს „თ-- თ---–-----–----“ 953 284 აქცია (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,37867%);
- რ----------------------–----- და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 2 ივლისს დადებული წილის (აქციათა) უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულება და 2010 წლის 2 ივლისის გასხვისების განკარგულება N5---, რომლითაც რ----------------------–----- სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სს „თ-- თ---–-----–----“ 953 284 აქცია (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,37867%);
- ზ-----------------სა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 2 ივლისს დადებული წილის (აქციათა) უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულება და 2010 წლის 2 ივლისის გასხვისების განკარგულება N5---, რომლითაც ზ-----------------მ სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სს „თ-- თ---–-----–----“ 953 284 აქცია (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,37867%);
- რ---------------სა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 2 ივლისს დადებული წილის (აქციათა) უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულება და 2010 წლის 2 ივლისის გასხვისების განკარგულება N5---, რომლითაც რ---------------მ სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სს „თ-- თ---–-----–----“ 953 284 აქცია (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,37867%);
- ს---------–---–------ა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 2 ივლისს დადებული წილის (აქციათა) უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულება და 2010 წლის 2 ივლისის გასხვისების განკარგულება N5---, რომლითაც ს---------–----–------ სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქცია (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%);
- ზ--–-------------–---სა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 2 ივლისს დადებული წილის (აქციათა) უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულება და 2010 წლის 2 ივლისის გასხვისების განკარგულება N5---, რომლითაც ზ--–-------------–---მ სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქცია (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%);
- გ----------------–---–-ა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 2 ივლისს დადებული წილის (აქციათა) უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულება და 2010 წლის 2 ივლისის გასხვისების განკარგულება N5---, რომლითაც გ----------------–---–-- სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქცია (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%);
- კ-------------------სა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 2 ივლისს დადებული წილის (აქციათა) უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულება და 2010 წლის 2 ივლისის გასხვისების განკარგულება N5---, რომლითაც კ-------------------მ სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქცია (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%);
- ლ---------------- და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 2 ივლისს დადებული წილის (აქციათა) უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულება და 2010 წლის 2 ივლისის გასხვისების განკარგულება N5---, რომლითაც ლ---------------- სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქცია (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%);
- თ--------------------- და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 6 ივლისს დადებული წილის (აქციათა) უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულება და 2010 წლის 5 ივლისის გასხვისების განკარგულება N5---, რომლითაც თ-------------------- სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქცია (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%);
- გ-------------–---–-- და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 5 ივლისს დადებული წილის (აქციათა) უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულება და 2010 წლის 5 ივლისის გასხვისების განკარგულება N5---, რომლითაც გ-------------–---–-- სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქცია (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%);
- ვ----–-------–---–-- და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 7 ივლისს დადებული წილის (აქციათა) უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულება და 2010 წლის 7 ივლისის გასხვისების განკარგულება N5---, რომლითაც ვ----–-------–---–-- სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქცია (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%);
- ი--------–-------- და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 6 ივლისს დადებული წილის (აქციათა) უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულება და 2010 წლის 5 ივლისის გასხვისების განკარგულება N5---, რომლითაც ი--------–-------- სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქცია (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%);
1.3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს:
- პ-------------------სათვის შპს „თ---–-----–----“ 85.94% წილის საკუთრებაში დაბრუნება;
- ნ---------------სათვის შპს „თ---–-----–----“ 11.95% წილის საკუთრებაში დაბრუნება;
- კ--------–-------სათის შპს „თ---–-----–----“ 2.11% წილის საკუთრებაში დაბრუნება;
- პ-------------------სათვის სს „თ-- თ---–-----–----“ 3 560 020 აქციის (აქციათა საერთო რაოდენობის - 5,14861%) საკუთრებაში დაბრუნება;
- ნ---------------სათვის სს „თ-- თ---–-----–----“ 293 956 აქციის (აქციათა საერთო რაოდენობის - 0,42513%) საკუთრებაში დაბრუნება;
- გ---------------ათის სს „თ-- თ---–-----–----“ 1 022 055 აქციის (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,7813%) საკუთრებაში დაბრუნება;
- ა--------------–---სათვის სს „თ-- თ---–-----–----“ 953 284 აქციის (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,37867%) საკუთრებაში დაბრუნება;
- რ----------------------–----სათვის სს „თ-- თ---–-----–----“ 953 284 აქციის (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,37867%) საკუთრებაში დაბრუნება;
- ზ-----------------სათვის სს „თ-- თ---–-----–----“ 953 284 აქციის (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,37867%) საკუთრებაში დაბრუნება;
- რ----------------ათვის სს „თ-- თ---–-----–----“ 953 284 აქციის (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,37867%) საკუთრებაში დაბრუნება;
- ს---------–---–------სათვის (უფლებამონაცვლე ს--------–---–------) სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქციის (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%) საკუთრებაში დაბრუნება;
- ზ--–-------------–---სათვის სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქციის (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%) საკუთრებაში დაბრუნება;
- გ----------------–---–-სათვის სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქციის (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%) საკუთრებაში დაბრუნება;
- კ-------------------სათვის სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქციის (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%) საკუთრებაში დაბრუნება;
- ლ---------------სათვის სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქციის (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%) საკუთრებაში დაბრუნება;
- თ-------------------სათვის სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქციის (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%) საკუთრებაში დაბრუნება;
- გ-------------–---–-სათვის სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქციის (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%) საკუთრებაში დაბრუნება;
- ვ----–-------–---–-სათვის სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქციის (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%) საკუთრებაში დაბრუნება;
- ი--------–-------სათვის სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქციის (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%) საკუთრებაში დაბრუნება (იხ.: 30.11.2015წ. დაზუსტებული სარჩელი; ტომი 4);
[რ-----------------ს, ნ---------–--------ა და ე------------ს სარჩელის ფარგლებში]:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი:
- რ-----------------სა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 2 ივლისს გაფორმებული გასხვისების განკარგულება N5---, რომლითაც რ-----------------მ სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქცია (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%);
- ნ---------–-------სა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 2 ივლისის გაფორმებული გასხვისების განკარგულება N5---, რომლითაც ნ---------–-------მ სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქცია (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%);
- ე------------სა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 5 ივლისის გაფორმებული გასხვისების განკარგულება N5---, რომლითაც ე------------- სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქცია (აქციათა საერთო რაოდენობის - 1,01699%);
1.2. გასაჩივრებული გარიგებებით სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ დათმობილ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობილ იქნენ რ-----------------, ნ---------–------- და ე------------ (იხ.: 02.07.2013წ. თავდაპირველი სარჩელი; ტომი 1);
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.07.2017წ. გადაწყვეტილებით პ-------------------ს, კ--------–-------ს, ნ---------------ს, გ----------------–---–-ს, კ-------------------ს, ვ----–-------–---–-ს, ი--------–-------ს, ლ---------------ს, ს--------–---–------ს, ზ--–-------------–---ს, რ-----------------ს, ე-------------, რ----------------------–----ს, რ----------------, გ---------------, ა--------------–---ს, ნ---------–--------, ზ-----------------ს, თ-------------------სა და გ-------------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტები ასევე მოითხოვენ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.07.2017წ. განჩინებები მოსამართლე ლ---- მ----------- და სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის აცილების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
7. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან 07.04.2003წ. გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,თ---–-----–---’’ 10 წლის ვადით მართვაში ჰქონდა გადაცემული სს „თ---–-----–----“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტის 1--% და მისი განვითარების მიზნით აღებული ჰქონდა შემდეგი ვალდებულებები: პროფილის შენარჩუნება; სახელმწიფო შეკვეთების უპირატესი უფლების უზრუნველყოფა; ინვესტიციის ან/და რეინვესტიციის განხორციელება 21 000 000 აშშ დოლარით.
8. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 12 ნოემბრის N1--- განკარგულებით განხორციელდა სს ,,თ---–-----–----’’ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთი ლარის ნომინალური ღირებულების - 62 735 237 ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქციის (საწესდებო კაპიტალის ყველა აქციის - 90%) შპს ,,თ---–-----–----ათვის’’ პირდაპირი მიყიდვა. აღნიშნულის საფუძველზე 2004 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „თ---–-----–---“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. სახელმწიფოს კუთვნილი 62 735 237 ცალი აქციის (აქციათა პაკეტის) გასაყიდი ფასი შეადგენდა 67 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, რაც უნდა გადახდილიყო ერთი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით (ტ.1, ს.ფ. 67-83).
ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა პირდაპირი მიყიდვის პირობები, რომლითაც მყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა:
- შეენარჩუნებინა ,,სააქციო საზოგადოების’’ პროფილი;
- უზრუნველეყო რენტაბელური სახელმწიფო შეკვეთების შესრულება უპირატესად;
აქციათა პაკეტის გასაყიდი ფასის სრულად გადახდიდან სამი წლის განმავლობაში უზრუნველყო:
- სს ,,თ---–-----–----’’ მუშა-მოსამსახურეთა საშუალო ხელფასის გაზრდა არანაკლებ 10%-ით ყოველწლიურად.
- სს ,,თ---–-----–----’’ მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობის გაზრდა 10%-ით
(ტ.1, ს.ფ. 71).
9. 06.01.2006წ. სამინისტრომ გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N1---პ, რომლის თანახმად, შპს „თ---–-----–---“ საკუთრებაში გადაეცა ნასყიდობის საგანი (ტ. 1, ს.ფ. 84).
10. შპს „თ---–-----–----“ 2006 წლის 20 აპრილის პარტნიორთა კრებაზე (ოქმი N6), დაკმაყოფილდა პარტნიორების: გ. გ---------, რ. ა-----–---–--, რ. ი---------, რ. პ------------–-----, ზ. ს----------, ა. ა-----–----, ნ. ს------–---–--, გ. გ------–-----, ლ. ხ----------, ე. ი------, ო. მ-----------, გ. ქ----–---–--, თ. კ--------, ა. ლ---–-–---–--, რ. კ-----------, ი. ა--–--------, ვ. ო----–---–--, ნ. მ–--------, ს. წ---–-------, ზ. გ-------–----, გ. ჯ------–---–--, ვ. ც---------–---–--- კ. კ--------------, ვ. რ-------- განცხადებები პარტნიორობიდან გასვლის შესახებ და კომპენსაციის სახით მიეცათ სს „თ--’’-ის (თ---–-----–---) აქციები შემდეგი ოდენობით: გ. გ--------- - 1 020 332; რ. ა-----–---–-, რ. ი---------, რ. პ------------–----, ზ. ს----------ა და ა. ა-----–----, თითოეულს - 956 561; ნ. ს------–---–-, გ. გ------–----, ლ. ხ---------, ე. ი------, ო. მ-----------, გ. ქ----–---–-, თ. კ--------, ა. ლ---–-–---–-, რ. კ-----------, ი. ა--–-------, ვ. ო----–---–-, ნ. მ–--------, ს. წ---–------, ზ. გ-------–----, გ. ჯ------–---–-,, ვ. ც---------–---–-, კ. კ-------------სა და ვ. რ--------, თითოეულს - 701 478. ზ. უ-------------ს მიეცა თანხმობა წილის პ. თ--------სათვის მიყიდვის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 101-103). ამასთან, პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით გაიზარდა შპს „თ---–-----–----“ საწესდებო კაპიტალი და პარტნიორების წილები (შენატანი) განისაზღვრა შემდეგნაირად: პ------------------- 61 1-- ლარი (85.94%), ნ--------------- 8 500 ლარი (11.95%) და კ--------–------- 1500 ლარი (2.11%) (ტ.1, ს.ფ. 101-103).
27.06.2010წ. მომზადებული ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს ,,თ---–-----–----’’ პარტნიორებს წარმოადგენდნენ: პ------------------- (წილი 85.94%), ნ--------------- (წილი 11.95%) და კ--------–------- ლარი (წილი 2.11%) (ტ.1, ს.ფ. 107-109).
11. დადგენილია, რომ სს „თ--’’- ის აქციები გადანაწილებული იყო შემდეგნაირად:
1. შპს თ---–-----–--- - 45 506 942 (65.81354%);
2. ბ-------------------- - 836 470 (1.20973%) (ამჟამადაც ფლობს აქციებს);
3. ლ---–-–---–----–------ - 703 201 (1.01699%) (ამჟამადაც ფლობს აქციებს);
4. თ-------- პ-------- - 3 560 020 (5.14861%);
5. გ-------------- - 1 022 055 (1.47813%);
6. ა-----–------------- - 953 284 (1.37867%);
7. პ------------–---------------- - 953 284 (1.37867%);
8. ს------------------- - 953 284 (1.37867%);
9. ი----------------- - 953 284 (1.37867%);
10. კ------------------ - 703 201 (1.01699%);
11. წ---–---------------- - 703 201 (1.01699%);
12. მ–----------------- - 703 201 (1.01699%);
13. გ---------------–---- - 703 201 (1.01699%);
14. გ-------–--------–---- - 703 201 (1.01699%);
15. ჯ------–---–---------- - 703 201 (1.01699%);
16. კ------------- კ---- - 703 201 (1.01699%);
17. ხ-----------–---- - 703 201 (1.01699%);
18. ი------------ - 703 201 (1.01699%);
19. ქ----–---–---------- - 703 201 (1.01699%);
20. ა--–------------- - 703 201 (1.01699%);
21. კ-------------------- - 703 201 (1.01699%);
22. ო----–---–-------–- - 703 201 (1.01699%);
23. მ--------------–--- - 701 478 (1.01450%);
24. ბ---------------- - 293 956 (0.4513%);
25. კ-------------–----- - 200 000 (028925%);
26. ა-----–---–--------- - 116 814 (0.16894%);
27. დანარჩენ ფასიანი ქაღალდების მფლობელებზე რეგისტრირებულია 3 249.578 ფასიანი ქაღალდი (4.699964%) (იხ.: სს „თ--’’-ის ფასიანი ქაღალდების რეესტრი, გაცემულია 2012 წლის 22 ნოემბერს, ტ.1, ს.ფ. 105-106).
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 11.06.2010წ. ბრძანებით დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს უფროსის შუამდგომლობა დოკუმენტების ამოღების თობაზე, კერძოდ:
- შპს „თ---–-----–---დან“ სს „თ---–-----–----“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტის (1--%) შპს „თ---–-----–----ათვის“ მართვის უფლების გადაცემის თაობაზე 2003 წლის პერიოდის დოკუმენტაციის დედნები, მიმოწერებთან, ხელშეკრულებებთან, ბიზნეს-გეგმებთან ერთად; შპს „თ---–-----–----“ დაფუძნებიდან 2010 წლის 10 ივნისამდე პერიოდის საბუღალტრო და საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტები, აღნიშნული საქმიანობის ამსახველი კომპიუტერების პროცესორები და სალარო-საკონტროლო აპარატები;
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან - საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 აგვისტოს N8-- განკარგულებით შექმნილი მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის 2003 წლის 18 მარტის სხდომის N26(59) ოქმი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, სს „თ---–-----–----“ 19.12.2002 წლის N1085/014 წერილი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე, სს „თ---–-----–----ათვის“ საკუთრების ფორმის შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით; სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის N1------- ბრძანება კონკურსში გამარჯვებულად - შპს „თ---–-----–----“ გამოცხადებისა და მისთვის მართვის უფლებით სს „თ---–-----–----“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტის (1--%) გადაცემის შესახებ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად; საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 12 ნოემბრის N1--- განკარგულება სს „თ---–-----–----“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების შპს „თ---–-----–----ათვის“ პირდაპირი მიყიდვის შესახებ და მის საფუძველზე შპს „თ---–-----–--თან“ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად (ტ.1, ს.ფ. 121-124).
ამავე სასამართლოს 19.06.2010წ. ბრძანებით დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს გამომძიებლების შუამდგომლობა და ნება დაერთოთ ამოიღონ:
- სს „თ---–-----–---დან“, 2004 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 10 ივნისამდე პერიოდის საბუღატრო და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტები, აღნიშნული საქმიანობის ამსახველი კომპიუტერების პროცესორები და სალარო-საკონტროლო აპარატები;
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტიდან“ სს „თ---–-----–----“ დაბეგვრის საქმე შემოწმების აქტებთან, საწარმოს მიერ წარმოდგენილ დეკლარაციებთან და საგადასახადო დოკუმენტებთან ერთად;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სს „თ---–-----–----“ რეგისტრაციის დოკუმენტები (ტ.1, ს.ფ. 125-126).
13. 27.06.2010წ. შპს „თ---–-----–----“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კაპიტალის 1--%-იანი წილის მფლობელი პარტნიორები: ნ. ბ------, კ. ჟ------- და პ. თ--------, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფოსათვის 1--%-იანი წილის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 148-150). 27.06.2010წ. ნოტარიუს ლ.ბ----------- მიერ დამოწმებული ხელშეკრულებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა შპს „თ---–-----–----“ კაპიტალში ნ---------------ს კუთვნილი - 11.95% წილი; კ--------–-------ს - 2.11% წილი და პ-------------------ს 85.94% წილი (ტ.1, ს.ფ.151-153). ხელშეკრულებას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია, იგი არ დარეგისტრირებულა მარეგისტირებელ ორგანოში და მის საფუძველზე პარტნიორებს საკუთრების უფლება არ დაუკარგავთ.
14. 02.07.2010წ. ნოტარიუს ლ. ბ----------- მიერ სანოტარო წესით დამოწმებული წილის (აქციათა) უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სააგენტოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა სს „თ-- თ---–-----–--–-“: თ-------- პ--------ს - 3 560 020 აქცია (5.14861%); გ---------------ს - 1 022 055 აქცია (1.47813%); ა-----–--------------ს - 953 284 აქცია (1.37867%); პ------------–------------------ს - 953 284 აქცია (1.37867%); ს-------------------ს - 953 284 აქცია (1.37867%); ი-----------------ს - 953 284 აქცია (1.37867%); კ------------------ის - 703 201 აქცია (1.01699%); წ---–----------------ს - 703 201 აქცია (1.01699%); მ–-----------------ს - 703 201 აქცია (1.01699%); გ---------------–----ს - 703 201 აქცია (1.01699%); გ-------–--------–----ს - 703 201 აქცია (1.01699%); ჯ------–---–----------ს - 703 201 აქცია (1.01699%); კ------------- კ----ს - 703 201 აქცია (1.01699%); ხ-----------–----ის - 703 201 აქცია (1.01699%); მ--------------–---ს - 701 478 აქცია (1.01450%) და კ-------------–-----ს - 200 000 აქცია (028925%) (ტ.1, ს.ფ. 266-271). აღნიშნულ ფიზიკურ პირებთან 02.07.2010წ. გაფორმებულია გასხვისების განკარგულებები (ტ.1, ს.ფ. 158-172).
05.07.2010წ. გ------- ქ----–---–-, ე------------ს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა წილის (აქციათა) უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, სამინისტროს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა სს „თ-- თ---–-----–--–-“: ქ----–---–----------ს - 703 201 აქცია (1.01699%) და ი------------ს - 703 201 აქცია (1.01699%) (ტ.4, ს.ფ. 314-318). ამავე დღეს გ------- ქ----–---–თან გაფორმდა გასხვისების განკარგულება N5--- (ტ.1, ს.ფ. 176). 05.07.2010წ. ე------------სა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა გასხვისების განკარგულება N5--- (ტ.1, ს.ფ. 174).
05.07.2010წ. ი---- ა--–------- და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა გასხვისების განკარგულება N5---, რომლის საფუძველზეც, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცა სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქცია (1,01699%) (ტ.1, ს.ფ. 175).
05.07.2010წ. თ---------- კ-------- და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა გასხვისების განკარგულება N5---, რომლის საფუძველზეც, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცა სს „თ-- თ---–-----–----“ 703 201 აქცია (1,01699%) (ტ.1, ს.ფ. 177).
06.07.2010წ. სს „თ-- თ---–-----–----“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცა სს „თ-- თ---–-----–--–-“: კ--------------------ის - 703 201 აქცია (1.01699%), ა--–-------------ს - 703 201 აქცია (1.01699%) და ბ----------------ს - 293 956 აქცია (0.42513%) (ტ.4, ს.ფ. 319-322).
07.07.2010წ. ვ----– ო----–---–- და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა წილის (აქციათა) უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ამ უკანასკნელს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა სს „თ-- თ---–-----–--–-“ ვ----–-------–---–-ს - 703 201 აქცია (1.01699%) (ტ.4, ს.ფ. 323-325). ამავე დღეს ვ----–-------–---–-- და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა გასხვისების განკარგულება N5--- (ტ.1, ს.ფ. 173).
ნოტარიუს ლ.ბ----------- მიერ დამოწმებულ ზემოხსენებულ ხელშეკრულებებში, მითითებულია, რომ წილი (აქციები) არის უფლებრივად ნაკლის მქონე, მოძრავი ქონება და არამატერიალური სიკეთე დატვირთულია გირავნობებითა და იპოთეკებით, გირავნობა-ლიზინგით, აგრეთვე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, სს ,,თ--“ (თ---–-----–---) უძრავ ქონებას ადევს ყადაღა.
15. მას შემდეგ, რაც სს ,,თ---–-----–----’’ აქციონერებმა, სამინისტროს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმეს წილები, 28.07.2010წ. შპს „თ---–-----–----“ დამფუძნებელ პარტნიორებს: ნ---------------ს, კ--------–------ს, პ-------------------სა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა წილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, სამინისტროს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა შპს „თ---–-----–----“ კაპიტალში: ნ---------------ს კუთვნილი - 11.95% წილი; კ--------–-------ს - 2.11% წილი და პ-------------------ს 85.94% წილი (ტ.1, 155-157). ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ დასათმობ წილზე რეგისტრირებულია გირავნობა/ლიზინგის უფლება და შპს ,,თ---–-----–----’’ 10% წილზე საწესდებო კაპიტალისა და წილის ოფცია, რაც ცნობილია მიმღებისათვის.
16. საქართველოს პრეზიდენტის 13.10.2010წ. N9-- განკარგულების საფუძველზე, 13.10.2010წ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ--–----“ შორის გაფორმდა შპს „თ---–-----–----“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1--% წილისა და სს „თ-- თ---–-----–----“ სახელმწიფოს კუთვნილი აქციების მართვის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ--–----“ არსებობის ვადით მართვის უფლებით გადაეცა შპს „თ---–-----–----“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1--% წილისა და სს „თ-- თ---–-----–----“ სახელმწიფოს კუთვნილი აქციები (ტ.1, ს.ფ. 306-312, 318-319). საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 თებერვლის განკარგულების (N1-------) საფუძველზე, 2011 წლის 6 აპრილს ცვლილება შევიდა 13.10.2010წ. ხელშეკრულებაში, სახელდობრ შეიცვალა ხელშეკრულების სათაური, მისი 2.1, 3, და 4.3 პუნქტები და ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ--–----თვის“ შპს „თ---–-----–----“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1--% წილის მართვის უფლების გადაცემა (ტ.1, ს.ფ. 331- 332).
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 7 თებერვლის N1----- ბრძანებით შეწყდა შპს „თ---–-----–----“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1--% წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე 2010 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს „დ--–----“ შორის (ტ.5, ს.ფ. 241,242).
17. მოსარჩელეთა მიერ სადავოდ არის გამხდარი სახელმწიფოთვის წილის (აქციათა) უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულებები, ასევე შპს „თ---–-----–----“ დამფუძნებელ პარტნიორთა 27.06.2010წ. კრების ოქმი, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფოსათვის 1--%-იანი წილის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
მოსარჩელის მტკიცებით, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, მათ მიერ გამოვლენილია იურიდიულად არანამდვილი ნება, შესაბამისად, ხელშეკრულება სამართლებრივ ლეგიტიმაციას არ ატარებს და მოპასუხეს ქონებაზე საკუთრების უფლება არ მოუპოვებია, რის გამოც, სარჩელით მოთხოვნილია საკუთრების ობიექტის მოპასუხისაგან გამოთხოვა. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი -კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი). სარჩელის ფაბულიდან გამომდინარე (მოსარჩელე მხარე მიუთითებს გარიგების იძულებით დადების გზით ქონების მისი ფაქტობრივი ბატონობიდან გასვლაზე, ამასთან, მიიჩნევს, რომ გარიგება ამორალურიცაა), პალატის შეფასებით, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს შეიძლება წარმოადგენდეს, სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408.1 მუხლები ან სსკ-ის 976.I და 979-ე მუხლის მე-2 ნაწილი, თავად ქონების განკარგვის მართლზომიერება (ნების გამოვლენის ნამდვილობა) კი, უნდა შემოწმდეს ამავე კოდექსის 54-ე, 55-ე, 85-ე-87-ე მუხლების ფარგლებში (სუსგ.Nას-1215-2018, 29.03.2019წ.).
სადავო ხელშეკრულებები სახელწიფოსთვის წილის უსასყიდლოდ დათმობის შესახებ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლით გათვალისწინებულ ჩუქების სამართლებრივ ურთიერთობას. აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში გამჩუქებელი ვალდებულია, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე, საკუთრებაში გადასცეს დასაჩუქრებულს ქონება, ამ უკანასკნელის თანხმობით. დასახელებულ შემთხვევაში, დადებული გარიგებისათვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, ნების ნამდვილობა, ანუ ქონების განკარგვა, უნდა მოხდეს მხარეთა ნების თავისუფალი და ნამდვილი გამოვლენის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული გარიგების ნამდვილობა ეჭვქვეშ დგას იმ საფუძვლით, რომ გამჩუქებელი (მოსარჩელეები) იძულებული გახდა, მიეღო წილის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ დათმობის გადაწყვეტილება.
იმ ფაქტობრივი მდგომარეობით, რომ დასაჩუქრებული სახელმწიფოა, რომელიც მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გარიგების ე.წ „ძლიერ მხარედ“ გვევლინება ურთიერთობაში, ამასთან, სწორედ დასაჩუქრებულმა მიიღო სარგებელი მოსარჩელის ხარჯზე, მტკიცების ტვირთიც სწორედ მას ეკისრება, გამჩუქებლის მიერ, გარიგების ბათილობაზე მითითების გამო. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტა, რომ მსგავსი კატეგორიის დავებზე სასამართლო პრაქტიკა მტკიცების ტვირთის ზოგადისგან განსხვავებულ წესს ადგენს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პროცესის მონაწილე მხარეს სახელმწიფო წარმოადგენს. აღნიშნული მიდგომა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ უდავოა, კეთილსინდისიერებისა და ნდობის პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამართალურთიერთობის არსებობისას. ამგვარი სტანდარტის უპირველეს ფუძემდებელს და გარანტს კი სახელმწიფო წარმოადგენს, რომელიც შეიძლება თავადაც იყო კერძოსამართლებრივი ურთიერთობის კონტრაჰენტი. ამიტომ, სახელმწიფოს მონაწილეობით დადებული კერძოსამართლებრივი გარიგებების შეცილების (შედავების) შემთხვევაში, სწორედ სახელმწიფომ უნდა ამტკიცოს კერძო პირთან დადებული გარიგების ნამდვილობა, მისი კანონთან და ზნეობის ნორმებთან შესაბამისობა. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება, სახელმწიფოს, როგორც გარიგების ძლიერი მხარის, ვალდებულებას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით დაიცვას თითოეული პირის ქონებრივი უფლებები (იხ. სუსგ№ ას-1230-2018, 114.12.2018წ.). პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობასა და სხვ.
სამოქალაქო ბრუნვის მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ ყოველი მხარე იმ ტვირთის მატარებელი შეიძლება იყოს, რომლის ზიდვაც მას შეუძლია. როცა დასტურდება, რომ იგი უძლურია ზიდოს ეს ტვირთი, პასუხისმგებლობის საკითხიც იხსნება. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ, სახელმწიფოს ეკისრება იმისი მტკიცების ვალდებულება, რომ მასსა და ფიზიკურ პირს შორის დადებული უსასყიდლო გარიგება არ ეწინააღმდეგებოდა მორალურ იმპერატივებს და სუსტი მხარის ინტერესებს (იხ.: სუსგ№ ას-15-15-2016, 1 მარტი 2016 წელი). არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომლითაც მიჩნეულია, რომ სახელმწიფოსთვის სოლიდური ქონების უსასყიდლოდ გადაცემისას აშკარად უნდა იკვეთებოდეს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების ლოგიკური საწყისები და მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგები და ცხადი იქნება.
18. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეები მიუთითებენ, რომ სახელმწიფოსთვის წილის გადაცემა მესაკუთრეთა ნამდვილ ნებას წარმოადგენდა და არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონია.
მოპასუხე სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ პოზიციით, ნასყიდობის ხელშეკრულების 4.1.4 პუნქტი ითვალისწინებდა პირდაპირი მიყიდვის პირობებს, რომელიც შპს „თ---–-----–----“ მიერ არ შესრულებულა. სადავო გარიგების იძულებით დადების ფაქტს გამორიცხავს ის გარემოება, რომ 2010 წლის მდგომარეობით სს „თ---–-----–----“ და შპს „თ---–-----–----“ ფინანსური მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, ვერ ფარავდნენ დავალიანებებს მიმდინარე აქტივებით და სახელმწიფო იქნებოდა საიმედო პარტნიორი.
მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, მოსარჩელეთა სრული უმრავლესობა 2010 წლიდან დღემდე დასაქმებულია წამყვან თანამდებობებზე სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ში და თანამდებობრივად მონაწილეობენ კომპანიების მართავში. მოსარჩელე ნ--------------- წარმოადგენს სს „თ--“ თ---–-----–---- გენერალურ დირექტორს და ის დღემდე ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელობას, ხოლო მოსარჩელე კ--------–------- წარმოადგენს თ---–-----–---- სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ხოლო რაც შეეხება პ-------------------ს, იგი 2010-2012 წლებში წარმოადგენდა შპს „თ---–-----–----“ ხელმღავანელს. მისი გათავისუფლება განხორციელდა 2012 წლის დეკემბერში სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს გადაწყვეტილებით, განთავისუფლება არ მომხდარა პირადი განცხადების საფუძველზე, რაც გამორიცხავს აღნიშნულ თანამდებობაზე ზეწოლის შედეგად ყოფნის ფაქტს. რაც შეეხება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან შპს ,,თ---–-----–---დან“ და სს ,,თ---–-----–---დან“ დოკუმენტების ამოღების ფაქტს, აღნიშნული, მოპასუხეთა განმარტებით, განხორცილდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში.
მესამე პირის, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დ--–---“-ს განმარტებით, შპს „თ---–-----–---“ სს „თ---–-----–---“-ს რესურსების გამოყენებით იღებდა მოგებას და იმავდროულად აგროვებდა ვალდებულებებს, რომელიც სადავო პერიოდისათის წარმოადგენდა რამდენიმე მილიონ ლარს. შესაბამისად, შპს-ს წილების და სს-ის აქციების სახელმწიფოსთვის გადაცემით მათ მოეხსნებოდათ ფინანსური ვალდებულებები, რაც წილის დათმობის და აქციათა ჩუქების რეალური და ობიექტური მიზეზი იყო. ის ფაქტი, რომ პ------------------- 2012 წლამდე ინარჩუნებდა შპს-ს დირექტორის თანამდებობას, მეტყველებს იმაზე, რომ დასახელებული წილების სახელმწიფოსთვის გადაცემა განხორციელდა ნებაყოფლობით, ყოველგვარი იძულების გარეშე.
19. პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები მიუთითებენ ისეთ გარემოებებზე, რომლებიც ამყარებს ხელშეკრულების დადებისას გამჩუქებლის ნების ნამდვილობას. ამასთან, მოსარჩელე ვერ ასახელებს საქმეში არსებული მტკიცებულებებით გამყარებულ გარემოებებს, რომელიც გარიგების ნამდვილობის გამორიცხავდა. საქმის მასალებით დადასტურებული არ არის სადავო გარიგებების დადებისას მოსარჩელეთა იძულების ფაქტი.
19.1. მოპასუხე მხარე გამჩუქებლის ნების ნამდვილობის მიზნებისთვის ყურადღებას ამახვილებს პირდაპირი მიყიდვის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ შპს „თ---–-----–---“-ს ვალდებულებებზე და იმ ფაქტზე, რომ სადავო გარიგებების დადებისას სს „თ---–-----–---“-ს და შპს „თ---–-----–----“-ს ფინანსური მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, ვალდებულება სადავო პერიოდისათის წარმოადგენდა რამდენიმე მილიონ ლარს. შესაბამისად, შპს-ს წილების და სს-ის აქციების სახელმწიფოსთვის გადაცემით მათ მოეხსნებოდათ ფინანსური ვალდებულებები, რაც წილის დათმობის და აქციათა ჩუქების რეალური და ობიექტური მიზეზი იყო.
დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 12 ნოემბრის N1--- განკარგულებით განხორციელდა სს ,,თ---–-----–----’’ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთი ლარის ნომინალური ღირებულების - 62 735 237 ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქციის (საწესდებო კაპიტალის ყველა აქციის - 90%) შპს ,,თ---–-----–----ათვის’’ პირდაპირი მიყიდვა. აღნიშნულის საფუძველზე 2004 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „თ---–-----–---“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. სახელმწიფოს კუთვნილი 62 735 237 ცალი აქციის (აქციათა პაკეტის) გასაყიდი ფასი შეადგენდა 67 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, რაც უნდა გადახდილიყო ერთი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით (ტ.1, ს.ფ. 67-83).
ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა პირდაპირი მიყიდვის პირობები, რომლითაც მყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა:
- შეენარჩუნებინა ,,სააქციო საზოგადოების’’ პროფილი (4.1.2 პუნქტი);
- უზრუნველყო რენტაბელური სახელმწიფო შეკვეთების შესრულება უპირატესად (4.1.3 პუქნტი);
- აქციათა პაკეტის გასაყიდი ფასის სრულად გადახდიდან სამი წლის განმავლობაში უზრუნველყო სს ,,თ---–-----–----’’ მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობის გაზრდა 10%-ით და მათი საშუალო ხელფასის გაზრდა არანაკლებ 10%-ით ყოველწლიურად ( 4.1.4 პუნქტი) (ტ.1, ს.ფ. 71). აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების 5.5. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 4.1.4. პუნქტის შესრულებამდე მყიდველის მიერ „აქციათა პაკეტის“ გასხვისების შემთხვევაში ახალ მყიდველზე გადადის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. გამყიდველი არ არის უფლებამოსილი უარი განაცხადოს აქციათა პაკეტის გასხვისებაზე, თუ გასხვისება ხდება იმავე პირობით, რაც გათვალისწინებულია „ხელშეკრულებით“. გამყიდველის თანხმობა უნდა გაიცეს წერილობითი ფორმით, მისთის მოთხოვნის წარდგენიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში გამყიდველის მიერ თანხმობის წერილობითი ფორმით გაუცემლობის შემთხვევაში საკითხი ჩაითვლება გამყიდველთან შეთანხმებულად (ტ.1, ს.ფ. 72). ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების 4.1.4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით შეტყობინებას გამოვლენილი დარღვევის გამოსწორების გონივრული ვადის მითითებით, რომელიც არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები. მითითებულ ვადებში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მყიდველის მიმართ გამყიდველი აწესებს ახალ ვადას და ამ ვადის განმავლობაში გამოიყენება სანქცია ჯარიმის სახით, რომელიც არ უნდა იყოს 50 000 ლარზე მეტი. განმეორებით დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო თანხა ორმაგდება. ამავე ხელშკრულების 9.3 პუნქტის მიხედვით, 4.1.2. და 4.1.3. პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვნად შესრულება არ შეიძლება „გამყიდველის“ მხრიდან განხილული იქნეს ამ „ხელშეკრულების“ მოშლის პირობად.
ამდენად, დგინდება, რომ სს ,,თ---–-----–---’’-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციები შპს „თ---–-----–---“-ს პირდაპირი მიყიდვის გზით გადაეცა გარკვეული პირობებით, რომელთა შეუსრულებლობისთვისაც მხარეებმა გაითვალისწინეს გარკვეული სანქციები. რაიმე მტკიცებულება, რაც შპს „თ---–-----–---“-ს მიერ წილის სახელმწიფოსთვის დათმობამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
რაც შეეხება საწარმოს რამდენიმე მილიონიან შეუსრულებელ ვალდებულებებს, რაც კომპანიას მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აგდებდა და რაც მოპასუხეთა განმარტებით წარმოადგენდა წილის დათმობის და აქციათა ჩუქების რეალურ და ობიექტური მიზეზს, საქმეში წარმოდგენილია აუდიტის და ექსპერტიზის დასკვნები, რომლებზეც მოპასუხეები მიუთთებენ პოზიციის გასამყარებლად. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები და დასკვნები წარმოადგენენ წინამდებარე საქმეზე საიდუმლოს გრიფით დართულ მასალებს და ამდენად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას წინამდებარე გადაწყვეტილებაში დეტალურად მიუთითოს აღნიშნული დასკვნების შინაარსი. ამასთან, პალატას აღნიშნული დოკუმენტების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით გამოკვლევის შედეგად დადასტურებულად მიაჩნია საწარმოს მძიმე ფინანსური ფინანსური მდგომარეობა და შეუსრულებელი ვალდებულებების არსებობის ფაქტი.
19.2. საქმის მასალებით დასტურდება, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ წილების დათმობის შემდგომაც, პ------------------- საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი შპს ,,თ---–-----–--–-’’, ხოლო, სს ,,თ--’’ თ---–-----–--–- დირექტორის უფლებამოსილებას ახორციელებდა ნ---------------, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებას კი კ--------–-------.
მოსარჩელეთა უმრავლესობა იკავებდა წამყვან თანამდებობებს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრ ,,დ--–---“-ში (მაგალითად, სამმართველოს უფროსი, საწარმოს უფროსი, მთავარი ინჟინერი) და მათი ნაწილი აგრძელებდა მუშაობს სარჩელის აღძვრის შემდგომ პერიოდშიც. კერძოდ, გ------- ჯ------–---–-, ვ----–-------–---–-, ლ---------------, გ--------------, თ---------- კ------- და გ-------------–---–- 2016 წლის შემდგომაც აგრძელებდნენ მუშაობას, ხოლო ო-–---------------, ს---------–---–------ა, გ------- გ------–-----, რ----------------------–-----, რ---------------მ მუშაობა შეწყვიტეს დაახლოებით 2014-2015 წლებში. ამასთან, კ.ჟ------- მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე (ტ. 6). ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეთა უმრავლესობა მუშაობდა კომპანიების წამყვან თანამდებობაზე, უსაფუძვლოა მითითება იძულების განგრძობით ხასიათზე. გაურკვეველია, რა ფაქტების ერთობლიობა განაპირობებს ამგვარი დასკვნის შესაძლებლობას. ამ მხრივ დასაბუთებულ განმარტებას სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს.
19.3. დადგენილია, რომ 26.11.2012წ. შპს „თ---–-----–----“ პარტნიორებმა და სს „თ-- თ---–-----–----“ აქციონერებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრს და საქართველოს მთავარ პროკურორს, განცხადებაში დეტალურად იქნა ასახული პარტნიორებზე განხორცილებული იძულების ფაქტები და ამ იძულების განმახორციელებელი თანამდებობის პირების ვინაობა. პარტნიორებმა/აქციონერებმა მოითხოვეს სახელმწიფო მხრიდან საკითხის სამართლებრივი შესწავლა და იმ თანამდებობის პირთა პასუხისგებაში მიცემა, რომლებმაც აიძულეს მოსარჩელეები სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ დაეთმოთ კუთვნილი წილები (ტ.1, ს.ფ. 112-120). ერთობლივი განცხადების საფუძველზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე (074281212804) ჩატარებული იქნა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, თუმცა იმ ეტაპზე პ-------------------ს და სხვა აქციონერების მიმართ განხორციელებული კანონდარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა და საქმეზე გრძელდებოდა გამოძიება (იხ.: საქართველოს მთავარი პროკურატურის 18.01.2016წ. წერილი, ტ.5, ს.ფ. 548).
დადგენილია, რომ 24.10.2016წ. დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმეზე (074281212804) შეწყდა გამოძიება სსსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ტ. 6, ს.ფ. 490-495). დადგენილების დასკვნით ნაწილში მითითებულია, რომ ,,საქმეზე ჩატარებული სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცალკეულ თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რაიმე დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და დგინდება, რომ სს ,,თ---–-----–----’’ აქციონერთა და შპს ,,თ---–-----–----’’ დამფუძნებელთა მიერ სახელმწიფოსათვის კუთვნილი წილის და აქციების უსასყიდლოდ გადაცემა არ მომხდარა იძულებისა და მუქარის შედეგად’’. შესაბამისად, ვინაიდან არ იკვეთებოდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, მიზანშეწონილად ჩაითვალა საქმეზე წარმოების შეწყვეტა (ტ. 6, ს.ფ. 490-495).
24.10.2016წ. დადგენილების თანახმად, გამოძიების პროცესში მოწმის სახით დაიკითხა პ-------------------, რომელმაც მიუთითა რომ იგი 26.06.2010წ. დაიბარეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სადაც წარუდგინეს დადგენილება მისი ბრალდების შესახებ და მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის ფონზე იძულებული იყო თანხმობა განეცხადებინა სახელმწიფოსთვის შპს „თ---–-----–--–-“ მისი კუთვნილი წილის უსასყიდლოდ დათმობაზე. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ 27.06.2010წ. პარტნიორებთან, ნ---------------სთან და კ--------–------თან ერთად დაიბარეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც წილების მიღებაზე უფლებამოსილი პირის, ვ--------------–----, ნოტარიუსი ლ---- ბ----------- და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის თანდასწრებით ხელი მოაწერეს შესაბამის ხელშეკრულებებს სახელმწიფოსთვის საწარმოს წილის უსასყიდლოდ დათმობაზე. ანალოგიურად განხორციელდა სს „თ---–-----–----“ იმ აქციონერების (სულ 23 კაცი) მიერ წილების დათმობა, რომელბიც ფლობდნენ საწარმოს 0,1 % ზე მეტ აქციებს. მოწმის განმარტებით, ვინაიდან ხელშეკრულებაში არ იქნა ასახული არამატერიალური ქონებრივ სიკეთეზე და მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებული გირავნობა/ლიზინგის უფლება, და შპს „თ---–-----–----“ 1--% წილზე საწესდებო კაპიტალის და წილის ოფცია, 28.07.2010წ. შეთანხმებით გაუქმდა ხელშეკრულება და იმავე დღეს გაფორმდა შპს „თ---–-----–----“ 1--% წილის უსასყიდლოდ დათმობის ახალი ხელშეკრულება ცვლილებების გათვალისწინებით. დადგენილების თანახმად, მოწმე პ-------------------ს ჩვენებაში ასახული გარმეოებების გადამოწმების მიზნით სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული იქნა სრულყოფილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, მოწმის სახით დაიკითხნენენ სს „თ---–-----–----“ ყოფილი აქციონერები: ო-–--------------, გ------- ჯ------–---–-, ი--------–-------, გ---------------–----, თ---------- კ-------, ვ----–-------–---–-, რ------------–---–-, კ-------------------. მოწმეთა განმარტებით, 2010 წლის ზაფხულში პ-------------------ს მონაყოლიდან მათთვის ცნობილი გახდა რომე ეს უკანასკნელი დაბარებული იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სადაც მოსთხოვეს საწარმოს წილის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმობა. ისინი უნდა მისულიყვნენ დ. აღმაშენებლის გამზირზე ლ---- ბ----------- სანოტარო ბიუროში და დაეთმოთ კუთვნილი წილები, თუმცა ეს იყო მათი გადასაწყვეტი. პ-------------------ს მიერ მიწოდებული ინფრომაციის შემდგომ აღნიშნული აქციონერები მივიდნენ სანოტარო ბიუროში და კუთვნილი აქციები უსასყიდლოდ დათმეს სახელმწიფოს სასარგებლოდ. მოწმეთა განმარტებით, არც წილის დათმობამდე და არც წილის დათმობის შემდეგ არავის უცდია და არ განუხორციელებია მათზე რაიმე სახის მუქარა, იძულება ან შანტაჟი, არცერთ სახელმწიფო უწყებაში არ დაუბარებიათ და მათთვის არავის მოუთხოვია კუთვნილი აქციების უსასყიდლოდ დათმობა და მათი გადაწყვეტილება განაპირობა მხოლოდ და მხოლოდ პ-------------------ს მონაყოლმა.
როგორც დადგენილებით დასტურდება, სისხლის სამართლის საქმეზე ასევე გამოიკითხნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, ლ---- მ---ბ------, კ---------------------- და ვ--------------–---–-. ამ უკანასკნელის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სს „ქ--------–--–-------“ ხელმძღვანელ პირთა მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადის განზრახ თავის არიდებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე. საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში გამოვლენილ იქნა სს „ქ--------–--–-------“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების თანამშრომელთა მიერ კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებები, ზოგადად შესწავლილი იქნა სს „ქ--------–--–-------“ სრული საქმიანობა. საქმეზე ამოღებული დოკუმენტაციის შესწავლის პერიოდში ცნობილი გახდა, რომ სს „ქ--------–--–------“ ჩართული იყო 1990-იან წლებში ბუნებრივი აირის მოწოდებიდან თურქმენეთისადმი წარმოშობილი საქართველოს საგარეო ვალის დაფარვის პროგრამაში, რომელშიც ჩართული იყო საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კომპანიები და მათ შორის სს „თ---–-----–---“ და შპს „თ---–-----–---“. გამოძიება დაინტერესდა ხსენებული საკითხის სრულყოფილად შესწავლით და საქმეზე მოპოვებული იქნა აღნიშნულთან დაკავშირებით დოკუმენტაცია როგორც სს „ქ--------–--–-------“, ისე სს „თ---–-----–----“ და შპს „თ---–-----–----“ მიმართებაში. საქმის ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მათ შორის სს „თ---–-----–---დან“ და შპს „თ---–-----–---დან“ ამოღებული იქნა დოკუმენტაცია და გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია თურქმენეთის მიმართ საქართველოს სახელწიფო ვალის გასტუმრებასთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და დაიგეგმა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. 2010 წლის ივნისში სს „თ---–-----–---ა“ და შპს „თ---–-----–--–-“, რომლებიც ერთი და იგივე მისამართზე იყვნენ განთავსებულები, ჩატარდა ბრძანებით გათვალისწინებული დოკუმენტების ამოღება. მოწმის განმარტებით, მან მასმედიის საშუალებით შეიტყო, რომ პ-------------------მ და სხვა აქციონერებმა ნებაყოფლობით სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმეს შპს „თ---–-----–----“ 1-- %-იანი წილი და კომპანიის მფლობელი გახდა სახელმწიფო. მოწმემ კატეგორიულად გამორიცხა პ-------------------ს დაბარება ფინანსურ პოლიციაში. მოწმის განმარტებით, პ-------------------ს მიმართ ვინმეს მხრიდან არ განხორცილებულა იძულება ან მუქარა მისი კუთვნილი წილის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმობასთან დაკავშირებით. პირადად პ-------------------სთან მსგავს საკითხებზე საუბარი არ ჰქონია და არც სმენია, რომ მის მიმართ განხორციელებულიყო რაიმე სახის იძულება ან მუქარა.
დადგენილებაში გადმოეცემულია სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული მოწმე ლ---- მ----------- ჩვენება, რომელიც 2004 წლიდან წარმოადგენდა ფინასნთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში უფროსი გამოძიებელს. მოწმის ჩვენებით, მის წარმოებაში არსებულ ერთ -ერთ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში გამოვლინდა სს „ქ--------–--–-------“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების თანამშრომელთა მიერ კონკრეტული დანაშაულებრივი ქმდებები. ზოგადად შესწავლილი იქნა სს „ქ--------–--–------“ სრული საქმიანობა. საქმეზე ამოღებული დოკუმენტაციის შესწავლის პერიოდში ცნობილი გახდა, რომ სს „ქ--------–--–------“ ჩართული იყო 1990-იან წლებში ბუნებრივი აირის მოწოდებიდან თურქმენეთისადმი წრმოშობილი საქართველოს საგარეო ვალის დაფარვის პროგრამაში, რომელშც ჩართული იყო საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კომპანიები და მათ შორის სს „თ---–-----–---“ და შპს „თ---–-----–---“. საქმეზე ამოღებული დოკუმენტებისა და შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე 2010 წლის იანვარში საქმეზე დაინიშნა რევიზია, რომლის ჩატარებაც დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის სპეციალისტებს. რევიზიის მიერ საკითხის შესწავლის პროცესში ცნობილი გახდა, რომ საეჭვო იყო 2001 -2010 წლებში პროდუქციის და მომსაუხრების მიწოდებით დაფარული ვალის ფარგლებში, აღნიშნულ კომპანიებზე დისკონტის გათვალისწინებით ბიუჯეტიდან თანხების განაღდების მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული გარემოებები. კერძოდ, გამოიკვეთა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვერ უზრუნველყოფდა საქართველოსა და თურქმენეთს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად განსაზღვრული ვალის ოდენობის შეთანხმებულ ვადებში გადარიცხვას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სს „თ---–-----–---“ შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ვალის შემცირებაზე მიღებული შესაბამისი შეტყობინების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრო სს „თ---–-----–---“ აუნაზღურებდა შემცირებულ ვალის ფარგლებში 40% -იანი დისკონტის გათვალისწინებით. 2004 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში კი მოხდა სს „თ---–-----–----“ ჩანაცვლება იგივე სახელწოდების, 2003 წელს პ-------------------ს და მასთან დაკავშირებული პირების კ--------–-------ს და ნ---------------ს მიერ დაფუძნებული შპს „თ---–-----–---თ“ , რომლის დირექტორი პ. თ-------- იმავდროულად იყო სს „თ---–-----–----“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც. ამ ხელშეკრულების თანახმად, ამჟამად შპს „თ---–-----–---“ კისრულობდა თურქმენეთის მიმართ არსებული საქართველოს საგარეო ვალის შემცირებას, ხოლო თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტრო მას აუნაზღაურებდა დაფარული ვალის ფარგლებში კიდევ უფრო შემცირებული 25%-იანი დისკონტის გათვალისწინებით, რაც შეეხება სს „თ---–-----–----“ შპს „თ---–-----–---თ“ ჩანაცვლებას, დოკუმენტების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ სს „თ---–-----–---“ იყო ერთ-ერთი ძლიერი საწარმო და საფინანსო წელს ასრულებდა დიდი მოგებით. ვინაიდან სს „თ---–-----–---“ იყო სახელმწიფოს 1--%-იანი წილით დაფუძნებული სააქციო საზოგადოება, მისი წმინდა მოგება მთლ----დ ეკუთვნოდა სახელმწიფო დივიდენდის სახით. პ. თ--------მ 2002 წელს შესაბამისი წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სადაც ასაბუთებდა სს „თ---–-----–----თვის“ საკუთრების ფორმის შეცვლის აუცილებლობას. ამის საფუძველზე 2003 წელს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ გამოაცხადა კონკურსი სს „თ---–-----–----“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტის ათი წლის ვადით მართვის უფლების გადაცემის მიზნით. პ. თ--------მ 2003 წელს დააფუძნა შპს „თ---–-----–---“ და დაინიშნა გენერალურ დირექტორად. იმავე წელს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარადგინა განაცხადი და სს „თ---–-----–----“ განვითარების ბიზნეს გეგმა. ბიზნეს გეგმაში დააფიქსირა, რომ შპს თ---–-----–---“ სს „თ---–-----–--–-“ 10 წლის განმავლობაში განახორციელებდა საწარმოს ძირითადი პროფილის შენარჩუნებას და სახელმწიფო შეკვეთების შესრულებას, წარმოების მოცულობის ზრდას, მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობის პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების ზრდას. მუშაო-მოსამსახურეთა რაიოდენობის გაზრდას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების განხორციელებას. ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „თ---–------–---“ და მას გადაეცა სს „თ---–-----–----“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების პაკეტის (1--%) მართვის უფლება ათი წლის ვადით. მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებებისა, ნაცვლად იმისა, რომ შეკვეთები მოეზიდა სააქციო საზოგადოებაში, პირიქით ამ უკანასკნელისათვის მომგებიანი თურქმენეთის წინაშე საქართველოს სახელმწიფოს მიერ წარმოშობილი ვალის გასტუმრების პროგრამიდან ამოგდებული იქნა სს „თ---–-----–---“, მას ჩაენაცვლა შპს „თ---–-----–---“ და 2004 წელს ფინანსთა სამინისტროსთან გააფორმა ჩანაცვლების ხელშეკრულება. ამით კი რეალურად სს „თ---–-----–---“ მოესპო საშუალება მონაწილეობა მიეღო მისთვის მომგებიან პროექტში. აღნიშნულის შედეგად, იმავე წელსვე, 2004 წლის შედეგების მიხედვით, შპს „თ---–-----–--მა“ მიიღო მოგების სახით დაახლოებით 24 000 000 ლარი, ხოლო სს „თ---–-----–---“ გახდა წამგებიანი. ჩანაცვლების დროისთვის მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის ბრძანებულების მოთხოვნათა შესაბამისად, საგარეო ვალის დაფარვის მიზნით მიზნობრივი პროგრამის მომზადებისა და გამოვლენისთვის, ფინანსთა სამინისტრო თუ თვლიდა, რომ ჩანაცვლება აუცილებლობას წარმოადგენდა, ვალდებული იყო ამ შემთხვევაში გამოეცხადებინა კონკურსი, ამავე წესის მოთხოვნათა შესაბამისად და ეკონომიკური აგენტის შერჩევისას სხვა მონაცემთა შორის დისკონტის განაკვეთი ისეთი სახით უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, რაც უზრუნველყოფდა ბიუიჯეტიდან ამ მიმართლებით ხარჯის დაზოგვას, მაგრამ ამ შემთხვევაში არამარტო კონკურსი არ იყო ჩატარებული, არამედ განხორციელებული იყო საზოგადოებისთვის და, შესაძლოა, ბიუჯეტისთვისაც საზიანო ქმედებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ სს „თ---–-----–----“ ჩანაცვლება იგივე სახელწოდების შპს „თ---–-----–---თ“ მიზანმიმართულად განხორციელდა. შედეგად კი შპს „თ---–-----–--მა, რომელმაც აღებული ვალდებულება შეასულა სს „თ---–-----–----“ სახსრებითა და ძალებით, მიიღო დიდი ოდენობით მოგება, ხოლო სს „თ---–-----–---“ ფაქტიურად გახდა წამგებიანი ორგანიზაცია. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ აღნიშნული გარმეოებები საკმარის საფუძველს იძლეოდა სრულად ამოღებულიყო როგორც შპს „თ---–-----–----“, ისე სს „თ---–-----–----“ საბუღალტრო დოკუმენტაცია და დაზუსტებულიყო მიმდინარე რევიზიის შედეგები. მოწმის განმარტებით, ასევე ირკვეოდა, რომ 2004 წელს განხორციელდა სს „თ---–-----–----“ სახელმწიფოს კუთვნილი სრული აქციების შპს „თ---–-----–----თვის“ პირდაპირი ფორმით მიყიდვა 67 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად, რაც ზემოთ ნახსენები მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით გამოვლენილი ფაქტობრივი გარმეოებების გათვალისწინებით დამატებით შესწავლას საჭიროებდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებების საფუძველზე გამოძიებამ ამოიღო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან სს „თ---–-----–----“ შპს „თ---–-----–----თვის“ როგორც მართავში, ისე პირდაპირი მიყიდვის გზით გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტები. ასევე სს „თ---–-----–---დან“ 2004 წლიდან მოყოლებული წარმოებული სრული დოკუმენტაცია და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ამავე კომპანიის დაბეგვრის საქმე. 21.06.2010წ. შპს „თ---–-----–---“ და სს „თ---–-----–--–-“, რომელიც ერთიდაიგივე მისამართზე იყივნენ განთავსებულები, ჩატარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით გათვალისწინებული დოკუმენტების ამოღება. მოწმე ლ---- მ----------- განმარტებით, დოკუმენტების ამოღების შემდგომ საქმეზე საჭირო იყო შემდგომი მოქმედებების განხორციელება, დოკუმენტების მომზადება რევიზიის ჩასატარებლად და ორივე კომპანიის შესახებ გარკვეული ინფორმაციის შეგროვება. ამისათვის მას სავარაუდოდ მოუწევდა ტელეფონით დაკავშირება შპს „თ---–-----–----“ და სს „თ---–-----–----“ ხელმძღვანელობასთან, მათ შორის პ-------------------სთან, რომელიც ფაქტიურად იყო ორივე კომპანიის ხელმძღვანელი და კომპეტენტური პირი განმარტებები მიეცა ამა თუ იმ საკითხზე. გამოძიების პოროცესში მოწმისთვის ტელევიზიის საშუალებით გახდა ცნობილი, რომ პ-------------------მ და მისმა თანადამფუძნებლებმა ნებაყოფლობით სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმეს შპს „თ---–-----–----“ 1-- % წილი და კომპანიის მფლობელი გახდა სახელმწიფო. მოწმის განმარტებით, პ------------------- არ ყოფილა დაბარებული ფინანსურ პოლიციაში, ასევე არ გაუგია პ-------------------ს მიმართ ვინმეს მხრიდან განხორცილებებულიყო იძულება ან მუქარა მისი კუთვნილი წილის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმობასთან დაკავშირებით. პ-------------------ს მიმართ იძულების ან მუქარის განხორიცლების ფაქტი გამორიცხა სისხლის სამართლის საქმეზე მოწის სახით დაკითხულმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფოროსმა გამომძიებელმა კ-----------------.
დადგენილების თანახმად, მოწმე ლ---- მ---–---- კ----------------- აჩვენა, რომ 2010 წლის განმავლობაში როგორც მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი ახორციელებდა საპროკურორო ზედამხედველობას საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში შემავალი მეორე სამმართველოს გამომძიებლების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. 2010 წელს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს მეორე სამმართველოს გამომძიებლების წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე სს „ქ--------–--–-------“ ხელმძღვანელ პირთა მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე. ამავე საქმეში გამომძიებლების მიერ თბილისი საქალაქო სასამართლოს ბრძანებების საფუძველზე ამოღებული იქნა შპს „თ---–-----–----“ საფინასო-საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია, მოწმის განმარტებით, ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა და სისხლისსამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა. შესაბამისად, არ ყოფილა გამოტანილი დადგენილება პ-------------------ს ბრალდებულად ცნობის თაობაზე.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ მოწმე პ-------------------ს მის მიმართ ვითომდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, მასზე იძულებისა და ზეწოლის განხორცილების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად უთითებდა, რამაც აიძულა სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დაეთმო კუთვნილი წილები საწარმოში. გარდა მოწმე ლ. მ---–---- ჩვენებისა, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც მიუთითებდა სწორედ მოწმე პ-------------------, ამ უკანასკნელის მიმართ, არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში ასევე გადმოცემულია ხელშეკრულების დამოწმებლი ნოტარიუსის ლ---- ბ----------- და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, ვ--------------–---- ჩვენებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ აქციონერების მიერ კუთვნილი აქციების უსასყიდლოდ დათმობა განხორციელდა ყოველგვარი იძულებისა და მუქარის გარეშე. ვ--------------–---- განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმებისას მოქმედებდა როგორც ეკონომიკის სამინისტროს მინდობილი პირი და მოქმედებდა კანონის სრული დაცვით. ამასთან, უარყოფს ხელშეკრულებებზე ხელმოწერის პროცესში მესამე პირების მონაწილეობას და ადასტურებს, რომ ხელშეკრულებებზე ხელმოწერა აქციონერების ნებას გამოხატავდა. აღნიშნულს ადასტურებს ნოტარიუსი ლ---- ბ----------, რომელიც დამატებით განმარტავს, რომ 2010 წლის 27 ივნისის შპს „თ---–-----–----“ 1--% წილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულების გაუქმება და ახალი ხელშეკრულების შედგენა განპირობებული იყო ტექნიკური შეცდომით, რომლის დროსაც ხელშეკრულებაში არ იქნა ასახული არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე და მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებული გირავნობა/ლიზინგის უფლება და შპს „თ---–-----–----“ 1-- %წილზე საწესდებო კაპიტალისა და წილის ოფცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე ჩატარებული სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცალკეულ თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რაიმე დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და დგინდება, რომ სს „თ---–-----–----“ აქციონერთა და შპს „თ---–-----–----“ დამფუძნებელთა მიერ სახელმწიფოსთვის მათი კუთვნილი წილის და აქციების უსასყიდლოდ გადაცემა არ მომხდარა იძულებისა და მუქარის შედეგად (ტ.6, ს.ფ. 490-495).
ამდენად, დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც აღძრული იყო მოსარჩელეთა განცხადების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურის ცალკეული თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული სსსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით) გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას საფუძვლად დაედო მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ საქმეზე ჩატარებული სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რა დროსაც გამოიკითხა არაერთი პირი და საბოლოდ დადგენილი იქნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცალკეულ თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რაიმე დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა და დგინდებოდა, რომ სს ,,თ---–-----–----’’ აქციონერთა და შპს ,,თ---–-----–----’’ დამფუძნებელთა მიერ სახელმწიფოსათვის კუთვნილი წილის და ქციების უსასყიდლოდ გადაცემა არ მომხდარა იძულებისა და მუქარის შედეგად.
19.4. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით დაკითხული იქნა არაერთი მოწმე, რომელთა ჩვენება გადმოცემულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მსჯელობას ამა თუ იმ მოწმის ჩვენების ფაქტობრივას არასწორად ასახვის თაობაზე. აპელანტის პრეტენზია ეფუძნება იმას, რომ სასამართლომ გარკვეული მოწმეთა ჩვენებები საფუძვლად არ დაუდო სადავო გარემოების დადგენას და მოსარჩელის ინტერესებში არ შეაფასა მოწმეების მიერ გადმოცემული ფაქტები. მითითებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით პალატას მიაჩნია, რომ აპელანტებს არ აქვთ წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, ფაქტობრივი გარემოებების დადგენას ყოველთვის წინ უძღვის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება, რაც მოიცავს მათი დასაშვებობის, შესახებობისა და უტყუარობის შემოწმებას, აგრეთვე მტკიცებულებათა საკმარისობაზე მსჯელობასა და მათ შეფასებას ერთობლიობაში.
- მოწმემ ლ---- მ---–---- აჩვენა, ,,რომ 2008-2012 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში, ახორციელებდა საპროცესო ხელმძღვანელობას გამოძიებაზე. სადავო გარიგებასთან მიმართებით მას არავითარი შემხებლობა არ ჰქონია. არც პ------------------- და არც თ---–-----–---- სხვა პარტნიორები არასოდეს პირადად არ უნახავს, ტელევიზორით თუ გაუგია მათ შესახებ. 2010 წლამდე (დაახლოებით 2007 წელს) დაიწყო გამოძიება „ქ--------–--–------ა“ და სხვა პროდუქტების მიერ გადასახადებისაგან თავის არიდების ფაქტზე. გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლინდა სხვა გარემოებებიც, კერძოდ თურქმენეთის ვალთან დაკავშირებული, ე.წ. „დისკაუნტის“ გამოყენებისას გამოვლინდა სხვა კომპანიებიც, მათ შორის თ---–-----–---. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ამოღება და ჩხრეკა, მხარისათვის ცნობილი იყო რა ფაქტების ირგვლივ მიმდინარეობდა გამოძიება. ამ საქმის ფარგლებში თ---–-----–---- პარტნიორების მიმართ არ ყოფილა შემაჯამებელი საგამოძიებო დასკვნა არც შეწყვეტა და არც ბრალდებულად ცნობა. მოწმის ჩვენების შესაბამისად, იმდენად საკმარისი მტკიცებულებები ჩხრეკა-ამოღებისას ვერ იქნა მოპოვებული, რომ დაწყებულიყო რომელიმე პარტნიორის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. არცერთ პარტნიორთან, მათ შორის პ-------------------სთან შეხება არ ჰქონია და პ-------------------ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის მიმართ ხელი არ მოუწერია და რომ მოეწერა აუცილებლად დაიწყებოდა შესაბამისი დევნა. დღემდე თ---–-----–---- მიმართ მიმდინარე გამოძიება აღნიშნულ საქმესთან მიმართებით გრძელდება თბილისის რომელიღაცა სამმართველოში, როგორც მოწმისთვისაა ცნობილი. იგი პროცესუალურად კონკრეტულ საქმეს ხელმძღვანელობდა 2008-2012 წლებში. გამოძიების ფარგლებში ახალ-ახალი ეპიზოდების გამოვლენა იწვევს სახელწოდების შეცვლას“.
- მოწმე ლ---- მ---ბ------მ აჩვენა, ,,რომ ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში მუშაობს უფროსის მოადგილედ. 2010 წელს ამავე სამმართველოში მუშაობდა უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. გარიგებებთან დაკავშირებით არავითარი გარემოება არ იცის, არ ყოფილა მონაწილე და არც შეხება არ ჰქონია. ამ საკითხთან დაკავშირებით პარტნიორებთან კონტაქტი არ ჰქონია. მოწმის ჩვენებით, თურქმენეთის ვალთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება დაიწყო 2010 წლამდე, რამდენიმე წლით ადრე, ეს საქმე ეხებოდა ქ--------–-–-----ს და გამოძიების დროს გამოკვლეული იქნა ბევრი საკითხი, ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა სახელმწიფოს მხრიდან თურქმენეთის ვალთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს და სხვადასხვა კომპანიები მათ შორის ,,შ------’’ ჩართული იყო ვალის გასტუმრების პროცესში შაქრის მიწოდების გზით. მიმდინარე პროცესების დროს გამოვლინდა ,,დისკაუნტის’’ ცვლილება, საბაზრო ღირებულებასთან მიმართებაში უფრო ძვირად მიწოდება და გარკვეული დარღვევები, რამაც გამოიწვია, ის რომ უწყებამ მოინდომა საკითხის სრულად შესწავლა, რა დროსაც გამოვლინდა თ---–-----–---- თემა, ვინაიდან, თ---–-----–---ც იყო თურქმენეთის ვალის გასტუმრების საკითხში ჩართული და სხვა კომპანიებიც. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია მიმდინარე საკითხში (თურქენეთის ვალის გასტუმრება) იყო სს „თ---–-----–---“, აღნიშნულმა განაპირობა, ის რომ უწყებამ დაიწყო ამ კუთხით საწარმოს შესწავლა და ინფორმაციის მოძიება. რამდენადაც ახსოვს, 2010 წლამდე 1-2 წლით ადრე იყო დოკუმენტები ამოღებული თურქმენეთის ვალთან დაკავშირებითო. 2010 წლამდე მომწიფება მოხდა ინფორმაციის, რაც მოითხოვდა უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებების გზით დოკუმენტაციის მოპოვებას და შესწავლას უფრო დეტალურად. სახელმწიფო არსებული ვალის გასტუმრებას ახდენდა სხვადასხვა ქართული კომპანიების მიერ თურქეთისათვის პროდუქციის ფასდაკლებით მიწოდების გზით. მოწმის ჩვენებით, თავიდან არსებობდა სს „თ---–-----–---“, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტში და მასთან იყო სახელმწიფოს მხრიდან კონტრაქტი გაფორებული. კომპანია საქონელს აწვდიდა - 40-42% დისკაუნტის გზით და დოკუმენტების შესწავლის შედეგად დადგინდა რომ ადგილი ჰქონდა ამ დისკაუნტის შემცირებას, მისი შემცირება სახელმწიფოსთვის მეტი ხარჯია, ხოლო კომპანიისთვის პირიქით მეტი მოგება. ამის შემდეგ იქმნება შპს „თ---–------–---“ და სს-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი პ. თ-------- სახელმწიფოს წარუდგენს ბიზნეს-გეგმას, რომ სახელმწიფოსათვის უკეთესი იქნებოდა, რომ სს“თ---–-----–---“ მმართველობაში გადასცემოდა შპს „თ---–-----–---“ და იგი უზრუნველყოფდა სს „თ---–-----–----ათვის“ პროექტების მოზიდვას, მუშახელის მობილიზებას, მომგებიანობის გაზრდას ხელფასების გაზრდას და საერთო ჯამში სს „თ---–-----–----“ განვითარებას. ბიზნეს-გეგმის საფუძველზე შპს „თ---–-----–--მა“ მმართველობაში მიიღო სს „თ---–-----–---“. ამ გადაცემის შემდეგ სს „თ---–-----–---“ გახდა წამგებიანი, როცა გადაცემამდე კომპანიას ჰქონდა მილიონობით მოგება. ყველა პროექტი გადავიდა შპს თ---–-----–----“ მფლობელობაში, შპს-ს მიერ ყველანაირი საქმიანობა ხორციელდებოდა სს „თ---–-----–----“ აქტივებით და ყველანაირი დანახარჯი იყო სს „თ---–-----–---- ხარჯზე, ხოლო ყველა მოგება შპს „თ---–-----–----“ აქტივში მიდიოდა. რაც გახდა გამოძიების კვლევის საგანი, რათა დაედგინა რამდენად სწორად განხორციელდა სს „თ---–--–----“ გადაცემა შპს „თ---–-----–----“ მმართველობაში. სწორედ ეს გახდა დოკუმენტების გამოთხოვის საფუძველი, დაინიშნა საქმეზე რევიზია გარკვეული ანალიზების გაკეთების მიზნით. შპს-მ ვერ უზრუნველყო იმ ვალდებულებების შესრულება (ხელფასების გაზრდა, კომპანიის განვითარება), რაც მას წარმოეშვა სს „თ---–-----–----“ მმართველობაში მიღებით, პირიქით მოგებებს იღებდა შპს, ნაცვლად სს „თ---–-----–----ა“. დღეის მდგომარეობით გამოძიება მათ დეპარტამენტში აღარ მიმდინარეობს და სხვა განაყოფს გადაეცა და მისთვის რამდენადაც ცნობილია ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებით გაერთიანებულია შპს-ს მიმართ არსებული სხვა ეპიზოდებიც. ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შემაჯამებელი დადგენილება არ მიღებულა. გამოძიების ფარგლებში ლ. მ---ბ------ს პ-------------------სთან ჰქონდა რამდენჯერმე შეხვედრა, სხვაგვარად გამოძიების წარმართვა შეუძლებელია. გამოძიების ფარგლებში 2 ბრძანება იქნა მიღებული საქმეზე, რომელთა აღსრულება განხორციელდა ერთდროულად. გამომძიებლებთან ერთად მივიდა კომპანიაში (შპს და სს) და შევხვდა ხელმძღვანელობას, მათ შორის პ. თ--------ს, სადაც ამ უკანასკნელს გადაეცა ბრძანენები. პირველად იქ ნახა პ-------------------. რამდენიმე დღეში დაზუსტდა, რომ გამოთხოვილი დოკუმენტაცია სრულად არ იყო ამოღებული და 2-3 დღის შემდეგ ხელახლა მივიდნენ საგამოძიებოდან ოფისში, სადაც ლ. მ---ბ------მ ხელმეორედ ნახა პ-------------------. საგამოძიებო შენობაში პ-------------------ს მოწმე არ შეხვედრია. საპროცესო დოკუმენტის მიღების შესახებ აუცილებლად ექნებოდა ინფორმაცია. სამინისტროში დგება სპეციალური სტატისტიკური მონაცემები მსგავს შემთხვევებში და იგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომლის გადამოწმებაც მარტივად შეიძლება. ზეწოლა ამ გარიგებების დადებისას არ მომხდარა, არ იცის როდის გაფორმდა ეს გარიგებები. სხვა აქციონერებთან შეხება არ ჰქონია და არ ახსოვს. პ. თ--------ს ადვოკატთან შეხება ჰქონდა თუ არა არ ახსოვს, საქმიდან გამომდინარე შესაძლებელია შეხვედროდა. ოჯახის წევრთან კომუნიკაცია არ ახსენდება, თუმცა გამორიცხული არაა, თუ პ.თ--------ს ვერ დაუკავშირდებოდა შეიძლება დაკავშირებოდა ოჯახის წევრს. სასამართლო ბრძანებები რომ ჩაბარდათ პარტნიორებს, განჩინებებში დეტალურადაა აღწერილი, რის გამოც ხორციელდებოდა ამოღება-შემოწმება. საწარმოდან გამოთხოვილი დოკუმენტები იდენტური იყო სამინისტროებიდან გამოსათხოვი დოკუმენტებისა, შესაბამისად ამოღების საჭიროება აღარ არსებობდა. პ-------------------სთან აღნიშნული ჩხრეკა-ამოღებების გარდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები არ განუხორციელებია. რაც შეეხება საქმის სახელწოდების ცვლილებას (შპს „თ---–-----–----“ ხელმძღვანელის პ.თ--------ს მიერ დიდი ოდენობით ქონების მითვისების ფაქტზე დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 182- ე მუხლი), მოწმისთვის უცნობია სახელწოდების ცვლილების თარიღი და როგორც მისთვის ცნობილია სამინისტროში არსებობდა სხვა სისხლის სამართლის საქმე, სადაც პ-------------------ს უჩიოდნენ ქონების მითვისებაზე და დოკუმენტაციის გაყალბებაზე და მოხდა აღნიშნულ საქმეთა გაერთიანება, რასაც შეეძლო გამოეწვია სახელწოდების ცვლილება’’.
- მოწმის კ----–----–---------- ჩვენებით, ირკვევა, რომ ,,შპს „თ---–-----–----“ დამფუძნებლებთან გარიგების დადების დროს შეხება ჰქონდა. იძულების შესახებ ინფორმაცია მოწმეს არ აქვს. მოწმეს ევალებოდა კონსულტაცია იურიდიულ საკითხებთან მიმართებით. კონსულტაცია გაეწია კ--------–------ს, რომ ყოფილიყო გარიგება სამართლებრივად გამართული. აქციონერები არ დაუბარებია. იურიდიული დეპარტამენტი დოკუმენტის შედგენის დროს არ მონაწილეობდა, ვინაიდან იგი იყო სანოტარო აქტი. დოკუმენტი ვინ მოამზადა მოწმემ არ იცის. იურიდიული დეპარტამენტი მხარეთა ნებას არ ეცნობა და ეს გარიგების მხარეების კომპეტენციაა. როგორც მოწმეს ახსოვს მასთან ოთახში იმყოფებოდა ჟ-------, რომელიც მასთან მივიდა არა როგორც აქციონერი, არამედ როგორც თანამშრომელი, რადგანაც იმ დროისთვის ჟ------- მუშაობდა სამინისტროში. მოწმის განმარტებით, მას ევალებოდა კონსულტაცია და კონკრეტულად რასთან დაკავშირებით გასცა კონსულტაცია არ ახსოვს. ხელმძღვანელობიდან დავალება კონსულტაციის გაცემისა არ დაუვალებიათ. მოწმის განმარტებით, მის კაბინეტს მისი არ ყოფნის დროს ვერ გამოიყენებდნენ სხვა პირები’’.
- მოწმის კ----------------------ს ჩვენებით ირკვევა, ,,რომ 2010 წელს მუშაობდა ფინანსურ პოლიციაში სამმართველოს უფროსად. ტელევიზიით გაიგო, რომ პ-------------------მ აჩუქა თ---–-----–--- სახელმწიფოს. არც პ-------------------სა და არც სხვა აქციონერებს მოწმე არ შეხვედრია აღნიშნულ საკითხთან მიმართებით. პოლიციის შენობაში პ. თ--------ს არ შეხვედრია. გამოძიებაში იყო საქმე ქ--------–-–-----თან დაკავშირებით, თანხების მითვისებისა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით. კომპანია, თურქეთს პროდუქტს აწვდიდა 25% ფასდაკლებით და სხვაობას სახელმწიფო უხდიდა კომპანიას, ხოლო პროდუქციის მიწოდებით თურქეთის ვალი მცირდებოდა მიწოდებული პროდუქციის შესაბამისად. აღმოჩნდა, რომ 500 აშშ დოლარს იღებდნენ, ხოლო „დისკაუნტის“ გათვალისწინებით სახელმწიფო აძლევდა 400 აშშ დოლარზე მეტს, მაშინ როცა რეალური ღირებულება იყო 300 აშშ დოლარი. სწორედ აღნიშნული ფაქტის შესწავლისას გამოვლინდა თ---–-----–---- ბრალეულობაც. შპს-ც დაახლოებით 32% „დისკაუნტით“ აწვდიდა პროდუქციას თურქეთს, სახელმწიფო კი თ---–-----–--- აძლევდა 30%-ზე „დისკაუნტს“, შესაბამისად 2%-იანი სხვაობა სახელმწიფოსათვის შეადგენდა ნახევარ მილიონ აშშ დოლარ ზარალს. სს „თ---–-----–---“, რომელიც დიდი მოგებით გამოირჩევდა ჩაენაცვლა შპს „თ---–-----–---“. აღმოჩნდა რომ თავიდან არსებობდა სს „თ---–-----–---“, რომელიც დიდი მოგებით ამთავრებდა ყოველ წელს და რომელიც მართვის უფლებით გადაეცა ახლად შექმნილს შპს „თ---–-----–---“. საკითხის შესწავლისას დადგინდა, რომ ფაქტიურად შპს „თ---–-----–--მა“ წარადგინა გეგმა, რომლითაც სახელმწიფოს პირდებოდა, რომ წარმოების პროცესს გაზრდიდა 195%-ით, ხოლო ხელფასებს 230%-თ. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღმოჩნდა რომ გეგმა ყალბი იყო, ხელშეკრულებაში დაიწერა, რომ წარმოება გაიზრდებოდა 95%-ით, ხოლო ხელფასი - 135%-ით. ამასთან შპს „თ---–-----–--მა“ მიუთითა, რომ ხელშეკრულებებით მოამარაგებდა სს „თ---–-----–---“, მაშინ როცა ყველ ხელშეკრულებას იყენებდა შპს „თ---–-----–---“ და იღებდა მოგებას. ეს ყველაფერი ჩანდა ზედაპირულად, რაც მოითხოვდა საკითხის შესწავლას. მოწმეს არ ახსოვს გამოძიების ფარგლებში დაურეკა თუ არა პ-------------------ს. მისი განმარტებით, მის კაბინეტში ბრალი ვერ წარედგინებოდა პ.თ--------ს. სისხლის სამართლის საქმეს სახელწოდება და კვალიფიკაცია როდის და რატომ შეიცვალა მოწმისათვის უცნობია. მოწმის განმარტებით, სს „თ---–------–---“ მმართველობაში გადაცემის გარდა საკუთრებაში გადაეცა შპს „თ---–-----–---“, რაც არ შეიძლებოდა. თ---–-----–--თან დაკავშირებით მეორე საქმეც არსებობდა ფინანსურ პოლიციაში. საკითხი ეხებოდა საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის უფროსის საჩივარს, რომ კომპანიამ შეცვალა ,,სუხოის ქარხანასთან’’ გაფორმებული კონტრაქტი, რომლის შესაბამისად, კომპანიას ყოველ ახალ თვითმფრინავზე რუსეთისათვის უნდა გადაეცა 6%, კონტრაქტის მე-2 გვერდი შეცვალა ხელმძღვანელობამ და ჩაამატა ყოველ გარემონტებულ თვითმფრინავზე თანხის გადახდის ვალდებულება’’.
- მოწმე ვ-----------------–---–-- აჩვენა, ,,რომ სადავო პერიოდში მუშაობდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად. პირადად არ იცნობს პ.თ--------ს, თუმცა სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონია სხვა საქმის ფარგლებში. ამოწმებდა ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურთან დაკავშირებულ ყველა სუბიექტთან. არ იცნობს ვ. უ----–---- და სტუდენტობიდან იცნობს კ.ლ----------. მისთვის არასოდეს არ დაურეკავს ს----------, არ დაუვალებია პ.თ--------სათვის აქციონერების მიყვანა ნოტარიუსთან.
- მოწმის ლ---- ბ----------- ჩვენებით ირკვევა, რომ ,,ეკონომიკის სამინისტროდან დაუკავშირდნენ, იქ გაფორმდა ხელშეკრულება და შემდეგ მასთან მიდიოდნენ სანოტარო ბიუროში. ეკონომიკის სამინისტროში გაფორმდა კვირა დღეს 27 ივნისს შპს-ს წილების გასხვისების ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებისას იყვნენ აქციონერები და ეკონომიკის სამინისტროდან ვ--------------–---. ზოგადად კვირაობით არ მუშაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოქალაქე თხოვს. იმ კონკრეტულ დღეს ნოტარიუსს დაურეკეს ეკონომიკის სამინისტროდან. მოწმის მითითებით, ეკონომიკის სამინისტრო ზოგადად მასთან თანამშრომლობდა და აფორმებდა ხელშეკრულებებს. იურიდიული სამსახურიდან ურეკავდნენ ხოლმე და კონკრეტულად ვინ დაურეკა კონკრეტულ დროს არ ახსოვს. სამინისტროში დახვდნენ იურიდიული სამსახურიდან. გარიგების დამოწმება კ----–----–---------- ოთახში მოხდა თუ არა, არ ახსოვს. გარიგების დადებისას ოთახში იმყოფებოდნენ მხოლოდ მხარეები. ხელშეკრულების პროექტები მან მოამზადა იქვე სამინისტროში. იგი წესდებასა და ამონაწერს გაეცნო. ოფციის შესახებ ამონაწერში ნახა, თუმცა მისი განმარტებით კვირა დღე იყო და ესე უთხრეს, რომ უნდა მოიხსნას და შემდეგში რომ არ მოიხსნა გააუქმა ეს ხელშეკრულება და ხელმეორედ მხარეებმა დადეს 28.07.2010- ში. ამასთან, ნოტარიუსის განმარტებით ოფციის შესახებ ხელშერულება იყო უცხოენოვანი, რომელიც ნათარგმნი არ იყო. მოწმის განმარტებით, მან განუმარტა ეკონომიკის სამინისტროს არსებული სამართლებრივი პრობლემები თუმცა უ----–---- განმარტა, რომ ოფცია მოხსნილია და ჯერ არ ასახულა ამონაწერში. მხარეებმა მაინც გამოთქვეს ნება გარიგების დამოწმებისა. რაც შეეხება ხელშეკრულებაში ჩანაწერს „უფლებრივად უნაკლო წილი“ აღნიშნული მოწმის განმარტებით ტექნიკური შეცდომაა და გამორჩა. სანოტარო მომსახურების საფასური გადაიხადა ეკონომიკის სამინისტრომ. წილის გასხვისების მეორე ხელშეკრულება ივლისში საკუთარ ოფისში დაარეგისტრირა. მხოლოდ ხელმოწერები და არა გარიგების შინაარსი. ნოტარიუსის მითითებით, ხელშეკრულებების გაფორმებისას დაძაბულობა არ აღინიშნებოდა, იძულება მას არ შეუნიშნავს. 2 ივლისს ისევ უ----–---- მიმართა ნოტარიუსს. მოწმის განმარტებით, ზოგადად 7 საათამდე მუშაობს, თუმცა თუ საქმე მოითხოვს გვიანობამდეც უმუშავია. 2 ივლისს ოფისში მხოლო აქციონერები უგულავა და ნოტარიუსის თანაშემწე იყო. ყველა აქციონერი ერთსა და იმავე დღეს არ მისულა პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდა. საფასური ეკონომიკის სამინისტრომ გადაიხადა აქციების გასხვისებასთან დაკავშირებით. სხვა დროსაც უმუშავია არასამუშაო საათებში და ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. გარიგება, არასდროს შეზღუდვის არსებობისას არ დაუმოწმებია და ამ დროს იმიტომ გააკეთე რომ უთხრეს, შეზღუდვა მოიხსნებოდა’’.
- ზ----------------–---–-- აჩვენა, რომ ,,ამჟამად მუშაობს შპს „თ-- მ----------–-“, 2010 წელს მუშაობდა თ---–-----–--–-, პ-------------------ს პირადი მძღოლი (პ. თ--------სთან მუშაობს უკვე 11 წელია). 2010 წლის 26 ივნისს იყო პ-------------------ს შვილიშვილის დაბადების დღე. წინა დღეს გადაწყვეტილი ქონდა პ. თ--------ს მისალოცად წასულიყო შვილიშვილთან, რის გამოც მოწმემ მიაკითხა პ--------ს სახლში, იქ მისულს პ--------მ უთხრა, რომ დაბარებული იყო ფინანსურ პოლიციაში და იქ წაეყვანა. თ-------- ფინანსურ პოლიციაში მარტო შევიდა, რამდენიმე საათის განმავლობაში არ გამოსულა, მერე მისი იურისტისგან - დ------------------, რომელიც მივიდა ფინანსურ პოლიციაში გაიგეს, რომ პ. თ-------- დაკავებული იყო (ფინანსურ პოლიციასთან მივიდა ასევე ნ---------------, შ--–----------–-–---–-...). დ--------------- განუმარტეს, რომ აღარ იყო საჭირო მისი შესვლა მალე გამოუშვებდნენ. ამის შემდგომ პ-------- გამოუშვეს და ყველანი ერთად წავიდნენ საწარმოში. ფინანსური პოლიციიდან საწარმოში პ--------სა და მის თანმხლებ პირებს გაყვა შავი დაბურული მინებით (სედანი) ავტომობილი, რომელშიც ისხდა ორი პირი. საწარმოში მისვლისას მალევე მივიდა ბ----------–--- და იკითხა პ-------------------. ა---–---- მისვლის შემდეგ ფინანსური პოლიციიდან გამოყოლილი ორი პიროვნება (შავი დაბურულ მინებიანი მანქანით) წავიდნენ საწარმოდან, როგორც მოწმე აღნიშნავს ერთ-ერთ მათგანს დაურეკეს ტელეფონიდან და მოსთხოვეს ტერიტორიის დატოვება. შაბათ-კვირას (26-27 ივნისი) ოფისი ოფიციალურად არ მუშაობდა და ფოიეში იყო გოგო და ბიჭი სავარაუდოდ ჟურნალისტები. იმავე დღეს საღამოს (26.06.2010) ხელმეორედ მივიდა ა---–--- საწარმოში მეორე დღეს (27.06.2010 წელს) სამსახურში მისულს პ-------------------მ უთხრა, რომ უნდა წასულიყვნენ ეკონომიკის სამინისტროში. იქ დახვდა თავდაცვის სამინისტროს შავი ფერის ჯიპი. ეკონომიკის სამინისტროში დახვდნენ რ-–----------------, კ--- ჟ-------, ნ--------------- და ეკონომიკის სამინისტროში იყო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი (სავარაუდოდ ს--------–---–-). ამ ფაქტების შემდეგ, რამდენჯერმე დაიბარეს პ. თ-------- თავდაცვის სამინისტროში. მოდულის შენობაში პ. თ-------- მიყვანილი ყავდა მხოლოდ ერთხელ ამ მოვლენებამდე, თუმცა ზუსტი თარიღ არ ახსოვს. თავდაცვის მინისტრი აქამდე ესე დაუგეგმავად არასდროს არ მისულა საწარმოში. შესაბამისად ამიტომ მიიჩნია ეს მისვლა უჩვეულოდ. პრეზიდენტიც და მთავრობის სხვა წევრებიც ყოფილა მანამდე მისული საწარმოში მანამდე მაგრამ თავდაცვის სამინისტროდან არა. 2010 წლის ივნისამდე და არც ივლისის შემდეგ პ------------------- ფინანსურ პოლიციაში არ მიუყვანია. მოწმისათვის უცნობია სხვა აქციონერებმა რატომ დათმეს წილი. აღნიშნული მოვლენების შემდეგ გაიმართა ბრიფინგი, წილების დათმობის თაობაზე’’.
- მოწმის ზ---–------------- აჩვენა, ,,რომ მუშაობს „თ-- მ----------–-“. იყო ფინანსური მენეჯერი 2010 წელს. იყო „G----------------“-ის წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც ახორციელებდა სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებს. ერთ-ერთი იყო თ---–-----–----ათვის მიცემული სესხი, რომლის საფუძველზეც ოფცია ედო წილს. მას კვირაში 2-ჯერ მაინც უწევდა ურთიერთობა თ---–-----–---- მენეჯერთან და მისთვის ცნობილი იყო, რომ კომპანია იყო პერსპექტიული და კარგად ახორციელებდა თავის საქმიანობას. თავიდან თ---–-----–--ზე გასცეს 13 მილიონი და შემდეგ დაამატეს 3 მილიონი. რუსეთის ემბარგოს გამო გაურთულდა მდგომარეობა კომპანიას, თუმცა არსებობდა გზები აღნიშნული მდგომარეობიდან გამოსასვლელად. აზერბაიჯანთან გაფორმებული კონტრაქტი კომპანიას დიდ მოგებას მოუტანდა. მოწმის განმარტებით ერთ დღეს ესაუბრა რ-–----------------, რომელმაც უთხრა რომ დამთავრდა ყველაფერი და ამის შემდეგ ტელევიზორით გაიგო პ-------------------ს მიერ სახელმწიფოსათვის წილის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიას არ ჰქონდა მძიმე ფინანსური მდგომარეობა და ესე მოულოდნელად გადაწყვიტეს პარტნიორებმა დაეთმოთ სახელმწიფოსთვის ის, ეჭვს არ იწვევდა, რომ იძულებას ჰქონდა ადგილი. არ შეიძლებოდა წილების გასხვისება, ვინაიდან ოფციის გაცემისას გათვალისწინებული იყო უამრავი ფაქტორი (როგორი მმართველობა ჰქონდა საწარმოს, როგორი ფინასური მდგომარეობა). სესხი ამ ეტაპზე დაფარულია და კონკრეტულად ვინ დაფარა არ იცის, ვარაუდობს, რომ დ--–---მ’’.
- მოწმემ თ---------------–---- აჩვენა, რომ არის ვ----–-------–---–-ს სიძე (იურისტი/ადვოკატი, საადვოკატო საქმიანობას ეწევა 2009 წლიდან). მისი სიმამრი ვ----–-------–---–- სს „თ---–-----–--–-“ ფლობდა აქციებს. 2010 წლიდან სხვადასხვა სამინისტროდან მათ ოჯახზე დაიწყო შეტევები, რათა აქციები უსასყიდლოდ გადაცემოდა სახელმწიფოს. ივლისის თვეში კიდევ უფრო დაიძაბა მდგომარეობა, დაიწყო თვალთვალი მიყურადება და ყოველივე ეს თვალნათელი და ადვილად აღსაქმელი იყო. ვ. ო----–---–- ყველანაირად ცდილობდა დრო გაეჭიანურებია, რისთვისაც წავიდა რაიონში - სიღნაღში. ისიც ყველანაირად ცდილობდა დროის გაწელვას, და როცა ხელშეკრულების ტექსტი წაიკითხა იქ ეწერა - „თუ ჩუქების საგანი იქნებოდა უფლებრივად ან ნივთობრივად ნაკლის მქონე, მაშინ დასაჩუქრებული ვალდებული იყო აენაზღაურებინა ზიანი“. ამ ჩანაწერთან დაკავშირებით თ. მ-------–---- დაურეკა სანოტარო ბიუროდან ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს და განუმარტა, რომ წილი ნივთობრივი ნაკლის მქონე ვერ იქნებოდა, რადგანც არამატერიალური ქონებაა და ამასთან დაკავშირებით მოუვიდა შელაპარაკება, როგორც მოწმე იხსენებს ვ--------------–----თან. ამ შელაპარაკების ფონზე იქვე მდგომმა ე.წ. ზონდერებმა დაიწყეს საუბარი, რომ ბათუმში ვიღაცამ სახელმწიფოს არ გადასცა თანხა და ნარკოტიკები ჩაუდეს, რამაც საბოლოოდ აიძულა ვ. ო----–---–- გადაეფორმებინა მისი აქციები. ყველა აქციონერს ეტყობოდა, რომ იძულების გამო ასხვისებდნენ წილს. იმდენად დიდი იყო ზეწოლა, რომ 5 დღეზე მეტი ვეღარ გააჭიანურებდნენ და ამის შემდეგ მეორე დღეს საავადმყოფოში მოხვდა თვითონ. სხვა აქციონერებმაც ვერ შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა. ძალიან დიდი მღელვარება და შფოთვა იყო აქციონერებს შორის. ის ნოტარიუსთან რამდენიმე დღის განმავლობაში დადიოდა პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ვ----–-------–---–- გარდა წილის ფლობისა, ასევე მუშაობდა საწარმოში როგორც დაქირავებული მუშაკი და მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფრთხეც იყო. პირველად სიმამრთან აქციების გადაცემასთან დაკავშირებით რეკავდნენ სამართალდამცავი ორგანოებიდან. მუქარა ნარკოტიკებთან დაავშირებით მოწმის განმარტებით რეალურად აღსაქმელი იყო, მით უფრო იმ ფონზე, რა მოვლენებიც მიმდინარეობდა (თვალთვალი, კონტროლი). სასამართლოსათვის მიმართვით ვერ შეძლებდნენ უფლების დაცვას იმ პერიოდში. ყოველ მეორე დღეს ხდებოდა ნარკოტიკების ჩადება პირებისთვის და შესაბამისად იყვნენ უსუსურები. სხვა უწყებაში იყო თუ არა დაბარებული ვ----–-------–---–- მისთვის უცნობია, არ ახსენდება. საგამოძიებო ორგანოებიდან ზარების რეკვა დაიწყო ხელშეკრულებების გამფორმებამდე ორი კვირით ადრე. პირველად ვ----– ო----–---–---- სავარაუდოდ დარეკეს სამართალდამცავი ორგანოებიდან’’.
- მოწმემ თ--აზ წ---–------- აჩვენა, ,,რომ მუშაობს შპს „თ-- მ----------–-“ უსაფრთხოების სამსახურში ცვლის უფროსად. მოწმის განმარტებით 26.06.2010 წელს, უნდა მისულიყო დილას პ-------------------სთან და წასულიყვნენ პ. თ--------ს შვილიშვილის დაბადების დღეზე რეგიონში (ხარაგაულის რაიონი), თუმცა დილით დაურეკა პ--------მ და უთხრა რომ გეგმები შეიცვალა და 11 საათისთვის დაიბარა. დაახლოებით 12 საათისთვის პ--------სთან ერთად წავიდა ფინანსურ პოლიციაში, სადაც მარტო გადავიდა პ. თ--------, ორივე ტელეფონი დატოვა მანქანაში. რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ ფინანსურ პოლიციასთან მივიდა დ. ჭ------- და მისგან გაიგო მოწმემ, რომ შეიძლება პ. თ-------- დაეპატიმრებინათ, იქვე მოვიდნენ შ--–----------–-–---–-, ნ--------------- და რ-–---------------. ორსაათნახევარში დარეკა პ. თ--------მ მობილურზე, ჭ-------სთვის გადაეცათ, რომ 20 წუთში გამოუშვებდნენ, ყველაფერი კარგად იყო. როდესაც გამოვიდა სამინისტროდან წყალი მოითხოვა და ჩაილაპარაკა რომ ქარხანა წაართვეს. ფინანსური პოლიციიდან გამოვიდა შკოდას მარკის ავტომანქანა დაბურული შუშებით, იქ მყოფნი გადანაწილდნენ ავტომობილებში და წავიდნენ საწარმოში. პ--------მ უთხრა რომ ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები გაყვებოდნენ. პ--------სთან კაბინეტში შევიდა ის ორი გამომძიებელი და რამდენიმე ხანში დაირეკა, რომ ბ----------–--- მივიდა საწარმოში და კითხულობდა პ. თ--------ს. ამასობაში ეს ორი წარმომადგენელი საუბრობდა გვერდით, ერთ-ერთმა ისაუბრა ტელეფონზე და მეორეს უთხრა, რომ ესე გადასცეს, რომ თუ ბ. ა---–--- მივიდა მათი საქმე იქ აღარ იყო. პ-------- და ბ------ გაიარეს მე-8 საამქროში და საუბრობდნენ დაახლოებით ნახევარი საათი. იმავე დღეს დაახლოებით 9 საათისთვის საწარმოში მივიდა ბ. ა---–--- მოზრდილი ესკორტით. თან ახლდა ნ----------–---–-, დ--–---- დირექტორი რ--------------, ბ--–-------- პარლამეტის დეპუტატი და კიდევ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პირები შევიდნენ მე-8 საამქროში, შედეგ მე-5 და მე-7 საამქროში. მეორე დღეს დილით მოწმემ მიაკითხა პ--------ს სამსახურში წასაყვანად, პ--------მ განუმარტა, რომ უნდა წასულიყვნენ ეკონომიკის სამინისტროში. ეკონომიკის სამინისტროს ეზოში არ შესულან შლაგბაუმთან გააჩერეს მანქანა, იქვე იყო ორი პიროვნება სამოქალაქო ფორმაში და ერთ-ერთს თან ჰქონდა იარაღი, სამინისტროსთან მოვიდნენ კ. ჟ-------, ნ. ბ------ და რ. კ--------- და ყველა ერთად შევიდა სამინისტროში’’.
- მოწმე ვ--------------–---მ აჩვენა, ,,რომ ამჟამად არ მუშაობს. 2009 წელს დაიწყო სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად მუშაობა. ხელშეკრულებათა გასაფორმებლად ენიჭებოდა სახელმწიფო მინდობილობა. ზოგადად ძალიან ბევრი საქმე იყო და ყოველდღე შაბათ-კვირასაც უწედათ იქ მისვლა და ხელშეკრულებების გაფორმება, მსგავსი ტიპის ბევრი ხელშეკრულება იდებოდა და ვ. უ----–---- მხოლოდ ხელის მოწერა ევალებოდა. ხელშეკრულებთა გაფორმება, როგორც წესი ხდებოდა ან სამინისტროში, ან სანოტარო ბიუროში, კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულად სად გაფორმდა ხელშეკრულება მოწმეს არ ახსოვს. მინდობილობას როგორც წესი ანიჭებდნენ 6 თვით ან 1 წლით. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებას, როგორც წესი წინ უძღვოდა დაინტერესებული პირების (დამსაჩუქრებლების) წერილობითი განცხადება ქონების სახელმწიფისათვის ჩუქების თაობაზე. ჩუქების ხელშეკრულებები ბევრი იყო და ამიტომაც ჰქონდა ვ. უ----–---- მასობრივი მინდობილობა. განსახილველი საქმე მას დაეწერა შესასრულებლად. დაინტერესებული პირების წერილები რეზოლუციის საფუძველზე ხვდებოდა უ----–----თან და კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა თუ არა აქციონერების წერილობითი განცხადება არ ახსენდება. პროფესიით ეკონომისტია და დოკუმენტის სამართლებრივ გამართულობაზე ვერ იმსჯელებს. მას ხელმოწერამდე სამინისტროში არც ერთი მოსარჩელე არ უნახავს, პ--------ც ერთხელ ნახა გარიგებასთან დაკავშირებით, როცა ხელშეკრულება გაფორმდა. ვერ იხსენებს სად მოეწერა ხელი ხელშეკრულებებს, ნოტარიუსთან თუ სამინისტროში. ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტულად რომელ კაბინეტში გაფორმდა ხელშეკრულება არ ახსოვს. (შესაძლებელია პირადად მის ოთახში, უფროსის კაბინეტში, და ა.შ) კ----–----–---------- ოთახშიც შესაძლოა მოწერილიყო, დანამდვილებით ვერ აზუსტებს. იგი ვერ ერკვეოდა იურიდიულ საკითხებში არ ადგენდა ხელშეკრულების შინაარს და ევალებოდა მხოლოდ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. ხელშეკრულების ტექსტს ადგენდა იურიდიული სამსახური. ხელშეკრულება ან უ----–---- მიჰქონდა, ან ნოტარიუსთან ხვდებოდა იქვე. პირადად მასთან უკმაყოფილება არ გამოუხატავს არც ერთ აქციონერს. ცალსახად მისი თანდასწრებით მუქარას ან იძულებას ადგილი არ ჰქონია. მისთვის ოფციის არსი საერთოდ გაუგებარია და ნოტარიუსს არ განუმარტავს, რომ ხელშეკრულება სამართლებრივად ხარვეზიანი იყო, არ განუმარტავს აკრძალვის თაობაზე. პარტნიორებს აუხსნა თუ არა მოწმისათვის უცნობი. მოწმის განმარტებით მსგავსი საკითხები მის კომპეტენციას სცილდებოდა და არასდროს არც ნოტარიუსს არ აუხსნია. ნოტარიუსს არც გარიგების უკანონობა განუმარტავს და არც უ----–---- მოთხოვნა ყოფილა, რომ მაინცდამაინც მიუხედავად უკანონობისა კვირა დღეს გაფორმებულიყო ხელშეკრულება. არც ის განუმარტავს ნოტარიუსისათვის პირადად მას, რომ ოფცია მოხსნილია და ჯერ დარეგისტრირებული არ არის. მოწმეს არ ახსოვს სხვა პირები ესწრებოდნენ თუ არა არ გარიგების დადების პროცესს, თუმცა იარაღიანი, რომ არავინ არ ყოფილა აღნიშნული დანამდვილებით ახსოვს და ადასტურებს. ოფციის ინგლისურენოვანი ხელშეკრულება აჩვენა თუ არა ნოტარიუსს არ ახსოვს. მისთვის გაუგებარია ტერმინი „უნაკლო ნივთი“, შესაბამისად ნოტარიუსს ვერ განუმარტავდა, რომ ჩუქების საგანი უნაკლოა. როგორც წესი ნოტარიუსს სამინისტრო იწვევდა. უშუალოდ ნოტარიუსთან ვინ რეკავდა მოწმისთვის უცნობია. 27 ივნისს 10 საათზე შეიკრიბნენ პარტნიორები, ხოლო ამონაწერი მომზადდა 3 საათზე. არ ახსოვს ამ დროის განმავლობაში მსჯელობა იყო თუ არა რაიმე კონკრეტულზე. დასარეგისტრირებლად წაღების საკითხს ის არ წყვეტდა და არც ის ახსოვს, მოაწერა თუ არა იგივე ხელშეკრულებას ხელი ერთი თვის მერე. 28 ივლისის ხელშეკრულება არის ხელმოუწერელი და რეესტრს ხარვეზი არ დაუდგენია და რეგისტრაციის მერე წარადგინეს ხელმოწერილი ხელშეკრულებაო. მას პირადად არ უნახავს იძულების ფაქტი და არც ხელმძღვანელობისგან მოუსმენია მსგავსი, თუმცა მისი პირადი აზრია, რომ იძულებას ჰქონდა ადგილი. ნოტარიუსის სახელი არ ახსოვს, თუმცა ახსოვს, რომ მარჯანიშვილის მეტროსთან იყო სანოტარო ბიურო. აქციონერებს ის არ უკავშირდებოდა. თავდაცვის სამინისტრო იყო თუ არა დაკავშირებული სადავო გარიგებებთან მოწმისათვის უცნობია. მას დაძაბული საუბარი აქციონერთან ან მის რომელიმე ოჯახის წევრთან არასდროს არ ჰქონია. სანოტარო ბიურო, როგორც მოწმეს ახსოვს ერთ ოთახიანია და შელაპარაკება არასდროს არავისთან არ მოსვლია’’.
- მოწმე თ--არ გ--------- აჩვენა, ,,რომ 2010 წელს მუშაობდა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორში შპს „თბილისის რეესტრში“. 2010 წლის ივნისი-ივლისში, როგორც ახსოვს, 24 აქციონერმა უსასყიდლოდ გადასცეს ეკონომიკის სამინისტროს აქციები, თავად როგორც რეგისტრატორი ესწრებოდა და გადასაცემ განკარგულებებზე აწერინებდა აქციონერებს ხელს. ძალდატანებასა და ჩხუბს მის თვალწინ ადგილი არ ჰქონია, თუმცა აქციონერებს უკმაყოფილება ეტყობოდათ. ძალადობა რომ ყოფილიყო მოწმის განმარტებით იგი შეწყვეტდა რეგისტრაციის პროცესს. შეიარაღებული და ფორმიანი, სანოტარო ბიუროში რეგისტრატორს არავინ არ უნახავს. კონკრეტულად ვინ დაუკავშირდა სადავო შემთხვევაში რეგისტრატორს არ ახსოვს, სავარაუდოდო ეკონომიკის სამინისტროდან. მოწმის განმარტებით, როგორც წესი საკუთარ ოფისში აფორმებს გასხვისების განკარგულებებს, თუმცა რამდენჯერმე გასვლითაც დაურეგისტრირებია, როდესაც ბევრი აქციონერია. სანოტარო ბიუროში შესაბამისი ადგილი გამოუყვეს რეგისტრატორს და აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას უწევდა ეკონომიკის სამინისტრო. ორი პირი იყო ეკონომიკის სამინისტროდან, ერთ-ერთი ვ--------------–---, ხოლო მეორე როგორც ახსოვს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, თუმცა დანამდვილებით ვერ დაადასტურებს. ეკონომიკის სამინისტრომ რეგისტრაციის საფასური არ გადაიხადა. მოგვიანებით, როდესაც ეკონომიკის სამინისტრომ თავდაცვის სამინისტროს მართვის უფლებით გადასცა თ---–-----–---- აქციები ამ მომსახურებაზე შესაბამისის საფასური გადაიხადეს. ნოტარიუსთან მივიდა სამუშაო საათების შემდეგ და რეგისტრაციის პროცესი გვიან ღამემდე გაგრძელდა. მეორე დღესაც შესაძლოა გაგრძელებულიყო რეგისტრაციის პროცესი, მაგრამ რადგანაც ყველა აქციონერი შეკრებილი იყო მეორე დღეს მათი ერთად შეკრება შეიძლება გართულებულიყო, თან მასთან შეთანხმებულები იყვნენ რომ პროცესი ერთ დღეს უნდა დასრულებულიყო. კონკრეტულად რამდენი აქციონერი იყო მოწმემ არ იცოდა ამიტომ განკარგულების ფორმები ე.წ. ფლეშკით წაიღო. ნოტარიუსის სამუშაო ოთახი კარებით არის გამოყოფილი, და იქ რომ ძალადობა ან მუქარა განხორციელებულიყო ნოტარიუსი აუცილებლად აღიქვავდა. ეს პირველი შემთხვევა იყო მასთან, რომ ამდაგვარად სახელმწიფოსათვის ეჩუქებინათ აქციები და ამ ოდენობით (იხ.: გადაწყვეტილება, მოწმეთა ჩვენებები).
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას-406-383-2014, 2015 წლის 17 აპრილი). შესაბამისად, მოწმის ჩვენებაც, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულებების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა. მოწმედ დაკითხული თ. გ--------- დაკავშირებულია მოსარჩელესთან - როგორც თავად განმარტა, არის ვ. ო----–---–-- სიძე - მის ჩვენებებში არის წინააღმდეგობაც, რაც ობიექტურად გავლენას ახდენს მიუკერძოებელი ჩვენების მიცემის შესაძლებლობაზე და ამცირებს აღნიშნული მოწმის ჩვენებების, როგორც მტკიცებულებების, იურიდიულ სანდოობას. ამასთან, აღნიშნული მოწმის ჩვენება არის სხვა პირთა ჩვენებებთან საწინააღმდეგო. კერძოდ, წინააღმდეგობაშია, როგორც ვ. უ----–----, ასევე ნოტარიუს ლ. ბ----------- ჩვენებებთან და მოკლებულია დამაჯერებლობას. მოწმე დაბეჯითებით და მტკიცებით ფორმაში საუბრობს 2010 წლიდან სხვადასხვა სამინისტროს მხრიდან დაწყებულ შეტევებზე, თვალთვალზე და მიყურადებაზე, მაშინ, როცა ვ. ო----–---–-- სარჩელი არ შეიცავს მსგავის ხასიათის ფაქტებზე მითითებასა. წინააღმდეგობრივია ასევე მოსარჩელესთან დაკავშირებული პირების, ზ. რ-------–---–--- და თ. წ---–------- ჩვენებები. მაგალითისათვის, თუ 26.06.2010წ. პ. თ-------- იმყოფებოდა ფინანსურ პოლიციაში, გაურკვეველია, ვისთან ერთად წავიდა იქ. რამდენადაც, ერთ შემთხვევაში, ზ. რ-------–---–- აცხადებს, რომ მიაკითხა პ--------ს სახლში, იქ მისულს პ--------მ უთხრა, რომ დაბარებული იყო ფინანსურ პოლიციაში და იქ წაეყვანა. ხოლო მეორე შემთხვევაში, თ. წ---–------ განმარტავს, რომ 26.06.2010 წელს, უნდა მისულიყო დილას პ-------------------სთან და წასულიყვნენ მისი შვილიშვილის დაბადების დღეზე რაიონში, თუმცა დილით დაურეკა პ--------მ და უთხრა, რომ გეგმები შეიცვალა და 11 საათისთვის დაიბარა. დაახლოებით 12 საათისთვის პ--------სთან ერთად წავიდა ფინანსურ პოლიციაში. ამასთან, მათი ჩვენებებიდან არ გამომდინარეობს იძულებისათვის დამახასიათებელი ფაქტების შესახებ მათი უშუალო შემხებლობა.
ამდენად, პალატა იზაირებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ საქმეში არსებული მასალებითა და მოწმის ჩვენებებით, არ დასტურდება:
- ფაქტი იმის შესახებ, რომ 2010 წლის დასაწყისიდან სახელმწიფომ (სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოთა - წარმომადგენელთა მეშვეობით) დაიწყო სხვადასხვა აქტიური მოქმედებების განხორციელება სს ,,თ--’’ (თ---–-----–----) ხელში ჩაგდების მიზნით
- ე.წ. მოდულის შენობაში პ. თ--------ს დაბარების და დაშინების ფაქტი;
- ფაქტი იმის შესახებ, რომ პ-------------------ს მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ იძულებასა და დაპატიმრების მუქარას;
- ფაქტი იმის შესახებ, რომ 2010 წლის 26 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში პ-------------------ს წარუდგინეს დადგენილება ბრალდებულად ცნობის შესახებ, რომელსაც ხელს აწერდა პროკურორი ლ---- მ---–--- და გამომძიებელი ლ. მ---ბ------;
- ფაქტი იმის შესახებ, რომ რაიმე ფორმით სახელმწიფოს მხრიდან მოსარჩელეებთან მიმართებაში გარიგების გაფორმებამდე ან მის შემდგომ ადგილი ჰქონდა ძალადობას და მუქარას, მით უფრო, დაუდასტურებელია მისი განგრძობადი ხასიათი;
- ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებმა ნოტარიუსთან სადავო ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს შეიარაღებული და ფორმიანი პირების თანდასწრებით;
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სს ,,თ--’’ თ---–-----–--- თავისი ისტორიული წარსულით და დანიშნულებით სსრკ-ს პერიოდიდან დღემდე წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგილული ობიექტს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ჯერ სსრკ-ს, ხოლო შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო მესაკუთრე. ამ თვალსაზრისით, პალატა ვერ გაამახვილებს ყურადღებას საიდუმლო გრიფით დაცულ მასალებში არსებულ ინფორმაციაზე და მიუთითებს საჯარო ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც თ-- "თ---–----–----" ისტორია სათავეს მეორე მსოფლიო ომის დღეებიდან იწყებს,დღესდღეობით „თ--“ის ძირითად სტრატეგიას საკუთარი გამოცდილების სუ25 ტიპის თვითმფრინავის მოდერნიზაციის მიზნით გამოყენება წარმოადგენს. ქარხნის ძირითადი საქმიანობაა სამხედრო თვითმფრინავებისა და სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოება და რემონტი.
"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, "ამ კანონის მიზანია განსაზღვროს იმ ტერიტორიების სტატუსი, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად, დაადგინოს ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი". ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, "ამ კანონის მიზნებისათვის ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონებია (შემდგომ – ოკუპირებული ტერიტორიები):
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიები;
ბ) ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები);
გ) შავ ზღვაზე: რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მდინარე ფსოუდან სამხრეთით მდინარე ენგურის შავ ზღვასთან ჩადინების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში შემავალი საქართველოს შიდა წყლები და ტერიტორიული ზღვა, მათი ფსკერი და წიაღი,რომლებზედაც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, აგრეთვე საზღვაო ზონები: მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი, სადაც საქართველო თავისი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების, კერძოდ, „საზღვაო სამართლის შესახებ“ გაეროს 1982 წლის კონვენციის შესაბამისად, მიმდებარე ზონაში სარგებლობს ფისკალური, სანიტარიული, საიმიგრაციო და საგადასახადო უფლებებით, ხოლო განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე – სუვერენული უფლებებითა და იურისდიქციით;
დ) ამ მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტერიტორიების ზემოთ არსებული საჰაერო სივრცე".
საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციისა და საბრძოლო მოქმედებების განახლების მუდმივი საფრთხის პირობებში ნათელია და ბუნებრივი საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი დროულად დაირეგისტრიროს საკუთრებაში მისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონება. "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, "ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს". "ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-9 პუნქტების შესაბამისად, "ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე", "ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე" შესაბამისად, ნოტარიუსი საკუთარი დატვირთვიდან გამომდინარე დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარ სამუშაო რეჟიმს. ამდენად, ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულებების არასამუშაო დღეს დამოწმების ან/და საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო წარმოების არასამუშაო დღეს განხორციელების ფაქტი იმთავითვე ვერ ჩაითვლება მხარეთა მიმართ გამოვლენილი იძულების ფაქტის დასტურად, ვინაიდან ზემოაღნიშნული შეიძლება ასევე მომხდარიყო სახელმწიფოსთვის მომგებიანი პირობებით სასყიდლიანი გარიგების შემთხვევაშიც.
19.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ისეთი ცალკე აღებული სარწმუნო მტკიცებულება ან მტკიცებულებათა იმდაგვარი ერთობლიობა, რომელიც პალატას შეუქმნიდა შინაგან რწმენას სადავო გარიგებების მომზადებისა და დადების პროცესში სახელმწიფოს მხრიდან იძულების განხორციელების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლოს დაუდასტურებლად მიიჩნია სახელმწიფოს მხრიდან სადავო გარიგების მომზადებისა და დადების პროცესში კომპანიის აქციონერების და ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიმართ სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელშეკრულების დადებაზე იძულების ფაქტი. პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები და სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები არ მიუთითებენ სახელმწიფო ინსტიტუტების არამართლზომიერი და გაუმართლებელი ჩარევის შედეგად სადავო ხელშეკრულების საჯარო წესრიგთან ან ზნეობრივ ნორმებთან წინააღმდეგობრივ ხასიათზე. პალატას მიაჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის სადავო გარიგებების როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგების დადების ფაქტის დადასტურება, რაც ასეთის დამტკიცების შემთხვევაში, წარმოშობდა სსკ-ის 976.I და 979-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს.
20. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტები პრეტენზიას აცხადებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.07.2017წ. საოქმო განჩინებებზე მოსამართლე ლ---- მ----------- და სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის აცილებაზე უარის თქმის შესახებ (იხ.: განჩინებები, ტ.8, ს.ფ. 159-164, 165-168). პალატა განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ეროვნული კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული საქმის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის უფლება, რომელიც ფართო ინტერპრეტაციას ექვემდებარება და თავის თავში მოიცავს საქმის განხილვისას ყველა იმ გონივრული ეჭვის გაქარწყლების აუცილებლობას, რომელმაც საშუალო წინდახედულობის ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრონციპები განამტკიცებს იმ ეთიკურ სტანდარტებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს მოსამართლის ქცევა. ერთ-ერთი ასეთი ღირებულებაა - მიუკერძოებლობა. ბანგალორის პრინციპების 2.5. პუნქტი არეგულირებს ეთიკურ სტანდარტებს აცილების საკითხთან მიმართებაში: „მოსამართლემ უნდა აიცილოს საქმე ისეთ შემთხვევებში, როდესაც: მას არ შესწევს უნარი საქმე განიხილოს მიუკერძოებლად ან როდესაც გონიერ დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მოსამართლეს არ შესწევს საქმის მიუკერძოვებლად განხილვის უნარი“.
ამდენად, ბანგალორის პრინციპები ერთმანეთისაგან მიჯნავს სუბიექტურ და ობიერტურ კრიტერიუმებს (სუბიექტური და ობიექტური ტესტი):
- სუბიექტური: უნდა გაირკვეს კონკრეტული მოსამართლის პირადი ქცევა თუ შინაგანი რწმენა ანუ ხომ არ აქვს მოსამართლეს რაიმე პირადი მოტივებით განპირობებული წინასწარ ჩამოყალიბებული მოსაზრება ან განწყობა მოცემული საქმის მიმართ;
- ობიექტური: უნდა გაირკვეს თავად სასამართლოს შემადგენლობა, სხვა ფაქტორებთან ერთად, საკმარისად უზრუნველყოფს თუ არა ყოველგვარი გონივრული ეჭვის გამორიცხვას მის მიკერძოებასთან მიმართებით. ანუ იმ შემთხვევასიც, როდესაც სასამართლო შემადგენლობა მზადაა მიუკერძოებლად განიხილოს საქმე, თუ გონიერ დამკვირვებელს შეიძლება ეგონოს, რომ შემადგენლობა ვერ იქნება მიუკერძოებელი, ყოველგვარი ეჭვის გაქარწყლების მიზნით სასამართლო შემადგენლობა აცილებულ უნდა იქნეს.
სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმების გამიჯვნა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შინაარსშიც: მოსამართლემ არ შეძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარე ვერ მიუთითებს ისეთ გარემოებებს, რაც საქმის განმხილველი მომხსენებელი მოსამართლის, ლ---- მ----------- აცილების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ივნისს მიღებული განჩინებით მოსარჩელეთა შუამდგომლობა სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის წევრი მოსამართლე სოსო ღურწკაიას აცილების შესახებ დაკმაყოფილდა და №2/9401-13 სამოქალაქო საქმე კოლეგიური შემადგენლობის ახალი წევრის განსაზღვრის მიზნით გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, რის შემდგომაც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2017 წლის 04 ივლისის №23-ს 01 ბრძანების საფუძველზე №2/9401-13 სამოქალაქო საქმის განხილვის მიზნით დამტკიცდა კოლეგიური შემადგენლობა: თავმჯდომარე - ლ---- მ---ბ------, წევრები: ვ-–------------------ ზ-------------–---–-. სასამართლოს თავმჯდომარისადმი №2/9401-13 სამოქალაქო საქმის გადაცემის საფუძველს წარმოადგენს კოლეგიური შემადგენლობის ორი მოსამართლის მიერ 2017 წლის 28 ივნისს მიღებული განჩინება კოლეგიის თავმჯდომარე მოსამართლე სოსო ღურწკაიას აცილების შესახებ. ამასთან, დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსამართლე ლ----------------- სამოქალაქო საქმე გადაეცა ერთის მხრივ სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის თავმჯდომარე წევრის აცილების და მეორეს საქმის განაწილების დროს მოქმედი საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5-ე მუხლებით განსაზღვრული რიგითობის საფუძველზე საქმეთა განაწილების პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით და უსაფუძვლოა აპელანტების მსჯელობა საქმის არაკანონიერი შემადგენლობის მიერ განხილვის შესახებ. პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა სადავო აცილების საკითხზე, როდესაც ჩათვალა, რომ მხარის არგუმენტები არ ქმნიდა სსსკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ მოსამართლის საქმის განხილვისაგან აცილების საფუძველს. აცილების საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია აპელანტის მითითება მასზედ, რომ მოსამართლის მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს მოსამართლის მიერ საქმის დაჩქარებულ რეჟიმში გადაწყვეტა, რა პერიოდშიც იგი ვერ მოახერხებდა საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობას. პალატა მიუთითებს, რომ საქმეთა არსებითად გაზრდილი ნაკადიდან და საქმეთა გაზრდილ ნაკადთან მიმართებით მოსამართლეთა რაოდენობის სიმცირიდან გამომდინარე გადატვირთულობის პირობებში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები საქმეებს ეცნობიან და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევას ახორციელებენ არა მხოლოდ სამუშაო საათების განმავლობაში, არამედ ხშირად ასევე უქმე და დასვენების დღეებშიც, რათა შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილი იქნას წარმოებაში არსებულ საქმეთა დროული განხილვა და არ დაირღვეს მხარეთა უფლებები. ამდენად, არსებული რეალობიდან გამომდინარე, სამუშაო საათების რაოდენობაზე მითითება ვერ მიიჩნევა მოსამართლის აცილებასთან მიმართებაში რაიმე გარემოების განმსაზღვრელ კრიტერიუმად. პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსამართლე ლ---- მ----------- აცილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.07.2017წ. განჩინების გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის აცილებაზე უარის თქმის შესახებ 14.07.2017წ. განჩინებას, პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელეთა მხრიდან სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის აცილების შესახებ შუამდგომლობა დაყენებული იქნა მას შემდეგ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მოსამარლე ლ---- მ----------- აცილების შესახებ და ამ დრომდე იმ მოსამართლეთა აცილების შესახებ, რომლებიც კოლეგის წევრები არიან, მოსარჩელეებს არ განუცხადებიათ. ანუ, რაიმე სახის საფუძველი, რაც ეჭვს ბადებდა მათ ობიექტურობაში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გაცხადებულა. ამდენად, მხოლოდ ის მოცემულობა, რომ მოსამართლეთა მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული შუამდგომლობა, ვერ გახდება კოლეგიური შემადგენლობის აცილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ წერილობით განაცხადონ აცილება. განცხადება აცილების შესახებ მოტივირებულ უნდა იქნეს და გაკეთდეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს. აცილების თაობაზე შემდგომი განცხადება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აცილების საფუძველი იმ პირისათვის, რომელიც აცილებას მოითხოვს, ცნობილი გახდა ან წარმოიშვა მთავარი სხდომის დაწყების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში განცხადება აცილების შესახებ დასაშვებია მხარეთა პაექრობამდე. ამავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური სასამართლოს მთელ შემადგენლობას ან მის უმრავლესობას, აცილების საკითხს წყვეტს ამავე სასამართლოს სრული შემადგენლობა ხმების უმრავლესობით. კოლეგიური სასამართლოს მთელი შემადგენლობის ან მისი უმრავლესობის აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა ამავე სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმეს განსახილველად გადასცემს კოლეგიური სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეები ვერ მიუთითებენ მოსამართლის ან სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის აცილების კანონით გათვალისწინებულ, საქმის განხილვაში მონაწილეობის დამაბრკოლებელ ვერც ერთ გარემოებაზე. ამდენად, დასახელებული შუამდგომლობა მართებულად არ დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
21. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
22. აპელანტები ნ---------–-------, რ----------------------–---- და გ----------------–---–- განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.10.2017წ. განჩინებით აპელანტებს დაევალათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამასთან, სასამართლოს 20.11.2017წ. განჩინებით აპელანტებს განემარტათ, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით აპელანტებს ერთობლივად დაევალათ სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის ოდენობით წარმოდგენა. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა აპელანტების: პ-------------------ს, ნ---------------ს, კ--------–-------ს, ზ-----------------ს, ზ--–-------------–---ს, ვ----–-------–---–-ს, რ----------------, გ-------------–---–-ს, ი--------–-------ს და კ-------------------ს მიერ, ცალ-ცალკე, თითოეულის სახელით 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო სააპელაციო საჩივრისთვის ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 45 000 ლარის ოდენობით დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის გადამხდელ აპელანტებს შემდეგი ოდენობით: პ-------------------ს 4 500 ლარი, ნ---------------ს 4500 ლარი, კ--------–------ს 4500 ლარი, ზ-----------------ს 4500 ლარი, ზ--–-------------–---ს 4500 ლარი, ვ----– ო----–---–- 4500 ლარი, რ---------------ს 4500 ლარი, გ------- ქ----–---–- 4500 ლარი, ი---- ა--–------- 4500 ლარი და კ-------------------ს 4500 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ-------------------ს, კ--------–-------ს, ნ---------------ს, გ----------------–---–-ს, კ-------------------ს, ვ----–-------–---–-ს, ი--------–-------ს, ლ---------------ს, ს--------–---–------ს, ზ--–-------------–---ს, რ-----------------ს, ე-----------ს, რ----------------------–----ს, რ----------------, გ---------------, ა--------------–---ს, ნ---------–--------, ზ-----------------ს, თ-------------------ს, გ-------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.
3. აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო სააპელაციო საჩივრისთვის ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 45 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის გადამხდელ აპელანტებს შემდეგი ოდენობით: პ-------------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს 4 500 ლარი, ნ---------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს 4500 ლარი, კ--------–------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს 4500 ლარი, ზ-----------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს 4500 ლარი, ზ--–-------------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს 4500 ლარი, ვ----– ო----–---–- სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს 4500 ლარი, რ---------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს 4500 ლარი, გ------- ქ----–---–- სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს 4500 ლარი, ი---- ა--–------- სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს 4500 ლარი, კ-------------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს 4500 ლარი.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ამირან ძაბუნიძე