საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№788
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №788

2008 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის გაფორმებული „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის“ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანამდე:

 1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციას დაემატოს ორგანიზაციული კოდი „25 06 02 13 – რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი“.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ალგეთისა და სიონის წყალსაცავების რეაბილიტაციის ღონისძიებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებები შეამციროს 200 000 (ორასი ათასი) ლარით და აღნიშნული თანხა მიმართოს „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის„ დასაფინანსებლად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი