საქართველოს მხარესა და ევროპის სატელეკომუნიკაციო კომპანია „Eutelsat SA“-ს შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№459
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 07/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №459

2008 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მხარესა და ევროპის სატელეკომუნიკაციო კომპანია „Eutelsat SA“- ს შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს მხარესა და ევროპის სატელეკომუნიკაციო კომპანია „Eutelsat SA“-ს შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავის მორიგებით დამთავრების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ეთხოვოს სსიპ – საზოგადოებრივ მაუწყებელს აანაზღაუროს საქართველოს მხარის მიერ აღებული ფინანსური ვალდებულებები და 2008 წლის 15 ივლისამდე უზრუნველყოს 1 904 380.50 ევროს ჩარიცხვა კომპანია „Eutelsat SA“-ს ანგარიშზე.

2. განკარგულების პირველი პუნქტის შესასრულებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ – საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოუყოს 1 904 380.50 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობის უპროცენტო სესხი და გააფორმოს მასთან შესაბამისი სასესხო ხელშეკრულება.

3. სსიპ – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სესხის დაფარვა დაიწყოს 2009 წლის ნოემბრიდან და დაბრუნების საბოლოო ვადად განისაზღვროს 2012 წლის 31 დეკემბერი.

4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე