არბიტრაჟის შესახებ · რედაქცია 18.09.2019

არბიტრაჟის შესახებ სასამართლო პრაქტიკაში

საერთო სასამართლოების 348 მითითება 40 მუხლზე , ასევე 8 მითითება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილებებში. ქვემოთ — 23 ყველაზე ხშირად გამოყენებული მუხლი და ფრაგმენტი უმაღლესი ინსტანციის ერთ-ერთი გადაწყვეტილებიდან.

  1. მუხლი 23. სასამართლოს მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები — 76 გადაწყვეტილება

    …გავრცელდა საქართველოს საბანკო საქმიანობის განხორციელებაზე ლიცენზიის მქონე ყველა საბანკო დაწესებულებაში შპს „ე–ის“ სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, ანგარიშის ვალუტის მიუხედავად. 2. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტს, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 191-ე და 198² მუხლებს. აღნიშნულ…
    საქმე №ას-17-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2026
  2. მუხლი 44. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება — 61 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 35620 მუხლის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად…
  3. მუხლი 45. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა — 45 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ,…
  4. მუხლი 6. არბიტრაჟის დამოუკიდებლობა და სასამართლოს ჩარევის შემთხვევები — 39 გადაწყვეტილება

    …რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ყ–ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით…
    საქმე №ას-224-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
  5. მუხლი 42. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება — 24 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …თუმცა იგი განცხადებებში საჩივრის ავტორად არის მითითებული და იქვე მოითხოვს სასამართლომ გააუქმოს უკანონოდ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება კი შესაძლებელია მხოლოდ საჩივრის წარდგენის გზით ( „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლი)), შესაბამისად, სასამართლოსთვის ბუნდოვანია აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საჩივარს, რომლითაც მხარე ითხოვს…
    საქმე №ას-1513-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
  6. მუხლი 8. საარბიტრაჟო შეთანხმების ცნება და ფორმა — 15 გადაწყვეტილება

    …გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი (საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი გადაწყვეტილებისათვის) ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლში მითითებული საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანდოდ დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან…
  7. მუხლი 5. უფლებამონაცვლეობა საარბიტრაჟო წარმოებისას — 7 გადაწყვეტილება

    …ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე - „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ“ ნიუ-იორკის კონვენციის მე-4, მე-5 მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც შუამდგომლობის ავტორების (განმცხადებლების) მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი უნდა იქნას და მიექცეს…
  8. მუხლი 16. არბიტრაჟის კომპეტენცია — 5 გადაწყვეტილება

    …განხილვის კონკრეტულ ფარგლებს და წესს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხზე მსჯელობისას განიხილოს არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხი. მხარეს შეუძლია სადავოდ გახადოს არბიტრაჟის კომპეტენცია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით. ამდენად, მხარემ არბიტრაჟის კომპეტენციის თაობაზე პრეტენზიით უნდა მიმართოს არბიტრაჟს, საკითხზე უნდა…
    საქმე №ას-406-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2024
  9. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება და კანონის გამოყენება — 4 გადაწყვეტილება

    …იქნებოდა გაზიარებული. 24. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2009 წლის 19 ივნისის „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, ამავე კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ამოქმედდა 2010 წლის პირველი იანვრიდან. ხსენებული კანონის მე-2 და 42-ე მუხლების მიხედვით, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი…
  10. მუხლი 9. საარბიტრაჟო შეთანხმება და დავის არსებით საკითხზე სარჩელის შეტანა სასამართლოში — 4 გადაწყვეტილება

    …შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად არბიტრაჟს გადაეცეს, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე. აღნიშნული განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს) ასევე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლიდან (სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია,…
    საქმე №ას-828-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2024
  11. მუხლი 46. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავების განხილვის წესი — 4 გადაწყვეტილება

    …საქართველოს კანონის მოქმედების ფარგლებში და იგი, მიუხედავად აღმასრულებლისათვის კრედიტორის არაერთი მიმართვისა, ჯერ კიდევ არ არის აღსრულებული. „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი დღეისათვის გაუქმებულია, ხოლო, მოქმედი „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო დავებზე (ამ კანონის ამოქმედებამდე…
    საქმე №ას-1490-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2020
  12. მუხლი 19. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლა, შეჩერება და გაუქმება — 3 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …გამომდინარე სამოქალაქო დავაში, ხოლო არბიტრაჟში განსახილველი დავის საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულება როგორც იპოთეკის, ისე - სესხის ნაწილშიც, ასევე, უცნობია საარბიტრაჟო დავის შედეგი. 13. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი, ასევე სსსკ-ის 35613-ე, 35618-ე, 35617-ე მუხლები და აღნიშნა, რომ უძრავ ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის…
  13. მუხლი 21. არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობა და აღსრულება — 3 გადაწყვეტილება

    …რომელთა მიმართაც გამოიყენება ეს კონვენცია, დაწესებულ იქნას არსებითად უფრო რთული პირობები ან უფრო მაღალი გადასახადი ან სახელმწიფო ბაჟი, ვიდრე დაწესებულია ადგილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულებისათვის. 11. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვს…
  14. მუხლი 17. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება — 2 გადაწყვეტილება

    …სასამართლომ, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სასამართლოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერებას, შეცვლას ან გაუქმებას. სასამართლოში ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისი ცნობისა და აღსრულებისათვის წარდგენილ უნდა იქნეს ამ კანონის 44-ე მუხლის მე-2…
  15. მუხლი 22. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები — 2 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …ძალა და ისინი უნდა აღსრულდეს სასამართლოსთვის მიმართვის გზით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის აღნიშნული ღონისძიებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, ამ მუხლისა და ამ კანონის 22-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარე, რომელიც მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით არბიტრაჟის მიერ…
  16. მუხლი 31. უარი შეპასუხებაზე — 2 გადაწყვეტილება

    …საარბიტრაჟო განხილვისას გაეხადა სადავოდ პროცედურული დარღვევები, ასევე გაუშვა შესაძლებლობა იგივე საკითხზე პრეტენზიის დაყენებისა ცნობა-აღსრულების ეტაპზე (იხ. იქვე, გვ. 216, პარ. 52) (იხ. სუსგ #ა-3947-შ-93-2020, 02.03.2021 წ.). 33. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ამ კანონის რომელიმე მოთხოვნა, რომლისგანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ან/და საარბიტრაჟო…
  17. მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო — 1 გადაწყვეტილება

    …მოქმედების სფეროში. აღნიშნული საკითხი საკასაციო სასამართლომ უკვე შეამოწმა მოცემული განჩინების წინა პუნქტებში, ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 56. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო…
  18. მუხლი 11. არბიტრების დანიშვნა — 1 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …საქმის გაჭიანურების მიზნით არ დანიშნავს არბიტრს 30 დღის განმავლობაში. ასეთ ვითარებაში მხარეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს არბიტრის დანიშვნის მოთხოვნით და სასამართლო დანიშნავს არბიტრს მიმართვიდან 30 დღის განმავლობაში ( “არბიტრაჟის შესახებ” კანონის მე-11 მუხლი). კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული მუხლის შინაარსი ასევე გამორიცხავს აუცილებლობას, მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ…
  19. მუხლი 12. არბიტრის აცილების საფუძვლები — 1 გადაწყვეტილება

    …მოწინააღმდეგე მხარის, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებები დაირღვა; 9.4. გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა დიდი ოდენობის საჯარიმო სანქციები, რომელთა მოთხოვნა შუამდგომლობის ავტორის მხრიდან უსაფუძვლო გამდიდრების მცდელობაა; 9.5. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ არბიტრი არ აკმაყოფილებს მხარეთა შეთანხმებით…
  20. მუხლი 25. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი — 1 გადაწყვეტილება

    …გათვალისწინებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დარღვევა იქნებოდა, ამასთან სამართალწარმოება ემყარება დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს და საქმის განმხილველი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დაცულ იქნა “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ მტკიცებულებათა წარდგენა და მხარის ინტერესების დაცვა წარმოადგენს თავად…
    საქმე №ას-843-1129-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2009
  21. მუხლი 36. სამართლის ნორმათა გამოყენება საარბიტრაჟო განხილვისას — 1 გადაწყვეტილება

    …უფლებამოსილია გამოიყენოს სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის სამართალი ან სამართლებრივი სისტემა აირჩიეს მხარეებმა მათ შორის წარმოშობილი დავის მოსაწესრიგებლად. ეს მსჯელობა შეესატყვისება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსს, რომლის მიხედვით, მხარეთა ნებისმიერი მითითება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობაზე ან…
    საქმე №ას-1665-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2020
  22. მუხლი 39. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება — 1 გადაწყვეტილება

    …განხილვა არბიტრაჟში სრულიად უკანონოა, ვინაიდან „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის თანახმად, საარბიტაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანილ იქნეს მაქსიმუმ 360 დღის განმავლობაში, აღნიშნულ საქმეზე კი,…
    საქმე №ას-406-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2024
  23. მუხლი 43. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების განხილვის შეჩერება — 1 გადაწყვეტილება

    …განხილვისას მიწვეულნი არ ყოფილან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ისეთ პირთა მიწვევის გარეშე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა, რომელთა ინტერესებსაც იგი შეეხო, ეწინააღმდეგებოდა კანონით დადგენილ წესებს. ყოველივე აღნიშნული, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არ მოიპოვებოდა…