„საერთაშორისო დაცვის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 102 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-23
ბიუროს ნომერი 407
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საერთაშორისო დაცვის შესახებ
ეს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს,
რომელთა მონაწილეც არის საქართველო, ასევე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ
ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს:
ა) უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე იმ პირთა, რომელნიც არ არიან საქართველოში
სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები (შემდგომ ტექსტში - მოქალაქეობის
არმქონე პირი), საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას, ყოფნას და მათდამი მოპყრობის
სტანდარტებს, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა;
ბ) თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და
დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება–
მოვალეობებს და სოციალურ–ეკონომიკურ გარანტიებს;
გ) უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის საქართველოში ლტოლვილის,
ჰუმანიტარული და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების,
გაუქმების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის
საფუძვლებსა და პროცედურებს;
დ)
სახელმწიფო
უწყებების
კომპეტენციებს
თავშესაფრის
პროცედურის
უზრუნველყოფის სფეროში.
მუხლი 2. კანონის მიზანი
წინამდებარე კანონის მიზანია:
ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურებისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო;
ბ) უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილების, ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვა ამ
კანონით დადგენილი წესით;
გ) მოახდინოს თავშესაფრის პროცედურების უზრუნველყოფა ამ კანონით
გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამინისტრო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
1
ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა - უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ
პირდაპირი ან არაპირდაპირი, ზეპირი ან წერილობითი ფორმით გამოხატული ნება
საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღებაზე;
გ) თავშესაფრის პროცედურა - სამართლებრივი პროცესი, რომელიც მოიცავს ამ
კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ
ქმედებებს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მომენტიდან საერთაშორისო დაცვის
თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მათ შორის სასამართლო
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
დ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადება - უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის
წერილობითი განცხადება, რომლითაც პირი საქართველოში ითხოვს ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას;
ე) თავშესაფრის მაძიებელი - უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც
საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას და
რომლის მიმართ სამინისტროს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული ან რომლის მიმართ
სასამართლო გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში;
ვ) საერთაშორისო დაცვა - თავშესაფრის პროცედურაზე ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან დროებითი
დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა ამ კანონით დადგენილი წესით;
ზ) თავშესაფრის მაძიებლის ცნობა - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის ან
მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეტანას და
საქართველოში მის კანონიერ ყოფნას;
თ) ლტოლვილი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე15 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი;
ი) ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი - უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი,
რომელსაც ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი;
კ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი - უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი,
რომელსაც ამ კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე მიენიჭა დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი
პირის სტატუსი;
ლ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირი - ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე
ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი;
მ) არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი - არასრულწლოვნის უსაფრთხოების,
კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, სოციალურეკონომიკური და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და
არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი
აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება და რომელიც შესაბამისობაშია „ბავშვის
უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების 1989 წლის კონვენციასთან;
ნ) წარმოშობის ქვეყანა - უცხოელის მოქალაქეობის ქვეყანა, ან მოქალაქეობის არმქონე
პირის შემთხვევაში, მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა;
ო) უფლებამოსილი თანამდებობის პირი - სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული
ქვედანაყოფის მოსამსახურე, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს
ახორციელებს
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური
2
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით
დელეგირებული
უფლებამოსილების
საფუძველზე;
პ) დაკავება - თავშესაფრის მაძიებლისათვის გადაადგილების თავისუფლების
შეზღუდვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის
დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების გზით;
ჟ) საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლა – ყალბი დოკუმენტის
გამოყენებით ან სხვა უკანონო გზებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა;
რ) შიდა გადაადგილების ალტერნატივა - წარმოშობის ქვეყნის შიგნით გარკვეულ
ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა, სადაც თავშესაფრის მაძიებელს არ აქვს
დევნის საფუძვლიანი შიში, ან არ დგას სერიოზული ზიანის საფრთხის ქვეშ, ან ხელი
მიუწვდება დევნის ან სერიოზული ზიანისგან სახელმწიფო უწყებების ეფექტურ და
გრძელვადიან დაცვაზე, შეუძლია უსაფრთხოდ ჩავიდეს, კანონიერად იქნას დაშვებული
ქვეყნის ამ ნაწილში და დასახლდეს, ამასთან ხელი მიუწვდებოდეს ადამიანის უფლებების
პატივისცემასა და ეკონომიკური გადარჩენის შესაძლებლობაზე;
ს) ოჯახის წევრები - თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის
მეუღლე, ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პარტნიორი,
ამ პირთა
არასრულწლოვანი შვილები რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ქორწინებიდან
და წარმოშობის ქვეყნის სამართლის საფუძველზე შვილად აყვანილი არსრულწლოვნები,
დედა,მამა ან
საერთაშორისო დაცვის
მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი
(მხარდამჭერი პირი) განსაზღვრული წარმოშობის ქვეყნის სამართლით ან წარმოშობის
ქვეყანაში არსებული პრაქტიკით, ასევე განმცხადებლის ან მისი მეუღლის მშობლები და
დასაოჯახებელი სრულწლოვანი შვილები, რომლებიც მასზე არიან დამოკიდებული ან
მხარდაჭერის მიმღები პირ(ებ)ი;
ტ) ოჯახის გაერთიანება - ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე,
საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრთა საქართველოს ტერიტორიაზე
შემოსვლა და ცხოვრება;
უ) წარმოებული სტატუსი - საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრებისათვის
ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე მინიჭებული სტატუსი;
ფ) მასობრივი შემოსვლა – ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაკადის მიერ საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა რომელთან
გამკლავებას ან რეაგირებას ინდივიდუალური თავშესაფრის პროცედურა ვერ
უზრუნველყოფს;
ქ) ნებაყოფლობითი რეპატრიაცია - საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიერ, მის
მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მატერიალური იძულების გარეშე, მიღებული
გადაწყვეტილება უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდეს წარმოშობის ქვეყანაში;
ღ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირი - არასრულწლოვანი, კანონიერი
წარმომადგენლის
გარეშე
დარჩენილი
არასრულწლოვანი,
შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირი, ხანდაზმული პირი, ორსული, მარტოხელა მშობელი
არასრულწლოვანი შვილ(ებ)ით, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლი, სერიოზული
ფიზიკური ან/და ფსიქიკური დაავადების, პოსტტრავმული აშლილობის მქონე პირი,
წამების, გაუპატიურების, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური ძალადობის
მსხვერპლი და სხვა პირი, რომელიც აგრეთვე საჭიროებს განსაკუთრებულ პროცედურულ
3
გარანტიებს, რათა ისარგებლოს იმ უფლებებით და შეასრულოს ის ვალდებულებები,
რომლებიც მოცემულია ამ კანონში;
ყ) მიმღები ცენტრი – თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ადგილი;
შ) ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი – „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს
1951 წლის კონვენციის 28-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტი;
ჩ) სამგზავრო პასპორტი - ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო
დოკუმენტი;
ც) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე
პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს“
ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი;
ძ) კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანი არასრულწლოვანი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა
მშობლების
ან
მასზე
პასუხისმგებელი
სრულწლოვანი
პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის
თანხლების
გარეშე
და
რომელიც
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეტანის მომენტისთვის არ სარგებლობს მშობლების
ან მასზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის
წარმომადგენლობით, ან არასრულწლოვანი პირი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო
საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ აღმოჩნდა მშობლების ან მასზე პასუხისმგებელი
სრულწლოვანი პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თანხლების გარეშე;
წ) მინისტრი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;
ჭ) მონაცემთა ბაზა - თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა
მონაცემთა ბაზა, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს სამინისტრო.
ხ) ამ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები - ამ კანონის X
თავით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები;
ჯ) სახელმწიფო უწყება - სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ნებისმიერი
სახელმწიფო დაწესებულება;
ჰ) მარტოხელა მშობელი - თავშესაფრის მაძიებელი დედა ან მამა არასრულწლოვან
შვილ(ებ)თან ერთად.
თავი I I
თავშესაფრის პროცედურის ზოგადი პრინციპები და პროცედურული გარანტიები
მუხლი 4. სამართლებრივი გარანტიები
1. თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებებს იცავს
სახელმწიფო.
2. ამ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებათა ან უფლებამოსილ
თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ კანონს,
ბათილია და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.
მუხლი 5. კონფიდენციალურობის პრინციპი
4
1. თავშესაფრის მაძიებელთა ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ
ინფორმაცია, ისევე როგორც მათი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესახებ
მონაცემები და ინფორმაცია, არის კონფიდენციალური და არ შეიძლება მათი რაიმე
ფორმით გამჟღავნება სხვა ორგანიზაციებისთვის, მასმედიისთვის, წარმოშობის ქვეყნის
სახელმწიფო უწყებებისა და მოქალაქეებისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისა
და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, თავშესაფრის
მაძიებელთა ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა წერილობითი თანხმობის გარეშე.
2. კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა ევალება ამ კანონის აღსრულებაზე
პასუხიმგებელ ყველა სახელმწიფო უწყებას, რომელიც ახორციელებს ქმედებებს
საერთაშორისო დაცვის სფეროში, ისევე როგორც მესამე პირებს, რომლებიც მონაწილეობენ
თავშესაფრის პროცედურაში. ამ კანონის აღსრულებაზე პასუხიმგებელი სახელმწიფო
უწყებები ხელმძღვანელობენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის მოთხოვნებით.
3. ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელია ტერორიზმთან ან ექსტრადაციის
საკითხებთან
დაკავშირებული
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით
ნაკისრი
ვალდებულებების შესრულების მიზნით, მხოლოდ იმ პირობით, რომ დაცული იქნება
ინფორმაცია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე.
მუხლი 6. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და თავშესაფრის პროცედურაზე
ხელმისაწვდომობა
ამ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები უზრუნველყოფენ იმ
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის
უფლებას და თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას,
რომელიც მოითხოვს საერთაშორისო დაცვას.
მუხლი 7. თავშესაფრის მაძიებლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლება
1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სისხლის სამართლებრივი
პასუხიმგებლობისაგან თავისუფლდება, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით, საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე შესვლის, ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ
გადაკვეთის ან ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის,
შტამპის ან ბლანკის დამზადების, შეძენის ან გამოყენების მიზნით შენახვის ან გამოყენების
(გარდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის გასაღებასთან
დაკავშირებული ქმედებისა) შემთხვევაში, თუ იგი საქართველოში უშუალოდ იმ
ტერიტორიებიდან შემოვიდა, სადაც მას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951
წლის კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა,
საქართველოში უნებართვოდ იმყოფება და საერთაშორისო დაცვას სთხოვს საქართველოს
ხელისუფლებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შემთხვევაში,
უცხოელი
ან
მოქალაქეობის
არმქონე
პირი
სისხლის
სამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება იმ პირობით, თუ დაუყოვნებლივ გამოცხადდება
5
ხელისუფლების ორგანოში და წარადგენს სათანადო განმარტებას ამ ქმედების ჩადენის
მიზეზებთან დაკავშირებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან ასევე თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი,
რომელმაც ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ქმედება ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე ჩაიდინა.
მუხლი 8. არგაძევების პრინციპი
1. თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი არ უნდა იყოს რაიმე
ფორმით დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მისი სიცოცხლე ან
თავისუფლება დადგება საფრთხის ქვეშ მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული
სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მოსაზრებების გამო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება იმ თავშესაფრის მაძიებებლი ან
საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიმართ, რომლის მიმართ არსებობს საკმარისი
საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს
საშიშროებას ან რომელიც მსჯავრდებულია საქართველოში მძიმე ან განსაკუთრებით
მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით და საფრთხეს
წარმოადგენს საზოგადოებისათვის.
მუხლი 9. დაკავება
1. დაკავება არის უკიდურესი ზომა, რომელიც არ უნდა იყოს დისკრიმინაციული და
უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ კანონიერ მიზანს.
2. თავშესაფრის მაძიებლის დაკავება ხდება:
ა)
თუ არსებობს მისი მიმალვის და/ან უფლებამოსილთანამდებობის პირთან
თანამშრომლობაზე თავის არიდების საფრთხე;
ბ) თუ ვერ ხერხდება პირის იდენტიფიცირება;
გ) თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის
სახელმწიფო უსაფრთხოებას.
3. თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების
წესი.
4. დაკავებული
თავშესაფრის
მაძიებელი
უნდა
მოთავსდეს
სხვა
სახის
სამართალდამრღვევთაგან განცალკავებით. ქალები და მამაკაცები უნდა მოთავსდნენ ცალცალკე, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.
სრულწლოვნებისაგან განცალკევებით უნდა განთავსდნენ არასრულწლოვნებიც, თუ ისინი
არ არიან ოჯახის წევრები. ოჯახის ერთიანობა უნდა იყოს შენარჩუნებული, თუ არ
არსებობს უსაფრთხოების სხვა საფუძვლები, რაც საჭიროებს მათ განცალკევებას.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი
განთავსების ცენტრში თავშესაფრის მაძიებლის მოთავსების მიზნით, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიმართვის წესი და პროცედურა რეგულირდება
6
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა
მინისტრის ერთობლივი ნორმატიული აქტით.
მუხლი 10. დისკრიმინაციის დაუშვებლობა
ამ კანონის დებულებები დისკრიმინაციის გარეშე უნდა გავრცელდეს თავშესაფრის
მაძიებელზე და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე განურჩევლად რასის, კანის ფერის,
ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი
ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული,
ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის,
ჯანმრთელობის
მდგომარეობის,
შეზღუდული
შესაძლებლობის,
სექსუალური
ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა
შეხედულების ან სხვა ნიშნისა.
მუხლი 11. ოჯახის ერთიანობის დაცვა
1. სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის
ერთიანობა.
2. ოჯახის ყველა წევრს უფლება აქვს საერთაშორისო დაცვაზე მათი განცხადება
განხილულ იქნეს ინდივიდუალურად.
3. თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მიენიჭა ლტოლვილის,
ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი, ან გაუხანგრძლივდა
ჰუმანიტარული სტატუსი ან დროებითი დაცვის ვადა, მაშინ მასთან ერთად მყოფ ოჯახის
წევრებსაც,
ისევე
როგორც
არასრულწლოვნებს,
რომელთა
კანონიერი
წარმომადგენელიც/მეურვეც/მზრუნველიც/მხარდამჭერიც არის ეს პირი, ენიჭება
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი, ან
უგრძელდება ჰუმანიტარული სტატუსი ან დროებითი დაცვის ვადა, გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ამ კანონის მე-17 ან მე-18 მუხლებით
გათვალისწინებული საფუძვლები.
მუხლი12. არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება
არასრულწლოვან პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება პირველ
რიგში
არასრულწლოვანის
საუკეთესო
ინტერესებს
უნდა
ითვალისწინებდეს.
არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის შეფასებისას ამ კანონის აღსრულებაზე
პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ
ოჯახის ერთიანობის პრინციპს, არასრულწლოვანის კეთილდღეობასა და სოციალურ
განვითარებას, უსაფრთხოების საკითხებს და არასრულწლოვანი პირის მოსაზრებას მისი
ასაკისა და უნარების, მათ შორის განვითარების დონის, აღქმის და კომუნიკაციის უნარის
გათვალისწინებით.
მუხლი 13. ეჭვის განმცხადებლის სასარგებლოდ გადაწყვეტა
7
თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში ცალკეული საფუძვლები გამყარებული არ
არის შესაბამისი დოკუმენტური ან სხვა სახის მტკიცებულებებით, ასეთ გარემოებებს არ
სჭირდებათ დამტკიცება შემდეგი გარემოებების ერთობლივად არსებობის შემთხვევაში:
ა) თავშესაფრის მაძიებელმა გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასასაბუთებლად;
ბ) თავშესაფრის მაძიებელმა წარმოადგინა საქმის განხილვისათვის მნიშვნელობის
მქონე ყველა ინფორმაცია, ამასთან დამაკმაყოფილებლად ახსნა სხვა დამატებითი,
მნიშვნელოვანი ინფორმაციის არარსებობა.
გ) თავშესაფრის მაძიებელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია თანმიმდევრული და
დამაჯერებელია და არ ეწინააღმდეგება წარმოშობის ქვეყნის შესახებ არსებულ
ინფორმაციას;
დ) თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვა მოითხოვა ასეთი შესაძლებლობის
წარმოშობისთანავე, თუ თავშესაფრის მაძიებლის მიერ არ იქნა წარდგენილი
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემაფერხებელი საფუძვლები;
ე) დადგენილია თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ზოგადი
სანდოობა.
თავი I I I
ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის
მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები
მუხლი 14. საერთაშორისო დაცვის ფორმები
ამ კანონის შესაბამისად, საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი
ფორმები:
ა) ლტოლვილის სტატუსი;
ბ) ჰუმანიტარული სტატუსი;
გ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი.
მუხლი 15. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლები
1. ლტოლვილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არის უცხოელი ან მოქალაქეობის
არმქონე პირი და რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში,
რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული
სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ
შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშიდან გამომდინარე დაბრუნდეს თავისი წარმოშობის
ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
2. იმ ადამიანთა მასობრივი შემოსვლის შემთხვევაში, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ
მუხლის
პირველ
პუნქტში
განსაზღვრულ
პირობებს,
სამინისტრო
მიიღებს
გადაწყვეტილებას აღიაროს ლტოლვილები ჯგუფური პრინციპით („prima facie“), მათი
წარმოშობის ქვეყანაში არსებული საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით.
8
მუხლი 16. ადგილზე წარმოშობილი ("Sur place") საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის
უფლება
1. საერთაშორისო დაცვის საჭიროება შეიძლება ეფუძნებოდეს საქართველოში მყოფი
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანაში გარემოებათა
მნიშვნელოვან ცვლილებებს ან ისეთ ქმედებებს, რომელსაც ეს პირი ახორციელებს
წარმოშობის ქვეყნიდან წამოსვლის შემდეგ.
2. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის დარღვევის გარეშე,
იმ შემთხვევაში, თუ პირმა განმეორებით მიმართა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის
მოთხოვნით, მას შესაძლებელია უარი ეთქვას ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის
მინიჭებაზე თუ დევნის რისკი გამომდინარეობს იმ გარემოებებიდან, რომლებიც პირმა
წინასწარი განზრახვით, ხელოვნურად შექმნა წარმოშობის ქვეყნის დატოვების შემდეგ.
მუხლი 17. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები
1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ:
ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ
პირობებს;
ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ის საფრთხეს შეუქმნის
სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს;
გ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში მძიმე ან
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
2. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ საჭიროებს ლტოლვილის სტატუსს და
მას უარი ეთქმევა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, თუ:
ა) ის სხვა ქვეყნის მიერ აღიარებულია ლტოლვილად და არ აქვს იმ ქვეყანაში დევნის
საფუძვლიანი შიში ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად;
ბ) ის ფლობს ორი ან მეტი ქვეყნის მოქალაქეობას და შეუძლია ისარგებლოს ერთ-ერთი
ამ ქვეყნის მფარველობით;
გ) მას გააჩნია შიდა გადაადგილების ალტერნატივა წარმოშობის ქვეყანაში;
დ) ის არ საჭიროებს სამართლებრივ დაცვას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს
1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის „D“ ნაწილის თანახმად;
ე) ის სხვა ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებული იყო ისეთი
უფლება-მოვალეობების მქონედ, რომლებიც გააჩნიათ იმ ქვეყნის მოქალაქეებს და
შესაბამისად არ საჭიროებდა საერთაშორისო დაცვას.
მუხლი 18. ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვა
უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი იმ
შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის მოთხოვნებს, თუმცა მის
მიმართ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ:
ა) მან ჩაიდინა დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, ომის დანაშაული ან დანაშაული
კაცობრიობის წინააღმდეგ, ამ მიზნით შექმნილი საერთაშორისო აქტებით მსგავსი
ქმედებისთვის მინიჭებული განსაზღვრების შესაბამისად;
9
ბ) მან საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩაიდინა არაპოლიტიკური ხასიათის მძიმე ან
განსაკუთრებით მძიმე დანაშაული საქართველოს მიერ ლტოლვილის სტატუსის
მინიჭებამდე;
გ) მას ბრალი მიუძღვის გაეროს მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებების
ჩადენაში.
მუხლი 19. ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლები
1. ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს,
რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის მე-15 მუხლით
განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში
დაბრუნებისას პირი დადგება ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე.
2. ჰუმანიტარული სტატუსი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ენიჭება ერთი
წლის ვადით და ის შეიძლება გაგრძელდეს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმავე
ვადით არაერთგზის, თუ კვლავ არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც პირს
ეს სტატუსი მიენიჭა.
მუხლი 20. ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები
1. ჰუმანიტარული სტატუსი არ მიენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს,
თუ:
ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ
პირობებს;
ბ) მის მიმართ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარემოებები.
2. ჰუმანიტარული სტატუსი არ მიენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს,
თუ მის მიმართ არსებობს ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“
ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.
მუხლი 21. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების საფუძვლები და
პროცედურა
1. სამინისტრო არეგისტრირებს მასობრივად შემოსულ პირებს და გადაწყვეტილებას
იღებს მასობრივად შემოსული ჯგუფის წევრებისათვის დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი
პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რომელიც საჭიროებს საერთაშორისო დაცვას და არ
შეუძლია საკუთარი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება განურჩეველი ძალადობის,
აგრესიის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტების ან ადამიანის
უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების მიზნით,
გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭება ხდება ერთი წლის ვადით.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში,
დროებითი დაცვის ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს, სამინისტროს გადაწყვეტილებით,
იმავე ვადით, არაერთგზის, თუ კვლავ არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც
პირს ეს სტატუსი მიენიჭა.
10
4. მასობრივად
შემოსულ
პირთა
რეგისტრაციის
შემდეგ,
უფლებამოსილი
თანამდებობის პირი გადასცემს მათ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს მათთვის
დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭებას და კანონიერ ყოფნას
საქართველოს ტერიტორიაზე.
5. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირს უფლება აქვს მიმართოს სამინისტროს მხოლოდ
ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი
პუნქტით განსაზღვრულის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
6. უცხოელისათვის ან მოქალაქოების არმქონე პირისათვის დროებითი დაცვის ქვეშ
მყოფი პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სამინისტროს
გადაწყვეტილების ან სამინისტროს გადაწყვეტილების, კანონმდებლობით დადგენილი
წესით, გასაჩივრების შემთხვევაში, დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის
მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში
შესვლის შემდგომ, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია, „უცხოელთა
და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, დატოვოს საქართველოს ტერიტორია, თუ არ
არსებობს მისი ქვეყანაში ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლები.
მუხლი 22. დროებით დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის
საფუძვლები
დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭება არ მოხდება, თუ:
ა) პირი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებულ პირობებს;
ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირი წარმოადგენს საფრთხეს
სახელმწიფო უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და საზოგადოებრივი
წესრიგისთვის;
გ) პირის მიმართ არსებობს ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“
ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით და მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარემოებები.
თავი IV
საქართველოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
მუხლი 23. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შეუძლია მოითხოვოს საერთაშორისო
დაცვა, როგორც საქართველოში შემოსვლისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ისე
საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას.
2. საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლის ან ყოფნის შემთხვევაში, პირმა
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ნებისმიერ
სახელმწიფო უწყებას და იგი, ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული პირობების
გათვალისწინებით, თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.
3. სახელმწიფო უწყებებმა უნდა უზრუნველყონ უცხოელისათვის ან მოქალაქეობის
არმქონე პირისათვის გასაგებ ენაზე თარგმანი, რაც საჭიროა თავშესაფრის პროცედურის
11
ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. თავშესაფრის პროცედურა რეგულირდება
მინისტრის ნორმატიული აქტით.
4. ნებისმიერი სახელმწიფო უწყების მიერ საერთაშორისო დაცვის შესახებ მოთხოვნის
მიღებისთანავე დგება ოქმი, რომლის დედანი ეგზავნება სამინისტროს 3 სამუშაო დღის
ვადაში, ხოლო ასლი გადაეცემა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, გარდა
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებისა.
5. საერთაშორისო დაცვაზე მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო უწყება ადგენს ოქმს და
უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამისამართებს სამინისტროში.
6. საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებლის განთავსება მიმღებ ცენტრში ან
სხვა ადგილას განსახლება ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
მუხლი 24. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, საქართველოს პროკურატურაში და
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ
დაწესებულებაში
1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც დაკავებულია საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის, ან საქართველოდან გაძევების მიზნით ან
ექსტრადირების მოთხოვნის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა
პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში, საქართველოს პროკურატურაში, საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულების
ადმინისტრაციაში ან სამინისტროში.
2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოითხოვოს
საერთაშორისო დაცვა და მოახდინოს ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების ან სხვა
საპატიმრო დაწესებულების უფლებამოსილი თანამდებობის პირების ინფორმირება,
მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე.
3. ამ მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილი თანამდებობის
პირი, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო
დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობაზე და თავშესაფრის პროცედურაზე.
4. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირი, საექსტრადიციო პროცედურების
მიმდინარეობის ან საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას, უფლებამოსილია
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართოს ამ მუხლით გათვალისწინებულ
სახელმწიფო უწყებებს, ამ სახელმწიფო უწყებათა უფლებამოსილი თანამდებობის პირის
მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე
საერთაშორისო
დაცვის
მოთხოვნის
შესაძლებლობის
თაობაზე
ინფორმაციის
მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე
პირისგან დამოუკიდებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რომლებიც ხელს
უშლის ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნას,
მოთხოვნის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ამ გარემოებების მოქმედების ვადით.
12
საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობის ან საქართველოდან გაძევების საკითხის
განხილვისას, ამ მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებათა უფლებამოსილი
თანამდებობის პირი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხოელს ან მოქალაქეობის
არმქონე პირს დაუყოვნებლივ აწვდის წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე საერთაშორისო
დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციას.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის ან
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური
დაწესებულების უფლებამოსილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს სამინისტროს
ინფორმირება იმ უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელმაც მოითხოვა
საერთაშორისო დაცვა, ხოლო საერთაშორისო დაცვაზე განცხადება გადაუგზავნოს
სამინისტროს არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
მუხლი 25. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის
მოთხოვნის წარდგენა
1. ამ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა სპეციფიკური
საჭიროების მქონე პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნონ სამინისტროს.
2. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის
მოთხოვნისთანავე, სამინისტრომ, უნდა უზრუნველყოს მისი ტრანსპორტირება და
განთავსება თავშესაფრის მაძიებელ პირთა მიმღებ ცენტრში, ხოლო კანონიერი
წარმომადგენლის
გარეშე
დარჩენილი
არასრულწლოვანის
განსახლება
უნდა
განხორციელდეს მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
3. სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე
დარჩენილი არასრულწლოვნის შესახებ, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირის შემთხვევაში - საჭიროებისამებრ, კანონმდებლობით განსაზღვრული მეურვეობისა
და მზრუნველობის ორგანოს ინფორმირება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი
წესით უზრუნველყოფს მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნას, ასეთის
საჭიროების შემთხვევაში.
4. თუ საერთაშორისო დაცვა მოითხოვა კანონიერი წარმომადგენლის გარეშე
დარჩენილმა არასრულწლოვანმა ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა,
რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, ის დაუყოვნებლივ
რეგისტრირდება თავშესაფრის მაძიებლად უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ
შესაბამისი ოქმის შედგენის საფუძველზე, ხოლო საერთაშორისო დაცვაზე განცხადების
წარდგენა უნდა მოხდეს მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნის შემდეგ.
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ვადის ათვლა დაიწყება საერთაშორისო დაცვაზე
განცხადების რეგისტრაციის დღიდან.
5. სამინისტრომ, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, უნდა
უზრუნველყოს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანის
ოჯახის წევრების უმოკლეს ვადებში მოძიება, ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში.
თავი V
13
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პროცედურა
მუხლი 26. ძირითადი პროცედურული სტანდარტები
1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება სამინისტროს უფლებამოსილ თანამდებობის
პირთა მიერ
შესწავლილი უნდა იქნეს ინდივიდუალურად, ობიექტურად და
მიუკერძოებლად.
2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ჩვეულებრივი ან დაჩქარებული
წესით.
3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება მხოლოდ იმ
შემთხვევებში, თუ იგი:
ა) არის აშკარად დაუსაბუთებელი;
ბ) ყალბი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტროს შეცდომაში შეყვანის გზით
განმცხადებელი ბოროტად იყენებს თავშესაფრის პროცედურას;
4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ითვლება აშკარად დაუსაბუთებლად მაშინ,
როდესაც:
ა) მასში მოცემული ინფორმაცია არ არის კავშირში ამ კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით
განსაზღვრულ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლებთან;
ბ) თავშესაფრის მაძიებლის
მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის შეუსაბამო,
წინააღმდეგობრივი, ან არარეალური სავარაუდო დევნის დასადგენად;
გ) თავშესაფრის მაძიებელი მალავს ინფორმაციას საკუთარი ვინაობის ან/და
წარმოშობის ქვეყნის შესახებ;
დ) თავშესაფრის მაძიებელი უარს აცხადებს სამინისტროსთან თანამშრომლობაზე ან
სრულყოფილი ინფორმაციის მოწოდებაზე.
5. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლების შესწავლა ხდება
ერთიანი პროცედურით, თანმიმდევრულად, ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული
ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლების შესწავლა-შეფასებით და თუ
თავშესაფრის მაძიებელი არ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების
კრიტერიუმებს, გრძელდება ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული ჰუმანიტარული
სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი საფუძვლების შესწავლა-შეფასებით.
მუხლი 27. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია, თავშესაფრის
მაძიებლის ცნობის გაცემა და ანკეტირება
1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება უნდა მომზადდეს წერილობითი ფორმით.
საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თარჯიმნის დახმარებით. სამინისტროსთვის
წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება რეგისტრირდება დაუყოვნებლივ და
გაიცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა. საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში ასევე
შეიტანება მონაცემები ოჯახის არასრულწლოვან წევრთა შესახებ. თავშესაფრის მაძიებლის
ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი რეგულირდება მინისტრის ნორმატიული
აქტით.
2. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ან იმ
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს
კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენაზე
14
პასუხისმგებელია
მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი,
რომელიც
მოქმედებს
არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირის ინტერესების გათვალისწინებით.
3. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ან იმ
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს
კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, თავშესაფრის მაძიებლის ცნობა გაიცემა მის
მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე.
4. ანკეტის შევსების მიზნით, გასაუბრება ტარდება ოჯახის ყველა სრულწლოვან
წევრთან ინდივიდუალურად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენიდან 10
სამუშაო დღის ვადაში. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის დღეს
თავშესაფრის მაძიებელს მისთვის გასაგებ ენაზე წერილობით ეცნობება ანკეტირების
თარიღის შესახებ.
5. ანკეტირება ხორციელდება წერილობით და ხმის ჩამწერი მოწყობილობის
გამოყენებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ანკეტირების მასალების სიზუსტე.
ანკეტირების აუდიო ჩანაწერი ინახება თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში. ამ
პუნქტის საფუძველზე მიღებული პერსონალური მონაცემები დაცულ უნდა იქნეს
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის
შესაბამისად.
6. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისას, თავშესაფრის მაძიებელს
უნდა განემარტოს ამ კანონით გათვალისწინებული მისი უფლება-მოვალეობები და
თავშესაფრის პროცედურები. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია სამინისტროს
აცნობოს არსებული საცხოვრებელი მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე
მიაწოდოს ინფორმაცია მათი შეცვლის შემთხვევაში. ამასთან, თავშესაფრის მაძიებელს
უნდა განემარტოს, რომ არასაპატიო მიზეზით შეტყობინების იგნორირებით ანკეტირებაზე
ან გასაუბრებაზე ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მისი განცხადების განხილვა
შეწყდება.
7. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციის შემდგომ, სამინისტრო იღებს
თითის ანაბეჭდებს 14 წელს გადაცილებული ყველა თავშესაფრის მაძიებლისგან.
მიღებული მონაცემები ინახება თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში და მათი
დამუშავება შესაძლებელია თავშესაფრის მაძიებლის
წერილობითი თანხმობის
საფუძველზე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად. თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური
მონაცემების დამუშავება რეგულირდება მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
8. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია თავშესაფრის მაძიებლისთვის
წარმოშობს ამ კანონის 56-ე და 57-ე მუხლებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
9. ამ კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, თავშესაფრის
მაძიებელთან ჩატარებული ანკეტირების შემდგომ,საერთაშორისო დაცვაზე განცხადება
განიხილება ჩვეულებრივი ან დაჩქარებული წესით.
10. ამ კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საერთაშორისო
დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვისას გამოყენებულ უნდა იქნეს
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვისთვის დადგენილი
ყველა მოთხოვნა და პროცედურა.
15
11. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესწავლისას გამოიკვეთა
დამატებითი გარემოებები, რის შედეგად საქმე საჭიროებს დამატებით შესწავლას და მისი
განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება დაჩქარებული წესით
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისთვის ამ კანონის 29-ე მუხლის მე-4
პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განხილულ უნდა
იქნეს ჩვეულებრივი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისთვის ამ
კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
მუხლი 28. მტკიცების ტვირთი
1. თავშესაფრის მაძიებელმა უნდა წარადგინოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის
დასაბუთებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია/მტკიცებულება, მათ შორის წარმოშობის
ქვეყნის შესახებ ინფორმაცია და მათი შეფასების პროცესში ითანამშრომლოს
უფლებამოსილ თანამდებობის პირთან. თავშესაფრის მაძიებელი ასევე ვალდებულია
სარწმუნოდ განმარტოს ინფორმაციის და მტკიცებულებების არარსებობის თუ
წარუდგენლობის მიზეზები.
2. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტების დადგენის
ვალდებულება თანაბრად ნაწილდება თავშესაფრის მაძიებელსა და უფლებამოსილ
თანამდებობის პირს შორის. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ინდივიდუალურად,
მიუკერძოებლად და ობიექტურად უნდა შეაფასოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან
დაკავშირებული ყველა არსებითი ფაქტობრივი გარემოება და წარმოდგენილი
მტკიცებულებები.
3. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული შესაბამისი შეკითხვების
დასმით, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ხელი უნდა შეუწყოს თავშესაფრის
მაძიებელს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი
ინფორმაციის, მათ შორის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის და
მტკიცებულებების სრულყოფილად წარდგენაში.
მუხლი 29. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადები
1. სამინისტროს უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე
განცხადება ჩვეულებრივი წესით უნდა განიხილოს მისი რეგისტრაციიდან ექვსი თვის
ვადაში. განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ცხრა თვის ვადით, როდესაც:
ა) ვლინდება რთული ფაქტობრივი და იურიდიული საკითხები;
ბ) უცხოელების ან მოქალაქეობის არმქონე პირების დიდი რაოდენობა ერთდროულად
მიმართავს სამინისტროს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით, რაც ართულებს
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვას ექვსი თვის ვადაში.
2. შესაბამისი დასაბუთების არსებობისას, გამონაკლის შემთხვევებში, საჭიროებისამებრ
შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე
განცხადების განხილვის ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 თვით, რათა მოხდეს
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ადეკვატური და სრულყოფილი განხილვა.
3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა შესაძლოა გადავადდეს მაშინ,
როდესაც შეუძლებელია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა ამ მუხლის
პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში, წარმოშობის ქვეყანაში არსებული
16
გაურკვეველი მდგომარეობის გამო, რომელსაც დროებითი ხასიათი აქვს. ამ პუნქტით
განსაზღვრულ შემთხევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია:
ა) შეისწავლოს წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ექვს თვეში ერთხელ;
ბ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის გადავადების თაობაზე
გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თავშესაფრის მაძიებელს აცნობოს
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის გადავადების მიზეზების შესახებ ამ
კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებების
გამოყენებით.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, საერთაშორისო
დაცვაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საერთაშორისო დაცვაზე
განცხადებით მომართვიდან 21 თვეს.
5. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა შეუძლებელია
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ექვსი თვის ვადაში, უფლებამოსილი
თანამდებობის პირი ვალდებულია, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის
ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში,
თავშესაფრის მაძიებელს აცნობოს განხილვის ვადის გაგრძელების, მისი მიზეზებისა და
გაგრძელების ვადის თაობაზე, ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული
ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
6. გაძევების პროცედურაში მყოფი პირის მიერ გაკეთებული საერთაშორისო დაცვაზე
განცხადება განხილული უნდა იქნეს მისი რეგისტრაციიდან არაუგვიანეს ერთი თვის
ვადაში.
7. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ გაკეთებული საერთაშორისო
დაცვაზე განცხადება განხილული უნდა იქნეს სამინისტროს მიერ საექსტრადიციო
დოკუმენტაციის მიღების დღიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.
8. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება მისი
რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 30. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა
1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე თითოეული
განცხადება უნდა განიხილოს ინდივიდუალურად და შეაფასოს საერთაშორისო დაცვაზე
განცხადების
შესაბამისი ელემენტები, მათ შორის თავშესაფრის მაძიებლის ხელთ
არსებული დოკუმენტაცია, რომელიც უკავშირდება პირის ასაკს, წარმომავლობას, ასევე
დოკუმენტაცია და ინფორმაცია დაკავშირებული მისი ოჯახის წევრებთან, მის
იდენტობასთან, მოქალაქეობასთან (მოქალაქეობებთან), წარმოშობის
ქვეყანასთან
(ქვეყნებთან), ადგილთან (ადგილებთან), საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან,
წარმოშობის ქვეყნის დატოვების და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის
მიზეზებთან და გარემოებებთან.
2. ამ კანონის მე-15 და მე-19 მუხლებში მოცემული გარემოებების არსებობის აშკარა
დასაბუთების შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება
პრიორიტეტულად.
17
მუხლი 31. დევნის საფუძვლიანი შიშის ან სერიოზული ზიანის მიყენების
შესაძლებლობის შეფასება
დევნის საფუძვლიანი შიშის ან სერიოზული ზიანის მიყენების შესაძლებლობის
შეფასებისას, უფლებამოსილი თანამდებობის პირი უნდა დაეყრდნოს იმ გარემოებებს,
რომლებიც თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში წარმოიქმნა უშუალოდ მის
წამოსვლამდე ან მისი წამოსვლის შემდეგ.
მუხლი 32. დევნა და სერიოზული ზიანი
1. ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნებისთვის, ქმედება ჩაითვლება დევნად, თუ:
ა) ის თავისი ბუნებით ან განმეორებადობით იმდენად სერიოზულია, რომ წარმოადგენს
ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზულ დარღვევას;
ბ) ის არის სხვადასხვა ქმედების ერთობლიობა, რომელიც საკმარისად მწვავეა
იმისათვის, რომ წარმოადგენს ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზულ დარღვევას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული დევნა, შეიძლება გამოიხატოს შემდეგი
ფორმით:
ა) ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის აქტი, მათ შორის სექსუალური ძალადობა;
ბ) სამართლებრივი, ადმინისტრაციული ან/და სასამართლო აქტები და ღონისძიებები,
რომლებიც თავად არის დისკრიმინაციული ხასიათის ან რომელთა განხორციელებაც
ხდება დისკრიმინაციული ფორმით;
გ) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი, რომელიც არაპროპორციული ან
დისკრიმინაციულია;
დ) დარღვეული უფლების აღდგენაზე სასამართლოს მიერ უარის თქმა, რასაც შედეგად
არაპროპორციული ან დისკრიმინაციული სასჯელი მოყვება;
ე) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი, კონფლიქტის დროს ამ კანონის მე-18
მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებაზე უარის თქმის გამო;
ვ) ქმედება, რომელიც თავისი ბუნებით უკავშირდება გენდერულ იდენტობას ან სქესს ან
არასრულწლოვანს;
3. სერიოზულ ზიანს წარმოადგენს:
ა) სასიკვდილო განაჩენი ან სიკვდილით დასჯის საფრთხე;
ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი
მოპყრობა ან სასჯელი;
გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული და ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი
ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის
უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
მუხლი 33. დევნის და სერიოზული ზიანის განმახორციელებელი სუბიექტ(ებ)ი
დევნის განმახორციელბელი და სერიოზული ზიანის მიმყენებელი სუბიექტ(ებ)ი
შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო;
ბ) დაჯგუფებები ან ორგანიზაციები, რომლებიც აკონტროლებენ სახელმწიფოს მთელ ან
მისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს;
18
გ) არასახელმწიფო სუბიექტ(ებ)ი იმ შემთვევებში, როდესაც ამ მუხლის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტებში ნახსენებ სუბიექტებს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ
შეუძლიათ ან არ სურთ ამავე კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული დევნისგან ან
სერიოზული ზიანისგან დაცვა.
მუხლი 34. დაცვის განმახორციელები სუბიექტ(ებ)ი
1. დევნის ან სერიოზული ზიანისგან დაცვა შეიძლება განახორციელოს:
ა) სახელმწიფომ, ამასთან, მათ უნდა სურდეთ და შეეძლოთ დევნისგან ან სერიოზული
ზიანისგან პირის ეფექტიანი და ხანგრძლივი დროით დაცვა;
ბ) დაჯგუფებებმა ან ორგანიზაციებმა, რომლებიც აკონტროლებენ სახელმწიფოს მთელ
ან მისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს და ამასთან, მათ სურთ და შეუძლიათ
დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან პირის ეფექტიანი და ხანგრძლივი დროით დაცვა.
2. დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან დაცვა არის ეფექტიანი, თუ დაცვის
განმახორციელებელი სუბიექტ(ებ)ი დგამენ სათანადო ნაბიჯებს დევნის ან სერიოზული
ზიანის პრევენციისა და აღკვეთისათვის, რომლებზეც ხელი მიუწვდება თავშესაფრის
მაძიებელს.
მუხლი 35. თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება
1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით, თავშესაფრის მაძიებელთან
ტარდება გასაუბრება.
2. გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული
არსებითი გარემოებების დადგენა, რაც მოიცავს ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის
მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ, ასევე
ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელსაც შეუძლია დაადგინოს პირზე საერთაშორისო
დაცვის გავრცელების საჭიროება.
3. თავშესაფრის მაძიებელთან მის მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე კომუნიკაციის
მიზნით, სამინისტროს უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა უზრუნველყოს
გასაუბრების პროცესი თარჯიმნის მომსახურებით.
4. სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასაუბრებას ატარებს
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან ოთხი თვის ვადაში, ხოლო ამ
კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი
თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
5. თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრების ჩატარების შესახებ წერილობით ეცნობება 3
სამუშაო დღით ადრე მისი საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე. იმ შემთხვევაში,
როდესაც უცნობია თავშესაფრის მაძიებლის მისამართი, შეტყობინება ასევე შეიძლება
განხორციელდეს ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. თუ
უფლებამოსილი თანამდებობის პირი თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრების დანიშვნის
შესახებ ატყობინებს ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, სამინისტროს
უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა მოამზადოს ასეთი კომუნიკაციის ოქმი,
რომელსაც ხელს აწერს ოქმის შემდგენი, ხოლო თარჯიმნის მეშვეობით დაკავშირების
შემთხვევაში, ასევე თარჯიმანიც.
19
6. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადაში თავშესაფრის მაძიებლის
გამოუცხადებლობის ან ადგილსამყოფელის დაუდგენლობის შედეგად შეწყვეტილ
განცხადებაზე წარმოება განახლდება, თუ თავშესაფრის მაძიებელი დაუკავშირდება ან
გამოცხადდება სამინისტროში და წარმოადგენს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების
შესახებ ინფორმაციას.
7. თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრებაზე დასწრების უფლება აქვს მის კანონიერ
წარმომადგენელს/მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს, ასეთი საჭიროების შემთხვევაში,
ხოლო თუ თავშესაფრის მაძიებელი იმყოფება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში ან სხვა საპატიმრო
დაწესებულებაში - მის ადვოკატს.
8. შესაძლებლობის შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება უნდა
მოხდეს იმავე სქესის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და უზრუნველყოფილი
უნდა იყოს იმავე სქესის თარჯიმნის მომსახურებით, თუ თავშესაფრის მაძიებლის მიერ
განსხვავებული სქესის უფლებამოსილი თანამდებობის პირთან გასაუბრება ან თარჯიმნის
მომსახურება არ არის მოთხოვილი.
9. ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების
განხილვის ვადებში, თავშესაფრის მაძიებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს
განმარტებები იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც მის განცხადებას შესაძლებელია
აკლდეს ან/და იყოს შეუსაბამო/წინააღმდეგობრივი, ასევე განმარტოს მის მიერ
მოწოდებულ ფაქტებსა და შესაბამისი ინფორმაციის სხვა წყაროების, მათ შორის
წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას შორის შეუსაბამობა/წინააღმდეგობა.
10. გასაუბრების მასალების სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრება
ფიქსირდება წერილობით და ხმის ჩამწერი მოწყობილობის გამოყენებით. გასაუბრების
აუდიო ჩანაწერი ინახება თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში. ამ პუნქტის
საფუძველზე მიღებული პერსონალური მონაცემები დაცულ უნდა იქნეს „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 36. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასება
1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების
შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს:
ა) ყველა შესაბამისი ფაქტი, რომელიც დაკავშირებულია წარმოშობის ქვეყანასთან, მათ
შორის წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა და სხვა რეგულაციები, ასევე არსებული
პრაქტიკა;
ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება
და დოკუმენტაცია, მათ შორის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავშესაფრის მაძიებელი
იდევნება ან შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და ასევე, რომ მას უკვე მიადგა ან
შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი;
გ) თავშესაფრის მაძიებლის პირადი მონაცემები;
დ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან
სერიოზული ზიანის დადგომის შესაძლებლობა;
20
ე) შესაძლებელია თუ არა, რომ განმცხადებელმა ისარგებლოს სხვა ქვეყნის დაცვით,
რომელიც არ არის მისი წარმოშობის ქვეყანა და რომლის მოქალაქეც არის თავშესაფრის
მაძიებელი.
2. ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელმა წარსულში უკვე განიცადა დევნა ან მიადგა
სერიოზული ზიანი, ან უშუალოდ დაემუქრნენ დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენებით,
აჩენს საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მას შესაძლოა გააჩნდეს დევნის ან
სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი
აღარ განმეორდება.
მუხლი 37. შესაბამისი ინფორმაციის და არსებითი მტკიცებულების შეგროვება და
შესწავლა
1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა მიიღოს ყველა ზომა საერთაშორისო
დაცვაზე განცხადების შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციისა და ხელმისაწვდომი
არსებითი მტკიცებულების შესაგროვებლად.
2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების
პროცესში უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს როგორც უფლებამოსილი თანამდებობის
პირის მიერ მოპოვებული ზეპირი ინფორმაცია ან დოკუმენტური მტკიცებულება, ასევე
თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ზეპირი ინფორმაცია ან დოკუმენტური
მტკიცებულება.
3. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა გაანალიზოს და შეაფასოს მის მიერ
მოპოვებული წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია.
4. საერთაშორისო დაცვის შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, თავშესაფრის
მაძიებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის
მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია გასცეს
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვასთან დაკავშირებული მოპოვებული
ინფორმაცია და დოკუმენტები, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 38. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის მიერ
წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა
1. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის მიერ
წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა უნდა მოხდეს ამ კანონით
განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად და არასრულწლოვანის საუკეთესო
ინტერესების გათვალისწინებით.
2. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანთან გასაუბრება
ხორციელდება კანონიერი წარმომადგენლის/ მეურვის/ მზრუნველის/მხარდამჭერის,
ხოლო თუ კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანი იმყოფება
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ
დაწესებულებაში ან სხვა საპატიმრო დაწესებულებაში - მისი ადვოკატის თანდასწრებით.
კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანთან გასაუბრებას
ატარებს სამინისტროს ის უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს
არასრულწლოვანთან გასაუბრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია.
21
3. თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა
უნდა
გაითვალისწინოს
კანონიერი
წარმომადგენლის
გარეშე
დარჩენილი
არასრულწლოვანი პირის ასაკი და უნარები, მათ შორის განვითარების დონე, აღქმის და
კომუნიკაციის უნარი.
მუხლი 39. წამების და ძალადობის მსხვერპლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების
განხილვა
1. თავშესაფრის მაძიებელს, რომელიც აცხადებს, რომ არის წამების ან არაადამიანური
ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან ძალადობის მსხვერპლი ან აღენიშნება ასეთი
ნიშნები, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვამდე ხელი უნდა მიუწვდებოდეს
შესაბამის სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური საჭიროების
მქონე პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განხილულ უნდა
იქნეს პრიორიტეტულად.
მუხლი 40. ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე
თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა
1. თავშესაფრის
მაძიებლის
გონებრივი/ინტელექტუალური
ან
ფსიქიკურ
დარღვევებთან დაკავშირებული საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში,
სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს კანონმდებლობით განსაზღვრული
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მისთვის, კანონმდებლობით დადგენილი
წესით, ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარებისა
და მხარდამჭერის დანიშვნის მიზნით, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესწავლა უნდა შეჩერდეს მხარდამჭერის
დანიშვნამდე. ამ პერიოდში თავშესაფრის მაძიებელი სარგებლობს თავშესაფრის
მაძიებლებისთვის ამ კანონით მინიჭებული უფლებებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ანკეტირება და
გასაუბრება უნდა ჩაატაროს უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა, რომელსაც გავლილი
აქვს სპეციალური მომზადება, საჭიროების შემთხვევაში, ასევე შესაბამისი დარგის
სპეციალისტის მონაწილეობით.
4. გასაუბრება შესაძლებელია არ ჩატარდეს, როდესაც თავშესაფრის მაძიებელს მისგან
დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ გააჩნია ადეკვატური ინფორმაციის მიწოდების
შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ
კანონით გათვალისწინებული პროცედურებით მოპოვებული სხვა ინფორმაციის და
დოკუმენტაციის საფუძველზე.
მუხლი 41. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა
1. თავშესაფრის მაძიებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის
/მზრუნველის/მხარდამჭერის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საერთაშორისო
დაცვის მინიჭებაზე
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შესაძლებელია
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა.
22
2. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა თავშესაფრის მაძიებელს მისთვის გასაგებ
ენაზე უნდა აცნობოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის სამართლებრივი
შედეგები, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი. ოქმს ხელს აწერს სამინისტროს
უფლებამოსილი თანამდებობის პირი და თავშესაფრის მაძიებელი ან მისი კანონიერი
წარმომადგენელი/მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი.
3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე, უფლებამოსილი
თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო დაცვაზე განცხადების
განხილვის შეწყვეტის შესახებ, თავშესაფრის მაძიებლის მიერ შესაბამისი ოქმის
ხელმოწერიდან მე-7 სამუშაო დღეს. ეს გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით
თავშესაფრის
მაძიებელს
ან
მის
კანონიერ
წარმომადგენელს/მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს ეგზავნება 3 სამუშაო დღის ვადაში
(ქართულად და ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე), გადაწყვეტილების გასაჩივრების
წესის მითითებით.
4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე, საერთაშორისო
დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ,
თავშესაფრის
მაძიებელი
ვალდებულია
სამინისტროს
ჩააბაროს
დროებითი
საიდენტიფიკაციო მოწმობა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში
დატოვოს ქვეყანა თუ არ არსებობს მისი ქვეყანაში ყოფნის სხვა სამართლებრივი
საფუძვლები.
5. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების უკან გახმობის შემდეგ, თავშესაფრის
მაძიებელი უფლებამოსილია განმეორებით მიმართოს სამინისტროს საერთაშორისო
დაცვის მოთხოვნით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მის საქმესთან
დაკავშირებით ახალი გარემოებები და აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების უკან გახმობის შემდეგ, ხოლო სამინისტრომ იგი
უნდა უზრუნველყოს სამართლიანი და ეფექტური თავშესაფრის პროცედურით.
საერთაშორისო დაცვაზე მოთხოვნით განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, თავშესაფრის
მაძიებელმა უნდა მიუთითოს განცხადების გამოხმობისა და განმეორებით მიმართვის
სათანადო მიზეზები.
მუხლი 42. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერება, შეწყვეტა და
განახლება
1. უფლებამოსილი თანამდებობის პირი აჩერებს საერთაშორისო დაცვაზე
განცხადების განხილვას, თუ ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული
წესით ვერ ხერხდება თავშესაფრის მაძიებელთან დაკავშირება და მას არ გადაუკვეთავს
საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვაზე
განცხადების განხილვა შეჩერდება 6 თვის ვადით.
2. უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო
დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის თაობაზე, თუ თავშესაფრის მაძიებელი:
ა) ამ კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად გაიხმობს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას;
ბ) თავშესაფრის მაძიებელი უარს აცხადებს სამინისტროსთან თანამშრომლობაზე;
გ) არასაპატიო მიზეზით, შეტყობინების იგნორირებით, არ გამოცხადდება
ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე ორჯერ;
23
დ) დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, გამოიცვლის საცხოვრებელი ადგილს და
აღნიშნულის თაობაზე არ აცნობებს სამინისტროს სამი თვის განმავლობაში;
ე) უარს აცხადებს თითის ანაბეჭდების აღებაზე;
ვ) გარდაიცვლება;
ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და ვადის
გასვლამდე არ გამოცხადდება სამინისტროში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
ფსიქიკური აშლილობის მქონე თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე
განცხადების განხილვა არ შეწყდება.
4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერების ან შეწყვეტის შემდგომ
გამოცხადებულ თავშესაფრის მაძიებელს უნდა მიეცეს გამოუცხადებლობის მიზეზებზე
განმარტების გაკეთებისა და საპატიო მიზეზების წარდგენის შემთხვევაში, საერთაშორისო
დაცვაზე განცხადების განხილვის განახლების შესაძლებლობა.
მუხლი 43. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის
თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება
1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის
საფუძვლები.
2. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე ან მინიჭებაზე უარის თქმის
თაობაზე დასაბუთებული გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებელს ეგზავნება/გადაეცემა
3 სამუშაო დღის ვადაში (ქართულად და ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე),
გადაწყვეტილების გასაჩივრების წესისა და „იურიდიული დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული უფასო იურიდიული დახმარების შესაძლებლობის
თაობაზე ინფორმაციის მითითებით.
3. თავშესაფრის მაძიებლის მიზეზით სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის
შემთხვევაში, გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება სამინისტროში
ჩაუბარებლობის შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც საერთაშორისო დაცვის შესახებ ოჯახის წევრთა განაცხადი
ეფუძნება ერთსა და იმავე საფუძველს, საერთაშორისო დაცვაზე მიღებული
გადაწყვეტილება ვრცელდება განმცხადებლის ოჯახის წევრებზეც.
5. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე ან მინიჭებაზე უარის თქმის
თაობაზე გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საქმის არსებით ფაქტობრივ გარემოებებს
და
შესაბამის
მტკიცებულებებს,
რომელიც
საფუძვლად
დაედო
მიღებულ
გადაწყვეტილებას.
6. თავშესაფრის მაძიებელს, რომელსაც უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ
სტატუსის მინიჭებაზე, ან პირს, რომელსაც
შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი და ამასთან შეუძლებელია წარმოშობის
ქვეყანაში მისი გაძევება, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, აქვს
შესაძლებლობა მიიღოს დროებითი ყოფნის უფლება.
24
7. უფლებამოსილი თანამდებობის პირი თავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის
ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას
უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ სტრუქტურულ
ერთეულს, კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი რეაგირებისათვის.
8. თავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის
მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სამინისტროს გადაწყვეტილების ან ამ
გადაწყვეტილების, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასაჩივრების შემთხვევაში,
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე
სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, უცხოელი ან
მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე
პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესის შესაბამისად, დატოვოს საქართველოს ტერიტორია, თუ არ არსებობს მისი ქვეყანაში
ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლები.
მუხლი 44. ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე
გადაწყვეტილება
ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება
უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიიღება საქმის შესაბამის მასალებზე
დაყრდნობით, გადაწყვეტილების მიღების მომენტში არსებული გარემოებების
გათვალისწინებით.
მუხლი 45. საერთაშორისო დაცვაზე განმეორებითი განცხადება და პროცედურული
გარანტიები
1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსი შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა, ასევე იმ შემთხვევაში,
როდესაც თავშესაფრის პროცედურა საქართველოში დასრულდა, შეუძლია საერთაშორისო
დაცვაზე განმეორებითი განცხადების წარდგენა, როდესაც:
ა) მისი წარმოშობის ქვეყანაში ადგილი აქვს ისეთი ხასიათის ცვლილებებს, რომლებიც
მისი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას წარმოშობს;
ბ) არსებობს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არ ყოფილა განხილული
საერთაშორისო დაცვაზე პირველად განცხადებაში მოცემული გარემოებების შეფასებისას
და რომლებიც განმცხადებლის ბრალის გარეშე არ იქნა წარდგენილი.
2. უფლებამოსილი
თანამდებობის
პირი
ვალდებულია
განახორციელოს
საერთაშორისო დაცვაზე განმეორებითი განცხადების წინასწარი გამოკვლევა, შეისწავლოს
და შეაფასოს წარდგენილი განმარტებები და ახალი გარემოებები, რათა წარმოშობის ან
მუდმივ საცხოვრებელ ქვეყანაში დაბრუნებით არ მოხდეს არგაძევების პრინციპისა და
საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებათა დარღვევა.
3. ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის
პირი იწყებს ამ კანონით გათვალისწინებული ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის
მინიჭების პროცედურას.
25
4. უფლებამოსილმა
თანამდებობის
პირმა
პრიორიტეტი
უნდა
მიანიჭოს
საერთაშორისო დაცვაზე განმეორებითი განცხადების განხილვას, შეფასებას და შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღებას.
5. თუ საერთაშორისო დაცვაზე განმეორებითი განცხადების განხილვის შემდეგ
დადგინდება, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა არ შეიცავს ამ მუხლის პირველ
პუნქტში მოცემულ გარემოებებს, საქმის ხელახლა განხილვის გარეშე მიღებული იქნება
საერთაშორისო დაცვაზე განმეორებითი განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ
გადაწყვეტილება.
მუხლი 46. ოჯახის გაერთიანება
1. ოჯახის გაერთიანების პროცედურის დაწყებისთვის, საერთაშორისო დაცვის ქვეშ
მყოფმა პირმა წერილობით უნდა მიმართოს სამინისტროს.
2. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანისთვის ამ
კანონით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების
შემდეგ უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა, მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის და
არასრულწლოვანის თანხმობით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ოჯახის გაერთიანების
პროცედურები. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა, არასრულწლოვნის საუკეთესო
ინტერესების გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოს მისი გაერთიანება ოჯახის სხვა
წევრებთან.
3. ოჯახის გაერთიანების თაობაზე განცხადებას საერთაშორისო დაცვის მქონე პირმა
თან უნდა დაურთოს
ნათესაური კავშირის დამადასტურებელი ყველა შესაძლო
მტკიცებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. ოჯახური კავშირების დადგენის მიზნით, უფლებამოსილი თანამდებობის პირი
ინდივიდუალურ საფუძველზე ერთი თვის ვადაში განიხილავს ოჯახის გაერთიანების
თაობაზე განცხადებას და თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად, ასეთის არსებობის
შემთხვევაში.
5. უფლებამოსილი თანამდებობის პირი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის
საშუალებით ახდენს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრთა მოძიებას, ასეთი
აუცილებლობის შემთხვევაში.
6. ოჯახური კავშირის დადგენის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი
მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მქონე
პირის ოჯახის წევრების მოძიების და მათთვის ვიზის გაცემის თაობაზე ასეთის
საჭიროების შემთხვევაში.
7. ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, საერთაშორისო დაცვის მქონე
პირის ოჯახის წევრებს ენიჭებათ საერთაშორისო დაცვის იგივე ფორმა, რაც მინიჭებული
აქვს ამ პირს.
8. პირს შეიძლება უარი ეთქვას ოჯახის გაერთიანებაზე, თუ ოჯახის წევრის მიმართ
არსებობს ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-18
მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები.
მუხლი 47. გადაწყვეტილების გასაჩივრება
26
1. სამინისტროს
მიერ
ამ
კანონის
საფუძველზე
მიღებული
ნებისმიერი
გადაწყვეტილება,
შესაძლებელია
გასაჩივრდეს
სასამართლოში
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
2. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე თავშესაფრის
მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებითა და გარანტიებით.
მუხლი 48. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიერ ლტოლვილის სტატუსის
მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენა
ამ კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესის გათვალისწინებით,
დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირს შეუძლია ინდივიდუალური განცხადების წარდგენა
მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მიზნით. განცხადების განხილვის პერიოდში
იგი სარგებლობს თავშესაფრის მაძიებლისთვის ამ კანონით განსაზღვრული უფლება–
მოვალეობებით.
მუხლი 49. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე
დარჩენილი არასრულწლოვანის სამართლებრივი გარანტიები
დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი
არასრულწლოვანი:
ა) დაუყოვნებლივ უნდა იქნეს იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული და მას 10
სამუშაო
დღის ვადაში უნდა დაენიშნოს
მეურვე/მზრუნველი ან მხარდამჭერი
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ის უნდა
განსახლდეს ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის
შესაბამისად.
გ) დახმარება უნდა გაეწიოს მშობლების და ნათესავების მოძიებაში.
თავი VI
ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის
შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა
მუხლი 50. ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები
1. პირს შეუწყდება ლტოლვილის სტატუსი, თუ:
ა) მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) ნებაყოფლობით ისარგებლა თავისი წარმოშობის ქვეყნის დაცვით;
გ) მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ ნებაყოფლობით კვლავ მოიპოვა წარმოშობის
ქვეყნის მოქალაქეობა;
დ) მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის მფარველობით;
ე) ნებაყოფლობით დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა ან რომლის ფარგლებს
გარეთაც იმყოფებოდა დევნის შიშის გამო;
27
ვ) მას არ შეუძლია უარი თქვას თავისი წარმოშობის ქვეყნის მფარველობაზე,
რამდენადაც აღარ არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც მას მიენიჭა ლტოლვილის
სტატუსი;
ზ) იგი პირადი განცხადებით მიმართავს სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის
შეწყვეტის მოთხოვნით;
თ) ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით ვერ ხერხდება
ლტოლვილთან დაკავშირება და ამასთან მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო
საზღვარი;
ი) პირი გარდაიცვალა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება ლტოლვილის სტატუსის
მქონე პირზე, თუ ადრინდელი დევნის გათვალისწინებით, მას შეუძლია წარადგინოს
დასაბუთებული მიზეზები წარმოშობის ქვეყნის მფარველობით სარგებლობაზე უარის
თქმის თაობაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
ლტოლვილის სტატუსი შეწყდება ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლიდან 1 წლის
შემდეგ.
4. პირისათვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი შეწყვეტა არის მასზე გაცემული
ბინადრობის მოწმობის და სამგზავრო დოკუმენტის გაუქმების საფუძველი.
მუხლი 51. ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის
შეწყვეტის საფუძვლები
1. პირს შეუწყდება ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი,
თუ:
ა) მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის მფარველობით;
გ) ნებაყოფლობით დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა ან რომლის
ფარგლებს გარეთაც იმყოფებოდა სერიოზული ზიანის გამო;
დ) მას არ შეუძლია უარი თქვას თავისი წარმოშობის ქვეყნის მფარველობაზე,
რამდენადაც აღარ არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც მას მიენიჭა ჰუმანიტარული ან
დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი;
ე) მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი;
ვ) იგი პირადი განცხადებით მიმართავს სამინისტროს ჰუმანიტარული ან დროებითი
დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის შეწყვეტის მოთხოვნით;
ზ) ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით ვერ ხერხდება
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირთან დაკავშირება
და ამასთან მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი;
თ) პირი გარდაიცვალა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე პირზე, თუ ადრინდელი დევნის გათვალისწინებით, მას შეუძლია
წარადგინოს
დასაბუთებული
მიზეზები
წარმოშობის
ქვეყნის
მფარველობით
სარგებლობაზე უარის თქმის თაობაზე.
28
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი შეწყდება ბინადრობის
მოწმობის ვადის გასვლიდან 6 თვის შემდეგ.
4. პირისათვის მინიჭებული ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის
სტატუსის შეწყვეტა არის ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გაცემული ბინადრობის
მოწმობის და სამგზავრო პასპორტის და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირზე გაცემული
დროებითი ბინადრობის მოწმობის გაუქმების საფუძველი.
მუხლი 52. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის
გაუქმების ან ჩამორთმევის საფუძვლები
1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მინიჭებული სტატუსი გაუუქმდება, თუ
ცნობილი გახდა, რომ ის არ აკმაყოფილებდა ამ კანონის მე-15, მე-19 ან 21-ე მუხლების
მოთხოვნებს ან მან წარმოადგინა არასწორი ინფორმაცია და ყალბი დოკუმენტაცია,
კერძოდ:
ა) პირმა არასწორად წარმოაჩინა ან დამალა არსებითი ფაქტობრივი გარემოებები;
ბ) გამოიკვეთა ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ პირზე არ უნდა
გავრცელებულიყო საერთაშორისო დაცვა;
გ) სხვა ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებული იყო ისეთი
უფლება-მოვალეობების მქონედ, რომლებიც გააჩნიათ იმ ქვეყნის მოქალაქეებს და
შესაბამისად არ საჭიროებდა საერთაშორისო დაცვას;
დ) არ საჭიროებდა საერთაშორისო დაცვას ან არსებობდა საკმარისი საფუძველი
ვარაუდისთვის, რომ მან ჩაიდინა ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული
ქმედებები.
2. საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მინიჭებული სტატუსი ჩამოერთმევა, თუ
საერთაშორისო დაცვის მიღების შემდეგ პირი მსჯავრდებულია საქართველოში მძიმე ან
განსაკუთრებით
მძიმე
დანაშაულის
ჩადენისათვის,
საფრთხეს
წარმოადგენს
საზოგადოებისთვის ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი
საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ
მთლიანობას და საზოგადოებრივ წესრიგს.
3. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსი ჩამორთმევა ან
გაუქმება
არის
მასზე
გაცემული
ბინადრობის
მოწმობის
და
სამგზავრო
დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაუქმების საფუძველი.
მუხლი 53. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის
შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურა
1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის,
გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურას იწყებს სამინისტრო.
2. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვის მქონე პირს, მისთვის
გასაგებ ენაზე, უნდა შეატყობინოს მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან
ჩამორთმევის პროცედურის დაწყების შესახებ.
3. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალური
გასაუბრება თითოეულ სრულწლოვან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან მისთვის
29
მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის დაწყებიდან
ერთი თვის ვადაში, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს ინფორმაცია და
გააკეთოს განმარტებები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც
დაიწყო მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის
პროცედურა, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც ასაბუთებს ამ პირისათვის შესაბამისი
სტატუსის გაგრძელების საჭიროებას.
4. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან დაკავშირება
შეუძლებელია ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5პუნქტით გათვალისწინებული წესით ან პირი
არ გამოცხადდა გასაუბრებაზე, მინიჭებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა
მოხდება არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
5. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის
შემთხვევაში, თუ იგი დაუკავშირდება და გამოცხადდება სამინისტროში და
გამოუცხადებლობის მიზეზებზე წარადგენს სათანადო განმარტებებს, მათი გამოკვლევის
შედეგად უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-4
პუნქტის საფუძველზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად
გამოცხადებისა და გასაუბრების დანიშვნის თაობაზე.
6. შესაძლებლობის შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან გასაუბრება
უნდა მოხდეს მისთვის იმავე სქესის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და ის
უნდა იყოს უზრუნველყოფილი იმავე სქესის თარჯიმნის მომსახურებით.
7. საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან გასაუბრება ჩატარდება მისი კანონიერი
წარმომადგენლის/ადვოკატის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის
თანდასწრებით,
ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
8. გასაუბრების ჩაწერა უნდა მოხდეს წერილობით და ხმის ჩამწერილი მოწყობილობის
გამოყენებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს გასაუბრების მასალის სიზუსტე.
უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა გასაუბრების მასალები უნდა შეინახოს
საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირად საქმეში. ამ პუნქტის საფუძველზე მიღებული
პერსონალური მონაცემები დაცულ უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
9. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის,
გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხზე გასაუბრების მიმდინარეობისას უფლებამოსილი
თანამდებობის პირის მიერ შეფასებული უნდა იქნეს როგორც მის მიერ მოპოვებული
შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც უტყუარად ასაბუთებს ამ პირისათვის მინიჭებული
სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის კანონიერებას, ასევე ამ პირის მიერ
წარმოდგენილი ინფორმაცია და მტკიცებულებები.
10. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის,
გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის დასრულებამდე, ეს პირი სარგებლობს მის
სტატუსთან დაკავშირებული ყველა უფლებით და მოვალეობებით.
მუხლი 54. გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული
სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ
1. უფლებამოსილი თანამდებობის პირი საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის
მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ წერილობითი
30
ფორმით, დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ამ პირს აცნობებს 3 სამუშაო დღის ვადაში
(ქართულად და ნათარგმნს მისთვის გასაგებ ენაზე), „იურიდიული დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონით უზრუნველყოფილი უფასო იურიდიული დახმარების
შესაძლებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გასაჩივრების
წესის მითითებით.
2. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის,
გაუქმების ან ჩამორთმევის თაობაზე სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ან
ამ გადაწყვეტილების, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასაჩივრების შემთხვევაში,
საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების
ან ჩამორთმევის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის
შემდგომ, ის და მისი ოჯახის წევრები ვალდებული არიან, „უცხოელთა და მოქალაქეობის
არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესის შესაბამისად, დატოვონ საქართველოს ტერიტორია, თუ არ არსებობს
მათი ქვეყანაში ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული ვალდებულების შეუსრულებლობის
შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიიდან უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის
გაძევების საკითხი რეგულირდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 55. წარმოებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა
1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტა,
გაუქმება ან ჩამორთმევა იწვევს ამ პირის ოჯახის წევრების წარმოებული სტატუსის
შეწყვეტას, გაუქმებას ან ჩამორთმევას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის წევრ(ებ)ი
აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 ან მე-19 მუხლებით გათვალისწინებული სტატუსის
მინიჭების საფუძვლებს. ოჯახის წევრებისათვის წარმოებული სტატუსის შეწყვეტის,
გაუქმების
ან
ჩამორთმევის
საკითხს
უფლებამოსილი
პირი
განიხილავს
ინდივიდუალურად, მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებულ პირებს, რომელთაც შეუწყდათ, გაუუქმდათ ან ჩამოერთვათ
წარმოებული სტატუსი, უნდა შეატყობინოს ამის შესახებ და ასევე აცნობოს, რომ ეს
გადაწყვეტილება გავლენას არ ახდენს მათ უფლებაზე, მოითხოვონ საერთაშორისო დაცვა
ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი VII
თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული და დროებითი დაცვის ქვეშ
მყოფი პირის სტატუსის მქონე პირთა უფლება-მოვალეობანი
მუხლი 56. თავშესაფრის მაძიებლის უფლებები
თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს:
ა) არ იქნას ექსტრადირებული ან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის
მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ არ იქნება მიღებული
31
გადაწყვეტილება ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება შესული
კანონიერ ძალაში;
ბ) მიიღოს ინფორმაცია მის უფლება-მოვალეობებზე და თავშესაფრის პროცედურაზე;
გ) შესაძლებლობის შემთხვევაში, გასაუბრება ჩაუტარდეს სამინისტროს იმავე სქესის
უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და ისარგებლოს იმავე სქესის თარჯიმნის
მომსახურებით;
დ) თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისას ისარგებლოს თარჯიმნის უფასო
მომსახურებით;
ე) ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარებით საერთაშორისო დაცვის მინიჭების
საკითხთან დაკავშირებულ სასამართლო დავებზე, „იურიდიული დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად;
ვ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის განმავლობაში, დარჩეს
თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი
იმყოფება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ
დაწესებულებაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების
იზოლატორში ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის
დროებითი განთავსების ცენტრში;
ზ) მიიღოს თავშესაფრის მაძიებლის ცნობა და ამ ცნობის საფუძველზე დროებითი
საიდენტიფიკაციო მოწმობა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში.
დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არ გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც
თავშესაფრის მაძიებელი იმყოფება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს პენიტენციურ
დაწესებულებაში ან საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში.
თ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყოს სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო
პირობებით;
ი) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სკოლამდელი და ზოგადი
განათლებით, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლოს
პროფესიული და უმაღლესი განათლებით;
კ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად, ისარგებლოს სახელმწიფო ჯანმრთელობის
დაცვის პროგრამებით, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი
შემთხვევებისა;
ლ) ნებაყოფლობით გამოიხმოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება;
მ) გათავისუფლდეს საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით
სასამართლო დავის წარმოებისას სასამართლო ბაჟის გადახდისაგან;
ნ) ისარგებლოს შრომის უფლებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
კერძოდ დასაქმდეს დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით;
ო) საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით,
ისარგებლოს
ადმინისტრაციული ორგანოებისადმი და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით;
პ) იყოს ინფორმირებული გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან დაკავშირების
შესაძლებლობის თაობაზე;
32
ჟ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისათვის და მოქალაქეობის
არმქონე პირთათვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის
დადგენილი.
მუხლი 57. თავშესაფრის მაძიებლის მოვალეობები
თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს კანონმდებლობა,
პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ჩვევებს;
ბ) არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების
განხილვის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს ტერიტორიის
დატოვება დაკავშირებულია პირის სასიცოხლო ინტერესებთან და იგი წერილობით
აცნობებს სამინისტროს საქართველოს ტერიტორიის დატოვების მიზეზებისა და ვადის
შესახებ;
გ) დაასაბუთოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებები,
წარადგინოს ყველა ხელმისაწვდომი საბუთი და შესაბამისი მტკიცებულება, კერძოდ:
ინფორმაცია მისი იდენტობის, მოქალაქეობის, წინა საცხოვრებელი ქვეყნ(ებ)ის ან
ადგილ(ებ)ის, სატრანზიტო მარშრუტის, საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტების
და სხვა მიზეზების შესახებ, რომლის გამოც ის ითხოვს საერთაშორისო დაცვას;
დ) თქვას სიმართლე და ითანამშრომლოს სამინისტროსთან, რათა სრულყოფილად
დადგინდეს მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ყველა შესაბამისი
გარემოება;
ე) განმარტოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებების
დაუსაბუთებლობა და ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა
და მტკიცებულებების წარუდგენლობა ან არარსებობა;
ვ) უფლებამოსილ
თანამდებობის
პირს
წარუდგინოს
საიდენტიფიკაციო
დოკუმენტები, მათ შორის სამგზავრო დოკუმენტები და ნებისმიერი სხვა შესაბამისი
დოკუმენტი, რომელსაც ის ფლობს;
ზ) თავშესაფრის მაძიებლის ცნობის მიღებისთანავე, უფლებამოსილ თანამდებობის
პირს, არსებობის შემთხვევაში, ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც მას
უბრუნდება პირადი განცხადებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის
საფუძველზე, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის თაობაზე
სამინისტროს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული
სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სამინისტროს გადაწყვეტილების შემდეგ, ან
მის მიერ სამინისტროს გადაწყვეტილების, კანონმდებლობით დადგენილი წესით,
გასაჩივრების შემთხვევაში, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე
უარის თქმის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის
შემდეგ;
თ) ანკეტირებისას უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს ფაქტობრივი
საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ხოლო 10 კალენდარული დღის ვადაში ფაქტობრივი
საცხოვრებელი ადგილის მისამართის, სამართლებრივი ან სამოქალაქო მდგომარეობის
ნებისმიერი ცვლილების, ასევე ამ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი
33
სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების დაკარგვის ან
დაზიანების შესახებ;
ი) გადაიღოს ფოტოსურათი, აიღოს თითის ანაბეჭდები და უფლებამოსილი
თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო
გამოკვლევა;
კ) დაემორჩილოს თავშესაფრის მაძიებლის მიმღები ცენტრის შინაგანაწესს, იქ
განთავსების შემთხვევაში;
ლ) ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის
მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლიდან ან
საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე სასამართლოს მიერ მიღებული უარყოფითი
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, „უცხოელთა და მოქალაქეობის
არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესის შესაბამისად, დატოვოს საქართველოს ტერიტორია, თუ არ არსებობს
მისი ქვეყანაში ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლები.
მუხლი 58. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის უფლებები
1. ლტოლვილს ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს:
ა) იყოს ინფორმირებული ამ კანონით მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის
ფორმაზე და მინიჭებული სტატუსიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებზე;
ბ) მიიღოს დროებითი ბინადრობის მოწმობა და ცნობა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული
სტატუსის მინიჭების შესახებ;
გ) აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი და საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდეს
თავისუფლად, გარდა სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებით გათვალისწინებული გამონაკლისი
შემთხვევებისა;
დ) მოახდინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით;
ე) დარჩეს თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში ან, განსაკუთრებულ შემთხვევებში,
სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილ სხვა დროებითი
განსახლების ადგილას,
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებიდან 1 თვის განმავლობაში;
ვ) ისარგებლოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებით, „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ზ) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყოველთვიური შემწეობა;
თ) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
შესაბამისად, ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად მიმართოს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ (შემდგომში - სსიპ „სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტო“);
ი) იმოგზაუროს სხვა ქვეყანაში, გარდა წარმოშობის ქვეყნისა და იმ სახელმწიფოებისა,
რომლებშიც მისი და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა არ ითვლება უსაფრთხოდ;
34
კ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სკოლამდელი და ზოგადი
განათლებით, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლოს
პროფესიული და უმაღლესი განათლებით, ამასთან საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით, ისარგებლოს სხვა ქვეყანაში მიღებული განათლებისა და
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების პროცედურებით;
ლ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სახელმწიფო ჯანმრთელობის
დაცვის და სოციალური პროგრამებით, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული
გამონაკლისი შემთხვევებისა;
მ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს შრომის უფლებით, კერძოდ
დასაქმდეს დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით;
ნ) ისარგებლოს ოჯახის გაერთიანების უფლებით;
ო)
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით,
ისარგებლოს
ადმინისტრაციული ორგანოებისადმი და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით;
პ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისათვის და მოქალაქეობის
არმქონე პირთათვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის
დადგენილი.
2. სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე
გაიცემა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის 27-ე და 28-ე
მუხლებით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის მოწმობა სამი წლის მოქმედების
ვადით და სამგზავრო დოკუმენტი.
3. სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე
გაიცემა დროებითი ბინადრობის მოწმობა შესაბამისი სტატუსის მოქმედების ვადით და
სამგზავრო პასპორტი.
4. სამგზავრო დოკუმენტისა და სამგზავრო პასპორტის ფორმას და გაცემის წესს ადგენს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 59. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ვალდებულებები
ლტოლვილი ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს კანონმდებლობა,
პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ჩვევებს;
ბ) შეატყობინოს სამინისტროს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის და/ან
საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილება;
გ) დაუკავშირდეს უფლებამოსილ თანამდებობის პირს ბინადრობის მოწმობის ვადის
გასვლამდე მინიმუმ 30 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მისი დაკარგვის ან
დაზიანების შემთხვევაში - დაუყოვნებლივ.
მუხლი 60. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სოციალურ ეკონომიკური გარანტიები
1. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკურ
გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონის აღსრულებაზე
პასუხისმგებელი
სახელმწიფო
უწყებების
მონაწილეობით,
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტრო კოორდინაციას უწევს ამ კანონის
35
აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების საქმიანობას ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დახმარების სფეროში.
2. ამ კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ყოველთვიური შემწეობის გაცემა შეჩერდება იმ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე პირის მიმართ, რომელიც:
ა) დატოვებს საქართველოს ტერიტორიას ერთ თვეზე მეტი ვადით;
ბ) იმყოფება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
პენიტენციურ დაწესებულებაში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის
საფუძველზე;
გ) პირადი განცხადებით უარი თქვა ყოველთვიური შემწეობის მიღებაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეჩერებული ყოველთვიური შემწეობა
აღდგება შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში, ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის პირადი განცხადების წარდგენის შემდეგ,
მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
მუხლი 61. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებები
დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირს უფლება აქვს:
ა) იყოს ინფორმირებული ამ კანონის საფუძველზე მისთვის მინიჭებულ საერთაშორისო
დაცვის ფორმაზე და მინიჭებული სტატუსიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებზე;
ბ) მიიღოს დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მქონე პირის ცნობა და
დროებითი ბინადრობის მოწმობა მისთვის მინიჭებული დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი
პირის სტატუსის მოქმედების ვადით;
გ) მიიღოს სამედიცინო მომსახურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით და შემთხვევებში;
დ) ისარგებლოს სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლებით, ამასთან
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლოს სხვა ქვეყანაში
მიღებული განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკემენტების
აღიარების პროცედურებით;
ე)
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით,
ისარგებლოს
ადმინისტრაციული ორგანოებისადმი და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით;
ვ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისათვის და მოქალაქეობის
არმქონე პირთათვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის
დადგენილი;
ზ) უზრუნველყოფილი იყოს კვებით და თავშესაფრით ან შესაბამისი ფულადი
დახმარებით მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 62. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ვალდებულებები
დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს კანონმდებლობა,
პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ჩვევებს;
ბ) შეატყობინოს სამინისტროს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის და/ან
საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილება;
36
გ) ითანამშრომლოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან;
დ) გადაიღოს ფოტოსურათი, აიღოს თითის ანაბეჭდები და უფლებამოსილი
თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო
გამოკვლევა;
ვ) დაუკავშირდეს უფლებამოსილ თანამდებობის პირს ბინადრობის მოწმობის ვადის
გასვლამდე მინიმუმ 30 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მისი დაკარგვის ან
დაზიანების შემთხვევაში - დაუყოვნებლივ.
მუხლი 63. საერთაშორისო დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯების
ანაზღაურება
ამ კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებული
ხარჯები ანაზღაურდება ამ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო
უწყებების მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტით მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
თავი VIII
საერთაშორისო დაცვის მქონე პირის საკითხების გრძელვადიანი გადაწყვეტა
მუხლი 64. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის რეპატრიაცია
საერთაშორისო დაცვის მქონე პირის რეპატრიაციის განსახორციელებლად,
სამინისტრომ უნდა დაიცვას შემდეგი პირობები:
ა) რეპატრიაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი ხასიათის და განხორციელდეს ამ კანონის
აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ;
ბ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ნება რეპატრიაციის შესახებ გამოხატული უნდა
იქნეს წერილობით;
გ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირს უნდა მიეწოდოს ყველა ხელმისაწვდომი
ინფორმაცია მის წარმოშობის ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და დაბრუნების
შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.
მუხლი 65. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ადგილობრივი ინტეგრაცია
სამინისტრო, ამ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან
თანამშრომლობით, შეიმუშავებს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ადგილობრივი
ინტეგრაციის პროგრამებს და ხელს უწყობს ამ პირთა ჩართულობას აღნიშნულ
პროგრამებში.
თავი IX
პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადები
მუხლი 66. პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადები
37
ამ კანონის საფუძველზე დამუშავებული პერსონალური მონაცემები ნადგურდება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავშესაფრის მაძიებლისათვის
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის, ასევე უცხოელისათვის ან მოქალაქოების
არმქონე პირისათვის დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის
თქმის თაობაზე სამინისტროს გადაწყვეტილების ან ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან
დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის ან გაუქმების
თაობაზე სამინისტროს გადაწყვეტილების ან სამინისტროს გადაწყვეტილების,
კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასაჩივრების შემთხვევაში, ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 25 წლის ვადის გასვლის შემდეგ.
თავი X
ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებანი, ვალდებულებანი და
საერთაშორისო თანამშრომლობა
მუხლი 67. სამინისტრო
1. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის
უფლების განხორციელებას.
2. ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით,
სამინისტრო:
ა) საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის,
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მხრიდან სახელმწიფო
უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე რეკომენდაციის
მისაღებად;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის,
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მხრიდან საზოგადოებრივი
წესრიგისა და საჯარო მართლწესრიგისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის
საკითხებზე რეკომენდაციის მისაღებად;
გ) საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თავშესაფრის მაძიებლის
პიროვნების იდენტიფიკაციაში დახმარების მისაღებად, თუ სამინისტრო თვითონ ვერ
ახდენს პირის იდენტიფიცირებას;
დ) სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ აცნობებს თავშესაფრის
მაძიებლის საქმეზე, ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად,
სამინისტროს მიერ მიღებული ამ კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის
მინიჭებაზე უარის თქმის ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების
თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნა მისთვის
საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებით;
38
ე) სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ უგზავნის თავშესაფრის
მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა სიებს დროებითი საიდენტიფიკაციო
ან ბინადრობის მოწმობის გაცემის მიზნით. ამავე სააგენტოს აწვდის ინფორმაციას
თავშესაფრის მაძიებლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებაზე
უარის თქმის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის
შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის თაობაზე, იმ მიზნით რომ განხორციელდეს მათზე
გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, დროებითი ბინადრობის მოწმობისა
და სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაუქმება;
ვ) თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების
განხორციელების უზრუნველყოფისას, თანამშრომლობს ამ კანონის აღსრულებაზე
პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ
შორის,
საქართველოში
გაეროს
ლტოლვილთა
უმაღლესი
კომისრის
წარმომადგენლობასთან;
ზ) საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისრის წარმომადგენლობას
აწვდის ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა
შესახებ;
თ) უწევს ადმინისტრირებას თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის
მქონე პირთა ერთიან მონაცემთა ბაზას;
ი) ანაზღაურებს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის საფუძველზე
თავშესაფრის მაძიებლისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის ჩატარებული
შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს;
კ) ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.
ამ
კანონით
სამინისტროს
კომპეტენციას
მიკუთვნებულ
საკითხებთან
დაკავშირებით,
მინისტრი
უფლებამოსილია
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი წესით გამოსცეს შესაბამისი ნორმატიული აქტები.
მუხლი 68. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:
ა) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ახდენს თავშესაფრის მაძიებლის
იდენტიფიკაციას და შესაბამისი სტატუსის განსაზღვრისას მიწოდებული ფაქტების
შემოწმებას, ასევე აძლევს რეკომენდაციებს საქართველოს ტერიტორიაზე თავშესაფრის
მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგისა
და საჯარო მართლწესრიგისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე;
ბ) უცხოელს ან მოქალაქოების არმქონე პირს, მისთვის გასაგებ ენაზე, განუმარტავს ამ
კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებას და
მოვალეობებს,
თავშესაფრის პროცედურას იმ შემთხვევაში, როდესაც თავშესაფრის
მოთხოვნა ხდება სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე;
გ) უცხოელის ან მოქალაქოების არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის
შემთხვევაში, უზრუნველყოფს ამ პირის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიღებას
და მის არგაძევებას ამ კანონის მე-8 მუხლით გარანტირებული არგაძევების პრინციპის
დაცვით;
39
დ) უცხოელის ან მოქალაქოების არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის
მოთხოვნის შემთხვევაში, ამ პირთან ატარებს პირველად გასაუბრებას;
ე) უცხოელის ან მოქალაქოების არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის
მოთხოვნის შემთხვევაში, იღებს ამ პირის საერთაშორისო მოთხოვნის თაობაზე
განცხადებას, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ამ პირს სამგზავრო ან პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტები. იმ შემთხვევაში, თუ მას არ გააჩნია სამგზავრო
დოკუმენტი ან იდენტიფიკაციისათვის საჭირო სხვა საბუთი, საერთაშორისო დაცვაზე
განცხადება ივსება უცხოელის ან მოქალაქოების არმქონე პირის მიერ მიწოდებული
ინფორმაციის საფუძველზე;
ვ) ამ მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უცხოელის ან
მოქალაქოების არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან
დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის
სამინისტროს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავშესაფრის მაძიებლის ან
საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დაკავებიდან ან ძებნის გამოცხადებიდან 1 კვირის
ვადაში, წერილობით აცნობებს სამინისტროს აღნიშნულის თაობაზე;
თ) სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად, განიხილავს იმ პირის საქართველოდან გაძევების საკითხს, რომელსაც ამ
კანონით დადგენილი თავშესაფრის პროცედურის შესაბამისად, სამინისტროს მიერ უარი
ეთქვა ამ კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭებაზე ან კანონიერ ძალაში
შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ან რომელსაც ამ კანონის
შესაბამისად შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა მინიჭებული სტატუსი;
ი) საქართველოში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერ
ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს
სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში;
კ) დადგენილი წესებისა და პროცედურების თანახმად ამოწმებს თავშესაფრის
მაძიებლის საბუთებს საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების
შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ
მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების და/ან
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.
მუხლი 69. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სამინისტროს მიმართვის
საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს თავშესაფრის მაძიებლის
იდენტიფიკაციას და შესაბამისი სტატუსის განსაზღვრისას ამ პირის მიერ მიწოდებული
ფაქტების შემოწმებას, აგრეთვე უწევს რეკომენდაციას თავშესაფრის მაძიებლის ან
საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მხრიდან
სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის
პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე.
2. ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
სახელმწიფო
უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროება გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც
40
არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ თავშესაფრის მაძიებელს ან
საერთაშორისო დაცვის მქონე პირს კავშირი აქვს:
ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი
ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან;
ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან;
გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან;
დ) სხვა დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ
დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან) და/ან შეიარაღების, მასობრივი განადგურების
იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან.
3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ
ინფორმაცია სამინისტროს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს
სახელმწიფო საიდუმლოების, სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი
უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.
მუხლი 70. სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“
სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“:
ა) სამინისტროს მიერ გაცემული თავშესაფრის მაძიებლის ცნობის საფუძველზე,
თავშესაფრის მაძიებელზე გასცემს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას, ხოლო
საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე - დროებითი ბინადრობის მოწმობას, საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე გასცემს სამგზავრო დოკუმენტს/სამგზავრო
პასპორტს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიმართვის
საფუძველზე, უზრუნველყოფს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას და გასცემს შესაბამის
მოწმობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 71. საქართველოს პროკურატურა
1. საექსტრადიციო პროცედურის განხორციელებისას, საქართველოს პროკურატურა
ვალდებულია ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე,
წერილობითი ფორმით განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება.
2. საქართველოს
პროკურატურა
დაუყოვნებლივ
აწვდის
სამინისტროს
საექსტრადიციო პროცედურაში მყოფი პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას.
3. საქართველოს პროკურატურა აწვდის სამინისტროს ამ მუხლის მე-2 პუნქტით
განსაზღვული პირის საექსტრადიციო დოკუმენტაციას.
მუხლი 72. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო:
ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის
შემთხვევაში, ახდენს ამ პირის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებას,
მისთვის გასაგებ ენაზე, წერილობითი ფორმით,
განუმარტავს საქართველოს
41
კანონმდებლობით დადგენილი წესით, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებას და
შესაბამის დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის სამინისტროს;
ბ) სასჯელის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში, ან სხვა საფუძვლით
გათავისუფლებიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღის ვადაში, სამინისტროს აცნობებს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ
დაწესებულებაში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის
გათავისუფლების თარიღის შესახებ;
გ)
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით,
უზრუნველყოფს
უფლებამოსილი თანამდებობის პირ(ებ)ის შეხვედრის ორგანიზებას თავშესაფრის
მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან დაკავების ან საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში;
დ) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით, უზრუნველყოფს უფლებამოსილი თანამდებობის პირ(ებ)ისთვის თავშესაფრის
მაძიებლის დოკუმენტაციის ასლების გადაგზავნას, მათ შორის სამგზავრო დოკუმენტისა,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ
დაწესებულებაში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის
შესახებ ინფორმაცია, მათ შორის დაქტილოსკოპიური მონაცემები მიაწოდოს
სამინისტროს.
მუხლი 73. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო:
ა) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, მას აწვდის საერთაშორისო დაცვის
საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო
ინფორმაციას, ამ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად;
ბ) ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, მას
ეხმარება საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის გაერთიანებაში, ასევე
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასცემს ვიზას საქართველოში
გამომგზავრების მსურველ საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრებზე;
გ) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში,
დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების დახმარებით
ხელს უწყობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ნებაყოფლობით
რეპატრიაციას თავისი წარმოშობის ქვეყანაში.
მუხლი 74. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:
ა) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის
მიერ შესაბამისად ამ კანონის 56-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის „ლ“
ქვეპუნქტითა და 61-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
უფლებით
სარგებლობას;
42
ბ)
სამინისტროს
მიმართვის
საფუძველზე,
უზრუნველყოფს
კანონიერი
წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანს და იმ შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას,
მეურვით/მზრუნველით/მხარდამჭერით, ამასთან არასრულწლოვანს განათავსებს მისი
საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
გ) ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობს სამინისტროსთან;
მუხლი 75. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:
ა) თავშესაფრის მაძიებლის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ზოგადი
განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოფს ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას.
თავშესაფრის მაძიებლის და
საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩარიცხვის წესი, პროგრამის შინაარსი, განხორციელების ვადები და
დაფინანსების წესი განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანებით;
ბ) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის და საერთაშორისო დაცვის მქონე სხვა
პირთა მიერ ამ კანონის 56-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტითა და
61-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობას;
გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სამინისტროს მოთხოვნის
საფუძველზე, უგზავნის ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის
მქონე პირის მიერ ამ კანონის 56-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტითა
და 61-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის თაობაზე;
დ) ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობს სამინისტროსთან.
მუხლი 76. იურიდიული დახმარების სამსახური
სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახური“, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით, უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის
მქონე პირისათვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის, შეწყვეტის, ჩამორთმევის ან
გაუქმების საკითხებზე უფასო იურიდიულ დახმარებას.
მუხლი 77. სამინისტროს თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო
ორგანიზაციებთან
1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა საკითხებზე სამინისტრო თანამშრომლობს
სხვა სახელმწიფოებთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან და საერთაშორისო
ორგანიზაციებთან.
2. სამინისტრო თანამშრომლობს გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს
კომისართან საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შორის 1996 წლის 11 სექტემბრის შეთანხმების
ფარგლებში. ამ კანონის 46-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახის გაერთიანების მიზნით,
საქართველო თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან.
43
თავი XI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 78. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები
1. 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს
საქართველოს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
2. 2016 წლის 1 სექტემბრამდე სამინისტრომ შეიმუშავოს და დაამტკიცოს:
ა) თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი;
ბ) თავშესაფრის პროცედურა;
გ) თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების
წესი;
დ) თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური
მონაცემების დამუშავების წესი.
3. 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავოს და
დაამტკიცოს ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე
პირის სამგზავრო პასპორტის ფორმა და გაცემის წესი.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა
სამინისტრომ შეიმუშავონ და დაამტკიცონ ერთობლივი ბრძანება საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში
თავშესაფრის მაძიებლის მოთავსების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსათვის მიმართვის წესი და პროცედურა.
მუხლი 79. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2011
წლის 6 დეკემბრის კანონი „ლტოლვილისა და ჰუანიტარული სტატუსების შესახებ““
(პარლამენტის უწყებანი, №5370-IIს).
მუხლი 80. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ კანონის პირველი - 77-ე და მე-79
მუხლებისა.
2. ამ კანონის პირველი - 77-ე და მე-79 მუხლები ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
44
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი,
რომელიც მიღებულ იქნა 2011 წელს, ითხოვს მთელი რიგი სამართლებრივი და
პროცედურული საკითხების დახვეწას, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28
ივლისის კონვენციასთან, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმთან,
საუკეთესო საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე
თავშესაფრის სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხების ასახვას, რათა თავშესაფრის
სფეროში არსებული კანონმდებლობა უფრო მეტად დაუახლოვდეს ამ სფეროში არსებულ
საერთაშორისო
სტანდარტებს.
აღნიშნულის
რეგულირების
ვალდებულება
გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმების მესამე კარის მე-15 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტიდან და ასოცირების დღის წესრიგის 2016 წლის ეროვნული სამოქმედო
გეგმიდან, კერძოდ 56.1 და 56.2 ქვეპუნქტები, სადაც მოწესრიგების საფუძვლად
აღნიშნულია ასოცირების დღის წესრიგის 2.3. ნაწილი (მართლმსაჯულება, თავისუფლება
და უსაფრთხოება - მიგრაცია და თავშესაფარი).
„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს მოქმედი
კანონი არეგულირებს
თავშესაფრის მაძიებელთა დაცვას ლტოლვილისა და
ჰუმანიტარული სტატუსების მინიჭების გზით. ხოლო „საერთაშორისო დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი - განსაზღვრავს თავშესაფრის მაძიებელთა დაცვას
როგორც ლტოლივილისა და ჰუმანიტარული სტატუსების, ასევე დროებითი დაცვის
მინიჭების ფორმით. საერთაშორისო დაცვის ამგვარი ფორმებს იცნობს ევროკავშირის
წევრი რიგი ქვეყნების კანონმდებლობა (მაგ.: შვედეთი, გერმანია, საფრანგეთი, ფინეთი,
ბელგია, ჰოლანდია, ავსტრია და პოლონეთი.)
ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის პრაქტიკაში იმპლემენტაციამ გამოავლინა
მთელი რიგი ხარვეზები და შეუსაბამობები, რაც აბრკოლებს კანონით გათვალისწინებული
მიზნის მიღწევას.
მაგალითად, საქართველოსათვის იურიდიული ძალის მქონე საერთაშორისო
ხელშეკრულებებისა და შიდა კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფოს აქვს
ვალდებულება, არ დააბრუნოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი
მისთვის საფრთხის შემცველ ქვეყანაში. ამასთან, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“
ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების“
შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, არგაძევების პრინციპი (non
refoulement) თავშესაფრის მაძიებელ პირებზეც ვრცელდება.
პირისათვის
თავშესაფრის
მინიჭების
პროცედურების
პარალელურად,
შესაძლებელია მის მიმართ ასევე მიმდინარეობდეს ექსტრადიციის ან საქართველოდან
გაძევების პროცედურები. შესაბამისად, არგაძევების ვალდებულებიდან გამომდინარე,
45
საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურების მწარმოებელი ორგანოები ამ შემთხვევაში
მოკლებული არიან შესაძლებლობას აღასრულონ ექსტრადიცია ან გაძევება
განმცხადებლისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხის საბოლოოდ
გადაწყვეტამდე.
„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების“ შესახებ საქართველოს კანონის მე14 მუხლის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო პირის
განცხადებას თავშესაფრის მინიჭების თაობაზე განიხილავს რეგისტრაციიდან 6 თვის
ვადაში. ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 3 თვით. ამასთან, საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2124 მუხლის თანახმად, სამინისტროს უარი
დაინტერესებული პირის მიერ შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში
საჩივრდება
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
კანონმდებლობით დადგენლი წესით მისთვის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში
(წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით ეს ვადა 30 დღემდე გრძელდება). რაიონული
(საქალაქო) სასამართლო სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს
სარჩელის წარდგენიდან 2 თვის ვადაში. პირველი ინსტანციის სასამართლოს
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის მისი
გადაცემიდან 15 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოში საკითხის განხილვისა და
გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადაა საჩივრის წარდგენიდან 1 თვე.
რაც შეეხება საექსტრადიციო და გაძევების პროცედურებს, პირის დაკავების
შემთხვევაში, საექტრადიციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა შეადგენს 9 თვეს, ხოლო
გაძევების პროცედურების წარმოებისას მისი შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი
განთავსების ცენტრში დაკავების/განთავსების ვადაა 3 თვე.
საქართველოს კანონმდებლობის ზემომითითებული ნაწილის შინაარსიდან
გამომდინარე, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პირი, რომლის მიმართაც
განიხილება ექსტრადიციის ან საქართველოდან გაძევების საკითხი, ბოროტად
სარგებლობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული
სამართლებრივი პროცედურების ხანგრძლივობით და ექსტრადიციის ან საქართველოდან
გაძევების პროცედურის ბოლო ეტაპზე ითხოვს სტატუსის მინიჭებას. შესაბამისად,
სახელმწიფო იწყებს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დროში გაჭიანურებული
სამართლებრივი პროცედურის აღსრულებას, პარალელურად კი იძულებულია
უზრუნველყოს
საექსტრადიციო
პატიმრობაში
მყოფი
პირის
საპატიმრო
დაწესებულებიდან, ხოლო გაძევებას დაქვემდებარებული პირის - დროებითი განთავსების
ცენტრიდან გათავისუფლება. ამასთან, საკმაოდ ხშირია გათავისუფლების შემდეგ ამ
პირთა მიმალვის შემთხვევები, რის გამოც, თუ არ მიიღება გადაწყვეტილება პირისათვის
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ, შეუძლებელი ხდება
ექსტრადიციის ან საქართველოდან გაძევების პროცედურის წარმატებით დასრულება.
საექსტრადიციო პროცედურის მიმდინარეობის შემთხვევაში ამგვარი დაბრკოლება
სახელმწიფოს უზღუდავს შესაძლებლობას შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება კანონის დაცვით, სათანადო საფუძვლების არსებობისას, მოახდინოს მომთხოვნ
სახელმწიფოში პირის ექსტრადიცია, ხოლო გაძევების პროცედურების მიმდინარეობისას
46
შეუძლებელი ხდება სახელმწიფოს სუვერენული უფლების - სათანადო საფუძვლების
არსებობის შემთხვევაში, პირის გაძევების - განხორციელება.
მაგალითისათვის, 2014 წელს თავშესაფრის მინიჭება მოითხოვა ექსტრადიციას
დაქვემდებარებულმა თხუთმეტმა პირმა. მათგან ერთმა ძებნილმა თავშესაფარი მოითხოვა
დაკავებიდან მერვე თვეს, ერთმა - დაკავებიდან მეშვიდე თვეს, ექსტრადიციას
დაქვემდებარებულმა შვიდმა პირმა - დაკავებიდან მეექვსე თვეს, ხოლო დანარჩენებმა დაკავებიდან მესამე და მეხუთე თვეს. 2015 წელს თავშესაფარი მოითხოვა 16 პირმა. ამ
პირთაგან ერთმა თავშესაფარი მოითხოვა დაკავებიდან მერვე თვეს, ათმა - დაკავებიდან
მეექვსე თვეს, სამმა პირმა - დაკავებიდან მეხუთე თვეს, ხოლო ორმა - დაკავებიდან მესამე
და მეოთხე თვეს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საექსტრადიციო პატიმრობის
შეზღუდული ვადის გამო ზემომითითებულ პირთა უმრავლესობა დღეის მდგომარეობით
საპატიმრო დაწესებულებებიდან გათავისუფლებულია, ხოლო მათგან ექსტრადიციას
დაქვემდებარებული 8 პირი მიმალვაში იმყოფება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ
პირთაგან რამდენიმეს საბოლოოდ უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული
სტატუსის მინიჭებაზე, შეუძლებელია მათთან მიმართებით საექსტრადიციო პროცედურის
დასრულება. რაც შეეხება გაძევების პროცედურას, 2015 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში
თავშესაფარი მოითხოვა ერთმა პირმა და გაძევების პროცედურის მწარმოებელი ორგანო
იძულებული გახდა გაეთავისუფლებინა იგი შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი
განთავსების ცენტრში დაკავების/განთავსების 3 თვიანი ვადის ამოწურვის გამო.
აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფოს
პრობლემა ექმნება საექსტრადიციო/გაძევების პროცედურების ეფექტიანად აღსრულებაში.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ, მოქმედი კანონმდებლობის
თანახმად, რაიმე ნიშნით პირის დევნის რისკის გამო მისი შესაბამის სახელმწიფოში
დაბრუნების აკრძალვა წარმოადგენს ექსტრადიციისა და, გარკვეულწილად, გაძევების
დამაბრკოლებელ გარემოებას („სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო
თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი;
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი). შესაბამისად, როგორც ექსტრადიციის
პროცედურის მწარმოებელი, ისე, ნაწილობრივ, გაძევების საკითხის განმხილველი ორგანო
პარალელურ რეჟიმში არსებითად განიხილავენ იმ გარემოებებს, რომელთა შესწავლაც
ასევე ხორციელდება პირისათვის თავშესაფრის მინიჭების პროცედურის წარმოების დროს.
უფრო მეტიც, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ექსტრადიციის დასაშვებობის, ისე იუსტიციის
მინისტრის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, არსებითად ხდება
ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო
ვალდებულებების დარღვევის შესაძლო რისკების შესწავლა და ამგვარი რისკების
არსებობის შემთხვევაში, საქართველო უარს აცხადებს პირის ძებნის ინიციატორი
სახელმწიფოსათვის მის გადაცემაზე.
დღეისთვის
თავშესაფრის
მაძიებელთა
შეზღუდული
შესაძლებლობა
სრულფასოვნად
ისარგებლონ
საერთაშორისო
აქტებითა
და
საქართველოს
კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებით, დიდწილად სამართლებრივი სისტემისა
და სახელმწიფო ენის არცოდნით და უფასო იურიდიული დახმარების არასაკმარისი
47
ხელმისაწვდომობითა არის განპირობებული. ამიტომ აუცილებელია, რომ პირს, რომელსაც
სურს მიიღოს თავშესაფარი, მისთვის გასაგებ ენაზე გადაეცეს სახელმწიფო ორგანოების
მიერ მიღებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებები.
სწორედ ეს გახდა საფუძველი მომზადებულიყო „საერთაშორისო დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფრის სფეროში
არსებული კანონმდებლობის სრულყოფას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონპროექტის მიღების მიზანია ერთი მხრივ,
ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება, რომლებიც მაქსიმალურად აღმოფხვრის
მოქმედ კანონმდებლობაში პრაქტიკით გამოვლენილ ხარვეზებს და მეორე მხრივ,
არსებული კანონმდებლობა დაუახლოვდება საუკეთესო საერთაშორისო და ევროპულ
სტანდარტებს.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, გამკაცრებულია თავშესაფრის
მაძიებლებზე, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე კონტროლის
განხორცილების მექანიზმები ისეთი სახით, რომ ეს შესაბამისობაშია ევროკავშირის
დირექტივებთან და ევროპულ პრაქტიკასთან.
მაგალითად:
•
კანონპროექტით
გამკაცრდება ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების
საფუძვლები;
•
განისაზღვრება თავშესაფრის მაძიებლის დაკავების შესაძლებლობა და
გარემოებები;
•
შეიზღუდება ექსტრადიციასა და გაძევებას დაქვემდებარებულ პირთა მიერ
საერთაშორისო დაცვაზე განაცხადის გაკეთებისა და მატი საქმის განხილვის ვადები;
•
აშკარად დაუსაბუთებელი ინფორმაციის მოწოდებისა და ყალბი განცხადების
არსებობის შემთხვევაში საქმე განიხილება დაჩქარებული წესით;
•
თავშესაფრის მაძიებლებს განესაზღვრებათ იდენტიფიცირებისათვის თითის
ანაბეჭდის აღების ვალდებულება;
იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტი ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო
და ევროპულ სტანდარტებსა თუ პრაქტიკას, მისი მიღება კიდევ ერთი წინაგადადგმული
ნაბიჯი იქნება ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.
კანონპროექტის მიღების მიზანია ასევე ერთი მხრივ შემუშავდეს ისეთი
სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც მაქსიმალურად დაიცავს რეალურად
საერთაშორისო დაცვის საჭიროების მქონე პირთა უფლებებს, უფრო ქმედითს გახდის
თავშესაფრის პროცედურებს და გონივრულ ვადებში უზრუნელყოფს გადაწყვეტილების
მიღებას, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს
იმ პირთა მიმართ რეგულაციების
გამკაცრებას, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ თავშესაფრის სისტემით საქართველოში.
ამასთან, აუცილებელია ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება,
რომლებიც, ერთი მხრივ, არ შეზღუდავს პირის უფლებას, დაუბრკოლებლად მოითხოვოს
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება და სრულად ისარგებლოს
48
შესაბამისი
საერთაშორისო
აქტებითა
და
შიდა
კანონმდებლობით
მისთვის
გარანტირებული
უფლებებით, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მისცემს
შესაძლებლობას, სათანადო საფუძვლების არსებობისას, ეფექტიანად აღასრულოს პირის
მიმართ ექსტრადიციის ან საქართველოდან გაძევების პროცედურა.
აღნიშნული საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს, როგორც ადმინისტრაციული
ორგანოს როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსების დაზოგვას.
გარდა ზემოხსენებულისა, კანონპროექტის მიღების მიზანია, ამ სფეროში
საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და „ლტოლვილთა
სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28 ივლისის კონვენციასთან, „ლტოლვილთა სტატუსის
შესახებ“ 1967 წლის ოქმთან, საუკეთესო საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან
დაახლოვება.
გასათვალისწინებელია, რომ თავშესაფრის მინიჭების სტატისტიკა გამოიყურება
შემდეგნაირად:
- 2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული
სტატუსით სარგებლობს 1363 პირი, აქედან:
235 პირი - ლტოლვილის სტატუსი „prima facie” საფუძველზე
140 პირი - ლტოლვილის სტატუსი ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე
988 პირი - ჰუმანიტარული სტატუსი.
2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, სამინისტროში რეგისტრირებული იყო 570
თავშესაფრის მაძიებელი.
- სტატისტიკური მონაცემები 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით
2015 წლის 1 იანვარი - 31 დეკემბრის მდგომარეობით, თავშესაფრის მოთხოვნით
სამინისტროს განცხადებით მომართა 1449 პირმა.
წლის განმავლობაში საქართველოში თავშესაფარი მიენიჭა 947 პირს. აქედან:
69 პირს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი (60 ერაყი, 5 - სირია, 2-ირანი, 1-სუდანი, 1ყაზახეთი)
878 პირს მიენიჭა ჰუმანიტრაული სტატუსი (444-უკრაინა, 397-ერაყი)
315 პირს უარი ეთქვა თავშესაფრის მინიჭებაზე
წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო შეწყვეტილი იქნა საქმის წარმოება
777 პირზე.
- სტატისტიკური მონაცემები 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით
2014 წლის 1 იანვარი - 31 დეკემბრის მდგომარეობით, თავშესაფრის მოთხოვნით
სამინისტროს განცხადებით მომართა 1792 პირმა.
წლის განმავლობაში საქართველოში თავშესაფარი მიენიჭა 134 პირს. აქედან:
29 პირს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი (28 ერაყი, 1 - იორდანია)
105 პირს მიენიჭა ჰუმანიტრაული სტატუსი (62-ერაყი, 36 - სირია)
228 პირს უარი ეთქვა თავშესაფრის მინიჭებაზე
წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო შეწყვეტილი იქნა საქმის წარმოება
521 პირზე.
49
- სტატისტიკური მონაცემები 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით
2013 წლის 1 იანვარი -31 დეკემბრის მდგომარეობით, თავშესაფრის მოთხოვნით
სამინისტროს განცხადებით მომართა 719 პირმა.
წლის განმავლობაში საქართველოში თავშესაფარი მიენიჭა 70 პირს. აქედან:
24 პირს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი (13 ერაყი, 11 - რუსეთი)
46 პირს მიენიჭა ჰუმანიტრაული სტატუსი (24-სირია, 16 - ერაყი, 4 ეგვიპტე)
254 პირს უარი ეთქვა თავშესაფრის მინიჭებაზე
წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო შეწყვეტილი იქნა საქმის წარმოება
556 პირზე.
- სტატისტიკური მონაცემები 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით
2012 წლის 1 იანვარი - 31 დეკემბრის მდგომარეობით, თავშესაფრის მოთხოვნით
სამინისტროს განცხადებით მომართა 599 პირმა.
წლის განმავლობაში საქართველოში თავშესაფარი მიენიჭა 13 პირს. აქედან:
13 პირს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი (3 ერაყი, 10 - რუსეთი)
0 პირს მიენიჭა ჰუმანიტრაული სტატუსი
48 პირს უარი ეთქვა თავშესაფრის მინიჭებაზე
წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო შეწყვეტილი იქნა საქმის წარმოება
93 პირზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ადგენს იმ
უცხოელის და მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის,
ყოფნის და მათდამი მოპყრობის სტანდარტებს, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად
მოითხოვენ საერთაშორისო დაცვას. წარმოდგენილი კანონპროექტი განსაზღვრავს
თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და
დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სამართლებრივ მდგომარეობას, მათ უფლება–
მოვალეობებს და სოციალურ–ეკონომიკურ გარანტიებს, ადგენს უცხოელისათვის და
მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული
სტატუსის, ასევე დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების, გაუქმების,
შეწყვეტისა და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებს,
ასევე განსაზღვრავს სახელმწიფო უწყებების კომპეტენციებს თავშესაფრის პროცედურის
უზრუნველყოფის სფეროში.
წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, საერთაშორისო დაცვა გულისხმობს
უცხოელის ან მოქალაქოების არმქონე პირისათვის თავშესაფრის პროცედურაზე
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და კანონპროექტით დადგენილი წესით
ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის
უფლებების დაცვას. შესაბამისად, საერთაშორისო დაცვის მქონე პირს წარმოადგენს
ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტით განსაზღვრულია „ლტოლვილის“ და
„ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის“ ტერმინები.
სიახლეს წარმოადგენს
კანონპროექტში მოცემული ტერმინი „დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი“.
50
კანონპროექტის თანახმად, მასობრივად შემოსულ უცხოელის ან მოქალაქოების არმქონე
პირთა რეგისტრაციის შემდგომ, დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი ენიჭება
უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც საჭიროებს საერთაშორისო დაცვას და
არ შეუძლია საკუთარი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება განურჩეველი ძალადობის,
აგრესიის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტების ან ადამიანის
უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. აღნიშნული სტატუსი ენიჭება 1 წლის ვადით,
რაც შეიძლება გაგრძელდეს იმავე ვადით არაერთგზის.
კანონპროექტის მე-15 დ მე-19 მუხლებით დაზუსტდა ლტოლვილის და
ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლები. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად,
ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც
იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს
დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი
კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი
შიშიდან გამომდინარე დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ
ქვეყნის მფარველობით. ხოლო ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან
მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის
მინიჭებისთვის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს საკმარისი
საფუძველი ვარაუდისთვის, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას პირი დადგება ამ
კანონპროექტის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის
საფრთხის წინაშე.
კანონპროექტში მოცემული ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის
საფუძვლებიდან გამომდინარე ასევე განისაზღვრა დევნის და სერიოზული ზიანის
საფრთხის არსი. კანონპროექტის თანახმად, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის
მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არსებითია დევნის საფუძვლიანი შიშის
ან სერიოზული ზიანის მიყენების შესაძლებლობის შეფასება. კანონის პროექტის 32-ე
მუხლის თანახმად, დევნა არის ქმედება რომელიც თავისი ბუნებით ან განმეორებადობით
იმდენად სერიოზულია, რომ წარმოადგენს ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზულ
დარღვევას, ასევე, სხვადასხვა ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც საკმარისად
მწვავეა იმისათვის, რომ წარმოადგენს ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზულ
დარღვევას. სერიოზული ზიანი შეიძლება მიადგეს პირს, როდესაც მის მიმართ სასჯელის
ზომად შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სასიკვდილო განაჩენი ან მის მიმართ დადგენს
სიკვიდლით დასჯის საფრთხე, წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, არაადამიანური და
ღირსების შემლახავი მოპყრობა ან დასჯა, ასევე პირის სიცოცხლისთვის სერიოზული და
ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა
შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
წარმოდგენილი კანონპროექტით დაიხვეწა თავშესაფრის მაძიებლის განმარტებაც,
რომლიც მიხედვითაც „თავშესაფრის მაძიებელს“ წარმოადგენს „უცხოელი ან
მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა
ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას
და რომლის მიმართ სამინისტროს არ აქვს
გადაწყვეტილება მიღებული ან რომლის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილება არ არის
შესული კანონიერ ძალაში“. „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“
საქართველოს კანონში არსებული განმარტების მიხედვით თავშესაფრის მაძიებელი არის
51
პირი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ითხოვს სამართლებრივ დაცვას ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების გზით. დღეს მოქმედი კანონის რედაქცია არის
კანონის ხარვეზი და არ შეესაბამება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28
ივლისის კონვენციას და საუკეთესო საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს.
წარმოდგენილი კანონპროექტით, ტერმინით „თავშესაფრის მაძიებელი“ განსაზღვრულია
არა მარტო საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის ფაქტი, არამედ პერიოდი თუ რა
პროცედურის დასრულებამდე ითვლება პირი თავშესაფრის მაძიებლად, რაც მოიცავს
პერიოდს უცხოელის ან მოქალაქოების არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის
მოთხოვნიდან მის მიმართ სამინისტროს მიერ კანონპროექტით გათვალისწინებული ერთერთი სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე და/ან მის მიერ სამინისტროს
გადაწყვეტილების, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასაჩივრების შემთხვევაში,
სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. შესაბამისად არის
განმარტებული „თავშესაფრის პროცედურა“, რაც გულისხმობს სამართლებრივ პროცესს,
რომელიც მოიცავს ამ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების
მიერ განხორციელებულ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მომენტიდან
საერთაშორისო დაცვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მათ შორის
სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
კანონის პროექტი ადგენს თავშესაფრის მაძიებლის სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლების
საფუძვლებს
„საქართველოს
სისხლის
სამართლის კოდექსის“ შესაბამისად. აღნიშნული შესაბამისობაშია საქართველოს მიერ
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ
ევროკომისიის 2014 წლის პირველი ფაზის რეკომენდაციასთან, „ლტოლვილთა სტატუსის
შესახებ“ 1951 წლის 28 ივლისის კონვენციასთან და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“
1967 წლის ოქმთან.
წარმოდგენილი კანონის პროექტი ადგენს „წარმოშობის ქვეყნის“ და „შიდა
გადაადგილების ალტერნატივის“ ტერმინებს. სიახლეა ქვეყნის შიგნით გადაადგილების
ალტერნატივა, რაც გულისხმობს წარმოშობის ქვეყნის შიგნით გარკვეულ ტერიტორიაზე
გადაადგილების შესაძლებლობას, სადაც თავშესაფრის მაძიებელს არ აქვს დევნის
საფუძვლიანი შიში, ან არ დგას სერიოზული ზიანის საფრთხის ქვეშ, ან ხელი მიუწვდება
დევნის ან სერიოზული ზიანისგან სახელმწიფო უწყებების ეფექტურ და გრძელვადიან
დაცვაზე, შეუძლია უსაფრთხოდ ჩავიდეს, კანონიერად იქნას დაშვებული ქვეყნის ამ
ნაწილში და დასახლდეს, ამასთან ხელი მიუწვდებოდეს ადამიანის უფლებების
პატივისცემასა და ეკონომიკური გადარჩენის შესაძლებლობაზე. ეს ცნება შესაძლებლობას
იძლევა თავშესაფრის მაძიებელს უარი ეთქვას
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული
სტატუსის მინიჭებაზე იმ შემთხვევაში, როდესაც პირს შეუძლია ისარგებლოს მისი
წარმოშობის თუ მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის რომელიმე ნაწილში სახელმწიფოს
მფარველობით და ამასთან, არ დადგება დევნის საფუძვლიანი შიშის, თუ სერიოზული
ზიანის მიყენების საფრთხის ქვეშ. კანონპროექტით ევროპარლამენტისა და საბჭოს 2011
წლის 13 დეკემბრის 2011/95/EU კვალიფიციური დირექტივის მე-2 მუხლის „კ“
ქვეპუნქტის („ევროკავშირის კვალიფიციური დირექტივა“) გათვალისწინებით ასევე
დაიხვეწა ოჯახის წევრთა ცნებაც.
52
ასევე სიახლეს წარმოადგენს ადგილზე წარმოშობილი ("Sur place") საერთაშორისო
დაცვის მოთხოვნის უფლება, რომელიც ფართოდ არის გამოყენებული ლტოლვილთა
საერთაშორისო სამართალში, თუმცა ამჟამად მოქმედი „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული
სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი მას არ იცნობს. ადგილზე წარმოშობილი ("Sur
place") საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლების არსის მიხედვით, უცხოელის ან
მოქალაქოების არმქონე პირის თავდაპირველ მიზანს შეიძლება არ წარმოადგენდეს
თავშესაფრის მინიჭება, თუმცა მისი საქართველოში ყოფნის პერიოდში, წარმოშობის
ქვეყანაში გარემოებათა მნიშვნელოვანი ცვლილებების გამო საჭირო გახდეს მისი
საერთაშორისო დაცვა.
ეს კანონპროექტი, „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“
საქართველოს მოქმედი კანონისგან განსხვავებით, ითვალისწინებს საერთაშორისო
სამართლით აღიარებულ ისეთ პრინციპებს, როგორიცაა: საერთაშორისო დაცვის
საჭიროების მქონე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს
ტერიტორიაზე შემოსვლის და თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობის,
არგაძევების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, კონფიდენციალურობის დაცვის, ოჯახის
ერთიანობის, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებისა და ეჭვის
განმცხადებლის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპები.
„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს მოქმედი
კანონისგან განსხვავებით, კანონპროექტი მეტად დაუახლოვდა „ლტოლვილთა სტატუსის
შესახებ“ 1951 წლის კონვენციას და მის მსგავსად დარეგულირდა საერთაშორისო დაცვის
მინიჭების, გამომრიცხავი და საერთაშორისო დაცვის არ მინიჭების, ასევე ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირის სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების
ან ჩამორთმევის საფუძვლები.
წარმოდგენილი კანონპროექტით განსაზღვრულია უცხოელის ან მოქალაქეობის
არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის პროცედურები. ევროკავშირის
ექსპერტთა რეკომენდაციების შესაბამისად კანონპროექტში გათვალისწინებული იქნა
სპეციფიკური საჭიროების მქონე პირების დაცვის, მათი საჭიროებების გათვალისწინებისა
და მათდამი განსაკუთრებული მოპყრობის გარანტიები როგორც საერთაშორისო დაცვის
მოთხოვნის, ასევე საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პროცედურებში.
მოცემული კანონპროექტით დეტალურად არის რეგულირებული საერთაშორისო
დაცვაზე განცხადების განხილვის პროცედურები.
წარმოდგენილი კანონპროექტი ადგენს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების
განხილვის ახალ ვადებს. მოქმედი კანონის მიხედვით, სამინისტრო საქართველოში
თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადებას განიხილავს მისი რეგისტრაციიდან 6 თვის
ვადაში, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა. სტატუსის დადგენის
პროცედურის ჯეროვანი წარმართვისა და ხარისხის გარანტირებისთვის, საქართველოსა
და ევროკავშირის კანონმდებლობის დაახლოების საფუძვლებიდან გამომდინარე,
ევროკავშირის სამართლისა და წევრი სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით,
მოხდა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადების ევროკავშირში არსებულ
პროცედურებთან შესაბამისობაში მოყვანა. ვადების განსაზღვრა მოხდა ევროკავშირის
2013/32/EU დირექტივის 31-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც აწესებს საერთაშორისო
დაცვაზე მოთხოვნის განხილვის ვადებს. კანონპროექტის 29-ე მუხლის მიხედვით,
53
საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განხილული უნდა იყოს მისი რეგისტრაციიდან ექვსი
თვის ვადაში, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს დამატებით 9 თვით, იმ შემთხვევაში თუ
ვლინდება რთული ფაქტობრივი და იურიდიული საკითხები ან უცხოელების ან
მოქალაქეობის არმქონე პირების დიდი რაოდენობა ერთდროულად მიმართავს
სამინისტროს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით, რაც ართულებს საერთაშორისო
დაცვაზე განცხადების განხილვას ექვსი თვის ვადაში. აღნიშნული ვადა შესაძლოა
გაგრძელდეს დამატებით 3 თვით, როდესაც არსებული ვადა არასაკმარისია
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ადეკვატური და სრულყოფილი განხილვისთვის.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის 6თვიანი ვადა შესაძლოა გაგრძელდეს 15 თვით, იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა, წარმოშობის ქვეყანაში არსებული
გაურკვეველი მდგომარეობის გამო, რომელსაც დროებითი ხასიათი აქვს. საერთო ჯამში,
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს
საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მომართვიდან 21 თვეს. ამდენად, წარმოდგენილი
კანონპროექტით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისთვის დაწესებული
ვადები არის საფუძვლიანი და გონივრული, ისევე როგორც ორიენტირებულია
თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვისა და სტატუსის დადგენის სამართლიანი
პროცედურის გარანტირებაზე.
სიახლეს წარმოადგენს საერთაშორისო დაცვის განცხადების დაჩქარებული წესით
განხილვა, იმ შემთხვევაში, როდესაც იგი არის აშკარად დაუსაბუთებელი ან ყალბი
ინფორმაციის საფუძველზე სამინისტროს შეცდომაში შეყვანის გზით განმცხადებელი
ბოროტად იყენებს თავშესაფრის პროცედურას. კანონპროექტით ასევე განსაზღვრულია
გარემოებები, თუ რა შემთხვევაში ითვლება საერთაშორისო დაცვაზე განცხადება
დაუსაბუთებლად. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება
მისი რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული ხელს უწყობს საერთაშორისო
დაცვაზე დაუსაბუთებელი განცხადებების დროულად გამოვლენას და ადმინისტრაციული
ორგანოს რესურსის დაზოგვას.
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პროცედურაში სიახლეს
წარმოადგენს
გაძევების
პროცედურაში
მყოფი
პირის
ან
ექსტრადიციას
დაქვემდებარებული პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის
განსხვავებული ვადები. გაძევების პროცედურაში მყოფი პირის მიერ გაკეთებული
საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განხილულ უნდა იქნეს მისი რეგისტრაციიდან
არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, ხოლო ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ
გაკეთებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადება - სამინისტროს მიერ საექსტრადიციო
დოკუმენტაციის მიღების დღიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში. აღნიშნული ვადების
შემცირება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც
ექსტრადაციას დაქვემდებარებული პირები საექსტრადაციო პატიმრობის ვადის ბოლოს
მოითხოვდნენ თავშესაფარს, რითაც რიგ შემთხვევებში ხდებოდა თავშესაფრის უფლებით
ბოროტად სარგებლობა. კანონპროექტის თანახმად, თუ პირის მიმართ წარმოებს
საექსტრადიციო პროცედურა ან განიხილება საქართველოდან მისი გაძევების საკითხი,
პირი უფლებამოილია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართოს შესაბამის
სახელმწიფო უწყებებს. ამასთან, აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება
54
შესაძლებელია კანონით დადგენილ 15 დღიან ვადაში. ამ ვადის ათვლა დაიწყება
აღნიშნული უფლებამოსილების შესახებ საექსტრადიციო პროცედურების მწარმოებელი
ორგანოს, ხოლო უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას - შინაგან
საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ პირის წერილობითი ფორმით,
მისთვის გასაგებ ენაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმირების დღიდან.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ვადასთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული
შეზღუდვა ხელს არ უშლის პირს, დაუბრკოლებლად მოითხოვოს თავშესაფარი და
ეფექტურად განახორციელოს საერთაშორისო აქტებითა და შიდა კანონმდებლობით
მისთვის მინიჭებული უფლებები. კერძოდ, შემოთავაზებული საკანონმდებლო
რეგულაციით, უფლებამოსილი ორგანო პირს მისთვის გასაგებ ენაზე, წერილობით
განუმარტავს თავშესაფრის მოთხოვნის უფლებას, შესაბამის პროცედურებსა და ვადებს.
ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, პირი უკვე ინფორმირებულია იმის თაობზე, თუ რომელ
სახელმწიფოში უნდა განხორციელდეს მისი დაბრუნება, ვინაიდან, სისხლის სამართლის
საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პირს დაკავებისას დაუყოვნებლივ განემარტება
მისი დაკავების საფუძველი, კერძოდ, ის გარემოება, თუ რომელ სახელმწიფოში უნდა
მოხდეს მისი ექსტრადიცია ან გაძევება. ამასთან, კანონპროექტით შემოთავაზებულ 15
დღიან ვადაში პირი გამოხატავს მხოლოდ სურვილს თავშესაფრის მიღების თაობაზე; მას
არ გააჩნია ვალდებულება, მოცემულ ვადაში იმავდროულად უზრუნველყოს შესაბამისი
მტკიცებულებების წარმოდგენა, ვინაიდან, მტკიცებულებების სამინისტროსათვის
წარდგენა და საკითხის არსებითი განხილვა ხორციელდება მომდევნო, უშუალოდ საქმის
განხილვის ეტაპზე. ამასთან, მოუხედავად იმისა, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული
15 დღიანი ვადა გონივრული და სრულიად საკმარისია თავშესაფრის მიღების მიზნით
შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადების წარსადგენად, წარმოდგენილი
პროექტი ვადის აღდგენის მექანიზმსაც ითვალისწინებს იმ შემთხვევისთვის, თუ ეს ვადა
პირისაგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო დაირღვა, მაგალითად, მისთვის
მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ საფრთხე შეექმნება წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების
შემთხვევაში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი პროექტის 43-ე მუხლის თანახმად, თუ
სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის
მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, ეს გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით, მისთვის
გასაგებ ენაზე თავშესაფრის მაძიებელს 3 დღეში ეგზავნება/გადაეცემა, უარის თქმის
მიზეზების, გადაწყვეტილების გასაჩივრების წესისა და კანონმდებლობით განსაზღვრული
უფასო იურიდიული დახმარების შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციის მითითებით.
წარმოდგენილი კანონპროექტით, შემოღებულ იქნა ნებაყოფლობითი რეპატრიაციის
ცნება, რომლის თანახმადაც სამინისტრო ვალდებულია პირს რეპატრიაციის სურვილის
შემთხვევაში მიაწოდოს ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია მის წარმოშობის ქვეყანაში
არსებულ მდგომარეობაზე და ამასთან მოახდინოს მისი ინფორმირება დაბრუნების
შედეგებთან
დაკავშირებით.
კანონპროექტის
თანახმად,
სამინისტრო
აიღებს
ვალდებულებას შეიმუშავოს და ხელი შეუწყოს ლტოლვილისა და ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური ინტეგრაციის პროგრამებს და უზრუნველყოს
საინტეგრაციო პროგრამებზე მათი ხელმისაწვდომობა.
55
„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს მოქმედი
კანონით განსაზღვრულია ამ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო
უწყებები. განსხვავებით მოქმედი კანონისა კანონპროექტში კანონის აღსრულებაზე
პასუხისმგებელ ადმინისტრაციულ ორგანოებს დაემატა ორი სახელმწიფო ორგანო:
საქართველოს პროკურატურა და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური. ამ
უკანასკნელის კანონპროექტში შეტანის საფუძველი გახდა მიმდინარე წელს „იურიდიული
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო
ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2016 წლის 1 იანვრიდან ამ სამსახურის ფუნქციად ასევე
განისაზღვრა თავშესაფრის მაძიებელთა იურიდიულ დახმარება.
წარმოდგენილი კანონპროექტი შედგება 11 თავისაგან და 80 მუხლისაგან.
კანონპროექტი დახვეწილია სამართლებრივი სტრუქტურისა და საკანონმდებლო
ტექნიკის თვალსაზრისით.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ეს კანონი ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ კანონის პირველი - 77-ე და მე-79 მუხლებისა, ხოლო ამ
კანონის პირველი - 77-ე და მე-79 მუხლები ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.
ამ კანონის პროექტის მიღებისა და ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად
გამოცხადდება „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს
2011 წლის 6 დეკემბრის კანონი.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გაჩნდება გარკვეულ
კანონებში ცვლილების განხორციელების საჭიროება. შესაბამისად, ამ კანონპროექტს თან
ახლავს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უცხოელთა და მოქალაქოების
არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში
მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და
საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთაშორისო კერძო სამართლის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტები.
56
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფასთან.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ამ კანონით განსაზღვრული საერთაშორისო
დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება ამ კანონის
აღსრულებაზე
პასუხისმგებელი
სახელმწიფო
უწყებების
კომპეტენციების
გათვალისწინებით, მათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფილი
შესაბამისი საბიუჯეტო ასიგენებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
57
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს. იგი შესაბამისობაშია „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28
ივლისის კონვენციასთან.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი
თანმდევი კანონპროექტები მომზადებულია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა
უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
58