„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 101 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-23
ბიუროს ნომერი 407
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, № 12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქონებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად საერთაშორისო დაცვის მქონე
პირებს შეუძლიათ აირჩიონ იმ ქვეყნის სამართალიც, სადაც მათ აქვთ ახალი
ერთობლივი ადგილსამყოფელი.“
2. 54-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მეურვეობის, მზრუნველობის ან მოვლის სხვა ფორმების წარმოშობა,
შინაარსის შეცვლა და შეწყვეტა ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელსაც
სამეურვეო პირი განეკუთვნება. უცხოელს, საერთაშორისო დაცვის მქონე პირს,
რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოში აქვს, შეიძლება დაენიშნოს
მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი საქართველოს სამართლის მიხედვით.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განაპირობა „საერთაშორისო კერძო
სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან ტერმინოლოგიური თვალსაზრისით შესაბამისობაში
მოყვანის აუცილებლობამ. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვას წარმოადგენს
თავშესაფრის პროცედურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის,
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების
დაცვა ამ კანონით დადგენილი წესით. ამ კანონის პროექტის მე-3 მუხლის „ლ“
ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო დაცვის მქონე პირი არის ლტოლვილი,
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი.
აღნიშნულის გათვალისწინებით „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“
საქართველოს კანონი ტერმინოლოგიური თვალსაზრისით შესაბამისობაშია მოსაყვანი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
სწორედ ეს გახდა საფუძველი მომზადებულიყო „საერთაშორისო კერძო
სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტი.
ეს კანონპროექტი გამომდინარეობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტიდან და წარმოადგენს მის თანმდევ კანონპროექტს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „საერთაშორისო კერძო სამართლის
შესახებ“ საქართველოს კანონის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ: „საერთაშორისო კერძო სამართლის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-45 მუხლის მე-3 პუნქტში და 54-ე მუხლის პირველ
პუნქტში მოცემული ტერმინი „ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი“
იცვლება ტერმინით „საერთაშორისო დაცვის მქონე პირი“.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, „საერთაშორისო კერძო სამართლის
შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მე-45 მუხლის მე-3 პუნქტში და 54-ე მუხლის
პირველ პუნქტში მოცემული ტერმინი „ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის
მქონე პირი“ იცვლება ტერმინით „საერთაშორისო დაცვის მქონე პირი“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებიც
ექცევიან წარმოადგენილი კანონპროექტის მოქმედების სფეროში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
ან
სხვა
სახის
კანონპროექტის მიღება არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
საქართველოს
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია\დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი
კანონპროექტები მომზადებულია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი
კომისრის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების
მოქმედი რედაქცია, სადაც წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად შედის ცვლილება
მუხლი 45. ქორწინების შედეგები
1. ქორწინების ზოგადი შედეგები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს:
ა) რომელსაც ორივე მეუღლე ცალ-ცალკე განეკუთვნება ან ქორწინების უკანასკნელ
მომენტში განეკუთვნებოდა;
ბ) სადაც ორივე მეუღლეს ცალ-ცალკე აქვს ან ქორწინების უკანასკნელ მომენტში ჰქონდა
ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი;
გ) რომელთანაც მეუღლეები ერთობლივად ყველაზე მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი გამოიყენება აგრეთვე მეუღლეთა ქონებრივი
ურთიერთობების მიმართ, თუ მათ სხვა ქვეყნის სამართალი არ აურჩევიათ. სამართლის
არჩევა შესაძლებელია, თუ იგი მიუთითებს იმ ქვეყნის სამართალზე:
ა) რომელსაც ერთ-ერთი მეუღლე განეკუთვნება;
ბ) სადაც ერთ-ერთ მეუღლეს აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი;
გ) სადაც უძრავი ქონება იმყოფება.
3. ქონებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად ლტოლვილის ან ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე პირებს შეუძლიათ აირჩიონ იმ ქვეყნის სამართალიც, სადაც მათ აქვთ
ახალი ერთობლივი ადგილსამყოფელი.
4. სამართლის არჩევა უნდა გაფორმდეს სანოტარო წესით.
მუხლი 54. მეურვეობა და მზრუნველობა
1. მეურვეობის, მზრუნველობის ან მოვლის სხვა ფორმების წარმოშობა, შინაარსის
შეცვლა და შეწყვეტა ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელსაც სამეურვეო პირი
განეკუთვნება. უცხოელს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს,
რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოში აქვ ს , შეიძლება დაენიშნო ს მეურვე
ან მზრუნველი საქართველოს სამართლის მიხედვით.
2. თუ მეურვეობის ღონისძიების გატარება აუცილებელია, მაგრამ დადგენილი არ არის,
ვინ მონაწილეობს მეურვეობაში, ან თუ მონაწილე სხვა ქვეყანაში იმყოფება, გამოიყენება
იმ ქვეყნის სამართალი, რომელიც ყველაზე ხელსაყრელია სამეურვეო პირისათვის.
3. მეურვეობის, მზრუნველობის ან მოვლის დროებითი ღონისძიებები ექვემდებარება
მეურვეობის დამწესებელი ქვეყნის სამართალს.