„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 101 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-23
ბიუროს ნომერი 407
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე,
მიღების
თარიღი
24/12/2015;
სარეგისტრაციო
კოდი
040170000.05.001.018054) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის მიზნებისათვის საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობად მიიჩნევა იმ
იურიდიული პირისთვის დახმარების გაწევა, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ქვემოთ
აღნიშნულ რომელიმე სფეროში: ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიის, სამოქალაქო
საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარების, განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების, სიღარიბის დაძლევისა და სოციალური დაცვის,
ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ახალგაზრდობისა და ბავშვთა საკითხების,
გენდერული საკითხების, კონფლიქტების მოგვარების, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა
და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარების, მიგრაციის, ეკონომიკისა
და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის,
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ცხოველთა უფლებების დაცვის, სამოქალაქო
უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და ამ მიზნით მოსახლეობის
მომზადების სფეროები.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განაპირობა „მოხალისეობის შესახებ“
საქართველოს კანონის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
ტერმინოლოგიური
თვალსაზრისით
შესაბამისობაში
მოყვანის
აუცილებლობამ.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-3 მუხლის „ვ“
ქვეპუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვას წარმოადგენს თავშესაფრის პროცედურაზე
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან
დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა ამ კანონით დადგენილი წესით. ამ
კანონის პროექტის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო დაცვის მქონე
პირი არის ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი
პირი.
აღნიშნულის გათვალისწინებით „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონი
ტერმინოლოგიური თვალსაზრისით შესაბამისობაშია მოსაყვანი „საერთაშორისო დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონთან.
სწორედ ეს გახდა საფუძველი მომზადებულიყო „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი.
ეს კანონპროექტი გამომდინარეობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტიდან და წარმოადგენს მის თანმდევ კანონპროექტს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში
მოყვანა. კერძოდ: აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში ტერმინი „ლტოლვილთა“
იცვლება ტერმინით „საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა“.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში ტერმინი „ლტოლვილთა“ იცვლება ტერმინით
„საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
პროექტის მიღება არ გამოიწვევს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
დამატებითი
სახსრების
გამოყოფას
საქართველოს
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებიც ექცევიან
წარმოადგენილი კანონპროექტის მოქმედების სფეროში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტის მიღება არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია\დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი
კანონპროექტები მომზადებულია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის
წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ან\და
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იძულებით
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, სადაც
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად შედის ცვლილება
მუხლი 2. მოხალისეობა
1. მოხალისეობა არის ამ კანონით დადგენილი ორგანიზაციული მოწესრიგების ფარგლებში
ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ცოდნითა და უნარით, ნებაყოფლობით და უანგაროდ
განხორციელებული საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა.
2. ამ კანონის მიზნებისათვის საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობად მიიჩნევა იმ
იურიდიული პირისთვის დახმარების გაწევა, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ქვემოთ
აღნიშნულ რომელიმე სფეროში: ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიის, სამოქალაქო
საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარების, განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების, სიღარიბის დაძლევისა და სოციალური დაცვის,
ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ახალგაზრდობისა და ბავშვთა საკითხების,
გენდერული საკითხების, კონფლიქტების მოგვარების, ლტოლვილთა და იძულებით
გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარების, მიგრაციის, ეკონომიკისა და ბიზნესის
განვითარების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის, ფიზიკური
აღზრდისა და სპორტის, ცხოველთა უფლებების დაცვის, სამოქალაქო უსაფრთხოების
სფეროში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და ამ მიზნით მოსახლეობის მომზადების
სფეროები.
3. ეს კანონი არ ზღუდავს სხვა ფიზიკურ პირს, დამოუკიდებლად, ამ კანონით დადგენილი
ორგანიზაციული მოწესრიგების გარეშე განახორციელოს საზოგადოებრივად სასარგებლო
საქმიანობა. ასეთ პირზე ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება.